შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეთხუთმეტე)


25-06-2016, 20:57
ავტორი fireending
ნანახია 2 033

ნინას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ლიზა და მამამისი ერთად შემოვიდნენ სახლში. ის ლიზასთან მივიდა და ჩაეხუტა.
-ლიზა, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ დაბრუნდი
-მეც, ჩემო საყვარელო
-მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება . არავის მივცემ უფლებას ოჯახური სიმყუდროვე დაგვირღვიოს. თქვა დათომ და ცოლს და ქალიშვილს მოეხვია.
* * *
-შერიგდნენ. სამუდამოდ დავკარგე . მისვლა ვერ გავბედე . ვუყურებდი , როგორც იჯდა სანაპიროზე.
-ბექა, არ გინდა. შენც ხომ იცი რომ ასე მოხდებოდა. მათ ერთმანეთი უყვართ.უთხრა ლუკამ
-რა მოხდებოდა. რა მოხდებოდა რომ სულელურად არ მოვქცეულიყავი და არ დამეკარგა ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული . გვიან მივხვდი თუ რას ნიშნავს ჩემთვის ლიზა. უკვე გვიანია. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რას ნიშნავს სიტყვა ნეტა.
-ბექა. რაც მოხდა იმას ვეღარ შეცვლი . ყველაფერი დასრულდა. ჯობია შეეგუო ამას.
-სათქმელად ადვილია ... მართალია. მე ზედმეტი ვარ , მე რომ არა ეს ამბავი არც მოხდებოდა. დათოსაც ვერ ჩავხედავ თვალებში. ჩემს გამო , ყველაფერი ჩემს გამო მოხდა. კარგია, რომ ლიზასთან არ მივედი დღეს, ვერ შევძელი მისი დაფასება. ნეტა მოვკვდებოდე.
-გაგიჟდი , თავს ნუ იკლავ , დაჯექი და დაწყნარდი.არ შემიძლია შენი ასეთ დღეში დანახვა. შენ კარგი ადამიანი ხარ, რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ შეძლებ და ცხოვრებას გააგრძელებ. შენ გვერდით მიგულე. ოღონდ დამპირდი რომ ლიზაზე ფიქრს თავს დაანებებ, ის ჩემთვის დასავითაა არ მინდა ცხოვრება კიდევ აერიოს.
-გპირდები ლუკა, გპირდები. საერთოდ გავქრები . ვიცი დათოსაც არ ენდომება ჩემი ნახვა და არც ვამტყუნებ.
-დათო კარგი კაცია, ის ხვდება რომ არც შენ და არც ლიზა დამნაშავეები არ ხართ. წარსული წარსულში უნდა დარჩეს
ბექა ფანჯარასთან იდგა, მობრუნდა რომ სავარძელში დამჯდარიყო , მაგრა წონასწორობა დაკარგა და მუხლებზე დაეცა. ვეღარ სუნთქავდა,ასთმის შეტევა ეწყებოდა.
-რა დაგემართა. ბექა, ბექა...
ბექა ცოტათი გამოფხიზლდა, ლუკამ ის მანქანამდე მიიყვანა ჩასვა და საავადმყოფოსკენ წავიდა. ბექა ძალიან ცუდად იყო, თითქმის შეწყვიტა სუნთქვა , გონებას კარგავდა.
* * *
ლიზამ მთელი ღამე ვერ დაიძინა, მუცელი საშინლად ტკიოდა, იძულებული გახდა ამდგარიყო. დათოსაც გაეღვიძა.
-კარგად ხარ ლიზა?
-არ ვიცი.
-რა მოხდა ?
-მუცელი საშინლად მტკივა.
-რა?
დათო შეშინებული წამოვარდა საწოლიდან სინათლე აანთო და ლიზასთან მივიდა.
-ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. თქვა დათომ და შარვალი ამოიცვა.
ლიზამ წამოდგომა დააპირა, მაგრამ ტკივილისგან მუხლები მოეკვეთა და იძულებული გახდა ისევ საწოლზე დამჯდარიყო.დათომ ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანა. საბედნიეროდ საშიში არაფერი აღმოჩნდა. ექიმი პალატიდან გამოვიდა და დათოსთან მივიდა.
-ხომ კარგადაა ყველაფერი?
-კი, დამშვიდდით. ახლა ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ეცადეთ ლიზა მშვიდად იყოს, ნერვიულობა სახიფათოა როგორც დედისთვის, ისევე ბავშვებისათვის. წამლები უკვე გამოვუწერე.
-მოიცა... ბავშვები? ჰკითხა ექმის გაკვირვებულმა დათომ.
-დიახ, თქვენ ტყუპების მამა გახდებით .
-რას ამბობთ. რა მაგარია. რა კარგი ამბავი გვითხარით . შეიძლება ლიზა ვნახო.
-რა თქმა უნდა, მაგრამ არ გადაღალოთ, ამაღამ ჯობია აქ დარჩეს, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ.
გახარებული დათო ლიზასთან შევიდა და მოეხვია.
-ლიზა, გაიგე? თურმე ტყუპები გვეყოლება.
-კი. ძალიან მიხარია.
-მეც, ვერ წარმოიდგენ როგორი გახარებული ვარ.
ამდენი უსიამოვნო ამბების შემდგე ორივე ძალიან გახარებული იყო. ლიზას მალე ჩაეძინა.პალატის კარი ღია იყო, დათომ დერეფანში ლუკას მოკრა თვალი, რომელიც ნერვიულად სცემდა ბოლთას. ის გარეთ გავიდა და ლუკას მიესალმა.
-ლუკა, მშვიდობაა? რა ხდება?
-ბექა ცუდად გახდა. ასთმის შეტევა ქონდა.
-რა? ახლა როგორაა> სადაა?
-რეანიმაციაშია. ძლიერი შეტევა ქონდა, მაგრამ ახლა მდგომარეობა სტაბილურია.
-როდის დაემართა?
-ამ საღამოს. მოიცა, შენ რატომ ხარ აქ ?
-ლიზა გახდა ცუდად .
-რა დაემართა? როგორაა ახლა?
-ახლა კარგადაა, საბედნიეროდ სერიოზული არაფერია.ექმიმმა სასიხარულო ამბავიც გვაცნობა. ტყუპები გვეყოლება.
-გილოცავთ . რა მაგარია. ლიზას ნახვა შეიძლება?
-ახლა გამოვედი პალატიდან, ეძინა. ამაღამ აქ დარჩება. ხვალ სახლში წავიყვან. ლუკა , ბექას შესახებ მინდა ექიმს დაველაპარაკო.
-წამოდი მიგიყვან.
* * *
დილით ლიზა და დათო სახლში დაბრუნდნენ. დათომ ლიზა ოთახში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა. ოთახში ნინა შემოვიდა.
-ლიზა. როგორ ხარ . ძალიან ვინერვიულე. ხომ კარგად ხარ ?
-კი ნიინ კარგად ვარ, საშიში არაფერია. მეც და ბავშვებიც კარგად ვართ.
-ბავშვები?
-ჰო. ლიზა ტყუპებს ელოდება, ღიმილით უთხრა დათომ
ნინა ძალიან გახარებული იყო, ლიზასთან მივიდა და მოეხვია.
-ყოველთვის მინდოდა რომ და ან ძმა მყოლოდა , ახლა ორივე მეყოლება. ვერ წარმოიდგენ როგორი გახარებული ვარ.
-მეც ძალიან მიხარია ნინა. უთხრა დათომ.
-ნეტავ გოგონები არიან თუ ბიჭები? თუ გოგო და ბიჭი. როგორ მაინტერესებს.
-ჯერ ადრეა სქესის გაგება. ღიმილით უთხრა ლიზამ .
-ლიზა, მე საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე.
-კარგი
-საავადმყოფოში ? რა ხდება ?
-ბექა გახდა ცუდად, ასთმის ძლიერი შეტევა ჰქონდა
-ახლა როგორაა?
-წუხელ პალატაში გადაიყვანეს. გონზე ჯერ არ მოსულა. დღეს წავალ და გავიგებ მის მდგომარეობას.
-მეც წამოვალ, მაგრამ ლიზას მარტო დატოვა არ მინდა.
-წადი საყვარელო. მარტო არ ვიქნები, ლუკა მოვა ჩემთან.გამაგებინეთ ბექას ამბავი.
-კარგი. უთხრა დათომ ცოლს . აკოცა და ნინასთან ერთად წასასვლელად მოემზადა.
* * *
ბექა გონს მოვიდა. თვალები გაახილა, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვნად ხედავდა. ცოტა ხანში მიხვდა რომ საავადმყოფოში იყო, ირგვლივ მიმოიხედა, მის გვერდით ნინა და დათო იჯდნენ, ნინას მისი ხელი ხელში ეჭირა.
-მე... აქ რა მინდა? რა დამემართა?
-ასთმის შეტევა გქონდა, მაგრამ ნუ გეშინია, კარგად იქნები. უთხრა ნინამ.
-ნინა მართალია.მალე გამოჯანმრთელდები
-დათო... მაპატიე . ბექამ წამოდგომა სცადა, მაგრამ დათომ შეაჩერა.
-დამშვიდდი. ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. წარსულს მნიშვნელობა აღარ აქვს.
-ძალიან მრცხვენია. ვიცი , რომ არ უნდა დაგვემალა...
-რაც იყო იყო. მე ნაწყენი აღარ ვარ . დამშვიდდი. ნერვიულობა არ შეიძლება შენთვის. წავალ ექმის დავუძახებ, ვეტყვი რომ გონს მოხვედი.
დათო ოთახიდან გავიდა. ბექა წამოდგომას ცდილობდა. ნინა მიეხმარა და ბალიში გაუსწორა. ბექამ მისი ხელი დაიჭირა.
-ნინა, მადლობა რომ არ დამტოვეთ.
-რას ამბობ , ხომ იცი ყველას როგორ გვიყვარხარ.
-ჩემო პატარა.ბექა ლოყაზე მოეფერა ნინას.
-მალე გამოჯანმრთელდი რა ... მენატრება ძველი ბექა, რომელიც სისხლს მიშრობდა.
-ნუ გეშინია, ისევ მოგაბეზრებ თავს. ცხვირზე უჩქმიტა ნინას.
-დაიწყო. ისევ . ჰო მართლა, ძალიან მაგარი ახალი ამბავი მაქვს. ლიზას ტყუპები ეყოლება. ძალიან ვარ გახარებული.
-მართლა? გილოცავ.
პალატაში ექიმი შემოვიდა, ბექა გასინჯა და თქვა რომ რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება პაციენტი საავადმყოფოდან გავწეროთო.ნინას მობილურზე მესიჯი მოუვიდა.
-ბექა, თუ არ გეწყინება წავალ. ისევ შემოგივლი. მარიამმა და ელემ მომწერეს და თან დიდი ხანია არ მინახავს.
-კარგი ნიინ.
ნინა ბექას დაემშვიდობა და გოგონებთან შესახვედრათ კაფეში წავიდა. ელეს და მარიამს ძალიან გაუხარდათ ნინას დანახვა, მომხდარი ამბების გამო შეხვედრა ვერ მოახერხეს.
-ნინა, ძალიან ვწუხვარ იმ ამბების გამო. იმედია ყველაფერი დალაგდა.
-მადლობა ელე. კი ყველაფერი კარგადაა. სისულელებზე ნერვიულობაში დროს არ დავკარგავთ.
-მართალია. მთვარაია ,რომ ახლა კარგადაა ყველაფერი. თქვა მარიამმა.
-ნამდვილად. მოდი არ გვინდა უსიამოვნო ამბებზე საუბარი. მითხარით ბანკეტის საქმე როგორაა ?
-თითქმის ყველაფერი მოგვარებულია. შენ ხომ წამოხვალ ?
-რავი ელე...
-რა რავი ... აუცილებლად უნდა წამოხვიდე. უშენოდ უაზრობა იქნება.
-ჰო რა, გთხოვ წამოდი. ელეს მხარი აუბა მარიამმაც.
-კარგი. ბოლოს და ბოლოს სკოლას ვამთავრებთ. ეროვნულ გამოცდებზე ძალიან ვნერვიულობ .
-უჰ , რა განერვიულებს. საერთოდ არაფერია. უთხრა მარიამმა.
-შენთვის კი, მაგრამ ხომ იცი უნარების ცოტა მეშინია.
-მე საერთოდ არ ვნერვიულობ, ვიცი ვერცერთს ჩავაბარებ. თქვა ელემ.
-ჩავაბარებთ და წინასწარ არ ღირს . არც მერე.
-ჰო, მარი მართალი ხარ... ნინას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ კაფეში ირინას და მის მოსამსახურეს ეკას მოკრა თვალი.
-ფუ ეს ორი დამპალი ძუკნა. თავისდა უნებურად წარმოთქვა ნინამ.
-რა მოხდა?
-ახლავე მოვალ.
ნინამ მობილური აიღო და ირინას და ეკას ფოტო ჩუმად გადაუღო, შემდეგ ისევ გოგონებთან დაბრუნდა.
-ნიინ რა მოხდა? კითხა ელემ.
-ეკას ბრალია იმ სტატიის დაბეჭდვა. ახლა უკვე დავრწმუნდი. ამ საღამოს ყველაფრისთვის ვაზღვევინებ.
-კი, მაგრამ ეს რატომ გააკეთა?
-არ ვიცი მარი და არც მაინტერესებს. ყველაფრისთვის გადავუხდი სამაგიეროს. წავიდეთ რა.
* * *
ლუკა, ლიზასთან ერთად იყო ოთახში.
-ბექა როგორაა?
-რომ წამოვედი არაუშავდა. იმედია გამოსწორდება მდგომარეობა. ძალიან იყო აღელვებული.
-იმედია კარგად იქნება.მართალია უთანხმოება გვქონდა, მაგრამ მართლა არ მინდა რამე დაემართოს.
-საკუთარ თავს იდანაშაულებდა ყველაფერში.
-ყველაფერი იმ ქაჯი ქალის ბრალია.
ლიზას მობილურმა დარეკა
-გისმენთ ...
ხმას არავინ იღებდა.
-ლუკა...
-რა მოხდა?
ლიზამ სიტყვის თქმაც ვერ შეძლო და ატირდა.
-ლუკა, ისევ არავინ იღებს ხმას, ჩემგან რა უნდათ.
-დამშვიდი საყვარელო, დამშვიდდი. არ ინერვიულო. იქნებ ვიღაც იდიოტი ჟურნალისტია. არ ინერვიულო. ყველაფერს გავარკვევ.
ლუკა ლიზას ჩაეხუტა და ამშვიდებდა. დათო ოთახში შემოვიდა.
-რა მოხდა? შენ რა ტირი?
-ტელეფონზე ისევ ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებს.
დათოს ლიზასთან მივიდა და ჩაეხუტა.
-შენ არ ინერვიულო. ვიღაც ცუდად ხუმრობს.
-მეც მაგას ვეუბნები . თქვა ლუკამ.
-გული ცუდს მიგრძნობს.
-ნუ გეშინია.
დათომ და ლუკამ როგორც იქნა დაამშვიდეს და მალევე ჩაეძინა.
-დათო ერთი წუთით გავიდეთ, რაღაც მინდა გითხრა.
-მოხდა რამე? გავიდეთ.
დათო და ლუკა ოთახიდან გავიდნენ.
-გისმენ
-ლიზას ადრეც ურეკავდა ვიღაც მობილურზე, დაფარული ნომრით. ვცადე გამერკვია ზარი საიდან იყო და სიგნალი დაფიქსირებულია ქალაქის გარეუბნიდან.
-კერძოდ რა ადგილია.
-მიტოვებული შენობაა. იქ ვიყავი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.
-რა უნდა ხდებოდეს.
-არ ვიცი. ჩემი ბიჭები სათვალთვალოდ დავაყენე იქ. თუმცა ჯერ არაფერი და არავინ შეუნიშნავთ.
-ლუკა, ლიზამ არაფერი უნდა გაიგოს. არ მინდა ინერვიულოს. მე მითხარი თუ რამე გაირკვევა.
-კიდევ ერთი რაღაც არის... არ ვიცი ძალიან უცნაურია, მაგრამ ... მოკლედ შევძელით ნომრის გარკვევაც
-მერე?
-ზურა ბაქრაძის სახელზეა დარეგისტრირებული.
-რა? რას ამბობ ? ლიზას მამა?
-ჰო.
კიბეებზე ნინა ამოვიდა, ამიტომ იძულებული გახდნენ საუბარი შეეწყვიტათ.ლუკა ნინას მიესალმა და შემდეგ წავიდა.
-მამა, ეკა სახლშია ?
-არ ვიცი.
-კარგი, სამზარეულოში ჩავალ და ვნახავ.
-მოხდა რამე?
-კი, მოხდა . აბა თუ გამოიცნობ ვინ მისცა ფოტოები ირინას .
-რა? ადრევე უნდა გამეგდო სახლიდან.
-ნამდვილად . ახლა ნახავს რაც მოუვა.
-კი მაგრამ შენ საიდან გაიგე?
-როცა ირინას ელაპარაკებოდა ტელეფონზე გავიგონე. აი ისიც... ეკა
-ჰო ნინა?
-სად იყავი? გეძებდი.
-მე, მაღაზიაში ვიყავი, პროდუქტების საყიდლად.
-მართლა?
-ჰო.
-თუ შეიძლება შენი მობილური მომაწოდე.
-რად გინდა?
-დროზე მომეცი.
ეკა იძულებული გახდა ტელეფონი ნინასთვის მიეცა, ნინამ იპოვა მისი და ბექას ფოტო ეკას ტელეფონში, რომელიც ირინასთვის ჰქონდა გაგზავნილი.
-ხედავ მამა? შენ ნამუსი გაქვს საერთოდ? რა დაგიშავეთ ასე უგულოთ რატომ მოგვექეცი?
-რა? რას მაბრალებ?
-კიდევ მე გაბრალებ რამეს ?იქნებ ისიც უარყო რომ დღეს ირინას შეხვდი. ალბათ რაღაც საძაგლობას გეგმავდით, მაგრამ უკაცრავად,ჩაგიშალეთ თქვენი ბინძური გეგმები.
ნინას ყვირილზე ნუკა და ლონდაც გამოვიდნენ. ეკა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ნინამ დათოს კაფეში გადაღებული ფოტო აჩვენა. დათო აქამდე ჩუმად იყო, ბოლოს სიჩუმე დაარღვია.
-ეკა, მე შენ ბევრი რამე გაპატიე, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტზე მეტისმეტია. ჯობია სასწრაფოდ მოცილდე აქედან და ამ სახლს და არც ჩემს ოჯახს ახლოს აღარ გაეკარო.
-გთხოვთ არ გამაგდოთ.
-ენა ჩაიგდე, მოღალატე ხარ , ამდენი წელია ჩვენთან ცხოვრობ, მამაჩემის თვალწინ გაიზარდე. ოჯახის წევრივით მიგიღეთ, შენ კი რა გააკეთე.
ნინამ ვეღარ მოითმინა და ეკას სახეში გაარტყა. დათომ დროზე შეაჩერა თორემ ალბათ ცემით მოკლავდა. ეკა სახლიდან გააგდეს.ნინა ძალიან იყო აღელვებული.
* * *
ამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა. ბექაც უკეთ გრძნობდა თავს და საავადმყოფოდან გამოწერეს. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. ლიზა და ნინა მარიამთან და ელესთან ერთად აივანზე იჯდნენ და კაბების ფოტოების ათვალიერებდნენ საბანკეტოდ.
-ლიზა, ჩემი მეწყვილე არ იქნება ბანკეტზე. უთხრა ნინამ?
-რა? რატომ
-ფეხი მოიტეხა ახლა გამაგებინეს. აუ მეწყვილის გარეშე დავრჩი
-გამოჩნდება სხვა ვინმე
-ვინ ? ყველას ყავს მეწყვილე მე კი ... ბედი არ მაქვს რა .
აივანზე ბექაც გამოვიდა. გოგონებს მათი დანახვა ძალიან გაუხარდა. ბექამ გოგონები გადაკოცნა და მოიკითხა.
-რა კარგი რომ გამოჯანმრთელდი.
-მადლობა ელე. ბანკეტისთვის ემზადებით.
-ჰო. ყველაფერი მზადაა თითქმის, მაგრამ ნინას მეწყვილე არ ყავს. უპასუხა ლიზამ.
-დარჩი მარტო ?
-ახლა შენი დაცინვაღა მაკლდა. წადი დაბრუნდი ოთახში.
-არ დაგცინი საერთოდ.
-ჰო აბა.
-იცი რას ვფიქრობ? ბექა უკვე კარგადაა, იქნებ ის იყოს შენი მეწყვილე. შესთავაზა ლიზამ.
-რა? მე?
-რა? ეს? არაა.
-აბა მარტო ხომ არ წახვალ?
-მართალია. სიამოვნებით წამოგყვები.
ნინა არ იმჩნევდა, მაგრამ სიხარულისგან უნდოდა ეყვირა. ბექა მის გევრდით იქნებოდა.მუცელში თითქოს ერთად ათასმა პეპელამ დაიწყო ფრენა. ძალიან გახარებული იყო. ბექა ცოტა ხანი იჯდა გოგონებთან, მაგრამ საღამოს ცოტა აცივდა და სახლში შევიდა. ნინამ ელე და მარიამი გააცილა, ლიზა სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც ბექა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-კარგია, რომ ნინას ბანკეტზე წაყვები.
-ჰო. ხომ იცი, ძალიან მიყვარს და არ მინდოდა მისი ასეთ დღეს მარტო დატოვება.
-ძალიან კარგი.
ცოტა ხანს ორივე ჩუმად იჯდა.სიჩუმე ამჯერად ბექამ დაარღვია.
-ლიზა. შენთან მინდოდა ლაპარაკი. რაც მოხდა იმის გამო ძალიან ვწუხვარ. ჩემი სისულელის ბრალია ყველაფერი.
-არ გინდა. თავს ნუ იდანაშაულებ. რაც მოხდა მოხდა. ვერაფერს შევცვლით.
-ნეტა შემეძლოს წარსულში დაბრუნება. არ დაგკარგავდი. ახლა კი სრულიად ცარიელი ვარ. ნეტავ მოვმკვდარიყავი.
-გთხოვ გაჩერდი. სისულელეს ნნუ ამბობ. ყველაფერი კარგად იქნება. წარსულს შეეშვი, გთხოვ.
-ძალიან ვარ შეყვარებული, უიმედოდ და ეს მკლავს, მანადგურებს. შენიც და დათოსიც მრცხვენია
დათო დერეფანში იდგა როდესაც ბექამ ბოლო ფრაზა თქვა. უნდოდა მაშინვე შესულიყო, მაგრამ თავი შეიკავა . ეზოში გავიდა. ცოტა დაწყნარდა და შემდეგ შევიდა სახლში. ბექა უკვე თავის ოთახში იყო ასული. სასტუმრო ოთახში მარტო ლიზა იჯდა.
-ლიზა
-დათო, მოხვედი?
-ჰო
-მოხდა რამე?
-შენი და ბექას საუბარს მოვკარი ყური.
-რა? რა საუბარს?
-გავიგონე ბექამ თქვა შეყვარებული ვარო.
-იმედი მაქვს არ ფიქრობ რომ ეს ფრაზა მე მეკუთვნოდა.
-აბა გინდა დავიჯერო, რომ ირნა უყვარს? ლიზა ჯობია შენ თვითონ მითხრა სიმართლე.
-მას ნინა უყვარს.
-რა?
დათო გაჩერდა და სიტყვა ვეღარ თქვა...
-ნინა?
-ჰო... ნინა... შენიც ამიტომ ერიდება.
-მაპატიე უნდა გავიდე. ცოტა გონზე მოსვლა მჭირდება.
-ხომ კარგად ხარ?
-კი, კი.
* * *
-რა? ნინა? ლიზა ეს რამ გათქმევინა?
-ბექა, სხვა გზა არ მქონდა. თანაც ნინას ძალიან უყვარხარ. შენ ახლა გვერდით სუფთა, პატიოსანი ადამიანი გჭირდება. ირინასგან განსხვავებული რომ წარსული დაგავიწყოს. ნინა კი მჯერა, რომ გაგაბედნიერებს.
-ლიზა, შენ იცი რომ ძალიან მიყვარს ნინა, მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ , მაგრამ მისთვის სხვა თვალით არასდროს შემიხედავს.
-მას კი უყვარხარ. ძალიან უყვარხარ . შენც შეგიყვარდება.
ბექა ვერც კი წარმოიდგენდა თუ ნინას ის უყვარდა. მას საერთოდ არეულობა გამოიწვია მის ცხოვრებაში. ბექასთვის მხოლოდ ერთადერთი სიყვარული არსებობდა, ეს ლიზა იყო, მაგრამ ეს იყო უბრალოდ მიუწვდომელი, აუხდენელი ნატვრა, რომელსაც ისე უნდა მორიდებოდა, როგორც ხანძარს.
-შენს გარდა ვინ უნდა შემიყვარდეს. მე ისედაც განწირული ვარ. ნინას გულს არ ვატკენ.
-ჰო, ეს სწორი გადაწყვეტილებაა შენთვისაც ჩემთვისაც და ნინასთვისაც. მას მთელი გულით უყვარხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent