შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ()


7-07-2016, 00:44
ავტორი lilu7
ნანახია 1 867

– რომ გეკითხები, უნდა მიპასუხო – მის თვალებს ვუყურებ, ანათებს, ისევ ბნელად ანათებს – ჩემს შუაღამით ნახვაზე ვინმესთან თუ სიტყვას დაძრავ, იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ! – ჩუმად მაგრამ გაბრაზებული მეუბნება. ცოტაც და გონებას დავკარგავ, ყელი მეწვის და ვეღარც ვსუნთქავ, ცრემლები უნებურად მომდის, ერთ მეორე მოყვება... მეორეს მესამე... ტირილს ვიწყებ თუარა დენი მაშინვე მიშვებს ხელს და ძირს ვეცემი. ჯერ გაოგნებული მიყურებს, თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა ახლა კი მიხვდაო, ხელს როგორცკი ვიდებ ყელზე მაშინვე საშინლად მეწვის, ვტირი მაგრამ ხმა მეხლიჩება. ვცდილობ ღრმად ვისუნთქო მაგრამ ტკივილი ამაშიც ხელს მიშლის. დენი გაოგნებული მიყურებს, ჩემკენ ერთ ნაბიჯს დგამს მაგრამ ისევ უკან იხევს და მიდის...
უკვე ისტერიკულად ვტირი. როცა ფეხებში და მკლავებში ძალა მიბრუნდება მაშინვე ფეხზე ვდგები და ველოსიპედს ვავლებ ხელებს. ჭიშკარში შემყავს. დაცვისკენ არ ვიხედები. არ მინდა შეამჩნიონ რომ ნამტირალევი ვარ. კოტეჯისკენ სწრაფი ნაბიჯით მივიწევ და ველოსიპედს იქვე ვაყენებ. სახლში ჩუმად შევდივარ, ტირილის შეკავება მიჭირს და ჩემს ოთახში როგორცკი შევდივარ მაშინვე ვიწყებ ტირილს.
თითებს წელთან ფრთხილად ვიდებ მაგრამ მაინც საშინლად მეწვის.
ეს რატომ გააკეთა? რა ვუთხარი ისეთი რომ ლამის დამახრჩო? მინდა რომ აქაურობა დავლეწო მაგრამ ეს ჩემი სახლი არაა.
სააბაზანოში შევდივარ. წყლის ჭავლის ქვეშ ვდგები და ვამჩნევ რომ წელზე, იქ სადაც დენიმ მომკიდა ხელი ჩალურჯებული მაქვს და მტკივა. დენიმ წელზე მომკიდა ხელი. შიშველ წელზე. ასე ახლოს არავისთან ვყოფილვარ, მასთან რომ ვიყავი. მაგრამ ეს საშინელება იყო. მან კინაღამ დამახრჩო.
მინდა ისევ ჩემს სახლში ვცხოვრობდე, ჩემს კოშკთან და იმ ტრასებზე დავქროდე ღამით, რომლებიც ბევრ ადგილას დახეთქილი იყო მაგრამ მაინც ჩემად ვთვლიდი. არ მინდა იმ სახლში ვიცხოვრო სადაც ადამიანს ვძულვარ. დენის ვძულვარ. არ ვიცი რატომ მაგრამ ვძულვარ. იქნებ მიზეზი აქვს კიდეც. მაგრამ მე ხომ სულ ახალი გაცნობილი მყავს. რატომ უნდა შევძულებოდი? ჩემს მეტი ასე არავის ექცევა. დედას და ანდროს სულ უღიმის. ანდროს ხანდახან ეთამაშება. მე... მე ლამის დამახრჩო.
სააბაზანოდან რომ გამივდივარ, თვალები ტირილისგან გაწითლებული მაქვს. საწოლში ვწვები და თვალებს ვხუჭავ იმ იმედით რომ ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი იყო. მაგრამ ვიცი რომ ასე არაა...
* * *

მზის შუქი მაღვიძებს. დღეს შაბათია და მთელი დღე სახლში უნდა ვიყო. ტალღების ხმაც მესმის, ფანჯარა ღია მქონია.
ფეხზე ვდგები და სააბაზანოში გავდივარ. უკვე 12 საათი გამხდარა. ხელპირს ვიბან და უკან ვბრუნდები. გარდერობს ვაღებ და ვარდისფერ შორტს, თეთრ სვიტერს, თეთრ მაისურს და ფუმფულა ჩუსტებს ვარჩევ. თმას ვივარცხნი და კუდად ვიკრავ.


ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ()


