შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 3)


12-07-2016, 00:00
ავტორი llella
ნანახია 3 793

ეს ბიჭი იმ დონეზე თამაშობს მის ნერვებზე, რომ ხტუნაობენ უკვე ნერვები, ხვდება, რომ იმ უბედური შემთხვევის გამო მოხდა ყველაფერი და ეს "ქვის კაციც" მაგიტომ ექცევა ასე, ხვდება, რომ დააშავა და ვერც ვერაფერს ვერ ეტყვის კაცს მაგრამ მისი ბრალი ხო არაა? უცებ გაუვარდა ხელიდან კვერცხები, გეგონება და მას უნდოდა იმ მაგარ მანქანაზე კვერცხების დატყეპება.
მაგრამ ფაქტი ერთია... ეს ბიჭი რაღაცნაერად მოქმედებს მასზე, ცუდად თუ კარგად ეს არ იცის, მაგრამ რომ მოქმედებს ეს ფაქტია.
მისი თითოეული გამოხედვა თუ ბგერა აბნევს და მორცხვად დაბლა ხრის თვალებს, აშინებს ეს ფაქტი, მაგრამ წყნარად ელოდება საკუთარ თავში მოვლენების განვითარებას.


კატოს ნაამბობი:


დილით ადრე გამეღვიძა, ნუ როგორც ყოველთვის, ფეხები საწოლიდან გამოვყავი და გავუყარე ოთახის ჩუსტებში, სარკეში საკუთარ ანარეკლს გავუღიმე და სააბაზანოში შევვარდი, მოვწესრიგდი თუ არა ქვემოთ ჩავედი, სადაც მთელ ოჯახს მოეყარა თავი.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობის-თბილად გამიღიმა დედამ და მამას ჩაი დაუსხა.
-ჩაი დაგისხა?-მკითხა როცა მაგიდას მივუჯექი.
-დამისხი.
-დღეს სტუმრები გვეყოლება-თქვა მამამ და ყველას შემოგვხედა.
-ვინ?-კითხა ნანამ (დედაჩემმა)
-ჩემი თანამშრომელი მოვა მისი ოჯახით, რეზო თუ გახსოვს-გაუღიმა ნიკამ მეუღლეს.
-კი როგორ არა.
-ხოდა შენებურად დატრიალდი დღეს არ შემარცხვინო იცოდე-ვითომ დატუქსა ღიმილნარევი ხმით.
მაშინ როცა დედას და მამას ვუყურებ ვხვდები, რომ დედამიწაზე მართლა არსებობს სიყვარული, ის დიადი სიყვარული რომლსაც დრო ვერაფერს უშავებს! მათი შემყურე, ღმერთს ვთხოვ, რომ მეც მაპოვნინოს ჩემი წილი ბედნიერება.
-მარტო მან და მისი მეუღმე მოვლენ?-ჩაეკითხა ბებიაც.
-არა, კატოზე 4 წლით უფროსი ვაჟი ყავთ, თუ განთავისუფლდა ისიც მოვა.
-და რა აქ გაუნთავისუფლებელი შვილო?-საუბარში ბაბუაც ჩაერთო.
-მუშაობს მამა, მისი პატარა ბიზნესი აქვს ქალაქში.
მამაჩემს პატარა საწარმო ქონდა გახსნილი ქალაქში, ვერ ვიტყვი რომ დიდებულად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენს ოჯახურ იდილიას ეგეც ყოფნიდა. განა ფულია ბედნიერება? რამდენია ისეთი ადამიანი რომელსაც ფულით აქვს გატენილი ჯიბეები, მაგრამ სული აქვს ცარიელი. მე ესეც მყოფნიდა.
-ყოჩაღი ბიჭი ყოფილა-მოეწონა ბებიას ჯერ არ ნანახი და გაცნობილი ბიჭი.
-ავთო კარგი ბიჭია ნამდვილად, ზრდილობიანი, ჭკვიანი, გამოსული, ნასწავლი, კარგი ოჯახისშვილი, რავიცი მისი ქებით ადამიანი არ დაიღლება.
-მე უკეთესი ვიქნები-ჯიბრიანად ჩაილაპარაკა მამუკამ. (მამუკა ჩემი ძმაა)
-ჩემი ვაჟკაცი-კმაყოფილმა გადაუსვა ვაჟს ხელი ნიკამ და თავზე აკოცა.
-ჩემი ბიჭი მთებს გადადგამს-გახარებულმა გამოაცხადა დედამ.
-კატო ხმას რატომ არ იღებ?-მკითხა ბაბუამ.
-და რა ვთქვა ბაბუ?-გავხედე და გავუღიმე.
-რაღაცა ჩუმად ზიხარ ბებიკო, ავად ხომ არ ხარ?-საუბარში ნინელიც ჩაერთო.
-არა, არფერი არ მჭირს ხალხო, ნუ მიყურებთ დაშინებული სახეებით-მათ გამომეტყველებაზე გამეცინა.
-ჩემი საამაყო შვილები ხართ!-კმაყოფილმა გაიღიმა მამამ და რიგრიგობით გამოგვხედა ჯერ მე, მერე კიდევ ჩემს ძმას.
მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, ჩემი მშობლები ჩემთვის იდეალური ადამიანები იყვნენ, ვისგანაც ყოველთვის შემეძლო მაგალითის აღება, ყოველთვის ვამაყობდი, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე, რომ მე ვიყავი მე, ის ვინც დღემდე მოვიდა.
როცა ჭამას მოვრჩით სახლის დალაგებას შევუდექი, მალევე მოვრჩი და გარეთ გავედი, ეზოს გავხედე ეს ფოთლები და ეს ქარი როგორ მიშლის ნერვებს უუხ! ყოველ დღე სულაც არ იყო სასიამოვნო ვეებერთელა ეზოს დახვეტვა და დალაგება.
როცა ამასაც მოვრჩი წელში გავსწორდი და ერთი ღრმად ჩავისუნთქე, როცა ვიღაცამ წყალი შემასხა, ერთი დავიკივლე და უკან სწრაფად მივბრუნდი, ხელში კი ჩემი უმცროსი ძმა შემრჩა, რომელიც ბოლო ხმაზე იცინოდა, მეც ამიყოლია ამ გაწრიპულმა და დავიწყეთ წუწაობა, არა უნდა ვაღიარო რომ ამ სიცხეში წუწაობა "ვ სამიი რაზ" იყო, ბოლო ხმაზე ვიცინოდით.
უცებ სიცილი სახეზე შემაშრა, ისევ დავწყევლე ჩემი თავი მოუხერხებლობის გამო და ვცადე გულის ცემა როგორმე დამეწყნარებინა, რაც არც თუ ისე კარგად გამომდიოდა.
ვეცადე მისთვის თვალი ამერიდებინა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვინძრეოდი ადგილიდან, "მთელი გულით" ველოდი მის ღრიალს, ან მკვლელ მზერას.
-იცი ახლა რა გააკეთე?-მისი ზედმეტად ბოხი ხმა ცუდად მოხვდა ჩემს სმენას.
-მე... მე არ მინდოდა მართლა...
-იგივე სიტყვები!
-მართლა არ მინდოდა...-დავიჩურჩულე და სულ მთლად გაწუწულ მამაკაცს გავხედე.
-სულ პრობლემებს მიქმნი და სულ თამაშობ ჩემს ნერვებზე!
-ძალით ხომ არ ვაკეთებ ამას-ხმა გამიმკაცრდა "არა კატო ისე კი მიკვირს საიდან აღმოგაჩნდა შენ ამდენი სითამამე"
-მაგრამ მაინც ნერვებს მიშლი!
-შენ ხვიჩა ხარ?-უცებ ჩემი ძმის ხმა გავიგე.
-ჰა?-გაუკვირდა მამაკაცს.
-შენ ხვიჩა ხომ ხარ?
-კი-დაბნეულმა გასცა პასუხი.
-მეც შენსავით ძლიერი უნდა გამოვიდე!-მკაცრად გამოაცხადა.
-შენ რა გქვია?-უცებ შეეცვალა ხმის ტემბრი, თითქოს და უფრო მშვიდი და თბილი ხმით კითხა.
-მამუკა-ესღა თქვა, ბოროტულად ჩაიცინა და პირდაპირ სახეში შეასხა წყალი ხვიჩას.
-ვაიმე-წამოვიყვირე და ვცადე რომ სიცილი არ ამვარდნოდა.
-კი მინდა ვიყო შენნაერი, მაგრამ ჩემი დის შეშინებას ვერ გაპატიებდი-გაეკრიჭა და დოინჯი შემოირტყა.
მეგონა მე და ჩემ ძმას ერთმანეთზე დაგვაკლავდა, მაგრამ მისი წყნარი სახის ხილვისას გაკვირვებულმა ავათვალიერ-ჩავათვალიერე 2 მეტრიანი, გაწუწული ახმახი.
-ვაჟკაცი იზრდები!-დადო განაჩენი და ჩემს ძმას თავზე ხელი გადაუსვა.
-მამაც მაგას მეუბნება-დარცხვენილმა გაანდო საიდუმლო.
-შენი საქციელის გამო კი ხარ მისატყეპი-გაუცინა და მერე მე გამომხედა-მაგრამ ვაღიარებ, დავიმსახურე!
აი ყბა ჩამომივარდაო რომ იტყვიან ეგ დამემართა, ნუთუ მან ეს აღიარა? ნუთუ მან მის თავმოყვარეობას გადააბიჯა და მის ბაგეებს ეს სიტყვები წამოსცდათ? ვერც ყურებს ვერ ვუჯერებდი და ვერც თვალებს.
-გეთანხმები-ისევ გაიკრიჭა მამუკა.
ხვიჩამ თბილად გაუღიმა მამუკას და ჭისკრისაკენ წავიდა.
-მოიცადე...-სიტყვა უკან დავაწიე, ისიც გაჩერდა და ჩემსკენ მობრუნდა.
-რა გინდა?-ისევ ის ცივი ხმა! არაფერიც არ ეშველება ამას, ან ჩემზე აქვს ალერგია. ან, ან არ ვიცი.
-არაფერი...-დავიჩურჩულე და უკან შევბრუნდი.
-ეი! მოიცა!-ახლა მან გამაჩერა.
ხმის ამოუღებლად შევბრუნდი მისკენ.
-ეს გამომართვი-ჭრელი ცელოფანი გამომიწოდა-ციურიმ გამომატანა, პერაშკები დააცხო და.
-მადლობა გადაეცი, რატომ შეწუხდა.
-"არა რის შეწუხებაო" დამაბარა-გაიცინა და ციური ბებიას ნათქვამი გადმომცა.
ესღა თქვა და ეზოდან გავიდა, მე და ჩემი ძმა კი სახლში შევედით. გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი, უკვე 8 სრულდებოდა მამას ხმა რომ გავიგე.
-კატო.
-ბატონო-გავძახე ჩემი ოთახიდან.
-მამა ჩამოდი ერთი წუთით.
-რა მოხდა-მის წინ დავდექი და ისე ვკითხე.
-სტუმრები მოვლენ ნახევარ საათში, წადი ჩაიცვი და მოწესრიგდი მამა.
-კარგი-თბილად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ!-ისევ მისი სიამაყით ნათქვამი "ნამდვილი" სიტყვები, რომლებიც მე გულს მიხარებდნენ.
კიბეები ავიარე და ჩემს ოთახში შევედი, უცებ გადავივლე და გარეთ გამოვედი, იქედან გამომდინარე რომ სულაც არ მიყვარს გაპრანჭვა და ასეთი რაღაცეები, არც ახლა დამიშვია გამონაკლისი, არც მაკიაჟი არ გამიკეთებია და არც რაიმე განსხვავებული ტანისამოსი არ მომირგია, ჩვეულებრივი სარაფანა გადავიცვი, ბალეტკებში გავუყარე ფეხები და თმა მაღლა ავიწიე. ერთი დავტრიალდი სარკის წინ, კმაყოფილმა ჩემს თავს გავუღიმე, ამ დროს კი მამას ხმა გავიგე.
-კატო.
-ბატონო-გავძახე ოთახიდან.
-შვილო ჩამოდი.
-მოვდივარ მამა-ესღა ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი.
კიბეებზე ჩავირბინესავით და ოთახში მყოფებს მოვავლე თვალი, მამას ასაკის მამაკაცი და 40 წლამდე ქალბატონი საყვარლად მიღიმოდნენ, მეც გავუღიმე და მამასკენ წავედი.
-გამარჯობა-მივესალმე სტუმრებს.
-გამარჯობა შვილო-გამიღიმა მამაკაცმა-ნიკა ულმაზესი შვილი გყოლია.
-მართლაც რომ ძალიან ლამაზი გოგოა!-დაეთანხმა მეუღლეს ჩემთვის უცნობი ქალი-ძალიან ლამაზი და საყვარელი.
-მადლობა.
-დედას გავს-ამაყად გამოაცხადა მამამ და დედას გაუღიმა.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
-გამარჯობა-ოთახში მამუკა შემოვიდა.
-გაგიმარჯოს-გაუღიმა მამაკაცმა და ხელი ჩამოართვა, ქალსაც მიესალმა მაგრამ ამჯერად მას ხელზე ეამბორა.
-ვაიმე-ღიმილით წამოიძახა ქალმა და მამუკას გაუღიმა.
-ეს რა შვილები გყოლია ნიკა, სად გვიმალავდი ვიცოდე ერთი-დატუქსა მამაჩემი.
-ახლა ხომ გაიცანი რეზო?
-მაინც არ გეპატიება.
-ხო მამა გაიცანით ესენი რეზო და ლიკა არიან.
-ძალიან სასიამოვნოა-წამოვიძახეთ ორივემ ერთხმათ.
მათ საუბარი გააგრძელეს, მე კიდევ დედასთან გავედი სამზარეულოში მისახმარებლად.
ეხლაღა გამახსენდა ავთოს არსებობა, გამახსენდა რომ მამამ თქვა თუ ექნება დროო, ალბათ არაა ქვს და ამიტომ არ მოვიდა. ძალიანაც კარგი! ბოროტად გავიცინე და სუფრის გაშლა გავაგრძელე.
უცებ უცნობი ხმა მომესმა, რომელიც მამას ესალმებოდა.
-კატო.
-ბატონო-"უკვე ვაღარ ვიტან სტუმრებს!" გავიფიქრე და სამზარეულოდან გავედი.
-მამა გაიცანი ეს ავთოა-ჩემს წინ მდგარ ახმახზე მანიშნა.
ქერა თმა, ცისფერი თვალები, სწორი ცხვირი და წითელი ტუჩები,მამაკაცური სახის ნაკვთები, აი ეს იყო ავთო... არა რას ვლანძღავდი, არაჩვეულებრივი ბიჭია, ჩემს თავზე გამეცინა.
-სასიამოვმოა-ჩავიბურტყუნე და ვცადე მისთვის თვალის არიდება, ის კი წამითაც არ მაშორებდა თვალებს, სახეზე ღიმილი აეკრა და ადგილიდან არ ექანებოდა.
-ჩემთვისაც ეკატერინე-მისი ბოხი ხმა არასასიამოვნოდ მოხვდა ჩემს სმენას. "ააჰ, კიდევ ერთი ჯმუხი, ესეც დანამატი სრული ბედნიერებისთვის...!" გავიფიქრე და ჩემზე მაღალ სხეულს გავხედე.
-მე წავალ, დედას მივეხმარები.
-წადი შვილო-გამიღიმა ლიკამ, მეც დედასთან შევედი.
არა, მგონი ღმერთი რაღაცას მიწყობს, რაუბედურებაა ამდენი შეშლილი ერთ დღეს ჰა?
-უუხ ჯმუხი!-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-ავთოზე ამბობ?-გაეცინა დედას.
-ხო-მეც გავიცინე.
-რას ერჩი დედა, რა გინდა კარგი ბიჭია.
-იყოს მისთვის მე არ მომწონს ეგ ჯმუხი-გავეკრიჭე.
-შენ მე გადამრევ-გადაიხარხარა.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სტუმრები უკვე წასვლას აპირებდნენ, ეს ავთო კიდე მგონი წასვლას არ აპირებდა, გაკვირვებულმა გავხედე, ისიც მიყურებდა, როცა შეამჩნია, რომ გავხედე, ტუჩის კუთხეში ჩატეხა.
-აქ ვრჩები!-უცებ გავიგე არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ მაინც ნაცნობი ხმა ზურგს უკან.
ხმა არ ამომიღია, არც გამბრუნებელი მე არ ვიყავი.
-არ მკითხავ რატომ?-ისევ სიჩუმით ვუპასუხე-სულ ესეთი ჩუმი ხარ?-სიცილნარევი ხმით მკითხა და გვერდით ამომიდგა.
-თუ არ მინდა საუბარი ხო.
"ოოოჰ ისევ ეს უცნობი სიმამაცე, შემითანხმდეს მაინც თუ უნდა მესტუმროს ამ სიმამაცემ" საკუთარ თავს დავცინე.
ესღა ვუთხარი, დედა და მამა გავაფრთხილე რომ დასაძინებლად მივდიოდი და ოთახში შევედი.
დაღლილ-დაქანცული პირდაპირ ლოგინზე დავემხე, უცებ ფიქრი დავიწყე 2 მეტრიან ახმახზე, დილის მერე არ მინახია, არა ისე როგორ შეუძლია ასეთი ბოროტი და ჯმუხი იყოს არ ვიცი, ისეთი რა დავუშავე? ორივეჯერ შემთხვევით გავაბრაზე, განა მინდოდა? არა! ისე მეორეჯერ რომ გავაბრაზე ღირსი იყო, სუფთა ჯმუხი.
წამით ფიქრები ავთოსკენ წავიდნენ, ისე ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და ღმერთმა ესეც გამომიგზავნა "იხარეო" ისევ დავცინე ჩემს თავს, საწოლზე გავიშოტე და ძილს მივეცი.

ხვიჩას ნაამბობი:

დილის მერე კატო არ მინახავს, მომენატრა სასტიკად, მინდოდა მივსულიყავი და კიდევ ერთხელ შემეხედა მისთვის მაგრამ რა მიზეზი უნდა მომეფიქრებინა?
-ხვალ წავიყვან მდინარეზე!-წამოვიძახე კმაყოფილმა და ასევე კმაყოფილს გამეღიმა.



- - - - - - - - - - -
გამარჯობათ! love ესეც ახალი თავი.
მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ ჩემს "ნაჯღაბნს" მახარებთ თქვენი კომენტარებითა და ესემესებით feel ყოველივე ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. love
ველოდები შეფასებას და კომენტარებს love request
მიყვარხართ მე თქვენ! love



№1  offline წევრი malikuna

ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხიაა ჩემო კარგო♥..თავები გაზარდე ცოტათი♥♥

 


№2  offline წევრი isterichka123

Kaia gaagrdzele

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგი იყო გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent