არც კონკია, არც პრინცი -7-
[თავი 7] მეორე დილას დედას კიბეზე ვეჩეხები, მაგრამ გვერდს უსიტყვოდ ვუვლი. ტბასთან მიმეჩქარება. დარწმუნებული ვარ, მატისი იქ დამხვდება. რატომღაც არა მგონია არაპუნქტუალური იყოს. ვაღიარებ, მის პუნქტუალურობას მხოლოდ ჩემ მიმართ განვიხილავ, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ, როცა ჩემ ირგვლივ ქაოსია. ამ ქაოსს კი დალაგება არ აწყენდა. ოჯახის თითოეულ წევრზე გაბრაზებული ვარ და სახლში უკვე სუნთქვა მეკვრის. შვებასავითაა ტბის ნაპირას მატისის დანახვა და მის თვალებში ჩაძირვა. პირისპირ ვუდგები და არ ვიცი, მივესალმო თუ არა. მგონია ეს მისალმება ძალიან მშრალი გამოვა. მატისი ამჩნევს, რომ რაღაცაზე ვფიქრიბ, ვორჭოფობ. ხელს მიწვდის და მეც უნებურად ვაგებებ ჩემს მტევანს მისას. წვრილი თითები მის ხელში იმალება. საოცარ სიმხურვალეს ვგრძნობ და მატისის გვერდით, მაგრამ რაც შეიძლება შორს მივაბიჯებ. ძალიან მაინტერესებს, სად მივდივართ, მაგრამ თავს ამის კითხვის უფლებას არ ვაძლევ. ასე სიტუაცია საშინლად ჩვეულებრივი გახდება, ხიბლს დაკარგავს და მატისიც განაწყენდება. ნეტავ, მისთვის ჩემი მონატრება რა არის? მონატრება... მონატრება... მონატრება... მაინც ვერაფერს ვხვდები. მოშორებით თეთრ მანქანას ვხედავ და მატისიც ზუსტად ამ დროს იღებს ჯიბიდან გასაღებს. ღილაკს რომ აჭერს, მანქანა ხმას გამოსცემს და ჩემი წინათგრძნობის მართებულებაში ვრწმუნდები. უკანა სავარძლის სახელურს ვეჯაჯგურები, მატისი წინა კარებს რომ მიღებს და მეც უარის თქმას ვერ ვბედავ. უკან დაჯდომა უბრალოდ მოვინდომე, თორემ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. სავარძელზე რაც შეიძლება მსუბუქად ვჯდები, თითქოს ჭუჭყიანი ვიყო და მისი დასვრის მეშინოდეს. მატისი საჭეს უჯდება და მეც მეწყება ჩვეული ციებ-ცხელება, რომელიც მის გვერდით ყოფნას ახასიათებს. ვგრძნობ, რომ ჩემიანია... ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის რაღაც ჯაჭვებია გაბმული, რისი გაბმაც ამ რამდენიმე დღეში არ მოესწრებოდა... ქურდულად გავყურებ, მაგრამ გონება გათიშული მაქვს. თავშეკავებულად ვხვნეში და კარებს ვეკვრი. მატისი საეჭვოდ იღიმება, მაგრამ მე არ მიყურებს. ვფიქრობ, რაღაც გაახსენდა, მაგრამ იმის წარმოდგენისაც კი მეშინია, რომ ჩემი მოუსვენრობის მიზეზს ხვდება. ძრავას ქოქავს და მანქანაც სვლას იწყებს. ფანჯარას დაძაბული მივჩერებივარ, თითქოს ავტომობილში პირველად ვიჯდე. საზურგესაც ისეთი ძალით ვარ მიყუდებული, გვერდით რომ არ გადავვარდე და მატისს არ მივეჯახო, ლამისასა ზურგით ზედ მივეწებო. მამაკაცი რამდენჯერმე თვალს ჩემკენ აპარებს, მაგრამ საბედნიეროდ თავის ჩახრას ვასწრებ და ისიც ისევ გზის ყურებას განაგრძობს. დიდხანს არ ვმგზავრობთ. ნახევარი საათიც არ იქნება იმის შემდეგ გასული, რაც სახლიდან გამოვედი, სადღაც ქალაქგარეთ რომ ვჩერდებით. ულამაზესი ბუნებაა. ხეები, რომელთა შეყვითლებული ფოთლები თითქოს ჰაერში ცეკვავენ, მაღალ ბალახზე ჭიამაია მიცოცავს, მზე ახალი ამოსულია და მთელი თავისი ბრწყინვალებით ქედს ახრევინებს სულიერს თუ უსულოს... ველოდები, როდის მეტყვის მატისი, თუ სად მოვედით. ის კი ისევ ხელს მკიდებს და გზიდან გადავყავარ. უცებ წითელ წერტილებს ვხედავ. ეს წერტილები იზრდებიან და მათი ფორმა ძალიან ჰგავს ბურთისას. რამდენიმე ნაბიჯიც და ვხვდები, რისი ხეებიც დგას ჩემ წინ... ბროწეული! ხილი, რომელიც ჩემს მონატრებას ჰგავს! რა სულელი ვარ! როგორ ვერ მივხვდი... შეიძლება მატისი ელოდა კიდეც, როდის გამოვიცნობდი მის საიდუმლოს. -ბროწეულები!-ფეხის წვერებზე ვიწევი სიხარულისგან და მერე აღტაცებული ვტრიალდები მატისისკენ, რომელიც ჩემი ბავშვური სიხარულის შემყურე იღიმის.-ახლა ზუსტად ეს მჭირდებოდა, მატის! დიდი მადლობა! მამაკაცი უხერხულად იშმუშნება. თითქოს რაღაც დანაშაული მიუძღვოდეს ჩემ წინაშე და მადლობის მიღების რცხვენოდეს. ამას ყურადღებას არ ვაქცევ და ბროწეულის ბაღისკენ მივიწევ. ტოტს ვეჭიდები, რათა ამდენი ხნის უნახავი ბროწეული ხელებში მოვიქციო. ხო, დედა ყოველთვის უკრძალავდა ჩემს ძიძებს ამ ხილის ყიდვას, რადგან ეშინოდა ლამაზი კაბები არ დამსვროდა. თანაც ამბობდა, ეს ხილი მდაბიოებისთვისაა, აგერ ანანასი, მანგო, ნესვი, მანდარინი, სხვა რა გინდაო... მე კი ის ბროწეული მენატრებოდა, უწინ მატათასთან და ბექნუსთან ერთად რომ მივირთმევდი. თავიდან ბოლომდე ბროწეულის წვენში ვიყავი ხოლმე ამოსვრილი და ერთ დღეს ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა დედამ, სწორედ მაშინ გამოსცა ბრძანება ''ბინძურ'' ხილთან დაკავშირებით. ტოტი ისე მაღლაა, რომ ბროწეულს ვერ ვწვდები. უცებ შესამჩნევად ვიზრდები სიმაღლეში და ბროწეულიც ჩემს ხელში ჩნდება, მაგრამ ეს როგორ მოხდა, ამას მანამდე ვერ ვხვდები, ვიდრე მატისი ისევ მიწაზე არ მსვამს. -გმადლობ.-თავაზიანად ვუხდი მადლობას და ბროწეულს თითებს ვუსვამ.-ბავშვობის შემდეგ ხელში არ მჭერია. -რატომ, ძვირადღირებული კაბები დაგილაქავდებოდა?-დაცინვით მეკითხება მამაკაცი. ესეც ის ჯერჯერობით აღმოუფხვრელი ეჭვი. -ზუსტად ამ მიზეზით, მაგრამ ეს დედასთვის იყო პრობლემა, ჩემთვის ნამდვილად არა.-წყენას არ ვიმჩნევ, რადგან იმის მერე, რაც გუშინ მოხდა, არ მიკვირს, მატისი ასე რომაა განწყობილი ჩემი ოჯახის მიმართ. -იცი, თუ ბროწეულს ისე შეჭამ, რომ ტუჩები მისი წვენით არ მოგესვაროს, ესე იგი შეყვარებული ხარ!-შეთქმულივით ჩურჩულებს მატისი და დაჟინებული მზერით ზურგს მიკორტნის. -და თუ მომესვრება?-სუნთქვაშეკრული ვჩურჩულებ და ურცხვად ვიღებ მის სიტყვებს საკუთარ თავზე. -ეს არ მოხდება. ბროწეულები მოვისყიდე.-დარწმუნებით ამბობს ის და ტუჩებზე ისე მაკვირდება, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანი სამუზეუმო ექსპონატს უყურებდეს. -ვნახოთ.-ყოყმანით ვუქნევ თავს და ბროწეულს ვუწვდი.-დანა გაქვს? მატისი ჯიბიდან ჯიბის დანას იღებს და ბროწეულს ჭრის. შუაში გადახლეჩილი ბროწეულიდან წითელი მარგალიტები მოჩანენ. პირში მჟავე გემოს ვგრძნობ ისე, როგორც ბავშვობაში. ოფლი მასხამს და წამიერად მაკანკალებს. -ისე, როგორც ბავშვობაში...-ძლივსგასაგონად ბუტბუტებს მატისი, მაგრამ მე მაინც ვიგებ. -შენ რა იცი?-თვალები მიდიდრონდება. -შენ არ მითხარი?-არ იბნევა მამაკაცი, მაგრამ თვალებს კი მარიდებს. არ მახსოვს, ჩემი ბავშვობის ასეთი წვრილმანიც თუ ვუთხარი, მაგრამ ეს დღეები ისეთი არეული ვარ, არ ვეკამათები, მერე მართალი ის რომ არ აღმოჩნდეს. ორად გადახლეჩილი ბროწეულიდან ერთ მხარეს მე ვიღებ და ძალიან ფრთხილად მიმაქვს პირთან. იმას შინაგან მეს ვერ ვუმალავ, რომ სიფრთხილე მატისის ნათქვამისგანაა განაპირობებული. კბილებით ვიღებ მარცვლებს და ისე ვჭამ. უგემრიელესია. მისი გემო ისევ ისეთია. როგორც მჟავე, ისე ტკბილი და თან საოცრად სასიამოვნო. სანამ ჭამას არ ვამთავრებთ, არაფერს ვამბობთ. მე იმიტომ, რომ ტუჩები არ მომესვაროს, მატისისა არ ვიცი, მაგრამ ვოცნებობ, რომ მასაც იგივე მიზეზი ჰქონდეს. ცარიელი ქერქი რომ მრჩება, აღარ ვიცი, სად გადავაგდო, მაგრამ ისევ მატისი მშველის და თავის ქერქსაც და ჩემსასაც ჯიბიდან ამოღებულ პარკში ყრის. -აბა, შენი ტუჩები მანახე...-ისეთი სერიოზული ტონით მეუბნება ამას, რომ გული მიჩერდება. უკან ნაბიჯს ვდგამ, თუმცა ვხვდები, რომ სისულელემ შემაშინა და ადგილზე ვჩერდები. მამაკაცი ჩემს ბაგეებთან იხრება და სუნთქვას იკრავს. ჰაერი მეც მელევა. გამოთაყვანებულ მზერას ისევ თვალების დახუჭვას ვამჯობინებ და ვნანობ, რომ უკან არ დავიხიე. ჩემი შიში სისულელე ნამდვილად არ ყოფილა. ფრჩხილებს მთელი ძალით ვაჭერ მეორე ხელის ზურგს, მაგრამ იმ შეგრძნებებს, რასაც ჩემს შინაგან სამყაროში მატისის სიახლოვე წარმოშვავს, მაინც ვერ ვჩრდილავ. -რა... რას ხედავ?-გვერდით ვხტები და კისერზე ხელს აღელვებული ვისვამ. ახლა მატისმა გულზე თავი რომ მომადოს, ყველაფერს მიხვდება. მიხვდება, როგორ ვკრთივარ მის შეხებაზე... როგორ მაბნევს მისი გამოხედვა... რამდენს ვფიქრობ მასზე... რას ვგრძნობ მისი სიახლოვისას... ვისი სახელი შევარქვი... არა, ეს არ უნდა მოხდეს! თავს ვაგულიანებ და ნაძალადევად ვიღიმები. -ერთი წვეთი წვენიც არაა!-საშინლად ახარებს თავისივე ნათქვამი და ეს სიხარული ავადმყოფობასავით მედება მეც. -მე შენსას ვნახავ.-მის ტუჩებს აფორაჯებული ვათვალიერებ და კმაყოფილი ვიძახი.-შენთანაც. არ ვიცი, რა გვიხარია... რა გვაღიმებს სულელებივით, მაგრამ ფაქტია, რომ მართლა ვსულელდებით! უკვე მეორედ ვფიქრობ პოტენციურ სიყვარულზე, მაგრამ მაშინვე კონკიას ქოში მახსენდება და ფიქრებში სახელი მატათა მესახება... სიხარულს ტკივილი ცვლის და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მძიმე დუმილით სრულდება. ^^^ ესეც შეპირებული თავი. შემდეგში ჯაჭვის ერთი რგოლი გაიხსნება და დასასრულსაც მივუახლოვდებით... სამი ნაწილი დარჩა და ვეცდები, ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი. ამ თავზე განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი შეფასება, რადგან სწორედ ეს დღე შეცვლის რადიკალურად ევანგელიას ცხოვრებას. უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.