ოთახიდან გავდივარ. გუშინდელის გამო ყელი ისევ ძალიან მტკივა, მაგრამ ამას არავის ვეტყვი. იმიტომ არა რომ დენის მეშინია, დენს მართლა მეშინია, მაგრამ ამას სხვა მიზეზი აქვს. არ მინდა ჩამშვები ვიყო. კოტეჯში არავინაა. გარეთ გავდივარ თუარა ელას ოთახის ფანჯარა იღება და თავს გარეთ ყოფს.
– დეეეიიიიიი! – ყვირის გაწამებული, მისკენ სწრაფად ვიხედები
– აუ ერთ წამს ამიდი რაა, თუ გცალია! – არა! ოღონდ ეს არა! დენი რომ ვნახო... მისი მართლა მეშინია. არ მინდა მისი ნახვა.
– რამე ხდებაა? – ვცდილობ თავიდან ავირიდო მის ოთახში ასვლა
– არა, არაფერი. უბრალოდ შენი დახმარება ძალიან მჭირდება და ამოდი რააა! – ელა ფანჯარასთან ხტის
– კარგი! – ჩუმად ვიძახი და ვცდილობ გავუღიმო. ისიც მიღიმის და ისევ შედის ოთახში.
კოტეჯში ვბრუნდები და ფეხზე თეთრ ბოტასებს ვირგებ. ისევ გამოვდივარ ჯოტეჯიდან და სახლისკენ ნელა მივიწევ. მინდა რამე მოხდეს და შიგ შესასვლელი აღარ მქონდეს. დენის რომ შევეჩეხო... ან ნუცასთან ერთად მისაღებში რომ იყოს... ან სულაც მარტო რომ დამინახოს სადმე... არა! ღმერთო ოღონდ ეს არ გამიკეთო და სხვა ყველაფრისთვის მზად ვარ. ოღონდ ეს არა!
შესასვლელს ვუახლოვდები და გულისცემა მიჩქარდება. კარებს ფრთხილად ვაღებ. სხეული ნერვულობისგან მეყინება. მისაღებში გავდივარ და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ იქ არავინაა. კიბეებზე ნელა და ჩუმად ავდივარ. მესამე სართულამდე რომ ვაღწევ, დერეფანს მარცხენა მხარეს მივუყვები.
ზუსტად არ ვიცი რომელია ელას ოთახი. მაგრამ ვითვალისწინებ რომელი ფანჯრიდან გამოყო თავი და ჩემი ვარაუდით, კიბიდან მეორე ოთახთან ვჩერდები. გამბედაობას ვიკრებ და თეთრ კარს ვაღებ. ვაიმე!.. ყელის ტკივილი მიმატებს... ის ჩემგან ზურგით დგას... ხელები მიკანკალებს და ფერს ვკარგავ... დენი!... დენის ოთახში შემოვედი... არა! ნამდვილად მომკლავს... გამოსახულებები მიორდება.... დენი ტელეფონზე ლაპარაკობს, მხოლოდ შარვალი აცვია, უმაისუროდაა.
– მჭირდება!.. ბიჭო ამ საღამოს მინდა მეთქი!... – ყვირის და შიშისგან ლამისაა დავეცე. გაშეშებული ვარ. მინდა აქედან გავიქცე, მაგრამ გაშეშებული დენის ვუყურებ...
უეცრად დენი ტელეფონს თიშავს და ჩემკენ ტრიალდება. ღმერთო მართლა მომკლავს. მის მუცელს და მკერდს ვაკვირდები. როგორი ნავარჯიშებია... ღმერთო რაზე ვფიქრობ!... დენი მიბღვერს!
– ბოდიში... მე... შემ... შემეშალა! – ხმა მიკანკალებს. თვალები ცრემლებით მევსება. ჩემს თავს უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავ გულში. დენი ისევ მიყურებ. მე ძალას ვიკრებ და დერეფანში სწრაფად გავდივარ, კარებს ვიხურავ და ახლაღა ვამჩნევ რომ სუნთქვას დიდი ხანია ვიკავებ. ღრმად სუნთქვას ვიწყებ. ხელები საშინლად მიკანკალებს. დენის ოთახის გვერდზე კედელთან ვცურდები და ჩემს ხელებს დავყურებ. ღრმად სუნთქვას ვცდილობ. იმასაც ვერ ვახერხებ რომ ავდგე და ელას ოთახში შევიდე, ძალა გამოლეული მაქვს.
ფეხზე ცოტახანში მაინც ვდგები. ხელს გულთან ვიდებ და ღრმად ვსუნთქავ. ამ დროს დენის ოთახის გვერდით კარი იღება და ელა გარეთ გამოდის.
– ამორბოდი ხოო? – მეკითხება როცა ჩემს ქოშინს ხედავს
– ხო... და... დავიღალე – სიტყვებს ძლივს ვაბამ ერთმანეთს
– მეც ესე ვიყავი მაგრამ ბოლოს მივეჩვიე! – ელა მიღიმის – კარგი შემოდი! – ოთახში მიმიძღვის და მეც შევდივარ.
მეგონა რომ მისი ოთახი სასწაული იქნებოდა მაგრამ ჩემი ოთახივით უბრალოა. შევდივარ თუარა მაშინვე საწოლზე ვჯდები. ფეხებიც მიკანკალებს.
– იციი, დღეს მე და ერეკლე მივდივართ პაემანზე! – ელას თვალები უბრწყინავს – ასე არ დავიბნეოდი მაგრამ პირველად მივდივარ მასთან ერზთად და მინდა კაბა ამარჩევინო! რაც შეგატყვე კარგი გემოვნება უნდა გქონდეს!
* * *
ელასთვის ლამაზ მუქ მწვანე კაბას ვარჩევთ და შემდეგ მისი ოთახიდან გამოვდივარ. ერთი სული მაქვს როდის გავალ ამ სახლიდან. კიბეებზე სწრაფად ჩ ავდივარ. ორ–ორ ნაბიჯს ვტოვებ და საფეხურებს ზედ ვახტები. მისაღებში ჩავდივარ და.... ჯანდაბა!... დენი, ქალბატონი ნინო, დედა, ანდრო და სესი აქ არიან. დენის ამჯერად შავი მაისური ჩაუცვამს.
– დეიიი! – სესი ჩემკენ მორბის. დენი ჩემი შემოკლებული სახელის გაგებაზე ჩემკენ იხედება და ისევ ჯიუტად მიყურებს გული ისევ სასტიკად მიჩქარდება.
სესი მეხუტება. მეც მისკენ ვიხრები და ვეხუტები. ანდრო დენის გვერდით ზის და ტელეფონში რაღაც თამაშს თამაშობენ.
– როდის მოხვედიი? – სესი თმაზე მიწყებს თამაშს
– ელასთან, შენ ვერ გნახე რომ მოვედი! – ვეუბნები და ვუღიმი
– ჩვვენ ტელეფონში ვთამაშობთ არ მოხვაალ? – მეუბნება და დენისა და ანდროსკენ მანიშნებს! ღმერთო!...
