შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეცხრამეტე)


9-07-2016, 18:28
ავტორი fireending
ნანახია 1 724

ლიზა პალატაში იწვა და ეძინა. ბექას მისი ხელი ეჭირა. ლიზამ თვალები გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა, ჯერ ერ მიხვდა სად იყო და წამოდგომა სცადა, მაგრამ ბექამ არ მისცა ამის საშუალება.
-არ შეიძლება შენთვის ადგომა, დაწექი.
-რა მოხდა ? აქ რატომ ვარ?
-არაფერი გახსოვს?
ლიზას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გაჩუმდა, ბოლო მოვლენები აღიდგინა გონებაში, გაიხსენა რომ ტელეფონზე დაურეკეს და შემდეგ სასაფლაოზე წავიდა. ამის გახსენებაზე ისევ ანერვიულდა,კვლავ სცადა საწოლიდან წამოდგომა, ბექამ დააწვინა.
-გთხოვ დამშვიდდი.
-რა დამემართა? საავადმყოფოში რატომ ვარ?
-გული წაგივიდა სასაფლაოზე, ძალიან იყავი აღელვებული. ლიზა, ექიმს დავუძახებ, ვეტყვი რომ გონს მოხვედი.
ექიმმა ლიზა გასინჯა და თქვა რომ ახლა ყველაფერი რიგზე იყო და ნაადრევი მშობიარობის შეჩერება შეძლეს, თუმცა მას რამდენიმე დღით მაინც მოუწევდა საავადმყოფოში დარჩენა.ლიზას ცოტა ხანში ისევ ჩაეძინა. ბექა დერეფანში გავიდა და სკამზე ჩამოჯდა. გაახსენდა ლიზა როგორი აღელვებული იყო და თანაც ხელში ბარი ეჭირა. ყველაფერი ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა, ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. ფიქრებში გართულს დათოს ხმა შემოესმა.
-ბექა, რა მოხდა? ლიზა როგორაა? რა დაემართა?
-დამშვიდდი. ახლა კარგადაა. კინაღამ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.მაგრამ საფრთხემ ჩაიარა , ახლა ლიზას ძინავს.
-კი მაგრამ, რატომ ? რა მოხდა?
-არ ვიცი დათო. ფანჯაარსთან ვიდექი და დავინახე ლიზა მანქანაში ჯდებოდა და თან ხელში ბარი ეჭირა. ანერვიულებული იყო და უკან გავყევი. მისი მშობლების საფლავის გათხრას ცდილობდა
-რას ამბობ
-არ ვიცი, ვეღარ აზროვნებდა. მამამისს ახსენებდა და იძახდა მას მოკლავენო.
-მამამისს ?
-ესე იგი ლუკა მართალია?
-რა? ლუკა რა შუაშია.
-ბექა, დამპირდი, რომ ამას რასაც ახლა გეტყვი საიდუმლოდ შეინახავ.
-კარგი.
-წამოდი გარეთ გავიდეთ, სანამ ლიზას ძინავს.
ბექა და დათო საავადმყოფოს ეზოში სკამზე ჩამოჯდნენ.
-მოკლედ, ლიზას ადრე ვირაც ურეკავდა მობილურზე და ხმას არ იღებდა. ლუკამ გადაწყვიტა გაეგო საიდან შემოდიოდა ზარი. ადგილი გაარკვია. ერთი მიტოვებული სახლია ქალაქგარეთ და ზარი იმ ადგილიდანაა დაფიქსირებული. რაც ყველაზე უცნაურია, ნომერი გავარკვიეთ და ეს ნომერი ლიზას მამის სახელზე ზურა ბაქრაძეზეა დარეგისტრირებული. გადავწყვიტეთ ეს ამბავი გაგვერკვია. ლიზას ტელეფონზე გუშინაც შევიდა ზარი, სწორედ იმ შენობიდან, მერე კი შენც იცი რა მოხდა. ეს ყველაფერი არაა. იმ მიტოვებულ შენობასთან ლუკას დაქირავებულმა ბიჭებმა მიხეილი შენიშნეს, ფოტომასალაც გვაქვს და ვიდეოც.
-მაგ კაცი. კი, მაგრამ რა ჯანდაბა უნდა, ლიზასთან რა კავშირი აქვს?
-სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობთ. ის მიხეილი ხომ იცი ადრე კობახიძე არ იყო, გიორგაძე იყო და ჩემი და ლიზას მშობლების კომპანიის მოწილე იყო. შემდეგ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მასზე ყველა ინფორმაცია წაშლილია. მიხეილს ჩიპი უნდა. სწორედ მაგიტომ ცდილობდა ირინას შემოგზავნას, მაგრამ არ გამოუვიდა
- და ახლა ალბათ ცდილობს ლიზა გამოიყენოს არა?
-სავარაუდოდ.ეჭვი გვაქვს რომ ჩიპი მარტო კომპანიის ხელში ჩასაგდებად არ ჭირდება.
-აბა , კიდევ რა ხდება? რა არის იმ ჩიპზე.
-ლუკა ფიქრობს რომ იმ ჩიპზე შეიძლება იყოს რაღაც ინფორმაცია რაც დაგვეხმარება რომ მიხეილი ვამხილოთ.ლუკა ცდილობს საიდუმლო ფაილის გახსნას.
-და ლიზას მამა რა შუაშია? რატომ ამბობდა ლიზა მოკლავენო?
-ეგ უნდა გავარკვიოთ, რაც შეიძლება მალე.
-როგორ?
-საფლავის გახსნა მოგვიწევს. გთხოვ ლიზასთან არაფერი წამოგცდეს.
-არა არაფერს ვიტყვი, მაგრამ ლიზა თვითონ ცდილობდა საფლავის გათხრას. შეიძლება რაღაც იცის.
-გავარკვევთ, მაგრამ ახლა მინდა მშვიდად იყოს.არც ნინას უთხრა. არ მინდა რომელიმე საფრთხეში ცავაგდო.
-კარგი. მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს ამბავი გავარკვიოთ.
-ვიცი ბექა. ყველაფერს გავარკვევთ და დამნაშავეებს დავსჯით.
* * *
ლიზა საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ნინა, მარიამი და ელე მასთან ყოველ დღე მიდიოდნენ. დათო წუთითაც არ ტოვებდა. თითქოს მშვიდად უნდა ყოფილიყო, გარეგნულად ასე ჩანდა, მაგრამ სულ იმ ხმაზე ფიქრობდა და ვიდეოზე, სადაც მამამისი იყო. ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.
ლიზა რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გამოწერეს. ერთ საღამოს დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.მობილურზე ზარის ხმა გაისმა. ლიზა შეკრთა და ეკრანს დახედა. ისევ დაფარული ნომერი იყო.
-გისმენთ
-ახლა ყურადღებით მომისმინე. გარეთ გამოხვალ. შენი უკანა ეზოდან სანაპიროზე.
-რატომ გგონია რომ გამოვალ? ვინ ჯანდაბა ხარ?
-გამოხვალ ... წინააღმდეგ შემთხვევაში მამაშენს მოვკლავთ. გამოდი და არ გაბედო ვინმეს რამე უთხრა.
ტელეფონი გათიშეს. ლიზა ძალიან იყო აღელვებული, ცდილობდა არ ეტირა. ჟაკეტი მოიცვა და გარეთ გავიდა.ეზოში ნინა და ბექა იჯდნენ.
-ლიზა, სადმე მიდიხარ? ჰკითხა ნინამ.
-ჰო, ცოტას გავივლი. ჰაერზე.
-გინდა გამოგყვეთ?
-არა, არა. იყავით . მე მალე მოვალ.
ლიზა საჩქაროდ წავიდა. დანიშნულების ადგილას რომ მივიდა სეამნია , რომ შავი მანქანა უახლოვდებოდა. მანქანა მის წინ გაჩერდა.იქედან ორი ნიღბიანი მამაკაცი გადმოვიდა.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. მანქანაში ჩაჯექი.
-არა. რატომ უნდა გენდოთ.
-სხვა გზა არ გაქვს. არაფერს დაგიშავებთ.
ლიზა მანქანაში ჩაჯდა. მას თვალები აუხვიეს. დიდხანს იარეს და ბოლოს მანქანა სადღაც გაჩერდა. იგრძნო, რომ შენობაში შედიოდნენ სადღაც ჩავიდნენ. ლიზას თვალებიდან სახვევი მოხსნეს. ჩაბნელებულ ოთახში იდგა, სინათლე აინთო. მის წინ გალია იდგა, სწორედ ისეთი როგორიც ზოოპარკშია, სადაც ცხოველებს ამწყვდევენ. იქ კაცი იყო დაბმული ჯაჭვებით. კაცს ნიღაბი მოხსნეს. ლიზა მიუახლოვდა გისოსებს. კაცს უყურებდა და კიდევ არ ჯეროდა, რომ მის წინ მამამისი იყო. ხმას ვერ იღებდა. აკანკალებული ხელით გისოსებს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო. ეს ნამდვილად მამამისი იყო. მისი თვალები არასდროს დაავიწყდებოდა. მამაკაცი უყურებდა ლიზას. თავლები ცრემლებით ჰქონდა სავსე , ხმას ვერც ის იღებდა. მხოლოდ ხელი შეახო ლიზას.
-მამა.
მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. მეტი აღარ შეეძლო. ემოციებისგან ეგონა გული ამოუვარდებოდა. ერთმანეთს ხელი მაგრად ჩასჭიდეს.
ლიზას ისევ იმ ორმა ნიღნიანმა მამაკაცმა ხელი მოკიდეს და ოთახიდან გამოიყვანეს.
-ნახე ლიზა? ახლა ხომ დარწმუნდი, რომ მამაშენი ცოცხალია.
-რა გინდათ. ჩვენგან რა გინდათ? აქ რატომ გყავთ?
-ხომ გინდა რომ მამა დაგიბრუნოთ? ზუსტად ერთ კვირას გაძლევთ. ჩიპი უნდა მოგვიტანო. სხვა შემთხვევაში მამაშენს მოვკლავთ და შენს ძვირფას ქმარსაც.
ლიზა აღელვებისგან შოკში იყო. ვერაფერს ამბობდა. მამაკაცებმა ისევ თვალები აუხვიეს და მის ეზოსთან ჩამოსვეს. ლიზა ვეღარც ფიქრობდა, თიქოს გაუაზრებლად აკეთებდა ყველაფერს, ვერც კი შეამჩნია ისე მივიდა სახლამდე. დერეფანში ბექა შემოხვდა და ლიზა რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა ძალიან შეეშინდა.
-ლიზა? კარგად ხარ? რა გჭირს?
ლიზას არაფერი ესმოდა. მოულოდნელად მუცელში ძლიერი ტკივილი იგრძნო. მუხლები მოეკვეთა. ბექამ ხელი შეაშველა, თორემ დაეცემოდა.
-ნინა?
-რა მოხდა? ლიზა რა გჭირს?
-დათოს დაურეკე, ლიზა საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ.
ბექამ და ნინამ ლიზა მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.
დათო თათბირზე იყო, როდესაც ნინამ დაურეკა. ლიზას ამბავი რომ გაიგო საჩქაროდ გამოვარდა და თიტქმის 10 წუთზე ნაკლებ დროსი მივიდა საავადმყოფოში. ლიზას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, სამწუხაროდ ექიმებმა ვეღარ შეძლეს ამის შეჩერება. ბავშვების მდებარეობის გამო კი იძულებულნი გახდნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. დათო ძალიან ნერვიულობდა. ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ. ლიზა ბევრ სისხლს კარგავდა.ბოლოს საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა. ყველა მისკენ გაიქცა.
-რა მოხდა, ლიზა როგორაა? ბავშვები? კითხვები მიაყარა დათომ.
-როგორც მოგეხსენებათ მდგომარეობა ძალიან რთული იყო. ნაადრევი მშობიარობა იყო, მაგრამ ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მალე პალატაში გადავიყვანთ და გილოცავთ გოგოს და ბიჭის მამა გახდით.
ამ სასიამოვნო სიტყვების მოსმენად ღირდა ამდენი ნერვიულობა. დათოს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა.
-ექიმო, ბავშვები როგორ არიან?კითხა მან ექიმს
-ბავშვები კარგად არიან , ცოტა ხნით ინკუბატორში იქნებიან, მიუხედავად იმისა რომ ნაადრევად დაიბადნენ მაინც ჯანმრთელები არიან .
-შეიძლება ვნახოთ?
-კი, მაგრამ ცოტა ხნით.
დათო ბავშვებთან მივიდა. უყურებდა ამ ორ პატარა არსებას და გრძნობდა, როგორ შეცვალეს მათ მისი ცხოვრება. ერთი სული ქონდა ორივე გულში მაგრად ჩაეკრა. კიდევ ერთხელ გახდა მამა. ნინაც ძალიან იყო გახარებული. ცრემლებს ვერ იკავებდა პატარების დანახვაზე. ლიზა პალატაში გადაიყვანეს. მასთან მხოლოდ დათო შეუშვეს. სანამ გონზე მოვიდოდა დათოს მისი ხელი ეჭირა. ლიზას თვალები გაახილა. როცა მიხვდა რომ საავადმყოფოში იყო მაშინვე მუცელზე მოიკიდა ხელი.
-დათო ბავშვები... რა დაემართათ . მე ორსულად რატომ აღარ ვარ.
-დამშვიდდი. კარგად არიან. ნაადრევი მშობიარობა დაგეწყო, მაგრამ ახლა საშიში არაფერია.
-ბავშვების ნახვა მინდა.
-ჯერ არ შეიძლება. სუსტად ხარ. მალე ნახავ.
-დათო მე ...
-გისმენ
-არა, არაფერი.
-ლიზა მითხარი რა გაწუხებს.
-არაფერი, ბავშვების ნახვა მინდა.
ყველაზე ამაღელვებელი და ბედნიერი გრძნობა აღმოჩნდა ლიზასთვის ბავშვების ხელში დაჭერა და მათი მოფერება.სწორედ მაშინ გააცნობიერა რომ უკვე დედა იყო და მის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდა.ბავშვებს სახელი ლიზამ შეურჩია, გოგოს მარიანა დაარქვა ნინას დედის სახელი, ნინა ძალიან ემოციურად შეხვდა ამ ამბავს , ცრემლებს ვერ იკავებდა. ბიჭს კი მისი გარდაცვლილი ძმის სახელი დანიელი დაარქვა.ერთი კვირა თითქმის გავიდა ბავშვების დაბადებიდან. ტყუპები ახლა კიდევ უფრო კარგად იყვნენ.დათომ კვლავ განიცადა მამობის ბედნიერება, ახლა სიცოცხლეს კიდევ უფრო დიდი აზრი მიეცა მისთვის. ლიზა მისი საყვარელი ადამიანების გვერდით იყო, მაგრამ არ შორდებოდა იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა ისინი საფრთხეში ჩავარდნილიყვნენ. სულ იმაზე ფიქრობდა, რომ მამამისი ცოცხალი იყო. ლიზას ცოტა დრო რჩებოდა, ან ჩიპი უნდა მიეტანა და დათო ყველაფერს დაკარავდა ან მამამისს მოკლავდნენ. ეს საშინელი არჩევანი იყო. ვერავის ელაპარაკებოდა. დრო ცოტა იყო დარჩენილი, გადაწყვეტილება კი სწრაფად უნდა მიეღო.
ერთ საღამოს, როდესაც ყველას ეძინა, ლიზა საწოლიდან წამოდგა და დათოს კაბინეტში შევიდა. კარგად იცოდა, რომ დათო ჩიპს სეიფში ინახავდა. სეიფის კოდიც იცოდა. გააღო და ჩიპი აიღო. სასწრაფოდ გამოვიდა კაბინეტიდან და კიბეებზე ასვლისას დათოს დაეჯახა.
-ლიზა, არ გძინავს?
-არა. წყალი მინდოდა.
-კარგი, მეც წყალს დავლევ და ამოვალ
-ჰო.
დათომ წასვლა დააპირა. მაგრამ ლიზამ შეაჩერა, კიბეზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო.
-ლიზა. რა დაგემართა?
-არ შემიძლია. მეტი აღარ შემიძლია. ამას ვერ გავაკეთებ.
-რას ვერ გააკეთებ?
ლიზამ დათოს ჩიპი დაუბრუნა და ყველაფერი უამბო რაც მოხდა.ლიზა ელოდა რომ დათო გაბრაზდებოდა.
-არაფერს იტყვი?ალბათ საშინლად ხარ გაბრაზებული ჩემზე , მაგრამ ...
-არა, არ ვარ გაბრაზებული, მე შენი მესმის ლიზა. არც კი ვიცი რა ვთქვა... ლუკა მართალი იყო. ჩვენ ეჭვი გვქონდა
-რა ეჭვი?
-დიდი ხანია შენს მობილურზე შემოსულ ზარებს ვაკვირდებით.
-რა? მერე?
დათომ ყველაფერი უამბო.
-მე რატომ არ მითხარით ამდენი ხანი?
-არ შეგვეძლო. შენს ჯანმრთელობაზეც ხომ უნდა გვეფიქრა.
-ახლა რა უნდა ვქნა?ისინი მამაჩემს მოკლავენ თუ ჩიპს არ მივუტან, მაგრამ თუ ჩიპს მივუტან შენ დაგაზარალებ.
-ჩიპი უნდა წაუღო.
-რა?
-მიხეილს ჩიპი უნდა და მიიღებს. ეს ჩიპის ასლია, ორიგინალი მე მაქვს. ლუკამ საიდუმლო ფაილი გახსნა. იქ მიხეილზე ყველაფერია. პოლიციას გადავეცით და დაიჭერენ, მაგრამ ჩვენ გვინდა ფაქტზე წაასწრონ. მამაშენსაც გადავარჩენთ.
-ეს ყველაფერი როდის დაგეგმეთ. მე კი არაფერი ვიცოდი. კი მაგრამ დარწმუნებულები ხართ რომ ყველაფერი გამოვა? ხვალ უნდათ ჩიპი.
-ყველაფერი გამოვა. არ ინერვიულო. იმ არაკაცს სამუდამოდ ჩასვამენ ციხეში.
-მამაჩემი სად ყავთ როგორ გავიგებთ? მე თვალები ახვეული მქონდა როცა წამიყვანეს. მაგრამ შორი გზა იყო, ეგ მახსოვს დაკიდევ რაღაც შენობაში შემიყვანეს და მერე კიბეებზე ჩამიყვანეს, სავარაუდოდ სარდაფში.
-კიდევ გახსოვს რამე?
-არ ვიცი... ჰო თვითმფრინავის ხმა, ძალიან ახლოდან.
-აეროპორტი, სწორედ იმ ტერიტორიაზე მდგარი მიტოვებული შენობიდან იყო დაფიქსირებული ზარი. უნდა შევამოწმო ის შენობა.
-არა, იქ რომ წახვიდე შეიძლება მოგკლან თუ მართლა ის შენობაა.
-მარტო არ წავალ.
-მეც წამოვალ.
-არა, გაგიჟდი. ნუ გეშინია. არაფერი მოხდება.
დათომ სასწრაფოდ ჩაიცვა, თავის დაცვას დაურეკა და წავიდა. ლიზა ძალიან ნერვიულობდა. დათოს მოსვლამდე ეზოში იდგა. როდესაც დათოს მანქანა დაინახა ჭიშკართან დაწყნარდა.მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ლიზა, აქ რატომ დგახარ? გაიყინები.
-იპოვეთ რამე?
-იმ შენობაში იატაკში კარია, ძველი ხალიჩაა ზემოდან დაფარებული. ბოქლომი ადევს.
-ალბათ ის ადგილია სადაც ჩამიყვანეს.
-მეც ასე ვფიქრობ. პოლიცია გაფრთხილებულია. ხვალ შენ გადასცემ მათ ჩიპს. ჩვენ ჩუმად გამოგყვებით და მიხეილს ფაქტზე დავიჭერთ.
-დამპალი. რა უნდაჩვენგან.მამჩემს ასე რატომ მოექცა, მამაჩემთან დალაპარაკების საშუალება არ მომცეს.
-ყველაფერი გაირკვევა.
-იმედია, ყველაფერი ისე წავა როგორც დაგეგმილია.
* * *
მეორე დღეს ლიზას მთელი დღე მობილურს უყურებდა. ნაშუადღევს ზარის ხმა გაისმა.
-აბა, რა გადაწყვიტე. მოვკლათ მამაშენი თუ მოგვიტან ჩიპს.
-ხელი არ ახლოთ დამპლებო. ჩიპს მოგიტანთ. სად მოვიდე?
-ჭკვიანი გოგო ხარ. ისევ იმ სანაპიროზე დაგველოდე. ამჯერადაც მარტო. იმედია სისულელეს არ გააკეთებ და ვინმეს არ ეტყვი
მობილური გათიშეს. ლიზამ მის გვერდით მჯდარ დათოს, ლუკას და ბექას გადახედა
-მე მზად ვარ. ისევ იმ სანაპიროზე უნდა შემხვდნენ.
-კარგი. ჩვენ და გადაცმული პოლიციელები გამოგყვებით. უთხრა ლუკამ.
-შენ მთავარია არ ინერვიულო. უთხრა დათომ.
-დათო, მე თუ რამე მომივა ბავშვებს შენ...
-ეგ მეორედ აღარ თქვა. შენ არაფერი დაგემართება ... სიტყვა გააწყვეტინა დათომ.
ლიზა სანაპიროზე მივიდა, შავი მანქანაც მალე გამოჩნდა .
-მოიტანე?
-აი გამომართვით.ახლა კი მამაჩემი გამოუშვით.
ნიღბიანმა კაცმა ლიზას ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა. დათომ ეს რომ დაინახა მანქანიდან გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ ლუკამ შეაჩერა.
-დათო, გაჩერდი. ასე კვალს დავკარგავთ და შეიძლება ლიზას რამე დაუშაონ ან საერთოდ სხვაგან წაიყვანონ.
-ჰო , ლუკა, მაგრამ იმათ ხელში დატოვება არ შემიძლია.
-ცოტა უნდა მოვითმინოთ.
პოლიციის მანქანები შავ ჯიპს აედევნენ. ჯიპი, როგორც დათო ვარაუდობდა , სწორედ იმ მიტოვებულ შენობასთან გაჩერდა. ლიზა მანქანიდან გადმოიყვანეს და შიგნით შეიყვანეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent