შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი ოცი)


10-07-2016, 12:38
ავტორი fireending
ნანახია 1 865

ლიზა თანდათან უფრო ღელავდა. თვალიდან სახვევი მოხსნეს. მის წინ მამამისი იდგა. მამისკენ წავიდა და ჩაეხუტა. ვერცერთი ვერაფერს ამბობდა. .
-მამა... ეს სიზმარია?
-ჩემო ლიზა, რამხელა გაზრდილხარ
-რა ემოციურობაა. დაცინვით ჩაილაპარაკა ოთახში ახლადშემოსულმა მიხეილმა.
-შენ ნაგავო. მისკენ გაიქცა ლიზამ, მაგრამ მიხეილის დაცვამ შეაჩერა.
-დამშვიდდი ლიზა.
-ჩიპი ხომ მიიღე, ახლა გაგვიშვი. რაღა გინდა ჩვენგან.
-ჯერ მოიცადე, ჩიპი უნდა შევამოწმოთ.
მიხეილმა ჩიპი ერთ-ერთ ნიღბიან კაცს მისცა. შეამოწმეს და ეჭვი ვერაფერში შეიტანეს. მიხეილმა თვალით რაღაც ანიშნა ნიღბიანებს, მათი ლიზა და მამამისი გარეთ გაიყვანეს და მათ მანქანაში ჩასმას აპირებდნენ, მაგრამ ამ დროს პოლიციამ ალყა შემოარტყა. მიხეილი ამას არ ელოდა. დაიბნა, მაგრამ მერე ლიზას ხელი მოკიდა და იარაღი დაადო.
-ლიზას მოვკლავ თუ ახლა არ გაგვიშვებ.
დათომ ვერ მოითმინა, ერთ ერთ პოლიციელს იარაღი წაართვა და მიხეილს ფეხში გაარტყა.
-უხ შენი. წამოიყვირა მიხეილმა.
-ლიზა გაიქეცი. დაუყვირა დათომ.
ლიზამ მამამისს ხელი მოკიდა და პოლიცილების დახმარებით მანქანაში ჩაჯდნენ. მიხეილმა იარაღის არება მოასწრო და დათოს ესროლა, თუმცა ბექამ მოასწრო და დათო გადაარჩინა. ბექა მხარში დაიჭრა. პოლიციელებმა ხელბორკილი დაადეს მიხეილს და განყოფილებაში წაათრიეს.საბედნიეროდ ბექას მდგომარეობა არ იყო საშიში და საავადმყოფოდან რამდენიმე საათში . სახლში ლუკამ წაიყვანა. ნინამ ხელშეხვეული ბექა რომ დაინახა ძალიან შეეშინდა.
-ბექა, რა გჭირს ხელზე? რა მოხდა
-კარგად ვარ ნიი , ნუ გეშინია.
-დღეს ყველანი სადღაც ხართ წასულები. არც ლიზა პასუხობს ტელეფონს და არც მამა.რამე ცუდი ხდება?
-არა. ყველაფერი დამთავრდა. დაამშვიდა ლუკამ
-ნიი , ყავა დაგვალევინე რა და მოგიყვებით ყველაფერს. ბავშვები ხომ კარგად არიან ?
-კი, კი . ახლა ძინავთ ცოტა ხნის წინ დავხედე, ძიძასთან არიან.
ნინამ ბექას და ლუკას ყავა მიუტანა. მათ ყველაფერი უამბე ნინას.
-დაუჯერებელია, ეს რა ამბები მომხდარა. მე კი საერთოდ აარფერი ვიცოდი .თურმე რა საფრთხეს გადარჩენილხართ.
-მთავარია, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.
-ლიზა როგორაა? მამამისი ? გაირკვა რა მოხდა და იმ კაცს დამწყვდეული რატომ ჰყავდა.
-ლიზა კარგადაა. ახლა მამამისთან და დათოსთან ერთად ოლიციის განყოფილებაში არიან. უპასუხა ლუკამ
-ნეტავ მალე დაბრუნდნენ. საწყალი კაცი . ასე როგორ მოექცა ის არაადამიანი.
-ჩააყუდებენ ციხეში სამუდამოდ იმედია. თქვა ბექამ.
* * *
ლიზა მამასთან და დათოსთან ერთად განყოფილებაში იყო. გამომძიებელი კითხვებს უსვამდა.
-ბატონო ზურა , მოგვიყევით რა მოხდა. თქვენ ყველას დაღუპული ეგონეთ .
-დიახ ასეა.18 წლის წინ ჩემს ცოლთან და უფროს შვილთან ერთად ავარიაში მოვყევი ... ზურა გაჩერდა და ღრმად ამოიოხრა. თავლებზე მომდგარი ცრემლი შეიშმრალა და განაგრძო. ისინი დაიღუპნენ... მე გადავრჩი , დამტვრეული ვიყავი, მარჯვენა ფეხს ახლაც ვერ ვამოძრავებ წესიერად.
-მიხეილთან როგორ აღმოჩნდით?
-მისმა ხალხმა შემთხვევის ადგილიდან გამიტაცა.
-რატომ?
-შურისძიების მიზნით. ის ადრე, ჯავახიშვილებთან ერთად ჩვენი კომპანიის მეწილე იყო, თუმცა თაღლითობდა, ფული მოგვპარა, მაგრამ დროზე აღმოვაჩინეთ და დაიჭირე. ციხიდან გაქცევა შეძლო და ავარია მოგვიწყო. 18... 18 წელი ვყავდი ჩაკეტილი იმ ბნელ სარდაფში ... ზურა კვლავ გაჩერდა . ლიზამ ხელი ხელზე დაადო ,რომ გაემხნევებინა.
-როგორც ვატყობ ბატონი გიორგაძე სამუდამოდ გაემგზავრება ციხეში. თქვა გამომძიებელმა.
-ასეც უნდა მოხდეს და იმედია ამჯერად ვეღარ გაიქცევა იქედან.
-ციხის ეზოს ვერასდროს გამოცდება ბატონო დავით უპასუხა გამომძიებელმა.
-თუ შეიძლება მამაჩემს სახლში წავიყვან, ძალიან დაიღალა.
-რა თქმა უნდა.
* * *
ზურა თვალცრემლიანი უყურებდა ირგვლივ ყველაფერს, 18 წელი ცოცხლად იყო დამარხული. მისი ეზოს დანახვაზე თავი ვერ შეიკავა . მიწას მოეფერა ხელით მის ეზოში. სახლში შევიდა , ყველაფერს ეხებოდა. ვერ იჯერებდა რომ კვლავ იქ იყო.
შემდეგ ლიზას მიუბრუნდა და გულში მაგრად ჩაიკრა.
-შვილო, იმედი არარ მქონდა რომ ოდესმე ისევ ცაგიკრავდი გულში.
-მამა, ისევ სიზმარში მგონია თავი . შენ ჩემთან ხარ .
ზურა კიდევ ცოტა ხანი გაჩერდა სახლში, შხაპი მიიღო, გამოიცვალა და ლიზამ შვილიშვილების სანახავად წაიყვანა. ზურამ ორივე ბავშვი ხელში აიყვანა და დიდხანს ეფერებოდა. ოთახში ლუკა და ბექაც შემოვიდნენ.
-მამა, ჩემი ქმრის და აი ამ ორი ბიჭის წყალობით ჩვენ ახლა ერთად ვართ .არ ვიცი მადლობას როგორ გადაგიხდით.
-რას ამბობ საყვარელო. ხომ იცი შენთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ . ხელი ხელზე მოკიდა დათომ.
-მე კი ჩემს დად გთვლი . უთხრა ლუკამ.
ზურა ფეხზე წამოდგა და დათოსთან მივიდა.
-დათო, შენი მშობლების ღირსეული შვილი ხარ . ნამდვილად იამაყებდნენ შენით.
ზურა და დათო ერთმანეთს გადაეხვივნენ .
ამდენი ტანჯვის და საფრთხის შემდეგ ოჯახი ისევ ერთად შეიკრიბა. ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა და ახლა კვლავ ტკბებოდნენ ცხოვრებით . ზურა თანდათან გამოჯანმრთელდა და გადაწყვიტა კომპანიას ისევ ცადგომოდა სათავეში ლიზასთან ერთად. მიხეილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოზე ზურას ისეთი თვალებით უყურებდა , ლამის მოეკლა. მიხეილმა თავისი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელი მიიღო.
ზამთრის არდადეგებიც ამოიწურა. ნინა და ბექა თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რა თქმა უნდა დათოს ისევ გაუჭირდა მათი გაშვება იძახდა ზაფხულამდე რა მოიცდისო. ნინასაც უჭირდა წასვლა , ძალიან შეეჩვია თავის პატარა და-ძმას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent