შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიცანით ნიცა ამაღლობელი! (სრულად)


10-07-2016, 19:23
ავტორი Gossipy girl
ნანახია 35 684

იტალია.
მოკლედ რომ თქვა ერთ სიტყვაში რამდენ გასაქანს მოძებნი.
„ყველა გზა რომში მიდის.“
მილანი ჩემი ქალაქია.
ბარზე ხომ შეიძლება გაგიჟდეს კაცი.
აი ვენეცია თქვი,ნუ!შოკი და ვერ გამოსვლა,სულ წ....ბი და სულ ნავები,სულ მზის რომანტიკა.
ფლორენცია,რა შეიძლება მოუხედეს ამ ქალაქს..იტალიური რენესანსის აკვანი.
ვეროონა ოჰ ჯულიეტა!მონტეგები და კაპულეტები,სიკვდილი წყვილის,და გვარების ზავი.გაგაგიჟებს პირდაპირ სიყვარულიც და სიგიჟეც ერთად!თქვი შენ რომ არ ხდება სასწაულები.
პალერმო-ოჰ ღმერთო!ჩავედით სიცილიაში ასტანავისტა ბეიბი! ბახ! ბახ! მკვდარი ხარ!გაგაგიჟებს იტალიური მაფიის სურნელი და მოგხიბლავს არეალურის რეალურად შერაცხვის იდეა,გაგახსენდება კორლეონე და მისი ცოლის აფეთქება და მოწყვეტით ბი იქიდანაც..
გზა?
ყველა გზა თბილიში მოდის.
ჩვენ ვთქვით ეს და ასეა!
თქვი და აასრულე.
ვენეციის საერთაშორისო აეროპრტში Milan Malpensa-ში ვუცდი როდის მოვა სამი საათი რომ ჩავჯდე და გავფრინდე,დავბრუნდე იქ საიდანაც კისრის ტეხვით გამოვიქეცი.
თიკო(დეიდაჩემი) მაფრთხილებს,რომ ღვედი შევიკრა დაჯდომისას და თბილისიდან ხშირად დავურეკო ხოლმე..
ირინა როგორც ყოველთვის ყოველ 5 წუთში რეკავს მაგრამ მაინც..
-ხო ირი..-დედაჩემის ხმა, რომ მესმის გული მითბება.
-დედიკო მალე ჩამოხვალ..?
-ვუცდი რეის,რეგისტრაციისთვის მეძახიან,ვსო წავედი დე..გკოცნი და გნახავ მალე.
-მალე დედიკო მშვიდობიანი მგზავრობა.
რეგისტრაცია გავიარე,ბილეთი მივაწოდე გამცილებელს და თვიმფრინავში ჩემი ადგილი დავიკავე,ადიოს იტალია!გავწელე გულში და ზუსტად იტალიური აქცენტით ვთქვი,გამიხარდა,ბოლოს მაინც ვისწავლე იტალიური...
იქ რომ ჩავალ სულ ახალი ცხოვრება მელოდება..
7 წელია იტალიაში ვცხოვრობ..
7 წელია აქ ვსწავლობ და მაინც აქცენტით ვსაუბრობდი,მხოლოდ დარჩენილი 3 თვეში მოვიშორე და ნამდვილი იტალიელივით ავმეტყველდი,ბოლოსდაბოლოს მე ხომ მსახიობი ვარ!თვიმფრინავში ბიჭს მოვკარი თვალი,ჩემს წინა რიგში იჯდა,ყურსასმენები ეკეთა და მშვიდი სახით გაჰყურებდა ვენეციიის ლამაზ ცას.რატომღაც ძლიან „მეთბილისელა“,ზოლიანი მაისური დახეული ჯინსები და ბენსიმონები,ხომ საერთოდ თბილისელის ჩვეული მოდაა?თმები ნულზე და სასწაულად მოვლილი ფრჩხილები,მამაკაცში ყველაზე მეტად გაგიკვირდებათ და ფრჩხილებს ვაკვირდები,ვგიჟდები მოვლილ თითებზე.მას კი წუნს ვერ დაუდებდი,რა დროს ეს ბიჭია გავიფიქრე გულში და,ეს გული სიხარულით ამევსო გონებაში ახალი ცხოვრების დაწყება რომ გავიაზრე..პრობლემებით და მთელი ამბებით!მიხაროდა რაღაც არაბუნებრივად,ალბათ იმიტომ რომ 19 წლის ვარ და სიყვარული რა ხილია არ ვიცი,ეგეც არაფერი ეშველება..ვფიქრობ გულში და ვცდილობ არ დამეძინოს,მე ხომ ბოლოჯერ ვარ ჩემს საყვარელ ქალაქში.
აბები მაინც თავისას შვება,ვენეციის ლამაზ ცას ბინდები ეკრვება და მეც მივდივარ ღრუბლებში,სადღაც შორს და თბილისთან ახლოს,ჩემს მომავალში დავფრინავ..
-ყურადღება,ყურადღება თვითმფრინავი ეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,გთხოვთ შეიკრათ ღვედები.
გამოვფხიზლდი,თმები უკან გადავიყარე და ღვედის შეკვრა არც მიფიქრია,რატომღაც არ ვემორჩილებოდი ასეთ წესებს „რა უნდა მოხდეს ისეთი“ გავიქიფქრე გულში და ძალიან მშვიდად,დავიხარე რომ ტელეფონი მოვძებნო,ღვედზე თიკო გამახსენდა და გამეცინა.
სრულიად შემთხვევით თვიმფრინავმა,ჰაერში საეჭვო რყევა დაიწყო,ღვედს მოვქაჩე მაგრამ ამაოდ,ისტერიკის დაწყება არც მიფიქრია სკამზე კარგად დავჯექი და ხელი მოვუჭირე დასადებს.ამან ვერ მიშველა,თვიმფრინავი დასაფრენ ბილიკზე ცუდად დაეშვა,პილოტმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა,ან არ ვიცი რა მოხდა,ფაქტი ის იყო რომ თვითმფინავმა მარცხენა ფრთა დაკარგა და ინერციით მარცხენა მხარეს გადაიხარა,ენით აუწერელი ტკივილი ვიგრძენი ბეჭების არეში,მაშინ როცა დაცემის დროს თვიმფრინავის ჭერის ფსკერზე ავღმოჩნდი,სახე მომერყა ტკივილისგან და გავითიშე.
-გადმოგცემთ პირდაპირ რეპორტაჟს,დღეს როცა საქართველოში ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა,ვენეციიდან ჩამოსული პირველი თვიმფრინავი დასაფრენ ბილიკზე ცუდად დაეშვა,რის შედეგადაც,საფრენი აპარატს მარცხენა ფრთა აღარ აქვს,მგზავრთა მდგომარეობა კი სკამოად რთულია,დაშავდა 10იოდე მგზავრი,გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი,პოლიცია აცხადებს, რომ თუ მისი ოჯახის წევრები ამ სიუჟეტს უყურებენ მოაკითხონ ქალბატონის ჩემოდნებს და ცხედარს,მისი სახელია ლია გვილავა,დაშავებულებს რაც შეეხება მათი მდგომარეობა ნორმალურია,ახლა გავესაუბრებით პილოტს....
თვალები რომ გავახილე კიდევ ჰაერში ვიყავი,მაგრამ მხრებზე ვიღაცის ძლიერი ხელები ვიგრძენი,გინდ ქალურ ინტუიციას მიაწერეთ გინდაც ეგოს რომ იოლად მივხვდი ხელში ზოლებიანს ვყავდი ატატებული და მიმაქანებდა სასწრაფო დახმარების მანქანისკენ.
-სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადვაიყვანოთ აუცივლებლად,მხარი აქვს ამოვარდნილი და საფეთქელთან სილურჯეები აქვს,ექიმმა უნდა გასინჯოს,თან არ მაქვს ხელსაწყოები,თუმცა ერთი შეხედვითაც მივხვდი, რომ ტვინის შერყევა უნდა ჰქონდეს,მსუბუქი სახის,მაგრამ უნდა გასინჯოთ სასწრაფოთ გესმით!-ტიპს ამხნის განმავლობაში არ შეუსვენია,სულ სულ ტიტიებნდა რაღაც სამედიცინო ტერმინებს,რომლებიც აღარც კი მახსოვს,მხოლოდ სასწრაფოს გოგონას ნაზი ხმა ჩამესმა.
-თქვენ ექიმი ხართ?-რადროს ეს იყო,ვკვდები ტკივილისგან.
-დიახ იტალიაში ვიყავი სპეც.ოპერაციაზე იქიდან მოვფრინავდი,გოგონას ღვედი არ ეკეთა ამიტომაც არი რომ მხარი აქვს ამოვარდნილი,ლავიწის ძვლებიც შესამოწმებელია..მომეცით ეს აქ..-გოგონას რაღაც ცივი გამოართვა და სხეულზე დამადო,მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მოსამენი იყო,ფილტვებს უმსნედა.
-მიდი პატარავ,ღრმად ისუნთქე მიდი..-ჩუმად მიჩურჩულებდა და ხელებს აფათურებდა სხეულზე.ხან ლავიწის ძვლებთან ხან მენჯის ძვლებთან,ალბათ ამოწმებდა მოტეხილობა იყო თუ არა.ლავიწს და მენჯებს გადავურჩი,მაგრამ მხრებმა არ დამინდო.
საღამოს გავიღვიძე,ამდენი ჩემს ცხოვრებაში არ მძინებია,თავზე ირინა და შოთიკო მადგა,ირინას ტირილი გულს მიხუთავდა,ტასოც იქ იყო,ჩემი უნცროსი და.
-დედიკო გაიღვიძე?-მომვარდა ირინა.
-არა დედა მძინავს.-გავიცინე მე და ირინას მაგრად ვაკოცე ლოყაზე,ხელი რომ ავამოძრავე,ტკივილისგან ლამის გავითიშე.
-აჰ!მამა არ იმოძრაო არ შეიძლებაო შენთვის.
-კაი ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება,ტასუნა რაშვები?-გავუცინე ძალით და ისევ გიფს გავხედე.
-დამტვრეულ დას ვუყურებ რომელიც რაც დავიბადე არ მინახავს რას უნდა ვშვრებოდე?რამდენჯერ გაგაფრთხილეს შეიკარი ღვედი,შეიკარი!არა არ გესმის!
-აუჰ დაიწყო ისევ!შენ ლიამ დაგარიგა ესე უთხარიო?-ვცდილობ გავიცინო და ამ გიფს მოვწყვიტო თვალი თორე სადაცაა ამჭირს და გადამრევს.
-ლიამ ესე შემოგითვალა სახლში, რომ მოვა მეორე მხარს მე ამოვუგდებო!-გაეცინა ტასოსაც.
-არ დამინდოთ ხო!რამინდოდა რომ მოვდიოდი ვიყავი იმ ჩემ ვენეციაში მშვიდად და ვსწავლობდი,ჩამოვედი აქ და გამომაქანაეს ტრამვატოლოგიურში,ან იმ კაცს ესწავლა ფრენა და მერე აეფრინა ეს თვიმფრინავი,ან რაღა ახლა მოუნდათ ეს ვიზალიბერალიზაცია..
-მამა შენ ამდენი ლაპარაკის თავი თუ გაქ ადექი წამოდი სახლში.-გაეიცნა შოთიკოს.
-აბა რასვიზამ შემოვიდეს ექიმი მოაწეროს ხელი და სულ ფრენა ფრენით წამოვალ ლიაკოსთან.
-ჰო ისე არ ქნა ფრენის დროს თავიც მოიტეხო.-ენა გამომიყო ტასუნამ.
-ეს მართლა 4 წლის დავტოვე და რადღეშია ქალბატონი!-გავიცინე მე.
-ისიც არ იცი რაა!5ის ვიყავი.
-დიდი ამბავი ერთი წელი შემეშალა.
ოთახში ნაცნობი სილუეტი დავლანდე,თმები დაბალზე და ზოლიანი მაისური ეცვა,ამჯერად თეთრი ხალათი მოეხურა და ხელში რაღაც ფურცლებს ავსებდა.
-როგორ ხარ ნიცა?
-კარგადთქო ვერ გეტყვით,საშუალოდ,ნორმალურად,გიფსის გარეშე უკეთესად ვიქნებოდი.
-ღვედი რომ შეგეკრა ჩიტივით იქნეოდი,მინიმუმ ტვინის შერყევა,ნახევარი საათი წოლა და ჰოპ,წამოხტებოდი..
-ჰო...-უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე მე..
-სიარული შეგიძლია როგორც ვიცი..
-კი თავისუფლად,და მალე გამწერთ?
-მაგ ბედნიერებას ვერ გაზიარებ,ერთი ღამით პაემანზე მოგიწევს დარჩენა სანიტრებთან და ექმებთან.-გაეცინა თავხედ ზოლიანს და გამეცინა მეც.
-თქვენ რისი ექიმი ხართ?-ლაპარაკში შოთიკოც ჩაერთო.
-ტრამვატოლოგი,შოთა ამაღლობელი...თქვენ ბატონი შოთა ამაღლობელი ბრძანდებით?-ემოციები ვერ დამალა ზოლიანმა.
-დიახ მე ვარ..-გაეღიმა შოთას და შეიფერა.
-ცნობილი ქირურგი,რომ აალაპარაკა მისი ოპერაციებით მთელი გერმანია და მსოფლიო.-ფიქრებში წასულს აღმოხდა ზოლიანს და შოთიკოს ხელი პომპეზურად ჩამოართვა,მე და ირინას ჩუმად გვეცინებოდა ამათ შეხვედრაზე.
-რომელ კლინიკაში გადახვედით..?ამბობენ რომ „მედიარიდან“ წამოსულხართ..
-ჰო,“მედიარი“ ცოტა რთული თემაა,კიარ წამოვედი გამომიშვეს,უსამართლობა რომ ვერ მოვუთმინე მთავარ ექიმს.
-დათო კერესელიძეს ხო?დიდი აუტანელი ვინმეა.
-ჰო აი მაგ დათოს,მოკლედ წამოვედი..
-მოიცა ახლა ასე უმუშევარი ხართ?ბატონო შოთა თქვენ?-გაოცებას ვერ მალავს ზოლიანი.
-რას ვიზამთ ალბათ გერმანიაში წავალ.
-იცით მე იქ მომიწვიეს სიმართლე გითხრათ,თორემ ჩემი კლინიკის დაარსებას ვგეგმავ,წელიწადზე მეტია,თუ თქვენ თანახმა იქნებით,კლინიკის აშეენების შემდეგ,ხომ იცით ძნელია ქვეყანაში კარგი ექიმების პოვნა,თუ თქვენ თანახმა იქნებით..
-რამდენად რეალურია აშენების გეგმა?
-იმდენად რეალური რომ პროექტი მერიამ დააფინანსა და ინვესტიციებს იტალიელი კლინიკების დამფუძნებლებიც დებენ.
მე და ირინა გაშტერებული ვუყურებდით ზოლიანს,დიდი-დიდი 27 წელს გაქაჩავს,ამდენი რა ისწავლა და იშოვა ასეთი კავშირები რომ აქვს მეთქი ვფიქრობდი გულში.
შოთა და ზოლიანი მორიგდნენ,რომ კლინიკის აშენების შემდეგ შოთა იქ მთავარი ექიმი იქნებოდა და ოჯახს გერმანიაში გადაბარგება აღავრ მოგვიწევდა.
ისე მოხდენილად „იქნევდა“ კალამს,ისეთი ლამაზი თითები ჰქონა გულწრფელად შემშურდა და ჩემს თითებს დავხედე.
კლინიკაზე ლაპარაკს რომ მორჩნენ,ჩემზე გადმოვიდნენ.
-იცით ბატონო შოთა,სჯობს წახვიდეთ აქ ვიცი რომ მზრუნველობას არ მოაკლებენ,მეც აქ ვიქნები,თქვენ კიდე ტყუილად უნდა გაწვალდეთ.
შოთამაც მიხვდა,რომ არ ჰქონდა აზრი გათენებას და ტასუნაც დაიღლებოდა,ირინას ხელი მოჰკიდა და წავიდნენ,ჩემი ბარგებიც თან წაიღეს.“უჰ კარგია,მე აღარ მომიწევს აქეთ-იქით ტარება“ გავიფიქრე მე,თან ამ ზოლიანსაც გავეპრანჭები.-გამეცინა ჩემ თავზე და ღილაკს დავაჭირე ხელი,რითითაც ექთანს იძხებ.
მან ექიმს გამოუძახა და ასე გაჩნდა ჩემს პალატაში ნახევარ წუთში ზოლიანი.
-იცით,ხელი მტკივა ძალიან.-სახე მომენგრა ,ზოლიანის ღიმილს რომ შევხედე.
-მოდი გავიცნოთ ერთმანეთი მე ანდრო მქვია ანდრო დაშნიანი.
-მე ისედაც მიცნობთ..
-შენობითთქო ხომ გითხარი?-გაეღიმა ანდროს.
-კარგი მაშინ ძალიან გთხოვ ან დამამშვიდებელი გამიკეთო ან გამაყუჩებელი,გამაგიჟა ამის ტკივილმა.
-კარგი აი ესე..ახლა ტკბილად დაგეძინება.
კარგი ბიჭი იყო ანდრო,ვერაფერს ვერ დაუწუნებდი,ირინას ისე მოსწონდა სასიძოდ ემოციებს ვერ მალავდა,ჩემი დაქაჩული თვალების შემდეგაც კი.
ბახტრიონის ქუჩა საერთოდ არ იყო შეცვლილი,ისევ ისეთი იყო როგორიც დავტოვე 7 წლის წინ.სახლში რომ შევედი,საცივის სუნი ვიგრძენი და სამზარეულოსკენ გავექანე,ლიაკოს მთელი ძალით ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე.
-ბებოს გადარეულო,რამხელა გაზრდილხარ.-ტიროდა ლიაკო.
-კაი რა ლი ნუ ტირი.-ავტირდი მეც.
-როგორ მენატრებოდი ბებო,ჩემი სულელი და ჭკუათხელი გოგო.-იცინის ლიაკო და ცრემლებს იწმენდს.
-აღარ ვარ ბე ჭკუათხელი აღარ!-გავიბუსე მე და მაგიდასთან დავჯექი.
-შენ სულ მეტიჩარა ჭკუათხელი იქნები ბებო გენაცვალოს.-თავზე მაკოცა და ის იყო კისერში უნდა გადამეშვა ლიაკოს ინდაური,რომ მძიმე ხმა გავიგე.
-ნიცა არ გაბედო!-ანდრო იყო,ღმერთო უკვე მომაბეზრა თავი.
-დაგავიწყდა რომ მკაცრი დიეტა გაქვს?
-უიჰ მოგიკვდეს შენი ლიაკო ბებო!-შემოირტყა სახეზე ხელები ლიაკომ.
-ამიტომ ეს მე!-ტასუნამ თეფში გამიცვალა და წინ საცივის თეფშის ნაცვლად ცარიელი შემრჩა,ისეთი საწყალი თვალებით ავხედე ლიაკოს,ქალმა ლამის ტირილი დაიწყო.
უსაცივობა დავძლიეთ და ახლა იმაზე დავიწყეთ კამათი რომ დღეში სამი სააათი საწოლში უნდა გავატარო თურმე.
-ანდრო,არამეთქი!
-მე როგორც შენი ექიმი მოვითხოვ რომ დაწვე,თორემ შეგაბრუნებ კლინიკაში.
-ღმერთო მეზიზღება ექიმები წამლები და ეს გიფსი!-ჰო კაი ექიმებზე დაფიქრება შეიძლება,გავხედე შოთიკოს და გაგვეცინა სამივეს.
ოთახში შევედი,ჩემი ოთახი, ირინას უკვე მოესწრო და რეაბილიტაცია მოეხდინა ოთახისათვის,არ იყო ყველაფერი ძველებურად,მაღალჭერიანი სახლი იყო,შოთიკოს ჩემთვის კიბე ჰქონდა გაკეთებული,რომელიც კედელს უერთებოდა,წინ სცენასავით გამოწეული ნაწილი იყო,რომელზეც ვდგებოდი და ვმეღოდი,ან ვცეკვავდი ან ჯულიეტა ვიყავი ან უკეთეს შემთხვევაში ანნა კარენინა.სასწაულები ხდებოდა ჩემს ოთახში,სულ კინოვარსკვალევების პლაკატებით მქონდა კედლები დაფარული,ცნობილი მსახიობების ციტატებით და ა.შ.
აღარაფერი აღარ იყო ძველი ნიცას ოთახისგან.გული მეტკინა,როგორ არ ვეხვეწე ირინას არ გაუკეთო მეთქი რემონტი ოთახს,მაგრამ რომ დაიჯინებს მიდი და გადაათქმევინე.
ინტერიერი ურიგო არ იყო,თუმცა ვატყობ მალევე დაეტყობა ჩემი ხელი.
-დედაა!მოდი...-გავძახე ირინას,ისიც და ლიაკოც მალევე გაჩნდნე ჩემს ოთახში.
-ჰო დედიკო..
-ამ ოთახისთვის ცალკე მოგთხოვ პასუხს ირინა ავალიანო,ახლა რომ გთხოვე სიმ ბარათი მიყიდეთქო მიყიდე?
-კი დედიკო გიყიდე,თიკომ დარეკა როგორ იფრინაო,სიუჟეტი არ უნახავს,არ უთხრა არ გააგიჟო გეხვეწები.
-მომე რა..,ჰო არ ვეტყვი,დავურეკავ საღამოს და დაველაპარაკები
-ვისუნდა დაურეკო,გახსოვს ვინმე აქეთ? თიკოს ხო დე..-იღიმის ირინა.
-შენ დაქალებს,რავიცი მე,ვნახავ ფეისბუქში ვინმეს.
-კაი დე..-გაეცინა და ოთახი დატოვა.
ერთი კვირა სახლიდან არ გავსულვარ.
სანამ გიფსი არ მომხსნა დაშნიანმა იქამდე ვერ მოვისვენე.
ტასუნას ხელი მოვკიდე და სალონში გავქანდით.
ტაქსი გავაჩერე.
-ტასუნა ხომ იცი სადაცაა ეს სალონი?
-კი კოსტავას 67ში მიგვიყვანეთ ნატალიში.
ტასუნამ ისე „დიდი გოგოსავით“ უთხრა ტაქსის მძღოლს რომ ორივეს გაგვეცინა.
-თბილიში პირველად ხართ?
-არა,7 წელიწადია აქეთ არ ვყოფილვარ,არ ვიცი სად რა არის..
-არაუშავს,თბილის მალე აუღებთ ალღოს,ყველა ასეა,იოლად ეგუებიან და ძნელად ტოვებენ.
-ჰო იტალიიდან ახლახანს ჩამოვედი,იქ ვსწავლობდი,იმედია რომ მალე გავიხსნებ..
-ასეა შვილო ქართველისთვის?თან თბილისელისთვის ტო?ყველა გზა თბილიში მოდის.
-ჰაჰ.-გამეღიმა მე და ქუჩებს გავხედე.გალამაზებულა იპოდრომი.
კოსტავაზე მივედით და „ნატალიში“ შევედით.
აღფრთოვანებას არ მალავდა ტასუნა,იძახდა ირინას არსად არ დავყავარო.
მეც გამეცინა.იქიდან სრულიად სხვა გამოევდი,მოვლილი,ისეთი როგორიც მე მიყვარს.რუჯი გამუქებული მქონდა და თმები შეჭრილი,ზედმეტად დამღლელია წელამდე თმა.სალონიდან თეატრებში უნდა გამევლო,იქნებ სადმე ავეყვანე დამწყებ მსახიობად.ჯერ ერთგან ვცადე ბედი .. მითხრეს „წადი შვილო აქ დამლაგებელიც არ გვჭირდებაო“,გამოვედი და ახლა რუქაზე ახალი ობიექტის ძებნა დავიწყე,რუსთაველის ტეატრში მივედი და იქიდანაც უარით გამომისტუმრეს,ბოლოს მესამე თეტრში მივედი.
შევედი თუ არა სიგრილე მესიამოვნა.
ქალი დამეჯახა ხელში კოსტიუმები ეჭირა,ისეთი ჯმუხი სახით შემოხედა,გული ლამის გამისკდა.უამრავი აფიშა იყო გაკრული,ვკითხულობდით მე და ტასო და გულში სიამოვნება პიკს აღწევდა,რომ ვაცნობიერებდი,მქონდა იმის ბედნიერება არცერთი სპექტაკლი არ გამმომეტოვებია.უკლებლივ ყველას დავსწრებოდი.
უკან უკან სიარულში მოხუც,მსუქან კაცს დავეჯახე.
როგორც ჩანს რეჟისორი იყო.
თბილი მზერა შემავლო და მითხრა.
-თბილისელი ხარ გოგონა?
-დიახ..
-დღეს რომ არცერთი სპექტაკლი არ გვაქს..
-არა იცით მე იმის საკითხავად მოვედი,მსახიობი ხომ არ გჭირდებათ?..
-რა გამოცდილება გაქვს?..
-იცით იტალიაში მივიღე განათლება,იქ დავდიოდი სამსახიობო კოლეჯში,სწავლის გაგრძელებას აქაც ვაპირებ...უბრალოდ მინდა რაიმე სპექტაკლში..
-მონაწილეობა მიიღო რომ გამოცდილება შეიძონო..
-დიახ..-გამეღიმა მე.
-ეს ბავშვი თქვენია გოოგნა?-ტასუნაზე მიმითითა მან.
-დიახ ჩემი და არის..
-აჰ გადასარევია..მოდი ასე ვქნათ,სინჯებზე მოდი მესამე დარბაზში ჟვანია იკითხე და ხვალ სინჯებს აგიღებ..თუ მომეწონები..-თავის კანტურით გააგრძელა საუბარი მან.-აგიყვან და მონაწილებასაც მიიღებ,გამოცდილებას შიეძენ,რა სჯობს ახალ მსახიობებს?სანთლითაა საძებარი,თან იტალიაო კაცო!-ისევ იღიმის მოხუცი.-მანდ დაიბადა საერთოდ თეატრი! ოჰ მშვენიერია,მშვენიერი.-ხელები შემოჰკრა ერთმანეთს და გზა გააგრძელა,უკან მივიხედე და თვალი გავაყოლე,არ გამოუხედავს თითი მაღლა ასწია და დაიყვირა.
-დომანი ტი ატტესა(ხვალ გელოდები იტლ.)-მოხუცზე გამეცინა და ჩუმად ჩავილაპარაკე.
-ვენგო,ვენგო!(მოვალ,მოვალ იტლ.) ტასუნას ხელი მოვკიდე და გამოვბრუნდი.ისე მიხაროდა ახალი სამსახურის დაწყების შესაძლებლობა რომ გამოჩნდა ლამის იყო ცაში ამეკრა თავი.
ტასუნამ აიჩემა მკ-ში წავიდეთო და წავიყვანე.
საღამო იყო სახლში რომ დავბრუნდით.
გადაირია ირინა თმები როგორ შეიჭერიო.
თიკოს ველაპარაკე და საწოლში შევწექი.
ვოცნებობდი მალე გათენებული მეორე დღე რომ სინჯებზე მივსულიყავი.
-დედიკო რომელზე უნდა მიხვიდე?-მკითხა ირინამ,თავზე ხელი შემოვირტყი,იმ კაცს არ უთქვამს საათითქო.ვერ დავრეკავდი ნომერი არ ვიცოდი...
ამიტომ გადავწყვიტე დილით 9ზე ავმდგარიყავი და თეატრში გავქცეულიყავი,რატომღაც თბილისის ჯერ კარგად არ მესმოდა ტაქსით დავდიოდი.
თავქუდმოგლეჯილი გამოვარდი ტაქსიდან და კარები შევაღე.
მოსაცდელში ვიცადე სანამ ხალხი მოსვლას დაიწყებდა.
ნელ-ნელა მოდიოდა პერსონალი,მსახიობები,რეჟისორები..ჩემი ბუთხუზი კაცი კი არსად ჩაანდა.3 საათი რომ უშედეგოდ ვიცადე,მიმღებში ვთხოვე ჟვანიას ნომერი ხომ არ გაქვთ მეთქი,გაიოცეს ვისიო?გული გამისკდა..რომ დავინახე მესამე დარბაზისკენ გოგონა მიდოდა იმას ავეკიდე.
-სინჯებს იღებენ ხო?-მივედი მასთან.
-ხო შენც სინჯებზე ხარ?-თბილად გამიღიმა მან.
-ჰო,გუშინ დამიბარეს.
-ჰო?ვინ დაგიბარა ფოცხვერიამ თუ კოტემ?
-არ ვიცი გვარი ჟვანია მითხრა იკითხეო..
-ჟვანია?სიცილი აუვარდა გოგონას.
-ჰო,რაიყო?-შეშინებულმა შევაპარე მე.
-ერთი გიჟია დადის და იძახის რეჟისორი ვარ და სინჯებზე მოდიო,გაგიმართლა რომ მართლა იღებენ სინჯებს მესამე დარბაზში.-დამთხვევა ან სასწაული,მესამე დარბაზი და და ჩემი ბუთხუზი,თავისი იტალიურით.
-ვინ მიმიღებს მერე?
-დაიკიდე წამო..
ტირლიამდე ცოტა მაკლდა,ირინა წამდაუწუმ მწერდა რა ქენიო..ბოლოს ნერვები დამაწყდა და ტელეფონი გამოვრთე.
ბოლო სკამზე დავჯექი იქნებ არ შემამჩნიონთქო ვიფიქრე მე..
მაგრამ რეჟისორის მახვილ თვალს არ გაჰპარვია.
-შენ ჰეი! უკან!-დარბაზი მაღალი კაცის ბოხმა ხმამ გააპო.
ოროსანი ბავშვივით ავდექი და წინ წავედი.
-აქ ვინ დაგიბარა?-მკითხა აგდებით მან.
-იცით,მე..გუშინ მითხრეს რომ აქ სინჯები..
-ჰოდა ვინ გითხრა მეთქი.
-ერთი მოხუცი კაცი იყო,მითხრა ჟვანია იკითხეო..-თავი ხელში ავიყვანე და ტირილი შევიკავე.
-მერე შენ რა თეატრში პირველად ხარ?არ იცი რომ გიჟია?
-იცით,მე იტალიაში ვსწავლობდი,აქ პირველად ჩამოვედი 7 წლის შემდეგ..
-რაზე სწავლობდი..?
-სამსახიობოზე..
-რამდენი წლის ხარ?
-19ის..
-ლაწირაკი ხარ!შენხელები აქ ახლა იწყებენ სწავლას-აგდებით მითხრა მან მე.
-დიახ შეიძლება მართლაც პატარა ვარ,ან იქნებ ლაწირაკი როგორც თქვენ აღნიშნეთ მაგრამ აქ მოსული იქნებ შეგემოწმებინეთ ბატონო კოტე...-სხვა გზა არ მქონდა,არც მარჩიელობის დრო იყო,ფოცხვერია იქნებოდა ეს კაცი თუ მეორე კოტე,გვარით ხომ ვერ მივმართავდი?ან გავარტყამდი ან არა..
-საიდან იცი ვინ ვარ?-სათვალე ცხვირზე ჩამოუსრიალდა რეჟისორს.
-თქვენი სახელი იტალიაშიც ცნობილია.-აფერისტობის ზენიტს მივაღწიე და კოტეს თავაზიანად გავუღიმე.
-ჰმ!მოდი ერთი ვცადოთ,მაინც აქ ხარ მოსული..
ტექსტი მომცეს,უიოლესი თემა იყო,როლებში იოლად შევედი და იმდენად კარგადაც რომ ბევრი ლაპარაკის გარეშე როლზე დამამტკიცეს.
სიხარული დიდად არ გამომიხტავას,შევეცადე მისთვის დამენახვებინა რომ ეს ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო,რომ ასეთი სპექტაკლები პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის.
მიზანში მოვარტყი,კოტე ბატონი აღფრთოვანებული დარჩა „ლაწირაკით“ მომართვისთვის ბოდიში არც მოუხიდა,არც ველოდებოდი,მთლად ასეთი თავდაჯერებულიც არ ვიყავი,რეპეტიციის დრო და ადგილი გავარკვიე,სცენარს ხელი მოვკიდე და დარბაზის კარი გამოვხურე,კოტეს აღფრთოვანებული შეძახილი კარს იქითაც კი მომესმა.
სიხარულისგან ავხტი და ისევ იმ გაწეწილ ქალს დავეჯახე,კოსტიუმები რომ ეჭირა ხელში,მან ისევ ჯმუხი სახით შემომხედა და გზა გააგრძელა,ისეთი გახარებული ვიყავი თბილისის ყველა კოსტიუმერი რომ დამეკოცნა არ დავიღლებოდი.
აი თქვი ახლა არ ხდებაო სასწაულები!
უკან იმ გოგონას ხმა გავიგონე.
-მალადეც!-უკან მივბრუნდი ის იღიმოდა,მეც გამეღიმა.
-რამდენადაც ვიცი შენც დაგამტკიცეს ხო?
-ჰო მაგრამ მე მხოლოდ სანდროს პონტში,შენსავით მაგარი ვერ ვარ.-ისევ იცინის და სიგარეტს იღებს ჩანთიდან.
-სანდრო ვინ არი?
-ჩემი მეგობარი,სანდრო რატიანი,გეცოდინება,ზეცაშვილის ძმაკაცია.
-აზრზე არ ვარ ვინ არიან-გამეცინა მე.-თბილისში 7 წელიწადია ნამყოფი არ ვარ,და მოდებაში არ ვარ რახდება ამ ქალაქში.
-სად იყავი 7 წელი?
-იტალიაში-შენობის კარი მოვიხურეთ.
-მუშოაბოდი?-საწყლად გამომხედა ნატამ.
-ვმუშოაბდი მაკდონალდში,დანარჩენ დროს კი ვსწავლობდი სამსახიობო კოლეჯში.
-ააჰ,გასაგებია,ესეიგი თბილისში არავის არ იცნობ და არავინ არ გიცნობს.-ინტერესით შემომხედა მან და საჩვენებელი თით ნიკაპთან მიიდო.
-ეგრე გამოდის....-თავი დავხარე და ირგვილივ გარემოს მოვავლე თვალი.
-კაი წამო კაფეში დავსხდეთ და მომიყევი რამე,მეც მოგიყვები თბილისურ სიტუაციებს გინდა?
-მინდა.-სიხარულით დავთანხმდი,აბა სულ ირინას და შოთიკოს ყურებას,ლიას მეზობლების ჭორებს მერჩივნა სადმე ვინმე უცხოსთან მაინც მელაპარაკა.
ცოტა ხანს ვიარეთ და ტაქსით ნელიკოს კაფეში დავსხედით.
- თბილისი,მოკლედ ხომ მაინც აგისხენი არა?ვაკეში ძაან „ტიპები“ ცხოვრობენ,ვერაზე „ძველი სასტავი“ ,მთაწმინდა...მანდაც ვერის პონტია,მაგრამ მანდ უფრო ისეთები რა,არისტოკრატია ხალხი-ეცინება-ნახალოვკა „გაგება და ამბავი“,კიდევ სოლოლაკი საკაიფო უბანია და ნუ მოკლედ პეკინი მაგალითად მოდა და სამყარო,დანარჩენს შენთვითონაც მალე მიხვდები.
მშვიდად ვუყურებდი,მეღიმებოდა და თავს ვუქნევდი,ცივი ყავა შევუკვეთეთ და ნატამ გააგრძელა.
-მე ვისი წყალობითაც მოვხვდი სპექტაკლზე ანუ სანდრო რატიანი ძაან ისეთი ტიპია,აი ყველა კარი რომ მისთვის ღიაა.
-კავშირები აქვს დიდი?
-ქუჩის პონტში ხო,დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ცოტა სხვანაირი ტიპად მოგეჩვენება სანამ გაიცნობ,რომ გაიცნობ შენც დაგევასება,სოლოლაკში ცხოვრობს ისე კიარაა.-ეცინება და თვალებს დაბლა ხრის,ჩემი გამოთველით მაგრად ევასება ეს სანდრო რატიანი.
-ისე კაი ტიპია?-შევაპარე მე.
-მმ რავიცი გოგო კი, თუ გინდა ფოტოს გაჩვენებ.
-კაი მიდი..
ტელეფონი გადაჭედილი ჰქონდა სანდროსთან ერთად ფოტოებით,სიცილი ოსტატურად შევიკავე და დავეთანხმე სანდროს კაი ტიპობაში,ვერაფერს დაუწუნებდი,მაღალი მხარბეჭიანი ბიჭი იყო,დაბალზე თმებით და ცისფერი თვალებით,აი მსახიობი რომ არის ჩად მაიკლ მიურეი მაგას გავს ძლიან.აპრეხილი ცხვითი და მუქი მუქი ცისფერი თვალებით.
-შეყვარებული ჰყავს..-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ნატმ.
-ჰო?მერე?-უდარდელად გავეხედე მე.
-არა არაფერი,ანუ ის რომ...
-ანუ ის რომ შენ მოგწონს და გაბრკოლებს ეს გოგო.
-ჰო,იცი რა ლამაზია?მაგრამ ისეთი ხასიათები აქვს,ღმერთო ისეთი „სწერვაა“-თვალები გადაატრიალა ნატამ.
-სანდრო მოგწონს თუ სერიოზულადაა საქმე?-სიგარეტს გავუკიდე მეც.
-არა,ბავშვობიდან მიყვარს მაგრამ ჩემი ძმის გადამკიდე..
-რომელია შენი ძმა?
-გუგა ვაჩნაძე.
-რაო გუგამ?-გამომცდელად გავხედე მე.
-არა,არაფერი,არ იცის უბრალოდ..აი ხომ გესმის,ძმაკაცია ბავშვობის,სანდროს შეყვარება ისეთი პონტია თითქოს ძმას გახედო სხვანაირად.
-უჰ მოიცა რა,დედაჩემის ძმაც ეგეთი ძმაკაცი იყო მამაჩემის მაგრამ,ირინაც და შოთიკოც გადასარევად არიან ერთად.
-შანსი არაა უყვარს ის კაპასა გოგო.
-კაპასა გოგოს ეშველება.
-აუ შენ მაგარი ტიპი ხარ ხო?-გაეცინა ნატას.
-ვცდილობ.-გამეცინა მეც და ტელეფონს დავხედე,ირინას 100 მესიჯი იყო მოსული,სად ხარ,ხომ არ დაიკარგე და მსგავსი ტექსტები.
ნატასთან კიდევ დიდხანს ვილაპააკე,და საღამოს ბარში შეხვედრაზე შევთანხმდით,მერე მე ჩემს ბახტრიონს მივაკითხე მან მის სოლოლაკს.
ირინას რომ მოვუყევი რეპეტიციაზე რაც მოხდა,სულ სახე დამიკოცნა,შოთიკომ ესიგი ამდენი ტყუილად არ გისწავლიაო და ლიაკომ მიდი დაჯექი ბებო საჭმელს გაგიკეთებო.
-გადავირიე კაცო,ვურეკავ ამ ბავშვს და პასუხს არ მცემს.-ნერვიულობის პიკს მიაღწია შოთიკომ.
-მეგობრებთან იქნება ალბათ.-დაამშვიდა ლიაკომ.
-არა ყველას დავურეკე და არსად არ არის.
-კაით დამშვიდდით 5 თითივით იცნობს თბილისს არ დაიკარგება.
-ეს არ არი ნორმლაური 12 წლისაა ნიცა ჯერ!
-კაი..-ტელეფონზე მოკლეტექსტური წერილი მომივიდა,“შეყვარებულთან ერთად ვარ და მოვალ მალე,ირინას უთხარი ივიკოსთან ერთად არითქო და მიხვდება“.გამეცინა“რადროს ამის შეყვარებულიათქო გავიფიქრე და ირინას ვანიშნე მოსულიყო.-ივიკოსთან ერთად ვარო და მალე მოვალო მომწერა.
-ააჰ შოთიკო ნანკასთან ყოფილა არ ინერვიულო მოვა მალე.
-უჰ გამისკდა კაცო გული.
საღამოს 9 საათი იყო,ნატამ მომწერა ჩამოდიო.გამიკვირდა მეთქი ჩემი სახლი საიდან იცისთქო,არც მანქანით მინახავს სინჯებზე.კაითქო მივწერე და ჩავედი.
რომ ჩავედი,აი რომ ჩავედი..
თავიდან განსაკუთებული არაფერი „ნისანის“ ფირმის ავტომობილი იყო,ჯიპი.
ნატამ თავი გადმოყო უკანა ფანჯრიდან და ხელი დამიქნია,მეც წავედი კარი გავაღე და აჟიტირებული ნატას დანახვისას მეც გამეცინა.
-ბიჭებო გაიცანით ეს ნიცაა. ნიცა ამაღლობელი,ჩემი მეგობარი.ნიცა გაიცანი გუგა ვაჩნაძე აი ის მე რომ გიყვებოდი ნერვებს მიშლის წამდაუწუმთქო,ეს საანდრო რატიანი-თვალები დამიქაჩა ნატამ.-და ეს ნიაკოა დარასელია.
-სასიამოვნოა-გავიღიმე და ფანჯრიდან ჩემი სახლის სამზარეულოს ფანჯარას(მაპატიეთ ტავტალოგია) გავხედე,ირინა და ლიაკო მიყურებდა.
მანქანა დაიძრა და ბინასაც გავცდით.
-ეკუნას გავუაროთ რა.-თქვა სანდრომ,რომელიც წინა სავარძელზე იჯდა,მომენტალურად ნატას გავხედე,მოსაბეზრებლად გადაატრიალა თვალები,გამეღიმა და ისევ ფანჯარას მივუბრუნდი.
-გავუაროთ,წავედით ფალიაშვილზე.-თქვა მხიარულად გუგამ და ჩიხში შეუხვია.
ეს ეკუნა მართლა ლამაზი გოგო აღმოჩნდა,ნატამ რომ უთხრა იტალიაში სწავლობდაო,გული შემიჭამა მომიყევი რამე იტალიაზეო.
ბოლოსდაბოლოს დათქმულ ბარშიც მივედით.
ჰოდა შევაღე კარები,კლასიკური შარვალი და ატლასის ბრეტელიანი მაისური მეცვა,თმები მაღლა მქონდა აწეული და ტუჩის წითელი კონტური მამშვენებდა,მიყვარს გლუვი ტუჩები,დანარჩენ მაკიაჟზე კი ლაპარაკი ზედმეტია,ნერვებს მიშლის ეს თვალებდახატული ხალხი.
შევედით,ჩვენი მაგიდა მეორე სართულზე ჰქონდათ დაჯავშნული ბიჭებს.
ჰოდა მეც მაგას ვიძახი ხომ შევედით..ჰო ავედით,მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი იჯდა.
სამი გოგო და ერთი ბიჭი.
მე ნატას არ ვშორდებოდი.
-პრივეტ,პრივეტ!-მიესალმა გუგა ბიჭს და მანაც ყურადღება მოგვაქცია.
-პრივეტ რაშვებით,რატო დაგაგვიანდათ?-გაიოცა მან და ჯერ ეკუნა გადაკოცნა,მერე ნატა მერე ნიაკო და ჩემკენ რომ წამოვიდა შეჩერდა.
-ეს ჩემი მეგობარია,ნიცა ამაღლობელი,ნიცა გაიცანი ეს ნიკუშაა ზეცაშვილი.
-ნიცა?საყვარელი სახელია კრასავიცა გოგოსთან ერთად-ამათვალიერა უცნაური გვარის პატრონმა და თვალებში რომ ჩამხედა,მანდ მივხდვი რომ შარში ვიყავი.
მთლიანად ჩავიძირე უძირო ზღვაში,აი მუქი,მუქი..თითქმის შავში გადაუდიოდა,მაგრამ არა! რომ დააკვირდებოდი მიხვდებოდი რომ ლურჯი თვალების პატრონი იყო.ხმა ვერ ამოვიღე ჩემი ხელი, რომ აიღო და მის წითელ ტუჩებთან მიიტანა,გამაკანაკალა,გულში ლოცვა დავიწყე რომ არ ჩავკეცილიყავი,ისეთი მხურვალე ტუჩები აქვს,გაგაგიჟებს პირდაპირ.
მაგიდასთან დავსხედით,
-არ მოგერიდოს,თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სამეგობროში-გამამხნევა გუგამ და სასმელი დამისხა.
-ჰოო,ნიცა ახალი ჩამოსულია იტალიიდან,იქ სწავლობდა,თბილისში 7 წელია არ ყოფილა და აქ არავის არ იცნობს აწ უკვე ჩვენს გარდა-ნატა
-ვაა,ესეიგი არ გიცნობს თბილისის ელიტა?-გამომხედა სანდრომ და ეკუნას ხელი გადახვია.
-გაიცნობს არაა ეგ მთავარი პრობლემა.-დაადასტურა ეკუნამაც და თვალი ჩამიკრა,ნატას სასაცილო სახეს რომ მოვკარი თვალი სიცილი ძლივს შევიკავე.
-ხო გაიცნობს,როგორ არა ჩემი დაქალია ბოლოსდაბოლოს!-წარბი ასწია ნატამ.
-ნიცა შეყვარებული გყავს?-მკითხა გუგამ და ლიმონი აიღო.
-არა..არ მყავს.-გავიღიმე მე.
-რომ ვიძახი არ გვინდა ევროინტეგრაცია,ჩვენც გამოვშტერდებით ევროპელებთან ერთადთქო არ მისმნეთ და ჰე!-გუგა.
-რაშუაშია-გაიცინა ნიაკომ.
-აბა იტალიაში ესეთი ლამაზი გოგო ჩითავდეს და თავს არ შევაყვერებდი?შანსი არაა პროსტა!ვიძახი რა მაგარი შტერები არიან ეს ევროპელები.-დაამთავრა გუგამ და სახეზე ალი მომეკიდა,ჩემი კონტურის ფერი მივიღე.
-სპაკოინა ნოჩუ გუგა -ხელი დაუქნია სანდრომ-წადი და შენ გოგოს მიხედე.-უთხრა ნიშნის მოგებით და მე გამომხედა.-ამას არ ენდო მაგარი „ბაბნიკი ტიპშაა“.ამაზე ყევლას გაგვეცინა.
-ჯერ შეყვარებული არ უდა სწავლას აწვება-თქვა ნიკუშამ და არაყის ჭიქა გამოცალა.
-სწავლა დავამთავრე..-ვთქვი რაც შემეძლო ნაზად და მზერა ზეცაშვილისკენ გავაპარე.
-ვაა მართლა ტო?რამდენის ხარ?
-19ის..
-მერე ესე უცებ?-გაუკვირდა ნიაკოს.
-სამსახიობოს რაც შეეხება,ჰო აქაც მინდა გაგრძელება მაგრამ არა ამ ეტაპზე.
-ვაა და მუშაობ სადმე?
-კი ჩემთან ერთად აიყვანეს სპექტაკლზე-პასუხი გასცა ნატამ სანდროს.
-კაია,მაგას რა ჯობია,მოდი ამ ჭიქით ჩვენ ახალ მეგობრობას და ნიცას გაცნობას გაუმარჯოს.-ჭიქა მაღლა ასწია გუგამ და ყველა მას შევუერთდით,როგორც წესი ჭიქები ერთმანეთს „მივაჭახუნეთ“ და დავლიეთ,მხოლოდ ზეცაშვილი არ გარხეულა,ჭიქა მაღლა ასწია ჩემ დასანახად,მსუბუქად გამიღიმა და გადაჰკრა,სულმოუთქმელად ჩაუშვა სასმელი კისერში.
მაოცებდა ეს ბიჭი,რაღაც ჰქონდა ისეთი რაც ძალიან მომწონდა,მოკლედ რომ აგიღწეროთ ,არ ვიცი რამდენად გამომივა მაგრამ შევეცდები.
მაღალია,მუქი ლურჯი თვალებით,აპრეხილი ცხვირით,ოდნავ წვერიც აქვს,რომ იცინის ლოყები ეჩხვლიტება,რომ გიყურებს ზედა ყბის ნაწილები მკვეთრად აქვს გამოკვეთილი,საშუალო თუმცა მუქი წითელი შეფერილობის ტუჩები აქვს,ზედმეტად გრძელი თითები,სიგარეტს რომ ეწევა კვამლის გამოშვების დროს თავს მაღლა სწევს,რამე სასაცილოს თუ იტყვიან ტუჩის კუთხეში ეცინება,ბიჭებთან შედარებით უფრო სერიოზულია და ხშირად ამოწმებს ტელეფონს,თითქოს ვინმეს ზარს ელოდება,არაყს ლიმნის გარეშე არ სვამს და მთელი ამ ხნის განმავლობაში არაფერი უჭამია,თეთრი ტილოს „საროჩკის“ ზედა ორი ღილი შეხსნილი აქვს, ხელზე მაჯის ვერცხლისფერი საათი უკეთია, დახეული ჯინსი კოჭებამდე აქვს აკაპიწებული და ფეხები განზე აქვს გადგმული და აკვირდება სიტუაციას გვერძე მაგიდებზე.
რა მოკლე იყო ხო?
უკვე ყველანი კარგად ვიყავით,ის სამი გოგოც აცლილი იყო,ნატამ თავი დამადო და ჩუმდ მიჩურჩულა.
-ზეცაშვილი დაგევასა?
-საიდან მოიტანე?-ავფორიაქდი მე.
-ჩშშშ! დასტოინად,გიჟდება გოგოებზე,გაგაწამებს და მოგიწამლავს ნერვებს,ქუჩა მისი სამყაროა..
-ჩუმად არ გაიგოს!
-ვერ გაიგებს სანდრიკას ელაპარაკება.
-შეყვარებული არ ჰყავს?-არ ვიცი რატომ მაგრამ ნატა ზედმეტად ახლო მეჩვენა ჩემთვის და მასთან ასეთ თემაზე ლაპარაკს არ მოვერიდე.
-ნწ!არა..რამდენი ოცნებობს..ღმერთო ჩემო! ნამდვილი აუღებელი ციხესიმაგრეა,წარმოიდგინე ტიპი 22 წლისაა და შეყვარებული სერიოზულად ჯერაც არ ჰყოლია.
-უჟმურია ალბათ.
-არა,დასტოინობის პიკი აქვს,ამბობენ მამა დაჭერილი ჰყავდაო..
-მოიცა შენ რა კარგად არ იცნობ?
-ისე რა,ნაკლებად იჩითება ასეთ პონტებში,ვაიმე ნიცა ძაან შარში ხარ.-გაიცინა ნატამ,თავი ასწია და სიცილი რომ ვერ შეიკავა,ხმაურიანად გადაიკისკისა.გაოცებულმა გავხედე ნატას.
-რა..?
-ამდენი ხნის განმავლობაში გელაპარაკებოდი და ვაკვირდებოდი,თვალი არ მოუცილებია.
-რაა?მართლა?-სულ სულ ავწითლდი მე.
-დიახ მართლა.!-თქვა ამაყად და კაპუჩინო მოსვა.
ნიკუშასთვის შეხედვა არც მიფიქრია,ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება სხვარამისკენ გადამეტანა,რომ უცებ ფეხზე შეხება ვიგრძენი,აშკარა იყო რომ ფეხი ზეცაშვილის მუხლს მივადე და მანაც მზერა ჩემზე დაუფარავად გადმოიტანა,გულწრფელად რომ გითხრათ მაგრად შემეშინდა.
ეგ იყო და ეგ.
ზეცაშვილი მეტად აღარ მინახავს.
ნატამ მომიყვა კოტე მაგის ბიძაა,და ეგეც კოტეს გაზრდილიაო,აზრი არ აქვს და დაივიწყეო.
ვის ახსოვდამეთქი-გავუცინე გულგრილად და სარბენ ბილიკის გზა გავაგრძელეთ.
*
პრემიერა იყო,ვნერვილობდი,პირველი სპექტაკლის პრემიერის დღე გახლდათ.
ჩემი უმკაცრესი მოთხოვნით ოჯახის წევრებმა უკანა რიგებში დაიკავეს ადგილი,რომ იოლად თვალში არ მომხვედროდენ.
სპექტაკლმა საკმაოდ კარგად ჩაიარა,საგრიმიოროში შესულს ვარდების დიდი თაიგული დამხვდა გაბანტული..“საყვარელი სახელია ნიცა..“ -ტვინი გადავატრიალე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,თავიდან გუგა ვაჩნაძეზე ვიფიქრე,მაგრამ გადავიფიქრე გუგა ამ ბოლო დროს ვიღაც გოგოს დასდევდა და ეჭვი მქონდა მისი რჩეული მე ნამდვილად არ ვიყავი,ტვინში დამარტყა ზოლიანი ექიმი,ანდრო იქნებოდა დაშნიანიმეთქი,გამეცინა და ყვავილები იქვე დავდე,ნატას რომ მოვუყევი დაშნიანმა ყვავილები მაჩუქათქო გაუკვირდა ისეთი „მოხუცია“ არ მეგონა მაგეების თავი თუ ქონდაო.ორივემ მაგრად ვიცინეთ.
გარეთ გასულს ირინა,ტასუნა,შოთიკო,ლიაკო და დაშნიანი რომ დამხვდა გულმა ლამის შეტევა მომცა,დაშნიანს ხელში დიდი ვარდები ეკავა და მიღიმოდა.
-შესანიშნავ მსახიობს საჩუქრად ჩემგან.-ლოყაზე მსუბუქად მაკოცა და ყვავილები მომცა,დაბნეულობის პიკს მივაღწიე,თუ ეს ყვავილები ანდროსია მაშინ ის ვისია..ვერაფრით ვერ მოვიფიქრე შესაძლო ვარიანტი და მანქანაში დავსხედით.
იმ ღამით ნატას არ მოუწერია,ვიცოდი ისეთი დაღლილი იყო ჩემსავით მისვლისთანავე დაეძინებოდა.
დილით ფეისბუქში უამრავი სმს დამხვდა,ეკუნასგან ნიაკოსგან სანდროც მწერდა და გუგაც,რომ ლამაზი სპექტაკლი იყო და მე და ნატას დებიუტს გვილოცავდნენ.
უბრალო ინტერესის გამო გუგას მეგობრებში ზეცაშვილის ძებნა დავიწყე,თუმცა ამაოდ,ნიკუშა არ ამძიმებდა სოციალური ქსელის არც ერთ ფენას.
**
იმ ღამით კოტეს დაველაპარაკე,ბოლო ლოჟაში ადგილი გამიჩალიჩე ისეთი რომ ვერავინ დამინახოს და სპექტაკლს ისე ვუყურომეთქი.
კოტე ჯიგარია,ბევრი არ ულაპარაკია ისე მომცა მოსაწვევი.
„ოთხი მგლოოვიარე ქალი“ ...
ნიცა ერთ-ერთის შვილი იყო,ვიღაც შურიანი გოგო მჟავას ასხამს სახეზე და საბოლოოდ ასრულებს მის სლამაზეს,მერე ნიცას შეყვარებული შურს იძიებს ამ გოგოზე და მიდის მთელი მოქმედებები..
ულამაზესი იყო,პირველ დღესვე რომ დავინახე..
ატლასის ბრეტელიანი მაისური ისე გამოკვეთილად უსმევდა ხაზს მის ლამაზ ტანს ცოტა დამაკლდა რომ ატლასის ნაჭრებისგან არ გავანთავისუფლე.
ზედმეტად ამიდუღა სისხლი..
რაღაც ზედმეტად „აპასნი“ ემოციებით მოძრაობს ეს გოგო მთელ ჩემს სხეულში.
არ მევასება..
არა უფრო სწორედ ვიცი რომ არ უნდა დამევასოს.
იმ დღეს გუგამ თქვა,ნატას უთქვამს დაშნიანი ეჩალიჩებაო ექიმია ვიღაც..
საინტერესოა რატომ უნდა ამ ბიჭს თავისი სკალპერით დაასრულოს სიცოცხლე არ მესმის.
უყვარს ეტყობა დრამა დაშნიანსაც.
ლამაზი სახელია ნიცა..
შენ მაშინ უნდა გენახა,ფეხი რომ მომადო,ტანში გამაჟრიალა ტო..) რამდენ ქალთან არ ვყოფილვარ,რამდენი მინახავს და რამდენი „გამისინჯავს“ ეგეთი არაფერი..
ფეხის მსუბუქმა მოძრაობამ შემშალა ჭკუიდან..
რა გამიტყდა იცი?-ეღიმება.
ფეხი ნატამ გაჰკრა და ინერციით მომარტყა მე,მისი ინიციატივა არ ყოფილა.
არა ისე მისი ინიციატივა რომ ყოფილიყო რაღაც პონტში „მუღამსაც“ დამიკარგავდა.
ნიცა ამაღობელი..
რაღაც ისეთია რა,განსხვავებული და არა ქართული.
ალბათ ეგ დამევასა მაგ გოგოში..
ან რავიცი რა დამევასა..
ზედემატ „რომაულია“
შენ გაიგებ ჩემსას?
მე ვერ ვგებულობ.
არა მაინც რა ლამაზი სახელია ნიცა..
***
იმ დღეს ნიაკოს გავუარე და ორივე ნატასთან ავედით..
ღამის თევა გვქონდა ოფიციალურად.
მუსიკებს ვუსმენდით ნიაკო ვერის ამბებს ყვებოდა რომ ოთახში გიჟივით შემოვარდა გუგა.
გული გამისკდა ასეთი ფერდაკარგული არ მინახავს ეს ბიჭი.
-გამოდით..
-რახდება?-იკივლა ნატამ.
-გამოდიი და ნუ პანიკიორობ..-ხელში ტელეფონი ეკავა.-აფთიაქში შედი ბიჭო,ნატა ისეთი ბოთეა რომ ჩამოვუშვა ტირილს დაიწყებს და ნიას კანონების თავი მე არ მაქვს...(ნია იურიდიულზე სწავლობს)დაიცადე,დაიცადე არ გათიშო არ გათიშო!-ნერვიულობის ეპიცენტრში მდგარმა მე გამომხედა.-ნიცა მიშველე..
-რა მოხდა გუგა თქვი..-ამოვილუღლუღე მე.
-აფთიაქში უნდა ჩახვიდე,პირველადი დახმარების ნივთები უნდა იყიდო და ჩვენი სადარბაზოს ბინის პირველ ბინაში ხელმარცხნივ უნდა შეიტანო,თან ისე რომ ყურადღება არ მიიქციო.
-რა ხდება ადამიანო თქვი..
-ძაღლები არიან,ზეცაშვილის ამბავია რა...
-დაჭრილია?-წამოიძხა ნიამ.
-მსუბუქად მაგრამ „აპასნია“ რა...ნიცა მიშველე ამათ ვერ ვენდობი..
-კაი ჩანთას ავიღებ და ჩავალ..
-არა,აიღე ფული..
გუგას ფული გამოვართვი და სადარბაზოსთან მყოფ პირველივე აფთიაქში შევედი,შევეცადე მშიდი სახე შემენარჩუნებინა.
-თუ შეიძლება სამედიცინო სპირტი,საფენები და ბინტი მომეცით,წყალბადზეჟანგიც..
-ყველაფერი გვაქვს სპირტის გარდა..-ნაღვლიანად შემომხედა ფარმაცევტმა.
-სწრაფად ჩამიწყვე რა..-ფული მივაწოდე და ლამის ლოცვა დავიწყე რომ ზეცაშვილს სახლში არაყი ჰქონოდა,როგორც გამაფრთხილეს პირველ კარებზე დავაკაკუნე..
კარი წამნახევარში გაიღო და იქიდან გააფთრებული ნიკა გამოვარდა,მკლავში ხელი წამავლო და მანქანისკენ გამაქანა.
აზრზე ვერ მოვედი რახდებოდა.
მანქნაში სწრაფად ჩამვსა და გინებით დაქოქა ავტომობილი.
შიშისგან ღვედიც კი შევიკარი.
ხმას ვერ ვიღებდი მხოლოდ ნატას ფანჯრებს ვერ ვაცილებდი თვალს,სანამ სადარბაზოც არ გაუჩინარდა ამდენ ლამპიონებში,ნიკა ისე სწრაფად მიდიოდა ლამის თვალები დავხუჭე შიშიგან.
-მოდიან..-უკანა სარკეში გაიხედა და მხოლოდ ახლა გავარჩიე,ხმაურიან თბილისში პოლიციის სირენის ხმა.
-რა უნდათ..?-ხმისკანკალით აღმომხდა მე და ყურადღება ნიკას ჭრილობაზე გადავიტანე.
-ნუ გეშინია,ნიცა,ყველაფერი კარგად იქნება,ნუ გეშინია..-ხელი მუხზლე დამადო და ისევ საქარე მინას მიუბრუნდა.
ნახევარ საათშო კოჯორს გზაზე ვიყავით.
პოლიციის მანქანები აღარ მოგვდევდნენ.
გული დამიმშვიდდა,იმის და მიუხედავად რომ უცნობს მანქანაში ვეჯექი,თან როგორ უცნობს?...
-ყველაფერი მაქვს გარდა სპირტისა,სადმე უნდა ვიყიდო..-წავიჩურჩულე მე..
-არაყიც გამოდგება..-თავი დააქნია მან და კოჯორში შესულმა ჩიხებში გადაუხვია..
-იქ სადაც მივდივართ იქნება არაყი?
-კი საკმაოდ ბევრი..-ხომ არ შეგეშინდა?-გამიღიმა ნიკუშამ და ჩემ აკანკალებულ მუხლებს კიდევ ერთხელ დახედა..
-რომ გითხრა არათქო დამიჯერებ?-გაღიმება ვცადე მე.
-ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა,აქ ვერ მოგავგნებენ..
-შეიძლება რომ გკითხო..?
-ახლა არა რა, ახლა არა ნიცა,მერე ყველაფერს მოგიყვები.-ნიკაპზე ხელი ჩამომკრა და დიდი სახლის წინ გააჩერა ავტომობილი.
რომ გადმოვედი თავი ძლივს შეიკავე დაცემისგან.
სახლის კარი გააღო და მეც შიგნით შევედი.
სახლს თვალი მოვავლე,ისეთი ლამაზი ინტერიერი იყო აღტაცება ძლივს დავმალე.
ნიკუშამ სამზარეულოდან „ფინლანდიის“ გახსნელი ბოთი გამოიტანა და დივნის წინ მდებარე მაგიდაზე დადო.,სავარძელში მძიმედ ჩეშვა,ვატყობდი ცივი ოფლი ასხამდა,ჭრილობის გაღიზიანების საშინლად შემეშინდა,ბოთლს თავი მოვხსენი და ახლღა გავაცნობიერე რომ მისთვის პერანგი უნდა გამეხადა..
თანდათან გონს კარგავდა და სიკვდილამდე შემეშინდა.
სახეში ხელი მსუბუქად გავარტყი და დაუმთავრებელი ლაპარაკი დავიწყე..
ატყობდა რომ ვნერვიულობდი და ალაგ-ალაგ მამშვიდებდა მისი ღიმილით.
არაყი რომ დავასხი ჭრილობაზე შეკრთა,ტკივილი დიდად არ შეიმჩნია,მეც არ ვიცი რა როდის უნდა გამეკთებინა ამიტომ,არაყის დასხმის შემდეგ დავრწმუნდი რომ ინფექრცია მეტად აღარ შეიჭრებოდა და წყალბადზეჟანგიც დავასხი,შუშხუნების შემდეგ საფენი დავადე და ბინტის სახვევით მჭიდროდ შევუკარი.
-იცოდე აზრზე თუ არ მოხვალ მთელ ოტელოს წაგიკითხავ და ისე გაგაბრუებ ლაპარაკით გაიგე?-ხმას ავუწიე და ხელზე შევეცადე ძლიერად მომეჭირა ჩემი სუსტი თითები.
-რა ლამაზი სახელია ნიცა..-თქვა შეფიქრიანებულმა და გაიღიმა.
თავში უროსავით ჩამარტყაო თითქოს,მივხვდი ყვავილები მისი გამოგზავნილი იყო და სხეულში სიამოვნებისგან გამაჟრიალა.
წელზემოთ შიშველი მდივანზე ძლივს წამოვაწვინე,თავთან დავუჯექი და მისი თავი კალთაში ჩავიდე,უცნაური შეგრძნება მქონდა,ვიცოდი რომ ამ ყველაფერს კარგი „ენდი“ არ ექნებოდა მაგრამ რაღაცეებზე უარის თქმას ამის მიუხედავადაც არ ვაპირებდი.
დილით მანქანის ხმამ გამაღვიძა.
ნიკუშა არსად იყო.
ცხლად დამიარაა შიშის შეგრძნებამ.
გარეთ ნელა გავიხედე და გუგას „ნისანი“ და შეშინებული ნატა რომ დავინახე გარეთ გავვარდი.
-ჩემი ყოჩაღი გოგო.-გულში პირველი გუგამ ჩამიხუტა და ხელები ძლიერად მომიჭირა.
-გუგა..გუგა ამიხსენი რა მოხდა-ცრემლები წამცვივდა მე.
-დამშვიდდი,ყველაფერმა ჩაირა,ნიკუშა წავიდა.
-სად წავიდა?რატომ,გავეღვიძებინე..
-ნიკუშა ბიძამისმა უკრაინაში გადაიყვანა,ცოტახნით იქ უნდა იყოს..
წამის მეასედში თვალებში დამიბნელდა,ვერ გავაანაალიზე,ასე უცებ კოჯორიდან უკრაინაში როგორ და რანაირად?გუშინ კვდებოდა ახლა?...
უამრავი დიდი კითხვისნიშანი მეხატებოდა გონებაში მაგრამ ვხვდებოდი ჩემი ზედმეტი კითხვები ეჭვებს დაბადებდა და გავჩერდი.
ნამდვილად არ მინდოდა ცხოვრების რეალური დრამის მოანაწილედ ავეყვანე რეჟისორს და უიღბლოს როლზე დავემტკიცებინე.
ამიტომ ამას „სპექტაკლზე“ თავის არიდება ვარჩიე..
მის მერე არც ზეცაშვილი გამოჩენილა და არც პოლიციის სირენები..
მხოლოდ ის გავიგე რომ უკრაინაში იყო.
მე და ნატა დავდიოდით სპექტაკლებზე,ერთ-ერთი რეპეტიციის დროს დარბაზში ფოცხვერია ივანეს და მისი თანშემწის გარდა კიდევ მესამე უცხო პირი შევნიშნე,თუმცა კი ყურადღება არ მიმიქიცევია,ვიფიქრე ისევ ის კოსტუმერია ან გამნათებელითქო.
და გავაგრძელე..
მახსოვს მაშინ სპექტაკლს ვდგამდით..
„ჯინესბის თაობა“ ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა,სახლში ღამის 3 საათზე გვიშვებდნენ,იმის გათვალისწინებით რომ მე მთავარ როლში ვიყავი,თინა ვიყავი ფეტვიაშვილი...
ერთ-ერთი რეპეტიციის დროს სახლში გვიან ვბრუნდებოდი,დარბაზში განათებები ჩააქვრეს,მეც გასახდელში ვიყავი ჩანთის და ნივთები წამოსაღებად..
ვიგრძენი რომ ვიღაც მიყურებდა..
„დაგეწყო“თქო გავიფიქრე და ჩემ თავზე გამეცინა,ჩანთას ხელი მოვკიდე და გამოვედი...
გარეთ გამოსულს თბილისის თბილმა ნიავმა გულიც კი გამითბო,მიუხედავად ყველაფრის ცხოვრება რაღაცას ემსგავსებოდა..
რაღაც უეჭველად უნდა მომხდარიყო.
მეც ხომ მინდოდა ჩემი საკუთარი,ლამაზი ისტორია..
თუნდაც ბევრი ტირილებით?
ტაქსი გავაჩერე და ბახტრიონზე წავედი..
ახალი ქართული სერიალის საუნდრექი იყო და იმდენად უხდებოდა ამ სიტუაციას,ეს სიმღერა შემიყვარდა წუთის გასვლაში.
მე
ტაქსისტი
თბილისი
თბილი ქარი
გამღვალი გრძნობები
ახალის შეგრძნება
და
სიცოცხლის წყურვილი ადამიანს იმ ბოლო ღერსაც გადაგაგდებიებს ფანჯრიდან.
მინა ჩამოწეული მქონდა და ვტკბებოდი თბილისის შესანიშნავობით.
ვერავითარი მილანი შენ ვერ შეგედრებათქო გამეცინა მე და ტაქსისტს გავხედე..
წამდაუწუმ უაკანა სარკეში იყურებოდა.
-გოგონა ის მანქანა ჩვენ მოგვყვება...
-რომელი?-გავიოცე მე და უკან მივიხედე,მეცნო მაგრამ ვერ მივხდვი საიდან.
-აი ის..
-სერია ვერ წავიკითხე.-მოვიმიზეზე მე და მძღოლს დაბნეულმა გავხედე...
-NNO-131..
-არ ვიცი არ მეცნობა ცოტა მოუჩაქრეთ რა..
-კარგი გოგონა..
ბახტრიონზე ამიყვანა და მეც ერთი ჩხიხის მოშორებით ჩამოვედი.
ცოტას ფეხით გავივლითქო ვიფიქრე,რომ ზუსტად ჩემს უკან „აუდის“ მარკის ავტომობილი გაჩერდა,უკან არ მიმიხედავს,უბრალოდ შინაგანი ინტუციით ვიცოდი რომ ის იყო.
-რა ლამაზი სახელია ნიცა...-დაიწყო პომპეზურად ნიკუშამ.
-დიდი ხანია არ გამიგონია თქვენი ხმა ბატონო,ნიკა აქ ჩამოსვლა რას მივაწერო?-უკმაყოფილოდ შემოვბრუნდი მე და მას გავხედე..
-ბოდიშის მოსახდელად ჩამოვედი..-ფეხი ფეხზე გადააჯვარედინა და ხელი ხელზე.
სულ არ იყო შეცვლილი.
ისევ ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა როგორც პირველი გაცნობისას..
-არ ღირდა ამხელი გზა მაგისთვის გამოგევლო.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ.
-შენთვის ღირდა.!
-მგონი სჯობს სახლში ავიდე..
-მოიცა რა სულ ცოტა ხანი...შენი დადებული საფენების უკრაინაში ექიმებსაც კი შეშურდათ.-გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა.
-ვიფიქრებ მეორე პროფესიად სამედიცინო ხომ არ ავირჩიო.-გამეცინა მეც.
-დაშნიანიც დაგეხმარბა ხო?-თქვა და გააბოლა,გავოგნდი,რა იცოდა დაშნიანზე?
-რაშუაშია ანდრო აქ?ან შენ რა იცი..?
-მე რაც მჭირდება და ვიზეც მჭირდება ყველაფერი ვიცი,ნაწილობრივ მაგის ბრალიცაა ჩემი უკრაინაში წასვლის ამბავი.-სულ დავიბენი,ვერაფრით დავაკავშირე ეს ორი ერთმანეთს.
-სად შენ და სად ანდრო ნიკუშა?
-ოო ქალი ნიცა,ქალი ზედმეტად ბევრს ნიშნავს კაცის ცხოვრებაში,თან თუ ერთი ნახვით შეგაყვარა თავი?გადებილებს და ტოტალურ გამოშტერებამდე მიჰყავს კაცი,ვინც თქვა რომ ქალი კაცზე სუსტი არსებააო ცოლი აჩმორებდა ზუსტად ვიცი.-გაეცინა და ახლა მეორე ღერს მოუკიდა.
-საერთოდ ვერ მიგიხდვი..
-გაგიჟება შეიძლება მაინც როგორ გიხდება შენი სახელი ჰა?..ნიცა..
-მგონი სჯობს მართლა წავიდე..
-ცოტა ხანიც რა..
-მაშინ მითხარი რაშუაში ხარ შენ ანდროსთან და რა მოხდა იმ ღამით>...
-ხომ მითხარი მაგ კითხვებს აღარ დაგისვამო,იმ ღამით ჩემსავე მანქანაში,მუხლებაკანკალებული, რომ მეჯექი და ჩემ მკლავს თვალს ვერ აშორებდი..
-ნიკუშა დაჭრილი იყავი მხოლოდ..
-მხოლოდ ამიტომ ცახცახებდი მთელი სხეულით?..
-რას ხედავ ალოგიკურს ამაში?უკან პოლიციის მთელი ჯარი მოგვსევდა.
-და შენ ჩემთან ერთად გამოიქეცი..-თქვა და მესამე ღერს გაუკიდა.
-მე?... მხოლოდ იმიტომ რომ გუგამ მთხოვა..
-გუგას რომ ეთქვა წადი მტკვარში გადახტიო მიდიოდი ტო?-ხელები ჩამოუშვა და ჩემკენ წამოვიდა,აი კანკალი მაშინ ვიგრძენი.
-ჰო ჯანდაბას,შენ დასახმარებლად წამოვედი მერე რაა?
-ნუ იძაბები ნიცა,მშვიდად..
-ნუ მძაბავ ნიკუშა..
-ვარდებს რომ გიგზავნიდი,ყოველ სპექტაკლზე ღებულობდი..?
დავიბენი,ჩემამდე არცერთი ვარდი არ მოსულა..
-რა?
-ყოველ სპექტაკლზე გიგზავნიდი ერთ კალათა ვარდებს..
-მეღადავები ხო?-გამეცინა მე და უკან დავიხიე..
-მეტყობა რომ ღადავის ხასიათზე ვარ?-მითხრა სრული სერიოზულობით და თვალებში ჩამაშტერდა.
-არა არ ვღებულობდი,ჩემამდე ერთი კალათა კიარა ერთი ვარდიც არ მოსულა..
-როგორ ტო არცერთი?
-არც ერთი..
-ვარდებს მოევლება..
-კაი და შენ..?შენ რატომ წუხდებოდი,ვარდებს რატომ მიგზავნიდი?უკრაინიდანაც ჩემს გამო ჩამოდი?რატომ ნიკუშა..?
-მაგიჟებს ესე რომ მეძახი..
-რატომ ნიკა?
-ნიკა არა რა ნიკუშა,უფრო ლამაზად გამოგდის.
-გისმენ პასუხი მინდა..
-მიყვარხართქო და ბანალურობები ბავშვობიდან არ მევასებოდა.
-ჰო მაგრამ გოგოს შენი გრძნობების შესახებ როგორ უმხელდი?
-არავისთვის გამიმხელია-მითხრა მან,ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ჩემს გადაჯვარედინებულ ხელებზე მისი ხელები დამადო.
-არ მჯერა,აი ესე მარტივად არც ვარდების ამბავი მჯერა და არც შენი გრძნობების,არც იმ ფაქტის რომ ჩემ გამო ჩამოდი უკრაინიდან,წადი რა სხვა ვინმე მოატყუე..!
-ჩემი არ გჯერა ტო?ჩემი მთელ თბილის სჯერა და შენ არ გჯერა ტო?
-ჰო მე მთელი თბილისი რომ არ ვარ ახლა გაიგე ზეცაშვილო?გამიშვი ხელი..
-შენ რომ ზუსტად მთელი თბილისი არ ხარ მაგიტომაც მევასები,აბა თბილისის ვერა-ვაკის გოგოებს რომ ჰგავდე კიარ დამაინტერესებდი თავის დროზე,შენ გამო უკრაინიდანაც არ ჩამოვიდოდი და არც იმ ვარდებს გამოგიგზავნიდი დაშნიანი თავს რომ დაალეწავს იმ კალათებზე.
-ნიკა რა დაშნიანი რეებს მელაპარაკები ცოტა გასაგებად რომ მითხრა დაშავდება რამე?-მწყობრიდან გამოვედი მე.
-აი აქ..-იხრება და ლოყაზე ნაზად მკოცნის.-აი აქ ,წითლდები,როცა ბრაზდები,ღაწვები გიწითდება როცა გრცხვენია,ხელები გიცივდება როცა ნერვიულობ..
ახლა სამივე ერთად გაქვს დაწყებული,თუმცა მე მეოთხე უფრო მაფიქრებს,გულიც როგორ გიჩქარდება ტო!-ჩუმად მეობნება და მეორე ლოყაზეც ანალოგიურად მკოცნის..
მერე ისევ უკან მიდი შორი ნაბიჯით და ხელს მიქნევს.-ტკბილი ძილი ...ნიცა..!-მანქანაში ჯდება და მიდის.
***
-სადამდე შეუტოპია ტოო! მაგას რ აჰგონია ესე იოლად შევარჩენ მაგ პონტს?
-კია,დამშვიდდი მოგვარდება დაშნინების ნაირები მოგვიყომარებია?- მოსაწევს ახვევს გუგა.
-ფუ მემაგის პი... დ... მომეცი მაგის ნომერი..
-კაი ტო ახლა შეეშვი,და მერე ერთად მოვაგვაროთ..რაო ნიცამ.
-ნიცა აპასნია რა,აწი თავი რომ მოვიკლა აღარ გამიშვათ მაგის სანახავად.
-რატო ბიჭო?-თვალებს ქაჩავს სანდრო.
-ვაფშე გამომაშტერებს ეგ გოგო და ძმაკაცი დაგეღუპებათ!-მეცინება მე.
-მოიცა რა!ისე ხო ხარ დალაგებული!-ამ სიტყვების მერე გუგა თავში ბალიშს იღებს და სანდრო ეკუნას ზარს.
რაღაც მაგრად აირიეს,იმ ღამეს სანდრო ჩემთან დარჩა,ვერ იყო ისე რომ უნდოდა,ძაან შერეული ლაპარაკით შემომაპარა რომ ნატა ევასება,არადა ეგ „დვიჟენბიები“ ჩემზე უკეთ ვინ იცის.პროსტა გუგა გააფრენს და ეგ იქნება.
**
სახლში როგორ ავედი არ მახსოვს.
იმ ღამით არ მიძინია.
ნანატრი ბედნიერების წუთები მქონდა და მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო..
მინდოდა ზეცაშვილის ნაკოცნი გონებიდან არ ამომშლოდა,არც ვაპირებდი შეჩერებას.
თუ რისკია,რისკი იყოს..
მე მინდოდა გადარეული ცხოვრება.
და ეს ყველაფერი ვეჭვობ მაგის საწინდარი იყო.
მეორე დილით ნატამ აიჩემა აუზზე წავიდეთო.
ჩემი და ნიაკოს შეწინააღმდეგებას აზრი არჰქონდა,გარეთ 45 გრადუსის მიუხედავად ნატას ვერ დავაშლევინეთ აუზზე წასვლა.
-აქ ნახე პროსტა რა ბიჭები დადიან..-სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლა ნიაკოს,მე და ნატა ვკვდებით სიცილით.
გამოსაცვლელიდან გამოვედით და შეზლონგებზე დავწექით.
ნატა და ნია წყალში იყვნენ ბიჭებს ეპრანჭებოდნენ გვერძე შეზლონგიდან,ნატას ტელეფონზე რეკვა ატყდა,ჩემს ფლეიერშიც კი ისმოდა მისი ზარები,ძალიან რომ შემაწუხა დავხედე ტელეფონს და გათიშვა დავაპირე, მაგრამ გუგა იყო.
მეთქი რადაშავდება და ავიღებთქო.
-ჰო გუგექს!
-ვაა ნიცას ბარო ბარო!-(ჩვენ რომ ვიცით ისეთი ფორმით მითხრა)
-ბარო! -გამეცინა მეც.
-სადახართ გოგო?იპოდრომზე მეგონეთ..
-არა არა აუზზე წასვლაზე აგვტეხა შენმა დამ და მანდ ვართ.
-ჩვენ რომ დავდივართ ხოლმე მანდ?
-ჰო მანდ.
-კაი მოვალთ ჩვენც.
-გუუ!
-ჰო რაიყო.
-ვინ „ჩვენც“?-წარბები ავათამშე ნერვიულობისგან.
-მე და სანდრო,რაიყო კიდე ვინმეს ელი?-მკითხა გამომცდელი ტონით.
-არა,ვის უნდა ველოდებოდე.-ვთქვი იმედგაცრუებულმა და გუგასთან საუბარი დავასრულე.
ისეთი მზე იყო აზრი არ ჰქონდა იმაზე ოცნებას რომ არ დავიწვებოდი,ამიტომ წყალში გოგონებს შევუერთი.
**
იტოქში პოლიტკოვსკაიაზე არიან რა „ჯიქიაში“-თქვა გუგამ და შორტების ძებნა დაიწყო.
-ჰე გამოუშვი ჩვენკენაც.-სანდრო.
-ჰო ვიცი მაცადეთ!
-მეტი არაფერი?-ვიკითხე არაფრის მოლოდინში.
-კი შენ გელოდება.-გამიცინა გუგამ.
-ეს ორლაირიან ღადაობები..
-აუუ გელოდებათქო რაა!-არ დამასრულებინა მან.
-დაიცა რაო?
-ვინები მოდიხართო,მეთქი მე და სანდროთქო რა ააჰ კაიო ისე უკმაყოფილოთ თქვა შოკში ჩავარდება იქ რომ გაეჩითები.-იცინის გუგა.
**
წყალში „ვნავარდობდი“ სრული და პირდაპირი გაგეით.
უცებ ნიაკომ მიჩქმიტა და თვალები გავახილე,ვიღაც 200 კილოიან კაცთან შეჯახებას გადამარჩინა სერიოზულად,თან მანიშნა შესასვლელისკენ გამეხედა.
-ზეცაშვილიც მოვიდა.
ვერ გადავწყვიტე მეტი ეფექტისთვის ახლავე ამოვსულიყავი თუ ცოტა ხანი მეწვალებინა.
ნატამ დაჰკრა თავი და ავიდა ,ნიაც მას მიჰყვა აბა მე მარტო რა მინდოდა და მეც ავედი.
წყლიდან ამოსულს წვეთები ტანზე ისევ მქონდა შერჩენილი.
თმები უკან გადაწეული.
-პრივეტ ბიჭებოო!-დაიწყო ნიამ.
-ბარო ბარო!
-აუ გადააჩვიეთ ეს ამ თენგოს ლაპარაკებს რა!-გამეცინა მე და ჯერ სანდრო გადავკოცნე,მერე გუგა და ბოლოს ნიკუშა,ჯერ ერთ ლოყაზე ვაკოცე მსუბუქად მერე მეორეზე,ზუსტად ისეთი თანმიმდევრობით როგორც თვითონ გასულ ღამეს.
-დვესტი მილიონ ალიგარხავაში ესე წერია რო თუ ასე არ მიესალმეო,ბიზნესმენი არ დაიკერებაო მეც ვამუღამებ რა!-იმართლა თავი გუგამ და გაეცინა თავის ნათქვამზე.
-ოხ შენ და შენი ალიგარხავა რა!-ჩაიტიტინა ნატამ და ახლა სანდროს გახედა.-ვაა შენ მარტო საიდან?ყელსახვევი მოგხსნა ეკუნამ?-შეზლონგზე დაწვა და რუჯის გამაძლიერებელი წაისვა.
-რა ყელსახვევი?-გაუკვირდა სანდროს.
-ძაღლებს რომ აბამენ ეგეთი.!-წარბი ასწია და სათვალეები გაიკეთა,სანდროს მზერით ის ადგილი თუ არ გასკდებოდა და ნატა ვაჩნაძეს მიწისქვეშეთში არ ჩაარაკრაკებდა ვერ წარმოვიდგნედი.
-ვაა შენ რა მაგარი გოგო ხარ ნა-ტა!-დაუმარცვლა სანდრომ.
-მოიცა როგორ ამბობ ხოლმე?მე ხომ გუგა ვაჩნაძის და ვარ!-სათვალეები მოიხსნა და სანდროს აცრემლებულმა ჩახედა თვალებში,ისევ გაიკეთა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
სანდროს მეტი აღარაფერი უთქვამს,ან რაღა უნდა ეთქა?გაასწორა ბიჭი მიწასთან,რაღაცნაირად მიყვარს ეს გოგო.
შეზლონგზე დაწოლილი მზეს ვეფიცხებოდი და მუსიკებს ვუსმენდი,ყოველთვის მომწონდა დუდუჩავას ფლეილისტი და ახლაც მის ერთ-ერთი მუსიკას ტალაბუმის-„ბუმს“ ვუსმენდი.
ზუსტად შეეფერებოდა აუზის სიტუაციას.
ამ ტკბილი იდილიიდან ნიაკომ გამომიყვანა,ისევ ფეხზე მიჩქმიტა,ისეთი რომ ზუსტად ვიცოდი ჩემს ფეხს კიდევ ერთი სილურჯე შეემატებოდა.
-ხტებიან!-მიჩურჩულა ყურში და ბიჭებისკენ გამახედა, უცებ დავწექი და სათვალე გავიკეთე,არ მინდოა მიმხვდარიყო რომ მას ვუყურებდი.
თუმცა ეჭვი მაქვს ჩემთვის არ ცხელოდა.
ჩახტა და იქვე მჯდარი გოგონებიც მათ ჩაჰყვნენ.
კინაღამ სათითაოდ გაპუტა ნატა ვაჩნაძემ სამივე.
ვაკვირდები და ვხვდები,რა იქნებოდა ნატა რომ არ გამეცნოთქო..მომენტალურად ნატას ისეთი სიყვარულმა ამოხეთქა ჩემში მის შეზლონგზე გადავწექი და მაგრად ჩავეხუტე.
გაოცებული გვიყურებდა ხალხი.
**
-ვაიმე ნიკუშა..!-ზურგზე მომახტა რატიანი.
-რაიყო სანდრიკა მოგაწვა?-გავიცინე მე.
-შენი გოგოს ადგილზე ვიყო უნამუსო ვარ მაგაზე მეტი არაფერი არ მინდა.
-მე „გუგას დის“ ადგილზე ვიყო და მაგის მეტი არ მინდა არაფერი!სანდრო გამოფხიზლდი გაგიჟდება გუგა!
-გაგიჟდეს,გადაიტანს.
-ოხ სანდრო,ოხ სანდრო..
-რა საყვარელია ტო!
-აუ არ მინდა ეს ბანალური ძმაკაცური ბაზრები რაა! პატარაათქო ხომ არ გითხრა.-სიცილისგან ლამის გული წამივიდა.
-მაგაშიც ვერ გამომადგები თორე კაი შენ!-იცინის სანდრო და ზემოთ ადის.
-შენ ზეცაშვილი არ ხარ?-მომესმა უკნიდან გამაღიზიანებელი ხმა,რაღაცნაირად წვრილი.
-კი ვარ.-ვუთხარი და ისთი სახით გავხედე უნდა მიმხვდარიყო რომ მეტის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
-მე ვიკა მქვია..
-სასიამოვნოა ძალიან..
-არ გინდა ჩვენკენ გადმოჯდე?-აი შეტენვა ამას ჰქვია მაგრად მეცინება ასეთებზე,ჰგავდეს მაინც რამეს.
-თუ მომინდება აუცივლებლად-გული არ დავწყვიტე ვიკას.
-კაი საყვარელო იქით ვსხედვართ!..
-აჰაჰაჰ!ავალ ხო?-ნებართვა ავიღე და აუზში დავტოვე.როგორ არ გამოსდის ამ გოგოს მზერის დამალვა ვოცდები პირდაპირ რა უნდა ამას სამსახიობოზე,ჩემთვის სულელივით გამეცინა და მათკენ წავედი.

***
საღამო იყო,კაფეში ვისხედით და ნატას მოყოლილ ბავშვობის ისტორიებზე გულიანად ვიცინოდით.
-მოკლედ ძალიან პატარები ვართ რა,ეს ვირი ცოტა დიდია ჩემზე,ჰოდა აგარაკზე ვართ კიკეთში.-გუგას სიცილი უვარდება და წვენს სვამს.-შუა თებერვალია,ყინავს ისეთი სიცივეა,მამამ ბუხარი დაანთო და ნუ გუგა როგორც ყოველთვის დიდი ინტერესით უყურებს ამ სანახაობას რა,ჰოდა ბუხრის ჯოხი,აი შეშას რომ აქეთ-იქით სწევენ ეგ უჭირავს ხელში და ცდილობს ისე მომაჩვენოს რომ თითქოს რაღაც სასწაულად საინტერესო საქმეს აკეთებეს,მეც რა მინდა მეტი და მივედი,ნუ ვეხვეწე და ვემუდარე ხელში მეც დამაჭერინე მეთქი,არაფრით არ ჰქნა,ბოლოს ყურში მიჩურჩულა მე თავში მოვკიდებ და შენ იმ ლამაზ ბოლოში მოჰკიდე ხელიო,ცეცხლის სიმხურვალისგან რკინის ჯოხი სულ გაწითლებულიყო,სანამ ბოლოს ხელს მოვკიდებდი იქვე ლამაზმა,ბრჭყვიალა ნაკვერჩხალმა მიმიზიდა..გუგას ვკითხე რომ მოვეფერო ხო არ მიკბენს მეთქი,სიცილით მიპასუხა არაო..
-ჰოდა მერე ისე მოეფერა რომ დამწვრობის ცენტრში მეორე ხარისხის დამწვრობით გააქანეს.-სიცილით კვდებოდა გუგა.
-ფუ საზიზღარო!-ხელზე მსუბუქად დაარტყა ნიამ.
-რა უქენი ბიჭო ბავშვს !-სიცილს ვერ წყვეტდა სანდრო.
-არც თვითონ იყო ნაკლები ოინბაზი რაა!-სიგარეტს გაუკიდა.-დედა სულ ყიდულობდა ლამაზ ბეჭდებს,ბაღში დადიოდა,ჰოდა მეც სკოლაში ლიზა მომწონდა მაგრად მაჭარაშვილი.
-ვინ ლიზა მსუქანი რომ არი და სიცილი ომის დაწყებას უფრო რომ უგავს?-ვეღარ სუნთქვდა ნია.
-ჰო ეგ ლიზა რა იყო სიყვარული ბრმაა-იცინის გუგა.-ჰოდა ვთხოვე ნატა რომელიმე ბეჭედი მაჩუქე მეთქი,კარგიო მითხრა..მეორე დილით ლამაზ პარკში გახვეული ბეჭედი მომცა,დიდად არც შემიხედავს,ბეჭედი იყო და რას დავეძებდი „ლიჟბი“ ლიზასთვის მეჩუქებინა რა..ჰოდა მივედი სკოლაში,ლიზას გალანტურად გავუკეთე ეს ბეჭედი და აღმოჩნდა რომ ზომაზე დიდია..არ იჯავროო,დამამშვიდა ლიზამ დიდი რომ გავიზრებდი და შენზე გავთხოვდები მაშინ გავიკეთებო.ისე მისწორედებოდა შეყვარებული რომ მყავდა ბიჭებში თვაწეული დავდიოდი,თან რა ბეჭდი ვაჩუქე!
იტოქში გავიდა ორი კვირა და ლილეს კივილი იღებს სოლოლაკს.
გული გამისკდა ვიფიქრე ჩემი დამრიგებელი ნახათქო,ბეჭედიო,რომ გავიგონე დავშმვიდდი ვიფიქრე ნატამ აიღო და დაუბრუნებსთქო,ყურადღება არ მიმიქცევია.
თან ცვეტში პატარა ვარ რა,გავიდა სამი ოთხი დღე,ბეჭედი არ გამოჩნდა,კი ვკითხე ნატას სადმე ხომ არ დამალემეთქი მარგამ ყველაფერთან ერთად ქურდი არ იყო ნამდვილად,ნუ მე მეგონა რომმ არ იყო..
მშობელთა კრებაა გულის წუხილი მაქვს ლილე სკოლაში უნდა მოვიდეს რა, ჰოდა ეს ლიზა და გოგოები უკან სხედან,ნუ ლილე მოვიდა გამოლანძღეს მაგრად და ჩემკენ შემობრუნდა,უნდა მეჩხუბოს და გაშეშდა.“ვაი დედათქო“ გავიფიქრე ძაან დამერხათქო,თურმე უკან ლიზას უყურებს ,რომელსაც ბეჭედი ხელში აქვს და თავს იწონებს გოგოებში.ვის ახსოვდა ჩემი ცუდი ყოფაქცევა,სულ ყურისწევით გამომათრია სკოლიდან,ჩემი ბრილიანტის ბეჭედი მეორე კლასელ ბავშვს როგორ აჩუქეო,მერე ნატას ხომ ვერ დავაბრალებდი ვიცოდი იმასაც არ დაადგებოდა კარგი დღე..ასე გამლახეს ამ საზიზღარი ბავშვის გამო.
-რომელსაც იმ დღის მერე წელიწადნახევარი აშანტაჟებდი და ათას უბედურებას აკეთებეიბდი!-ჩაუსწორა ნატამ.
-ნუ ეგ არ ითვლება.-გაეცინა გუგას.
ის დრო იყო სახლებში წავსულიყავით,ზეცაშვილი ზედმეტად დუმდა რაღაც არ მომწონდა და თან კიც მომწონდა ეგ ამბავი,ვიცოდი ხმა რომ ამოეღო ერთი ორად შემაყვარებდა თავს და ამას ისევ მისი სიჩუმე მირჩევნოდა.
***
საგრიმიოროში ვემზადებოდი სპექტაკლისთვის,უცებ კარი რომ გაიღო და ნიკუშა შემოვიდა.
გეფიცებით ნახევრად შიშველი ჩავაკვდი ხელებში.
სასწრაფოდ ვეცადე კაბის სწრაფად შეკვრა,თუმცა ნერვიულობსიგან ხელები მებლანდებოდა..
მარია სტიუარტის როლს ვთამაშობდი,სპეციალურად ამ სპექტაკლის გამო არ შემაჭრევინა კოტემ მოკლე კარე.რადროს კარე და კოტეა,უკან მომიახლოვდა,ვიგრძენი როგორ ამეწვა ზურგი როცა მისი თითების შეხება ვიგრძენი.
-მე შეგიკრავ არ ირნევიულო,მთავარი ეგაა..
-გრიმიორის ვარიანტში ცუდი არ უნდა იყო ხო?-გაღიმება ვცადე მე..
-გრიმიორის რა მოგახსენო,მაგრამ შენი კაბების გახსნა-შეკვრაში დავოსტატდები მაგაზე არ იჯავრო.-საფეთქელთან მაკოცა.გამაკანკალა არ ვიყავი ნაჩვევი მისგან კიარა საერთოდ ვინმესგან მსგავს სიტყვებს.
-ოცნებას კაცი ..
-მე ის კაცი არ ვარ ოცნება რომ მომკლავს ნიცა..!-ჩემ სახელს იმდენად პომპეზურად ამბობდა,თანდათან მარწმუნებდა მის სილამაზეში.
კარზე კოტე მიკაკუნებდა,ხმაზე ვცნობდი და მეღიმებოდა.
-უნდა წახვიდე,ოღონდ ისე რომ კოტემ არ დაგინახოს..
-რომ დამინახოს რა?-ეღიმება მასაც.
-არ მინდა პრობლემები აქაც კაი ?
-აქაც? რასნიშნავს?-წარბები შეკრა ნიკუშამ.
-არაფერს..-კარისკენ გავიწიე რომ მაჯაში ხელი მომიჭია.
-მითხარი..
-5 წუთში სცენაზე უნდა ვიდგე გამიშვი ხელი..-შეწინააღმდეგება ვცადე მე.
-აქ დაგელოდები.
სპექტაკლზე რა გავაკეთე გულწრფელად რომ გითხრათ აღარ მახსოვს.
კოტეს უკმაყოფილო სახე და საგრიმიოროში ზეცაშვილი მელანდებოდა.
როგორც იქნა დასრულდა სპექტაკლი.
კოტემ კულისებში შემათრია და იმედგაცრუებული მზერა მომაპყრო.
-ნიცა რა იყო ეს?მარიმ სტიუარტი იყავი თუ ვინ..ვინ ვინ იყავი საერთოდ?
-მაპატიეთ მე..
-სახლში წადი და იფიქრე იმაზე რომ მომავალ სპექტაკლზე თამაშის შანსი დაკარგული გაქვს!იმედია ჭკუას ისწავლი!
საგრიმიოროში შევედი და გვირგვინი მოვიძრე.
ლამის იყო ცრემლები გადმომცვივდებოდა.
ოთახახში შესულს სკამზე დამჯდარი დამხვდა.
-რაო ტიუდორმა-შევამჩნიე ღიმილი სახეზე შეეყინა ცრემლები რომ დაინაახა.
პასუხად არაფერი მითქვამს დივანზე დავჯექი და სამკაულების მოხსნა დავიწყე.
-რა გატირებს ტო.. რახდება?-სახე მოენგრა ზეცაშვილს.
-საშინლად ვითამაშე..-ძლივს ამოვილუღლუღე მე.
-ნუ გეშინია ყველა მსახიობის ცხოვრე..
-შენი ბრალია..-დაიბნა,სერიოზული სახე ღიმილმა გაუპო.
-ჩემი ტო?
-ჰო შენი..ვერ ხვდები?დავიჯერო ვერაფერს ვერ ხვდები?აქ რომ მოხვედი და სულ გამომაშტერე ამას ვერ ხვდები ნიკუშა?
ჩუმად იჯდა ტუჩს ოდნავ იკვნეტდა და ჩემ შეშლილ სახეს მშვიდად უყურებდა.
-ჯერ იყო და კოჯორში მომიტაცე,მერე იყო და უკრაინაში გაიქეცი ახლა ჩამოდი და გინდა რომ სულ შემშალო ხო?
-დავიწყოთ იქიდან რომ მე შენ არ მომიტაცნიხარ,მოტაცება სხვა სახის ვიცი მე..-იღიმის.-შენ თავად გამომყევი იმ პოლიციელებისგან თავისდასაღწევად გასაგებია?შენ დათანხხმდი გუგას ჩემ დახმარებაზე,შენ იყიდე წამლები და შენ გამითენე ღამე შენივე ნებით...მე ეს ყველაფერი არ მავიწყდება გესმის?არცერთი ღამე არ გასულა უკრაინაში შენზე ფიქრების გარეშე,არ მევასება ეს ბანალურობები რა გავაკეთო?ასეთი ვარ! ხო მე ასეთი ვარ! ცოტა გიჟი,ცოტა ავამდყოფიც ვარ,ცოტა ფსიხიც ვარ ცოტა მოსიყვარულეც ვარ მე ყველაფერი ვარ ნიცა!სანამ მაგას ვერ გაიაზრებ ვერ მიხვდები რატომ შეგიყვარდი..
-არ მიყვარხარ..-ვთქვი თვალცრემლიანმა მე.
-ღრმად ხარ მაგაში დარწმუნებული?
-სავსებით!
-ახლა რომ მოვიდე და გაკოცო..მაშინაც ღრმად იქნები დარწმუნებული?
-ვიქნები!-თავი დავუქნიე მე.
ზეცაშვილი ფეხზე წამოდგა,არაფრით შეიძლებოდა უკან დამეხია,არანაირად მეპატიებოდა თუნდაც ერთი ნაბიჯი უკან..
იმდენად ახლოს იყო,მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა..
ვიდექით საგრიმიოროში მე და ზეცაშვილი.
მე სტიუარტის ფორმაში ვიყავი ის ზეცაშვილის ფორმაში იყო.
წამით თვალებში ჩამაშტერდა,უაზროდ შეეხო გულს და სული ამიფორიაქა.
ვგრძნობდი რა მის ცხელ ხელებს ბეჭებზე მედებოდა.
გაშლილი თმა უკან გადამიწია.
კისერში თავი ჩამიდო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,ისე თიტქოს ეს მისთვის მაცოცხლებელი ძალააო.ცდილობს რაც შეიძლება მეტად შეგირძნოს რომ ცოტა კიდევ იცოცხლოსო.
ცოტა კიდევ ჩემთვის,მისი ნიცასთვის იცოცხლოსო..
დახრილმა ნიკუშამ ჯერ ლავიწის ძვალთან შემატოვა კოცნა და თავი ისევ მაღლა ასწია.
-შენი გული რა დღეშია ამუღამებ?-ხმადაბლა მიჩურჩულა ყურში.
პასუხი რათქმაუნდა ვერ გავეცი რომელ ნორმალურს შეუძლია ამ დროს ხმის გაღება?
-სულ ცოტა მჭირდება იმისთვის რომ ნერვების ყველა ფუნქცია მოგიშალო,ხვდები?..სულ ცოტა მჭირდება იმისთვის რომ დაგანახო როგორ გიყვარვარ..
აგრძელებდა ყურში ჩურჩულს.
-სულ ცოტაც ხელებს გაგიშვებ,დარწმუნებული ხარ რომ დაცემისგან თავს შეიკავებ ნიცა?..
მის ხავერდოვან ხმას ჭკუიდან გადავყავდი,ყურთან ოდნავ მეხებოდა და ტანში ჟრუანტელი მივლიდა,ყურადღებიდან ზეცაშვისლა არც ეს გამორჩენია.
-სულ ცოტა მჭირდება ამისთვის ნიცა,სულო ცოტა მჭირდება ამისთვის რომ ჩემად გაგხადო,რომ ჩემი დაგარქვა და ამაში ხელს მე ნიკუშა ზეცაშვილს ვერავინ შემიშლის შენთვითოანც ხომ იცი ნიცა?..
-არ გიყვარვარ..-ამოვილუღლუღე მე.
-არ მიყვარხარ?..-ეღიმება ტუჩებს შუბლთან მადებს და ხელებს ბეჭებზე მხვევს.-რომ არ მიყვარდე ნიცა?ხომ იცი რასაც ვიზამდი რომ არ მიყვარდე..ხომ იცი შენ ყველა გრძნობას და ჩემ ყველა კავშირს გამოვიყენებდი და გამოგიყენებდი..-ტანში გამაჟრჟოლა მერამდენედ უკვე ვერ ვითვლი,გული ლამის იყო ამომივარდებოდა,ყველა სარქველს გაანგრევდა და ამოხტებოდა,ყველა ფორმალობას დაარღვევდა სამყარო და დამაჯერებდა,მე მის სიყვარულს დამაჯერებდა.
-დამიმტკიცე,შენი სიყვარული დამაჯერე ნიკა..-უღონოდ ავხედე მის მომღიმარ სახეს.
წამით შეჩერდა,თვალებში ჩამაშტერდა,მზერა ტუჩებზე გადაიტანა და ვიგრძენი როგორ მაკოცა.
ესეც ჩემი „ისტორიის და-სა-წყი-სი“..
**
-წავიდეთ რაა!-გუგას კისერზე ეხვეოდა ნატა.
-მარტო ხომ არ წავალთ ნატა მოიცა რაა.
-მარტო რატო ნიცას დავურეკოთ,სადაც ეგ იქ ნიკუშაც წამოვა ნიაკოს და სანდროს..
-კაი მიდი აჰა დაურეკე!-ამოიკნავლა სიცხისგან გულწასულმა გუგამ და ნატას ტელეფონი მისცა.
დილას ნატას ზარმა გამაღვიძა.
11 საათზე ბოლო პერიოდში როდის გავიღვიძე აღარ მახსოვს.
-ალო..
-შენ კიდე უძილარი ხარ ხო?-იცინის ნატა.
-რაგინდა ნატალია სწრაფად თქვი ძილი უნდა გავაგრძელო.
-მოკლედ! საცურაო კოსტუმი,მე რომ თეთრი სარაფანა მიყვარს ეგ და „დალშე“ რაღაცეები ჩააწყე და ჩემთან გამოდი გუგას ზღვაზე მივყავართ!
-ეე რა მაგარია.-საწოლიდან წამოვდექი,როგორც ყოველთვის ფეხი გამებლანდა გადასაფარებელში და იატაკზე დავენარცხე.
-კიდე წაიქეცი გოგო?-სიცილისგან იგუდებოდა ნატა.-მალე ქნას სანამ ხასიათზე ვაარ!!-მომესმა გუგას ხმა ტელეფონში.
-მაგას უთხარი ნუ „გვეგრუზინება რა“ -გამეცინა მე და როგორც იქნა წამოვდექი.
ნატას მალევე გავუთიშე და სააბაზანოში შევედი თავი რომ მომეწესრიგებინა.
იქიდან გამოსულს 10 ზარი დამხვდა ნიკუშასგან.
გადავურეკე.
-სად ხარ ნიცა?-ახალ გაღვიზბულზე სულ ესეთი ხმა ჰქონდა.ბოხი.
-სახლში ვარ ჯერ არ გამოვსულვარ შენც ვაჩნაძეებთან მიდიხარ?
-ამოისუნთქე-გაეცინა-ჰო ვიცმევ და გამოვალ შენთან ოღონდ მალე ახლა რა ნუ წამოიღებ „მზითვებს“ არ მომყავხარ ჯერ-იცინის.
-ვინ მოგყვება თორე კაი!-გავიცინე მეც და ტელეფონი საწოლზე დავაგდე.
-რაშვები ახლა?-ვიცმევ ნიკუშა-სპიკერზე მქონდა ტელეფონი,რომ ირინამ შემომიღო კარები.
-დედიკო სტუმარი გვყავს.
-ვინ?-სწრაფად გადავიცვი სარაფანა მე.
-ანდრო მოვიდა..-ტელეფონს რომ დავხედე ნიკუშას ესმოდა სახე მომენგრა,რა აუხსნიდა ნიკას ანდროს მოსვლის თემას.
დავემშვიდობე და გავუთიშე.
-ვაა პრივეტ ანდრო.
-როგორ ხარ ნიცა?
-გმადლობთ კარგად,მამიკო ბავშვები ზღვაზე მივდივართ და დაახლოებით 1 კვირა არ ვიქნები.
-მამა დაჯექი ჯერ ისაუზმე სტუმ..
-მამა მიცდიან ქვემოთ გთხოვ რა..
-უხერხულია ანდროსთან..
-აარაა უხერხული ხო ანდრუშ?-რაც შემეძლო გავუცინე ანდროს.
-არა,არ არის შოთიკო გაუშვი ბავშვი.
-კარგი,ვის მიჰყავხართ?
-ბებოებს და ბაბუებს ლიაკოც მიმყავს-ტუჩები ავიბზუე მე.
-აი შენ ნახავ მეც თუ არ წავალ ზღვაზე გოგოებთან ერთად რაა!-ხის ჯოხი მომარტყა ლიაკომ და გაიცინა.
-ეს ნახე რაა! წავედი მოკლედ მე მიყვარხართ ყველა და გკოცნით ყველას!-ჩანთები გადავიკიდე და „დაბმული“ „გაკოჭილი“ ჩავედი ძირს.
ნიკუშა სიცილით მოკვდა რომ დამინახა სამი ჩანთა მქონდა გადაკიდებული.
-ხომ გითხარი ჯერ არ გიტაცებთქო-იცინოდა და ჩანთებს მაცლიდა.
-მეღადავე ხო მეღადავე მიდი!
-ვსო! წავედით.-გაეცინა და მანქანის კარი გამიღო,დავიბენი უცებ ზემოთ ჩემს ფანჯრებს რომ ახედა,ინსტიქტურად მეც გავხედე და დაშნიანი დავინახე,ჩვენ გვიყურებდა და ჩაის სვამდა.ყურადღება არ მიმიქცევია,ნიკუშას ხელზე ვაკოცე რომელი მანქანის ფანჯარაზე ჰქონდა ჩამოდებული,გაეცინა,თავი მანქანაში შემოჰყო და მაკოცა.
ბინა მალევე დავტოვეთ და სოლოლაკისკენ დავიძარით.
სახლში რომ შევედით მთელი ემოციები ვიგრძენი ნაქტა კიოდა ჩემი ტონალური სად არისო,ნია ამშვიდებდა და ჰპირდებოდა რომ უმოკლეს ვადაში იპოვნიდა აწ უკევ დაკარგულ ტონალურს.
ნიკუშას გაეცინა მორბენალ ნიაზე და მაგიდასთან დაჯდა ბიჭებთან ერთად.
-აუ ყავა გვიჩალიჩე რა ნიც ამათმა შეგვიჭამეს ტვინი ამ ტონალურებით და სუნამოებით.
-გაგიკეთებთ ხო.
სამზარეულოში შევედი და ყავის მომზადება დავიწყე.
გუგა ზღვის ამბებს არკვევდა.
ჩაქვში აპირებდა ჩვენს წაყვანას.
**
-ესეც ჩვენი აგარაკი!-მანქანიდან ჩამოხტა ნატა.
სახლს წინ გრძელი და დიდი აივანი ჰქონდა,იქვე შეზლონგის მსგავსი დიდი სკამები იდგა,მრგვალ მაგიდასთან შემოწყობილი.
ნატამ სახლის კარი პომპეზურად გახსნა და შიგნით შევედით.
ფანჯრები გავაღეთ და ჩამოფარებული მუქი ფარდებიც გადავწიეთ.
ულამაზესი სანახაობა ყოფილა ჩაბნელებულ სახლში მზის სხივების შემოსვლა.
ბიჭებმა ჩემოდნები და ჩანთები შემოიტანეს,პროდუქტები სამზარეულოშ დავაწყეთ და სახლის დასუფთავებას შევუდექით.
ნიაკო ფტვერს წმენდდა ავეჯიდან,ნატა პილასოსით დარბოდა შესასვლელიდან ზალამდე და ასე.
მე სამზარეულოში გავმწესდი და ჭურჭელის რეცხვას შევუდექი.
ასე თუ ისე სახლი საღამოსს სრულიად სუფთად გამოიყურებოდა.
ბიჭები გარეთ ისხდნენ და ლუდს სვამდნენ.
-გეეფიცები შეგეტენა ეს კარტი!წაიღე!-გუგა.
-შენ თამაში გესწავლოს!-ხელი აიქნია ნიკუშამ და ნიაკოს გახედა.
-ეე ნუ მძაბავთ რაა!-შეიკივლა ნიამ.
-რას გძაბავთ გოგო ჩამოდი დროზე!-იცინის სანდრო.
-სანდრო ეს კარტი გამატანე!-ნიამ ეშმაკურად შეათამაშა წარბები.
-აბა ხო აი ზუსტად მაგ ჭკუაზე ვარ როგორო არა!-იცინი სანდრო.
-გუგაა შენთან საქმე მაქვს მერე-იცინის ნიაქც.
-აჰა!-სანდრო 6-იან გულს აგდებს და ნიას კარტი მიჰყავს.
-გაგხიშტეს სანდრიიკ? -იცინის ნიკუშა-ნიცაა.
-ჰო,რაშვებით ვინ გადის პრემიაზე.
-ვინ თუ არა მე!-ხელი აიქნია ვაჩნაძემ და კარტები დაყარა-იარაღი დაყარეთ ბიჭო ყველა ჩემია.
-რა კარტი მოსდის ამ დამპალს!-თვალები დაქაჩა გამწარებსიგან ნიაკომ და კარტები მაგიდაზე დაყარა.
-წაგებულებმა თავანი ჩააბარეთ!-იცინის გუგა.
აღარ დავლოდებივარ ნიაკოს და სანდროს წამებას სახლში შევედი.
ნატა დიავნზე იყო გადაწოლილი და წიგნს კითხულობდა.
-ოჰ! მცოდნე ნატალია ბაზილევსკაია!-გამეცინა და გვერდით მივუჯექი-რა წიგნია?
-თუთაშხია.-მითხრა მეტად ჩაფიქრებულმა და ახალი ფურცელი გადაშალა.
-ახლა კითხულობ?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-მე-4 ვკითხულობ ზეპირად ვიცი ლამის.-ეღიმება და და სიცილი უვარდება.
-რომელზე ხარ.
-„ხართ აქ ორი კაძახი(სიცილით იგუდება)და უნდა ვიცოდეთ ჩვენ,რას ფიქრობთ და რას აკეთებთ.აბა როგორ?!მარჩენალმა ყველაფერი უნდა იცოდეს არ შეიძლება ასე!“-ამოიკითხა ნატამ.
-მანდ რა არი სასაცილო ჩემთავსგაფიცებ.-ნატას სახეზე მეცინება მეც.
-გოგო რამდენჯერ მაქვს წაკითხული და „კაძახი“ -ეს ადგილი ამოკვიატებული მაქვს სულ მეცინება ამ სიტყვაზე.
-მე რომელი მომწონს იციი?
-რომელი მევახშის ცოლს რომ ღორის ჯაჭვებით დააბამს მაგას რომ წარმოვიდგენ ხოლმე ცუდად ვხდები-სიცილი ამივარდა მეც.
-ნიკიფორე ბატონი! ასეა ეს!-თქვა ნატამ და ისევ წიგნს მიუბრუნდა.
ოთახში ბიჭები და ნიაკო შემოვიდნენ,გუგას ნია დაჭერილი ჰყავდა და ნიაც ბოლო ხმაზე იცინოდა.
-რას დამგვანებულხარ ეს პროკურორი ქალი? რა ქენი ნიაკო ეს აა?-ახედა ნატამ და რაც შეეძლო ხმა ოთარ მეღვინეთუხუცესისას მიამგვანა.
-შენ დათას მიხედე რაა!უშველე გუგა შენ დასს ტყეში გასული თუთაშხიაზეა შეყვარებული-იცინის ნია და ჩვენც გვეცინება,ისე სასაცილოდ მანჭავს გუგა თავისი „ღიტინსიცილებით“
გვიანი იყო სახლში ჩაპლინის კინოები ვიპოვეთ და ჩავრთეთ.
.
საწყალ გუგას დიავნზევე დაეძინა.
გოგოენბი ნატას ოთაახში შევედით.
კარებზე კაკუნი გაისმა შუაღამეს.
ორივეს ეძინა სხვა რა გზა იყო ავდექი და კარები გავაღე.
ნიკუშა იყო.
გამეცინა.
-არ გძინავს..?
-არა მუსიკებს ვუსმენდი..
-მიდი ჩაიცვი წავედით..
-სად?-თვალები გავაფართოვე მე.
-ზღვაზე გავიდეთ და ვისერნოთ..
-ეე რამაგარია-გამიხარდა მე.
-მიდი „შუსტრად“ ჩაიცვი და გავედით.
ის თეთრი სარაფანა გადავიცვი ნატას რომ ძალიან უყვარდა..
გრძელი იყო კოჭებამდე და ფრიალა დავარდნილი ნაჭრის.
გავედი.
სანამ ზღვაზე გახვალ ჯერ ტყე უნდა გაიარო.
ტელეფონის ფლეშ ნათურები ავანთეთ და გზა ისე გავაგრძელეთ.
-ფრთხილად ფეხი არ იტკინო-ახლოს მიმიზიდა,წინ რომ დავიხედე დიდი ხის კუნძი იყო და საერთოდაც ვერ ვუყურებდი ამ სიბნელეში ნათურით განათებნულ ტყეში ხის კუნძს..რატომ?გვერდით ნიკუშა იდგა და აზრი არ ჰქონდა რამეზე დაჩერებას,რომც შემეხედა ვერ გავიაზრებდი.
-ჩვენ ნორმალურები ვართ?-მეცინება მე.
-რავიცი ტყეში ვართ ღამის 2 საათზე რატო არა რო?-იცინის.
-აჰამ აჰამ.
-დაიღალე?
-არა,ანდაც ცოტა მაგრამ დიდი არაფერი..-ვერ გავაანალიზე უცებ გაჩერდა,წინ დადგა გამიცინა,ისევ ისე ტუჩის კუთხეში,წამის მეასედში მის ბეჭებზე ავღმოჩნდი.ვიცინოდით ორივე,მთვარის შუქიც გვეხმარებოდა და როგორც იქნა ტყე უკან მოვიტოვეთ..
ულამაზესი იყო შავი ზღვა ღამით.
მთვარის ანარეკლი მშვიდი ზღის ტალღებზე ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა,
მეცინება საკუთარ თავზე.
იცი რატომ?
სამოთხე ვერ იქნებოდა ხელჩაკიდებული გვერდით ზეცაშვილი რომ არ ყოფილიყო.
წამის მეასედში გავაცნობიერე რომ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს.
წამის მეასედში ვაღიარე სიყვარულის განგების უდიდესი ძალა.
წამის მეასედში მე ვიგრძენი რას ნიშნავდა სიყვარული.
წამის მეასედში შევიგრძენი მთლიანად ზეცაშვილი და ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე,შეშინებულბმა იმის გამო რომ ეს 4 წამი მალე დასრულდებოდა.
-მითხარი რომ შენც იმავეს გრძნობ რასაც მე,თორემ..თორემ ჭკუიდან გადავლ-ჩუმად ვიჩურჩულე და ნიკას ავხედე..
-ამწუთას მხოლოდ ერთ გრძნობას განვიცდი,გატყუებ ორს!-გაეცინა და ისევ მთვარეს მიაშტერდა.
-მითხარი,მიდი მოსმენმა მინდა!-ავცეტდი მე და წინ დავუდექი..
-ბედნიერებას ამ ლამაზი მთვარით და სიყვარულის ჩემი ნიცათი,კაი ტო კიდე კიდე მოგატყუე-იცინის და გულში ძლიერად მიკრავს.
-რა?-დავიბენი მე და საწყალი თვალებით ავხედე.
-მესამეც არი ხედვ შენ?
გავინაბე იმის წარმოდგენაში რა იქნებოდ ამესამე.
-სიგიჟსი პიკი მჭირს აქ და ახლავე!-შემომხედა ცისფერი თვალებით და გული ლამის ხელში დავიჭირე.
-სიგიჟეში რას ვგულისხმობთ ბატონო ნიკა?-გავიღიმე მე.
-საშინლად მინდა ზღვაში შევიდე..
-ზღვას ხომ არ გადაცურავ?მე იქით დაგელოდები-გავიცინე მე.
-პატივს გცემთ შენც და ჩარკვიანსაც მაგრამ მე გადაცურვის ერთად ყოფნის და არ დახრჩობის მომხრე ვარ-იცინის და ისევ მთვარეს უყურებს.
-შევიდეთ?
-არ მეღადავები?-მკითხა სრულიად სერიოზულმა და ოდნავ აღელვებულმა.
-მმ არამ !-გამეცინა მე.
ნიკასი არ ვიცი მე გამიმართლა რომ საცურაო კსოტუმით ვიყავი წამოსული.
საკმაოდ ღმად ვიყავით გასულები..
ის ისევ მთვარეს უყურებდა მე ისევ მას.
თქვენი არ ვიცი და ზღვაზე მზის ამოსვლის ყურება სასწაული ყოფილა თურმე.
**
-სად არიან?-დაბნეულობის პიკს მივაღწიე,ვიცოდი ზეცაშვილი რაღაცას ჩაიფქრებდა,ალბათ ეგ იყო გუშინ ღამით რომ გვიკაკუნებდა ოთახში.
გუგაც გამოვაგდეთ ოთახიდან და სანდრიკაც,ვერ აგიღწერთ ისე მაინტერესებდა სად გაქრა ეს ორი..
ტელეონები გათიშულუ ჰქონდათ,“ეკიდათ“ ალბათ ყველაფერი.
სიმართლე რო ვთქვა?
ნიკუშაში ალბათ ეგ უყვარს.
ალბათ..
არ ვიცი..
რა შეიძება არ გიყვარდეს გოგოს მაგ ბიჭში სულ გადარია ნიცა.
გამორჩეულად ალბათ ეგ..
ჰო..
ჰო ჰო ზუსტად ვიცი ეგ უყვარს.
არანორმალურია რომ არი და კავშირში რომ არ არის დედამიწისეულ აზორვნებასთან.
აი ასე იტყვის და აკეთებს ზეცაშვილი.
მოიფიქრებდნენ გუშინაც რამე სიგიჟეს და გიჟობენ ალბთ ახლაც..
ისევ ერთად.
კლუბში რომ ვუყურებდი როგორ უყურებდა მანდ მივხდვი დამთავრებული რომ იყო და გადაწყვეტილი ეგ ამბავი.
უეჭველად რაღაცას გიჟობენ.!
უხ!ღმერთო როგორ მიყვარს ორივე.!
ნეტა მეც თუ შემიყვარებს ასე არააორდინალურად სანდრო..?
რას ვბოდიალობ! წავედი წავედი მგონი მოვიდნენჰ..
*
გზაში იმდენს ვიცინოდით,ნატას და დანარჩენების სახეები რომ დავინახეთ,ლამის მიწას დავენარცხეთ სიცილის შეუკავებლობისგან.
-სად იყავი!გამისკდა გული!ტელეფონი მაინც აგეღოთმე...
-მოიცა ნატუშკა ამოისუნთქე ცოტა-მიიხუტა ნიკუშამ და გუგას ხელით ანიშნა ყველაფერი კარგადააო.
ვისაუზმეთ,ნიაკომ უგემრიელესი ბლინები გააკეთა.
-ეკუნას დავშორდი!-თქვა სანდრომ და მაგიდასთან მჯდომი ყველა გავისუსეთ.
-რატო?-არხეინად ჰკითხა ნატამ.
-სხვა მიყვარს.-ფერი ეცვალა,ამ მომენტს უნდა დავარქვა ნატას 50ელფერი.
-ვაა ეს ნახე რაა-გაეცინა გუგას.-ვინ სხვა?
-ააჰ ის სოლოლაკელი გოგო?-უცებ მოუჭრა ნიკამ სანდროს და ხმის ამოღება არ დააცადა.
-ჰო..-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სანდრომ.
-ვაა ვინ ტო?უეწველი მეცოდინება.-ჭამა გააგრძელა გუგამ.
-არი რა ერთი არ იცნობ შენ-ნატას გახედა და მეც რომ გავხედე 50 ელფერიდან ახლა წითელი ჰქონდა სახეზე.
-ხედავ შენ?! სანდრიკამ დაძაბაა!-თქვა გუგამ.
-კითხვა მაქვს..-ჩუმად ვთქვი მე.
-ოჰ ნიცა გისმენთ..
-აი მაგალითად მე ვარ ბიჭი და შემიყვარდა ჩემი ძმაკაცის და..-გული ამიფორიაქდა სანდროს მზერას რომ გადავწყვდი და ნიკუშამ ფეხზე ხელი რომ მომიჭრია იმის ნიშნად რას აკეთებო.-ჰო ნუ ესე მოხდა რა,იმ გოგოს ძმამ ანუ ჩემმა ძმაკაცმა არ უნდა გამიგოს?-გუგას მივაპყარი მთელი მზერა.
-რთული ამბავია,ეგ როგორი პონტია იცი და რომ შეგიყვარდეს,მაგალითად მე და ნიკუშა ხომ ვართ ძმაკაცები? „ზნაჩიტ“ ერთმანეთსის ძმები ვართ ხო ეგრეა?“პახოდუ“ ნიკუშასთვის ნატაშკა და გამოდის,ჩემი და ხომ მისიცაა მიხვდი?-გამიღიმა გუგამ.
-ჰო მაგრამ თუ ძალიან უყვარს,თან ბიოლოგიური კავშირი არ აქვთ,ეგრე დაჩემებაც ხომ არ შეიძლება?
-ნუ მინიმუმ ერთი ორი შემოარტყას ამ ძმამ იმ ძმაკაცს და მერე ბედის ამბავია არავინ იცის...რატო გაგიჩნდა ეგ შეკითხვა?
-რავი ისე..
-რამე ხდება და მიმალავთ?-ნატას გახედა გუგამ.
-რა უნდა ხდებოდეს ?ისე ვიკითხე არ შეიძლება?
-კი კი ბაზარი არაა ის არაჟანი მომაწოდე რაა-ხელი გაჰკრა სანდროს .
-აიღე...მე მიყვარს..-სკამიდან წამოდგა სანდრო,გუგამ გაკვირვებული მზერა მიაპრყო მეგობარს.
-რაო?
-მე მიყვარს შენი და.-გუგასაც,ნატასაც,მეც ნიაკოსაც და ნიკუშასაც 50 ელფერმა გადაგვკრა სახეზე,გუგას არაჟანი ხელიდან გაუვარდა,ძირს დაიღვარა მაგრამ ვინ დაეძებდა არაჟანს.
-გუგა,კაი..დამშვიდდი..-ნიკუშამ წამოწეული გუგას ჩეხუტა და სცადა მისი აივნიდან გაყვანა,მაგრამ ვერ შეძლო.
-ჩემი და ტო?ჩემი ნატა?-გაკვირვების პიკი სჭირდა გუგას.-ერთად ვიზრდებოდით ,ერთად გვეძინა ერთ საწოლში რა გინდა მითხრა რო..
-რომ მე შენი და მიყვარს,შენი უნცროსი პატარა და..
სიტყვებით ვერ ავღწერ იქ მომხდარ ამბებს.
ნიკუშამ გუგა მანქანაში ძალით „ჩატენა“ და წაიყვანა.
ჩვენ სანდროს ვაწყნარებდით,ნატა აქეთ დასაწყნარებელოი გვყავდა.
მოკლედ საღამო იყო ნიკუშას მანქანა გაჩერდა.
სანდრო და ნატა ოთახში იყვნენ,ნიას ვუჩქმიტე „წადი,ნატას უთხარი გუგა მოვიდათქო“,ისიც გაიქცა ოთახისკენ.
გუგას აზრი ვერც ნიკუშამ შეაცვლევია.
სანდროს იქიდან წასვლა მოთხოვა.
სანდროც წავიდა.
ზედმეტი ახსნების და პატიებების გარეშე.
ჩვენც მეორე დღეს წამოვედით..
ყველა ჩვენი „ხოდით“.
-ცუდია რა..-ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
-რა არი ცუდი?
-აი რომ შეუიყვარდა,სასტავი იმის სასტავია რომ წყვილები კიარა მეგობრები უნდა იყვნენ იქ,რა პონტია ეს ყველას დაწყევილება..ან ძმაკაცის დას რატო უნდა გახედო არ მესმის..
-შენი ძმაკაცის და რომ ვყოფილიყავი არ შემიყვარებდი..?
-ჩემთვის შენი სიყვარული არავის უკითხავს-გაეღიმა ნიკას.
-ჰოდა არც სანდროსთვის უკითხავთ ნატა შეგიყვარდეს თუ პორტმანიო გაიგე?
-კაი რა ნიც კაი რაა!
-არავითარი ნიცა! სანდრო არის აადამიანი და ნატაც არის ადამიანი რომლებსაც თავაინთი უფლებები აქვთ ვინ შეიყვარონ და ვინ არა გასაგებია? ისევე როგორც ჩვენ..
გოგო მისმინე,ჩვენი პონტი ვაფშე სხვაა ნიცა,სანდრო ნიაკო,გუგა და ნატა გაიზარდნენ ერთად,მშობლები დაქალები და ძმაკაცები და რავიცი მე,ნატას სულ ორსართულიანი სახლი კიარ ჰქონდა,ერთ პატარა ბინაში ცხოვრობდნენ,ერთ საწოლზე ეძინა ოთხივეს,ერთად გაიზარდნენ გესმის?ერთ ეზოში ტრუსებისამარა დარბოდნენ,გუგასთვის ხვდები რა ძნელია?უნდა დაკარგოს ყველაზე ახლო ძმაკაცი,თორე მე მაგათმა 5 წლის წინ გამიცნეს,თბილიში რომ ჩამოვედი..
-ეგ ხომ მაგრამ..
-არა რა ნიცა არა! არაა ეგ სწორი საქციელი,რაც უნდა შეყვარებოდა,კაი დაუშვათ შეუყვარდა ხო?არ უნდა გაემხილა სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაემალა..
-ოო მოიცა რაა! რატო გუგას შიშით?დამიჯერე ეგენი მაინც ერთად იქნებიან..
-იქნებიან აბა ვაჩნაძე ვერ იზამს ვერაფერს,ნატას ძალით ვერ გაათხოვებს და აქედან ვერ გაუშვებს და დალშე სანდრო მიხედავს მაგ ყველაფერს..
-რა ყველაფერს?-თვალები გავაფართოვე მე და სიხარულისგან გავიბერე.
-რაყველაფერს და მოიტაცებს,გაიპარებიან და ეგ იქნება.
-ვაიმეეე!
-შემეშინდა გოგო!-გაიცინა ნიკამ და სიგარეტს წაუკიდა.
-ვგიჟდები სანდროზე!აი ბიჭი მესმის და მისი სიყვარულიც..
-იდე აჩემი იყო.-წარბი მაღლა ასწია.
-ახლა შენ ის მითხარი ნიაკოსთან როგორ ავიტან ამდენ ბარგს.
-რატო ნიაკოსთან?
-ჩემები წასულები არიან ქუთასიში,ლიაკოს ძინავს და ახლა მისი გაღვიძების არაანირი სურვილი არ გამაჩნია..
-მართლა ტო?-გაეცინა ნიკუშას.
-მართლა მართლა..!-უკმაყოფილოდ ვთქვი მე..
-წავიდეთ კახეთში-თქვა სიხარულით.
-სადო?-გემეცინა მე.
-ლოპოტაზე იცი რა მაგარიაა.
-რაგვინდ ნიკუშა ლოპოტაზე?
-გვინდა..
2 საათში კახეთში ვიყავით.
ლოპოტას ტბაზე.
ნიკამ ნომრის გასაღები გამოართვა მენეჯერს და მაჯაში წამავლო ხელი.
მივყავდი და ვიცოდი სადაც..
ჩვენი ნომერში.
311 ნომერი გააღო და შიგნით შევიდა.
ულამაზესი იყო საღამოს კახეთი.
ჩანთები იქ დავაწყეთ და ტბაზე სასეირნოთ გავედით..
ნავში რომ ჩავჯექით ცოტა შემეშინდა.
არ შევიმჩნიე მაგას როგორ შევიმჩნევდი?
ისეთი ბედნიერი ვიყავი ცოტაც და გავაფრენდი.
გავაფრენდი ოცნებებს მაღლა ცაში.
ოცნებები?მიფრინავდნენ ნიკუშასთან ერთად.
-გიყვარვარ?-მკითხა მან.
-რა კითხვებია?-დავიმორცხვე მე..
-მიპასუხე გიყვარვარ?
-შენთვითონაც იცი..
-ნიცა მიპასუხე..-ისევ პომპეზურად წარმოთქვა ჩემის ახე..
-მიყვარხარ..
-მთელი ცხოვრება მინდა მესმოდეს შენი სიტყვები..
-შენი ცხოვრებიდან წასვლას არც მე ვაპირებ,ბოლომდე უნდა გაგაწამო-ვიცინი მე.
-მოიწი რა..-მიჩურჩულა ორაზროვნად და ნიჩბები გააჩერა,რაღანცაირად გამცრა ტანში,რომ არ მივწეულიყავი სამამმულო ცოდვად დამედებოდა.
ახლოს მივიწიე,ვიცოდი რაც მოხდებოდა და მზად ვიყავი ამისთვის.
ფრთხილად აუღელვებლად შეეხო ჩემს ტუჩებს,და რომ შეეხო?
აღელვება მაშინ უნდა გენახათ..
ისეთი ცხელი ტუჩები ჰქონდა,თბილად დამიარა მთელ სხეულში.
გრძნობა მქონდა საოცხარი.
არამქვეყნიური.
ჯერარდაბადებული.
მიყვარდა?
მიყვარდა!მთელი ჩემი არსებით.
**
ისეთი ლამაზი იყო ლოპოტას ტბა ღამით..
აივანზე ვისხედით და ჩაის ვსვამდით..
რატომღაც არც ერთი ვაპირებდით იდილიის დარღვევას და არც მეორე.
რა უნდა ითქვას?
არც არაფერი სიტყვები ზემეტია..
საკმარისი იყო თვალებში შემოეხედა სახეს ღიმილი მიჭრიდა და ტვინის უამრავი ბრძანების მიუხედავად რომ მასავით მშვიდი სახე მიმეღო სხეული და გული ამის ნებას არ მრთავდა.
ადამიანის ორგანიზმი მშვენიერი,რთული მაგრამ მაინც შმვენიერი რამაა.
ტვინი ერთდართი ნაწილია რომლის ბრძნაბების შედეგად შეუძლია ადამიანმა იაზროვნოს,იმოძრაოს,ჭამოს და ა.შ.
მაგრამ..
თუ ეს ადამიანი რომლის ანატომიასაც გავნიხილავ შეყვარებულია..
ტვინი ყველანაირ ფუნქიაცს კარგავს და უპირატესი გული ხდება.
ყველაფერს ისე აკეთებს თითქოს ამ ქვეყანაზე ჯერ არ გაუვლია,თითქოს სიყვარულის პლანეტიდან მოსულმა არ იცის რას ნიშნავს მოიქცე „ნორმალურად“.
არა!
არ დამაჯეროთ,ჩემი ოცნებიდან ასე ვხედავ,ასე მწამს და ასე ვიწამებ მუდამ.
რომ შეყვარბეულის ნორმალურობა ეწინააღმდეგება ყველა ნიუტონის,ბუნების,ცხოვრების,რეალურობის კანონებს და ემორჩილება კუბიდონისას!
ბევრს არ გავწელავ გეტყვით..
ჩაის ვსვამდით,ჩვენი თვალები წამის მეასედში ისევ ერთმანეთს გადაეყარა,მიუხედავად იმისა რომ ერთ მაგიდასთან პირისპირ ვისხედით,მხოლოდ სიჩუმე სუფევდა..
არ ვიცი რა ძალამ,არ ვიცი რა სიყვარულმა არ ვიცი რა გრძნობდამ და სიგიჟის რა განსახვრებამ ამაყენა სკამიდან.
წამოვიწე და მასთან მივედი..
მუხლებთან ჩავიმუხლე და თავი დავადე..
ვიგრძენი მასაც გაეღიმა.
ხელზე ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვწიე..
თეთრი სარაფანი ოდნავ ზემოთ ავიწიე რომ ადგომაში ხელი არ შეეშალა.
მარტივი მოძრაობით კალთაში ჩამიჯინა და ხელები წელზე ძლიერად შემომხვია.
-რამოხდება ახლა რომ გაკოცო?-ვკითხე სრულიად გაუაზრებლად.
-მეც გაკოცებ.-ეღიმება მას,სახეზე მეფერება და კიდევ უფრო მისკენ მიზიდავს.
ეს ალბათ ის მომენტია ოცნებაზე ლამაზი რეალობა რომაა.
ჰო ალბათ ეგ იქნებოდა..
წამის ნახევარში თავბრუ რომ არ დამსხმოდა.
ვიგრძენი რომ ვითიშებოდი და უკან მივდიოდი,ვიგრძენი ხლეები ძლიერად მომხვია,თვითონაც ვერ გარკვეულიყო,სახეზე ხელებს მსუბუქად მირტყამდა,ალბათ გამოფხიზლებას ცდილობდა..
თუმცა ამაოდ,ამ ლამაზი რეალობიდან მხოლოდ საავადმყოფოში გამოვფხიზლდი.
**
მე და გუგა ახალი ჩასულები ვიყავით თბილიში,ოთახს ვალაგებდი ლილე იმდენს გაჰკიოდა ტვინი ლამისდა ამძვრებოდა.
უცებ ოთახში გუგა შემოვარა.
გაფითრებული საახე ჰქონდა.
-რა ხდება?-ვიკითხე დაბნეულმა,ვიფიქრე სანდრო..ფიქრი ვეღარ მოვასაწირ უცებ ნიცაო იყვირა.ყურები დამიბუგდა,ვერ მივხვდი რა ხდებოდა..
-ნიცააა!
-რა..რა..რახდება..
-ნიცა ცუდადაა ნატა..-სახე შერყეული კარებს ეჭიდებოდა რომ არ წაქცეულიყო.
-მოიცა რა ხდება,რა მოხდა...
-ნიკამ დამირეკა,კახეთში წაუყვანია,1 საათის წინ გული წასვლია,ცხვირიდან სისხლი წამოსვლია..
-ექიმებმა რა თქვეს..
-კახეთში რა ექიმები იქნებოდნენ თბილისში მოჰყავთ...
-მამამისმა გაიგო?
-არა ჯერ..
-ცნობილი ექიმია რამდენადაც ვიცი,დავურეკავ..
**
ნიცას რომ სისხლდენა დაეწყო გაითიშა,არ მახსოვს საავადმყოფოში როგორ მივიყვანე..
ექიმებმა ვერაფერი თქვეს,მდგომარეობიდან არ გამოდიოდა,სასიცოცხლო ნიშნები ნორმაში ჰქონდა,თუმცა გონზე ვერ მოდიოდა..
თბილიში სასწრაფოს მანქანით ჩამოვედით..
დერეფანში მამამისი და დაშნიანი დამხვდა.
-რა უქენი ჩემ შვილს..
-დამშვიდდი ბატონო შოთა მე რას ვუზამდი,აივანზე ვისხედით ჩაის ვსვამდით,უცებ გონება წაუვიდა და ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო...
-რაო ექიმბმა.
-ვერაფერი ვერ თქვეს..დავიცადოთო,მკიდე ვიფიქრე აქ წამოსვლა უკეთესი იქნებოდა...
**
გამოკვლევები,უამრავი ექიმები,სად არ დავყავდი შოთიკოს და ანდროს,ნიკას თითქმის ვეღარ ვნახულობდი,ამიტომ ყოველ ღამით სკაიპში ველაპარაკებოდი..
ირინას ისტერიკები ემართებოდა,სულ იმას გაიძახდა უნდა დაშორდეო..
ამაზე მე ვნერვიულობდი და მერე შოთიკოს ეწყებოდა ისტერიკები..
საქაართველოში ვერავინ დაზუსტებითი პასუხი ვერ გაგვცა..
გადაწყდა რომ გერმანიაში მივდიოდით..
ამის საშინელი წინააღდმეგი ვიყავი..
დღეში ერთხელ მაინც ვნახულობდი ნიკას,კარგი ორი დღეში ერთხელ,მაგრამ ახლა?ახლა სულ რომ ვერ ვნახავდი..?
ამაზე მეც გადავირეოდი და ზუსტად ვიცი ისიც..
არავის გადეარევამ და გაფრენამ არ გაჭრა.
მაინც წამიყვანეს გერმანიაში.
იქ კი ცნობილი გახდა რომ მე ნიცა ამაღლობელს ანევრიზმის დიაგნოზით უკან საქრთველოში გამიშვებდნენ..
-რა გითხრეს ექიმებმა?-სახეზე მკვეთრად ისახებოდა რომ უაზროდ ნერვიულობდა,უკან გუგა,ნატა სანდრო და ნიაკო იდგნენ.
-ანევრიზმა მაქვს..-ვუთხარი სრულიად მშვიდად დაფანჯარაში გავიხედე.
-ამას ასე მშვიდად მეუბნები?-მწყობრიდან გამოვიდა ნიკა.
-სხვა გზა არ მაქვ,ნერვიულობა არ შეიძლებაო..-გამეღიმა მე..
-რას ნიშნავს ეს ანევრზიმა..-დაიბნა გუგა..
-იმას რომ თავში ნაღმი მაქვს-ჩემი ცრემლები რომ არ დაენახათ სასწრაფოდ თვალი გამოვრთე.
-ჩართე კამერა!-იღრიალა ნიკამ.
-მე არ..
-ნიცა ჩართე..!ნიცა ნუ გადამრევ..
დავემორჩილე ვიდეო კამერა ჩავრთე..
-არ იტირო ნიც გთხოვ არ იტირო..-ტიროდა ნატაც და ნიაკოც.
-ნუ გეშინია ნიცა,ყველაფერი კარგად იქნება,მამაშენი ისეთი კაცია ხომ იცი ყველაფერს გააკეთებს..
-საკმაოდ დიდი ზომისააო,ამოღება საფთხილოა შეიძლება გასკდეს და ტვინის შეშუპება დაიწყოსო,ან მეხსიერება წამერთმევა უკეთეს შემთხვევაში ინვალიდი დავრჩები..-ამოვიკნავლე ბოლო ძალებით და ისევ ცრემლები წამსკდა,დავინახე უცებ ადგა,სკამი კედელს შენარაცხა და კარი გაიჯაუნა,შიშისგან სანდროც კი შეხტა ასეთი გამწარებული ჯერ არასოდეს მყავდა ნანახი..ზედმეტი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი,ბავშვებს სასწრაფოდ დავემშვიდობე და ნიკას დავურეკე..
ტელეფონს არიღებდა,ვიცი ახლა ალბათ კოჯროში მიდიოდა,ყოველთვის მანდ მიდის როცა ძალიან უჭირს..
***
სინამდვილეში ნიკა ზეცაშვილი იმ საღამოს კოჯორში არ წასულა..დედის საფლავზე ავიდა,ზაფხულის წვიმა ხომ იცი მკითხველო?აი ისეთი კოკისპირული წვიმა დაიწყო,როგორც ყოველთვის თეთრი ტილოს პერანგი ეცვა,იჯდა დედის საფლავზე და ტიროდა.
არვიცი გოგოს ტირილი იშვიათი შემთხვევაათქო ვერ გეტყვით..
ბევრი მინახავს ბევრიც გამიგია.
მაგრამ ტიროდნენ ისეთები როგორიც ზეცავილია,ჩემს ყურს და ჩემს თვალს არ გაეგონება..
იმ საღამოს თბილისში უაზროდ წვიმდა.
ერთი წუთითაც არ გადაუღია,ალბათ ცასაც ეცოდება ამაღლობელი და ზეცაშვილის ცრემლებზე ისიც ტიროდა.
ნიკა აცნობიერებდა თუ რამხელა შანსი იყო დაეკარგა მისი ერთადერთი სიყვარული და რომელმა გულმა გინდა გაგიძლოს?რომელმა ნერვებმა რომ არ იტირო?უხაროდ რომ წვიმა იყო,დედის გარდა მის ცრემლებს ვერავინ გებულობდა..
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო..
თუმცა სრული ბედნიერება ამ დედამიწაზზე არ არსებობს ჩემო მკითხველო,როგორც უბედურებაა დროებითი ასევეა ბედნიერებაც.
**
-რომ გითხრა გაგიჟდები..-ნატა ჩუმად მელაპარაკებოდა.
-რა ხდება?..ვურეკავ არ იღებს რა უნდა მალევე მომისწრაფოს ცხოვრება?
-ეკლესიაში დადის..-ხმა ჩამიწყდა,გული გამიჩერდა,წამით ვიგრძენი რომ საფეთქელთან გამნამღველი მოვიდა.
-ნატა რა თქვი?..-ძლივს ამოვილუღლუღე მე..
-ეკლესიაში დადის,გუგა იძახდა ამასწინათ მონასტერში გვინდაო წასვლა,ნიკუშას ვერავინ ცნობს ნიც! მთელი თბილისი გადარეულია,წვერი მოუშვა,ერთ თვეში გეგონა დაბერდაო..
-ნატა რას მეუბნები..
-სმართლეს ნიცა!შენთვისვე აჯობებს გამოჯანმრთელდე გესმის?იმდენად უყვარხარ ფიცი დაარღვია,ეკლესიაში არ შევალო,ღმერთის არ მწამსო იძახდა რაც დედა გარდაეცვალა მის მერე..-შოკში ჩავარდი.ნატას ტელეფონი გავუთიშე და ნიკას ტლეფონზე ზარების ავტეხე,ხან მამაჩემის ნომრიდან ვურეკავდი ხან ჩემი..
არ იღებდა.
**
5 წლის ვიყავი.
ატოკატასროფა.
ბიძაჩემმა ხელი მაგრად ჩამჭიდა და საავადმყოფოში გამაქანეს.
დედაჩემი რომ ვნახე სულ დასახიჩრებული იყო,ყველგან სისხლები მელანდებოდა.
ვხედავდი როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ექიმები მის გადარჩენას.
დედამ მასწავლა რომ გაგიჭირდება ღმერთთან მიდი ის აუცივლებლად გიშველისო..
მეც საავადმყოფოს კედელთან ჩავიმულხე და 5 წლისამ ლოცვა ავიწყე..
მთელი გულით ვთხოვდი ღმერთს დედაჩემი არ წაეყვანა..
ღმერთმა მაშინ იმედები გამიცურია,ექიმი დაღონებული გამოვიდა დერეფანში და კოტეს დედის გარდაცვალების დრო შეატყობინა.
მაშინ ვერც ტირილი გავბედე ვერც რამის თქმა.
მხოლოდ იმის დავიჯერე რომ ღმერთი არ არსეობდა,წინააღდმეგ შემთხვევაში ის დედას გადამირჩენდა,11 წლის რომ ვხვდებოდი მამა დაიჭირეს..
ფირმაში აქციების გაყალბების გამო,არც მაშინ ვიყავი დიდი ბიჭი,ვცდილობდი ვიღაცისთვის დახმარება მეთხოვა,მეთქვა რომ ეს უკანაკსნკელი მაინც არ დაეჭირათ,თუმცა ამისთვის ზედმედ ამაყი ვიყავი..
ან ვინ შეისმენდა ჩემი..11 წლის ბავშვის თხოვნას იმის შესახებ რომ მამა გაენთავისუფლებიათ?
მაშინაც ღმერთს მივადექი ჩემი გასაჭირით..
იმედი მაშინაც გამიცრუვდა..
მამას 21 წელი მიუსაჯეს..
სწორედ მაშინ დავრწმუნდი რომ ღმერთი „ცრურწმენა“ იყო და მეტი არფერი..
მას შემდეგ ის აღარ დამჭრივებია..
ახლა კი..
ახლა როდესაც 22 წლის ვარ..
უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი.
ვგებულობ რომ გოგოს რომელიც სიცოცხლის ყველა წუთზე მეტად მიყვარს ტვინში ანევრიზმა აქვს და მისი გადარჩენის შანსი სულ მცირეა..
ჰო ახლა 22 წლის ვარ და დედის საფლავზე ვზივარ,ვიცი ტირილი ჩემი საქმე 5 წლისაც რომ ვიყავი მაშინაც არ იყო და არც ახლა არის,უბრალოდ ეს ის მესამე შემთხვევაა რომლის დაკარგვის შემთხვევში ღმერთის კიარა საკუთარი თავის რწმენასაც დავკარგავ..
ახლაც არვინ მყავს ვისაც ნიცას გადარჩენას ვთხოვ..
მხოლოდ დედა ..
სასწაულის იმედად ვარ..
ვიცი ნიცას 1 თვეში ოპერაცია აქვს დანიშნული..
კაცმა არ იცის რა მოხდება..
მე ?
მე ვზივარ და მისი შველა არ შემიძლია..
ამ შემთხვევაშიც გამოსავალი ღმერთია..
ახლა იმ უკანასკნელი სასწაულის იმედად ვარ,რომლის ახდენის იმედიც თითქმის აღარ მაქვს..ყველა ოცნება,ყველა იმედი დაიმსხვრა.
იმედი და ოცნება ლამაზი ცხოვრებისა ნიცასთან ერთად..
ღმერთს ერთადერთს იმას ვევედრები ეს უკანასკნელი მაინც არ წამართვას,ამდენადაც ნუ
**
ოპერაციამდე 10 დღე რჩებოდა..
ნატას ვურეკავი.
სულლ უნდათ რომ გადამრიონ არც ეს იღებდა.
ავიკელი ბავშვები არავინ ტელეფონს არ იღებს.
ნერვები მომეშალა და სამზარეულოში გავედი.
იქ მხოლოდ ანდრია დამხვდა უკმაყოფილო მზერით..
-მამიკო სად არი?-ვიკითხე და ყავის ჩამოსხმა დავიწყე.
-წასულია რაღაც საქმეზე..
-რაგჭირს რამე მოხდა?
-არაფერი ისეთი კლინიკის ამბებია..
-რა მოხდა?
- ნუ ნერვიულობ შენ არ გეხება.-გამიღიმა და ცხვირზე ხელი ჩამომკრა.
საღამოს 8 საათი იყო შოთიკომ დამირეკა.
-ჰო მა..
-მამა ახლა ბინასთან ტაქსი მოვა და ერთ ადგილზე მოგიყვანს წამოყვი კაი?
-კაი,ხო მშვიდობაა?
-კი მამა მშვიდობაა მიდი უცებ.
კეტები ამოვიცვი და ჩავირინე.
ტაქსიში ჩავჯექი და ჩემი დამტვრეული გერმანულით ვუთხარი რომ წასულიყო.
ბერლინს კარგად არ ვიცნობდი,ამიტომ წარმოდგენა არ მქონდა სად მივყავდი.
მალე აეროპორტის გზაზე ვიდექით.
იმ აეროპრტის საიდანაც ჩამოვედი.
გული ამიჩქარდა,ტაქსისსტმა გამიღიმა.
მეც მამას ნომერი ავკრიფე და დავვურეკე.
-რა ხდება შოთი?
-მიდი?
-ორ წუთში მივალ.
-რომ მიხვალ მომწერე.
გადავედი და აეროპორტში შევედი.
თბილისი-გერმანიის რეისი დაფრინდა.
სარეგისტრაციოში ნიაკო და ნატა რომ დავინახე ბიჭებთან ერთად შოკში ჩავარდი.
ტირილი ამივარდა და მუხლებში ჩავიკეცე.
გადავეხვიე ოთხივეს მაგრამ მეხუთე არსად ჩანდა.
ვტიროდით,ვიცინოდით ყველა ემოცია გვქონდა ერთიანად.
ის იყო წამოსვლას ვაპირებდი რომ ნიაკომ გამჩერა.
-როგორც ყოველთვსი ყველაზე ბოლოს უნდა გამოვიდეს!-ჩაიფრუტუნა სანდრომ.
-ვინ?დავიბენი მე.
-აი ის..-უკან გაიშვირა ხელი გუგამ და შოკი მერე დამემართა.
ჩანთები მოჰქონდა,ისევ თეთრი ტილოს პერანგი ეცვა,წვერები ოდნავ ჰქონდა მოზრდილი,ჩანთა გადაკიდებული და მოდიოდა.
გინდ დაიჯერეთ გინდ არა,ჩემსკენ მოდიოდა.
ამომხედა,ისევ ისე როგორც იცოდა,ტუჩის კუთხეში გამიცინა,ჩანთები დადო და ხელები გაშალა,ტვინი გამეთიშა,გულმა პულსი გააომარგა,თითქოს კუპიდონმა თავიდან მესროლა ისარი სახელად „ნიკა“ ძაან რო არ გავაგრძელო გავიქეცი და ჩავეხუტე.
იმწამის ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვთვლიდი თავს და ასეც იყო.
ამ შუა ბერლინში..
მე და ნიკუშა ისევ ისე..
ისევ ერთად..
ამდენი ხანს მონატრების შემდეგ..
ერთიანად სიბრაზემაც შემომიტია და სიხარულმაც.
გული ამტკივდა ამდენი ემოციით.
მერე ვიგრძენი როგორი მონატრებული ვიყავი ამ ტკივილს და ხელები უფრო მაგრად მოვხვიე..
**
...მხოლოდ ერთი რამ,
მანამდეც მერეც
-სულ სიყვარული,სულ სიყვარული...
**
სულ სამი დღით იყვნენ..
ისეთი ლამაზი იყო იმ სამი დღით ბერლინი,
გაგიჟება შეიძლებოდა.
თუმცა დრო მალე გადის..
სამი დღეც მალე გავიდა.
მახსოვს რამდენს ვტიროდი ესკალატორზე რომ ადიოდნენ.
ტიროდა ნატაც,ნიაკოც და ეჭვი მაქვს რომ ნიკუშაც ტიროდა.
სახე მიბრუნებული ჰქონდა და ცდილობდა უკან არ გამოეხედა.
წავიდნენ.
მეგონა გული წამართვეს,მთლიანად ამომიღესო 4ივე საკანი.
ის წუთები..
ალბათ არასოდეს დამავიწყდება.
ცრემლი,ცრემლი კი არ შრებოდა..
არა მაინც თქვი შენ რამხელა სიყვარული შეუძლია ადამიანს.
**
3 თვეში პასუხი გავიგეთ..
მისი ამოღება არ შეიძლებოდა,თავით უნდა მეტარებინა პირდაპირი მნიშვნელობის „ნაღმი“.
თბილისში წამოვედით.
აზრი არ ჰქონდა იქ ტყუილად ჯდომას.
შოთიკოს კლინიკის სიხარული გადაუფარა იმ ფაქტმა რომ ანევრიზმა ამოუკვეთი დარჩა.
კლინიკა?
ჰო მართლა კლინიკა,ანდრიამ ააშენა.
ქირურგიული განყოფილების მთვარ ექიმად შოთიკო დანიშნა თვითონ კი სათავეში მმართველობას ჩაუდგა.
თვიმფრინავში ჩავსხედით.
ანდრიამ თვალებით მანიშნა ღვედი შეიკარიო.
გამეღიმა.
ჩვენი პირველი გაცნობა გამახსენდა და შიშით ღვედი შევიკარი.
**
-სწრაფად,სწრაფად!ნატა შენ აქ დადექი,სანდრო იქით!ჩქარა ჩქარა!ჩემი ნიკა სად არი?-გაჰყვირის აეროპორტში კოტე.
-აქ ვარ ძია აქ!-ეღიმება ნიკას.
-შენ ბოლოს გამოხვალ.
-ჰო გავიგე.
-გუგა?სად არი ყვავილები?
-აქ არი კოტე ძია-იცინის გუგა.
-ჩქარა ბიჭებო ჩქარა!-ფუსფუსებს კოტე.
-გოგონა წადი გააფრთიხლე რომ რეისების მაგივრად ფოტოები გამოჩნდეს ეკრანებზე!სწრაფად კაცო სწრაფად!
-ახლავე ბატონო კოტე.
-რეისი ბერლინი-თბილისი დაეშვა!-გამოაცხადა ხმამ და ყველანი თავის ადგილებზე დადგენენ.
ნიცა შოთიკო და დაშნიანი(-_-) გამოჩნდნენ.
*
_დიახ თქვენი პასპორტი მომაწოდეთ-იღიმის გოგონა,მეც მივაწოდე.
-თქვენ ნიცა ამაღლობელი ხო?-ისევ იღიმის გოგონა.
-დიახ ნიცა..
-დიახ იქით მიბრძანდით მომაწოდეთ თქვენი პასპორტი-ახლა შოთიკოს მიუბრუნდა,მეც ჩანთებს ხელი მოვკიდე და წინ გავაგორიალე..მერე არ მახსოვს..მხოლოდ ის რომ ჩანთა გამივარდა,ნატა,გუგა,ნიაკო და სანდრო რომ დავინახე,კოტეც იქ იყო ჩემი რეჟირსორი,მთელი თეატრის დასი იქ იდგა,ყველას ხელში დიდი ფურცლები ეკავათ..
მერე არ მახსოვს რა დამემართა.
მახსოვს ფურცლებზე მკვეთრად ეწერა..“მომენატრე“..“მიყვარხარ“ „გამომყვები ცოლად?“ მეტი აღარაფერი მახსოვს.
არა გატყუებთ..
მახსოვს რომ ჩავიკეცე მუხლებში ხალხის დერეფანი თუ რავიცი როგორ ეძახიან ნუ მოკლედ ნიკა მოვიდა..
ძირს ვიჯექი,გაოცებუოლი,გაშტრებული ვერ ვხდებოდი მესიზმრებოდა თუ რეალობა იყო.
რეისების მაგივრად ჩვენი ვიდეობი და ფოტოები რომ დავინახე თავი ძლივს შევიკავე გული რომ არ წამსვლოდა.
ყველა ჩვენ გვიყურებდა.
-გეფიცები ყველაფერი კოტემ მოიგონა-იცინის ნიკა.
-შოკში ვარ..
-სანამ შოკში ხარ გკითხავ თორე მერე გადაიფიქრებ-ორივენი ძირს ვსხედვართ და წარმოიდგინე როგორ მთხოვს ცოლობას.
ანევრიზმა კი მქონდა მაგრამ ტვინი დაზიანებული კი არ მქონდა მისთვის უარი რომ მეთქვა.
მერე იყო მოლოცვები,ჩახუტებები და ყველაფერი ის რაც შეიძლება მსგავს წაროდგენას მოჰყვეს.
**

-მოვაწეროთ ხელი-დავიჩემე მაგრამ ნიცას აზრს ვერ გადააფიქრებ.
-არა მეთქი არა რა ნიკუშა არა გთხოვ! მინდა რომ ზაფხულში დავიწეროთ ჯვარი,ოვაწროთ ხელი და გვქონდეს პატარა და საყვარელი ქორწილი სანაპიროზე.
-რა გადასარევი იქნება ქობულეთში ქორწილი უჰუჰ!-წარბები აათამაშა გუგამ.
-ქობულეთში არა.!-უკმაყოფილოდ გამომხედა ნიცამ,გამეცინა როგორ მიყვარდა ტუჩებს რომ გამოწევდა და ისე გაიბუსებოდა ხოლმე.
-ბათუმის პიაცაზე !ვაფშე მაგარი იქნება!-იცინის სანდრო.
-კუტუნიო კიარ ჩამომყავს ჩემ ქორწილში-სიცილი ამივარდა მე.
-პატივისცემით მოიხსენიე ჩემი კუმირი რაა ძალიან გთხოვ!-ახტა ნიაკო და ნატას ჩაუჯდა კალთაში.
-ცივი ყავა იჩალიჩეთ და ჩვენ რესტორანს ვიჩალიჩებთ ბათუმში ისეთში რომ „საკაიფოდ“ პლიაჟთან ახლოს იყოს.(სანდრო)
-ზაფხულზე ოღონდ..
-იწყება ნიცა ზაფხული-ვთქვი მე და ფანჯრიდან ცას გავხედე,ჩიტები უკვე გადმოფრინდნენ..
**
ისეთი ლამაზი გრძნობაა.
გრძნობა რომელსაც ქორწილის მღელვარება ჰქვია,ულამაზესი..
კოტე მთელი არსებით იყო ჩაფლული ამ საქმიანობაში ირინასთან და ლიაკოსთან ერთად,მთელი დადგმები და წარმოდგენები ჰქონდათ ჩაფიქრებული,მე და ნიკუშამ რომ ჩავუშალეთ თქვენ მაგათი სახე უნდა გენახათ,25 წვეთმა კაპლმაც არ უშველა უფროს ზეცაშვილს და 25 მონაგონი იყო ავალიან ირინასთან,ტასუნა და მე ვიგუდებოდით სიცილით,თან მაშინ როგორი ცხელი ზაფხული იყო..შენ ეგათთქვი მთელი ქალაქი დუღდა.
საზრუნავი?
ერთადერტი ეგ იყო რომ შეტევას არ მოეცა და ეს საოცარი დღე არ ჩამეშალა.
ექიმმა მითხრა ჯერჯერობით კარგად ხარო,მაგრამ როდის აფეთქდება ეგ ხომ არავინ არ იცის არა?..
არა!
ჰოდა ნახეთ რა ლამაზი იყო ჩიტების გადმოფრენა ?
მეც ნიკუშამ მაცვენა.
„ნიცა ნახე გადმოფრინდნენო“ მითხრა და ხელი გადამხვია.
აუწერელი სიამოვნებაა მომენტი როცა შენ მისი ხარ ის კი შენი.
და ამ სიყვარულში არავინ გეცილება.
არც ანევრიზმაა წინააღმდეგი.
ყველაფრის მიუხედავად დაშნიანმა გამაოცა.
როგორ არ ეხვეწა შოთიკო ჩამოდიო მაგრამ ფეხი არ დაძრა და იტალიიდან არ ჩამოვიდა.
ვის რაში სჭირდებოდა მაგრამ მაინც,უპატივცემულობა იყო ამდენი ხანი მამას მეგობარ ი იყო და ჩემს ქორწილში არ ყოფილიყო რავიცი..
***
ქორწილის დღე.
10 აგვისტო.
ისეთი სიცხე იყო ისეთი სიცხე იყო ლამის და კაბა გამეხადა და გარეთ საცურაოკოსტიუმით გავსულიყავი.
თხელი დავარდნილი ნაჭერი კოჭებს ქვემოთ და უკან დიდი ბოლოთი.
ზურგი მთლიანად მოხდილი და ბეჭებზე დამაგრებული ანგელოზის ფრთები..
ფრთები ხელით ნამუშევარ ქსოვილზე ლამაზად იყო მიმაგრებული თეთრი და ვერცხლისფერი ფერების ულამაზესი შეხამება.
ძაან რომ არ გავწელო ჯვარი დავიწერეთ ეკლესიაში,პლიაჟზე გასულებს კი წინ ქალი დაგვხდა,რომელიც სავარაუდოდ ხელს მოგვაწერიებდა და მეც ოფიციალურად გავთხოვდებოდი.
გოგონებო დამიჯერეთ იმ მოვლენებადმე რაც ამ ყველაფრიდან 15 წუთში განვითარდა უბედნიერესი ვიყავი,არ თქვათ უარი ქორწილზე,რადგან დამიჯერეთ ეს ის ლამაზი მოგონება იქნება რასაც ასაკში შესულები შვილიშვილებს ამაყად მოუყვებით როგორ აგიტაცათ ხელში და სიხარულსგან როგორ გიცახცახებდათ სხეულის თითოეული ნაწილი.
-ორი სათუთი გული..
-აუუუ ჩემი დაიწყო!-აღმოხდა სიცხსიგან შეწუხებულ გუგას,სანაცვლოდ კი ნატას ხელი მიიღო მუცელში მწარედ გაქანებული.
-თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ნიცა შოთას ასული ამაღლობელი..?-დასვა ფრთხილად კითხვა და მთელმა კანკალმა ამიტანა,რა მანერვიულებდა ახლაც არ ვიცი,უარის თქმის შანსი ხომ ნულის ტოლფასი იყო,მაგრამ დამიჯერეთ თქვენც მოვა დრო და ძალიან ინერვიულებთ იმ მომენტისტვის როცა ამ კითხვას დაუსვამენ გვერდზე მყოფს.
-დიახ-თქვა გაჭიანურების შემდეგ და ბავშვების სიცილი გავიგოე უკან..
-თქვენ ნიცა თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ნიკა ლევანის ძე ზეცაშვილს?იყოთ ჭირში და ლხინში ერთად?
-ვშიშობ ვერ იქნება თანახამა..-მომესმა მკაცრი ხმა და ადგილზე გავიყინე,ნიკამ თავი ფრთხილად მიატრიალა,არვიცოდი იმწუთას რატომ შეეყინა ღიმილი სახეზე,სულ გაფითრდა,ხელი უღონოდ ჩამოუშვა,მიტრიალების შემეშინდა.
უკან ?
უკან 10იოდე პოლიცელი დამხვდა.
მერე რა იყო აღარ მახსოვს.
რომ გავიღვიძე..?
სახლში ვიყავი.
მახსოვს ჩემი სცენა დავლანდე,ის სცენა პატარაობისას რომ მქონდა იქ რომ ავდიოდი და ვიპრანჭებოდი,ჩემი სტიკერები და უამრავი მსახიობის ფოტო სურათები,ისიც ბუნდოვნად მახსოვს ირინა ხელს მირტყამდა სახეში.
მერე ისევ აღრაფერი.
მერე ყველაფერი გაქრა.
„ნიკუშა დაიჭიორესო“.
მოვკვდი.
ალბათ გასკდა..
ავფეთქდი..
მეჩვენება ალბათ ჯოჯოხეთში მოვხვდი და რაღაც მეჩვენაბთქო ვიფიქრე
თურმე ჰო ნიცა.
ჯოჯოხეთი ახლა იწყება.
**
საკანი39.

-ბრალს რაში მდებთ ის მაინც გამაგებინეთ,ქორწილი ჩამიშალეთ!-ყვირილს აზრი აღარ ჰქონდა მაგრამ ეს ერთადერთი იყო რისი გაკეთებაც შემეძლო.
-რის გამო?რაო კოჯორში კარგად ისვენებდი ნაშაშთან ერთად?-თქვა ვიღაც კაცმა და წინ დამიყარა ფაილები.
-იმასაც ვიპოვით და გვერდით მოგიჯენთ!-ახლა მეორემ იყვირა და სკამისკენ მანიშნა.
-რა გეგონა ბიჭო კლინიკის უფროსის ცემა ესე იოლად შეგრჩებოდა?
-დაშნიანო მე შენი ნაბიჭ..დე...@#$%
-დაშნიანს უმადლე ამდენ ხანს რომ იფარფაშე საჩივარი ახლა შემოიატანა..
-ახლა არა ჩემი ქორწილის დღეს არა?
-დიახ ახლა!რა გეგონა ბიჭო ესე დაგვისხლტებოდი ხელიდან?რამდენჯერრ!რამდენჯეერ უნდა გიშველოს უკრაინამ!
-ბიძამის იქით ჰყავს ქალები და არც იქ იკლებს გართობას ბიჭი.

*შეხვედრა.
ირინამ რომ მითხრა ნიკასთან შეხვედრას შეძლებო გული ამიჩქრდა.
ადვოკატმა მიგვიყვანა .
დავჯექი ვიცოდი დიხანს ფეხზე ვერ გავძლებდი.
ბევრი არაფერი უთქვამს.
არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
თავდახრილი იჯდა.
ხელებზე კანი ამძვრალი და ნასისხლარი ეტყობოდა.
იქვე თუ არ მოვკვდებოდი ვერ წარმოვიდგენდი.
მხოლოდ ერთადერთი რაც მახსოვს..?
ალბათ ის რომ ახსენა დაშნიანიო.
მერე აღარფერი.
მერე ისევ დუმდა.
მერე ავდექი და წამოვედი.
**
-იძახის ან ჯვარს აიყრის და ჩემზე დაქორწინდება ან ციხეში ჩაჯდება მისი ბიჭი 5 წლითო..
-ტუტუცი ეს საზიზღარი ეს!უნამუსო!-ილანძღებოდა ირინა.
---ნიც ხო იცი ეგ რომ გააჯეთო ნიკუშა გამოვა ორივეს მოგკლავთ და მერე ისევ შევა!არ ქნა,ახლოს არ გაეკარო მაგ არაკაცს, გავა 5 წელი,იქნებ გასაჩივრებით კიდევ რაიმე ვქნათ და გამოვა ნიკაც...-მითხრა გუგამ და თავზე მაკოცა.
-ნიცა თქვი..!-წამოიყვირა ტასუნამ.
-რა ვთქვა?-გავიოცე მე,ვიცოდი დაფარვას აზრი არ ჰქონდა 1 თვეც და მუცელი დამემჩნეოდა.
-ორსულად არის..
მახსოვს როგორ გაფითრდა შოთიკო.
ანევრიზმა და თან ორსულობა?
ზედმეტი იყო..
მაგრამ იყო.
მახსოვს როგორ დარბოდა ნიაკო სასამართლოს საქმეებზე.
ვერაფერი ვერ გავაწყეთ გარდა იმისა რომ 4 წელი და 6 თვე მისცეს 5 წლის მაგვირად.
ეგეც ბევრიაო თქვა გუგამ.
სხვა გზა არ იყო უნდა დავლოდებოდი..
ველოდებოდი კიდეც.
***
18 თებერვალი
კიდევ ერთი დღე,უკვე ზედმეტია..
უაზროდ მენატრება.
მისი ერთი ჩახუტება ალბათ სიცოცხლეს მირჩევნია.
გუშინ ალექსანდრემ გაიარა..
ისეთი ბედნიერი ვიყავი.როგორ ვოცნებობდი ეს მასაც ენახა.
გამოვა მალე გამოვა..
**
15 აპრილი.
ანევრიზმის ოპერაციას ვიკეთებ..
შოთიკომ საუკეთესო ნეიროქირურგი მოძებნა სიეტლში ცხოვრობს,ამერიკაში მივემგზავრებით.
ალექსანდრეს ისე უხარია,დიდ კოშკებს ვნახავთო გაიძახის.
მინდა მალე დასრულდეს .
მინდა იმ ნაღმზე აღარ ვიდგე რომელზეც თავს უსუსრად ვგრძნობ.
რომელიც შეიძლება უცებ აფეთქდეს.
მინდა ნიკუშაც აქ იყოს ამგრამ არ არის..
**
20მაისი.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
სახლში ვართ.
ალექსი ამასწინათ მახედებს ფანჯარაში,“დედიკო ნახე !“ჩიტები მოფრინავდნენ..
გამეღიმა...
**
კოტე იყო მოსული მითხრა სასწაულად გგავსო.
ოცნებებში ყოველღამით ვხედავ როგორ ვიწვენ გულზე და როგორ ვეფერები.
სულ ცოტაც დარჩა.
სულ ცოტაც.
მე შენთან მოვალ..
**
3 წლის შემდეგ..
15 აგვისტო
-დე ალექსი ბაღშია ტასუნა გაუარე რა და წამოუყვანე დღეს ნატას და იკას ერთიწლისთავია,ნატას კაბის ასარჩევად მივყვები კაი.?
-კაი გამოვიყვან მე... დედიკო დღეს რა რიცხვია?-გაკვირვებულმა გამომხედა ირინამ.
-კიდევ ერთი თვეც დე..
-ჰო ერთი თვე,ვაიმე დარწმუნებული ხარ დედიკო?
-ვიამე კი დე კალენდარზე ფურცლებს ვხევ ხოლმე კიდევ ერთი თვე დარჩა..
-კარგი დე..
არადა გარკვევით ეწერა ბრძანებაში.
გათავისუფლდება ამა წლის 15 აგვისტოს.

თეატრში გავიარე სცენარი უნდა წამომეღო.
შემოსავლელში კოსტიუმერ ლიკოს დავეჯახე,ისევ ჯმუხი სახით გამომხედა და გზა განაგრძო.
დავინახე ნაცნობი სილუეტი იდგა ჩემს ფოტო სურათთან გალერიაში და იღიმოდა.
-გოგონა კიდევ კარგი სინჯებზე დროულად მოდით.- ჟვანია იყო,მეც ხომ მისი წყალობით მოვხვდი თეატრში.გამეღიმა.
-თქვენ რომ არა..
-დიახ,მე რომ არა ეს ფოტო აქ არ იქნებოდა,მადლობა მე! მიყვარს იტალია!უჰ როგორ მიყვარს! სახლში იჩქარეთ გოგონა იჩქარეთ!იჩქარეთ ნელა!
გამეღიმა არაფერიმითქვამს,საყვარელი კაცი იყო თეატრიდან.
მხოლოდ ის მიკვირს რომ ამ წლების მანძილზე არცერთხელ არ გამოჩენილა.
ყურადღება აღარ მივაქციე სცენარი წამოვიღე მანქანაში დავჯექი და „ნელიკოსთან „ წავედი.
გოგონებიც იქ ისხნენ,ყავას სვამდნენ.
იკას ელოდებოდა ნატა.
იკა კიკვიძე ნატას საქმროა,რაც სანდრო მოსკვში წავიდა ნატამ იკა გაიცნო.
ახლა ისე ბედნეირად არიან.
გუგაც მშვიდადაა.
-ის თუ ნახე გეგეშიძემ ვაჩიბერიძეს თავში ქუსლი რომ ჩასცხო!-კვდება სიცილით ნიაკო.
-რატო ეე-გამიკვირდ ამე.
-რატო და რატო ატყუებ ხალხსო რომ ეს „სექენდებიო“ ლონდონში იყიდეო,ტიპები რა გოიმები არიან აზრზე ხართ პროსტა?-სიცილით ოთხად იკეცება ნატა.
-„დიდი ამბავი „სექენდში“ თუ იყიდა რამე ამასწინათ ისეთი მაგარი „საროჩკა“ ვნახე გაგიჟდეჟდები,პროსტა ის „ტეხავს“ რომ უტყდება ჩაცმა და მარკებს უწევს.
-მეც ეგ მეგოიმება ძაან.
-ჩემმა უფროსმა დაგაწინაურეობო-ყავა მოსვა ნიაკომ და კმაყოფილი სახით გადმოგვხცედა.
-ეგშენი უფროსი უცოლო როა თუ აკვირდები შენ.-ჩამჭრელად ჰკითხა ნატამ.
-მერე?-სახეზე წამოენთო ნიას.
-ჰო რავიცი ნიცა რას იტყვი?
-ხელები ამიწევია!
-კეთილი და პატიოსანი!-აღმოხდა ნატას და უცებ სახეზე ფერი დაკარგა.
მერე ჩვეულ პოზას დაუბრუნდა და დაბნეულმა მე გამომხედა.
-თქვენი ნამცხვარი..
-მიმტანმა ნამცხვირს თეფში მაგიდაზე გადმოდო დაწასვლის ნაცვლად ადგილზე დარჩა.
თითები..
გითხარით რომ მამაკსცში პირველი თითებს ვაკვირდები..
ეს თითები საოცრად ჰგავდა..
ღმერთო ჩემო დღეს ხომ 15 აგვისტოა..!



№1  offline წევრი aNuGi

ძალიან მაგარი იყოო love
ეს ანდრო თავიდანვე არ მომწონდა რა :\
ნუ მთავარ გმირებზე აღარაფერს ვამბობ! შეუდარებლები! love
საერთოდ არ მომწონს ხოლმე ეს ქუჩის ბიჭები და ეგეთი "დვიჟენია", მაგრამ მართლა ძალიან მაგრად გქონდა გადმოცემული, ისე რომ ამ ფაქტს საერთოდ არ შევუწუხებივარ კითხვის დროს lol
ხო.. კიდევ..
იცი ყველაზე მეტად რა გამიტყდა?
აი ნატა და სანდრო რომ არ დარჩა ერთად, რაღაცნაირად გუგას "ღრუზინული" უფრო რომ გავიდა, არადა კარგი წყვილი იქნებოდა..
მოკლედ, ველოდები შემდეგ ისტორიას! საუკეთესო ხარ! feel request
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

aNuGi
ძალიან მაგარი იყოო love
ეს ანდრო თავიდანვე არ მომწონდა რა :\
ნუ მთავარ გმირებზე აღარაფერს ვამბობ! შეუდარებლები! love
საერთოდ არ მომწონს ხოლმე ეს ქუჩის ბიჭები და ეგეთი "დვიჟენია", მაგრამ მართლა ძალიან მაგრად გქონდა გადმოცემული, ისე რომ ამ ფაქტს საერთოდ არ შევუწუხებივარ კითხვის დროს lol
ხო.. კიდევ..
იცი ყველაზე მეტად რა გამიტყდა?
აი ნატა და სანდრო რომ არ დარჩა ერთად, რაღაცნაირად გუგას "ღრუზინული" უფრო რომ გავიდა, არადა კარგი წყვილი იქნებოდა..
მოკლედ, ველოდები შემდეგ ისტორიას! საუკეთესო ხარ! feel request

ძალიან დიდი მადლობა, აუცივლებლად თქვენ ჩემი
სტიმული ხართთთ❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მაგარი იყო ძალიან აი მართლა რომ უხხხ რა ვთქვა პროსტა არ ვიცი.
არ იყო ბანალური ვაფშე არ იყო ძალიან მძიმე იყყო ძალიან ძალიან სასიამოვნო მაგარი იყო საღოლ მომეწონაა ძაან wink

და ხო კიდე "აი ისტორიაც ამას ქვია" <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ანი ანი
ძალიან მაგარი იყო ძალიან აი მართლა რომ უხხხ რა ვთქვა პროსტა არ ვიცი.
არ იყო ბანალური ვაფშე არ იყო ძალიან მძიმე იყყო ძალიან ძალიან სასიამოვნო მაგარი იყო საღოლ მომეწონაა ძაან wink

და ხო კიდე "აი ისტორიაც ამას ქვია" <3

ძალიან დიდი
მადლობა შეფასებისთვის. ❤️

 


№5  offline წევრი tatuli)

arasdros gamovxmaurebivar shens istoriebs ar vici ratom :D magram is vici ro dzalian momwons da matbobs sheni istoriebi :***

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tatuli)
arasdros gamovxmaurebivar shens istoriebs ar vici ratom :D magram is vici ro dzalian momwons da matbobs sheni istoriebi :***

მადლობა რომ ამ ისტორიას გამოეხმაურე❤️

 


№7  offline წევრი მოლურჯო

შეუდარებელი ხარ გოგო!
--------------------
მარიამი

 


№8  offline წევრი GT - Ucnobi

Vaimeee :D es ra iyo gamagebine istoria super <3 vgijdi am istoriaze hmm <3 au ra kai iyooo <3>

 


№9 სტუმარი hipo

vaimee rakai ragac iyo dilis 06:28 wutia chemtan italiashi paraskevs movfrinav ver vidzineb mgoni panika paranoia da atasiamdagvari ram mewyeba ...

 


№10 სტუმარი Black

Sagol dzalian magari istoria iyo dasasrulic unikaluri qonda..bravo..<3

 


№11  offline წევრი daiana

კარგი იყო ძალიან.საინტერესო,აზრიანი.. სრულყოფილი იყო ყველანაირად! მაგრამ სანდროს და ნატას ამბავი ასე ადილად არ უნდა მოგეგვარებინა (ჩემი აზრით). კარგი იქნება რაიმე მოკლეს მათზე თუ დაწერ,მიუხედავად იმისა რომ ნატა "დაკავებულია".

 


№12  offline მოდერი Eleniko13

იყო ცოტა შეცდომები,
რაღაც არეული სიტუაცია
და შეშლილი სახელებიც მაგრამ
ჭორიკანას ვინ რას დაუწუნებს...
ყველა შენი ისტორია მიყვარს
და ესეც მაგარი იყო
როგორც ყოველთვის.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მოლურჯო
შეუდარებელი ხარ გოგო!

მადლობა ❤️

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

უბრალოდ სიტყვები ზედმეტია love

 


№15  offline წევრი mimimimo

გვერძე - არა, გვერდზე.
ძაან - არა, ძალიან.

საშინლად არ მომეწონა ნატა სანდროსთან რომ არ დარჩა.
ან ბოლოს სანდროს რა ბედი ეწია?
ადნრო უფრო სხვანაირი წარმომედგინა...
გუგაზე რა მოხდა? winked

ბევრი კითხვა დამრჩა.

ბევრი შეცდომაც იყო.
ეს "ძველი ბიჭების ლექსიკონი", რომ არ გამოგეყენა უკეთესი იქნებოდა.

მაგრამ საბოლოოდ არ იყო ცუდი.

შემდეგ ისტორიას სანდროზე ველოდები...
ეგოისტურად არ მინდა, რომ იმ ვიღაცას გაყვეს ცოლად.
მე მაინც სანდროსტან წარმომიდგენია ბედნიერი ნატა! feel

წარმატებები! request

 


№16 სტუმარი 123

ძალიან ჰგავდა ისტორიას - "ჯვრისწერა სევასტოპოლზე"

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

123
ძალიან ჰგავდა ისტორიას - "ჯვრისწერა სევასტოპოლზე"

ჩემი წინა ისტორია ნამდვილად ჰგავს ნახსენებ
მოთხრობას და იქ მითითებულიც არის მაგრამ ვერ ვხვდები ამ ისტორიას რა კავშირი აქვს ”ჯვრისწერა სევასტოპოლთან” ?

mimimimo
გვერძე - არა, გვერდზე.
ძაან - არა, ძალიან.

საშინლად არ მომეწონა ნატა სანდროსთან რომ არ დარჩა.
ან ბოლოს სანდროს რა ბედი ეწია?
ადნრო უფრო სხვანაირი წარმომედგინა...
გუგაზე რა მოხდა? winked

ბევრი კითხვა დამრჩა.

ბევრი შეცდომაც იყო.
ეს "ძველი ბიჭების ლექსიკონი", რომ არ გამოგეყენა უკეთესი იქნებოდა.

მაგრამ საბოლოოდ არ იყო ცუდი.

შემდეგ ისტორიას სანდროზე ველოდები...
ეგოისტურად არ მინდა, რომ იმ ვიღაცას გაყვეს ცოლად.
მე მაინც სანდროსტან წარმომიდგენია ბედნიერი ნატა! feel

წარმატებები! request

მადლობა დამსახურებული კრიტიკისათვის მართლა,გავითვალისწინებ რჩევებს შემდეგი
ისტორიისთვის.
გუგამ უბრალოდ მისი გაიტანა და ნატას სანდროს დააშორა.სანდრო
რუსეთში წავიდა. ნატამ კი ამასობაში სხვა ადამიანი გაიცნო. ❤️

Eleniko13
იყო ცოტა შეცდომები,
რაღაც არეული სიტუაცია
და შეშლილი სახელებიც მაგრამ
ჭორიკანას ვინ რას დაუწუნებს...
ყველა შენი ისტორია მიყვარს
და ესეც მაგარი იყო
როგორც ყოველთვის.

ძალიან დიდი მადლობა❤️

hipo
vaimee rakai ragac iyo dilis 06:28 wutia chemtan italiashi paraskevs movfrinav ver vidzineb mgoni panika paranoia da atasiamdagvari ram mewyeba ...

ღვედი შეიკარი და ახალი ”შენი ისტორიისთვის” მოემზადე საყვარელო ❤️

 


№18  offline წევრი mimimimo

..და სანდროს, რომ დააშორა ნატას ცუდად ყოფნა გაუხარდა?
აი, აქ გაიჭედე მე.
ეს ძმაკაცის დის შეყვარება და ლეგენდები...
ნატას მაინც უნდა გაეწია წინააღმდეგობა.
როდესაც მათზე დაწერ (თუ დაწერ...) დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა მიხვდება თავის ამ ცუდ საქციელს და აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა.

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

mimimimo
..და სანდროს, რომ დააშორა ნატას ცუდად ყოფნა გაუხარდა?
აი, აქ გაიჭედე მე.
ეს ძმაკაცის დის შეყვარება და ლეგენდები...
ნატას მაინც უნდა გაეწია წინააღმდეგობა.
როდესაც მათზე დაწერ (თუ დაწერ...) დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა მიხვდება თავის ამ ცუდ საქციელს და აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა.

ვიფიქრებ
მაგაზეც ❤️

 


№20 სტუმარი lana

და ამის შემდეგ შენ არ უნდა იყო ახალბედა მწერალი ? მთელი დღეა შენს ისტორიებს ვკითხულობ, ყველა უზომოდ მომეწონა love ჩემთვის სირცხვილია,რომ უბრალოდ წევრი ხარ, იყო ძალიან პატარა შეცდომები,მაგრამ იმდენად სასიამოვნო და დამაინტერესებელი წასაკითხია,რომ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს winked შენ წერ იმას,ა დღევანდელ თაობას აინტერესებს, არაჩვეულებრივი ფანატაზია გაქვს love ამ წერის სტილით შენ გვიზიდავ მაგნიტივით love ჩემს საყვარელ ისტორიებს შორის,უკვე არის ეს ისტორიაც love მოკლედ ძალიან მომეწონე love გამიხარდება თუ ნატაზე და სანდროზე დაწერ შემდეგ ძალიან მაგარ ისტორიას,როგორიც ეს გამოგივიდა love

 


№21  offline წევრი სპენსერი

შოკში ვარ!
2ჯერ წავიკითხე ;დ ისე მომეწონა ^-^ შენზე და შენს ისტორებზე ხომ ვგიჟდები! აი მართლა არ ვიცი მარა ჩემი სანდრო და ნატა როგორ დამიტოვე ასე ;დ მაინც ძალიან კარგი იყო ^-^ ველოდები შენ ახალ ისტორიებს love

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

lana
და ამის შემდეგ შენ არ უნდა იყო ახალბედა მწერალი ? მთელი დღეა შენს ისტორიებს ვკითხულობ, ყველა უზომოდ მომეწონა love ჩემთვის სირცხვილია,რომ უბრალოდ წევრი ხარ, იყო ძალიან პატარა შეცდომები,მაგრამ იმდენად სასიამოვნო და დამაინტერესებელი წასაკითხია,რომ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს winked შენ წერ იმას,ა დღევანდელ თაობას აინტერესებს, არაჩვეულებრივი ფანატაზია გაქვს love ამ წერის სტილით შენ გვიზიდავ მაგნიტივით love ჩემს საყვარელ ისტორიებს შორის,უკვე არის ეს ისტორიაც love მოკლედ ძალიან მომეწონე love გამიხარდება თუ ნატაზე და სანდროზე დაწერ შემდეგ ძალიან მაგარ ისტორიას,როგორიც ეს გამოგივიდა love

ძალიან დიდი მადლობა თქვენი
თითოეული სიტყვა ჩემთვის
სტიმულია,მადლობა შეფასებისთვის ❤️

სპენსერი
შოკში ვარ!
2ჯერ წავიკითხე ;დ ისე მომეწონა ^-^ შენზე და შენს ისტორებზე ხომ ვგიჟდები! აი მართლა არ ვიცი მარა ჩემი სანდრო და ნატა როგორ დამიტოვე ასე ;დ მაინც ძალიან კარგი იყო ^-^ ველოდები შენ ახალ ისტორიებს love

აუცივლებლად,ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის❤️

 


№23  offline წევრი bubu-bubu

აი ყველაზე მაგარი მოთხრობა იყო მაგრამ სანდრო და ნატა ერთად რომ ყოფილიყვნენ კარგი იქნებოდა love

 


№24  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

bubu-bubu
აი ყველაზე მაგარი მოთხრობა იყო მაგრამ სანდრო და ნატა ერთად რომ ყოფილიყვნენ კარგი იქნებოდა love

მადლობა ❤️

 


№25 სტუმარი hipo

aau jvirswera sevastopolze shenia ?? vaimee bichoo es vin agmovachinee chemi kumiri xar ....ai ai ai ai vgijdebi mag istoriaze da ravi albat verasdros waishleba chemshi emocia rac gamoiwvia !!! gelodebi uuuertgulesi mkitxveli...hipopotami

 


№26  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

hipo
aau jvirswera sevastopolze shenia ?? vaimee bichoo es vin agmovachinee chemi kumiri xar ....ai ai ai ai vgijdebi mag istoriaze da ravi albat verasdros waishleba chemshi emocia rac gamoiwvia !!! gelodebi uuuertgulesi mkitxveli...hipopotami

რატომ გგონიათ რომ ჩემია :D ეს ისტორია ეკუთვნის თიკო
იორდანიშვილს(ჯვრისწერა სევასტოპოლზე) ეს ისტორია კი რომელიც წაიკითხეთ ჩემია და კავშირი არ აქვს იორდანიშვილის ”ჯვრისწერა სევასტოპოლთან”.

 


№27  offline წევრი baby girl

whatsapp-ში კი მოგწერე რასაც ვფიქრობ,მაგრამ აქაც მინდა,რომ ვთქვა.სასწაული ხარ ლიზა კანდელაკო!სასწაული.მინდა,რომ სულ წერო და წერა არასდროს,არასდროს არ შეწყვიტო.ხო იცი,მე როგორ მიყვარს ესეთი მოთხრობები..ესეთი ნიკუშები და სანდროები.რატომღაც ნატას,სანდროს და გუგას ამბავი,რაღაცას მახსენებს.რაღაცას კი არა ვიღაცეებს.ნაცნობი თემაა იცი შენ?როგორ მინდოდა,აქ მაინც ყოფილიყვნენ ერთად,თუ რეალობაში არა.რაცშეეხება,შეცდომებს და კრიტიკას ვფიქრობ,რომ არ გჭირდება.არც შენ და არც შენ მოთხრობებს.იმდენად იდეალურია არვიცი რა შეცდომა უნდა უპოვო, ამ ან სხვა მოთხრობებს.ძალიან ამაყი ვარ ესეთი მაგარი გოგო ჩემთვის ძალიან ახლო,რომ არის.მგონია,მართლა მგონია,რომ ერთ დღეს ვიყიდი წიგნს,რომელიც ლიზა კანდელაკის მიერ იქნება დაწერილი.
ცოტას გადავუხვევ და ვეტყვი ბავშვებს,რომ ეს მოთხრობა ოდნავადაც არ არის მოთხრობა "ჯვრისწერა სევასტოპოლზე"-სთან მიახოებული.საერთოდ არა,და ვერანაირად ვერ ვხვდები რატომ ამსგავსებთ.
წინა მოთხრობა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემია ის,გავს მაგრამ ეს?კარგით რა.
ისევ დავუბრუნდეთ ძველ სათქმელს.
ლიზუ,იცი შენ როგორ მიყვარხარ,მაგრამ კიდევ გეტყვი,რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ!ყველამ უნდა იოცნებოს შენნაირი ადამიანის ყოფნაზე და ვისაც ყავხარ იმან უნდა იამაყოს!(მე ვამაყობ)
ძალიან გამიგრძელდა სათქმელი და თუ ჩავირთე ხომ იცი,აღარ გავჩერდები.
იცი შენ მე რასაც ველოდები.იმედიმაქვს მალე ვიხილავ.

 


№28 სტუმარი hipo

ravi vigacam dawera da me sheni megona

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saocrad magarii iyoo.... auu sandro da nataa ? gugac ise damitovee gaagrdzlebee raa meore nawilii es iseti magari iyoo gagrdzelebas saocari eqneba aba shen ici warmatebebii <4

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

baby girl
whatsapp-ში კი მოგწერე რასაც ვფიქრობ,მაგრამ აქაც მინდა,რომ ვთქვა.სასწაული ხარ ლიზა კანდელაკო!სასწაული.მინდა,რომ სულ წერო და წერა არასდროს,არასდროს არ შეწყვიტო.ხო იცი,მე როგორ მიყვარს ესეთი მოთხრობები..ესეთი ნიკუშები და სანდროები.რატომღაც ნატას,სანდროს და გუგას ამბავი,რაღაცას მახსენებს.რაღაცას კი არა ვიღაცეებს.ნაცნობი თემაა იცი შენ?როგორ მინდოდა,აქ მაინც ყოფილიყვნენ ერთად,თუ რეალობაში არა.რაცშეეხება,შეცდომებს და კრიტიკას ვფიქრობ,რომ არ გჭირდება.არც შენ და არც შენ მოთხრობებს.იმდენად იდეალურია არვიცი რა შეცდომა უნდა უპოვო, ამ ან სხვა მოთხრობებს.ძალიან ამაყი ვარ ესეთი მაგარი გოგო ჩემთვის ძალიან ახლო,რომ არის.მგონია,მართლა მგონია,რომ ერთ დღეს ვიყიდი წიგნს,რომელიც ლიზა კანდელაკის მიერ იქნება დაწერილი.
ცოტას გადავუხვევ და ვეტყვი ბავშვებს,რომ ეს მოთხრობა ოდნავადაც არ არის მოთხრობა "ჯვრისწერა სევასტოპოლზე"-სთან მიახოებული.საერთოდ არა,და ვერანაირად ვერ ვხვდები რატომ ამსგავსებთ.
წინა მოთხრობა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემია ის,გავს მაგრამ ეს?კარგით რა.
ისევ დავუბრუნდეთ ძველ სათქმელს.
ლიზუ,იცი შენ როგორ მიყვარხარ,მაგრამ კიდევ გეტყვი,რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ!ყველამ უნდა იოცნებოს შენნაირი ადამიანის ყოფნაზე და ვისაც ყავხარ იმან უნდა იამაყოს!(მე ვამაყობ)
ძალიან გამიგრძელდა სათქმელი და თუ ჩავირთე ხომ იცი,აღარ გავჩერდები.
იცი შენ მე რასაც ველოდები.იმედიმაქვს მალე ვიხილავ.

ბედნიერი ვარ რომ
არსებობ❤️

hipo
ravi vigacam dawera da me sheni megona

არაუშავს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent