შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც კონკია, არც პრინცი -8,9-


8-07-2016, 11:56
ავტორი sopiko
ნანახია 2 781

[თავი 8 და თავი 9]
-8-
მინა ბოლომდე მაქვს ჩაწეული, თავი კი გარეთ გამიყვია. მანქანა მიქრის და ქარი წინ გადმოყრილ თმას მიფრიალებს. გახურებული სახე მიგრილდება, მაგრამ წამითაც რომ შევყო თავი შიგნით, ვიცი, ისევ იგივე დამემართება. ვეღარავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მატისი პირველად ხუთი დღის წინ ვნახე. მას გაცნობამდეც ვიცნობდი, მაგრამ საიდან, როგორ ამას ვერ ვიხსენებ. მინდა დიდხანს ვაკვირდებოდე, მის ყოველ საქციელს, ჟესტს, ღიმილს ვსწავლობდე, თუმცა როგორც კი თვალს ვუსწორებ, ვერაფრის გაანალიზებას ვეღარ ვახერხებ.
-ხეები გარბიან!-ოდნავ ვიწევი სავარძლიდან და უკან დარჩენილ ხეებს გავყურებ, რომლებიც ჯერ მკრთალად ჩანან, მერე კი საერთოდ ქრებიან.
-ჩვენ ვრჩებით.-მრავალმნიშვნელოვნად ამატებს მატისი და წამით თვალს აცილებს გზას. ამ წამიერ მზერასაც კი ვგრძნობ და ეს ერთი წამი იმხელა გავლენას ავლენს ჩემზე, საუკუნე რომ მიყუროს ადამიანმა, ამხელას მაინც ვერ მოახდენს.
-ზოგჯერ ადამიანებიც ქრებიან...-ხმაში ტირილის ნოტები მეპარება.
-ადამიანები არ ქრებიან! ასე რომ იყოს, დანაკლისს ვერ ვიგრძნობდით... ისინი ყოველთვის რჩრბიან ჩვენს გულში!
-მაგრამ მარტო გული ხომ არ არის, გონება...-ვეკამათები მის მოსაზრებას, მაგრამ წინადადების დასრულებას არ მაცდის.
-უსმინე გულს და არა გონებას! გონება მსჯელობს გარემოებების მიხედვით... ის ზოგს ხათრს უწევს, ზოგს სიამაყის გამო ეუბნება უარს... გული იმას ამბობს, რასაც გრძნობს! არ ითვალისწინებს არავის და არაფერს!-შეუვალია მატისი.
-კარგი, რა... აი, მაგალითად საკუთარ თავს ავიღებ. ამდენი ხანი ვიცოდი, რომ ჩემ გარშემო რაღაც ისეთი ხდებოდა, ძალიან სასირცხვილო და საშინელი ფაქტი რომ იყო და ბევრისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. გული მეუბნებოდა, რომ სიმართლე უნდა გამეგო და თუნდაც ჩემი ოჯახი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები სააშკარაოზე გამომეყვანა. ბევრჯერ მქონდა ეჭვის საფუძველი, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ამას არ ვუღრმავდებოდი. გონებას ეშინოდა... მეშინოდა, რომ ცხოვრება გამირთულდებოდა.-სინანული მიპყრობს ამის გახსენებისას და ამავე დროს იმის გამო, რომ დღეს ყველაფერი ვიცი და არაფერს ვაკეთებ.-შენ რომ გამოჩნდი და დადანაშაულება დამიწყე, მაშინაც არ მიცდია მამასთან რაიმეს გარკვევა, მაგრამ შენი ვინაობის გასაგებად დათა დვალის ოჯახში წავედი, რომელიც სულაც არ ყოფილა დათა დვალი. მათ არაფერი მითხრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ასე რომ აღელდი, რაღაც აუცილებლად გაკავშირებთ. არაფერს გთხოვ. ნუ გამიმხელ იმას, რისი გამხელაც არ გინდა. ჩვენ სხვა თუ არაფერი, ეს გვაკავშირებს... გონების მონები ვართ. ახლა შემიძლია ბევრი რამის გამოძიება, მაგრამ ხელსაც არ ვანძრევ. ეს დანაშაულია და ამიტომაც ვერასდროს ვაპროტესტებდი იმას, ასე უხეშად რომ მექცეოდი ახალგაცნობილს. გუშინ რომ დამირეკე და მითხარი, მივხვდი, შენ არაფერ შუაში ხარო, შემრცხვა, რადგან მეც დიდი ბრალი მიმიძღვის ოჯახის დანაშაულში. შენ არ ვიცი, რის საფუძველზე ხარ ასე განწყობილი მამაჩემის და საერთოდ მთავრობის მიმართ, მაგრამ მე ვერაფერს გავაკეთებ. მინდა იცოდე ეს. მშიშარა ვარ, მაგრამ რა ვქნა. არც დედას ვუყვარვარ, არც მამას... მათ სიყვარულს ვერ ვხედავ, მაგრამ... მაპატიე, მატის! გულს ვერ ვენდობი... მას ვერ დავუჯერებ... ვერა.
მატისი სიჩქარეს ამცირებს და ბოლოს მანქანას საერთოდ აჩერებს. ბორბლების ღრჭიალის ხმაზე ვფხიზლდები და ვიძაბები. ძრავა რომ გუგუნებდა, არ მეშინოდა, ახლა კი თითქოს მარტო დავრჩი მატისთან. სავარძელზე ვიკუნტები და ვნატრობ, რომ ხმა არ ამოიღოს და არც მე მთხოვოს რაიმეს თქმა. ნატვრა არ მისრულდება.
-შენ ასეთი მხდალი არ იყავი, ევანგელია! ასეთი მორჩილი! მუდამ ცდილობდი ყველაფერი გაგერკვია... მუდამ იმას აკეთებდი, რაც სწორად მიგაჩნდა... ჯერ კიდევ ბავშვი, გესმის?-ჩემკენ მოტრიალებული მკლავებზე მეჭიდება და მსუბუქად მაჯანჯღარებს.
-შენ რა იცი, მე როგორი ბავშვი ვიყავი? როგორ შევიცვალე? ვინ ვიყავი და ვინ ვარ? ხუთ დღეში ჩემი შეცნობა როგორ მოასწარი?-უკვე ვყვირი. კითხვები ჭიებივით დაცოცავენ ჩემს ფიქრებში და თუ რომელიმეს მაინც არ გაეცა პასუხი, ვერაფრის შეცვლას ვეღარ მოვახერხებ.
-მე...-ხელები უდუნდება მატისს. თვალებში ტკივილი უდგება. ისევ ისეთი, როგორც პირველ დღეს. რაღაც აწუხებს და ვერ ამბობს. რაღაც ისეთი, რაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია.
-მიპასუხე, მატის! ჩემგან თუ პასუხს ითხოვ, შენც არ უნდა დამიმალო სიმართლე!-კვლავ ვყვირი მე.
მამაკაცი ხელებს მიშვებს და ვხვდები, რომ დავიყოლიე.
-ბავშვობაში მეგონა, რომ მამა პატიოსანი შრომით მიგზავნიდა რუსეთიდან უამრავ სასუსნავს, ლამაზ ტანსაცმელს და ყველაზე კარგ სკოლაშიც ასეთი შრომით მოპოვებული ფულით მატარებდა. არაფერი მაკლდა და ბედნიერი ვიყავი. მართალია ის მხოლოდ ფოტოებზე მყავდა ნანახი და რაღაც-რაღაცებიც დედისგან ვიცოდი, მაგრამ ამაზე მაშინ არ ვდარდობდი. მერე კი... ერთ დღეს დედამ მითხრა, რომ რუსეთში მივდიოდით მამასთან. ძალიან გამიჭირდა სამშობლოსთან, ახლობლებთან, კლასელებთან, მეგობრებთან და რაც მთავარია, ერთ პატარა, ოქროსფერნაწნავებიან გოგონასთან გამომშვიდობება. როგორც დედამ თქვა, ჩვენი წასვლის შესახებ არავის უნდა გაეგო და წასვლის წინა დღეს ჩემი ძმაკაცი და ის პატარა გოგონა რომ იყვნენ ჩემთან, ვერ შევძელი მათთვის მეთქვა, რომ სავარაუდოდ მეტჯერ ვეღარ შევხვდებოდით ერთმანეთს. ღამით, როცა ჩემოდანს დედასთან ერთად ვალაგებდი, კარადის უკან დამალული ფეხსაცმელი ვიპოვე, რომელიც მაშინვე მივხვდი, ვისიც იყო. მხოლოდ წლების მერე გავაანალიზე ეს რაც იყო და მონატრება გამიასმაგდა, რადგან მივხვდი, რომ მაშინ მასაც ვუყვარდი და ერთხელაც ვერ გამნემხილა მისთვის ეს. ერთხელაც არ მეგრძნობინებინა. რომ გავიზარდე, ეს გრძნობა ზედმეტად ბავშვურად ჩავთვალე, მაგრამ ის გოგო მაინც ვერ დავივიწყე. სულ თვალწინ მედგა ისეთი, როგორიც იყო და გაზრდილი და დაქალებული ვერ წარმომედგინა. იმის თქმა გამომრჩა, რომ რუსეთში რომ ჩავედით, მამამ დედას განქორწინების საბუთი დაუდო წინ და თან როგორც შემდეგ გავიგე, რაღაცით დაემუქრა კიდეც. ისინი დაშორდნენ. მე დედასთან ვცხოვრობდი, მაგრამ ჩასვლიდან ერთ წელში მან მამას სახლში მიმიყვანა, ბევრი მეალერსა და წავიდა. მას შემდეგ აღარ მინახავს. მამამ ყველაფერი საშინელება მას დასწამა და იმდენი ქნა, რომ შემძულებოდა. მისი სურნელი მაინც არ დამვიწყებია და ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. რაც ჩვენ საქართველოში ვიყავით, მამას საყვერელი ყოლია, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავდა. ერთთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მეორე ყოველთვის მამცირებდა და მუდამ დედაჩემის ''ცოდვებს'' მახსენებდა. ჩემს ძველ ნაცნობებთან მამას აკრძალვით ვერ ვურთიერთობდი, მაგრამ აი, სულ ერთი წლის წინ საქართველოში დავბრუნდით და სწორედ აქ ავხადე საშინელ საიდუმლოს ფარდა. თურმე მამაჩემი მთელი ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს, მის ყოფილ, მაგრამ თურმე ''მოქმედ'' მეგობარს ეხმარებოდა შავ საქმეებში. ამის დაწვრილებით ახსნას არ დავიწყებ. ძალიან ვიჩხუბეთ და მე სახლიდან წამოვედი. მას შემდეგ სხვაგან ვცხოვრობ. შენ უკვე იცი, ვინ ვარ და ისიც იცი, რატომ შემოვიჭერი კვლავ შენს ცხოვრებაში...-ასრულებს მოყოლას ის და სიკვდილმისჯილივით მკვდრის ფერი ედება.
მე? მე იმ ქარიშხალს წინაამღდეგობას ვეღარ ვუწევ, რომელიც მატისის/მატათას მონაყოლმა თავს დამატეხა... ვზივარ გახევებული და ცრემლები ღაპა-ღუპით მდის... არ ვიცი, რა ვთქვა, რა მოვიმოქმედო... როგორ გამოვხატო გრძნობები... სიყვარული, სიხარული, ტკივილი, მადლიერება... მინდა მხოლოდ გულს მოვუსმინო, მაგრამ მისი ხმა აღარ მესმის... ჩემ გვერდით მატათა ზის. აი, თურმე რა მემართებოდა მის სიახლოვისას... აი, თურმე რატომ იყო ჩემთვის ასეთი ახლო... რატომ გამიჩნდა ასე მალე ნდობა... რატომ შევაფარე თავი ისე, როგორც ხის ქოხს ზამთარში... მახსენდება ყოველი წუთი მატათას გაცნობიდან მის წასვლამდე და მატისთან შეხვედრიდან ამ დრომდე... ღმერთო, როგორ ვერ მივხვდი! როგორ ვერ დავაკავშირე მოვლენები ერთმანეთთან! უცებ გული ჩურჩულს იწყებს, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ... ჩუმად, ფიქრებო! ჩუმად! და უცებ ვხვდები, რისი თქმაც უნდა მას... ხელებს ვშლი და მატათას ვეხუტები. მის მკერდზე მიკრული ვტირი და აღარ ვებრძვი იმ შეგრძნებებს, რომლებსაც მავნედ ვთვლიდი... ის ხომ მატათაა! პრინცი კი არა, მატათა! საერთოდ აღარ ვგრძნობ სირცხვილს, მორიდებას... იმ ბარიერს, რაც ჩვენ შორის იყო! არ ვიცი, რას განვიცდი, რას ნიშნავს ჩემი ეს მიჯაჭვულობა წლების შემდეგ, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის შესაფერისი დრო არ არის. მამამაკაცის ხელებს ჩემს ბეჭებზე ვგრძნობ, მერე თმაზე, სახეზე... ეს შეხება ისეთი სასიამოვნოა... ისეთი, რომ...
-9-
-ჩშუ, ნუ ტირი... ჩშუ!-მამშვიდებს და თან ჩემს მოფერებას არ წყვეტს.
-რატომ? რატომ თავიდანვე არ მითხარი? რატომ არ შეგეცოდე...-ვსლუკუნებ.-მაპატიე, რომ ვერ გიცანი! არა, გიცანი, მაგრამ...
-კარგი, მორჩა! ნუღარ ტირი! საპატიებელი არაფერია!-უკან მწევს და აჩეჩილ თმას ხელებით მისწორებს.-ხო, მართლა, შენი ფეხსაცმელი.
უკანა სავარძლიდან რაღაცას იღებს და მის ხელებში ჩემს ცალ ფეხსაცმელს ვხედავ. აი, თურმე რატომ არ მომცა უკან დაჯდომის უფლება. ფეხსაცმელს აჟიტირებული ვართმევ, ცალ კედს ვიხდი და ფეხზე ''კონკიას ქოშს'' ვიცმევ. არც კი ვიცი, მეორე სად მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვღელავ. გაცისკროვნებული თვალებით ვანახებ ფეხს და მასაც ბედნიერს ეღიმება.
-შენ კონკია, მე პრინცი...
-არა!-ვაპროტესტებ.-არც კონკია, არც პრინცი... ევანგელია და მატათა!
-შენ ისევ ჩემი ევანგელია ხარ... პატარა, ნაწნავებიანი ევანგელია... მე და შენ ბროწეულები ვართ, ევა! გარედან სულ სხვანაირები ვჩანვართ და ჩვენი შეცნობა შეუძლებელი ხდება... მხოლოდ გრძნობებით შეიძლება ჩვენი შინაგანი სამყაროს დანახვა! მე გხედავ!-საოცარ სიყვარულს აქსოვს სიტყვებში და ეს სიყვარული ფარშევანგის კუდივით იშლება.
-მეც გხედავ! მეც!-ვკისკისებ და ის მომენტი მახსენდება ''კონკიადან'', პრინცი და კონკია ეტლში რომ სხდებიან.

სახლში დალაგებულად ვიწყებ ყველაფრის გაანალიზებას. მატათა დათა დვალის შვილია, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავს ამ უკანასკნელს. მისი ბიზნესი დაკავშირებულია მამაჩემის პრეზიდენტობასთან და ეს ორი ერთმანეთს სხვადასხვა რაღაცებით ამარაგებენ. დათამაც ალბათ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, მის მიჩქმალვას რომ ვეღარ შეძლებდა და სახელი და გვარი შეიცვალა. ღმერთმა იცის, ქლბატონი ნანო სად გაქრა, მაგრამ მის მოძებნას ამდენი ხნის მერე აზრი არ აქვს.
კარებზე ვიღაც აკაკუნებს და ოთახში ელენე შემოდის.
-რა გინდა?-ვბრაზობ, გონება რომ ამირია და უხეშად ვეკითხები.
-ბატონი ნუგზარი გეძახით.-ხმა უკანკალდება მოახლეს და უკვე მზადაა, რომ დამიჩოქოს და ბოდიში მომიხადოს იმ დანაშაულისთვის, რაც თვითონაც არ იცის, რაში გამოიხატება.
მამის ხსენებაზე ნირი მეცვლება. მასთან ერთად მომიწევს დედასაც შევხვდე. ნეტავ, რას მეტყვიან? ბოდიშს რომ არ მომიხდიან, ეს ვიცი, მაგრამ ალბათ რამეში დასჭირდათ შვილი და ახალი ხერხი ექნებათ მოფიქრებული ჩემს დასათანხმებლად.
მოახლეს აღარაფერს ვეუბნები. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება ეს. უნდა ჩავიდე. კიბეებზე თითების მტვრევით ჩავდივარ და თან მატათას სიტყვები ჩამესმის:
''უსმინე გულს და არა გონებას! უსმინე გულს!''
ეს მანუგეშებს.
მისაღებში არავინაა. კაბინეტისკენ მივდივარ და შიგნით დაუკაკუნებლად შევდივარ. როგორც ვვარაუდობდი, დედაც და მამაც აქ არიან. მამა თავის სავარძელში ზის. დედა კი გვერდით უდგას. ორივე ანერვიულებული ჩანს.
-შვილო, ევან, შენთვის ახალი ამბავი გვაქვს.-მკაცრი გამომეტყველებით იწყებს მამა.-როცა კი პრეზიდენტი გავხდი, მაშინვე მითხრეს, რომ ხუთი წლის შემდეგ განმეორებითი არჩევნები ჩატარდებოდა, რომელშიც კიდევ ერთხელ შემეძლო მონაწილეობის მიღება. არჩევნები უკვე დაიწყო. იმისთვის, რომ გავიმარჯვო, კარგი პიარი მჭირდება. რა თქმა უნდა, პიარის მენეჯერსაც დავიქირავებ, მაგრამ პირველ რიგში წვეულება უნდა გავმართოთ, სადაც მოვიწვევთ იმ ადამინებს, რომლებსაც კარგი კავშირები აქვთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ შენც მხარში ამოგვიდგები. შენი იმედი გვაქვს, შვილო.
აი, თურმე რა! ჩემი იმედი აქვთ ძვირფას მშობლებს... მწარედ მეცინება. დამცინავ მზერას ვტყორცნი ორივეს და გულის კარნახს საბოლოოდ ვენდობი.
-ძვირფასო დედა, ძვირფასო მამა, იცით, რა არის ყველაზე სასაცილო? სულ რამდენიმე ხნის წინ დედას ჩემს მიმართვაზე გაეცინა, ახლა კი მე მეცინება თქვენს მომართვაზე. შვილო? როგორც კი დათა დვალზე გავიგე, გადავწყვიტე ყველაფერი შენთან გამერკვია და თუ შემთხვევით იყავი გაბმული ამ მახეში, დაგხმარებოდი, მაგრამ შენ მიღრიალე, არაფრის თქმა არ მოინდომე. მე უკვე ყველაფერი ვიცი. წვრილმანები არა, მაგრამ ის კი შემიძლია გამხილო! მარტო არა, იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც თვალი ამიხილა. მას შენც კარგად იცნობ. ძალიან კარგად.
-რას ამბობ, ევან? მამას როგორ ელაპარაკები?-ჩემგან ამას ნამდვილად არ ელოდა დედა და ახლა გაოცებულია.
-არამარტო მამას, შენც, დედა!-სიტყვა ''დედას'' განსაკუთრებით გამოვკვეთ.-ძველი ევანგელია ჩემში მატათამ დააბრუნა! ბექნუს მეგობარმა, მატათამ, რომელთან ურთიერთობაც შენ გაგვაწყვეტინე, მამა! ხომ შეგვეძლო დაგვერეკა ხოლმე მასთან? მაგრამ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი შენსა და ბატონ დათას მიერ. მათ შორის რუსეთში უეცრად გამგზავრებაც. ნეტავ, ცოცხალია კი ნანო დეიდა? რა უქენით? მოკალით? თქვენი საიდუმლო იცოდა და ამიტომ?-ხმას ვუწევ და მაგიდას ვეყრდნობი.
წამში განრისხებული მამა ფეხზე დგება, ჩემ წინ ჩნდება და ხელს მთელი ძალით მარტყამს სახეში. ინერციით გვერდით ვვარდები და კომოდის კიდეს ვეჯახები. ლოყა საშინლად მეწვის. ცრემლები მახრჩობს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ.
-ესაა შენი ძალა, მამა? სილა გამარტყი და რა, შენ გგონია გამაჩუმებ? არ დავდუმდები, მამა! არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებ! მეორედ ხალხი ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს!-პირში სიხლის გემოს ვგრძმნობ. ტუჩი თუ გამისკდა.
-ევანგელია!-კივის დედა და წინ დგამს ნაბიჯს. მგონია გადამეფარება და მამასგან დამიცავს, მაგრამ ამას არ აკეთებს.-ნუგზარ, დამშვიდდი!
-სიმშვიდეს ვეღარ ჰპოვებთ ვერც ერთი! სანამ ყველა თქვენს ნამდვილ სახეს არ დაინახავს, გაჩუმებას არ ვაპირებ! ძალიან მიყვარხართ... ძალიან, ძალიან და ეს სიყვარული მახრჩობს, მაგრამ უნდა ვთქვა, გესმით? სხვა შემთხვევაში მეც თქვენნაირი გავხდები! მაპატიეთ, მაგრამ თქვენი გაგება არ შემიძლია...-ბოლოს ხმა მიწყდება. მამას ხელი ჰაერში უშეშდება. დედა კი ტირილს იწყებს. ისინი მშობლები არიან. ჩემი მშობლები. შეიძლება ჩემზე წინ ძალიან ბევრს აყენებენ, მაგრამ უნდათ თუ არ უნდათ, ზუსტად იმავეს გრძნობენ, რასაც მე. ოღონდ ამ გრძნობას სხვა მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები ჩრდილავს და ასუსტებს.
სანამ ისევ დაიბრუნებენ ენერგიას ჩხუბისთვის, კაბინეტიდან გავდივარ. მოახლეები კართან არიან შეკრებილნი. ჩემს დანახვაზე აქეთ-იქით იფანტებიან. ალბათ ღამით ძილი არ ეღირსებათ. ხომ უნდა გაარჩიონ ჩვენი ოჯახური პრობლემები. ოჯახი?! გამეცინებოდა, სატირალი რომ არ იყოს...
სახლში ჰაერი აღარ მყოფნის. აქ ვეღარ გავჩერდები.
ოდნავ სილაღეს ვგრძნობ, რაც მაკვირვებს. ირგვლივ მიმოხედვის შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ქუჩაში ვარ, თანაც სახლიდან შორს. ტელეფონი სახლში დამრჩა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მატათას ნომერი მაინც არ ვიცი. მივდივარ და ვფიქრობ, როგორ უნდა დავბრუნდე სახლში. როგორ უნდა შევხედო თვალებში თუნდაც დედ-მამას და თუნდაც მოახლეებს. ბროწეულს ვნატრობ. ვიცი, ის დამამშვიდებს. მატათა რომ აქ იყოს, ბროწეულის ბაღში წამიყვანდა. გუშინ ვნახე, მაგრამ უკვე ძალიან მენატრება. მისი ვინაობა რომ არ ვიცოდი, მაშინაც ასე მენატრებოდა. ეჰ, ''კონკიას ქოშიც'' სახლში დავტოვე. კარგი, მაშინ ბავშვი ვიყავი და ბავშვურად მიყვარდა... ახლა რა მჭირს? მატისის გამოჩენამ ჩემში მასზე ფიქრები და გრძნობები გააღვიძა... ამიტომაც აღარ მშორდებოდა გონებიდან მატათა იმის მერე, რაც გავიცანი. მანამდეც ვფიქრობდი ხოლმე, მაგრამ ასე არა... საოცარია, იყოს შენთან და შენ მაინც მონატრებას გრძნობდე... წამი იყოს გასული, რაც დაშორდი და მაინც გენატრებოდეს... არა, ევანგელია! მან თავის მონოლოგში კი გახსენა შენც და თავისი გრძნობებიც, მაგრამ არ იცი, ახლაც იგივეს განიცდის თუ არა... არ გაქვს უფლება ოცნების კოშკები ააგო, თორემ მეტ იმედგაცრუებას ვეღარ გადაიტან. ამას მტკიცედ ვაგონებ საკუთარ თავს და იმ პარკში, სადაც საღამოობით მშობლები და ბებია-ბაბუები შვილებს/შვილიშვილებს ასეირნებენ ხოლმე, სკამზე ვჯდები.
არ გადის წუთი, ჩემთან პატარა გოგონა რომ მორბის. ხელში რაღაც ფურცელი უჭირავს.
-ეს შენთვისაა.-მიღიმის ბავშვურად და ფურცელს მიწოდებს. ამობეჭდილი ფოტოა. ფოტოზე გოგოა აღბეჭდილი და ის მე ვარ. ჯერ წინ ვიხედები, მერე კი უკან. არავინ ჩანს ფოტოაპარატით. ჩემი სევდა ნათლად ჩანს ფოტოზე. წრფელი ემოცია ისეა ასახული, თითქოს ეს ფოტო კი არა, რეალობა იყოსო.
-ეს ჩემთან გამოგატანეს?-ვეკითხები გოგონას.
-ხო.-თავს მიკანტურებს ის.
-ვინ?
-არ გეტყვი.-ისე იძახის, მართლა არაფერს მეტყვის. ვუღიმი და თავზე ხელს ვუსმევ. ბავშვი სასრიალოსკენ გარბის.
-ნეტავ, ვის უნდა გადაეღო?-ჩემს თავს ვეჩურჩულები.-მან ჩემი ერთი წამი მოიპარა! ეს რაში სჭირდებოდა?
ფურცელს ვატრიალებ და კუთხეში წაწერილ სიტყვებს ვკითხულობ.
''სევდა არ გიხდება!
შენ ძალიან ლამაზად იცინი...
შეყვარებამდე!
ხოდა გაიცინე!''
მეღიმება. თავს ვწევ, მაგრამ მართლა არავინ იჩენს ეჭვს. გული არაფერს ამბობს. მაშინ დუმდება, როცა მჭირდება. ფოტოს ვკეცავ და ჩანთაში ვიდებ. რაღაც უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძმნობ, რომელიც ამ პატარა, ფარატინა ფურცელიდან გადმოვიდა ჩემს ხელებში.
-შეყვარებამდე... შეყვარებამდე...-ვიმეორებ და პირის გახევამდე ვიღრიჭები.

^^^
გუშინ გამოტოვებული თავი რომ ამენაზღაურებინა, დღეს ორი ნაწილი დავდე, შემდეგი კი დასასრული იქნება.
აბა, თქვენ ხომ არ დაგჩაგრავდით :დ
ალბათ ამ ისტორიის მერე გადავიკარგები გარკვეული პერიოდით, რადგან სოფელში მივდივარ, მერე იქიდანაც სადმე წავალ, იქიდანაც და მოკლედ ჩემი პუნქტუალურობის პირობა რომ არ გავტეხო, სჯობს დასვენება და არდადეგები შევირგო :დ
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მახარებს დადებითი შეფასებები და დღესაც ველი აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობთ ამ თავებში განვითარებულ მოვლენებზე და კიდევ! ლულაბი, წითურო, შეიძლება არ არის ის, რასაც ელოდით, მაგრამ ამ ისტორიას სხვა სტილში ვწერ. მერწმუნეთ, დიალოგები მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ სადაც მისი ადგილია, იქ არის და ახლა ვერაფრის შეცვლას მოვახერხებ. შემდეგისთვის გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!
უყვარხართ სოფიკოს ძალზედ :დ



№1 სტუმარი Black

Dzalzed?:Dnwnw nu aperistob :D chemi punqtualuri sopachka tanac imdenad rom 2 tavi dade ertad da ara 1,sxva shen adgilas mxolod ert tavs dadebda,yochag,'dzalzed' kargi tavi(ebi) iyo,veli bolo da ganumeorebel dasasruls chemi sayvareli 'moderi'sagan;) <3

 


№2 სტუმარი მიკა

სოფიი მომენატრე.მხოლოდ ეს ორი თავი წავიკითხე დღეს ისიც და ძალიან მომეწონაა..აუცილებლად წავიკითხავ, სულ სხვას ველოდი სახელის მიხედვით.. შემოსასვლელად ვეღარ ვიცლიდი და გამომრჩა მაგრამ ავანაზღაურებ))

 


№3  offline მოდერი tsn

რა მაგარია.. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს მატისი ''ის'' მატისი იყო.. ყველაზე კარგი ხარ.. ♥♥

 


№4  offline მოდერი sopiko

Black
Dzalzed?:Dnwnw nu aperistob :D chemi punqtualuri sopachka tanac imdenad rom 2 tavi dade ertad da ara 1,sxva shen adgilas mxolod ert tavs dadebda,yochag,'dzalzed' kargi tavi(ebi) iyo,veli bolo da ganumeorebel dasasruls chemi sayvareli 'moderi'sagan;) <3

აფერისტობა ჩემგან შორს lol
დაქ, დაქ! დიდი მადლობა request
მიკა
სოფიი მომენატრე.მხოლოდ ეს ორი თავი წავიკითხე დღეს ისიც და ძალიან მომეწონაა..აუცილებლად წავიკითხავ, სულ სხვას ველოდი სახელის მიხედვით.. შემოსასვლელად ვეღარ ვიცლიდი და გამომრჩა მაგრამ ავანაზღაურებ))

მეც, მიკა! lol
ხო, სათაური ხშირად მოლოდინს არ ამართლებს...
ველი შენს საბოლოო შეფასებას love

tsn
რა მაგარია.. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს მატისი ''ის'' მატისი იყო.. ყველაზე კარგი ხარ.. ♥♥

გმადლობ, საყვარელო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent