შენი ჩახუტებით ყველა ტკივილი მავიწყდება!!(თავი 1)
ჰელოუ ყველას.მე მქვია ლიკა, ვარ 14წლის ნუ დეკემბერში 15ის ვხდები. ეს ელემენტარული რომ გცოდნოდათ. მინდა თქვენი აზრი გავიგო ამ ისტორიაზე, რას ფიქრობთ. ბევრი ისტორია მაქვს დაწერილი,რამდენიმე ატვირთულიც მაქვს მაგრამ არ მაქვს დამთავრებული არცერთი. ახლა კი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიას მაინც დავასრულებ.ჩემს ისტორიებს რომ გადახედოთ, ალბათ შეამჩნევთ, რომ ცოტა მაინც მაქვს წინსვლა :Dდ. მოკლედ ძალიან გამახარებს თქვენი აზრი:კარგიც და ცუდიც. მივიღებ კრიტიკასაც და შევეცდები ყველანაირად, რომ გამოვასწორო. -------------------------------------------- ისტორიის მთავარი პერსონაჟი არის ლიკა ჯაჭვლიანი.14წლის საყვარელი გოგო, შავი თმითა და თაფლისფერი თვალებით(ზოგჯერ ყავისფერიც).პატარა,ღია ვარდისფერი ტუჩებით და კურნოსა ცხვირით, რომელიც ცხოვრობს თბილისში და არის მეათე კლასში. ხასიათები კარგი აქვს. უკვე ყველას ისე ექცევა, როგორც იმსახურებს. აღარ არის ძველი ლიკა, გულუბრყვილო და მეამიტი. კიდევ დროულად ისწავლა ჭკუა(ყველაფერს პერიოდულად გაიგებთ:*) დაქალები?! „დაქალები" ყავს?! უჰჰ ნუ იტყვით. ლიკას უამრავი „დაქალი" ჰყავს.ბრჭყალებში რატომ ჩავსვი დაქალები, ამასაც გაიგებთ. შეყვარებული არ ჰყავს. არც არასდროს ჰყვარებიათქო ვერ ვიტყვი. კი უყვარდა... ძალიან უყვარდა. ბავშვობის გატაცება :)) ოთხი წლის ასაკში ჰყავდა შეყვარებული, სახელად ნიკა(7-8 წლამდე). ალბათ გაგეცინებათ ასაკს რომ შეხედავთ... რათქმაუნდა ეს ბავშვური გატაცება, მაგრამ წამოიზარდნენ ნელ-ნელა და ნიკამ დაიწყო „კაი ბიჭობა", ვიღას ახსოვდა ეს შენი ლიკა. ეგ კიარა ახლა, რომ გაახსენო, გაიკვირვებს: -მე და ეს?! ჰაჰ შანსი არაა ახლა არც გამარჯობას კადრულობს. ლიკას კი 12წლამდე უყვარდა... ძალიან უყვარდა. ვინ იცის რამდენჯერ უტირია, რომ დაუნახავს. ყველაზე საშინელი იცით რა არის?! როცა შენმა მეგობარმა, რომელსაც ბაგა-ბაღიდან მოყოლებული იცნობ და მეგობრობ, ყველაფერი იცის, რომ გიყვარს და ა.შ... მისი შეყვარებული იქნება წლები და შენ ასე გულში რაღაც გერჭობა, მათი ერთად ნახვის დროს. დაშორების შემდეგ კი რამე ლაპარაკი, რომ ჩამოვარდება იტყვის, რომ აზრზე არ იყო. )) აი ამ დღეშია ლიკა. მოკლედ გაგაცანით ლიკა და დროა დავიწყო მისი ისტორიის თხრობა და დანარჩენს თქვენთვითონ გაიგებთ)) დამთავრდა ზაფხულის არდადეგები და დღეს უკვე სკოლაა. დიდხანს ემზადებოდა ლიკა ამ დღისთვის, პირველი სექტემბრისთვის. ამ სამ თვეში ძალიან შეიცვალა და ბედნიერი იყო ამით. კიდევ კარგი გეოგრაფიის საშემოდგომო ჩააბარა და მეათეში