შემიყვარე (ნაწილი მესამე)
თავი 3 სამსახურში როგორ მივედი სიმართლე გითხრათ არც მახსოვს. ვერაფერზე ვფიქრობდი ბენეს გარდა. ალბათ გაიგებს სიმართლეს და ჩემი ნახვა აღარ მოუნდება. რა იდიოტი ვარ!! ყველაზე დებილი არსება. ფიქრებიდან ჩემმი თანაშემწის ხმამ გამომაფხიზლა -ქალბატონო ნუცა, სტუმარი გყავთ ძაან საინტერესოა, პარასკევს დილით ვის მოუნდა ჩემი მონახულება. თვალებს არ ვუჯერებდი როდესაც კარებში არც მეტი არც ნაკლები დემეტრე ნიჟარაძე დავინახე.(ალბათ გახსოვთ, ეს ის ბიჭია ბენემ წერილი რომ წაუღო) -ღმერთო დემეე, როგორ მომენატრე -მეც მომენატრე ჩემო გოგო, აქეთ ვიყავი და შემოგიარე -ძაან გამახარე აბა როგორ ხარ? დემეს დაახლოებით 17 წელია ვიცნობ. ჩემი ძმის კლასელი იყო და ბენეს ყველაზე ახლო მეგობარი. ჩემზე 7 წლით დიდია მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის მეგობრობაში -რავიცი, ნუციკო შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს -ხოო? აბა გისმენ, რა მოხდა? -დღეს ჩემთან ბენე იყო ოოოო ბოჟე, წერილი -იცი რა მომიტანა? ყოჩაღ გამოიცანი წერილი რომელიც შენ დაწერე 8 წლის წინ -დემე მითხარი რომ არ გითქვია სიმართლე, თორე გული გამისკდება -შენ მე დებილი გგონივარ? მაგას როგორ ვეტყოდი. აზრზე არ ვარ ვისი დაწერილი შეიძლება იყოსთქო შვებით ამოვისუნთქე. ჯანდაბა რაა ჯ ა ნ დ ა ბ ა -როდემდე უნდა ატყუო? თან ვიცი რომ დღეს უნდა შეხვდე -არ ვიცი დემეტრე, არ ვიცი რა ვქნა. მთხოვა მეც უარი ვერ ვუთხარი. ხო იცი რომ მიყვარს? -ეჰჰ ვიცი ჩემო პაწაწინა, გთხოვ ჭკუით მოიქეცი კარგი? შენც და ბენეც ჩემთვის ყველაფერი ხართ, ხო იცი თქვენ გარდა არავინ მყავს. დემეს მშობლები ადრე გარდაეცვალა და სულ მარტო დარჩა. მხოლოდ მე თოკო ჩემი ძმა და ბენე ვიყავით მასთან. ის ყოველთვის ცდილობდა მე და ბენე ერთმანეთს არ შევხვედრილიყავით. -ძაან მიყვარხარ დემ დემე საღამომდე დარჩა ჩემთან. ოფისიდან გამოვედი. ბენე იქ მელოდებოდა სადაც დილით ვილაპარაკეთ -აბა როგორი დღე გქონდა? როგორი დღე და მთელი დღე შენზე ვფიქრობდი, ვიტირე კიდეც, მერე ვინერვიულე. ამის მაგივრად ვპასუხობ -არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული, შენ როგორი დღე გქონდა? -ცოტა სევდიანი, რაღაც ვერ გავარკვიე. წამო კაფეში დავჯდეთ ერთ-ერთ პატარა კაფეში შევედით. ისე ვნერვიულობდი მხოლოდ წყალი შევუკვეთე -აბა მომიყევი რა ხდება? თოკო როგორაა? თოკოს გახსენებაზე მივხვდი როგორ ამიცრემლიანდა თვალები -დაახლოებით 5 წელია არ მინახავს. -რატო? უცხოეთშია? -გერმანიაშია, გამოსასწორებელ კოლონიაში ბენეს გაოცებისგან აღარ იცოდა რა ექნა. ისეთი ბიჭი როგორიც თოკო იყო ეგეთი რამის წარმოდგენაც კი სასაცილო იქნებოდა -უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, საშინელ ხალხთან დაიწყო ურთიერთობა, შემდეგ დაიჭირეს წამლის მოხმარებაზე ახლა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოსასწორებელ კოლონიაშია. -კაი რაა ტოო, თოკოსნაირი ბიჭისგან ეგეთი რამე წარმოუდგენელია. ბიჭმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა -ეჰჰ ვერავინ წარმოიდგენდა. რაღაც მოხდა ალბათ. საერთოდ არავინ იცი დემე ნიჟარაძის გარდა თითქოს გულზე მომეშვა რომ მოვუყევი. დიდხანს ვილაპარაკეთ თოკოსე, შემდეგ ისეთი რამ მკითხა კინაღამ გული გამისკდა -შენ? შეყვარებული ან საქმრო არ გყავს? -არა არაფერი მსგავსი, მუშაობაა ჩემი ქმარიც, შეყვარებულიც და პარტნიორიც -სად მუშაობ? -სამშენებლო კომპანიაში, ნუ უფრო სწორად მფლობელი ვარ -მოიცა მამაშენსაც ხო სამშენებლო კომპანია ქონდა? გაჩუქა? ვერ ვიტანდი როდესაც ამას იძახდნენ, ალბათ ჩემს წინ ის ადამიანი რომ არ მჯდაროყო რომელიც მთელი ცხოვრებაა მიყვარს ალბათ რამეს ჩავარტყავდი -არა, მე თვითონ ჩევქმენი ყველაფერი, ჩემი შრომით. ახლა შენზე მომიყევი ძალიან მაინტერესებდა მისი ამბები. ამდენი წელი სად იყო და როგორ ცხოვრობდა -ალბათ იცი 18 წლის რომ ვიყავი დამიჭირეს, მერე რომ გამოვედი ინგლისში წავედი, 9 წელი იქ ვცოვრობდი. აჰა აგერ უკვე 27 წელს მივუკაკუნე დავბრედი. გამეცინა მის ნათქვამზე. ალექსანდრე ბენე რამიშვილს ვერასდროს წარმოვიდგენ მოხუცად. ის ყოველთვის პატარა სიმპათიურ ბიჭად დარჩება -შენ რამდენი წლის ხარ? -ეჰ მეც დავბერდი 23ის -ოჰჰ რას ამბობ ჯერ შენ თოთო ხარ. აი დემე მართლა დაგვიბერდა 30 წლის გახდა დემეს გახსენებაზე გამეღიმა. მასზე თბილ და კეთილ ადამინს ალბათ ვერც იპოვიდით დედამიწაზე. -ნუცა შენი მშობლები სად არიან? -აჰჰ მშობლები. დედა აქ ცხოვრობს, მამა ბელგიაშია. არ ვიცი ხშირად არ ვნახულობ მათ. მე ცალკე ვცხოვრობ. ირმა მასწავლებბელი როგორაა? ბენეს დედა ირმა ჩვენ სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი იყო. ძალიან მიყვარდა ეგ ქალი. სულ რამოდენიმე წლის წინ გავიგე ბენე რომ მისი შვილი იყო. არ უნდოდა ბავშვებთან რაიმე პრივილეგიით ესარგებლა ლექსოს. -ირმა კარგადაა, თავის მათემატიკური სკოლა აქვს გახსნილი. ისე რა სასაცილოა არა? მე შენი ძმა და დემე ყველაზე ახლოს ვიყავით. შენ დედაჩემის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ხარ და მაინც არ გიცნობდი. საერთოდ ალბათ 2ჯერ თუ შევხვედრილვართ ერთმანეთ. ეჰჰ ბენე შენ რომ სიმართლე იცოდე ესე არ ილაპარაკებდი. როგორ ვუთხრა ერთმანეთს იმიტომ არ ვხდებოდით რომ მე ის სიგიჟემდე მიყვარდა. როგორ ვუთხრა ყველა ცდილობდა თავი მისგან შორს დამეჭირა. -ნუცა არ გინდა დავლიოთ? -აუუ კიი რაა სხვა ბარში წავედით. ჯერ მოჰიტოთი დავიწყეთ და ბოლოს განსხვავებულებზე გადავედით. ამდენი ალბათ არ დამილევია არასოდეს. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენის დალევა თუ შემეძლო. ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს რომ სადღაც დიდ დარბაზში გავითიშე „მეორე დილა“ თვალები რომ გავახილე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზედ სპილო მეჯდა. ასე ძაან თავი არასდროს მტკიებია. მეგონა გამისკდებოდა. ხელი გავიქნიე და რაღაც მაგარს მოვარტყი. მთელი სისწრაფით წამოვარდი რომ მივხვდი ეს „მაგარი რა იყო“. ოოოო..... გვერდზე ბენე მეწვა. ძალიან მშვიდად ეძინა თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ტელეფონის ძებნა დავიწყე. კიდევ კაი ჩემს სახლში გავიღვიძე. მობილური ტუმბოზე იდო. რაღაც ფურცელი ედო ქვეშ. როგორ მახსოვს არაფერი დამიტოვებია. ფურცელზე დიდი ასოებით ეწერა „ქორწინების მოწმობა. ალექსანდრე რამიშვილი და ნუცა კაპანაძე“ ......... აი სად დამერხა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.