ზღვარზე (თავი 4)
მისმენდა და რატომღაც ერთი სიტყვაც არ უთქვამს საპასუხოდ, ისე წამოდგა და წავიდა. გამიკვირდა, მაგრამ არ შევაჩერე, მიუხედავად გაჩენილი კითხვებისა... ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა იფიქრა, ან რა გადაწყვიტა, თუ მასთან ყოფნა არ მინდოდა და ასე ადვილად შევძელი მისი "თავიდან მოშორება?!" რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ერთმანეთის გარეშე. ზაფხულში თურქეთში გავემგზავრე და იქ გავატარე ცხელი დღეები. ნური-ბეის სასტუმროში ჩემი ნომერი მქონდა, უფასო სადილ-ვახშამიც. საიდიც თან მყვებოდა. რამდენიმე დღე პარიზსა და რომშიც ექსკურსია მომიწყო... საიდთან სექსუალური ურთიერთობის სურვილი არასოდეს მქონია და არ ვიცი, როგორ დავთანხმდი ინტიმზე... შეიძლება იმიტომაც, რომ იმ დღეს ბევრი დავლიე და უფრო მეტიც, რაღაც ბალახიც მოვწიე, რომელიც საიდმა დამაძალა, როცა არაბულ ღამის კლუბში დამპატიჟა და უჩვეულო გარემოში მართლაც საოცარი დრო გამატარებინა: ჩვენთვის მუცლის ცეკვას ულამაზესი გოგონები ასრულებდნენ და იმ დროს რატომღაც ჩემი ლესბოსელი მეგობრის - ანა ჩაფიძის მონატრება ვიგრძენი, რომელიც ერთხელაც არ შემხმიანებია მას შემდეგ, რაც საქართველოდან გავამგზავრე. ერთ-ერთი მოცეკვავე სწორედ მას მივამსგავსე და მარტო რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მისთვის ინტიმიც შემეთავაზებინა, მაგრამ საიდთან ამას ვერ გავბედავდი, არ მინდოდა, ჩემი გაუკუღმართებული სექსუალური ფანტაზიებისა და მისწრაფებების შესახებ სცოდნოდა. ის ლევანზე მეტი აზიატი იყო და მასავით ადვილად არ მაპატიებდა განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას... - მოსწიე და ნახავ, რა საოცარ ენერგიას შეგმატებს! - საიდმა აღმოსავლური ნარგილე დამიდგა წინ. - არა, არასოდეს გამისინჯავს და მეშინია ცუდად არ გავხდე! - უარის თქმა დავაპირე, მაგრამ არ გამივიდა: - ეს ნარკოტიკი არ არის, რომ ცუდად იმოქმედოს ან დამოკიდებულება გაგიჩინოს. უბრალოდ, გამხიარულდები და ცუდი ყველაფერი დაგავიწყდება, მოგეჩვენება, რომ უბ¬ედნიერესი და სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი ხარ... დავუჯერე და თითქოს მართლა ყველაფერი ცუდი წაიშალა ჩემი გულიდან და გონებიდან. მეცინებოდა და დარწმუნებული ვიყავი, თუ მოვინდომებდი, ფრენას შევძლებდი... საიდს სექსი თვითონ შევთავაზე: - მოფერება მინდა და იცოდე, კაცს ვიქირავებ, თუ შენ არ გააკეთებ ამას! - ვუთხარი გამომწვევად და საიდი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს, უარს როგორ მეტყოდა? ...სასტუმროს ნომერში განვმარტოვდით და არც კი ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენი ველური სექსი... ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, ეს არ იყო ჯანსაღი და ჩვეულებრივი ურთიერთობა. იმ ბალახით გამოწვეული ჰალუცინაცია და მოზღვავებული ენერგია აგიჟებდა სისხლს და ახელებდა ვნებას... დილით თავის საშინელმა ტკი¬ვილმა გამაღვიძა. ტახტზე დედიშობილა ვეგდე და საიდიც შიშველი იწვა... წამოვდექი, რომ სააბაზანოში შევსულიყავი და მომხდარით გამოწვეული ჭუჭყის შეგრძნება როგორმე მომეშორებინა. თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი, საწოლს შევეჯახე. საიდს გაეღვიძა და მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა: - რადგან პირველად მოსწიე, გაგიჭირდება ასე ადვილად "გამოძრომა", თუ დოპინგი არ მიიღე. - რა დოპინგი? გადაიხარა და იატაკზე დაყრილი ტანსაცმლის გროვიდან, თავისი შარვალი მოძებნა. ვერცხლის ძველებური პორტსიგარიდან აშკარად ხელით შეხვეული მოსაწევი ამოიღო, მოუკიდა. ჯერ თავად დაარტყა გრძელი ნაფაზი და მერე მე მომაწოდა: - უცებ მოგიხსნის თავბრუხვევას... - ნარკოტიკზე გინდა შემსვა? - ნაწყენმა უარის თქმა დავაპირე. - ეგრე ცუდად მიცნობ? - ეწყინა საიდს. - რაში მჭირდება შენი გაუბედურება. ბოლოს და ბოლოს, ჩემს ბიზნესს აკეთებ და საკუთარი ხელით გამოვიჭრი ყელს? არ გაგიგია, რომ შხამს შხამითვე ებრძვიან. მოსწიე, ძალას შეგმატებს და მერე ისეთ წვნიანს მოგართმევ, ყველა უსიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნის... სხვა რა გზა მქონდა და დავუჯერე. ათიოდე წუთში მართლა `გამოვიხედე თვალებში~. - შეტრიალდი, უნდა ავდგე! - ვუთხარი საიდს, რადგან მართლა მერიდებოდა და არ მინდოდა, დედიშობილა დავენახე. - კარგი, რა, ჩემი გერიდება? - შეტრიალდი! - შევაწყვეტინე უხეშად. - თუ სიმართლე გაინტერესებს, ვნანობ მომხდარს, მაგრამ ასე მგონია, ის ძუკნა, სექსზე გადარეული წუხელ რომ ვერ ჩერდებოდა, მე არ ვყოფილვარ... - ცუდია, თუ არანაირი სიამოვნება არ მიგიღია. მე კი მართლა ვისიამოვნე, რადგან მაგარი ქალი ხარ! - შეტრიალდი! - კიდევ უფრო კატეგორიულად მოვთხოვე და ამჯერად დამემორჩილა. აბაზანამ უკეთ გამხადა. რომ გამოვედი, საიდი წამოდგა, რომ მასაც გადაევლო წყალი და ჩემგან განსხვავებით, სულაც არ გასჩენია სურვილი ინტიმური ადგილები დაეფარა და მომრიდებოდა, რის შემდეგაც კიდევ მეტად ვინანე მომხდარი. შენიშვნის მიცემას აზრი არ ჰქონდა... უკვე ჩაცმული ვიყავი, ბანაობას რომ მორჩა: - რა გეჩქარებოდა, კიდევ ერთხელ მოვფერებოდით ერთმანეთს! - ვერ დამალა გუ¬ლისწყვეტა. - ეს აღარასოდეს მოხდება და განმეორდება ჩვენ შორის, საიდ! - გავიმკაცრე ხმა. - არ მოგეწონა და უკეთესი კაცები გინახავს? - მხოლოდ ეს ეწყინა მამრს... - არ ვაპირებ ჩემი ინტიმური ცხოვრების შენთან განხილვას და ახლა მხოლოდ ის მახსოვს, რომ წუხელ თავის დაცვა არც ერთს არ გაგვხსენებია. - შიდსი ნამდვილად არ მჭირს! - უდარდელად აიჩეჩა მხრები. - ეგ არც მიფიქრია, მაგრამ ხომ შეიძლება, დავორსულდე და აბორტის გაკეთების თავი აღარა მაქვს... - ამიტომ ვერ ვიტან ევროპელ ქალებს! - გაღიზიანდა საიდი. - როგორ შეგიძლიათ აბორტზე ფიქრი. - ეგ ხომ მკვლელობაა, თან, საკუთარი შვილის! - აბა, რა ვქნათ, რამდენი შემთხვევითი კავშირის შემდეგ დავორსულდებით, იმდენი გავაჩინოთ?! - კარგი, რა, ნია, ღმერთი არ გწამს? - შეშინებულმა შემომხედა კაცმა. - ბავშვი ღმერთის საჩუქარია, თუ დაორსულდები და არ გენდომება შვილი, მე მომეცი! - დაბოლილმა რომ გამჟიმა ჩემმა ქმარმა, ამიტომ, გაჩნდა ჩემი პირველი შვილი ავადმყოფი და მისმა სიკვდილმა დამინგრია ფსიქიკა. როგორ ფიქრობ, იმავე შეცდომას გავიმეორებ და კიდევ ერთ საცოდავ არსებას გავაჩენ ტანჯვისთვის?! - ჩვენ ნარკოტიკი არ მიგვიღია! - ისევ სცადა საიდმა ჩემი გადარწმუნება, მაგრამ უხეშად შევაწყვეტინე: - მერწმუნე, საღ ჭკუაზე და გონებაზე მყოფი არასოდეს დავუშვებდი შენთან სექსს. ამის შემდეგ, უცებ გადავწყვიტე თბილისში დაბრუნება, აღარ მინდოდა, საიდის გვერდით დარჩენა. მართლა ვნანობდი მომხდარს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დიდი ხნის ნატვრა აისრულა, განგებ გამაბრუა და გამაუპატიურა, რაშიც თავად შევუწყვე ხელი საკუთარი უტვინობით და ამიტომ საკუთარ თავს უფრო ვერ ვიტანდი... ნეტავ, ოდესმე თუ ვისწავლი ჭკუას?! - ჩემთვის ვფიქრობდი. ...სახლში შევედი თუ არა, მაშინვე მომახალა ნატომ ლევანის ამბავი, - ორმხრივ სროლაში მოყოლილა და თითქმის მთელი თვე წოლილა უკვე საავადმყოფოში. რამდენიმე დღე უგონოდაც ყოფილა და როგორც კი რეალობას დაჰბრუნებია, მაშინვე მეგობარი გამოუგზავნია ჩემთან წერილით, რადგან ტელეფონზე ვერ მიკავშირდებოდა: "არ მინდა, შენ უნახავად მოვკვდე. მიუხედავად იმისა, რომ შენთვის არაფერი დამიშავებია, მაინც შენდობას გთხოვ ყველაფრისთვის, თუ რამე გაწყენინე და იქნებ მინახულო!" თურქეთში იქაური ნომერი მქონდა აღებული, რომელიც ნატომაც კი არ იცოდა და ამიტომ ვერც ლევანი დამიკავშირდებოდა, თორემ რომ გამეგო, მომაკვდავი იწვა, არც ისეთი გულქვა ვარ, მაშინვე არ შემეწყვიტა დასვენება და მასთან არ გამოვქცეულიყავი... არც დამისვენია. წყალი გადავივლე მხოლოდ, ყავა დავლიე და საავადმყოფოში გავვარდი... ლევანი უკეთ იყო, მაგრამ ექიმები ადგომის ნებას მაინც არ აძლევდნენ. პალატაში ორი მამაკაცი დამხვდა. ერთს ვიცნობდი, მეგობარი იყო მისი. სალამი ვთქვი და მათ წინაშეც ვიმართლე თავი: - არაფერი ვიცოდი, თორემ ამდენ ხანს როგორ არ გნახავდი? - მითხრეს, რომ თურქეთში იყავი და ტელეფონის ნომერი ნატოსთვისაც არ შეგიტყობინებია, მაგრამ არ ვიჯერებდი. მეგონა, სამუდამოდ უარი თქვი ჩემზე! - ლევანმაც მოურიდებლად გაამჟღავნა თავისი შიში და მამაკაცებმა მარტო დაგვტოვეს. - არც ისეთი უნამუსო ვარ, რომ მომაკვდავი არ მენახე... თან, უნდა ვაღიარო, რომ შენზე ახლობელი ადამიანი არც მყავს ამჯერად ვინმე... რა მოხდა? - ნარკოტიკის დიდი პარტია ამოვიღეთ და რომ არ ველოდებოდით, მაშინ გაგვიწია წინააღმდეგობა კრიმინალების ბანდამ. მილიმეტრებში ასცდა ერთი ტყვია გულს და სანამ გონებას დავკარგავდი, შენ გამახსენდი, არც შვილები და მით უმეტეს, - ცოლი. მხოლოდ შენ გამო არ მინდოდა, ნია, სიკვდილი... ნეტავ, ოდესმე მიხვდები, როგორ მიყვარხარ?! ამას რომ ამბობდა, ისეთი გულწრფელი იყო ლევანი, შეკამათება უნამუსობა იქნებოდა და მაშინვე დავეთანხმე: - ვიცი და მაპატიე, თუ ვერასოდეს დავაფასე შენი ერთგულება და სიყვარული...- გამომყვები ცოლად? - არ ველოდი ასეთ მდგომარეობაში მყოფისგან მსგავს წინადადებას და დავიბენი: - მეხუმრები? - სულაც არა... არ მინდოდა მისი წყენინება, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ტყუილის თქმა: - არა, ლევან... არ შემიძლია ცოლობა და მერწმუნე, თუ სიმშვიდე და ბედნიერება გინდა, სხვა ქალი უნდა მოძებნო, ჩემზე ღირსეული და რაც მთავარია, ნორმალური... - მხოლოდ შენ მინდიხარ, ნია, ისეთი, როგორიც ხარ! - ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის! - მას შემდეგ, რაც სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ დრო არ გვაქვს ადამიანებს და შორეულ მომავალზე ფიქრიც სისულელეა და ამიტომ, ახლავე უნდა მითხრა: - გამილამაზებ დარჩენილ დღეებს შენ გვერდით ყოფნით?.. პასუხს თავი ავარიდე და იმ დროს შვება იყო ჩემთვის პალატაში ლევანის ცოლყოფილისა და შვილების შემოსვლა. ბავშვები კარგად მიცნობდნენ და ამიტომ, თბილად მომიკითხეს, რაც ლევანის დამსახურება იყო; მათ თავიდანვე აუხსნა, რომ ოჯახის დანგრევა ჩემი ბრალი არ ყოფილა. ლევანს ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, შვილები ყველაფერს უჯერებდნენ, მათ ისიც კარგად გააცნობიერეს, რომ მისი საყვარელი ქალი ვიყავი და ჩემთვის პატივი უნდა ეცათ... - მარტო დაგტოვებთ! - გავიწიე წასასვლელად. - რა გეჩქარება? - ლევანს თვალებში შეეტყო, რომ არ ვეთმობოდი, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს. მაინც მოერიდა ცოლყოფილის გულის ტკენას და ემოციები მოთოკა. - ხომ იცი, დღეს დავბრუნდი თურქეთიდან და ძალიან დაღლილი ვარ, დასვენება მჭირდება. დავისვენებ და ხვალ ისევ მოგაკითხავ. - გელოდები! - მუდარა ჟღერდა კაცის ხმაში. იმ ღამეს დიდხანს არ დამაძინა ლევანზე ფიქრმა, - ვგრძნობდი, მასავით არავინ შემიყვარებდა და თუ მსურდა, გვერდით საიმედო მამაკაცი მყოლოდა, სწორედაც რომ მის ცოლობას უნდა დავთანხმებოდი, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ არავისთვის შემეძლო ბედნიერების მინიჭება და ლევანი ცუდისთვის არ უნდა გამემეტებინა, რადგან მართლა ვუყვარდი... საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, სახლში წამოვიყვანე. ცოლყოფილიც არ იყო წინააღმდეგი სრულ გამოჯანმრთელებამდე მასთან ყოფილიყო, რადგან მარტო თავს ვერ მოუვლიდა, მაგრამ რადგან შევთავაზე, ჩემთან ყოფნა არჩია... თვეზე მეტი დასჭირდა მის გამოჯანმრთელებას და ის ერთი თვე ჩემს საძინებელში გაატარა. ღამით მთხოვ¬და ჩავხუტებოდი და მისთვის ხელი არ გამეშვა. თუ გვერდს ვიცვლიდი, რაც უნდა ღრმად სძინებოდა, მაშინვე ეღვიძებოდა და შეშინებული მეკითხებოდა: სად მივდიოდი? რაც ჩემთვის დამღლელი აღმოჩნდა, რო¬გორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო¬ლოგიურად. ვცდილობდი, ნაფიქრი არ გამემჟღავ¬ნებინა, მაგრამ ლევანი გულუბრყვილო არ იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, რასაც განვიცდიდი და ერთ დღესაც, მოწყენილმა მითხრა: - ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის წავალ აქედან, ძალიან დაგღალე... მინდოდა შევკამათებოდი, მაგრამ არ მომისმინა: - ნია, ისეთი მიგიღე, როგორიც ხარ და მზად ვარ, უსასრულოდ გელოდო. შენ გარდა ჩემს ცხოვრებაში ვერც ერთი ქალი ვერ შემოაბიჯებს, მით უფრო, ჩემი ცოლის სტატუსით... ახლა უკვე შემიძლია, მარტომაც მივხედო თავს და ჩემს ბინაში გადავალ. დროა, სამსახურსაც დავუბრუნდე... მართლაც, მეორე დღესვე გადავიდა საკუთარ ბინაში. სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი და პირველ დღეებში თითქმის ყოველდღე ვაკითხავდი. ერთი-ორჯერ ღამითაც დავრჩი, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მხოლოდ მე კი არა, ლევანსაც არ გასჩენია ინტიმის სურვილი. ღამით, ლამის უცოდველი ბავშვებივით გვეძინა. ამაზე არც ვლაპარაკობდით და არ ვიცი, რას ფიქრობდა ლევანი, მაგრამ გაორებული ვიყავი: თუ ერთი მხრივ ძალიანაც მაწყობდა მისგან "შორს ყოფნა", რაც სამშობიარო და შვილის დატოვების სტრესთან იყო დაკავშირებული, მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობა მკლავდა: - ხომ არ მოხდა რაიმე ისეთი, რამაც გულგრილი გახადა ჩემ მიმართ და შეეძლო, უჩემოდ უფრო მშვიდად და ბედნიერად გაეგრძელებინა ცხოვრება? ვერ ვიტყვი, რომ ლევანის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა და თუ დავკარგავდი, ეს ჩემთვის ტრაგედია იქნებოდა, ან დავიბნეოდი და დამოუ-კიდებლად არსებობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მივხვდი, - ეგოიზმი მქონდა ხასიათში მოჭარბებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვერასოდეს შევეგუებოდი, ვინმეს ჩემი მიტოვება ნებით ეფიქრა. თუ ვინმესთან ურთიერთობას დავამ-თავრებდი, ამისი მოთავე ყოველთვის თავად უნდა ვყოფილიყავი... - ხვალიდან აღარ მოვალ! - ერთხელაც ლევანს ეჭვებში გათენებული ღამის შემდეგ გამოვუცხადე. - რატომ, რამე გაწყენინე? - გამომცდელად შემომხედა და მივხვდი, მასაც ტანჯავდა უპასუხო კითხვები, მაგრამ არ უნდოდა, პირველს დაეწყო ლაპარაკი. მეც გავჯიუტდი და არ ვიაქტიურე: - არაფერი მომხდარა. უბრალოდ, კარგად ხარ და არ გჭირდება ვინმეს ზედამხედველობა, თვითონაც მშვენივრად მიხედავ თავს. ჩემი ხასიათიც ხომ იცი, - ვერასოდეს შევეგუები ოჯახურ ცხოვრებას და მირჩევ¬ნია, ჩემთვის ვიყო, ჩემს სახლში და ჩვეულ გარემოში. ერთმანეთის ნახვას კი როცა მოვინდომებთ, ისედაც შევძლებთ. - ე.ი. არ გადაგიწყვეტია, ცოლად გამომყვები თუ არა? - კი, როგორ არა, გადავწყვიტე და ზუსტად ვიცი, რომ არც შენი და არც არავისი ცოლი არ გავხდები... არ შემიძლია და უნდა გამიგო. ისეთი უნდა მიმიღო, როგორიც ვარ და თუ არ შეგიძლია, ჩემზე უკეთესი და კარგი ადამიანი მოძებნე... ლევანმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ მოვუსმინე: - ვერაფერში გადამარწმუნებ და აზრი არა აქვს. წავალ და ცალ-ცალკე ვიფიქროთ, როგორ და რანა¬ირად უნდა ვცადოთ ცხოვრების გაგ¬რძელება. თუ რაიმე ჭკვიანურს მოვიფიქრებთ, დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მომავალთან დაკავშირებული ყველანაირი სიტუაცია... ალბათ ვაწყენინე. არ გამოვუცილებივარ და მთელი 2 კვირა ისე გავიდა, აღარც შემხმიანებია. 2 კვირის შემდეგაც ავტოგასამართ სადგურთან, ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. ერთდროულად მოგვიწია რიგში ჩადგომამ. ლევანი ჩემ უკან იდგა, მაგრამ ინიციატივა აიღო და ჯერ ჩემს მანქანას მიხედა, მერე - თავისას: - მომენატრე! - მითხრა, როცა მანქანები გადავაყენეთ. - მიხარია! - მეც ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე ვუპასუხე მის გრძნობას და ჩავეხუტე. მაგრამ, ამან სიხარულის ნაცვლად ისევ ეჭვებით ამავსო და მივხვდი, ვერასოდეს მომცემდა მასთან მშვიდად ყოფნის უფლებას ჩვენ შორის ჩამდგარი შვილის შორეული აჩრდილი: - ლევანი მოვატყუე და ისეთი რამ წავართვი ცხოვრებაში, ვინმეს ჩემთვის იგივე რომ გაეკეთებინა, ალბათ, სასიკვდილოდ გავიმეტებდი. შვილს კი არა, ვინმე ჩემგან უნებართვოდ კატის კნუტს ვერ წაიყვანდა. - ამ საღამოს შენთან მოვალ! - გამომაფხიზლა კაცის ხმამ. - არა! - ისე წამოვიყვირე, მგონი, შევაშინე. - რამე ხდება, ნია? - არაფერი. უბრალოდ, ესპანეთში საქმიანი მივლინება მაქვს. რამდენიმე დღეში მივემგზავრები და ამიტომ, საფუძვლიანი დასვენება მჭირდება. - დიდი ხნით მიდიხარ? - ალბათ, მთელი თვით, თან, დავისვენებ. შეხვედრა საზღვაო ქალაქ ალიკანტეშია დანიშნული და ბარემ, დავისვენებ კიდევაც... - მეც რომ წამოვიდე, არ შეიძლება? - არა, მარტო უნდა წავიდე. იქ საიდი დამხვდება და შენთვის არ მეცლება. მირჩევნია, საქმეს დროზე მოვრჩე, რომ ისევ ჩასასვლელი მალე არ გავხდე. - სამუშაოს რომ მორჩები და დასასვენებლად მოიცლი, შემეხმიანე და მოგვიანებით მაინც ჩამოვალ. - ვნახოთ... თუ მეცლება, აუცილებლად შეგატყობინებ და ჩამოხვალ... არც ამაზე გაუწევია წინააღმდეგობა და თუ მანამდე 90%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ არ მივიპატიჟებდი, ახლა მივხვდი, რომ გაუცხოების პერიოდი დაგვეწყო და ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, გარკვეული დროით თუ ერთმანეთს დავშორდებოდით. ესპანეთში ჩემი წასვლა არც იყო აუცილებელი, რადგანაც რამდენიმე საბუთზე იყო ხელი მოსაწერი. ამიტომ, იმ შეკრებაზე რომელიმე ჩემს თანამშრომელს გავუშვებდი, მაგრამ რაკი ლევანს ვუთხარი, რომ ჩემი გამგზავრება იქ აუცილებელი იყო, იხტიბარი აღ¬არ გავიტეხე. თანაც, დასვენებაც არ მაწყენდა. ალიკანტე პატარა, მყუდრო ქალაქია, სადაც მშვიდად შეიძლება დღე¬ების გატარება... მაგრამ ერთი უარყოფითიც აქვს იქ ჩასვლას, - მეზობელი ქვეყნებიდან უამრავი წვრილმოვაჭრე გადმოდის, რომლებიც პლაჟებს არიან მოდებულები და გულს აწვ¬რილებენ ათასი უვარგისი პროდუქციის შემოთავაზებით. ძირითადად, შავკანიანები და ყვითელკანიანი აზიელები არიან, გაწაფული აფერისტები და ისე იტყუებიან, თვალის დაუხამხამებლად შემოგასაღებენ ოქროს ფასად რკინის ნაჭერს. ამიტომ, ყველანაირად ვარიდებ თავს მათთან ურთიერთობას. შოპინგომანია არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება. ძვირფას და ღირებულ მაღაზიებშიც კი აუცილებლობის შემთხვევაში შევდივარ, მაგრამ ყველაფერი ბედისწერაა ალბათ, რომელსაც ადამიანი ვერსად წაუვა და გაექცევა, როცა ამისი დრო მოვა. ისე, ყველაფერი ადამიანზეც არის დამოკიდებული, რამდენად გონივრულად მოიქცევა, რომ თავი არ წააგოს. მაგრამ ეს ალბათ არასოდეს გამოუდით ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც გონებას კი არა, გულსა და ემოციებს აყოლილები მოქმედებენ ხოლმე... პლაჟზე საღამო ხანს გავედი. ვიბანავე და სითბოშერჩენილ ქვიშაზე წამოწოლილს ჩამთვლიმა, მაგრამ მაინც ვიგრძენი, როგორ მომიჯდა გვერდით ვიღაც... მოჭუტული თვალებით გავხედე. წელს ზემოთ შიშველი შავკანიანი მამაკაცი იყო, რომელიც მაყვალივით შავი თვალებით ხარბად მათვალიერებდა და როცა ჩემი მზერა შენიშნა, ქათქათა კბილებით მომნუსხველი ღიმილი "შემომაფრქვია": - ქალბატონი ძალიან ლამაზია! - მითხრა ესპანურად. წამოვჯექი და ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა ინტერესით შევათვალიერე: - შენც კარგი ხარ! - გავუღიმე, რადგან მისმა დაკუნთულმა უნაკლო სხეულმა ჩემში მხეცი გააღვიძა, სექსის აუტანელი სურვილი გამიჩნდა... ბიჭმა ჩანთა გახსნა და ჭრელ-ჭრელი ნივთები ამოიღო: - იაფად მოგყიდით! - და მართლაც ისეთი ფასი დაასახელა, ყველა რომ მეყიდა და სუვენირებად წამომეღო, ნახევარ თბილისს მოვიმადლიერებდი... - ეგ არ მინდა, მაგრამ შემიძლია, კარგად გადაგიხადო, თუ საკუთარ თავს მომყიდი! - ვუთხარი მოურიდებლად და არ დამიჯერა: - მდიდარ ქალბატონს ჩემნაირი ღარიბი რაში სჭირდება? არ მინდა, შარში გამხვიოთ და პოლიცია გადამკიდოთ... პასუხად ჩანთიდან ორასი ევრო ამოვიღე და დავანახვე: - თუ ამაღამ ჩემთან დარჩები, დილით ეს ფული შენი იქნება. სიხარბემ სძლია: - წამოვალ! - რა გქვია? - ისმაილი! - მითხრა მოკლედ და ჩემი სახელით არ დაინტერესებულა... სანამ სასტუმროში ავიყვანდი, სადილზე დავპატიჟე. ისე ხარბად ჭამდა, მივხვდი, რომ ბიჭი ნახევრად ველური იყო, ავაზასავით უელავდა თვალები... მერე ნომერში ვაბანავე... სააბაზანოდან შიშველი გამოვიდა. არ ჰქონდა მორიდების შეგრძნება და მეც დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე, - ჟინმა ისე შემიპყრო, ერთბაშად წაიშალა ჩემში ყველაფერი ადამიანური... საწოლზე დავწექი და ვანიშნე, ჩემთან მოსულიყო. ისე დამაცხრა, თითქოს ქალს პირველად ხედავდა... - რაიმე ისე არ არის? - ვკითხე შემცბარმა. - თეთრი ქალები სხვანაირები ხართ... - შავებზე უკეთესები? - მეგონა, კომპლიმენტს მეტყოდა. - არა, შავები უფრო ძლიერები და მაგრები არიან! - მითხრა და ვერც მივხვდი ბოლომდე, რა იგულისხმა, მაგრამ შეკითხვის ისევ დასმა აღარ მაცალა... მეტყველების უნარი უეცრად დავკარგე... მერე კი, როცა საბოლოოდ დამეუფლა, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ქალწული ვყოფილიყავი და მაინც ბოლომდე განმაცდევინა სიამოვნება ნახევრად ველურმა ისმაილმა. ვაღიარე, რომ ასეთი მამაკაცი მანამდე არასოდეს მყოლია... არ მეთმობოდა "ჩემი მხეცი": - ამაღამაც თუ მოხვალ, კიდევ ორას ევროს მოგცემ. - სიამოვნებით! - მითხრა ბიჭმა და მოსაღამოვდა თუ არა, სასტუმროს შესასვლელთან დამხვდა ატუზული... ისმაილთან ერთად სამი გიჟური ღამე გავატარე და არც დავფიქრებულვარ იმაზე, რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ნახევრად ველურ კაცთან დაუცველ სექსს... გული დამწყდა, რომ ისმაილს თან ვერ წავიყვანდი... როცა ჩემგან საბოლოოდ ვუშვებდი, არც კი ვიცი, რატომ ვკითხე: - როგორ შეგიძლია, ქალთან, რომელიც არ გიყვარს, ინტიმისას ასეთი ნაზი იყო? - რატომ, დონა?- შემომხედა გაკვირვებულმა. - თუ მამაკაცი სექსისთვის მზად არის და აქტის ჩატარება შეუძლია, იმ წუთში მაინც ჰგონია, რომ უყვარს ის ქალი, რომელიც ბუნებამ მოუვლინა წყვილთა აუცილებელი შეჯვარების მომენტში! - ისეთი "ბრძნული" პასუხი მივიღე მისდგან, რომ ვერ წარმოვიდგენდი... - მიხარია, რომ ჭკვიანიც ყოფილხარ... - თქვენც ლამაზი ხართ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ჩვენი რასის ლამაზმანები უფრო მომწონს. - თეთრკანიანს ცოლად არ შეირთავდი? - ალბათ, არა. მე ჩემი ტრადიციები, შეხედულებები, მოვალეობები მაქვს ოჯახისა და ღმერთის წინაშე. ჩემი ცოლი ერთგული, მორჩილი და გამრჯე უნდა იყოს... - ამით იმისი თქმა გინდა, რადგან ფულით ვიყიდე შენი სიყვარული, ჩემგან ერთგულება გამორიცხულია? - ყოველ შემთხვევაში, ეჭვი ყოველთვის მექნება, რომ როგორც მიყიდეთ, ისევე ადვილად გამყიდით... არ გეწყინოთ. შემეძლო მომეტყუებინეთ, მაგრამ ეს ხომ არ გინდოდათ? - ტყუილს სიმართლე მირჩევნია, როგორი მწარეც უნდა იყოს... შეიძლება, სურათი გადაგიღო? - მაგაშიც ფულს გადამიხდით? - წუწკი მზერით შემომხედა ბიჭმა და ათი ევრო გადავუგდე... ისმაილის სურათს, რომელიც ჩემს ტელეფონს შემორჩა, ხშირად დავხედავდი ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ გამიჩნდებოდა ამისი სურვილი, როცა ლევანი იმედებს გამიცრუებდა (და, არა მხოლოდ სექსში)... სადმე ახლოში რომ ყოფილიყო, შეიძლება მის გარდა სხვა კაცი აღარც ამეტანა ჩემ გვერდით, მაგრამ ის შორს იყო და დარწმუნებული ვიყავი, ჩვენი ისევ შეხვედრის ალბათობა, ნულის ტოლი იყო, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რამაც ტრაგედიად მიქცია მასთან ურთიერთობა და დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯი... ისმაილისგან ფეხმძიმედ არ დავრჩენილვარ და კარგა ხანს არც რაიმე განსაკუთრებული მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რომ არა ბოლო დროს დაჩემებული სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება გამუდმებით, ოფლიანობა და ღამით გახშირებული გულისცემით გაღვიძება... რა თქმა უნდა, მელისას მივაკითხე, როცა ჩემი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა: - ორსულად ხომ არ იქნები? - დამისვა ბუნებრივი შეკითხვა. - არა, ლევანთანაც კი არა მაქვს დალაგებული ინტიმი ბოლო ხანებში, თორემ სხვა მამაკაცი მით უფრო არ მყოლია! - ვთქვი დარწმუნებულმა. - ისე, რომ იცოდე, რაც შენ ჩამოთვალე, ეგ სიმპტომები შიდსს ახასიათებს და როგორ ფიქრობ, დაინფიცირების შანსი ოდესმე თუ გქონდა? - საიდან? - ავიჩეჩე მხრები. - ოპერაცია მე არ გამიკეთებია და არც სისხლის გადასხმა დამჭირვებია. ნარკომანი რომ არა ვარ, შენც იცი. არც გაუკონტროლებელი სექსუალური ურთიერთობები მაქვს! - ვთქვი, მაგრამ გონებაში მაშინვე ისმაილი ამოტივტივდა და შიშით გამაცია. - შიდსი ხომ შავკანიანთა დაავადებაა... მელისას შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი განერვიულება და შეშფოთებულმა შემომხედა: - რა გაგახსენდა? - არა! - რატომღაც არ ვენდე მეგობარს და არ გავუმხილე სიმართლე. - აბა, რას აჭარხალდი დანაშაულზე წასწრებულივით? - ისეთი "დიაგნოზი" დამისვი, შეშინების უფლებაც არ მაქვს? - იქით გადავედი შეტევაზე გაღიზიანებული... მელისამ ქაღალდები აიღო და მიმართვების წერას შეუდგა: - ლაბორატორიაში გაგიშვებ, რამდენიმე ანალიზს აგიღებენ, მათ შორის, შიდსზეც. ყველაფერი უნდა გამოვრიცხოთ... მიმართვები კი გამოვართვი, მაგრამ ლაბორატორიაში ჩასვლა არც მიფიქრია. არ მინდოდა, თუ მართლა რაიმე უბედურება მჭირდა, ამის შესახებ მელისას გაეგო. მართალია მეგობარია ჩემი, მაგრამ პირველ რიგში ქალია და ეჭვიც არ მეპარება, საიდუმლოს ვერ შემინახავდა და ახლობელ ადამიანებთან მაინც "წამოსცდებოდა". მე კი არასოდეს ვყოფილვარ ის ადამიანი, ვინც სიბრალულს და თუნდაც გულწრფელ თანაგრძნობას აიტანდა... ძალიანაც არ მინდოდა, სიმართლის გაგება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და იძულებული გავხდი, კერძო კლინიკისთვის მიმემართა, სადაც ანონიმურობის დაცვა გარანტირებული მქონდა... - თქვენ შიდსი გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს! - თანაგრძნობით მიცქერდა ახალგაზრდა ექიმი და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ აღარ მოვუსმინე: - გმადლობთ! - გამოვართვი სამედიცინო დასკვნა და კაბინეტიდან გამოვედი. უფრო სწორად, გამოვიქეცი და პირველი, რისი სურვილიც გამიჩნდა, ის იყო, მანქანის საჭეს მივჯდომოდი და რაღაცას შევჯახებოდი, რომ ერთბაშად გამესწორებინა სიცოცხლესთან ყველა ანგარიში... კლინიკის ეზოდან გამოსულმა რაც პირველად დავინახე, ეკლესია იყო და არც კი ვიცი, რატომ გამიწია იქით გულმა. ალბათ, ღმერთისთვის უფრო საყვედურის სათქმელად, რადგან ჩემზე ცოდვილი უამრავი ადამიანიც ვიცი, კაცის მკვლელის სახელს რომ ატარებს და მაინც ბედნიერი დააბიჯებს დედამიწაზე... მღვდელმა რომ შემამჩნია და ჩემი თანაგრძნობა სცადა, ესეც კი უფლის ირონიად და დაცინვად მივიჩნიე და სიმშვიდის ნაცვლად, აგრესია დამეუფლა და არ ვიცი, როგორ გადავრჩი, რომ ტაძრიდან გამოქცეულმა ავარია არ მოვახდინე... მერე იმ ლამაზ ბიჭს შევხვდი. ჰო, გურამი მქვიაო, გუგა და სახლამდე მან მომიყვანა. ჩავიკეტე და არც კი ვიცი, მერამდენე დღეა, გარეთ გახედვის სურვილიც არ გამჩენია. იმ წარსულზე ვფიქრობ მხოლოდ, რომლის გახსენებასაც ცეცხლივით ველოდებოდი სხვა დროს... დედა გამახსენდა. ახლა მივხვდი რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, როცა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როგორც ჩანს, ისიც ჩემსავით ამაყი იყო და ვერ დაუშვებდა თუნდაც სიკვდილს შეგებებოდა დაჩოქებული. ამას ვერც მე შევეგუები და უახლოეს მომავალში ანუ მაშინ, როცა ვეღარ შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას და არსებობას, აუცილებლად დავუსვამ წერტილს სიცოცხლეს, უფრო სწორად, დამცირებულ ყოფას... ამის გაფიქრებამ დედის "უკეთ გაცნობის" სურვილი გამიჩინა და ის დღიური მოვძებნე, რომელიც წლების განმავლობაში წაუკითხავად მეგდო უფრთხილად გავხსენი ვარდისფერი ბაფთით შეკრული ბლოკნოტი. "ჩემს შვილს, ყველაზე საყვარელსა და ახლობელს - ჩემს პატარა ნიაკოს!" - ეწერა თავფურცელზე... დედა ბევრს მეფერებოდა და მებოდიშებოდა თავის ჩანაწერებში: "როცა გაგირბი, პატარა ანგელოზო, ამით ჩემს წარსულს ვემალები. იმ წარსულს, რომლისაც მეშინია. მამაშენმა ჩემს სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი, როცა ძალადობით დაეუფლა ჩემს სხეულს და კარგა ხანს მეგონა, რომ სიყვარულის კი არა, სიძულვილის ნაყოფი იყავი, რომელსაც მზის ქვეშეთში არსებობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არაფერ შუაში იყავი... ამ დღიურებს იმიტომ ვწერ, რომ მინდა იცოდე, რაც მეტად გაგირბოდი, მეტ სიახლოვეს ვგრძნობდი შენთან, მალევე ვცადე შენი დაბრუნება, მაგრამ დავაგვიანე და ალბათ, არც არის გასაკვირი - დედაშვილობაში ხომ ყველა წამს განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს?.. თუკი რამ ცუდია შენში, ვხვდები, მხოლოდ ჩემი ბრალია და ამის გამო საშინლად ვიტანჯები, მაგრამ ვეცდები, გამოვისყიდო შენ წინაშე ჩადენილი დანაშაული და თუ ასე არ მოხდა, ვერ მაპატიე, იცოდე, ჩემი სიცოცხლე აზრს დაკარგავს". დედა ძირითადად ზოგადი ფრაზებით მელაპარაკებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემ წინაშე დანაშაულის შეგრძნება სტანჯავდა... დამნაშავე იყო, რადგანაც ჩემზე, უსუსურ ბავშვზე იყარა ჯავრი, მერე რა, რომ ძალადობის ნაყოფი ვიყავი და ჩემი დაბადებაც მხოლოდ ტკი¬ვილთან და შეურაცხყოფასთან იყო დაკავშირებული?! ჩემთვის რომ ეკითხათ, არც ასეთ დაბადებას ვისურვებდი და არც ასეთი მშობლების ყოლას... არ ვიცი, სადამდე მიმიყვანდა ფიქრი, უეცრად ჩემი შვილი რომ არ გამხსენებოდა, - ჩემი ბიჭი, რომელზეც ისე ვთქვი უარი, ერთხელაც არ დავხედე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისი ნახვა არავის აუკრძალავს. ალბათ, ბევრად სასტიკად მოვექეცი მას, ვიდრე თავის დროზე, დედა მომექცა მე. მან საკუთარ მშობლებთან მაინც დამტოვა და დასაკარგავად არ გავუმეტებივარ... "დედის ბედი შვილს კალთადო"... - ამომიტივტივდა გონებაში სად¬ღაც გაგონილი. გამოდის, მართლაც არსებობს ბედისწერაც და მოვლენების განმეორების ალბათობაც, თა¬ნაც მეტი სასტიკი გამოვლი¬ნე¬ბით... უეცრად მივხვდი, რომ იმწუთას ძალიან მაინტერესებდა, როგორი ბიჭი გაიზარდა ჩემი შვილი, ვის დაემსგავსა - მე თუ ლევანს? მაგრამ იქვე იმასაც მივხვდი, რომ აღარ მქონდა მისი ნახვისა და მის ცხოვრებაში შეჭრის უფლება. რომ მნახოს, გამიცნოს და მერე შიშით დაზაფროს იმის გააზრებამ, რომ ცოცხლად ვლპები ცოდვებით დახუნძლული და სიცოცხლეშივე ჯოჯოხეთში მოხვედრილი?! ფიქრი კარზე ბრახუნის ხმამ გამაწყვეტინა. შიშით გამაცია, - ჩემს სახლს ირგვლივ უზარმაზარი გალავანი აკრავს და სახლის კარამდე ვინც მოაღწია, წარმომიდგენია, როგორ უნდოდა ჩემი ნახვა. - ნია-ა! - მომესმა ლევანის ღრიალი. ფანჯარას მივვარდი და გამოვაღე. ცოცხალი და უვნებელი რომ დამინახა, თვალებში მრისხანება ჩაუდგა და მოურიდებლად მიყვირა: - ნორმალური ხარ? მეგონა, რაღაც დაგემართა და ცოცხალს ვეღარ გნახავდი. "სახანძრო ბრიგადა" გამოვიძახე, რომ ეზოში შემომეღწია... სასწრაფოდ ჯინსი ამოვიცვი, მაისურიც ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავირბინე, კარი რომ გამეღო. ლევანმა მეხანძრეებს ფული მისცა, დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გაუშვა. ამის შემდეგ ჩემთვის მოიცალა: - რას მიკეთებ, ნია, გინდა, გამაგიჟო?.. ტელეფონები მაინც რატომ გამორთე? - კედელზე მიმაგრებული ტელეფონი მოგლიჯა და სადღაც მოისროლა. სხვა დროს ალბათ იქით შევუტევდი, მაგრამ ახლა ამის სურვილი არ გამჩენია და მესიამოვნა კიდევაც, რომ ჩემი სიცოცხლე თუნდაც ერთ ადამიანს აღელვებდა. - არაფერს მეტყვი? - უცებ მოეშვა ლევანიც. - მაპატიე... ჩემს თავთან მარტო ყოფნა მინდოდა. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრებულიყავი. როგორც ჩანს, ჩემი ხმის ტონალობაში უცხო ჟღერადობა დაიჭირა და გაკვირვებულმა შემომხედა: - რაიმე ისეთი ხდება, რაც არ ვიცი? - არა. არც ლევანს უნდა სცოდნოდა ჩემი საიდუმლო და არც არავის მთელ ქვეყანაზე, მაგრამ... ვაითუ, ისიც დაინფიცირებულია, მე ხომ მასთან ყოველთვის დაუცველი სექსი მქონდა და ხომ აქვს სიმართლის ცოდნის უფლება და სიცოცხლისთვის ბრძოლაც გააგრძელოს იქნებ - ყველა ჩემსავით და დედაჩემივით თვითმკვლელობაში ხომ არ ხედავს ერთადერთ გამოსავალს? დარწმუნებული ვიყავი, ისმაილისგან დავინფიცირდი და თუ ლევანი ჩემი სენის შესახებ შეიტყობდა, მაშინ ისიც უნდა გამემხილა, ვისგან და რა ვითარებაში ავიკიდე ეს მომაკვდინებელი ვირუსი და იქნებ ამ ჩემს სიმართლეს უფრო გაეჩინა თავის მოკვლის სურვილი? - ლევან, უნდა დავშორდეთ! - მოულოდნელად ვუთხარი. - რა-ა? - გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ უკან აღარ დავიხიე: - უნდა დავშორდეთ... მივხვდი, რომ არ მიყვარხარ და არც არასოდეს მყვარებიხარ... დავიღალე შენი სიყვარულით და არაფერში მჭირდება ასეთი გრძნობა... - ნუ მაფიქრებინებ, რომ არც არასოდეს ყოფილხარ სიყვარულის ღირსი! - გულდაწყვეტილი მზე¬რით შემომხედა კაცმა. - სწორედ მაგის თქმას ვცდილობ... წადი, რა, წადი, შენს გზას ეწიე!.. ლევანმა თითქოს შეკამათება დააპირა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია, წაიდუდღუნა: - უარესის ღირსი ვარო და გარეთ გავარდა... ისევ ჩავკეტე ალაყაფის კარი, მერე სახლის კარი და ვცადე, საკუთარ გრძნობებში გავრკვეულიყავი, - უნდა მენანა თუ არა ლევანის ჩემი ცხოვრებიდან გაძევება, მაგრამ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატებოდა, რადგან მეგონა, ჩემთვის აზრი დაკარგა მომავალზე ფიქრმა... ტელეფონები ჩავრთე. უამრავი გამოტოვებული ზარი იყო როგორც ერთ, ისე მეორე მობილურ ტელეფონზე. სამსახურიდანაც დაურეკავთ, მაგრამ არავის და არაფრის თავი მქონდა. მით უმეტეს, იქით დამერეკა და ვინმე მომეკითხა. ამიტომ, ტელეფონები კაბინეტში ჩავ¬კეტე, რომ თუ და¬ძინებას შევძლებდი, თავისი წკრიალით ძილი ჩემთვის არ დაეფრთხო, მაგრამ კარი გამოვიკეტე თუ არა, მაშინვე მომიხდა უკან შებრუნება, რადგან ერთ-ერთი აწკრიალდა და ზარის მიხედვით მივხვდი, რომ მელისა რეკავდა. შეშფო¬თებული ხმა ჰქონდა: - რატომ გქონდა ტელეფონები გამორთული? კიდევ რომ არ გეპასუხა, სამაშველო სამსახურს გამოვიძახებდი და კარს შემოგიმტვრევდი. ვიცი, რომ ცუდად იყავი და სხვა რა უნდა მეფიქრა, - იქნებ უპატრონოდ მოკვდა-მეთქი? - მაპატიე, მელ, მართლა ცუდად ვიყავი და ყველაფერი მაღიზიანებდა. მარტოობაში კარგად გამოვშუშდი და იმიტომაც ჩავრთე ახლა ტელეფონები. - რა გჭირდა? - ალბათ მოვიწამლე, სიცხეც მქონდა... - ანალიზები რატომ არ გაი¬კეთე? - ახლა კარგად ვარ და თუ ისევ ცუდად გავხდი, ყველაფერს გავიკეთებ... ხვალ გნახავ, ახლა ისევ დაძინებას ვაპირებდი. - კარგი, გელოდები! - მითხრა უკვე დამშვიდებულმა და ტელეფონი გავუთიშე... მეორე დღეს სამსახურშიც შევიარე. ახალი ჯგუფები ტურისტულ კრუიზებში იყო გასაშვები, რაც ჩემი ხელმოწერების გარეშე არ ხდებოდა. თათბირიც ჩავატარე, რომ თანამშრომლებისთვის ახალი დავალებები მიმეცა. ყველაფერს რომ მოვრჩი, კარგად დაღლილი ვიყავი, თან, მთელი დღის მშიერიც. მელისას დავურეკე და სადილზე რესტორანში დავპატიჟე. უარი არ უთქვამს და სამსახურში მივაკითხე. ჩამიჯდა თუ არა მანქანაში, ეჭვით შემომხედა: - რაღაცას მიმალავ, ნია, არ მომწონს შენი სახის გამომე¬ტყვე¬ლება... რაღაცას მიმალავ... - კარგი, ჰო, ლევანს დავშორდი, ვიკამათეთ. ბუნებრივია, ვინერვიულე! - თავი იმით ვიმართლე, რაც პირველი მომივიდა აზრად და რაც, ასე თუ ისე, სიმართლესაც შეეფერებოდა. - არ არის კარგი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ შენგან ის მიკვირდა, ამდენ ხანს რომ შეძელი ერთი კაცის ატანა და შენარჩუნება. დაშორების მიზეზი რა იყო? - სწორედ მაგ მიზეზით, რომ ბუზღუნა ქმარს დაემსგავსა და თავი მომაბეზრა... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ადრე თუ გვიან, ჩვენი ურთიერთობა ალბათ ასე უნდა დამთავრებულიყო, - ასეთ სიტუაციაში მეც მსგავსი განცდა გამიჩნდებოდა. შვილიც ვერ ავიტანე ჩემ გვერდით, როცა მის მიმართ ვალდებულება ვიგრძენი, რომ პირველ რიგში, მასზე უნდა მეფიქრა და არა საკუთარ სურვილებზე. არც კი ვიცი, რა ჰქვია ჩემნაირ ქალს, მაგრამ ასეთი ვარ და თავს ხომ ვერ მოვიკლავ? უდარდელად აიჩეჩა ჩემმა მეგობარმა მხრები და გამეღიმა, რადგან საოცრად ვგავდით ერთმანეთს. ასე ალბათ საკუთარი დედმამიშვილებიც არ დაემსგავსებიან... ამასობაში, რესტორანსაც მივუახლოვდით და მანქანა სადგომზე დავაყენე. დარბაზში ბევრი ხალხი არ იყო და ოფიციანტმა მაშინვე მოგვაქცია ყურადღება. სანამ შეკვეთილ კერძებს მოგვიტანდა, ღვინო მოგვართვა. - რისი დავლიოთ, თავისუფლების? - შემომხედა მელისამ, როცა ბოკალი ხელში აიღო. - არა, თავისუფალი სულ ვიყავი და ვიქნები, მაგას ლევანი კი არა, მთელი არმია რომ შემოესიოს ჩემს სახლს დასაპყრობად, მაინც ვერავინ წამართმევს. სიცოცხლის დავლიოთ, ყოველი დღის, რომელსაც განგება გვჩუქნის... - როდის მერე გახდი მორწმუნე? - ეჭვი გაჩნდა ჩემი მეგობრის თვალებში. - კარგად ხარ? - კარგად ბევრი რამის გამო ვერ ვიქნები... დედაც მომენატრა! - უეცრად მშობელს დავაბრალე ჩემი პრობლემები. თუმცა, არც ვიტყუებოდი და მგონი, ცხოვრებაში პირველად მენატრებოდა დედა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.