შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები (ნაწილი 2) -3-


9-01-2016, 16:48
ავტორი Firefly
ნანახია 2 807

მეგონია გული ყელში მომებჯინება,ამოსუნთქვასაც კი ვერ ვახერხბ,მარცხენა ხელს მჭიდროდ ვიჭერ მუცელზე მარჯვენათი კი კარებს ვეყუდები წონასწორობის დასაცავად.მარგარეტი გაფართოვენული თვალებით მიყურებს და ხელს მიწვდის,ამჩნევს რომ კარგად ვერ ვარ. "რატომ?რატომ?" მხოლოდ ეს მიტრიალებს გონებაში და ლამისაა ჭკუდან შევიშალო.თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. "პანიკაში არ ჩავარდე მართა" მიგუგუნებს ყურში და ვცდილობ არსებული სიტუაცია გავაანალიზო.იქნებ სიზმარია?თვალებს გავახელ და ის აქ არ იქნება! მამშვიდებს ალტერ ეგო,ნელა ვახელ თვალებს და მწარე რეალობას პირისპირ ვეჯახები.
თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ რას დამნაშავე ბავშვივით ვარ კარებთან აყუდებული,ის კი ზის და მიყურებს...თავი ხელში ამყავს და ნელი ნაბიჯებით მივდივარ წინ,სავარძელში ვეშვები და მომლოდინე მზერას ვაბყრობ.მარგარეტი მარტო გვტოვებს და კარისკენ მიდის,გულისცემა მატულობს,მგონია სინდისი გულს მიწურავს ჩადენილი ცოდვისთვის და ჩემს სულს საჯიჯგნად ეშმაკს უტოვებს...თვალები მეწვის,არ მინდა არამზადა ცრმლები! წამწამებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს და უნებლიეთ გაჩენილ ცრმლებს ჯანდაბაში ვგზავნი.
-რატომ ხარ აქ?!-ვამბობ ჩახლეჩილი ხმით,მოთმინება დაკარგული.მაგრამ პასუხი აგვიანებს,ჩემი სინდისი კი ისევ მიწურავს გულს რომ ათასჯერ უფრო ძლიერად მტკივა ჩადენილი დანშაული...
-რატომ არ მითხარი?-ამბობ ზურა და თვალებს მისწორებს.
-ვერ გადავწყვიტე ღირდა თუ არა თქმა,მაგრამ ახლა აზრი არ აქვს...-ვამბობ გულწრფელად და თვალებს ვხუჭავ.
-ჯანდბა არ უნდა მცოდნოდა რომ შვილი მყავდა? ჯერ ისე გაიქეცი რომ არაფერი მათქმევინე,ალბათ რაღაც საოცარ აზრებს დაალაგებდი?გამაგებინე მართა როდის უნდა გეთქვა ჩვენს შვილზე? მაინცდამაინც როცა ორივეს დაგკარგავდით?-ყვიროდა ზურა და ხელებს ჰაერში იქნევდა,პირველად ვხედავდი ასეთს მეშინოდა...
-გეყოფა ნუ მიყვირი რაც გავიგე ისიც საკმარისია,რაც შევცოდე ისიც ეყოფა ჩემს სინდისს არ ვაპირებ უარესი ცოდვის ჩადენას და შენი ოჯახის დანგრევას!-მოთმინება დაკარგული ვყვიროდი მეც.
-რა ცოდვა მართა? შენ დარწმუნებული ხარ რომ მე ოჯახი და სათაყვანებელი ცოლი მყავს? განა ისეთი არაკაცი გგონივარ სახლში ცოლი მეჯდეს და ცალკე სხვა ქალთან ვიყო?ჯანდაბა მართა სულ არ გცნობივარ...-ნაღვლიანად გამომხედა და სავარძელში ჩაეშვა.
-მაშ ვინ არის მაია? ან მისმა დეიდაშვიმა რატომ მითხრა რომ შენი ცოლია?-ვეკითხები აღელვებული...
პასუხს არ მცემს,ისევ ჩუმდ არის მხოლოდ ამღერებულ ტელეფონს იღებს და ანერვიულებული რაღაცაზე საუბრობს.
-გაემზადე მივდივართ!-ამბობს კატეგორიული ხმით და ფნჯრიდან იხედება.
-რას ნიშნავს მივდივართ? მე არსად მივდივარ შენ კი წახვიდე კარები ღიაა!-ვამბობ ცივად და თავს ხელებში ვრგავ,ყველაფერი ისეთი არეულია გორდიასის კვანძივით არის ყველაფერი მჭიდროდ გაკვანძული.ვფიქრობ და პასუხს ვერ ვიღებ.
-მართა ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო! აქ საფრთხე გემუქრებათ გესმის? ახლა რომ არ წაგიყვანო ისევე დაგკარგავ შენც და ჩვენს შვილსაც როგროც სოფო დავკარგე ათის წლის წინ...შემომხედე მართა...-მისუსტებული ხმით,თითქმის ჩურჩულით საუბრობდა ზურა.-უნდა მენდო-თქვა და წამომაყენა.
-ვერაფერი გავიგე რას მერჩიან,ან რატომ უნდა დამიშავონ რამე?-ვამბობ აკანკალებული ხმით.
-გეფიცები ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ახლა ხელი მომეცი,მენდე...
მუდარით სავსე მზერით მიყურებს და ხელს მიწვდის,დაუფიქრებლად ვეხები ხელზე და კარისკენ გავდივართ.
დაპროგრამებულივით ვდგამ ნაბიჯებს და საერთოდ ვერაფერს ვიაზრებ,ტკივილს ვგრძნობ მხოლოდ მუცლის არეში დროგამოშვებით.შავ მანქანაში ვჯდებით და მარგარეტს ვხედავ,დამმშვიდებლად მიღიმის და ხელზე ხელს მითათუნებს. "ყველაფერი კარგად იქნება" ტუჩების მოძრაობით ვიგებ მის ნათქვამს,ამასობაში მანქანაც იძრება.


***
ვერაფერზე ვფიქორბ და ვგრძნობ რომ ეს დასასრულია,ვერაფერი გამიგია ვისგან გავრბივართ.ვერაფერს ვიაზრებ მარგარეტი ძლიერად მიჭერს ხელზე ხელს და ვგრძნობ რომ მისი იმედი ყოველთვის მაქვს.
მანქანა საფრენ ბილიკთან ჩერდება,იქვე ვხედავ ვერტმფრენსაც და სულ ვირევი.ზურას ხელზე ვქაჩავ და ცივი მზერით ვთხოვ სასწრაფოდ გამარკვიოს რახდება.
-კერძო დეტექტივი ვარ,ერთერთი ობიექტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვე და ახლა მემუქრება.ა-ყოყმანით საუბრობს ზურა ...-ამის დედა შე*** რაზე მალაპარაკებ მართა?-გაცეცხელებულმა დაიყვირა როცა სამი ბეემვეს მარკის ავტომობილი დაინახა რომელიც გვიახლოვდებოდა.ხელი ძლიერად ჩამჭიდა და ვეტრფრენისკენ სირბილით წავედით.დროზე მოვასწარით,როცა ცაში ავფრინდით გულზე მომეშვა,რამდენიმე ტყვია მოხვდა ვეტმფრენს თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა.
გაფითრებული მარგარეტს ვეკრობი მკერდზე და ღრმად ვსუნთქავ,რა ჯანდაბა გავაკეთო?ვფიქრობ გულში და ფიქრისგან გონება ამიფეთქდეს.
ლამისაა

--------
ესეც შემდეგი თავი,იმედია მოგეწონებათ.მალე დავასრულებ ალბათ...
ჰო და კიდევ,მადლობა ყველას ვინც კომენტარებს არ იშურებთ,მამხნევებს თქვენი თანადგომა.ძალიან მიყვარხართ! love



№1  offline წევრი kora

მარიამ, რომ იცოდე როგორ გამახარე მოვლენების ამგვარი განვითრებით love მჯეროდა, რომ ზურას არ ჰყავდა ცოლიიი და იმედია მართლაც ასეა smile მიყვარს და მე~აბედნიერებს ასეთი თბილი ისტორიები და ამიტომაც მოუთმენლად გიცდი სულ love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი Firefly

kora
მარიამ, რომ იცოდე როგორ გამახარე მოვლენების ამგვარი განვითრებით love მჯეროდა, რომ ზურას არ ჰყავდა ცოლიიი და იმედია მართლაც ასეა smile მიყვარს და მე~აბედნიერებს ასეთი თბილი ისტორიები და ამიტომაც მოუთმენლად გიცდი სულ love

გმადლობ,მახარებს შენი თბილი კომენტარები
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Firefly

S o f i a
ძალიან გამეხარდა რომ დადე. დავინტრიგდი, მაგარი თავი იყო, ნამდვილად საინტერესო. ნიჭიერი ხარ და წერაშიც შესამჩნევი პროგრესი გაქვს. თავიდანვე ვკითხულობდი და ძალიან მომწონს ეს ისტორია. ❤️

ძალიან დიდი მადლობა love
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent