შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც კონკია, არც პრინცი -10- (დასასრული)


9-07-2016, 12:22
ავტორი sopiko
ნანახია 3 163

[თავი 10]
სკამის გატოკებაზე გვერდით ვიხედები და ლოყები მყის მეფაკლება. მეორე ბოლოში მატათა ზის და თავისი სევდიანი გამოხედვით მათბობს. ცრემლებს თითებით ვიწმენდ და უნებურად ფეხზე ვდგები. ისიც იმეორებს ჩემს მოქმედებას.
-წამოდი.-მიღიმის და მე უკვე ეჭვის ნასახსაც ვეღარ ვხედავ მასში. ეს სითამამეს მმატებს. გვერდით ვუდგები და თავს მისკენ ვატრიალებ. უეცრად ნაპოვნი სიმშვიდით მე თვითონვე გაკვირვებული ვარ. ის თვალით რაღაცას მანიშნებს და წინ მიდის. მე წამიერად ვიბნევი, მაგრამ ყოყმანის მიზეზს ვერ ვხედავ და საკუთარ თავში დარწმუნებული მივყვები უკან.
ახლა მატათა ჩემთვის ის ჯადოსნური ბურთია, რომელსაც ანიმაციურ ფილმებში მთავარი გმირები მიყვებიან ხოლმე და ხსნას ეძებენ. მატათა ჩემი მხსნელია. ზოგჯერ მიდიხარ წინ და ბრუნდები უკან. იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. წარსულის აწმყოში დაბრუნება ძალიან მახარებს. მამაკაცს თავს აღარ ვარიდებ. აღარ მეშინია იმის, რომ სამუდამოდ გავბრუვდები... რომ რაღაც ძალიან სასიამოვნო დამემართება.
მატათას მანქანით სადღაც მივყავარ. ქარს მისი სურნელი ჩემკენ მოაქვს. პიტნის და გემოვებით შერჩეული ადეკოლონის. სუნამოებში კარგად ვერკვევი და სავარაუდოდ იაფფასიანია, მაგრამ ეს სურნელი ისე მათრობს, რომ ვხვდები, მისი ღირებულება ძალიან დიდია მხოლოდ იმიტომ, რომ მატათას სურნელს არის შერეული.
მახსენდება, როგორ ვარ წამოგორებული მინდორზე, მატათა კი გვირილების გვირგვინს წნის.
მოგონებების მეორე სურათში უკვე თავზე მიკეთია გვირგვინი ისე, როგორც დედოფალს.
მესამე სურათში მატათას ვეხუტები...
მეოთხეში სახლში მივდივარ და გული გაასმაგებულად მიცემს...
მერე...
მერე აწმყოში ვბრუნდები! მატათას გვერდით და საერთოდ ქრება ის ერთი ბეწო მანძილი, რაც სავარძლებს აშორებს.
მიხარია, რომ აქ ვარ!
მიხარია, რომ აქ არის!
და საერთოდ ეს წუთები მიხარია ჩემს ცხოვრებაში!
-რა იყო?-ჩამესმის ფიქრებში მატათას კითხვა.
-რა?
-ასე რატომ მიყურებ?-ცბიერად მიღიმის ის.
-გეჩვენება.-ვფხუკუნებ და ფანჯრისკენ ვიხედები.

მანქანა ერთ პატარა, თეთრ შენობასთან ჩერდება. ავტოფარეხს ჰგავს. მატათა საკეტში გასაღებს ატრიალებს და კარებს აღებს. შიგნით შევდივართ. ღამეა და რადგან შუქი არ ანთია, ბნელა. ერთადერთი რასაც ვამჩნევ, საწოლია და კედელზე ჩამოფარებული ხალიჩები. მამაკაცი ფარდებს აფარებს და ახლა უკვე არაფრის დანახვა აღარფ შემიძლია.
-რატომ ჩამოაფარე? ისედაც ხომ ბნელა...-ოთახში მხოლოდ მისი ბრჭყვიალა თვალები ანათებს, ამიტომ ადვილად ვპოულობ. მხრებზე ხელებს გაუბედავად ვადებ. ყელში რაღაც მახრჩობს. ეს შეგრძნება უჩვეულოდ სასიამოვნოა... ხრჩობა და სასიამოვნო! მგონი გავაფრინე...
-ამ ღამით ღამემაც კი ვერ უნდა დაგინახოს... მხოლოდ მე.-თავს ვერ იკავებს, ხვნეშის და შუბლს ჩემს ლავიწზე ათავსებს.
-პეპლებს ვგრძნობ, მაგრამ მუცელში არა.-ვჩურჩულებ, ხელს თმაში ვუცურებ და ნაზად დავაცოცებ თითებს მის თავზე.
-აბ...ბა?-ჩემი თითების მოძრაობაზე ისეა გადართული, რომ ენა ებმის.
-ყელში.
მატათა თავს მაღლა წევს. ერთხანს თვალმოუშორებლივ მიყურებს, თითქოს რაღაცაზე თანხმობას მთხოვს, მერე კი ტუჩებზე მეწაფება. ხელებს მთელი ძალით ვჭიმავ. სიამოვნებისგან მოდუნება არ შემიძლია. ვგრძნობ, როგორ ერთად მატყდება თავს ყველა სტიქიური მოვლენა... ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი თუ მიწისძვრა.... ვიწვი, ვკანკალებ, ფეხქვეშ მიწა იძვრის... სუნთქვას რომ ვახერხებ, ვხვდები, რომ ამით ყველაფერი კი არ დამთავრდა, არამედ დაიწყო.
-რა გავაკეთეთ?-ყველაზე სულელურ კითხვას ვსვამ, რაც ალბათ ასეთი სიტუაციაში დაუსვიათ.
-გულს მოვუსმინეთ. ახლა კი დაიძინე.-მიხუტებს და საწოლზე მიმითითებს.
ლოგინში ემბრიონის პოზაში ვწვები. მატათა საწოლის ბოლოში ჯდება და ისე მიყურებს, ჩემი ყოველი მოქმედების, ჟესტის თუ ღიმილს დანახვა რომ მოახერხოს ამ სიბნელეშიც კი.
-შენ არ დაიძინებ?-თავს ბალიშიდან ვიღებ.
-არა, შენს ძილს ვუდარაჯებ.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემ ამის ნებას, თუ ხვალ შენი ძილის მორიგე მე ვიქნები!-პირობას ვუყენებ.
-ახლა დაიძინე. მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ. შენს ტკბილ სიზმრებს არავის მივაკარებ.-ხუმრობს ის და თმაზე მეფერება.
არ მინდა ეს ბედნიერი წუთები ძილში დავკარგო, მაგრამ ემოციური დატვირთვა თავისას შვრება და მეძინება.

დილით თვალებს რომ ვახელ, სინს ვხედავ, რომელზეც ორი მაღალი ჭიქა დევს და შოკოლადის ფილა. საწოლის კიდეს ბეჭებით ვეყუდები და კარებისკენ ვაპარებ მზერას. გარედან რაღაც ხმა მესმის. ეტყობა მატათა იქაა. ჭიქას ვიღებ და მასში ჩასხმულ წითელ სითხეს ვწრუპავ, რომ გავიგო რა არის. ბროწეული! ბროწეულის წვენი! მინდა ვიკივლო, ვიყვირო, ვიმღერო, ვიცინო, მაგრამ ამ ემოციების გამოხატვაში კარის შემოღების ხმა მიშლის ხელს.
-მატათა!-აღელვებულს სიხარულის ცრემლები მომდის. ვუყურებ და არ მჯერა, რომ ჩემ გვერდითაა.
-ბროწეულის წვენს შოკოლადი ძალიან უხდება. შენს გაღვიძებას ველოდებოდი.-მპასუხობს ის და საწოლის მეორე მხარეს წვება. თავის ჭიქას იღებს და მერე შოკოლადის ფილასაც შუაზე ტეხს.-აიღე.
წვენს შოკოლადს ვაყოლებ და მართლაც, ასეთი გემრიელი ის არასდროს ყოფილა.
-ამ წვენში რაიმე ალკოჰოლია შერეული?-ვეჭვდები, ისე მესხმის თავბრუ.
-არა.-მხრებს იჩეჩს მამაკაცი.
-რა ვიცი... მე კი დამათრო.-ვკისკისებ და ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს.
დღეს აქაურობის დათვალიერება უკვე შემიძლია. კედლებზე, როგორც გუშინ შევნიშნე, ხალიჩებია ჩამოფარებული. მარტო ერთი საწოლი დგას, ტუმბო და მაგიდა. მეტი არაფერი.
-ეს რა არის?-უცებ ვიშორებ ჭიქას პირიდან რაღაც წიგნის დანახვაზე.-ძალიან მეცნობა.
წიგნს საწოლიდან ვწვდები და ვშლი. ძველი წიგნია, გახუნებული და აქერცლილი ყდა აქვს, მაგრამ ძველი დროის საოცარ სურნელს აფრქვევს. შავ-თეთრ ფოტოებზე ჩრდილებია ასახული. ჩრდილების წიგნი. წიგნი, რომლითაც მე, ბექნუ და მატათა ჩრდილების სპექტაკლს ვატარებდით.
-ღმერთო, როგორი ძველია და თან როგორი სასიამოვნო...-ფურცელს ხელის გულს ვუსმევ და სხეულში ელექტრონები მივლიან.
-გახსოვს ''ჩხიკვთა ქორწილს'' რომ ვთამაშობდით და მე ზაქარა რომ ვიყავი და შენ ქეთევანი?-იხსენებს მატათა და მხარზე მადებინებს თავს.
-ვერ დავივიწყებ ვერასდროს ვერაფერს, რაც შენ გიკავშირდება!-ვამბობ და ეს გრძნობებში გამოტყდომასაც გულისხმობს მგონი.-მოდი, ეს ხალიჩა ჩამოვხსნათ. იქნებ მზეს რომ ჩამოვეფაროთ, გამოჩნდეს ჩრდილი.
ხალიჩას ლურსმნიდან ვხსნი და სუნთქვა მავიწყდება, ჩემი ფოტოებით გავსებულ კედელს რომ ვხედავ. სანამ მატათა ჩემთვის ხელის შეშლას მოასწრებდეს მეორე ხალიჩასაც ვხსნი და აქაც იგივე მხვდება. მე... მე! მე! მე, როდესაც ვიღიმი... მე, როდესაც ვიცინი... მე, როცა ვტირი... მე, როცა მოწყენილი ვარ... მე, როცა მიხარია... როცა აღფრთოვანებული ვარ... აი, ვინ ყოფილა ის ფოტოგრაფი... აი, ვის ეკუთვნის სითბოთი აღსავსე მინაწერი...
-არ დამვიწყებიხარ, მაგრამ წლების შემდეგ შენი კიდევ ერთხელ შეცნობა მჭირდებოდა, გულში რომ დამებრუნებინე!-უკნიდან მეხვევა ის.-ევა, გთხოვ...
-რას?-გაბედნიერებული ვერ ვხვდები, რას მთხოვს.
-მინდა ისევ იმ ნაწნავებიან გოგონას ვხედავდე... წამით მაინც.
თმის სარჭს მხსნის და თმას შუაზე მიყოფს.
და რამდენიმე წუთში სარკეში რომ ვიხედები, იქიდან პატარა ევანგელია მიყურებს... ორი ბავშვური ნაწვავით, რომლებშიც დიდი მონატრება და სიყვარულია ჩაწნილი.

ჩემთვის ძალიან ნაცნობ კარებთან ვდგავარ და ველოდები, როდის დაიწყება ქარიშხალი. რაღაც ჩხაკუნის ხმაზე ვკრთები. კარი იღება და რაც თავი მახსოვს, პირველად... პირველად დგას კართან დედაჩემი.
-მამას დაუძახე!-ხმა მიკანკალდება და მატათაც უფრო მიჭერს ხელს ხელზე.
-რა გინდა, ევანგელია?-ტირილისგან თვალები ჩასიებია დედას. თავს ვერ ვპატიობ, რომ ამხელა ტკივილი მივაყენე, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჩემი უძლურება ვერ აღმოიფხვრებოდა.
-დედა, მამას დაუძახე! შემოშვებას არ გთხოვ. ვიცი, ამას მამა ღირსების შელახვას დაარქმევს.
-შემოდით!-კართან მამაც ჩნდება და ისეთ რაღაცას ამბობს, განცვიფრება საზღვრებს ცდება. მატათას ვუბრუნდები, მაინტერესებს, რას ფიქრობს ის. თვალებს ხუჭავს თანხმობის ნიშნად და მეც სახლში შევდივარ.
მამას კაბინეტი ჩაბნელებულია. დედასგან განსხვავებით მას სევდის არაფერი ეტყობა. არადა როგორ ველოდი რაიმე ცვლილებას.
-ფულს მიგცემთ, ოღონდ უნდა გაჩუმდეთ. არაფერი თქვათ, რაც იცით.-ბრძანებს მამაჩემი და მესმის, როგორ რთავს მატათა ხმის ჩამწერს. ჩემი მშობლები კი ისე ღელავენ, ეს მათ ყურთასამენას ეპარება.
-კი, მაგრამ ხალხი...
-არ მაინტერესებს ხალხი! მე მხოლოდ ეს სტატუსი მადარდებს! მე პრეზიდენტი ვარ და ვიქნები! ამისთვის დავიბადე და მუდამ ამისთვის ვიბრძოდი! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის მივიღო, რაც მინდა! ხალხზე ზრუნვას აღარ ვაპირებ...მთავარი ავტობუსის მძღოლია, მგზავრები კი არა!-ყვირის მამა და ჩემში უფრო დიდ ზიზღს იწვევს. დედა მებრალება. არ მინდა აქ დავტოვო, მაგრამ ვიცი, არ გამომყვება. ის ვერ გაძლებს იმ პირობებში ცხოვრებას, რაც წინ მელოდება.
-გასაგებია, მამა! მე კი მეგონა სულ სხვა რაღაცას მოვისმენდი შენგან... იმედი მქონდა! მშვიდობით!-ბოლოს უკვე ტირილის შეკავება აღარ შემიძლია. კაბინეტის კარებს ვგლიჯავ და გარეთ გავრბივარ. უკანასკნელად ვავლებ თვალს სახლს და ვწუხვარ, რომ ბედნიერების მოპოვებისთვის აქაურობის დატოვება აუცილებელია. ვიღაც თავისკენ მატრიალებს და გულში მიკრავს. ვერ ვხედავ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მატათაა. ბროწეულის ორი გადახლეჩილი ნაწილი შეერთდა. ჩვენ უკვე ერთნი ვართ.

-გამოაცხადებდნენ უკვე?-თვალცრემლიანი ვეკითხები მატათას და წერილს კარებთან ვდებ.
-გამოაცხადებდნენ. წავედით.-თანაგრძნობით მიღიმის მამაკაცი და მოღუნულ მკლავში ხელს მაყრევინებს.
იმ დღეს, სახლი რომ დავტოვე, ტელევიზიაში ფლეშკა მივიტანეთ, რომელზეც ჩაწერილი იყო მამაჩემის სიტყვები. საშინელებაა, როცა ჭურში ზიხარ. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე და მტერსაც კი არ ვუსურვებდი. ვინ იცის, ეს საიდუმლო მეც რომ არ გამემჟღავნებინა, შეიძლება მამას კიდევ უამრავი გამოუსწორებელი შეცდომა ჩაედინა. მას ბიზნესი ჰქონდა და ჩემს მშობლებს ყველა შემთხვევაში საკმარისზე მეტი შემოსავალი ექნებოდათ. რა თქმა უნდა, მოსმენილის შემდეგ ხალხი მხარს აღარ დაუჭერდა ნუგზარ გედევანიძეს და ისიც უპრობლემოდ გამოემშვიდობებოდა პრეზიდენტობას. შეიძლება ცოტა ხანს კიდევ ეცადა რაღაც, მაგრამ არაფერი რომ არ გამოუვიდოდა, ძველ საქმიანობას დაუბრუნდებოდა და ერთ დღესაც მიხვდებოდა, რომ ასე ცხოვრება ყველაფერს ჯობს. სახლის კარებთან წერილი დავტოვე, რომელშიც ეს ყველაფერი ეწერა და შესაძლებელია ახლა უკვე კითხულობდა მას მამა.
-მატათა, შენი აზრით ოდესმე მაპატიებენ?-კითხვას, რომელიც გულს მიღრღნის, ერთადერთ გულშემატკივარს ვუსვამ.
-გაპატიებენ. აუცილებლად გაპატიებენ.
გაძლიერებულად ვგრძნობ სიყვარულს და შემიძლია უყოყმანოდ განვაცხადო, რომ ის ჩემი წარსულის კი არა, აწმყოს და მომავლის პოტენციური მოგონებაა, რომელსაც სიბერეში ერთად ღიმილით გავიხსენებთ.
-მატათა, ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეს კონკიას ვუყურე, პრინცის მოძებნა გადავწყვიტე, შენ გიპოვე და ცალი ფეხსაცმელი იმ დღეს შენს ოთახში, კარადის უკან დავმალე.-ვუცხადებ გათამამებული და საკუთარ თავში დარწმუნებული და ცრემლებით აბრჭყვიალებული თვალებით მივჩერებივარ.
-ბედნიერი ვარ, რომ ქოში შენ დაგიბრუნე, შენ კი მე...-ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ბოლოს რასაც ვხედავ, ეს ტუჩებთან მოახლოებული მისი ბაგეებია.

[i][/i]დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
დავამთავრე ისე, როგორც თავიდანვე მქონდა გეგმაში!
ეს მგონი პირველი ისტორიაა, რომელშიც გეგმას მივყვებოდი!
იმედია ისაა, რაც გეგონათ და რასაც ელოდით... იმედია ამ დასასრულით ყველაფერი არ გავაფუჭე...
ყოველ შემთხვევაში მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ თქვენი ანუ მკითხველების აზრიც არანაკლებ მნიშვნელოვანია!
ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერდით მედექით, იგებდით ჩემი დაგვიანების მიზეზებს, აზრს მიზიარებდით და არც კრიტიკას არ მაკლებდით!
მართლა ძალზედ მეჩემიანებით... განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სულ ჩემთან ხართ, თუმცა ამ ისტორიამ ახალი მკითხველები მაჩუქა... ბლექ, ნინი, მარიამ, ელენე, ქეთი, ლულაბი, წითურო, მიკა, ნიტა, შავგვრემანო, ცირა (მგონი ''ტსნ''-ს ასე ჰქვია :დ) და კიდევ ვინც გამომრჩით... არ იცით, რამხელა სტიმული ხართ ჩემთვის!
ველი საბოლოო შეფასებებს...
მალე თბილისს დავტოვებ და შემდეგი ისტორიაც მოგვიანებით იქნება. ახლა კი ვწერ, მაგრამ ჯერ დამთავრება ადრეა და თან არდადეგებია და ცოტა უნდა გავინავარდო :დ
მოკლედ დროებით გემშვიდობებით!
და გიტოვებთ...
''უყვარხართ სოფიკოს!''



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ისევეე დაამთავრეე როგორც ველოდიიი ორიგინალურად და ძალიან თბილად ♡♡ კარგი გოგო ხარ ძალიააან .ამ ისტორიით ძალიან მასიამოვნე ♡♡♡ ბედნიერ დასვენებას გისურვებ და ყოველთვის დაველოდებიი შენნს ახალ ისტორიას ♡♡ტკბილი და ძალიან თბილიიი ხარ როგორიც შენი ისტორიაა ♡♡♡

 


№2  offline მოდერი tsn

როგორი ემოციით სავსე იყო.. ძალიან, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.. ძალიან ნომეწონა.. შენ კი სოფი, შეუდარებელი ხარ ♥♥

 


№3  offline წევრი mimimimo

სოფიო, შეუდარებელი ხარ.
ძალიან მეწყინა, რომ დამთავრდა.

იმედია ალე დაგვიბრუნდები და შენი შვებულება დიდხანს არ გასტანს. wink

წარმატებები! love

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

ძალიან,ძალიან კარგი იყო.ემოციებით დატვირთული და თბილი love ამავდროულად საინტერესო და რაღაცნაირად მოულოდნელიც იყო.ამაში ევას დედას ვგულისხმობ ,გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც სევდიანი რომ დახვდა,ცოტა მოვიწყინესვაითაც მაინც შემეცოდა.ეს თავი განსაკუთრებული იყო ნამდვილად .პატარა იყო მაგრამ რომ ვკითხულობდი ათასი ემოცია ენაცვლებოდა ჩემში ერთმანეთს.ვფიქრობ არც არის საჭირო გაწელილი ურთიერთობები,სხვა დროს ასეთ შემთხვევაში ყველას ვუწერდი ხოლმე პატარებიათქო მაგრამ ეს თავი მართლა მსუყე იყო ყველანაირად love მოცულობით პატარა ,მაგრამ უამრავი განცდით სავსე .აი,უნებურად რომ გაგაღიმებს და მერე ასე გაღიმებულმა რომ უნდა იარო ისეთი დასასრული იყო და მთლიანად ისტორიაც.ევაზე გადარეული ვარ კიდე მეე,ძალიან კარგი პერსონაჟი გყავს შექმნილი.საოცრად მომეწონა მისი ყველა ნაბიჯი და განსაკუთრებით ის ,რომ უარი თქვა იმ სიყალბეზე სადაც ცხოვრობდა.მატათაც მომწონს ძალიან.მაშინ პარკში ფოტო რომ მიუტანეს მივხვდი მატათას ნახელავი რომ იყო,მაგრამ ამდენი ფოტო თუ ქონდა ვერ წარმოვიდგენდი.აი მართლა ძალიან,ძალიან კარგი იყო. love

 


№5 სტუმარი Black

'Daq! Daq!' :D dzalian kargi gogo xar sopachka,sagol..arc axla velodebodi aset dasasruls,rogorc yoveltvis gansxvavebulad dasrulda es istoriac,imedia didi xnit ar daikargebi..warmatebebi sopachka;)

 


№6  offline მოდერი sopiko

ნიტა!
ჩემო ტკბილო გოგო, დიდი მადლობა love
შენც ასევე სასიამოვნო დასვენებას გისურვებ!
ცირა!
შეუდარებლობამდე ბევრი მიკლია, მაგრამ...
რაღაცნაირად მესიამოვნა love
გმადლობ, ცირა!
მარიამ!
სოფიო, სახელი ძალიან მიყვარს, რადგან ამ სახელით ვარ მონათლული love ამ საიტზე ასე არავის მოუმართია ჯერ ჩემთვის...
დიდი მადლობა და ხო, როგორც კი მუზები დამიბრუნდება, რასაც ცოტაოდენი დასვენება სჭირდება, დავბრუნდები!
ერთი რამ კი ვიცი, უთქვენოდ ვერ გავძლებ feel
ნინი!
გავთბი, დავტკბი, ჩავღუნღულდი love
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის...
და კიდევ... ევას და მატათას ურთიერთობა გაწელილი კი არა, სამუდამო იქნება, უბრალოდ მე მოვხაზე მოკლედ ეს გრძნობა lol
ბლექ!
ერთ ადგილას ბრუნვას აზრი ექნება? არა, ასე რომ, ყველანაირად ვცდილობ თითოეული ისტორია განსხვავებული იყოს, მიხარია, თუ გამომდის.
მისტერ უერთგულესის სტატუსს განიჭებ! request

 


№7  offline წევრი Ignifex

ახლა წავიკითხე ის თავები,რომლებიც უინტერნეტობის გამო გამომრჩა.
ძალიან გავთბი. ლამაზად წერ,მსუბუქად <3
მე მომეწონა ისტორია,სასიამოვნო წასაკითხი იყო და ყოჩაღ,სოფიკო,მართლა <3 <3

 


№8  offline მოდერი sopiko

Ignifex
ახლა წავიკითხე ის თავები,რომლებიც უინტერნეტობის გამო გამომრჩა.
ძალიან გავთბი. ლამაზად წერ,მსუბუქად <3
მე მომეწონა ისტორია,სასიამოვნო წასაკითხი იყო და ყოჩაღ,სოფიკო,მართლა <3 <3

დიდი მადლობა, ქეთი love
გელოდი და აი, გამოჩნდი!

 


№9  offline მოდერი sopiko

კუზუნა
ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

მადლობა დიდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent