გარყვნილი თითები (ნაწილი 7–დასასრული)
მანქანის კარები ღიმილით გამოუღო იოანემ ბედნიერებისაგან სახეგაბრწყინებულ მარიამს და ხელი გაუწოდა. აეროპორტის წინ იდგნენ და ელოდებოდნენ თავიანთ ჯერს. გვერდზე მიუჯდა მარიამს კაცი და მხარზე ცალი ხელი მოხვია. ნიკაპი თავზე დაადო და გაიტრუნა. ჯერ კიდევ ვერ ეგუება მის მოფერებას ჭიანჭველების არმიის გარეშე. როგორც არის... მოსწონს ეს და სურვილი არ აქვს, ოდესმე გაქრეს. ჯვრისწერის შემდეგ ისე წამოაბუნძულა იოანემ გოგონა, წესიერად დამშვიდობება არ აცადა სტუმრებთან. ბრაზილია მარიამის ოცნებაა და იოანესაც იქ მიყავს, ქორწინების მერე, წესისამებრ. სიურპრიზიაო, თავიდან უთხრა, მაგრამ აეროპოტში უკვე იცოდა მარიამმა სადაც მიდიოდნენ. როცა გაიგო, ბედნიერი შეაფრინდა სხეულზე და ხმამაღლა აკისკისდა. იოანემაც, იმით გახარებულმა, რომ ცოლი ასიამოვნა, წელზე ხელები მოხვია და გაიღიმა. მთელი გზა ცუდად იყო გოგონა, რა ქნას, ვერ გუობს მგზავრობას, მითუმეტეს თვითმფრინავით. როგორც კი დაფრინდნენ, შვებით ამოისუნთქა. გზაში, სანამ ტაქსით სასტუმრომდე მივიდოდნენ ეკას დაურეკა, ჩასვლა შეატყობინა, დედამისსაც, შემდეგ კი გაბრიელთან გააბა საუბარი. სასტუმროში მისვლა, წყლის გადავლება და დაძინება ერთი იყო. დიდხანს და გემრიელად ეძინა, თუმცა მაინც გრძნობდა იოანეს მზერას, ძილშიც კი. თვალები რომ გაახილა, კაცზე იყო მთლიანად აფოფხებული. გაკვირვებულმა მოავლო თვალი თავის თავს. ძილში არასდროს წრიალებს და ახლა, შეიცვა ვითომ? ჰმ... ჩაძინებულ იოანეს გადახედა. ისე ეძინა, უნდოდა კოცნით დაეხრჩო, თუმცა შეეცოდა და მხოლოდ სიმწრით გააწკლაპუნა ტუჩები. უყურა, უყურა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და გიჟივით დაეტაკა ბაგეებზე. ახლა ეს ნორმალურია? იოს სიცილის ხმა რომ მოესმა, თვითონაც გადაბრუნდა და ხმამაღლა გადაიკისკისა. – ბოდიში, გაგაღვიძე. – ვითომ დამნაშავეს ხმით უთხრა, არადა სინამდვილეში, სულაც არ ნანობდა ნამოქმედარს. – ნწ, ნწ, როგორ წუხარ ხო? – სახე თვითონაც აფერისტულად დაისევდიანა იოანემ. – ნუ ხარ შენ ცუდი ბიჭი! – კოპებშეკრულმა მიკრა ხელი მხარზე და ფეხზე წამოხტა. – სად მიდიხარ? – ხელი საჯდომზე მოხვია აწითლებულ მარიამს, თავისკენ მოქაჩა და წამში დააგდო ისევ ლოგინზე. – გარეთ მინდა გასეირნება. – ურცხვად იცრუა გოგონამ და ისეთი თვალებით შეხედა, პირდაპირ რომ თხოვდა არ გამიშვაო. – არა, არ გინდა. – ყელზე ჩააცოცა ბაგეები კაცმა. – იცი, რამდენი საქმე გვაქვს აქ? სად გვცალია სასეირნოდ? – ხან ყელი, ხან მოღერილი მკერდი, ხან ტუჩები, მერე ისევ იგივე. – ჰო, თუ საქმე გვაქვს, აღარ მინდა გასეირნება. – იოანეს ძლიერ მკლავებში მოქცეული უფრო კრუტუნებდა, ვიდრე ლაპარაკობდა. – აი, ასე! – კმაყოფილმა შეხედა და ველურულად აკოცა. *** ზუსტად სამი კვირა დაჰყვეს ბრაზილიაში. რომ გითხრათ მთელი დღეები ნომერში იყვნენ და ნებივროვდნენ–თქო, მოგატყუებთ. ასე არ ყოფილა. ხან სეირნობდნენ, ხან უზარმაზარ ქალაქს ათვალიერებდნენ, იცინოდნენ, მხიარულობდნენ, სურათებს იღებდნენ, გიჟობდნენ... ყველაფერი ეს ისეთი კარგი იყო, რომ არც ერთს უნდოდა წამოსვლა შინ, მაგრამ გაბრიელის საყვედურნარევი ხმა რომ ახსენდებათ ორივეს, რომელიც გამუდმებით ეკითხება, თუ, როდის ჩამოვლენ, დაბრუნების სურვილი კლავთ. ისე ენატრებათ მარიამს და გაბროს ერთმანეთი, თანაც ისე უყვართ, ხანდახან ძალიან უკვირს იოანეს ეს, მაგრამ სასიამოვნოდ. არ ვიცი, ეს, როგორ არის შესაძლებელი, სასიამოვნოდ გაკვირვება, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ყველაზე ბედნიერი შვილი, მამა, მეგობარი და ქმარია, რადგან სწორედ ის ადამიანები ჰყავს გვერდით, რომლებიც ცხოვრებას ულამაზებენ და პრობლემების, ასე თუ ისე, მარტივად დაძლევაში ეხმარება. ახლა, თბილისის აეროპორტში დგანან. მარიამი ცრემლმორეული ეხვევა ყველას, იოანე – ცრემლების გარეშე, მაგრამ მასაც ზუსტად ის ემოციები აქვს, რაც გოგონას. *** – შემეშვი ნიკო! – გაგიჟებული გამოვარდა კლუბიდან კატო. – არა, ამდენს, როგორ მიბედავ? – გაოცებულ–გაბრაზებული ასავსავებდა ხელებს და ველურივით აბრიალებდა თვალებს. – რამდეს? – ირონიულად ჰკითხა. მაინც, როგორ მოსწონს ასე რომ აგიჟებს გოგონას და მწყობრიდან გამოჰყავს. – ეგრე ნუ შვრები, მეტისმეტად მესექსუალურები. – ტუჩები ვნებით აღვსილი მზერის თანხლებით გაუხახუნა ერთმანეთს და მისკენ გადადგა ნაბიჯი. ზუსტად იცოდა უკან რომ დაიხევდა კატო, მასაც ხომ სწორდ ეს უნდოდა? უფრო მარტივად მოიმწყვდია გოგონა მკლავებს შორის. კედელზე მთელი ტანით აკრული ცახცახებდა კატო. ახლა რომ არ მოშორებულიყო ნიკო მის სხეულს, თავის თავზე პასუხს არ აგებდა გოგონა. – ნერვებს, ასე ძალიან, როგორ მიშლი? – გულწრფელად ჰკითხა ნიკოს და მის მხრებზე კომფორტულად შემოაწყო ხელები, თან ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. თუ გეგმა ,,ა’’–მ არ გაამართლა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკოსგან, რაც შეიძლება შორს გაცილებას მოიცავდა, მაშინ სწორედ გეგმა ,,ბ’’–ს ჯერი დგებოდა, რომელიც ნიკოს გაგიჟებას იუწყებოდა. მის მხრებზე შემოლაგებულ კატოს ხელებს ჯერ გაკვირვებულმა დახედა, მაგრამ მერე, გაკვირვება, კვლავ ვნებამ ჩაანაცვლა. ტუჩებს ხანგრძლივად დააცქედა ნიკო. დარწმუნებული იყო, რომ იწვოდა გოგონა, ისე უნდოდა კაცის კოცნა, ხოდა, განზრახ აწვალებდა და კოცნას არ ჩქარობდა არაფრის დიდებით. – მეთამაშები, პატარავ? – წარბი მაღლა ასწია ირონიულად და ჯერ წელზე მოხვია ხელი, თუმცა ამან არ დააკმაყოფილა და საჯდომზე ჩააცოცა ურჩი თითები. – არ გამოვრიცხავ... – ტუჩი მოიკვნიტა. – ნიკოო... – სიტყვა გაწელა და ხელები ჩამოალაგა ქვემოთ. – მიყვარხარ... – ჩურჩულით, მაგრამ მტკიცეთ უთხრა და თავი აჩქარებულ გულზე მიადო. გაიტრუნა. დაიღალა ამ უაზრო ურთიერთობით და თქვა ის, რაც აუცილებლად უნდა ეთქვა, თორემ საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა ასეთი შანსი რომ გაცლოდა ხელიდან. უსმენდა საოცარი სისწრაფით აძგერებულ ნიკოს გულს და მთელი სახე ებადრებოდა ბედნიერებისაგან. ზუსტად იცოდა, ვერასდროს წარმოიდგენა კაცი, ახლა რომ ეტყოდა, მაგრამ რაო? ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსეო, ხო? – მეც მიყვარხარ, პატარავ... – დაბნეულმა უჩურჩულა და ასე რომ სწყუროდათ ერთმანეთის ბაგეები, ძლივს აღირსა კოცნა გოგონასაც და თავის თავსაც. *** ძილ–ბურანიდან გაბერილ მუცელზე მოფერებამ გამოაღვიძა. თვალები გაახილა და გაბადრული გაბრიელი შერჩა ხელში. კისკისით მოჰხვია ხელი და გვერდზე დაიწვინა. რა თქმა უნდა, იოანე, დიდი ხნის წასული იყო უკვე სამსახურში. დიდი ხნით ვერ გადის შვებულებაში, თან თითქმის ყველაფერი მას აწევს მხრებზე და ბევრი სამუშაო უგროვდება ხოლმე. ასეც რომ არ იყოს, ორსულობის გამო, ისე გვიან ეღვიძება მარიამს, მეტი რომ არ შეიძლება. – მომარტყა დეე, ხელი მომარტყა ანდრიამ, ან ფეხი. – ლამის ყვირილით შესძახა და ისევ შემოაწყო ხელები მუცელზე. დედა პირველად მაშინ დაუძახა, როცა გაიგო რომ ძმა ეყოლებოდა. თავიდან იფიქრეს ცოლ–ქმარმა რომ ასე მხოლოდ ბავშვის გამო მოიქცა გაბრო, მაგრამ ნელ–ნელა დარწმუნდნენ, რომ ეს არაფერ შუაში იყო, უბრალოდ, ბავშვს სიგიჟემდე და ალბათ, დედასავითაც კი შეუყვარდა მარიამი. ქალმა, რაც პირველად გაიფიქრა იმ დროს, იყო – არასწორია. არა თავისი თავის გამო, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაბროს გამო იფიქრა. არ უნდოდა ბავშვს რაღაც–რაღაც ილუზიები შექმნოდა, არც ის უნდოდა, ისე გამოსულიყო, თითქოს გაბრიელის დედის ადგილის დაკავება სურდა. იოანეს დახმრებით ესეც გადალახა, თან პატარა კაცი, რომელიც სულ ცდილობდა დიდ კაცად გამოეყვანა თავი, არ აძლევდა, მართლაც რომ, არასწორად აზროვნების უფლებას, იმდენად თბილი იყო მარიამის მიმართ. ჰო, რაც შეეხება პატარა ჯახველაძის სახელს, ანდრიას. გაბრიელი მაშინ წაყვა გინეკოლოგთან, როცა სქესი უნდა გაეგოთ. დაპირებისამებრ, როგორც მშობლებმა უთხრეს, თვითონ შეარჩია სახელი. ჩემ ძმას ანდრია უნდა ერქვასო! – მამამისივით დასჭექა და ტაში შემოჰკრა, როდესაც ვერც ერთისგან მიიღო წინააღმდეგობა. მერე იყო ულევი ყურადღება, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ მოსწონდა მარიამს და თამამად ამბობდა ხმამაღლა, თუმცა მერე გაბუსხული მამა–შვილის შემორიგება უწევდა, ასეც ხდებოდა, შემდეგ კი კვლავ იგივე მეორდებოდა. ტოქსიკოზი არ ჰქონდა, არაფერი უნდებოდა. ერთადერთი, დიდხანს ეძინა, სხვა არაფერი შეცვლილა. მთლიანი სამეგობრო თავზე დასტრიალებდა. კატუსაც ორსულად იყო, ოღონდ იმ განსხვავებით რომ პატარა მუცელი ჰქონდა. ესენი კი, მაგრამ დაჩი და სესილი არ ჩქარობდნენ, არა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, სესილი არ ჩქარობდა–თქო. ასე ამბობდა, ჯერ დამაცადეთ გულაობა, პატარა ვარ შვილისთვისო. ვინაიდან და რადგანაც, სრულ სიმართლეს ამბობდა, არავინ არ აპროტესტებდა, თვით დედამისიც კი. მჭედლიშვილების დედა, ქალბატონი ნინო, გიჟს გავდა ისეთი გახარებული იყო. გახარებულ გიჟს, უფრო კონკრეტულად. მისი სამივე შვილი დაოჯახებულები იყვნენ, რომლებიც ბედნიერებას ასხივებდნენ. ამ სამიდან, ორს მალე პატარა სიცოცხლე ეყოლებოდათ... სასწაულია... ყველა დედისთვის, შვილების კარგად ყოფნა უპირველესია, არც ნინო იყო გამონაკლისი. – ხო, დე, გირტყამს... თან ძალიან ძლიერად. – სახე წამიერად დამანჭა ტკივილისაგან მარიამმა, მაგრამ როცა გაბრიელის შეშინებული მზერა დააფიქსირა, ისე სწრაფად შეიცვალა გამომეტყველება, როგორც მანამდე. – დამშვიდდი, გაბრო. – თვითინ უფრო მეტად აღელვებული ბავშვის დამშვიდებას ცდილობდა. – მამასთან დაგარეკინებ და უთხარი რომ სახლში მალე მოვიდეს. მე ცუდი ხმა მაქვს და არ მინდა შევაშინო. – აუხსნა, ყელში გემრიელად აკოცა და ტელეფონი მიაწოდა. ისე სწრაფად მოცვივდა ყველა მარიამთან, გაოცებისაგან რაღაც გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა. ამდენი ხალხი საიდან გაჩნდა აქ?! – მე დავურეკე ყველას, შვილო. – გაუღიმა ეკამ და გაკვირვებული გაბრო ხელში აიყვანა. – რა ხდება? – ბოლოს, როგორც იქნა იკითხა ბავშვმა. – დედა მშობიარობს. – სწრაფად გასცა პასუხი შვილს იაონემ, აკანკალებული ხელები წელზე ამოსდო და მანქანაში სასწრაფოდ ჩასვა. ერთმანეთის მიყოლებით გავიდა ავტომობილები ჯახველაძეების უზარმაზარი სახლიდან და პირველ სამშობიაროს დაადგნენ. იოანე უპრობლემოდ, ბევრი ლაპარაკის გარეშე შეჰყვა ბლოკში და ძლივს უძლებდა, ამას თუ გაძლება ჰქვია, საყვარელი ქალის ტანჯვას, წივილსა და კივილს. ბოლოს, სულ მთლიანად გათიშული გამოვიდა სამშობიარო ბლოკიდან, მაგრამ მაინც ენერგიულად შესძახა: – ანდრია დაიბადა–ო! *** საოცარი და შეუდარებელი იყო მამიკოსთვის მეორე შვილი, აი, მარიამისთვის კი საერთოდ სხვა სამყარო იყო ანდრია. პატარა, ცისფერთვალება ბავშვი, რომელიც წამით არ აძლევდა საშუალებას ცუდად ყოფნის. გაბრიელი და ის ზრდიდნენ ფაქტობრივად, აბა, იოანე სულ სამსახურში იყო და... არა, ასე არაა, რა თქმა უნდა. მთელი სამეგობრო და ოჯახი ზრუნავს პატარაზე და რაც შეიძლება ანებივრებენ, თუმცა ეს არ მოსწონს მარიამს და ხშირად აპროტესტებს, მაგრამ არავინ უსმენს, შემდეგ კი ისევ ისე გრძელდება. საღამოს უსაზღვროდ დაღლილი დაბრუნდა შინ იოანე. კარი ცოლმა გაუღო და იგრძნო, როგორ შეაფრინდა სხეულზე. დაღლილობა სულ აღარ გახსენებია, ისე შემოისვა ქალი მუცელზე. – სულ მენატრები, რა! რა ცუდი განრიგი გაქვს! – დაიწუწუნა და ტუჩებზე სწრაფად აკოცა. სახლში არავინ იყო, გარდა მარიამის და ბავშვებისა, ახლა, უკვე იოანეც შეემატა ოჯახს. ეკაც სამსახურში იყო და ჯერ–ჯერობით ისვენებდნენ, სანამ გიჟები და გადარეულები არ მოადგებოდნენ კარზე. ერთმანეთის ალერსში გართულებს, რომელიც მხოლოდ ყელში კოცნით და თითებით სახის მოფერებით შემოიფარგლებოდა, სულ დაავიწყდათ ბავშვები. – ვაიმე გაბო! – წამოხტა უცბად კივილით მარიამი იოანეს კალთიდან და თავისი საძინებელი ოთახისაკენ აირბინა კიბეები. – რა სულელი ვარ, ბავშვს, როგორ ვერ მივაქციე ყურადღება... – დაიჩურჩულა თავის თავზე გაცოფებულმა, მაგრამ საძინებელში შესულს ისეთი საოცარი სურათი დახვდა, ენა კინაღამ გადაეყლაპა. გაბრიელი ანდრიას ლოგინში იყო ჩამძვრალი, ხელები მოხვეული ჰქონდა და ორივეს ტკბილად ეძინა. დროდადრო ორივე ტუჩებს გასაგიჟებლად აცმაცუნებდა, ზუსტად ერთნაირად, არანაირი განსხვავებით, ისე, რომ კოცნით გაგუდვა მოგინდებოდათ. – ჩემი სამი სიცოცხლე... – წვრილ წელზე ხელების შემოხვევა იგრძნო მარიამმა, შემდეგ კი, თითები მაისურის ქვეშ, რომელიც მუცელზე ეფერებოდა. – ძალიან მიყვარხართ. – მისკენ შეტრიალდა და ტუჩებზე აკოცა. – შენი თითებიც ძალიან მიყვარს და ახლავე გავიდეთ აქედან, თუ არ გინდა, რომ გული წამივიდეს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.