გადავიდა, ღმერთმა შანსი მისცა, რომ შეცვლილიყო და ასეც მოიქცევა. კარგად ისწავლის და გაახარებს მშობლებს, მისით იამაყებენ. თან თავს აღარავის დაუხრის, ყველას ისე მოექცევა როგორც იმსახურებს, როგორც თვითონ ექცევიან. მაღვიძარამ გააღვიძა, თვალები მოისრისა და რომ გაიხსენა რა დღეც იყო აბაზანაში შევარდა. სულ რაღაც ოც წუთში გამოვიდა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. გარდერობიდან გამოიღო შავი გრძელი კაბა და თეთრი მოკლე მაიკა. ხუთ წუთიანი ფიქრის შემდეგ კი თხელი ჯინსის ჟაკეტი და All star-ის შავი კეტები. ჩაცმის შემდეგ თმა დაივარცხნა და კოსა გაიკეთა, ყურებს თავისი საყვარელი საყურეები უმშვენებდა, რომელიც ბებომ აჩუქა და ამასთანავე უბრალო ყელსაბამიც ძალიან უხდებოდა, რომელიც ძალიან უყვარს. ყელსაბამი მისმა დაქალმა ანასტასიამ აჩუქა.ბოლოს კი ტუში წაისვა და ტუჩებზე მისივე ტუჩების ფერი ფანქარიც. შემდეგ კი სარკეში ჩაიხედა. ძალიან გაოცებული იყო თავისი თავით, რომ შეძლო შეცვლა(ზედმეტი წონის მოშორება)) შავი ტყავის ჩანთაში რვეულები და კალამი ჩაიდო, ტელეფონი აიღო და ქვემოთ ჩავიდა. -დე დილამშვიდობის- სამზარეულოში მოფუსფუსე დედასთან მივიდა და ჩაკოცნა -დილამშვიდობის, დე დაჯექი მოდი -არა დე, ვერ შევჭამ ეხლა -კაი, როგორც გინდა-გაუღიმა მარიამმა -ნიკა ჯერ არ ჩამოსულა? -არა, მალე ჩამოვა -კაი, მაშინ მანქანაში ვარ უთხარი -კაი დე, წარმატებებიი გარეთ გასულმა გვერდითა ეზოში ხალხი შენიშნა. ავეჯი შეჰქონდათ. -გამოდის, რომ ახალი მეზობლები მეყოლება?! იმედია გოგო მაინც იქნება და ჩემსავით „ნორმალური"-ეშმაკურად ჩაიცინა და X6ში ჩაჯდა. მალევე გამოჩნდა ნიკაც და მძღოლის ადგილი დაიკავა -სად ხარ ამდენხანს უფფ-მაშინვე შეუტია ლიკამ -არ მოვსულვარ ჯერ-შეუბღვირა ნიკამ და რომ შეხედა სასწრაფოდ შეეცვალა სახე-აუ რა ლამაზი ხარ ტოო -ნუ რას ვიზამთ.. ჰაჰაჰაჰ -კაი გოგო ნუ ჩაბჟირდი... ხო რა უნდა მეთქვა ახ -ხო, როგორც ჩანს- გაეკრიჭა -გოგო არ მითქვამს ჯერ-შეუბღვირა ნიკამ -ვაიმე რა უნდოდა მაგის მიხვედრას გეხვეწები-თვალები გადაატრიალა მობეზრებულმა -ვაიმე რა უნდოდა მაგის მიხვედრას გეხვეწებიი-დაიწრიპინა სასაცილო ხმით ნიკამ და შემდეგ ჩვეულებრივად დააყოლა-ეს გეხვეწები არ დაგეკარგოს სადმე შენ -საზიზღარი ხარ!! -გმადლობთ-გაეკრიჭა -რას გადმოგიყრია 32 კბილი ზოროს ცხენისავით -ნუ გაქ გოგო მწარე ენა შენ!!! -ბლა ბლა ბლა სულ ასეა ეს და-ძმა. ან რომელი და-ძმა არ ჩხუბობს. ამ კინკლავში მივიდნენ კიდევაც სკოლაში. -მეც მინდა X6 უფფ -პატარა ხარ ჯერ და ნუ ჩამოუშვი ცხვირი -შენ ხო ხარ დიდი რაა.. დიდი ამბავი ორი წლით არის განსხვავება -ლიკა ძაან სულელობ, ეხლა რომც გიყიდონ მაინც ვერ დაჯდები პატარა ხარ პატარაა.... მოითმინე ორი წელი....მოვედით უკვე -ოკ, წავედი და იმედია გადარჩები შენი გოგოებისგან ბრატუშ -იცი?! მომენატრა ეს მდგომარეობა-ჩაიცინა -ჰმმ არსად დაგეკარგონ-თვალები გადაატრიალა და მანქანიდან გადავიდა. ნიკაც უკან მიყვა და წავიდნენ თავიანთი ბავშვებისკენ. -ანიი -ლიკაა?! შე..შენ მოიცა შენ ხაარ?!-თვალებს ვერ უჯერებდა ანი -ხო-გაეცინა -ვაიმეე... შოკში ვარ უნამუსო ვიყოო -კაი ხო )) სხვები სადარიან -იქით არიან წამო -ლიკა სადარი ტო?! ყველა მოვედით თან ტელეფონზეც არ პასუხობს-ზუკა -არც მე არ მპასუხობს-ვასო -დავიჯერო ასე მოგენატრეეთ?!-წარბაწევით გახედა ახლახანს მისულმა -ჰაა?! -რაიყოთ მიცვალებული დაინახეთ?? -მოიცა სერიოზულაად? რა მაგარი შეცვლილი ხარ-გაკვირვებული უყურებდა ზუკა -ნუ რას ვიზამთ შევიცვალე-გაიკრიჭა და გულში დაამატა-არამარტო გარეგნობით)) -ტელეფონი სად გაქ, რო არ პასუხობ?!-ვასო ისევ გაკვირვებული იყურებოდა დანარჩენები კი ხმას ვერ იღებდნენ -სად მაქ და ხელში სად..-გაკვირვებულმა დაიხედა და-უი ალბათ მანქანაში დამრჩა, მოვიტან მანქანასთან მივიდა,მაგრამ დაკეტილი დახვდა. ეზოს მოავლო თვალი, მაგრამ ნიკა არსად ჩანდა. დაიწყო ეზოს დათვარიელება და ბავშვებს არჩევდა, შემდეგ კი იცნო ნიკას დამრიგებელი, თავისი ბიოლოგიის მასწავლებელი და მისკენ წავიდა -გამარჯობათ ნინა მას, როგორ ხართ?-გადაეხვია მასწავლებელს -კარგად საყვარელო, შენ როგორ ხარ?-როგორ უყვარს ეს ქალი ნეტა იცოდეთ, ძალიან ლამაზი და თბილი ქალია -გმადლობთ მას, კარგად -როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ ძლივს გიცანი-გაეცინა და კარგად აათვალიერა -ჰაჰაჰ მას გავწითლდი... მას ნიკა ხომ არ იცით სად არის? -კი, ნახე იქ დგას ჩემს ბიჭებთან ერთად- სკოლის მოაჯირისკენ გაახედა -მადლობა მას-უცებ აკოცა ლოყაზე და წავიდა, გაიგონა როგორ ჩაეცინა ნინას და გაეღიმა -ნიკაა-ნიკას დაუძახა და მერე გაახსენდა ბავშვები. ნიკას ყველა კლასელს იცნობს, მაგრამ ერთი ეუცხოვა. რომ გამოერკვა მიესალმა-უჰჰ პრივეტ ბიჭებო -პრივეტ ლიკუნაა -მე რა გითხარიით!!-შეუბღვირა უცებ. რა ქნას რაღაც ცუდად ხვდება ეს „ლიკუნა" -უჰჰ იზვინიი-ამაზე ყველას გაეცინა იმ ერთის გარდა,ძალიან მიიქცია ამ უცნობმმა ყურადღება და რატო ვერ ხვდება. ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამოიყვანა -რა ხდება ლიკაა -აუ ნიკუშშ გასაღები მომე რა ტელე დამრჩა მანქანაში-გაეკრიჭა -ეჰჰ რა გეშველება, გამომართვი -კაი რა ბრატუშ?! ხოიცი როგორ მიყვარხარ?!- ლოყაზე აკოცა უცებ და გაცუნცულდა მანქანისკენ,ტელეფონი აიღო და ისევ დაბრუნდა ბიჭებთან -ინებეთ ნიკოლოზ თქვენი სიამაყე ალბათ გაინტერესებთ რატომ არ გაკვირვებიათ ნიკას კლასელებს ლიკას ცვლილება. ნიკას ყველასთან მაგარი ურთიერთობა აქვს და ხან ვინ იყო სტუმრად ხან ვინ.ასე, რომ არ გამოუხატავთ ემოცია. -გოგოები სად არიან? -ლიკა არ იცოდე მაინც როგორები არიან, ხო უნდა დაათვარიელონ აქაურობა... გოგო მოდი ვნახოთ იქნებ სიმპატიჩნი ბიჭები გადმოვიდნეეენ-ბოლოს დაიწვრილა ნიკამ ხმა და ყველას ხარხარი აუტყდა. ლიკა მათთან ერთად დარჩა და ლაპარაკობდნენ. ნამდვილად არ უნდოდა თავისი „დაქალების" რეპლიკები მოესმინა. როგორც გაიგო ის „უცნობი" მათი ახალი კლასელი იყო და ალექსანდრე ერქვა. მერე ზარიც დაირეკა. რაც იმას იუწყებოდა, რომ სასწავლო წელი დაიწყო და ლიკაც იძულებული გახდა თავისი კლასისკენ წასულიყო.ყველამ, მასწავლებლებთან ერთად დაიწყო სკოლაში შესვლა. გაირკვა, რომ ლიკასაც ჰყავდა ახალი კლასელი, ანამარია. ძალიან ჰგავდა ლიკას. ისიც შავგვრემანი და საყვარელი გოგონაა. ლიკასთან ადვილად შევიდა კონტაკტში და ერთმანეთი მოეწონათ.ძალიან ეცნობოდა ლიკას მისი თვალები, გულში ფიქრობდა„ღმერთო რა უცნაური დღეა" -ანნ უნდა გამოგიტყდე მაგარი თვალები გაქვს... სერიოზულად მოვიხიბლე -ჰაჰჰაჰ, მართლაა?!... მამას აქვს და მე და ჩემს ძმას გამოგვყვა..მადლობაა -ძმა გყავს?რამხელაა შეიძლება ჩემი ძმა იცნობს -17-ის გახდება მალე, ისიც ამ სკოლაში გადმოვიდა .. ჩემი ანდრო -აა... კარგია არა დიდი ძმა?! მართალია სულ ვჩხუბობთ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს... ჩემი ძმაც მაგხელაა -ხო))რომელი და-ძმა არ ჩხუბობს-ორივეს გაეცინა. ---------------------------- -აბა?!-საჭესთან მჯდომმა ნიკამ გახედა, მანქანაში ახლახანს ჩამჯდარ ლიკას და მანქანა დაქოქა-როგორი იყო პირველი დღე -მშვენიერი, იმას მივაღწიე რაც მე მინდოდა....სკოლის გაოცებული სახე-ღვედი შეიკრა ბედნიერმა და ღიმილით დააყოლა-ეს მხოლოდ დასაწყისია!! -გილოცავ)) სახლში მისულები თავიანთ ოთახებში ავიდნენ.მარიამი მუშაობს თავის სუპერმარკეტში და გვიან ბრუნდება სახლში. ლიკას და ნიკას მამა კი ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია, ასერომ ისიც საკმაოდ გვიან ბრუნდება.ლიკამ ოთახში ასვლისას პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.გრილი წყლის ქვეშ იდგა და ალექსანდრეზე ფიქრობდა. თავიდან ვერ ამოეგდო მასზე ფიქრი, სულ თვალწინ უტრიალებდა მისი თვალები. რაღაც არა ამქვეყნიური ქონდა ზღვასავით ლურჯი და.... ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამოიყვანა ისევ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.