საკუთრება.[7]
ცოტა ხანში გონსაც მოეგო კატო და ჩაცმას შეუდგა,გულის ნაწილებს გრძნობდა მთელს ორგანიზმში,ყველაფერი სტკიოდა,განსაკუთრებით თვალები,რომელიც ნახევარ საათს შეუსვენებლად ტიროდნენ,სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავის შეეშინდა,თვალები გასიებოდა და თან შეწითლებოდა,სწრაფად გაიკეთა ცოტაოდენი მაკიაჟი,ესეც გურამისთვის თორემ საერთოდ არ ჰქონდა არაფრის თავი,ისედაც როგორ ანერვიულა კაცი,სწრაფად ჩაიცვა სპორტული ნაცრისფერი ქვედა და ნაცრისფერი ტოპიც მიაყოლა,თმები მსუბუქად შეიკრა და ჩემოდანს ხელი დაავლო. გაუბედავი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში,იქ სადაც გურამი ელოდა,კაცს თვალს არიებდა,ეშინოდა კიდევ რამე არ ეტკინა მისთვის,გურამი თითქოსდა მიუხვდაო გულის ტკივილს,შვილიშვილს მიუახლოვდა -ნუ გეშინია,კატო,მე შენს გვერდით ვარ-გულში ჩაიკრა შვილიშვილი და ლუკას ანიშნა გავიდეთო,ლუკამ კატოსა და გურამის ჩემოდნებს ხელი მოკიდა და გარეთ გაიტანა,კატომ რამდენიმეჯერ გადაამოწმა სახლი,ბოლოს კი დაღლილმა ლუკამ დაავლო ხელი და მანქანაში მოათავსა -წყალიც გადაკეტილი გაქვს,გაზიც და შუქიც,არაფერი გრჩება-დაუღრინა გოგონას და თავისი ხელით გადაუკრა ღვედი,როდესაც დაინახა რაღაცის თქმას რომ აპირებდა საჩვენებელი თითი აუფრიალა-ხმა არ გავიგო შენი!-კვლავ დატუქსა და მანქანას მოუარა,მშვიდად დაჯდა და დასევდიანებულ გურამს გადახედა,მოხუცს მკრთალად გაუღიმა და თეკლასკენ მიმავალ გზას დაუყვა. როგორც ყოველთვის ახლაც მხიარულ ნოტაზე იყო თეკლა,მანქანაში ჩაჯდა თუ არა მხიარულება შემოიტანა -აბა,ვაპირებთ სვანეთის დალაშქვრას? გურამ,იცოდე მთელი სვანეთი უნდა მომატარო -აბა რას ვიზამ,შვილო,მთელ სვანეთს დაგათვალიერებინებთ -არაფერსაც არ იზამ,გურამ,შენთვის გადატვირთვა არ შეიძლება -ბუციფალი?-შეიცხადა მოხუცმა -მით უმეტეს ბუციფალზე ვერ დაჯდები-დატუქსა ბაბუა-ნუუ,თუ ასე ძალიან გინდა,შეგიძლია უყურო როგორ ოსტატურად აჭენებს ცხენს შენი საყვარელი შვილიშვილი-ბაბუას წარბები აუთამაშა და გაუღიმა -სიამოვნებით გიყურებდით-ბაბუაც დაეთანხმა და ახლა ლუკას მიუბრუნდა -ლუკა,შვილო,შენ არ იცი ცხენით ჯირითი? -კი,როგორ არა,მამა მასწავლიდა ხოლმე -მშვენიერია,თეკლამაც იცის,მაშინ შეჯიბრება მოვაწყოთ,თან იქ არიან კიდევ ახალგაზრდები -შემორჩნენ?-გაიოცა ლუკამ -ნუ ყოველ შემთხვევაში ზაფხულში მაინც იქნებიან,ბა,ნიკუშა იქნება? -შენი ნიკუშა?-ხმამაღლა გაიცინა გურამმა-უი,ლუკა ბოდიში შენთან არ უნდა მეთქვა-კვლავ სიცილი განაგრძო გურამმა -არ მიაქციო ყურადღება,ასე იცის ხოლმე,როდესაც ნიკუშას ვახსენებ-განუმარტა სიტუაცია ლუკას -შენ არ იეჭვიანო,ჩემო ბიჭო,უკვე აღარაფერი აკავშირებთ ნიკუშასა და კატოს -ბაბუაა-ცოტათი ხმას აუწია კატომ-ხომ იცი რომ არ მიყვარს ამ ყველაფერზე საუბარი -რატომღაც არ მოწონს ეს ნიკუშა-დაიდუდღუნა ლუკამ-არამგონია სასიამოვნო პიროვნება იყოს -მე უკვე ძალიან მომწონს-ტაში შემოკრა თეკლამ და გურამს გადაეხვია-ვფიქრობ კარგად ვიხალისებთ-ყურთან უჩურჩულა კაცს და თვალი ჩაუკრა -ეჭვიც არ შეგეპაროს.-დააიმედა გურამმა. მთელი გზა დუმდა ლუკა,ჩუმად გადმოხედავდა ხოლმე მძინარეკატოს,სამაგიეროდ გურამს და თეკლას არ გაუჩერებიათ ენა,როდესაც სვანეთამდე ჩააღწიეს კატოს გაღვიძებაზე უარი თქვა ლუკამ,ხელში აიტაცა სიფრიფანა გგონა და თავის ოთახში საწოლზე წამოაწვინა -კარგი,აწი მე მივხედავ-გაუღიმა ბიჭს თეკლამ,როდესაც ლოგინზე დააწვინა კატო -ლუკა-გაუღიმა მამაკაცმა და ხელი გაუწოდა -ვიცი,ბერვი მსმენია შენზე,თეკლა-ხელი ჩამოართვა გოგონამ -რა დამთხვევაა,მეც ბევრი მსმენია შენზე-გაუღიმა-კარგი დაგტოვებთ,გურამთან ჩავალ. ოთახიდან ჩავიდა ლუკა და გურამთან მივიდა,რომელიც ჩემოდნებს ეჭიდებოდა -არა,გურამ,მე მომეცი ეგ,შენთვის არ შეიძლება -კატოს მსგავსად საუბრობ ხოლმე-გაუცინა მამაკაცმა,თუმცა ჩემოდნები მაინც დაუთმო. ლუკამ ყველას გადაუნაწილა თავიანთი ჩემოდნები,ისე აღმოჩნდა რომ ლუკა და კატო ერთ აივანს იყოფდნენ,თავი გააქნია და გურამს გვერდით დაუჯდა -იმედია მოგეწონა აივნების იდეა-თვალი ჩაუკრა მოხუცმა -კარგი აზრი იყო-საპასუხოდ გაუღიმა ლუკამ -ლუკა,შვილო,მინდა ვისარგებლო მომენტით და სერიოზულად გელაპარაკო -გისმენ,გურამ,-წამებში დასერიოზულდა ლუკაც -მისმინე,ვიცი კატოს ხასიათი და ვიც რომ ჩემი სიკვდილის გადატანა გაუჭირდება,ვიცი რომ მარტო არასდროს დატოვებ,მაგრამ მინდა ეს შენგან გავიგო,მინდა იმედითა და ბედნიერებით ავიდე ამქვეყნიდან.-ფეხზე ჩამოადო ლუკას ხელი გურამმა,ლუკამაც მოუცის ხელს თავისი დაადო და მაგრად მოუჭირა -არასდროს,არასდროს დავტოვებ კატოს მარტო!-გაუღიმა ლუკამ და ის-ის იყო უნდა გასულიყო,როდესაც ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა სახლში -გურამ პაპას გაუმარჯოოს-ომახიანად გაიწელა მამაკაცი -ნიკა,შვილო,შემოდი-ნიკუშა ფართოდ გაღიმებული წამოვიდა მოხუცისკენ და გულში ძლიერად ჩაიკრა,ლუკამ თვალები გადაატრიალა და გაბრაზებულმა ამოიჩურჩულა -ამ გოგოს კაცები არ ილევა- თავი გააქნია და ზრდილობის მიზნით მიესალმა ბიჭს -გაიცანი,ნიკა,ეს კატოს შეყვარებულია-კარგად შეამჩნია მამაკაცის სახეზე ფერების ცვლილება ლუკამ და მოუნდა კიდევ უფრო გაებრაზებინა ის,რეალურად არ იმჩნევს,მაგრამ მხოლოდ გაბრაზებისთვის არ უთქვამს ის,რაც ახლა თქვა -შეყვარებული არა,საქმრო,ლუკა ავალიანი-ხელი გაუწოდა ბიჭს და ცალყბად გაუღიმა -მართლა? სასიამოვნოა, ნიკა ფილფანი-მაგრად მოუჭირა ლუკას გაწვდილ ხელს საკუთარი და მინდა გითხრათ რომ არც ლუკას დაუკლია,საბოლოოს ისევ გურამი მოვიდა გონს და საქმის განმუხტვა დაიწყო,მაგრამ ვაი ასეთ განმუხტვას -ხო,მეც ახლახანს გავიგე,ნიკუშ,როგორც ჩანს დიდი ხანია ერთმანეთი უყვართ-გაუღიმა ბიჭს და ლუკას მხარზე ჩამოადო ხელი -დიდი ხანი?-გაიოცა მამაკაცმა, თან ეჭვი ჩაუდგა თვალებში -კატოს რომ ველაპარაკებოდი ხოლმე საერთოდ არ უთქვამს ჩემთვის მის ცხოვრებაში მამაკაცის არსებობაზე-სახეზე წამოწითლდა ლუკა,გამოდის კატოს ურთიერთობა არ შეუწყვიტავს ნიკასთან? გაიფიქრა: "მე შენ გაჩვენებო" დათითქოს არაფერიო ისე განაგძო საუბარი -ლოგიკურია,მე და კატო ერთმანეთთან ძალიან კარგად ვართ და ჩვენი ურთიერთობა რაღაც ეტაპზე საიდუმლოდ გვქონდა შენახული,ორი ერთმანთზე შეყვარებული ადამიანი იმიტომ არსებობს,რომ ერთმანეთს ენდონ და ერთმანეთის საიდუმლოებები შეინახონ-თვალი თვალში გაუყარა მამაკაცმა -უყვარხარ ალბათ-მხრები აიჩეჩა ნიკამ და გურამს გადახედა- გურამ გახსოვს პატარები რომ ვიყავით ჩვენს ქორწილს რომ ვგეგმავდით?-ხმამაღლა გაიცინა და სახეზე წამოწითლებულ ლუკას გადახედა -ბედის ირონია,შენი პატარაობის გეგმები და ოცნებები სულ სხვას უსრულდება-კვლავ ამაყად გაიღიმა ლუკამ და ახლა თვითონ გადახედა სიბრაზისგან აწითლებულ ნიკას. -კარგით,ბიჭებო,ერთმანეთს ნუ დახოცავთ ამის გამო,ერთი წარსულია,ერთი აწმყო-გაიღიმა გურამმა და ამ ფრაზით ორივეს სახეს შესძინა ღიმილი -ხო,გურამ,მომავალი ჯერ კიდევ წინ არის-აი,თურმე რა ყოფილა ნიკას ღიმილის მიზეზიც,თუმცა ვინ გადაარჩენდა ლუკას,თუ არა გურამი? -წინ კი არა,ნიკუშ,აგერ მარცხნივ მიზის-გაუღიმა ნიკას და ამაყად გაჯგიმული ლუკა გულში ჩაიკრა. ცოტა აკლდა ალბათ ლუკას,თორემ ცეკვას დაიწყებდა,თუმცა ეს შინაგანად,გარეგნულად ირონიული ღიმილის მეტი არაფერი შეუმჩნევია,დინჯად წაოდგა -ბოდიში,კატო გაიღვიძებდა უკვე,გურამ დაგტოვებთ,თორემ უკვე მომენატრა-ამაყად გასწორდა წელში და დინჯი ნაბიჯებით განაგრძო სვლა მეორე სართულისკენ.სინამდვილეში კატოს ოთახში კი არა,ისეთი დაღლილი იყო თვის ოთახში მიდიოდა,ცოტა ხანს შევისვენებო იფიქრა და საწოლზე წამოწვა. -ჰეი,გაიღვიძე,დიდი ხანია უკვე გძინავს-ეუბნებოდა თეკლა მძინარე კატოს და თან თავში გამაგრებულ ბალიშს ურტყამდა -დაწყობილი ხარ? მეორედ მოსვლა იყო მეგონა-გულზე ხელმიბჯენილი წამოდგა კატო და თვალები მოიფშვნიტა-აქ როგორ მოხვდი? -მმმ-თვალები მოჭუტა თეკლამ და ზედ ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიბჯინა-ზუსტი შეკითხვაა -ავარიაში ხომ არ მოვხვდით და ტვინის შერყევა ხომ არ განგივითარდა? -ჰაჰაჰა,რა სასაცილოა-გამოაჯავრა თეკლამ და საწოლზე უფრო გემრიელად წამოგორდა -კარგი ხო,რა მოხდა? -შენ რა გგონია მე ვიცი რა მოხდა? ჯერ შენ მომიყევი რის თქმას აპირებდი და მერე მას შემდეგ მე -კარგი...-კატომ ყველაფერი დეტალებში მოუყვა თეკლას,არც საბაზანოს მომენტი გამორჩენია და არც ის რომ ლუკას ცოლი არ ჰყავს -მშვენიერია,ახლა თამამად ვაღიარებ რომ ყველაზე მაგრები ხართ ფიქტიურ წყვილებს შორის და ეჭვიც არ მეპარება მალე რეალურ წყვილად რომ გადაიქცევით -არა,შენ ვერ გამიგე,მან მე მომატყუა -არ მოუტყუებიხარ -მან არ უარყო -ხო,მაგრამ არ მოუტყუებიხარ -ღმერთო,მასავით ლაპარაკობ,როგორ მძულხარ ახლა რომ იცოდე -სახლი გვაქვს დასალაგებელი -ახლა უფრო მძულხარ-ამოიფრუტუნა და საწოლიდან ენერგიულად წამოხტა -კარგი,საიდან დავიწყოთ? -მისაღებში თუ არავინ არის ჯერ პირველ სართულს მივხედოთ -წეღან გურამი და ნიკა იყო,მგონი ახლა გურამი დაწვა -წამალი უნდა მიეღო შუა დღის, რას ქვია დაწვა,დაიცა მივაწოდებ,შენ ქვევით დამელოდე მტვერსასრუტიც ჩაიტანე,კატომ აბებს ხელი მოკიდა და თან წყალიც წაიყოლა,მერე გურამის ოთახში ფრთხილად შეაბიჯა და საწოლზე ამოწოლილს აბი გაუწოდა -დალიე,თორემ გავბრაზდები-ტუჩები საყვარლად გაბუსხა და შემდეგ წყალიც გაუწოდა -აჰა,დავლიე -დამჯერი ბიჭი-გაუღიმა ბაბუას კატომ და კარებთან იყო მისული,როდესაც კვლავ შებრუნდა-ჰო,ახლა დავასუფთავებთ სახლს,შემდეგ კი რაიმე სადილს გავამზადებ -კარგი,ბაბუ,მე ცოტა ხანს დავიძინებ -კარგი.-გაუღიმა მოხუცს და დაქალთან ჩავიდა ქვევით,რომელიც სასაცილოდ იქნევდა მტვერსასრუტს -არაფერი შენ არ იცი რაა -როგორ არა,კატო,ნახე ვაკეთებ რაღაცას -ჯერ უნდა ჩართო ეგ-გაეცინა გოგონას -აჰ მეც არ გამიკვირდა ხმა რატომ არ აქვს-მეთქი?-გაოცებული მზერა მიიღო თეკლამ -ქერა მაინც იყო,შენი თმების ფერს დავაბრალებდი -ხუმრობის ხასიათზე ხარ? -რატომღაც ჰო-აგამოაჯავრა დაქალი-დაიცა მომეცი ეგ შენ სამზარეულო დაასუფთავე -არის სერ-გაუცინა კატოს და სამზარეულოს წმენდა დაიწყო,ორ საათში პირველი სართული კრიალებდა,თავისი ჭურჭლებითურთ,თეკლა მისავლათებული წამოგორდა დივანზე და ვარსკვლავის ფორმა მიიღო,ნუ შეძლებისდაგვარად,კატომ კი კვლავ აიღო მტვერსასრუტი და თან ტელეფონში სიმღერა ჩართო -მოიცა რას აკეთებ? არააააა-თვალები შუბლზე აუვიდა თეკლას,როდესაც მოცეკვავე კატო დაინახა-უნდა იცეკვო?-თვალები მოჭუტა გოგონამ -არა,ნუ გაწუხებს ბილწი აზროვნებები-ენა გამოუყო დაქალს და სიმღერა დაიწყო -Давно решил что не влюблюсь я больше никогда-საჯდომს გამოცდილივით იქნევდა,თეკლა მაშინვე წვდა მობილურს და ვიდეო ჩართო,ხოლო კატომ სიმღერა განაგრძო- а тут явилось мой котик котик -კატო,გაჩერდი-ხელით ახლადშემოსული ლუკასკენ ანიშნა თეკლამ,კატო კი ისე შებრუნდ ალუკასკენ რომ სიმღერა არ შეუწყვიტავს -котик котик...-გაფუჭებული კასეტის მსგავსად ჩაიდუდღუნა ბოლოში და მტვერსასრუტი ზურგსუკან დამალა,ლუკა კი სიცილს ვერ წყვეტდა-რა გაცინებს-შეუღრინა კატომ -ზურგს უკან რას მალავ -დასერიოზულდა ლუკა -არაფერს,ვალაგებდი სახლს და მტვერსასრუტი მიჭირავს,შენსავით უსაქმურად კი არ ვიწექი-ენა გამოუყო მამაკაცს და ზურგით შებრუნდა,ეცადა თავი გადაერჩინა და ნელ-ნელა კიბეებისკენ დაიძრა -ჰეი,კოწიკ,სად მიძვრები მშია-ახლა უკვე აღარ ცდილობდა ლუკა სიცილის შეკავებას,თეკლასთან ერთად ხარხარს განაგრძობდა,კატომ ერთი შეუღრინა და მტვერსასრუტთან ერთად აირბინა კიბები,მეორე სართულის დალაგებას შეუდგა,როგორც სჩანს თავისი ოთახი დაელაგებინა ვაჟბატონს,შემდეგ ისიც გაარკვია რომ აერთო აივანი ჰქონდათ და ისიც,რომ მის გვერდით თეკლას ოთახის ნაცვლად გურამისი იყო და გამწარებული უფრო დიდი შემართებით შეუდგა სახლის დალაგებას,ცოტა ხანში ზედა სართულიც კრიალებდა,შემდეგ ტანზე გამოიცვალა და პირველ სართულზე ჩავიდა,იქ საიდანაც სასიამოვნო სურნელთან ერთად ლუკას და თეკლას ხარხარი ისმოდა,რომელსაც თან გურამის სიცილიც ერთვოდა,სამზარეულოში შევიდა და თვალები მოჭუტა -თეკლა ამირეჯიბო,იცოდე არ მითხრა რომ ვიდეო ვინმეს ანახე-დაუღრინა დაქალს -მხოლოდ შენს საქმროს და ბაბუას-ხელები მაღლა ასწია თეკლამ -ილოცე რომ ამ საღამოს გადამირჩე -ვლოცულობ უკვე-გამოაჯავრა თეკლამ და თავის სადილს მიუბრუნდა,ადგილი მხოლოდ ლუკას გვერდით აღმოჩნდა,თუმცა ისე შიოდა უარზე არ იყო,სტეიკის უზარმაზარი ნაჭერი თეფშზე გადმოიღო და ლუკა ლამის სასულეში გადასცდა,როდესაც ლუკას ცხელი სუნთქვა იგრძნო ყურთან ახლოს -დღეს შენი პირველი სიყვარული გავიცანი-კატოს ნიკას გახსენებაზე ხველება აუტყდა,ლუკამ კი ჭიქით წყალი მიაწოდა-ფრთხილად-ცივად მიუგო და კვლავ მშვიდად განაგრძო სადილობა,რაზეც საწყალ კატოზე ვერ ვიტყვით,როგორც კი სული მოითქვა ლუკას გასამწარებლად გურამს მიუბრუნდა -გურამ,ნიკუშა იყო მოსული? რატომ არ გამაღვიძეთ?-თვითონაც არ იცის რატომ უნდოდა ლუკას გამწარება,თუმცა უდავოდ გამოუვიდა -საღამოს ისევ გადმოვალო -მშვენიერია,დიდი ხანია არ მინახავს,ერთი სული მაქვს როდის მოვეხვევი-ტუჩები მოკუმა კატომ და მკვლელი თვალებით გადახედა სახეზე წამოწითლბულ ლუკას,შემდეგ კი ირონიულად გაუღიმა.-ან საღამომდე რატომ მოვიცადო? ახლავე წავალ-ჩანგალი თეფზე დააბრუნა და წამოდგომას აპირებდა,როდესაც ლუკას ხველა აუვარდა -ლუკა,შვილო კარგად ხარ?-შეწუხდა გურამი,კატო კი არ ჩერდებოდა -არა,გურამ,მგონი გავცივდი-ჩახლეჩილი ხმით ამოილაპააკა ლუკამ და კატო მივდა რომ ცრუობდა -კატო,დარჩი,მერე ნახე ნიკა,ლუკას რამე სერიოზული არ სჭირდეს,ოთახამდე ააცილე და გასინჯე-კატოც იძულებული იყო რომ მობრუნებულიყო,მკვლელი თვალებით გადახედა ლუკას და ძლიერად დაარტყა ზურგზე -აი,უკეთ არის,დარწმუნებული ვიყავი რომ საჭმელი გადასცა,აღუ,პატარა ბავშვო შემდეგში უფრო დაკვირვებით ჭამე-გაოგნებული გურამის სახე რომ დაინახა მერე იძულებული გახდა რაღაც თბილი მაინც გაეკეთებინა ლუკასთვის,დაიხარა და ტუჩის კუთხეში წვერშეპარულ ლოყაზე ხმაურით აკოცა-ხომ იცი ,საყვარელო,რომ ვიხუმრე,ახლა კი ჩემი ძველი სიყვარული უნდა ვნახო-გაუღიმა ლუკას და უკანმოუხედავად გაიქცა ოთახიდან,რათა ვინმეს არ დაებრკოლებინა. -გიგა,ვხედავ აქ ვერ ისვენებ,შემიძლია შენც გაგიშვა შვებულებაში -ნანა,იქ ვერ მოვისვენებ ვერაფრით,ისე თბილად ექცევიან ეთმანეთს ზოგჯერ მინდება რომ ლუკა შუაზე გავგლიჯო -მისმინე,იბრძოლე შენი სიყვარულისთვის -იქნებ არ ვუყვარვარ ნანა? -მის თვალებში ვერაფერს ხედავ? -შენ როგორ გგონია? -შესაძლოა არ უყვარდე,მაგრამ მოსწონხარ,ვხედავ, მის თვალებში ვედავ ამ ყოველივეს -ღირს ბრძოლად ვითომ? -ყოველ შემთხვევაში ის შენი მეგობარია და მას სჭირდები ახლა -კარგი,განცხადებაზე ხელი მომიწერე,ახლავე მივდივარ სვანეთში... მოსაღამავებულზე მწვადების შეწვა გადაწყვიტს,თან ამ ოთხეულს,კატოს,თეკლას,ლუკასა და გურამს ნიკუშა,მიშკა და ანანო დამატებოდათ,შუა მინდორში სუფრა გაეშალათ,გოგონებს მაგიდა გაეწყოთ,გურამი სავარძელში იჯდა და უკვე დიდი ჰასკს,ბაბის,რომელიც კატოს აჩუქა როდესაც სრულწლოვანი გახდა,ეთამაშებოდა,ბაბი ძალიან უყვარს კატო,მაგრამ მრავალი მიზეზის გამო თბილისში ვერ წაიყვანა და ნიკუშას დაუტოვა მოსავლელად,ნიკუშაც თავის სიცოცხლეზე უფრო მეტად უფრთხილებოდა ძაღლს,კატო ჰამაკში იწვა და ვარსკვლავებს ათვალიერებდა,თეკლა და ანანო მიშკას,ნიკასა და ლუკას ეხმარებოდნენ მწვადების შეწვაში,ცოტა ხანში მწვადიც შეიწვა და სუფრასაც მიუსხდნენ,თან წითელ ღვინოს სვამდნენ და ათას თემაზე საუბრობდნენ -შენ და ლუკამ სად გაიცანით ერთმანეთი?-ჩაეძია კატოს ანანო და მისი მოკვლა მოუნდა იმ წამს -ამ,ამაზე ლუკა გეტყვით-უხერხულად გაუღიმა გოგონას და ლუკას მხარი გაჰკრა -მეე? ძვირფასო,შენ მოუყევი შენ უკეთ გამოგდის ამის მოყოლა-ხელი კატოს შეაწმინდა მამაკაცმა და ირგვლივ მყოთ უხერხულად გაუღიმა,თეკლა მათ შემხედვარე სიცილით იგუდებოდა,სახეზე წამოწითლებულიყო და ქვედა ტუჩს კბილით აწვალებდა,რათა ხმაურიანად არ გაეცინა -მე? ესე იგი მე უკეთ გამომდის არა?-ეშმაკურად გაიღიმა კატომ-კარგი,რადგან ასეა ასე იყოს-ავის მომასავლებელი თვალებით გადახედა მამაკაცს და ტაში შემოკრა-მის დას მოჰყვა გამოკვლევებზე კლინიკაში და რომ დამინახა ხუთი წუთი გაშტერებული მიყურებდა,იმ დღეს თავი ძალიან მომაბეზრა,რამდენი ხანი დამსდევდა,მეხვეწებოდა ვცადოთ,იქნებ გამოგვივიდესო,მაგრამ უარს ვეუბნებოდი -უარს მეუბნებოდი?-გაიკვირვა ლუკამ-ჰო,უარს მეუბნებოდი,მოიცა მე გავაგრძელებ-ხელზე მაგრად მოუჭირა ლუკამ და თხრობა განაგრძო-იმ დღეს კლუბში ვიყავი,კატოც იქ იყო,გამოიცანით რა მოხდა..-წინდადება არ დაასრულებინა კატომ ახლა ის ჩაერთო თხრობაში -თქვენ გაგიკვირდებათ და კვლავ ხვეწნა დამიწყო-ახლა თეკლას არც უცდია სიცილის შეკავება,ბოლო ხმაზე აკისკისდა,იცინოდა მიშკაც და ანანოც,თუმცა ნიკუშა მომუშტული ხელებით იჯდა-მეც შემეცოდა და დავსთანხმდი -ვაიმე,წარმოვიდგინე ლუკა,რომელიც მთელი წელი დაგსდევდა-კვლავ აკისკისდა ანანო,ლუკამ ერთი შეუღრინა კატოს,თუმცა იძულებული გახდა მასაც გაეცინა,ხელი მოხვია მხრებზე და ისე მოუჭირა ლამის ნეკნებში დალეწა გოგონა -ცოტა ფრთხილად,ველურო -ესე იგი,დაგსდევდი არა? -შენი ბრალია,შენ უკეთ გამოგდისო-გამოაჯავრა მამაკაცი და სხვების დასანახად ღიმილით დაუკოცნა ლოყები,გურამი გახარებული წამოდგა სკამიდან -ბოდიშით,ახალგაზრებო წამალი მაქვს დასალევი და ცოტას დავისვენებ,თქვენთან კარგია,მაგრამ ძალიან გავიღალე -წამოვალ ,ბაბუ,-წამოდგა კატო,თუმცა მალევე გააჩერა გურამმა -არა,იყავი,შვილო,ჩემითაც შევძლებ-შვილიშვილს გაუღიმა და იქაურობა დატოვა. გოგონებმა მაგიდა აალაგეს და უსაქმურად კვლავ ირგვლივ შემოუჯდნენ -აუ,რამე ვითამაშოთ რააა-აწუწუნდა თეკლა -მოდი, სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ-წამოაყენა ანანომ -კარგი აზრია-დაეთანხმნენ სხვებიც,მხოლოდ ნიკუშა და კატო იღიმოდნენ,რაც მიშკას არ გამორჩენია თვალთახედვიდან -რა გაცინებთ? -ძველი დრო გაგვახსენდა-მიუგო კატომ -ჰო,ძველი დრო-დაეთანხმა ნიკაც -რა მოხდა,მოგვიყევით რაა-ჩაეძია ანანო -ნიკამ და კატომ პირველი კოცნები გაცვალეს-წამოიძახა თეკლამ,მაგრამ სასწრაფოდ აირტყა პირზე ხელი,როდესაც წარბშეკრული ლუკა დაინახა-უკაცრავად,არ უნდა მეთქვა -არაფერია,თეკლა,მთავარია კატო ახლა მხოლოდ მე მეკუთვნის,მხოლოდ ჩემი საკუთრებაა!-ხაზგასმით თქვა ბოლო სიტყვები ლუკამ და კვლავ ისე ძლიერად ჩაიხუტა ლამის ნეკნებში ჩატეხა-ე.ი პირველი კოცნა არაა-ღრენით უჩუჩულა ლუკამ,თუმცა სხვების დასანახად ღიმილით აკოცა შუბლზე -მოდი დავიწყოთ თამაში-სიტუაციის განმუხტვა სცადა მიშკამ -დავიწყოთ-დაეთანხმა სხვებიც. პირველად თეკლა და მიშკა მოხვდნენ -სიმართლე თუ მოქმედება,თეკლა?-წარბები აათამაშა მიშკამ,თეკლა შესინდა და სიმართლის ნაცვლად მოქმედება არჩია -შენ ისეთ რაღაცას მკითხავ,აჯობებს მოქმედება ავირჩიო -კარგი,მაშინ ხელებზე დადექი და ღვინო ისე დალიე-ტაში შემოკრა მიშკამ და თეკლაც ჯუჯღუნით დაჰყვა მის ნებას.-ყოჩაღ,დამჯერი გოგო ხარ -ხო,დამჯერი გოგო,რომლის თავშიც ყველაფერი ტრიალებს-ამოიდუდღუნა გოგონამ და ღიმილით დაუბრუნდა საწყის ადგილს. ახლა ლუკა და მიშკას ჯერი დადგა -ჰმ,ლუკა,სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება -კარგი,მაშინ აი,ამ წყლიანი ჯამიდან ნიგოზი ჭამე -ნიგოზზე ალერგია აქვს-დაასწრო კატომ თქმა,მამაკაცს გაეღიმა,ნიკუშას კი საშინლად არ ესიამოვნა -კარგი,მოიცა დავფიქრდე-ჩაფიქრდა მიშკა-ლიმონი ჭამე ნიგვზის ნაცვლად,რა რას მიყურებთ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე-მხრები აიჩეჩა მიშკამ,ლუკამ დავალება პირნატლად შეასრულა,კატომ კი პირსახოცი მოუტანა გასამშრალებლად,ლუამ კვლავ გაუღიმა,სამაგიეროდ ნიკუშას კვლავ არ ესიამოვნა. ნიკა და ანანო -სიმართლეთუ მოქმედება,ნიკუშ? -სიმართლე -როგორც იქნა,შენი პირველი სიყვარული-თვალები აუციმციმდა ანანოს -კატო-ჯიქურად ჩააშტერდა გოგონას თვალებში,კატომ თვალები დახარა და სახეზე წამოწითლდა,ანანოს აშკარად არ ესიამოვნა პასუხი,ვინაიდან და რადგანაც,ღვინო სწრაფად მოსვა და ასევე სწრაფად დაატრიალა ბოთლი -აჰა,მე და შენ,კატო-გაუღიმა გოგონას -სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება-გაუღიმა კატომ,ანანომ ჯერ ნიკუშას გადახედა იმედგაცრუებული სახით,შემდეგ კი კატოს მიუბრუნდა ღიმილით -მაშინ დაისვენეთ თქვენც და დამასვენეთ მეც თქვენი საცოდაობით და აკოცეთ ერთმანეთს,ვხედავ მთელი საღამოს განმავლობაში როგორ ითმენდით და როგორ გერიდებოდათ ჩვენი-კატოს ფერებმა გადაურბინეს სახზე,ისევე როგორც ნიკუშას,მაგრამ ლუკას გამარჯვებული სახე ჰქონდა,თითოქს საწადელს ისრულებსო -სირცხვილიაა-ლოყებშეფარკლულმა ამოილულუღა კატომ -არაფერიც არ არის სირცხვილი,უცხოები ხომ არ ვართ -ხო,ან ყოფილი შეყვარებულები-თითქოს ჩუმად წაიგესლა ნიკა,თუმცა ლუკამ მაინც გაიგო და ძლიერად მოხვია გოგონას წელზე ხელი,თავისკენ დაქაჩა და კატოც წაიწია სათქმელად,ცოტა აკლდა,სულ ცოტა,აკოცებდა,მაგრამ ეზოში გიგა შემოვიდა და ახმაურდა -გამარჯობა,მეგობრებო,დიახ,დიახ მე ჩამოვედი-კატო წამოხტა,თითქოსდა მეშველაო და გიგასკენ გაიქცა,ნიკამ ერთი ღრმად ამოისუნთქა,ხოლო ლუკამ გაბრაზებულმა თავისთვის ჩაიდუდღუნა,რაც არ გამოპარვია თეკლას ყურთასმენას -სასიყვარულო სამკუთხედი კი არა,მრავალკუთხედი იქმნება -გავიგონეე-ენა გამოუყო მამაკაცს-თუმცა ნუ ღელავ არავი ვეტყვი-დაამშვიდა და მხარზე დაჰკრა ხელი ^^^ ვიცი,ისევ ცოტა დამაგვიანდა,მაგრამ როგორც უკვე გითხარით ლეპტოპის სატენი გამიფუჭდა,მეორე კომპიუტერით კი მამა მუშაობდა,ამიტომ ცოტა შეფერხდა წერა,მაგრამ როგორც დაგპირდით ახალი თავი მაინც დავდე დღეს,რომელიც არც თუ ისე პატარაა. მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხართ ძალიან. ეს ცოტათი სახალისო თავი იყო,სადაც სერიოზული საუბრები არ იყო,განტვირთვისთვის,მაგრამ მომავალ თავში აუცილებლად ისაუბრებენ სერიოზულად. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.