შავი და თეთრი /1/
ეს ისტორია ორ დაზეა ევაზე და ნუკაზე(ნუკას ანა ერქვა სინამდვილეში) და არამარტო ორ დაზე, ერთ ბიჭზეც მიშოზეც რომელიც ევას შეყვარებული იყო და მალე დაქორწინებას აპირებდნენ, ოცნებობდნენ შვილებზე და ასე შემდეგ. მოდით სანამ ისტორიას დავიწყებ,ჯერ დების სულიერ და გარეგნულ პორტრეტებს ავსახავ, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ევა-უმცროსი და. ნუკაზე ერთი წლით პატარა. ქერა, ლურჯთვალება, დიდი ტუჩებით,გიტარასავით ტანით და დიდი მკერდით. ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგო. ზღვაზე საცურაო კოსტუმში ყველა ბიჭი მას მიაშტერდებოდა სიტყვებით: რა ლამაზი ხარ ევ. ზოგჯერ იცვამდა ძალიან გამომწვევად და ატარებდა ტოპებს. ძალიან მხიარული, მეგობრული, კეთილი და გულუბრყვილო გოგო. სულ კლუბებში დადიოდა. მიუხედავად იმისა რომ შეყვარებული ყავდა მიშო გელოვანი, მაინც ბიჭებს ეცეკვებოდა სულ. ამის გამო მიშომ რამდენიმე ბიჭი ისე გალახა რომ დღემდე ვერ დგებიან ფეხზე. მის გამო ბევრი ბიჭი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ევა-..საოცრად ნაზი, ქალური არსება. ძალზე ნაზი ხმით და ძალიან ძალიან სენტიმენტალური ბუნებით..სიყვარული მისთვის ყველაფერი იყო. ევა-ბიჭების ქალღმერთი და გოგოების მთავარი მტერი. ერთხელ გოგოებმა კიბეებზეც კი დააგორეს ულამაზესი ევა. ბიჭები ელოდებიან თუ როდის გამოიხედავს ერთხელ მაინც მათკენ თავისი ლურჯი თვალებით, ხოლო გოგოები იმას ელოდებიან უკვე წლებია თუ როდის მოისპება მისი სილამაზე, რომ ბოლოს და ბოლოს ამდენი წლის დაგროვილი შური და ბოღმა მასზე ამთხიონ და ძლიერად ჩაქოლონ. ეხლა ვერ გაბედავენ მაგას, იმიტომ რომ იციან, მიშო და სხვა ბიჭები მაგას არ შეარჩენენ... ვინც იცნობს ევას ყველა მას ბუმბულს ადარებს რადგან ბუმბულივით ნაზი და ფაფუკია და არამარტო ბუმბულს, თეთრ ფერსაც რადგან ეს სუფთა და უმანკო ფერია. ***** ახლა კი ნუკას დახასიათების დრო მოვიდა. ის განსხვავდებოდა ევასგან. ალბათ მიხვდით როგორიც იქნებოდა უკვე. ნუკა-საოცრად უხეში, მამაკაცური, ამაყი, ამპარტავანი, სასტიკი, ბოღმიანი, მიუტევებელი, ის ვინც გულში წყენას ინახავს და არასოდეს პატიობს. ძალიან მომთმენი, გამძლე, ის ვინც ადამიანებს ძალიან სასტიკად უხდის სამაგიეროს, ოღონდ გააზრებულად. ის ვინც ნელ-ნელა, დაფიქრებულად უთხრის სამარეს მტერს. ნუკა-ადამიანი ვინც გოგოს არ გავს. მასში ხომ მამაკაცის სულია. დიახ მამაკაცის სული! ნუკა- მკაცრი და უშიშარი. ხოლო, ხოლო სიყვარული? რაც გინდათ ახსენეთ ნუკათან,ოღონდ სიყვარული არ ახსენოთ!! სიყვარული მისთვის უცხო ხილია, მისთვის მთავარი შურისძიებაა!!! ამბობენ თუ აპატიო ბედნიერი მაშინ იქნები, მაგრამ ნუკამ თუ აპატიოს, ის ბედნიერი ვერასოდეს იქნება. სანამ სამაგიეროს არ მიუზღვის, არ მოისვენებს... ნუკა-ისიც ლამაზი, გრძელფეხა (უფრო გრძელფეხა ვიდრე ევა) შავთვალება, შავი მოკლე თმით რომელიც ნახევრად ლურჯად ჰქონდა შეღებილი, მხრებში გამართული, არც ძალიან გამხდარი და არც ძალიან მსუქანი, მაღალი, მკაცრი ცივი მზერით. არც მანიკურს ისვამდა, არც მაკიაჟს იკეთებდა და ამბობდა რომ არ გაიგეთებს არასდროს. იცვამდა მარტო შავებს, მუქ ლურჯს და ნაცრისფერს. ძირითადად უფრო შავებს. მუხლს ზემოთ კაბა არ ჩაუცვამს არასოდეს. ზღვაზე ან მთლიან საცურაო კოსტუმში გამოვიდოდა,ან არც მოვიდოდა საერთოდ. საკუთარი დის გევდით ყოფნა ნუკას სირცხვილს ანიჭებდა. ნუკას აზრით ევა იყო იაფფასიანი მსუბუქი ყოფაქცევის გოგო, რომელსაც ბიჭების მკლავებში ჩაგორვის, სიყვარულის, შვილების, გათხოვების და რომანტიკის მეტი არაფერი აინტერესებს. ევასთვის კი ნუკა იყო სატანა რომელიც 1000 წელიწადში ერთხელ თუ იბადება. ევათი ყველა ბიჭი ინტერესდებოდ ხოლო ნუკათი არა. ევა რომ ჩამოივლიდა სადმე ხომ მასზე ყველა გიჟდებოდა. ხოლო თუ ნუკა ჩამოივლიდა და ბიჭები თუ დაინახავდნენ მას, მაშინვე სიცილს ატეხდნენ. თუ რის გამო ეგ თავად ნუკამაც კი არ იცოდა. ნუკა უბრალოდ იმ ადამიანს თვლიდა მის მტერად ვინც კი მას დასცინებდა ან ეღადავებოდა და მაშინვე დაიწყებდა ფიქრს თუ როგორ გადუხდიდა სამაგიეროს. ერთხელ ბავშვობაშიც ევა რომ ტიროდა ამას ნუკა ხედავდა და იცინოდა.. ჯერ კიდევ ბავშვი, ბავშვი და უკვე ბოღმა მის გულში... ეხლა კი მთავარი რამ რაც ნუკას ყველაზე ცივს ხდიდა. გათხოვება არ უნდოდა!!! არ სურდა ოჯახის შექმნა, არც შვილები, არც სიყვარული და არც რომანტიკა. მას სძულდა ყველაფერი რას სიყვარულს ეხებოდა. სძულდა ევა!! ევასთვის ხომ სიყვარული მთელი ცხოვრება იყო. ისიც იმ გოგოებს უერთდებოდა ვისაც ევა სძულდათ და შურდათ. უნდოდა ერთხელად მივარდნილიყო და ევა დაეხრჩო და ჩაკვდებოდა ერთხელ და სამუდამოდ მისი ბოღმა და შური. ნუკა არავითარ სამკაულს არ იკეთებდა გარდა შავი ბეჭედისა შუა თითზე. აი ნუკას კი რკინას ადარებდნენ. ის ხომ რკინას გავდა სულიერად. სხვა ადამიანები რომ უყურებდნენ ამ ორ დას, თითქოს მშვიდად არ უყურებდნენ. გრძნობდნენ რომ გავიდოდა დრო, ადრე თუ გვიან ამ ორ დას შორის ბახ! და რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. ნუკას სძულდა ევას და მისი შეყვარებულიც მიშოც. ნუკას სძულდა ევა იმიტომ რომ ყველას ევა უყვარდა და არა ის. ნუკას გათხოვება და ოჯახი იმიტომ კი არ უნდოდა ის ბიჭებს რომ არ უყვარდათ, უბრლოდ არ უნდოდა ევას დამსგავსებულიყო. ნუკას თვალებზე ცრემლი არავის უნახავს, ხოლო ევას თვალზე ალბათ თვეში რამდენჯერმე, და რა იყო ევას ცრემლების მიზეზი. ან შეყვარებული, ან ფრჩხილი თუ მოტყდებოდა, მაკიაზს თუ ისე ვერ გაიკეთებდა, რამე ეტკინებოდა და ასე შემდეგ. ნუკა კი ყველანაირ ტკივილს იტანდა, გულის ტკივილს თუ სხეულის რომელიმე ნაწილის ტკივილს. გულის ტკივილს მაშინვე აიტანდა, რადგან იცოდა რომ ვინც მას გული ეტკინა, იმას სულ მალე უარესად ეტკინება.-ეს კი ნუკას მიერ მწარე სამაგიეროს გადახდის ნიშანი იყო. როცა ევა მიშოს ეხუტებოდა, კოცნიდა, ხოლო მიშო თბილი სიტყვებით ანებივრებდა, ამ დროს ნუკა მამაკაცურ საქმეებს აკეთებდა. თქვენ წარმოდიგინეთ და შეშას ჩეხავდა, სვარკასაც კი აკეთებდა მაგრამ თვალები არ სტკიოდა. ევა აპირებდა თავი მომავალი შვილებისთვის და სიყვრულისთვის მიეძღვნა და არ ესწავლა. ხოლო ნუკა პირიქით, მისთვის მთვარი კარიერა იყო. ადვოკატი უნდოდა გამხდარიყო. ფიქრობდა: ნეტა გოგოების ჯარი იყოს, მაშინვე წავიდოდიო... მაგრამ ასე თუ ისე ნუკა ევასგან შვებას მხოლოდ საყვარელ ქვეყნებში, გერმანიაში ან ინგლისში თუ მოიპოვებდა სადაც წასვლას უკვე დიდიხანია ოცნებობდა. ნუკას შავ ფერს ადარებდნენ რადგან შავივით იდუმალი და ბნელი პიროვნება იყო რაც მისი გარეგნობიდანაც ჩანდა. ეს მხოლოდ მთავარი გმირების დახასიათება იყო, რომლებიც უკვე გაიცანით. მთავარი ისტორიები შემდეგი თავიდან დაიწყება თუ მოისურვებთ მის გაგრძელებას. დაგაინტერესათ? გავაგრძელო?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.