– დეი! როგორ ხარ ჩემო ლამაზო? – ჩვენკენ ქალბატონი ნინო მოდის და მას ვლოცავ რომ სესისთვის პასუხის გაცემა არ დამაცადა, სესი მოთამაშეებთან მიდის.
– მადლობა კარგად, თქვენ როგორ ხართ? – ქალბატონი ნინო მეხვევა და მეც ვეხვევი
– შესანიშნავად საყვარელო! არ გინდაა დღეს ჩვენთან ისაუზმო? – მეკითხება
– არვიცი... ბევრი სამეცადინო მაქვს, თორემ სიამოვნებით – ვცდილობ გავიღიმო, ხელები ისევ მიკანკალებს, დღეს ყველაფერი ჩემს ჯინაზეა
– კარგი როგორც იტყვი – ქალბატონი ნინო მშორდება და გასასვლელისკენ გადის – მე წავედიიი! – იძახის და სახლიდანაც გადის.
– დიდი ხანია გღვიძაავს? – დედა მეკითხება ღიმილით, დენი ჩემკენ წარბებს ზემოდან იხედება.
– არა! არცისე! – მეც ვუღიმი და გასვლას ვაპირებ როცა მეძახის
– დეი! – მისკენ ვტრიალდები – მე ტანსაცმენი ქიმწმენდაში უნდა წავიღო. შეგიძლიაა რომ დენის საუზმე მოუმზადოო? უბრალოდ კვერცხი შეუწვი! – დედა დენისკენ იყურება, ის კი მე მომშტერებია. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
– რაა?... მე... როგორ? – ვერაფერს ვიძახი
– უბრალოდ შეუწვი. ოღონდ მარილი ბევრი არ მოგივიდეს! – დედა ისევ ოდნავ მიღიმის და სახლიდან კალათით ხელში გადის.
– ანდრო წამოდი მათე გავაბრაზოთ გინდაა? – სესი ჩემ ძმას ეკითხება. მათე ერთერთ დაცვას ჰქვია
– კარგი წავიდეთ! – ბავშვები გარეთ გარბიან.
არა! არა! არა! მარტო ვარ! დენისთან ერთად მარტო. ვაიმე! რა გავაკეთო. ხელები მიკანკალებს და ამას დენიც ამჩნევს. ხელებზე მიყურებს. მისი მზერა რომ ავირიდო ხელებს ზურგსუკან ვიკავებ. დენი ამჯერად ყელზე მაშტერდება და თითქოს აღარ იბღვირება, სახის გამომეტყველებას იცვლის და ყელზე ოდნავ, ძალინ ოდნავ გაოცებული მიყურებს.
ძალას ვიკრებ და სამზარეულოში გავდივარ. ვცდილობ ტაფა ვიპოვო, ყველაფერს ვათვალიერებ და ბოლოს ვპოულობ, მაგრამ ხელიდან მივარდება და ხმაურით ეცემა იატაკზე. ამ დროს დენი შემოდის ოთახში და მაგიდასთან ჯდება, მისგან ზურგით ვდგები და ტაფას ხელში ვიღებ. ქურას გაჭირვებით ვანთებ და ხელს ოდნავ ვიწვავ. ტაფას ვადგამ ზედ, შემდეგ ზეთს ვასხამ ზედ და ცოტახანში კვერცხსაც ვახლი. მარილი უნდა გავუკეთო. ოხ ჯანდაააააააააააბაააააააააააააააა! მარილი ბარზე დგას, დენისკენ უნდა შევბრუნდე, ღმერთო გული კოლიბრივით მიცემს.
ნელა ვბრუნდები ბარისკენ. დენი მე მომშტერებია. ვაიმე... მართლა მეშინია, მთლიანად გაყინული ვარ ამ სიცხეში. თმა ცუდად მაქვს აკრული და რეზინი ნელნელა მიცურდება, თმა სახეზე მეფინება.
დენი სკამიდან დგება. ღმერთო! როგორ ვუძლებ ამდენს. ჩემკენ მოდის. მისკენ ვიხედები, ის ჯერ იატაკს დაჰყურებს, ბარს გარს უვლის და ჩემკენ მოდის, მისკენ ვტრიალდები და წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს. უკვე ჩემთან ძალიან ახლოსააა, ჩემს პირდაპირ დგას, ძალიან ახლოს. მეც მისკენ ვარ შებრუნებული. ორივე ხელს, ჩემს უკან მოქცეულ ბარზე ვაყრდნობ. ვცდილობ ნრმალურად ვისუნთქო მაგრამ ღრმად ვსუნთქავ. ისევ ყელზე უნდა მომიჭიროოს? ისევ უნდა რომ დამახრჩოოს?
დენი დამშტერებია. ვერ ვხვდები რა უნდა და ლამისაა გული წამივვიდეს. დენი მარცხენა ხელით, ჩემი მკლავის გვერდით, ბარს ეყრდნობა. მეორე კი ნელა ამოაქვს მაღლა. ისევ დახრჩობას დამიპირებს!!! დენის სახეც უფრო ახლოს მოაქვს.
მას ისეთი ლამაზი თითები აქვს.... გრძელი და წვრილი. ძალიან ლამაზი. დენი თითების ზურგით ნახად და ფრთხილად მეხება ყელზე, , იმ ადგილას სადაც მიჭერდა მე ვკრთები. თმას უკან მიწევს. წამიერად ჩერდება, შემდეგ კი ხელს აბრუნებ თითებს კისერზე მხვევს და ცერა თითს ჩემს ყელზე დაასრიალებს. ყელზე მიყურებს. მე კი გაოგნებული მივშტერებივარ მას. გული ამჯერად მგონი მიჩერდება. მე დენის სურნელს ვგრძნობ. ღმერთო მისი სურნელი ნარკოტიკივით მოქმედებს ჩემზე. მისი შეხება იმდენად მსიამოვნებს რომ მთლიანად გაყინული, საშინლად ვხურდები. ტანი მებურძგლება. დენის სახე ნელ–ნელა ჩემი ყელისკენ მიაქვს. ირგვლივ ყველაფერი ქრება და ჩვენ ვარსკვლავებში ვართ. სულ მავიწყდება როგორ ცდილობდა ჩემს დახრჩობას, არ მახსოვს რომ მისი მეშინოდა. ჩემი სახელიც კი არ მახსოვს.
დენი უფრო მიახლოვდება და ისმის ყვირილი.
– დენნი! მე მოვედიიიიიი! – ეს ნუცააა! დენი თითქოს ფხიზლდება და მაშინვე მაშორებს თითებს ტელიდან. უკან იხევს.
– აღარ მშია! – იძახის და ოთახიდან გადის.
რაღა უნდა მოშივდეს, მთლიანად დაიწვა კვერცხი. მაშინვე ვრთავ ქურად და იატაკზე ვჯდები. გული ისევ მიცემს, ძალიან სწრაფად. ასე თუ გავაგრძელე გული გამისკდება. ახლა უფრო ვკანკალებ. დენი მე შემეხო. ასე ახლოს იყო. მთელი სხეულით ვეხებოდი. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხოა! მთელ ტანში ვგრძნობ მის შეხებას. მის სურნელს, ასე რომ მომწონს. გაბრაზებული უნდა ვიყო. ძალიან გაბრაზებული მაგრამ არ ვარ. ცოტაც და მაკოცებდა მაგრამ ნუცა! არა... ეს არასწორი იყო. მას ხომ შეყვარებული ჰყავს. დეიზი რას აკეთებ! მას შეყვარებული ჰყავს.
ფეხზე ვდგები და კედელზე ჩამოკიდებულ სარკისკენ ვიყრები, ჩემს ანარეკლს ვათვალიერებ. ღმერთო! იმ ადგილას სადაც დენიმ მომიჭირა ყელი ჩალურჯებული მაქვს. საშინლად ჩალურჯებული. დენის მეტი რატომ ვერავინ შეამჩნია ეს? მაგრამ ჯობია არც შეემჩნიათ? მათ კითხვებზე როგორ მეპასუხა? თმას სასწრაფოდ ვიშლი, იმის შიშით რომ ჩალურჯებას სხვებიც შეამჩნევენ და აქაურობის მილაგებას ვიწყებ.
– მე და დენუკას ჩაი გვინდა და რაც შეიძლება მალე! გელოდებით! – ნუცა ისე იძახის ამას ჩემკენ არც იხედება და გადის.
დენუკაოო? ასეთ სიტუაციაში მაინც მეცინება და ჩაის გაკეთებას ვიწყებ. ბოლოს ორ ჩაით სავსე ფინჯანს, ორ ჩაის კოვზს, შაქრის ქილას და ხელსახოცებს ლანგარზე ვალაგებ და მისაღებში გამაქვს.
ყველაფერი ლამის ძირს მივარდება. ნუცა და დენი ერთმანეთს კოცნიან, ნუცა მას თნაში უცურებს თითებსს. თავი ახლა იმდენად ზედმეტი მიმაჩნია როგორც თეთრ პერანგზე შავი ლაქა. მსუბუქად ვახველებ და ისინიც წყვეტენ კოცნას.
– ოოოჰ! როგორც იქნა! – ნუცა დენის კისრიდან მკლავებს აშორებს. მე ლანგარს დაბალ მაგიდაზე ვდებ.
დენი ფინჯანში ყავას ყრის, ნუცაც იგივეს იმეორებს და ფინჯანი სახესთან მიაქვს. მას ხელიდან ფინჯანი უსხლტება და მთელი ჩაი კაბაზე ეღვრება, კივილს იწყებს. დენის იმდენად ეცინება რომ, თავს ძლივს იჭერს რომ ჩაი არ გადმოაფურთხოს, მაგრამ ხელათვე იკავებს სიცილს. ნუცა ისევ კივის.
– ო ღმერთო! ეს ხომ... ეს ხომ ჩემი უსაყვარლესი კაბაააა! დენი იციი ამაში რამდენი მივეციი? პარიზში მოდის კვირეულზე ვიყიდეეეეე! – ცოტაც და ატირდება – ყველაფერი შენი ბრალია! ღმერთო მეზიზღები! – ნუცა ხელებს ჩემკენ იშვერს, მთლიანი მაკიაჟი უფუჭდება და მართლა გათხაპნილ ალქაჯს ემსგავსება – – ხოო! შენი ბრალია, სოფლელი მოახლე რომ ხარ გეტყობა! – ჩემკენ მოდის და ჩემს წინ დგება, დენიც დგება ფეხზე – ნამდვილი კუდიანი ხარ! გალეტილო სოფლელო! ალბათ აზრზე არ ხარ რა დამიჯდა თორემ შურით გასკდებოდი! ისედაც სკდები შურით! დენი მოგწონს არააა შე სოფლელო! – ვეღარ ვუძლებ. მისი სიტყვები მაბოროტებ
– მისმინე! – ყვირილს ვაწყვეტინებ – მართალია მოახლე ვარ, მართალია სოფლელი ვარ! და იმაშიცც მართალი ხარ რომ აზრზე არ ვარ რა ბრენდია ეს კაბა და რამდენი დაგიჯდა, მაგრამ კიარ მრცხვენია, პირიქით მიხარია რომ შენნაირი არ ვარ! მე სულ ერთ დოლარსაც არ მივცემდი ამაში! სულ ფეხებზე თ შენც და შენი "მაგარი" კაბა! შენ თუ გგონია რომ ღარიბი ვარ და დაგიჩოქებ, პატიების სათხოვნელად, უტვინო ყოფილხარ! ეცადე ჩემთან შარი არ მოძებნო თორემ იცოდე მიიღებ კიდეც! მაგრამ ძალიან მწარედ! – დენი მემომშტერებია. სახლიდან გარეთ ვვარდები. ცრემლები მომდის და მუშტით ვიშორებ. ტირილს მაინც ვერ ვიკავებ და ვტირი. სესი და ანდრო ეზოში არიან მაგრამ ჩემკენ არც კი იხედებია. კოტეჯში შევდივარ და შემი ოთახისკენ მივრბივარ, კარებს ვაღებ და შიგნიდან ვკეთავ. საწოლზე ვეცემი და ტირილს ვიწყებ.
მინდა ჩემთან ბაბუ იყოს! ჩემი თბილი ბაბუ! აქ იყოს და ძალიან მაგრად ჩავეხუტო, ისე რომ მისი სურნელი ვიგრძნო ასე რომ მომენატრა. როგორი ძნელია საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება. როგორი საშინელებაა. ბაბუ წავიდა და ისეთი აღარავინაა მაგრად რომ ჩავეხუტები. როგორ მინდა ბაბუასთან! თუნდაც მოვკვდე ბედნიერი ვიქნები თუ ბაბუასთან მომვხვდები.
***
კვირა დღეს ჩემი ოთახიდან არ გავდივარ. უბრალოდ მუსიკას ვუსმენ და ვხატავ. ისე როგორც ბაბუმ მასწავლა.
* * *
– დეიიიი! – ანროს ხმა მესმის – დეიიიიიი! გაიღვიძე! სკოლაში აგვიანებ იცოდე! – ყურში ჩამყვირის – თვალებს ნელა ვახელ, ანდრო ჩემს საწოლზე ზის და მანჯღრევს
– აქ რას აკეთებ? – მეცინება და საწოლზე ვჯდები
– დედამ მითხრა გააღვძეო! – მეუბნება და კულულებს ისწორებს. ანდროს ყელზე მაგრად ვკოცნი
– კარგი ავდგები! – ანდრო იღიმის და ოთახიდან გარბის.
ფეხზე ვდგები და სააბაზანოში გავდივარ. წყალს ვივლებ და უკან ვბრუნდები. თმას ვივარცხნი და დაშლილს ვიტოვებ, რადგან ჩალურჯება ოდნავ ისევ მეტყობა.
გარდერობთან მივდივარ და ჩასაცმელად, შავ–თეთრ ზოლებიან ტოპს, შავ ქვედა ბოლოს, ჯინსის ქურთუკს და ნაცრისფერ ბოტასებს ვარჩევ, შემდეგ კი ვიცვამ.


ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ()


ჩემს ზურგჩანთას ვიღებ და ოთახიდან, სამზარეულოში გავდივარ, ზურგჩანთას სკამზე ვდებ.
– გაიღვიძეე? – დედა მიღიმის
– დედა ამ შეკითხვას ნუ მისვამ ხოლმე! – მეცინება
– სულელურია ხოო? – დედაც იცინის.
– კი ნამდვილად! – ვეუბნები და ჩემს გვერდით ანდროს თმას ვუჩეჩავ
– ეეე! ნუ მიჩეჩავ თმას ძლივს დავიყენე! – ანდრო დაბღვერილი მიყურებს
– ნუთუ ვინმეს ეპრანჭები! – ანდროს ვუღიმი
– იციი რა ლამაზი გოგოააა! – ანდრო ამაყად მიყურებს
– ვინააა? – უკვე ვიცინი
– ერთი გოგოა ბაღში, სალი ჰქვია! სესი შემპირდა გაგაცნობო! – ანდო იღიმის. დედასაც ეცინება
– რა დროის შენ სიყვარულია ბიჭო! წესიერად იყავი! – თმას ისევ ვუჩეჩავ
– ოოოოოოჰ! – ისევ ყვირის. მე თავს ვანებებ.
– ხო შეჭამ? – დედა სიცილს ძლივს ამთავრებს
– კი! – ვუღიმი და ისიც წინ სენდვიჩებს მიწყობს.
მე და ანდრო ჭამას ვამთავრებთ და ჩანთებს ვიკიდებთ.
– წავედით ჩვეენ! – ვუყვირი დედას როდესაც კარებს ვიხურავ
– ჭკვიანად! – დედაც გვპასუხობს და გარეთ გავდივართ
ველოსიპედს ვაჯდები, ანდროც თავისაზე თავსდება და წინა ეზოში გავდივართ.
– ოჰ! ჩემს COOL - და–ძმას უყურეთ! სრულყოფილებები ხართ! – ნინო გვიღიმის
– დილამშვიდობის! – მეც ვუღიმი და ველოსიპედს ვაჩერებ, ცალ ფეხს ძირს ვდგამ
– გამარჯობა ჩემო ფერია! – ჩემთან მოდის და მკოცნის – შენც მოგესალმები ჩემო სიმპათიურო უფლისწულო. – ქალბატონი ნინო ანდროს თმას უჩეჩავს. ანდრო მწარდება, მაგრამ ქალს ვერაფერს ეუბნება და ისევ თმის სწორებას იწყებს. – სესი სადაა? – ანდროს გაბრაზება მალევე გადასდის
– სესი დღეს დენის მიჰყავს, ელაც მათ გამოჰყვება ალბათ, იქნებ თქვენც მათ გაჰყვეთ? – ქალი ისე მიღიმის თითქოს რაღაც სასწაულს მთავაზობს
– რააა? არა! რასამბობთ! – მაშინვე ვვუარობ.
– ანდროოო! – სესი ჩვენკენ მორბის და ანდროს ეხუტება, ჩემდეგ ჩემთან მოდის – დეი! – მეც მეხუტება.
– როგორ ხარ! – დენიც მოდის სესისთან ერთად, ის და ანდრო ხელების უცნაური ტყაპუნით ესალმბიან ერთმანეთს. მთლიანად ვხურდები.
– კარგად! – ანდრო უცინის. დენი წელში სწორდება და ანდროს თმებს უჩეჩავს. ღმერთო საწყალი! სიცილს ძლივს ვიკავებ, ანდრო ისევ ბრაზდება და თმას დაგლეჯვამდე ისწორებს. ოდნავ მეღიმება მაგრამ არ ვიცინი.
– დენი იქნებ ისინიც შენ წაიყვანო? – ქალი დენისკენ ბრუნდება. მე ღიმილი მშორდება სახიდან და ვიყინები, დენიც გამომეტყველებას ცვლის და სერიოზულდება. მე მიყურებს, ცოტახნით ჩემს მცირე სილურჯეს აკვირდება, შემდეგ კი სახეში მიყურებს.
– არა! – წამოყვირება გამომდის და ყველა ჩემკენ იხედება – ველოსიპედით გვირჩევნია! მართლა! – ვცდილობ დავაჯერო. დენის თითქოს გულზე ეშვება ისეთი გამომეტყველება აქვს
– კარგი მაშინ რა გაეწყობა! – ნინო ისევ იღიმის
– კარგით! ნახვამდის! – ვემშვიდობები და ანდროსთან ერთად სახლიდან გავდივარ
* * *
ანდრო ბაღში შერბის და მეც სკოლის ეზოში ვაყენებ ველოსიპედს. კლასში შევდივარ. ჩემს მერხთან ვიღაც ბიჭი ზის, გარშემო კი სამი ბიჭი ახვევია. მისკენ მივდივარ.
– ეს ჩემი ადგილია! – ყველა ჩემკენ იყურება. ბიჭები განზე იწევიან, ისე რომ ჩემს მერხზე მჯდომმა კარგად დამინახოს და იღიმიან.
– მართლაა? ერთად დავჯდეთ! – იძახის და მუხლზე ხელს იტყაპუნებს
– ჩემი ადგილიდან ადექი! – ხმა მიკანკალებს და მიწყდება. მინდა ვიტირო მაგრამ ეს უნდა დავივიწყო! მე სუსტი არ ვარ!
– თორემ რას იზამ? – ბიჭი დგება და ჩემკენ მოდის. ყველა იცინის, მე უკან ვიხევ და მერხს ვეჯახები. ის წინ მიდგება, წელზე ხელს სწრაფად მკიდებს და მისკენ მიზიდავს. – იქნებ ჩვენმა ფერიამ გვცემოს! – იღიმის და ჩემს სურნელს ისუნთქავს
– რატომაც არა! – ბრაზი მაწვება და ფეცს ერთ ადგილში ვურტყამ. გამიზნული არ მქონდა მაგრამ მაინც ხვდება ფეხი. ხელს მაშინვე მიშვებს და წელში იხრება. სამი ბიჭიდან ერთ–ერთი ხელს მავლებს მკლავზე.
– რას აკეთებ! – კბილებში ცრის და ხელს იმდენად მაგრა მიჭერს რომ მკლავი მილურჯდება.
– ჰეი! – ამ დროს საიდანღაც ელა მოდის და ამ ბიჭს მუშტს ურტყამს სახეში – სხვაში შეგეშალათ ბიჭებო! – ხელი იმდენად მაგრად დაარტყა რომ ბიჭი წაბარბაცდა, თვითონ კი ხელს იზილავს.
– მადლობა! – ვუღიმი
– რა მადლობა! – ელა ხელს იქნევ. ის ბიჭი ისევ იკრუნჩხება, ჩემს ადგილას რომ იჯდა. ყველა ჩვენ მოგვშტერებია
– სანახაობა დამთავრდა! თქვენს საქმეებს მიხედეთ! – ელა ყვირის და ყველა იხედება. ეს ოთხი ბიჭი კი კლასიდან ლანძღვით გადის.
– როგორ ეტკინებოდა! – ელა სახეს მანჭავს და ჩემს "ნაცემზე" იძახის
– მეც ეგ მინდოდა! – ვუღიმი
– ისე რა სასაცილოა! – ელა თითქოს რაღაცას მარტო ახლა მიხვდა, და ხარხარს იწყებს – სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭი გოგომ გალახა! – უფრო უმატებს სიცილს – ვაიმე მაგარი იყო! – ბოლოს ძლივს ჩუმდება.
* * *
ოთხი გაკვეთილი ნელა გადის. ის ბიჭი, ჩემს ადგილას რომ იჯდა,ელამ მითხრა რომ ნიკა ჰქვაო,მიკვირდა როგორ დავარტყი. მისი ერთერთი ძმაკაცი კი, რომელიც, სულ ჩუმად იყო ჩხუბის დროს სიცილით სკდებდა და ხშირად მე მიკრავდა თვალს.
ბოლო გაკვეთილიც გამოვიდა და მე და ელა სკოლის გასასვლელისკენ მივიწევთ.
– ჰეი! – ნუცას ხმას ვცნობ და მე და ელა მისკენ ერთდროულად ვტრიალდებით – მიდი! ვუთხრათ მოსწავლეებს ვინც ხარ! – ნუცა იცინის და მას გოგოები ჰყვებიან, ბიჭები ჩუმად არიან. მოსწავლეები ირგვლვ გვეხვევიან.
– დეიზი ყურადღება არ მიაქციო! – ელა მკლავზე მექაჩება, მაგრამ ხელს ვითავისუფლებ
– ხოო მიდი! უთხარი ყველას ვინც ხარ! – ნუცა ირონიული მზერით წინ მიდგება – იცით ვინაა ეს გოგო? – ამოსწავლეებისკენ იყურება და ყვირის – ეს მოახლის ქალიშვილია! სოფლელი! რა საცოდაობაა არააა! ჩემი შეყვარებულის მოახლის ქალიშვილია! – ახლა თვალებში მიყურებს და ბრაზი მაწვება. რა უნდა ჩემგან ვერ ვხვდები. – ნუცას სახე ახლოს მოაქვ და მეუბნება – სოფლელი გოიმი ხარ! – ზიზღისგან სახეს მანწავს – შენი ძმაც იგივეა რაც შენ! დედაშენიც გოიმია! ნამდვილი გოიმები ხართ! ალბათ ის შენი ბაბუაც ასეთი იყო. მამაშენი კი მიხვდა არარაობები რომ იყავით და წავიდა! ასე არააა? – იცინის და ცსახეს უკან წევს.
თვალები უკვე სხანაირად მენთება. ვატტყობ ჩხუბი მომიწევს. დღეს უკვე ნომრი მეორე. ნუცამ ანდრო, დედა და ჩემი ბაბუ გალანძღა. ასე იყოს! მე ვუთხარი რომ მიღეებდა შარს. მუშტებს იმდენად ძლიერად ვკრავ რომ მთელი ხელი მითეთრდება. ნუცა ისევ იცინის, გოგოებიც იცინიან. ნუცას ზურგს ვაქცევ და ელას ვუყურებ. მას ნაღვლიანი სახე აქვს.
– გეშინია და მიდიხაარ!? ლაჩარი ხარ! – ნუცას ხმა. თვალიდან ცრემლი მომდის მაგრამ მაშინვე ვიწმენდ. – ლაჩარი ხარ! – ისევ იმეორებს. ცალყბად და მსუბუქად მეცინება.
მისკენ ძალიან სწრაფად ვტრიალდები, იმდენად სწრაფად რომ ვერც მოდის აზრზე რა ხდება, სახეში დიდიხნის გამზადებულ მუშტს ვურტყამ და ის ძირს ეცემა. გოგოები ჩუმდებიან.
– შენზე ლაჩარი არ ვარ! – ზემოდან ვაჯდები და ვუყვირი, ის ხელს მირტყამს მაგრამ მე ისევ ვურტყამ მუშტს – შენგან განსხვავებით მე ფულიან ბიჭებს არ დავდევ კუდში! – ისევ ვურტყამ
– შემეშვი! – ისიც მირტყამს და ჩემს ზემოდან ექცევა. ისევ მირტყამს. ვეღარ ვგუძლებ და წიხლს ვურტყამ, ის ისევ გვერდზე ეცემა. მე ისევ ზემოდან ვურტყამ. ისევ ვურტყამ. ის ჭრიალებს.! – ისევ ვურტყამ, ის ყელში მავლებს ხელს, ყელი ისედაც მტკიოდა და ახლა უფრო მეწვი
– სოფლელო! – მიყვირის
– მშიშარა! – ვუყვირი და ისევ ვურტყამ, ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდის, მეც მომდის სისცლი ცხვირიდან.
ამ დროს უკნიდან ვიღაც წელზე ძლიერად მეცება და ნუცას მაშორებს. ეს ნიკაა
– სიტყვა არ დაძრა ჩემს ოჯახზე თორემ დაგახრჩობ! – ვფართხალებ მაგრამ ნიკას ხელში ვყავარ აყვანილი და მის ხელებს წელზე ვერ ვიშორებ – მოგკლავ! – ისევ ვყვირი – გოგოები ნუცას მოსულიერებაში ეხმარებიან, ის ჯერ კიდევ ბალახზე "გდია" – გამიშვი! – ვუყვირი მას, – გამიშვი მეტი არაფერს ვუზამ! – ვეუბნები გამწარებული და საშინლად აჩეჩილ თმას სახიდან ვიყრი
– მეტი რაღა უნდა უქნა საცოდავს! – ის იცინის – როგორ მომწონს შენნაირი გოგოები! ხვალ ამ სკოლის გვერდზე შენს მეტი არაფერი იქნება თემა, შეიძლება დღესაც.
– დეიიიიი! – ელა კივილით მოდის – ღმერთო შენზე ვგჟდები! – ჯერ სველ ხელსახოცს მახდებს და ბოლოს მეხუტება, ისე ძლიერად სუნთქვა მეკვირს. – ღმერთო რა მაგარი იყავი შენ არ იცი! – მე ცხვირიდან სისხლს ბოლომდე ვიშორებ. – მაგრამ ცუდია რომ მარტო ცხვირიდან და ტუჩიდან რომ მოსდის სისხლი. ჩვენებაზე არ გამოვიდოდა რომ ჩალურჯებულიყო ბოლომდე. მაგრამ ეს მაინც ისეთი მაგარი იყოოოოოოოო! – ელას მოულოდნელად ჰაერში ავყავარ.
– ელააა! რას აკეთებ! – ის მალევე მსვამს, მე მეცინება, სერიოზულობას ვცდილობდი მაგრამ მაინც გამეცინა
– აუ რამაგარი იყოოოოო! – ის სიხარულისგან ხტუნავს
–OH MY GOD!!! - ვიღაც კაცი გაოგნებული მიყურებს, ცოტათი ქალური ქცევები აქვს, ალბათ შუახნის იქნება, გამხდარი და ჩემზე ცოტათი დაბალია, გამჭირვალე სათვალე უკეთია და თმა გალაკული აქვს, გემოვნებიანად აცვია – ღმერთო! ეს რა საოცრება შევნიშნე ამ ქაოსში! ნამდვილი მრისხანე ანგელოზი ხარ! – ჩემთან მოდის და თვალიერებას მიწყებს – PERFECT! My Sweety! რა მშვენიერი ხარ ძვირფასო! – მის წინ ძალით მატრიაებს – ოჰ ღმერთო! რა ფეხები! რა ფორმები! – ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ვინაა ეს ქალივით კაცი – ნამდვილი ანგელოზის სახე! მგონი სიზმარში ვარ!
– ხომ გითხარი მოგაგნებენ მეთქი! სააგენტოდანაა! – ელა მეჩურჩულება
– გადაწყდა! შენ მოდიხარ ძვირფასო! – ვფითრდები, მართლა არ მეკითხებიან აზრს
– მე დღეიდან შენი მენეჯერი და სტილისტი ვარ თომი. შენ კი დარწმუნებული ვარ მომავალი ფრთიანი ხარ! რაჯარგია მე რომ აღმოგაჩინე My Sweety! – მეუბნება და მაჯაზე ხელს მავლებს, სადღაც მიმათრევს და ელაც ჩვენთანერთად მოდის
– სად მივყავარ? – ელასკენ ვიხედები
– სააგენტოში. ნუ ღელავ მეც შენთან ვიქნები – მიღიმის
– მაგრამ არ მინდა... – ვიწყებ მაგრამ ეს ვიღაც თომი არ მამთავრებინებს
– მისმინე მშვენიერო! – ჩერდება და ჩემკენ ბრუნდება – ეს სკოლა და ჩვენი სააგენტო, ორივე ქალბატონი ნინოსია, თუ ელასთან მეგობრობ გეცოდინება ალბათ, ელას და დენის დედა! ამიტომაც My Sweety, ვინც ამ სკოლაში მოდის ყველა ჩვენ ხელშია, თუ ვინმე მოგვეწონება, მას ვერსად გავუშვებთ. ამ სკოლას უნივერსიტეტიც აქვს საყვარელო, იქ ჩვენი დენი და ერეკლე სწავლობენ პირველ კურსზე, შენც თუ იმ უნივერსიტეტში მოხვდები, რაც გარდაუვალია, მაშინაც ჩვენს ხელში იქნები. – მეუბნება და მიღიმის, შემდეგ ისე მიმათრევს გზისკენ.
ტრასასთან დიდი შავი ჯიპი დგას.
– მე ველოსიპედი მყავს აქ! – ვიძახი
– ველოსიპედიიი? კარგი შენს ველოსიპედს ჩვენი ბიჭები წაიღებენ ელას ნივთებთან ერთად! შენ მხოლოდ მისამართი მითხარი My Sweety !
– ჩემს მისამართზე მიიტანონ დეიზისიც! – იძახის ელა
– კი ბატონო! – იძახის ტომი და ორ ვიღაც ბიჭს უყვირის რომ ჩემი ველოსიპედი წაიყვანონ
– ჩასხედით ქალბატონებო! – თომი ჯიპის უკანა კარს გვიღებს. პირველი ელა ჯდება, მას მეც მივყვები. თომი წინ, მძღოლის გვერდით ჯდება. მანქანა იძვრის და ტრასას მიუყვება.
– რას იძახდა რა ფრთიანი ანგელოზიოოო? – ელას ვუყურებ
– რომ გითხარი სამი წყვილი ვართ მეთქი მთავრები, ამ წყვილებიდან შეიძლება რომელიმე გოგო ჩაანაცვლო – მიხსნის – თომი! – ელა თომის ეძახის
– გისმენ ტკბილო! – ისიც პასუხობს
– დემი სადააა?
– დემის საქმეები ჰქონდა და დღეს მე წამოგიყვანე! სააგენტოში დაგვხვდება ტკბილო!
– დემი ვინაა? – ისევ ელას ვეკითხები
– ჩემი მენეჯერია.
– დღეს რა მოხდება?
– დღეს ჟიურო შეგაფასებს და იმის მიხედვით დაადგენენ ვის ადგილს დაიკავებ. ამას დღესვე გეტყვიან. – მეუბნება და მიღიმის
– წელს გამიმართლა! კიდევ კარგი სხვამ არ შეგამჩნია ჩემამდე – ჩემკენ იხედება – ზუსტად ვიცი ფრთიანებში მოხვდები! – თვალს მიკრავს და ისევ წინ იყურება
ფანჯრიდან ვიყურები. არ მინდოდა რომ ნუცასთან ცუდი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ თვითონ აირჩია ასეთი ურთიერთომა. მან გამაწარა და საკადრისი მიიღო. ვერ მოვიმინე. თავის შეკავება რომ მეცადა მაინც ვერ შევიკავებდი მაგრამ კარგია რომ არ მიცდია.
– მოვედიიიით! – ყვირის ელა და მანქანიდან ხტება. ჩვენს წინ უზარმაზარი თეთრი შეენობაა. შესასვლელის თავზე დიდი ასოებით, იისფერად აწერია "ANGELS WITH WINGS"
მანქანიდან გადავდივარ, თომის და ელას მივყვები. შენობაში შევდივართ. პირველივე დიდ დერეფანში გოგონები და ბიჭები ერთმანეთში ირევიან. ნუცაც აქაა! ის მხედასვ თუარა მაშინვე იღრინება. ტუჩზე და ცხვირზე არაფერი ეტყობა.
– დემიიიიიი! როგორ მომენატრე! – ელა ვიღაც თომისნაირ ტიპს ეხუტება
– მეც ჩემო ჩიტუნია! – ეს ჩიტუნია ალბათ "My Sweety" – ის მსგავსია
თომასს მეორე სართულზე ავყავარ. მარჯვნინ უხვევს რაღაც ოთახში შევყავარ.
– ეს შენი ოთახი იქნება My Sweety! როცა გინდა მაშინ შემოხვალ და რსაც გინდა იმას უზამ! ახლა კი აქ დაჯექი! – სარკის წინ მსვამს და თმის დავარცხნას მიწყებს. ასეთ გაწეწილ თმას ხელათ მივარცხნის – მოიცა რა მქვიაოო? – სარკეში დაინტერესებული მიყურებს
– დეიზი! – ვუღიმი
– ოოო! ჩემო გვირილასავით მშვენიერო! საოცარი სახელია! ზდ გაკვდება! ალბათ დედამ შენი სილამაზის გამო დაგარქვა არაა?
– სახელი ბაბუამ დამარქვა! – ვეუბნები ხაზგასმით
– ვაააუ! ძალიან მაგარი ბაბუ გყავს თურმე My Sweety! – თომი იღიმის
– ჰოო! მაგარი ბაბუ... მყავდა! – ცრემლს ვიშორებ
– ოჰ! My Sweety! მაპატიე! არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა! – თომი მიხუტებს
– არაფერია! არაუშავს მართლა!
– ძალიან კარგი! – თომი ღიმილით მშორდება – ახლა კი ადექი ჩემო ტკბილო! – ჩვენ ოთახიდან გავდივართ.
ისევ პირველ სართულზე ჩავდივართ და რაღაც უზარმაზარ დარბაზში შევდივართ. დარბაზის შუაგულში გრძელი პოდიუმია.
– მიდი My Sweety გოგონებს შეუერთდი! – თომი ზურგზე ხელს მისვამს – ამას მე დაგიჭერ არ გჭირდება! – მეუბნება და ჯინსის ქურთუკს მხდის, შემდეგ კი მიდის
– ჰეეეი! დეი! აქ მოდი! – ენა გოგობის მწკრივს ეყოფა. მეც მისკენ მიდივარ
– არ ინერვიულო იცოდე! ჟიურიში ისინი სხედან! – 4 ქალისა და 2 ახალგაზრდა ბიჭისკენ მითითებს. მე თავს ვუქნევ
– აი ეს ანა იმერლიშვილია! ფრთიანი, მე რომ გეუბნებოდი დენის მეწყვილეა მეთქი! – გოგონასკენ მანიშნებს რომელიც ნუცას გვერდით დგას, ძალიან ლამაზი გოგოა, ქერა თმა მხრებამდე სწვდება და ყავისფერი თვალები აქვს.
– ლამაზია! – ვეუბნები ელას
– კი მაგრამ ესეც ნუცასავით ალქაჯია! – იძახის ელა
ჩვენს პირდაპირ ბიჭების მწკრივია. ღმერთო აქ დენია! მწკრივის თავში. იქ დგას! არა! ოღონდ ეს არა! ღმერთო ასე რატომ მწირავ?
გოგების და ბიჭე4ბის სახელებს მონაცვლეობით აცხადებენ. ახალი მოდელები ძველებს ანაცვლებენ და ძველები, ზოგი ტირილით, ზიგიც ყვირილით ტოვებს დარბაზს. უფრო და უფრო მეშინია. ფრთიანი 3 წყვილიდან არავინ შეცვლილა. ათივე გოგო და ათივე ბიჭი გამოიძახეს და ჩაანაცვლეს. ბოლო ვარ ღმერთო!
– დეიზი ჩარკვიანი! – ჩემი სახელი და გვარი ისმის. მე ვშეშდები.
– My Sweety გაინძერი! – მესმის თომის ხმა.
– ჩარკვიანი! – ჟიური ჩემს გვარს იმეორებს და მეც გავდივარ. ჟიურისთან ახლოს რომ მივდივარ ვტრიალდები და სევ უკან ვბრუნდები. ვცდილობ ფეხები სწორად და პატარა ნაბიჯებით გადავადგა. გული კიარ მიცემს, მიფეთქავს! რომ ვხვდები რომ დენიც მიყურებს, რატომღაც ცუდად ვხდები. როგორც იქნა ჩემს ადგილამდე ვაღწევ.
– ყოჩაღ My Sweety! კარგი იყო! რამოდენიმე წუთში გვეტყვიან ვის ადგილს დაიკავებ! – თომი ნერვიულობს
ჟიურის მსჯელობა 40 წუთი გრძელდება. ეს კი ნიშნავს რომ არ მოვეწონე და ფიქრობენ დამტოვონ თუ საერთოდ გამიშვან აქედან, ან ძალიან მოვეწონე და ფიქრობენ ვისში ჩამანაქვლონ.
– დეიზი ჩარკვიანი! – ისევ ჩემი სახელი და ამჯერად მე თომისთან ერთად გავდივარ ჟიურის წინ.
– ანა იმერლიშვილი! – გოგოების მწკრივს ანა ეყოფა და თავის სტილისტთან ერთად ჩემგან 3 მეტრით მოშორებით დგება.
– ბევრი კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ჩარკვიანი ჩაანაცვლებს იმერლიშვილს, და დაიკავებს ერთერთ ფრთიანი ანგელოზის ადგილს! – ქალს უემოციო და მკაცრი ხმა აქვს. მისი ნათქვამის დაჯერება მიჭირს. თომი ხტუნვას იწყებს და ჰაერში მატრიალებს. ანა კი დარბაზიდან ქვითინით გადის. არა! ეს არ მინდოდა. თომი ძირს მსვამს და ისევ მეხუტება. ელა გოგოების მწკრივში სიხარულისგან ხტუნავს.
არა! არა! ეს არ მინდოდა! ჩემ გამო ტირის ანა! ის ჩემ გამო წავიდა აქედან! არა ასეთი ბოროტი არ ვარ! ცუდად ვხდები. სუნთქვა მიჭირს. ნუცა ისე მიბღვერს როგორც არასდროს.
– დენიელ ჯაყელი! – ღმერთო ეს დენის სრული სახელია. არა! ვაიმე მე ხომ დენის მეწყვილე ვარ! არა! არა! არა! გული ისევ მიფეთქავს. ისევ მეყინეა სხეული, ფერი მიმდის.
დენი ბიჭების მწკრივს ეყოფა და ჩვენკენ მოდის. მე მიყურებს. ღმერთო ისევ მე მიყურებს. დენი ჩემდა გასაკვირად ჩემთან ძალიან ახლოს დგება. რამოდენიმე სანტიმეტრის დაჩორებით და მას ვაშტერდები, ის ჟიურის უყურებს. მისი სუნი მცემს. ღმერთო ისევ მისი სურნელი!
– თქვენ ორი! – ხმა მაფხიზლებს და ქალისკენ ვიხედები. მკაცრად გვიყურებს – ჩვენებას გახსნით! – ცოტაც და წავიქცევი. დენი ჩემკენ იყურება და თვალებში მიყურებს. მე ღრმად სუნთქვას ვიწყებ, ხელები მიკანკალებს, ფერს ვკარგავ და ტუჩები მილურჯდება. ხელები უფრო მიკანკალდება. დენისკენ ვიხედები. ის გაკვირვებული მომშტერებია. თვალები ნელ–ნელა მეხუჭება, გამოსახულებებს ვეღარ ვარჩევ და ფეხებში ძალა მეცლება
– ჰეი! – დენი ჩემთან მოდის და წელზე მკიდებს ხელს, ამ დროს ვეცემი, მაგრამ არა... ის მაკავებს, დენი მიჭერს. ყველა ჩემთან მორბის. დენის ხელში ავყავარ და დივნისკენ მივყავარ. დივანზე ვჯდები, არა გული არ წამსვლია, უბრალოდ ცოტა დამაკლდა.



№1  offline წევრი mimimimo

ჯობია - არა, ჯობს.

ცოტა უაზრობაა - გოგონების ჩხუბი, მაგრამ მაინც ბევრი ვიცინე.

ბაბუას, როცა ახსენებს ყოველთვის თვალები მიცრემლიანდება.
მესმის მისი ტკივილი. recourse

კარგია, მომწონს.

წარმატებები! love

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი რა გითხრა არ ვიცი... ძალიან მომწონს ისტორია დეიზი საოცარი გოგოა ერთდროულად არის სუსტიც და ძლიერიც, ნაზიც და ველურიც საოცარი სინთეზია... დენი ცოტა გაურკვეველი პიროვნებაა იმედია მომავალში უფრო გამოიკვეთება მისი ხასიათი... მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ... ასე გააგრძელე არ შემიძლია არ აღვნიშნო წინა ისტორიის შემდეგ ძალიან ხარ გაზრდილი და დახვეწილი... ის ისტორიაც ძალიან მომწონდა და ეს კიდევ უფრო ძალიან მომწონს...

 


№3 სტუმარი ლეპორელა

Auuu ra kaiaaa ver vitmen ise maineteresebs shemdeg ra moxdeba

 


№4  offline წევრი lilu7

mimimimo
ჯობია - არა, ჯობს.

ცოტა უაზრობაა - გოგონების ჩხუბი, მაგრამ მაინც ბევრი ვიცინე.

ბაბუას, როცა ახსენებს ყოველთვის თვალები მიცრემლიანდება.
მესმის მისი ტკივილი. recourse

კარგია, მომწონს.

წარმატებები! love

მადლობა შესწორებისთვის <3 მიხარია თუ მოგწონს <3 love

უცნობი ქ
აი რა გითხრა არ ვიცი... ძალიან მომწონს ისტორია დეიზი საოცარი გოგოა ერთდროულად არის სუსტიც და ძლიერიც, ნაზიც და ველურიც საოცარი სინთეზია... დენი ცოტა გაურკვეველი პიროვნებაა იმედია მომავალში უფრო გამოიკვეთება მისი ხასიათი... მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ... ასე გააგრძელე არ შემიძლია არ აღვნიშნო წინა ისტორიის შემდეგ ძალიან ხარ გაზრდილი და დახვეწილი... ის ისტორიაც ძალიან მომწონდა და ეს კიდევ უფრო ძალიან მომწონს...

უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია თუ მოგწონს <3 ვეცდები შემდეგი თავებიც რომ მოგეწონოს <3 love

ლეპორელა
Auuu ra kaiaaa ver vitmen ise maineteresebs shemdeg ra moxdeba

ძალიან მიხარია თუ მოგწონს <3 დიდი მადლობა <3 love love

 


№5  offline მოდერი Tako Tako_2

აუ რა მაგარი და კარგია
აააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent