შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 13


9-07-2016, 19:43
ავტორი NA NO
ნანახია 1 743

-ტყვიამ ხერხემალთან ძალიან ახლოს გაიარა, თუმცა საბედნიეროდ ზურგის ტვინი არ დაზიანებულა, მხრიდან და მუცლიდანაც რამდენიმე ტყვია ამოვიღეთ. ახლა ისღა დაგვჩენია დაველოდოთ მის გონზე მოსვლას.
ექიმის წასვლის შემდეგ ჯეიმს და ემას დავურეკე... ემასთან დარეკვა რამ გადამაწვეტინა ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ ჩავთვალე, რომ აქ მის ახლობლებს ან მეგობრებს უკეთ შეატყობინებდა მომხდარს, თანაც დღეს მისი კომპანიის აქციები უნდა ეყიდა და ვფიქრობდი რომ ამ საქმეს დემეტრეს დაჭრასთან რაღაც კავშირი ექნებოდა.
-არ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი თქვენს კომპანიასთან არის კავშირში? ერთ ხანს დაკვირებით მიყურა ემამ, მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდა
-რა თქმა უნდა ასეა ლილი. დემეტრე იმიტომ დაჭრეს რომ დევიდის აქციები მას არ ეყიდა. დევიდმა რომელიღაც კომპანიას გადასცა აქციები თანაც უფრო მაღალ ფასად, რომლის მეპატრონეც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს ახლა
-ანუ დემეტრე თავიდან მოიცილეს
-როგორც ჩანს... შენ საიდნ გაიგე რომ დაჭრეს
-საავადმყოფოდან დამირეკეს... რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე და უნდა შევხვედროდით
-აჰ... გასაგებია
......
დღეს პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია მქონდა, ძალიან ვინერვიულე, საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეც ემოციებით სავსე წავედი ჯეიმსთან... საოცარი გრძნობაა როცა გრძნობ რომ რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლია. მთელი ცხოვრება უფლის მადლიერი ვიქნები, რადგან განვიცადე ასეთი ემოცია რაც სიცოცხლის გადარჩენას მოჰყვება.
-თითქოს ჰაერში ავიწიე პაციენტის მშობლებს რომ შევატყობინე თქვენი შვილი გადარჩათქო
-შენ ამ ერთ ოპერაციაზე გაბედნიერდი და დანარჩენ ოპერაციებსაც წარმატებით რომ გააკეთებ მერე ნახე რამხელა სიამაყეს იგრძნობ
-წარმომიდგენია ჯეიმს და უბედნიერესი ვარ, მადლობა შენ.. შენ რომ არა საკუთარი თავის რწმენა არ მექნებოდა და ამდენს ვერ შევძლებდი, ძალიან დამეხმარე და ჩემი გზა მაპოვნინე ამ ცხოვრებაში
-კარგი გეყოფა ლილი, შენ ძალიან ბეჯითი და შრომისმოყვარე ხარ, არც განათლება არ გაკლია და არც სიმამაცე
-აქედანვე უნდა გავაცნობიერო ის ფაქტიც, რომ შეიძლება ყოველთვის ასე ბედნეიერად არ დამთავრდეს ოპერაციები...
-მაგაზე ახლა ნუ იფიქრებ..
-კარგი მე წავალ კარგად უნდა გამოვიძინო
-დემეტრეს არ დაურეკავს?
-არა, რაც გაწერეს მას შემდეგ არ შემხმიანებია... ნუ რა მნიშვნელობა აქვს... ნახვამდის
-თავს გაუფრთხილდი ლილი
.....

-ლილი შენ ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რამ მოხდა?
-არ მითხრა რომ პიტერი დააკავეთ
-არა, მაგრამ იცი დემეტრეს სიკვდილი ვინ დაუკვეთა?
-არა პიტერ და თუ არ მეტყვი არც მეცოდინება
-გაიძვერა ბერნარდ რენდალმა...
-მოიცა... არა.. ღმერთო ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდიი, მე ხომ მოვისმინე მისი საუბარი ვიღაცას რომ ელაპარაკებოდა თავის კომპანიაზე, რომელსაც თავის სახელზე ვერ აფორმებდა
-სწორედ მაგ კომპანიამ შეისყიდა ემას დანარჩენი აქციები და ახლა კომპანიის პრეზიდენტი ბერნარდია და არა ემა....
-მაგრამ დემეტრეს მკვლელობის გამო პასუხი არ უნდა აგოს?
-ხომ გითხარი დააკავეს და შენ მისი პარტიის შტაბთან აქციები უნდა გენახა, ხალხი ვეღარი იტანს, ასეთ თვითმარქვიას ხმას არ მივცემთო, ბერნარდის რეიტინგიც დაეცა, თითქმის ყველაფერი დაკარგა რისთვისაც ამდენი რამ მოაწყო
- არჩევნებისთვის ნამდვილი საჩუქარი მიიღო მაგ გაიძვერა კაცმა, დარწმუნებული ვარ კიდევ ექნება რაიმე არაკანონიერი ბიზნესი
-შენ მოკლედ ყველაფრის თქმას არ მაცდი
-კიდევ არის რამე?
-მთავარი ის არის, რომ კანადიდან ნარკოტიკები უკანონოდ შემოჰქონდა და შემდეგ აქ თავისი ხალხის დახმარებით ჰყიდდა, მისი მოკავშირე კი არც მეტი არც ნაკლები კევინის მეგობარი პტერია, რომელიც არა მარტო თავის კოლეჯს არამედ სხვა კიდევ ბევრ კოლეჯს ამარაგებდა ნარკოტიკებით, ამ ორი კვირის განმავლობაში კი რაც შენთან არ მისაუბრია ბერნარდის ცოდვები გამოაშკარავდა
-ამას ნამდვილად არ ველოდი, ასე მგონია სერიალში ვარ. იმედი მაქვს პიტერი დააკავეს
-სამწუხაროდ ვერა, იძებნება და შენ იმედია ისეთ რამეს არ გააკეთებ რომ გააღიზიანო და თავი საფრთხეში ჩაიგდო
-მაგ საქმეს ეს ბოლო პერიოდი დიდ ყურადღებას ვეღარ ვუთმობ, უბრალოდ დღეს ქეითს უნდა შევხვდე
-მაგ გოგოს რაღა უნდა?
-არ ვიცი...

...
-გუშინ ღამით ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, რომ კევინი პიტერმა და უილმა მოკლეს ემას დავალებით
-ემა არაფერ შუაშია
-ასე თავგამოდებით რატომ იცავთ?
-არ ვიცავ უბრალოდ გავიცანი ის და სულაც არ აღმოჩნდა მკვლელი
-თქვენი აზრით მკვლელი თქვენთან საუბრისას შეიტყობს მოკლა თუ არა კევინი, კარგით რა
-უბრალოდ ემას არაფერში სჭირდებოდა კევინის მკვლელობა, ერთიდაიმავეს გამეორებით დავიღალე ქეით
-თქვენ კიდევ რით ვერ გაიგეთ,რომ ის ოჯახის მემკვიდრე იყო და ქონების გამო მოიცილა ემამ, რატომ ეძებთ სხვას ვისაც მკვლელობას დააბრალებთ?
-შენ ალბათ არაფერი გაგიგია
-რა უნდა გამეგო?
-ის რომ პირიქით ბერნარდ რენდალი იყო ემას ქონებაზე დახამებული და მშობლების დანატოვარი კომპანიის წართმევა დაუპირა ემას. ასე რომ მას არავის ქონება არ აინტერესებდა მით უმეტეს ბერნარდის
-ხო მაგრამ...
-არავითარი მაგრმ, ემას შეეშვი და შენ თუ ასე გირეკავენ და პიტერიც გავიწროვებს პოლიციაში რატომ არ რეკავ?
-მეშინია რამე არ დამიშავოს
-ახლა ვერაფერს ვერ დაგიშავებს იძებნება ნარკოტიკების გამო.
....

-ჩვენი შეხვედრა იმ დღეს საუბედუროდ ჩაიშალა
-ეგ არაფერი დემეტრე მთავარია გადარჩი
-მაპატიე თითქმის თვეა რაც საავადმყოფოდან გამომწერეს თუმცა ვერ გნახე
-არაუშავს რა ვალდებული იყავი?
-მადლობა, რომ მომაკითხე... როგორც კი გამომწერეს საქართველოში მომიწია გამგზავრება...
-ძალიან გთხოვ ნურაფერს მიხსნი, რადგან ნამდვილად არ ხარ ვალდებული
-მე კი საჭიროდ ჩავთვალე ამეხსნა... უბრალოდ მინდოდა მენახე და დაგმშვიდობებოდი, საქართველოში ვბრუნდები იქ უფრო საჭირო ვარ ამ ეტაპზე და აქარობასაც იქედან ვუხელმძღვანელებ გამიხარდება თუ ოდესმე ისევ შევხვდებით...
-ხო... რავიცი, ალბათ შევხვდებით... როდის მიფრინავ?
-ხვალ საღამოს, იმედი მაქვს მალე შენც ჩამოხვალ
-ვერ შეგპირდები

.....
-ლილი უნდა მიშველო
-ქეით ხო მშვიდობა გაქვს რა ხდება?
-ლილი ძალიან მეშინია, პიტერი დავინახე და პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი როდესაც მან შემამჩნია, ძლიერად დამარტყა და გავითიშე ახლა არ ვიცი სად არის, გავბედე და შენთან დავრეკე, მალე მოდი გთხოვ
-კი მაგრამ ქეით დრო რატომ დაკარგე პოლიციაში დაგერეკა, ან საერთოდ სად ხარ?
-არ ვიცი ძალიან ვნერვიულობ, მგონი თავის სახლში წამიყვანა ალბათ სარდაფია ფანჯარა არ არის კარიც ჩაჯკეტილია, სანამ პიტერი მოვა იქნებ როგორმე მიპოვო
-კარგი არ ინერვიულო.

.....
-ქეითი გაიტაცა პიტერმა, მაგრამ მიკვირს თავის სახლში რატომ მიიყვანა მას ხომ პოლიცია ყველგან ეძებს?
- პიტერის სახლში მშობლებიც ჰყავს ქეითს სახლში ჩუმათ ვერ შეიყვანდა, თან მაგ სახლს პოლიციაც უთვალთვალებს ასე რომ სახლი გამოირიცხა
-მაშინ რომელ სახლში წაიყვანა? მოიცა ქეითმა მისამართი მომწერა, კოლეჯთან ახლოს არის
-არ მომწონს ლილი ეგ ამბავი, თუ პიტერმა გაიტაცა დავიჯერო ისეთი სულელია ტელეფონი დაუტოვა?
-იქნებ სიჩქარეში გადაავიწყდა. ალბათ არც ეგონა ქეითი ასე მალე გონს თუ მოვიდოდა. ორ საათში თუ არ დავბრუნდები ან დაგირეკავ, მაშინ პოლიციას გამოუძახე
-გამოგყვები
-არ მინდა შეგვამჩნიოს და ქეითს რამე დაუშავოს
-სახიფათოა ლილი, ახლა ის იმალება და ყველაფერზეა წამსვლელი იარაღი მაინც აიღე
-პიტერ იარაღს ხელშიც ვერ დავიჭერ, ან უკეთეს შემთხვევაში საკუთარ თავს დავჭრი
-კარგი ფრთხილად იყავი ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent