შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (ნაწილი მეორე)


10-07-2016, 00:57
ავტორი sophiaa
ნანახია 2 509

სახლში აკანკალებული მივედი. ასე მეგონა გული ამომვარდებოდა. რატომ შევხვდი ამდენი წლის მერე? სასწრაფოდ ელეს ნომერი ავკრიფე
-ელე, ელე ვნახე. მე ის ვნახე
ცრემლებმა ჩემს სახეზე გზა გაიკვლიეს.
-ჩემო პატარა გოგო ეხლავე წამოვალ შენთან.
ისე ცუდად იყავი შეიძლება გული წამსვლოდა. მხოლოდ ერთი რამე მინდოდა. დალევა! სამზარეულოში შევედი და კარადიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სასმელი გამოვიღე. ნახევარი ბოთლი იმ წამსვე დავლიე.
-ნუცა! ნუცა სად ხარ?
-აქ ვარ ელენე, სამზარეულოში
საშინელი სანახავი ვიყავი. თმა გაწეეილი, ნამტირალევი ვიჯექი სამზარეულოს იატაკზე და ვისკს ვსვავდი.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ? აი გალოთებაღა გაკლდა
-ელენე მე... მე ის ვნახე
-დამშვიდდი და მეც დამისხი
ალბათ 5საათი მაინც ვსვავდით გადაბმულად ბოლოს არც ერთი აღარ ვიყავით აზრზე.
-ელენე ერთი მაგარი აზრი მაქ გამომყევი
ჩემს ოთახში ავედი. ბავშვობის დღიურში ძველი წერილის ძებნა დავიწყე. ძლივს ვიპოვე
-აი ელენიკო ეხლა მე და შენ ამ წერილს ბატონ ბენე რამიშვილს გავუგზავნით
-ეეე მაგარი იდეაა
ჩემი სახლიდან ბენეს სახლამდე მხოლოდ ორი ქუჩა იყო. სწრაფად წავედით მე და ელენე. ბენეს კარებთან წერილი დავდეთ სწრაფად დავრეკეთ ზარი და გავიქეცით
-აუუუ ნუცა ბავშვობა გამახსენდა
-ნეტა რა რეაქცია ექნება რომ წაიკითხავს?

„ბენე რამიშვილის თვალით“
კარები რომ გავაღე არავინ არ დამხვდა
-ვიღაც იდიოტი მაიმუნობს უეჭველი
სანამ კარებს მივხურავდი კონვერტი დავინახე. გარედან წარწერა ქონდა „მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ ბიჭს, ლექსო რამიშვილს“. ვაუუ საინტერესოა ვინ ფიქრობს ჩემზე ასე. წერილის წაკითვა დავიწყე
„ შეიძლება ეს წერილი ვერც ვერასდროს წაიკითხო, შეიძლება ვერ ვერასდროს შევხვდეთ, მაგრამ მე მინდა ასე შორიდან მაინც მოგილოცო დაბადების დღე. მინდა ყოველთვის ბედნიერი და წარმატებული იყი. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ერთად და სად იქნები. მთავარია ბედნიერი და ჯანმრთელი იყო. ღმერთს ვთხოვ, შენზე ცუდი არასდროს გამაგონოს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ. თითოეული ჩემი ცრემლი, ჩემი ტკივილი ნამდვილად ღირს ამ გრძნობად. როდესაც ეკლესიაში შევდივარ სალოცავად, ღმერთს შენს კარგად ყოფნას ვთხოვ. არ აქვს მნიშვნელობა რომ გულს მტკენ, მთავარია მე მიყვარხარ. იცი არ ვიცი რამ გამაგიჟა შენზე ასე. იქნებ თვალებმა? ან ხმამ? ან სულაც გამოხედვამ? პასუხი ნამდვილად არ ვიცი და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს. შენს თითოეულ პრობლემას ისე განვიცდი როგორც საკუთარს. მახსოვს 3 წლის წინ სკოლაში ფეხ მოტეხილი მოხვედი. იმდენი ვიტირე ნერვიულობისგან რომ ბოლოს ცუდად გავხდი. მოკლედ მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცო მეცხრამეტე დაბადების დღე. გისურვებ:სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას. ჩემს თავს კი შენთან შეხვედრას ვუსურვებ.
8ივლისი,2008 წელი“
წერილის კითხვა რომ დავასრულე, მივხვდი როგორ ამიცრემლიანდა თვალები, ეს წერილი 8 წლის წინ იყო დაწერილი. ჯანდაბა ვის შეიძლება დაეწერა ეს წერილი? მთელი ღამე ფიქრში გავატარე, ერთი წუთითაც არ მძინებია. მეორე დილით ჩემს მეგობარ დემესთან გადავწყვიტე წასვლა. მას საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს იქნებ გაიხსენოს რამე. ქუჩაში უეცრად ის შავგვრემანი გოგო დავინახე, სადარბაზოში რომ ვნახე წაქცეული. ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ამიტომ ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და დავუძახე
-უკაცრავად
შეშინებულმა შემომხედა. მგონი არ ელოდა ჩემს აქ ნახვას
-გამარჯობათ, მიცანი?
-ამმ... კი... კი გიცანი
ღმერთო მგონი ძალიან შევაშინე, ისე რა ლამაზი გოგოა. მშვენიერი ტანი აქვს.
-თქვენი გაცნობა ძალიან მინდოდა. მე ლექსო რამიშვილი ვარ მაგრამ, ბენეს მეძახიან
-სასიამოვნოა, ნუცა კაპანაძე
ნუცა კაპანაძე? ღმერთო ძალიან ადრე ერთ ნუცა კაპანაძეს ვიცნობდი, მაგრამ შეუძლებელია ის იყოს. ის სულ სხვანაირად გამოიყურებოდა
-ამმ და თორნიკე კაპანაძის რა ხარ?
„ნუცა კაპანაძის თვალით“
ამ კითხვამ საერთოდ დამაბნია. მგონი მიცნო, არა ვერ მოვატყუებ სიმართლე უნდა ვუთხრა.
-და ვარ
ამ ორი სიტყვის სათქმელად ალბათ მთელი ენერგია დავხარჯე. მის რეაქცია ვაკვირდებოდი. ჯერ გაიოცა და შემდეგ გაიცინა
-აი თურმე საიდან მეცნობი, არ გახსოვარ ხო?
ღმერთო ბედის ირონიაა. არ მახსოვხარ? მეკაიფები ხო?
-კი მახსოვხარ
ვთქვი და გავიღიმე. ნეტავ ჩემზე რა ახსოვს?
-იცი რა მახსოვს, ჩხუბის შემდეგ დასისხლიანებული ხელი შენ შემიხვიე
ახლა თუ არ გაჩერდება ალბათ მოვკვდები. არ მინდა მის წინაშე უაზროდ ტირილი მოვრთო
-აჰჰ ხოო ძალიან ხშირად ჩხუბობდით, მაპატიე უნდა წავიდე სამსახურში დამაგვიანდება
-ხოო მეც მეჩქარება, წერილის ავტორი უნდა გავარკვიო
-რა?
-არა არაფერი, იქნებ საღამოს შევხვდეთ?
-ამმმ კარგი
ვაიმეეეე!! წერილის ავტორი უნდა გაარკვიოს, საღამოს შეხვედრა მთხოვა. ღმერთო რა ჯანდაბა დავაშავე ასეთი ასე რომ მსჯი? რა უნდა ვქნა სიმართლე რომ გაიგოს? რაა??



№1 სტუმარი Uhuu

Dzalian dzalian momcoons<3tavebi gazarde da ar daagviano xolme dadebaa<3 carmatebebi

 


№2  offline წევრი isterichka123

ვაიმე ბედი გგეხსნენბ აგოგო ჯანდაბა არა ის კაი გაგრძელე

 


№3 სტუმარი Ketis

Dadadammmmmm daidzaba :)))rom ganavrco uketesi ikneboda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent