შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 14


10-07-2016, 22:43
ავტორი NA NO
ნანახია 1 984

მისამართზე მისულს პატარა კერძო სახლი მხვდება, ზუსტად ვიცი აქედან რამდენიმე კილომეტრში კევინის კოლეჯია. ვინაიდან და რადგანაც ქალაქიდან აქ მოსვლამდე დიდი დრო დამჭირდა დაბინდებასაც მოესწრო თავისი საბნის ბუნებისთვის მოხურვა. ხის კოტეჯს მოგაგონებდათ ეს სახლი, რომლიდანაც სინათლის შუქიც კი არ გამოდიოდა. ალბათ პიტერი შინ არ არის, ფრთხილად დავდგი კიბის საფეხურზე ფეხი და გულის გამაწვრილებელ ჭრიალს ყურადღება არ მივაქციე, ეტყობა სახლს მოუვლელობის კვალი. ჩემდა გასაკვირად კარი ღია დამხვდა, ახლა ნამდვილად მესმოდა ჩემი გულის ფეთქვა, ვიგრძენი შორიდან წამოსული კანკალი მუხლებს მოკვეთით რომ მემუქრებოდა. კარი ფრთხილად ჭრიალით შეიღო, წამში წამოვიდა ოთახის სიღრმიდან ობის სუნი, სანამ სახეს დავმანჭავდი შუქი აინთო და პიტერის გაბრჭყინებულ თვალებს გადავაწყდი
-ო როგორი სულელი ყოფილხართ მის ლილ, მთელი ცინიზმი ჩააქსოვა ამ სიტყვებს
-აქ ჩემი სულელობის გადასაწყვეტად არამგონია შემოგეტყუებინეთ არა? სად არის ქეითი?
-შენი აზრით ქეითს რამეს დავუშავებდი?
-ახლა ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს, უცებ კისერზე რაღაც ცივის შეხებამ შემაკთო, მთელი არსებით ვცდლობდი კუნთური სისტემის დაწყნარებას, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს სხეულს გავეყიდე და შიში დამტყობოდა
-ოჰ ლილი, რა იქნებოდა ჩემთვის დაგეჯერებინა და ყველაფერი ემასთვის დაგებრალებინა, ახლა ჩვენს მეგობარს უსამართლოდ ციხის საპირფარეშოების რეცხვა არ მოუწევდა მელაპარაკებოდა ქეითი და თან კეფიდან იარაღს არ მაშორებდა.
-რას ამბობ ქეით? გავოცდი, - ქეითს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მკვლელის ამპულაში
-კევინი მე მოვკალი ლილი ! წარმოთქვა გამყინავი ხმით და ცოთათი ჩამომშორდა
-კი მაგრამ.... უცებ თავში რაღაცამ გამიელვა და ვითომ აღშფოთებულმა წინ და უკან სიარული დავიწყე, ქეითი პიტერს მიუახლოვდა და კალთაში ჩაუჯდა სანამ ყურადღებას მომაქცევდა უცებ დავაჭირე ტელეფონზე პიტერის ნომერს თითი და ჯიბეში ურეაქციოდ ჩავიცურე, იმის იმედით რომ პიტერი მისმენდა დამნაშავებს მივუბრუნდი და საუბარი დავიწყე -ანუ ქეით შენ პიტერს კევინი მოაკვლევინე?
-სულაც არა პიტერი შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს... იცი რა ყველაფერს თავიდან მოგიყვები, მაინც იმ ქვეყანაში მოგიწევს ამ ამბის წაღება არა პიტერ?
-ნამდვილად ძვირფასო, ვნებიანად წაეტანა ქეითის ტუჩებს და ლამი იქვე გული ამერია
- მე და პიტერი ხუთი წლის წინ შეყვარებულები ვიყავით, ოთხი წელი ერთად გავატარეთ. შემდეგ ისე მოხდა რომ მისი ნარკოტიკებთან დამოკიდებულება და უკანონო ბიზნესი ვერ ავიტანე, ამის გამო ვიჩხუბეთ. ერთი წელი ისე გავიდა თითქმის არსად შევხვედრილვართ ერთმანეთს, ამასობაში კევინს შევხვდი კარგად შევეწყვეთ, კარგი პარტნიორი იყო მანებივრებდა კიდეც და საჩუქრებს არ მაკლებდა, რაც არ უნდა მეთხოვა ყოველთვის მისრულებდა ეს კი ქალისთვის ბედნიერების ეღ-ერთი წინაპირობაა, ყველაფერი ფეხებზე გკიდია როდესაც გაფასებენ და იმის ღირსად გთვლიან რაც ნამდვილად გეკუთნის, ერთ დღეს იმ დამპალმა ემამ გვნახა. არ მოვეწინე ნეტა ვიცოდე მაგას ვინ ეკითხებოდა კევინის მომავალის დაგეგმვა, ვერ იტანდა კევინი მამამისის ფულებს მე რომ მახარჯავდა და მის ნარკოტიკებზე შეჩვევას მე მაბრალებდა... კიდევ ერთი სიურპრიზი მაშინ გამიკეთა კევინმა როდესაც პიტერი გამაცნო, თუმცა არცერთმა არ შევიმჩნიეთ ერთმანეთთან რა გვაკავშირებდა, მე თქვენ არ მომიტყუბიხართ როცა პიტერისა და კევინის ურთიერთობაზე გიყვებოდით, იმ ღამით როდესაც კევინი დავჭერი პიტერმა დამინახა, მეც გავითამაშე ვითომ შემთხვევით მომივიდა და ძალიან ვნანობდი, ისე მოხდა რომ იარაღი პიტერმა გამოამრთვა და პოლიცია იარაღს თუ იპვოდა მასზე პიტერის თითის ანაბეჭდებს ნახავდა ამიტომ იძულებული გახდა დამხმარებოდა და ამ პერიოდში ძველმა გრძნობებმაც გაიღვიძა... ქეითი უკვე ნერვიულად დადიოდა, სახეზე ცრემლები ეღვრებოდა და ერთიანად კანკალებდა... უცებ დაიყვირა... - ღირსი იყო ის ნაძირალა, ღირსი იყო წამებით მომეკლა... მან შვილი მომიკლა ლილი და შენი აზრით ცოცხალს დავტოვებდი? ვუთხარი ორსულად ვართქო და უკანმოუხედავად გაიქცა, ვერ გავარკვიე გაუხარდა თუ ეწყინა.. მეორე დღეს კაიფში იყო და ის არ იკმარა ასეთ მდგომარეობაში რომ მომაკითხა, გაბედა და სახეში საშინლად გამარტყა, შემდეგ გამეტებით ჩამცხო მუცელში წიხლი ბოლო ხმაზე მიყვიროდა შენ და შენი არაფერში მჭირდებითო, მერე გაჩერდა ან ბავშვს მოიშორებ ან მოგკლავო.... ჩემმა მეგობარმა საავადმყოფომდე ძლივს მიმიყვანა, ბავშვი მუცელში ჩამიკლა.. თურმე პიტერს მამის რეაქციის შეშინებია, რეპუტაციას გავუფუჭებ ჩემი სამარცხვინო საქციელითო... მაგ დღის შემდეგ ადამიანს არ ვგავდი, პიტერი მეხმარებოდა რომ უკეთ გავმხდარიყავი და ადვილად დამეძლია ეს სტრესი. იმ საღამოს არ ვიცი რამ
შემიბყრო, თუმცა შურისძიების მეტი არაფერი მინდოდა, მთელი სხეული ბრაზით ამევსო და ერთი სული მქონდა იმ ტანჯვის მინიმუმი მაინც განეცადა კევინს, რასაც ჩემი არდაბადებული რამდენიმე თვის შვილი ჩემს მუცელში გრძნობდა, როდესაც არამზადა მამაისი გამეტებით მცემდა... ბართან ვიყავი , როდესაც ემასთან ერთად დავინახე, გაცხარებოთ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ემა წავიდა კევინი კი პარკისკენ დაიძრა, თან სიგარეტს ნერვულად ეწეოდა, ერთ სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ნელა მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი, თვალებჩასისხლიანებულმა ამომხედა და შეკრთა რომ დამინახა, აქ რას აკეთებო, ვუთხარი რომ სურვილი აუსრულდა და თავისი შვილი მისი ღორული საქციელით აღარ არსებობდა, ისე უსირცხვილოდ მთხოვა პატიება და ჩემსკენ გადმოიხარა, რომ ხელი არ ამკანკალიებია ისე ვესროლე, არ ეგონა ამას თუ ვიზამდი... შემდეგ პიტერი გამოჩნდა და დანარჩენი შენც იცი.... თვითონ შემომთავაზა დანაშაულის თავის თავზე აღება
-კი მაგრამ კევინი ასე რომ მოგეგცა პოლიციაში ვერ წახვედი?
-და შენი აზრით ვინმე მომისმენდა? ხომ არ გავიწყდება ვის შვილზე ვლაპარაკობთ, ბერნარდი ყველანაირად დაეხმარებოდა და მე კი ამ შტატიდან ამაორთქლებდა
-ჩემთვის უნდა მოგეყოლა ეს ამბავი
-შენ შენი მეგობრის დახსნა გინდოდა და მე დაუფიქრებლად გამწირავდი ლილი
-ახლა შენ არ მწირავ ქეით?
-სხვა გზას არ მიტოვებ, ადრე თუ გვიან რაღაცას იპოვიდი ამიტომ სჯობს გზიდან ჩამოგიშოროთ
-კი მარამ პიტერ თუ დანაშაულის შენს თავზე აღებას აპირებდი უილი რატომ დააჭერინე?
-მას ჩემი ვალი ჰქონდა და ვალდებულიც იყო დამხმარებოდა
-თქვენ ამბობთ რომ ბერნარდ რენდალის შეგეშინდათ არა? თქვენ მის წინააღმდეგ სამხილი გქონდათ, პიტერ განა შენ არ მუშაობ მის ხელქვეითად და მის არაკანონიერ საქმეებს არ აგვარებ? თუ ქეითის დახმარება გინდოდა შენს თავს გვერძე გადადებდი
-მაგრამ ასე მეც დამიჭერდნენ, მე კი ნამდვილად არ მინდა ქეითი ისევ დავკარგო
-ჩემი მოკვლით ხომ იცით რომ საქმეს გაირთულებთ?
-მოიცა ამ ყველაფრის შემდეგ ცოცხალი რომ დაგტოვოთ რა გარანტია გვაქვს რომ არ ჩაგვიშვებ?
-არც არაფერი, სიტყვაზე უნდა მენდოთ, მაგრამ ქეით შენ დანაშაული ჩაიდინე, ჩემი აზრით შენს მდგომარეობაში ბევრი მასე მოიქცეოდა, მაგრამ ეს გამართლება არ არის... სიტვა ვერ დავასრულე კარებში პიტერი და კიდევ ერთი ტიპი რომ შემოვარდნენ იარაღით ხელში, უცებ კი რამდენიმე გასროლის ხმამ სასმენი აპარატი დამიხშო და ერთიანად მომევეთა ფეხები, ასე მეგონა მრავალსართულიანი სახლიდან გადმოვარდი და სადაც იყო მიწაზე ტვინს დავასხავდი, მაგრამ ეს მომენტი დროში უაზროდ იწელებოდა......
-შენ ამას ვერ გაიგებ.. მე მიყვარდა ის პატარა არსება რომელიც ჩემი ნაწილი იყო... ჯერ დედობისთვის ძალიან პატარა ვარ, მაგრამ როცა გავიგე ორსულად ვიყავი თითქოს ერთ წამში გავიზარდე, გამიჭირდა იმის გააზრება თუ რამხელა პასუხისმგებლობა მენიჭებოდა და რამდენად ძლიერი უნდა გავმხდარიყავი ამ პატარას გამო, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ კი წამში სველ მიწაზე დამანარცხა კევინმა, ყველაფერი გამომაცალა და ჩემგან ფიტული დატოვა... ერთი წამითაც არ ვნანობ მის მოკვლას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent