შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ვენებში [7]


10-06-2016, 00:07
ავტორი Nude
ნანახია 2 559

* * *
სანდროს მხოლოდ კვირა ნახევარია რაც იცნობს და უკვე ყელში ჰყავს ეს ბიჭი. არა, მაინც რანაირად ახერხებს იყოს ერთდროულად თავხედიც და საყვარელიც? – გაჩერდი, ანაბელ, საყვარელი არა ,,ის’’, შეხედე, რას გავს! – გაუწყრა გოგონა თავის თავს, მაგრამ წამში ჩაუვარდა ენა მუცელში, სანდროს მომაკვდინებელი ღიმილის მსხვერპლი რომ გახდა. ახლა წამოხტება ფეხზე და იცით რას უზამს? რას და... რას და... მაგრად აკოცებს! ანაბელ, ასეთი თამამი და გარყვნილი, როდიდან გახდი?
– რას მომაჩერდი, ანაბელ? – ღიმილს არ იშორებდა ვაჟბატონი. ჰმ. ვითომ ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა ანაბელის თავს.
უკვე, თითქმის ყველა ხვდება თვით ანაბელის გარდა რომ სიგიჟემდე მოსწონს სანდრო, არა, ეს მოწონებაზე ბევრად მეტია, ბევრად მეტი, მაგრამ აი, იმას ვერავინ ხვდება, რატომ გაურბის საკუთარ თავს და საკუთარ გრძნობებს. ალბათ, უფრო იმიტომ ასე საშინლად, მაგრამ საოცრად სასიამოვნოდ ექცევა ანაბელს კაცი. დიახ, სწორედ ეს აბნევს ასე ძალიან, სხვა არაფერი.
– შემეშვი, სანდრო, არ მაქვს შენი თავი. – დაღლილმა თქვა და ლიზას მხარს თვალებ დახუჭული მიეყრდნო.
– რა გჭირს?
– თავი მტკივა. – მოკლედ უპასუხა ისე, რომ თვალების გახელა, არც კი უცდია, თუმცა ახლა ისე ცუდად იყო, არ მგონია, მოეხერხებინა.
წამის წინ კარგად იყო, მეტიც, მშვენივრად გრძნობდა თავს, ახლა კი... ერთიანად გამოეცალა ძალა.
– სანდრო, წყალი მომაწოდე. – სთხოვა, მგონი, პირველად, რაც იცნობენ ერთმანეთს,
– წამალს მოგიტან. – გვერდით სწრაფად მიუჯდა სანდრო და წყლით სავსე მაღალი ჭიქა მიაწოდა.
დღეების მწყურვალივით, ერთი მოყუდებით ჩაცალა მთლიანი ჭიქა და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა. ხელი სანდროსკენ გააცოცა და ღონიერ მკლავზე სუსტად მოუჭირა.
– სახლში მინდა უბრალოდ, დავისვენებ და კარგად გავხდები, დამშვიდდი. – გაუღიმა შინაგანად ძალიან ძლიერად აფორიაქებულ კაცს, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ის მღელვარება დაეფარა, რომელიც დაეფულა.
წელზე ხელი მოჰხვია ბიჭმა ანაბელს და გვერში ამოუდგა. ნელა გაიარეს კაფიდან მანქანამდე მანძილი, ცალი ხელით გააღო მანქანის კარი სანდრომ, ფრთხილად მოათავსა გოგონა და დინჯი, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით მივიდა თავის ადგილამდე.
– მართლა არაფერი გინდა? – კიდევ ერთხელ გაუმეორა და საჭეს შემოაწყო მტევნები.
– არა, არაფერი. – გაუღიმა და თავი მინას მიადო, თვალები დახუჭა და საყვარელი სიმღერა გაიგო, თუ არა, ადგილზე შეხტა. – არააა? შენც გიყვარს ეს სიმღერა?
– ძალიან. – გაიცინა ბიჭმა და თითები რითმულად ააკაკუნა.
ერთხელ გაოცებულმა გადახედა სანდროს ანაბელმა, ისევ მიადო თავი მინას, თვალები დახუჭა და გულში ღიღინით აჰყვა სიტყვებს.

Everything will changed.
Nothin’ stays the same.
And nobody here’s perfect.
oh but everyones to blame.
All that you rely on
And all that you can save
Will leave you in the morning
And find you in the day.

– ყოველ ჯერზე, როცა ამ სიმღერას ვუსმენ, ტანი ჟრუანტელი მივლის. – გაიბადრა ანაბელი და თვალებ აქციმციმებუმა გახედა მომღიმარ სანდროს.
– ჟრუანტელი არა, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს. – მხრები აიჩეჩა თვალ მოჭუტულმა და მანქანა გააჩერა.
– არა, მე მართლა ეგრე ვარ. – გაიცინა გოგონამ.
პასუხი არ გასცა სანდრომ. არც მანქანა დაძრა. ჩუმად იყვნენ. გული საშინლად უფანცქალებდა, თითქოს რაღაცის მოსმენისთვის ემზადებოდა, მაგრამ სინამდვილეში, საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, რა მოხდებოდა. თავ ჩაღუნულმა სანდრომ მძიმედ ამოისუნთქა, უცბად გადაიწია ანაბელისკენ და მთელი გრძნობით, მთელი სინაზით და სითბოთი აკოცა. ნუთუ, ეს კოცნა არ ამბობდა ყველაფერს? რა თქმა უნდა, ამბობდა. ეს ყველაფერი იყო.
ღიმილით მოშორდა დაბნეულ გოგონას და არხეინად, ფრიად ნასიამოვნები გადაწვა სავარძელზე. ცოტა ხანი დაელოდა, სანამ აზრზე მოვიდოდა, შემდეგ კი მანქანა დაძრა და ლილეს და გაბრიელის სახლისანკენ წავიდა. გადასვლილისას შემობრუნდა ღიმილით, თვალებ აკიაფებული ანაბელი, მაგრამ არაფრის თქმა აცადა სანდრომ.
– არაფერი მითხრა ახლა, უბრალოდ წადი, წამოწექი და დაიძინე. მიყვარხარ, იცოდე რომ ჩემთვის ეს სიტყვა ბევრს ნიშნავს და მოუფრთხილდი. – თვალი ჩაუკრა, სწრაფად აკოცა ტუჩებზე და ისევ უწინდებურ პოზიციას დაუბრუნდა.
– ვირი! – კარები მოაჯახუნა სიცილით ანაბელმა და სირბილით შევიდა სადარბაზოში.
სიცილში სანდროც აიყოლა.
შეუმდგარი ბედნიერება არ არსებობს.
არსებობს მე და არსებობეს შენ.
ჩვენ.

***
– ჩემი ტკბილი, როგორ მომენატრე, დე! – გულში ჩაიკრა ნინომ შვილი და მგონო, აღარც აპირებდა გაშვებას, იმდენი ხანი ჰყავდა მიკრული.
– მეც ძალიან მომენატრე. – აწითებული ლოყები დაუკოცნა დედას და ღიმილით მოათვალიერა სახლი.
ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ მშობლიური სახლის დატოვება, თუნდაც ცოტა ხნით, ძალიან რთულია. ყველა კუთხე-კუნჭული მოენატრა უკვე. ბედნიერი, მაინც საოცრად ბედნიერი იყო აქ ჩამოსვლით, იმის მიუხედავად, რომ მასთან არ იყვნენ მეგობრები, მასთან არ იყო თავისი ციცქნა ნათლული და სანდრო.

***
სანდროს მარტო დატოვების ყველაზე მეტად ეშინოდა, იმდენად ეშინოდა, რომ გამუდმებით ამაზე ეფიქრებოდა. სამი კვირაა, რაც სოფელშია და ისე ენატრება, ჭკუაზე აღარ არის. რამდენჯერაც ურეკავს სანდრო, იმდენჯერ ვერ იკავებს ცრემლებს, რა ქნას, ძალიან უნდა მასთან. მშობლებს ჯერ ვერაფერს ეუბნება, მარტო ვერ იზამს ამას, უკეთესი იქნება თუ არა. ბიჭმა უთხრა, მერე, ერთად ვუთხრათო, ახლა კი, ელოდება, როდის იქჯება ეს ,,მალე.''
დილით უცნაურად ელაპარაკა სანდრო, ისე, რომ ცოტა ეწყინა კიდეც ანაბელს, მაგრამ არ აგრძნობინა, შეეცადა მაინც, თუმცაღა დარწმუნებულია, რომ იგრძნო კაცმა ეს, მაგრამ არაფერი უთქვამს და ესეც ეწყინა, ჰო, ასეა, ასე.
საღამო ხანი იყო უკვე, ლოგინზე წამოწოლილი, თავის და სანდროს სიმღერას უსმენდა, როცა დედამ შემოუღო კარი და ღიმილით დაადგა თავზე. დაჟინებული მზეზა რომ არა, არც გაახელდა თვალებს, მაგრამ...
– რა ხდება? – ჰკითა ნინოს კნავილით. იმდენად ეძიმებოდა, რომ ხმაც კი ჩაუწყდა.
– შენთან არიან.
– ვინ არის? თან ღამე? როგორც წესი, არავინ მოდის ხოლმე. – გაკვირვებული წამოჯდა ლოგინზე, თბილი მოსაცმელი მოიცვა და ჩუსტებში მოათავსა ფეხები.
– ნუ დაიქოქე! – შეაწყვეტინა დედამ. – სანდროა. გელოდება. ასე მითხრა, ქალბატონო სიდედრო, ცოტა ხნით, ანაბელი მათხოვეთო! – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და კურტუმოს ქნევით გაეცალა იქაურობას.



№1  offline წევრი Nucadachikuna

Dzalian kargia sandro dzalianomwons

 


№2  offline წევრი kora

უკვე ვგიჟდები სანდროზე, ანაბელი ხომ საოცრებაა love ყოჩაღ, ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს love
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი isterichka123

ჰაჰა საყვარლები რამაგარია გაგრდზელე

 


№4  offline მოდერი Nude

ძალიან დიდი მადლობა! feel
--------------------
bailey

 


№5  offline წევრი kiko

აჰაჰაჰჰაჰაჰაჰა ვაიმეეეეეე :დდდ აუ სანდრო რა ტიპია :დ ძაან ძაან მაგარია ^_^ ვუამე საყ'ვ'არლები

 


№6  offline მოდერი Nude

kiko
აჰაჰაჰჰაჰაჰაჰა ვაიმეეეეეე :დდდ აუ სანდრო რა ტიპია :დ ძაან ძაან მაგარია ^_^ ვუამე საყ'ვ'არლები

გმადლობ. wink wink
--------------------
bailey

 


№7  offline წევრი lilearchvadze:)

ვაიმეეე <3 <3 ძალიან კარგია! ველოდები შემდეგ თავს რაცშეიძლება მალე რა <33 <3

 


№8  offline მოდერი Nude

megikeshelava))
ვაიმეეე <3 <3 ძალიან კარგია! ველოდები შემდეგ თავს რაცშეიძლება მალე რა <33 <3

დღესვე დავდებ. love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent