შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[12]


12-07-2016, 02:06
ავტორი Nina))
ნანახია 3 788

დილით საოცარ ხასიათზე გამოეღვიძა გოგონას,ახლა იმედიც ჰქონდა და რწმენაც,იცოდა რომ სულ მალე დონორიც გამოჩნდებოდა და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებოდნენ,ერთადერთი მხოლოდ ლუკას დაკარგვის ეშინოდა,მაგრამ იქნებ არც დაეკარგა?! იქნებ სამუდამოდ გაგრძელებულიყო მათი ცხოვრებაც და როგორც თეკლა ამბობდა,ისე გადასულიყვნენ ფიქტიური სამყაროდან რეალურ სამყაროში.
ზანტად წამოიზლაზნა გოგონა საწოლიდან და აივნის კარებს მიუახლოვდა,ფარდები გადასწია და დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში,მწვანედ შეფერილი მთები იშლებოდნენ მის წინ,ალაგ-ალაგ გვირილებიც ამოსულიყვნენ,ნისლიც გვირგვინის მსგავსად შემოფენილა მთებს, ღიმილით გააყოლა თვალი მორაკრაკე წყაროს,რომელიც ძლივს-ძლიობით მოჩანდა,მაგრამ ხმა ძალიან კარგად წვდებოდა ყურთასმენას,ჩაეღიმა,როდესაც თვალი ბავშვობაში დარგულ ხეებს მოჰკრა. შემდეგ თვალი ახალგაზრდებს მოკრა, ნიკას და ანანოს ბუციფალი სასეირნოდ გაეყვანათ,თუმცა ეს უკანასკნელი ვისღა ახსოვდა ისე იყვნენ ალერსში გართულნი,თავი კმაყოფილმა გააქნია და მზერა საბოლოოდ აივანზე თავმომწონედ მომზირალ ქოთნის ნაირფერ ყვავილებს მოავლო,ფრთხილა მოეფერა და ოთახში შებრუნდა,სწრაფად მიიღო შხაპი და კარადის წინ ჩამოჯდა,ხელში რამდენიმე შორტის ვარიანტი შეათამაშა,თუმცა საბოლოოდ ჯინსზე შეჩერდა,თეთრი ზედაც სწრაფად გადაიცვა და კიბეებზე დაეშვა,უნდოდა ძალიან ბევრი პოზიტივით დაეწყო დღეს,წამით ჩაფიქრდა,გონებაში ყველა მისთვის ნაცნოი კერძი აღიდგინა,საბოლოოდ არჩევანი დედის ნასწავლ კერძზე შეაჩერა,რომელიც გურამს ძალიან უყვარდა,საბედნიეროდ სამზარეულოში კრივეტიც მოიძებნა და სხვა დანარჩენი ინგრედიენტები,ჯერ ლინგუანი მოხარშა,შემდეგ კრივეტები,სხვადასხვა ინგრედიენტებიც დაუმატა და საბოლოოდ უგემრიელესი ლინგუანი გამოუვიდა კრივეტებითურთ,ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი გაბატონდა სამზარეულოში ,რომ რული იყო არ შესულიყავი,სამზარეულოში თანდათან შემოლაგდნენ თეკლა,ლუკა,გიგა და გურამი,გურამმა ეგრევე იცნო სურნელი და გოგონას გაუღიმა

-დილა მშვიდობისა-მიესალმა კატო ყველას და ფორთოხლის წვენიც დაამატა მაგიდას.
-ჩემი ოქრო გოგო ხარ,ბაბუ,იცი რაც ძალიან მიყვარს! - ლოყაზე აკოცა შვილიშვილს და კუთვნილი ადგილი დაიკავა ისევე,როგორც ყველამ. ლუკა,როგორც ყოველთვის კატოს გვერდით დაჯდა,კატო კი შეშინებული აკვირდებოდა მამაკაცის მოძრაობას,ეშინოდა ამ მცდელობასაც ბადრიჯნის მსგავსად არ ჩავლო,როდესაც ლუკას ღიმილს მოჰკრა თვალი შვებით ამოისუნთქა და საპასუხოდ გაუღიმა,უხმოდ შეექცეოდნენ კატოს მომზადებულ კერძს,როდესაც საუზმე დაამთავრეს მამაკაცები უხმოდ გავიდნენ ოთახიდან,სამაგიეროდ გოგონები დარჩნენ სამზარეულოში და ალაგებას შეუდგნენ,თან სამზარეულო ის ერთ-ერთი ადგილი იყო,სადაც თავისუფლად შეეძლოთ ყველანაირი საკითხი განეხილათ.

-დილიდან დაფრინავ,კატო,ასეთი ბედნიერი არ მინახავხარ დიდი ხანია-გაუღიმა დაქალმა
-საბოლოოდ გესმის? საბოლოოდ ამოვისუნთქავ ამ პრობლემისგან,ერთხელ და სამუდამოდ გამოკეთდება გურამი-გაეღიმა გოგონას- თან საკუთარ ცხოვრებასაც მივხედავ,როგორც იქნა რაღაც-რაღაცები ლაგდება.
-ძალიან მიხარია,კატო,მართლა უბედნიერესი ვარ,არც მეგონა,როდესმე თუ გამოჩნდებოდა დონორი,იმდენ ხანს ველოდით,უკვე ყველანაირი იმედი მქოდნა გადაწურული
-თუმცა საწაულებიც ხდება-გაეღიმა კატოს და უკანასკნელი თეფშიც გაამშრალა.

მისაღებში რაღაცაზე ბჭობდნენ მამაკაცები,თუმცა როდესაც კატო და თეკლა შევიდა უმალ გაჩუმდნენ და სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი,გოგონებმა შეამჩნიეს,ერთმანეთს გადახედეს და მხები აიჩეჩეს,არც ერთს უფიქრია,რომ რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მა წინა სასაუბრო თემას,ამიტომ დივანზე ჩამოსხდნენ და ფეხები შუშის მაგიდაზე ჩამოაწყვეს.

-აბა,რაზე საუბრობთ?-ჩაეკითხა თეკლა და სწრაფადვე გამოიწვია მამაკაცების დაბნეული მზერა,თუმცა ოთახში ხმაურიანად შემოვიდნენ ნიკა და მიშკა,რომლებმაც საკუთარი საუბრით ყველას დაავიწყეს უპასუხოდ დარჩენილი კითხვა
-გოგონებო,თქვენი დახმარება გვჭირდება,მე რა ნიკას სჭირდება-გაიკრიჭა მიშკა
-რა ხდება?-გაიკვირვა თეკლამ
-მოკლედ,ხვალ ანანოს დაბადების დღე აქვს და უნდა რომ რაღაც სიურპრიზი მოუმზადოს,თუმცა არ იცის რა არაფერი უყიდია და ვინაიდან და რადგანაც მისი შეყვარება ან მოწონება არ ჰქონდა გეგმაში,ამიტომ თქვენი დახმარება უნდა,იმედია ყველაზე კრეატიულ იდეებს მიაწვდით ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცს-ბოლო წინადადებაზე ნიკას ღრენა და მუჯლუნგი დაიმსახურა-რა?-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა
-შეყვარებული არ ვარ,უბრალოდ მოგვწონს ერთმანეთი.-თავის მართლება სცადა ნიკამ,თუმცა არც იცოდა ვის წინაშე იმართლებდა თავს,კატოს წინაშე,თუ საკუთარი თავის
-არაუშავს-გაუღიმა კატომ-ვეცდებით დაგეხმაროთ,კიდევ კარგი ადრე მოხვედით,ცენტრში გავიდეთ და იქნებ რამე ვნახოთ,მანამ ვერანდაზე გადით მე კი ცივ ყავას გაგიკეთებთ,ცოტათი მაინც გაგვიხსნის გონებას-გაუღიმა ყველას და თმები კვლავ აიწია,ტაში შემოკრა და სამზარეულოსკენ გასწია,გურამმა თავი მტკივა და ცოტა ხანს წამოვწვებიო და ახალგზარდების ჯგუფს გამოეთიშა. საყვარელი სიმღერა ჰქონდა ჩართული და თან ცეკვავდა,თან ყავას აკეთებდა,ყინულის შეკვრა ხელიდან გაუვარდა,როდესაც კართან ატუზულ ლუკას მოჰკრა თვალი,აწითლებული დაიხარა ყინულის ასაღებად და კვლავ საქმის კეთებას შეუდგა,მამაკაცს კი ფეხი არ მოუცვლია,ისევ იდგა და უყურებდა გოგონას,რომელსაც ყველაფერი უკანკალებდა,ეღიმებოდა და საოცრად ბედნიერი იყო,რომ კატოს ასეთი რეაქციები ჰქონდ ამის მიმართ,თუმცა ამავდროულად შიში იპყრობდა,შიში სიმართლის გაგებისა,რომელსაც ალბათ არასდროს აპატიებდა გოგონა. ცოტა ხანს ითმინა ათრთოლებულმა გოგონამ,თუმცა უხერხულ დუმილსა და წყვილი თვალის მწველ მზერას ვერ გაუძლო და მამაკაცს შეხედა
-კიდევ დიდ ხანს უნდა იდგე?
-სანამ არ მორჩები-გაუღიმა მამაკაცმა,სწორედ იმ ღიმილით,რომლითაც ყველაფრის უნარს აკარგვინებდა გოგონას,რომლითაც პარალიზებულს ხდიდა
-ნუ იღიმი მასე-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია კატო
-მეც გითხარი,მასე ნუ აკეთებ-მეთქი,მაგრამ გაიგონე?-კვლავ გაუღიმა ლუკამ
-ჯანდაბა,ლუკა-მისკენ მომავალი მამაკაცისკენ მანაც გადადგა ნაბიჯები,კისეზე ხელები მოხვია და მამაკაცის ბაგეებს თავისი შაგება,მთელი გრძნობით,ვნებითა და ველურიზმით დაუოცნა ტუჩები ლუკამ.
-რომ იცოდე,რომ იცოდე როგორ მაგიჟებ..-ბუტბუტებდა გონება დაკარგული ლუკა და არ ადარდებდა სხვა არაფერი ამქვეყნად
-იმდენად უცნაურია ეს ყველაფერი,იმდენად სწრაფი და იმდენად მოულოდნელი,მე.. უბრალოდ...-ალუღლუღდა დაბნეული გოგონა,თუმცა უმალ გააჩერა ლუკა,საჩვენებელი თითი ბაგეებზე მიაბჯინდა და ტუჩებთან ახლოს ამოუბუტბუტა
-ჩშშ,არ გინდა,არ დაარქვა სახელი მანამ,სანამ საბოლოოდ არ გავერკვევით-ახლა თავისი ინიციატივით დაეკონა გოგონა მამაკაცის მადისაღმძვრელ ტუჩებს და სანამ უჟანგბადობამ არ შეაწუხა,მანამ განაგრძობდა მამაკაცის ბაგეების შესწავლას,შემდეგ ფრთხილად მოცილდა და მაცივარი გამოაღო,შოკოლადები და ნაყინი გამოიტანა,ასევე შოკოლადის სოუსიც გამოაყოლა და მის უკან გაშეშებულ ლუკას გაუღიმა.
-რა?-შეეკითხა მამაკაცს,რომელსაც უცნაური მზერა მიეღო,თითქოს სადღაც დაფრინავსო
-არაფერი,უბრალოდ წარმოვიდგინე როგორ დაფუსფუსებ ჩემს სამზარეულოში-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ნაყინი გამოართვა,თეფშზე მოათავსა და ცივ ყავაშიც ჩააგდო მცირე ნაჭერი,შემდეგ თითოეულ თეფშს მოასხა შოკოლადის სოუსი,შოკოლადის ნატეხებიც დააყარა და სინზე დაალაგა,კატო სასიამოვნოდ გაოგნებული უყურებდა მამაკაცის თითოეულ მოძრაობას და ცდილობდა ყველაფერი კარგდ დაემახსოვრებინა,მოფუსფუსე მამაკაცს უკნიდან აეკრო და ყურზე მსუბუქად უკბინა
-როგორ მინდა დრო შეჩერდეს-მისი ხელები მოძებნა და თავისაში ახლართა,მამაკაცი ფრთხილად შემობრუნდა და გოგონას შუბლზე მიაწება ტუჩები
-არ დაგვჭირდება,დამიჯერე-შემდეგ გაუღიმა და სინს ცივი ყავაც დაამატა-წამოდი,გავიდეთ გველოდებია ალბათ-კვლავ აკოცა შუბლზე და ვერანდისკენ დაიძრნენ,კატომ ყველას დაურიგა ნაყინი და ყავა,თვითონ კი მხოლოდ ცივი ყავით მოკალათდა ლუკას გვერდით,სარწეველა სავარძელში,მამაკაცმა გოგონას ფეხები კალთაში ჩაილაგა და ხელი ფრთხილად გადაუსვა,რასაც გოგონას დახორკლილი კანი მოჰყვა,კატომ მსუბუქად გაჰკრა ხელი და მეგობრებს გადახედა,თეკლას მსუბუქად გაუღიმა და ნიკას მიუბრუნდა

-ნიკა,მის რომელიმე მეგობარს იცნობ? რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს?
-მე ვიცნობ რამდენიმე მათგანს-დაასწრო მიშკამ
-შენ როგორმე-დაიგესლა თეკლა
-კარგი,თუ ვიჩხუბებთ ვერაფერს მოვასწრებთ-დაიღრინა კატომ-ორივემ შეწყვიტეთ,დროებით გადავდოთ კამათი გვერდით და მოვიფიქროთ როგორ დავეხმაროთ ნიკას,ესე იგი,თუ იცნობ მაშინ დაუკავშირდი და უთხარი რომ ჩამოვიდნენ,მისამართი გაუგზვნე და იმედია მოაგნებენ,უთხარი რომ არაფერი უთხრან ანანანოს,რომ სიურპრიზია-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა კატომ,შემდეგ თეკლა ჩაერთო თითქოს რაღაც გაახსენდაო ისე წამოხტა ყველას ყურადღება მიიპყრო
-ანანოსგან შორს მგონი ჩვენ ვცხოვრობთ არა?-კმაყოფილი იყო თავისი მოსაზრებით თეკლა-ხოდა მშვენიერი,ვერაფერს მიხვება,აქ მოვაწყოთ წვეულება,უკანა ეზოში,საღამოს თორმეტს რომ დააკლდება წუთები დავურეკავთ,თითქოს გურამი ცუდად გახდა,ისიც დაუყონებლივ გამოიქცევა,ყველამ კარგად იცის რომ ანანოს გურამი ძალიან უყვარს,ხოდა ჩვენც აქ დავხვდებით,მანამ ნიკა შეუძლია მთელი დღე გაართოს ანანო
-მე როგორ გავართო?
-რამენაირად გაართე,რა ვიცი-მხრბი აიჩეჩა თეკლამ,თუმცა საუბარში გიგა ჩაერთო
-მე გავართობ,ეგ საქმე მე მომანდეთ
-შენ რაზე უნდა ელაპარაკო?-აათვალიერა თეკლამ
-ეგ მე ვიცი-თვალი ჩაუკრა გოგონას
-კარგი,ეს საქმე მოგვარებულია,ახლა ცენტრში უნდა გავიდეთ რომ სასმელები და პროდუქტები ვიყიდოთ,ჩვენი სახლი მშვენიერი აჩევანია ისე,უკანა ეზოსთან ტბა არის-აღტაცებით წამოიძახა კატომ
-ჩემი საქმეც მოგვარებულია-საუბარში მიშკა ჩაერთო-ყველას შევატყობინე,ახლავე წამოვალთო
-კარგი,მაშინ მე ანანოს მივხედავ-ფეხზე წამოდგა გიგა
-იცოდე ეჭვი არ უნდა შეეპაროს
-ასეთს მიცნობ?-მოჩვენებითი სიბრაზით ამოილაპარაკა გიგამ,შემდეგ კი ახალგაზრდებს გაეცალა,მანამ კი გურამს შეუარა გასასინჯად,როდესაც დარწმუნდა რომ სანერვიულო არაფერი იყო ანანოს სახლისკენ აიღო გეზი.
ნიკამ გურამთან დარჩენა ამჯობინა,დანარჩენები კი ცენტრისკენ დაიძრნენ მანქანით,საჭეთან ლუკა იჯდა,გვერდით კი კატო დასკუპებულიყო,მამაკაცს მთელი გზა ეჭირა და დროდადრო ეამბორებოდა კიევაც,ყურებამდე გაღიმებული უყურებდა კატო ლუკას და ბედნიერი იყო,ცხოვებაში პირველად სრულფასოვანი ბედნიერების იწამა.როდესაც სავაჭრო ცენტრამდე მიაღწიეს საოცარი ენერგიის მოზღვავება იგრძნეს კატომ და თეკლამ,სწრაფად გადმოვიდნენ მანქანიდან და სიცილ-კისკისით წავიდნენ შესასვლელისკენ,სექციებს შორის დაბოდიალებდნენ და ეშმაკობდნენ,თავიან სისულელეზე კი ისევ თვითონ ეღიმებოდათ,კატომ კლოუნის ქუდს დაავლო ხელი და გინდა თუ არა მინდაო.

-არ გადამრიოთ,ეგ მაინც რაღათ გინდათ?-გაკვირვებული სახით მიუახლოვდა დაღლილ-დაქანცული ლუკა
-მოიცა-ახლა მეორე ქუდიც აათამაშა კატომ ხელში და წამებში მოათავსა ლუკას თავზე-ასე უკეთესია-თვალი ჩაუკრა მამაკაცს და წამში ორივეს წინ თეკლა გაჩნდა ტელეფონითურთ
-აჰა,ესეც მეორე სურათი-მსუბუქად წაჰკივლა გოგონამ და თავისი "ნამუშევრით" კმაყოფილი გაიჯგიმა-თქვენს ქორწილში ჩემი პაპარაცული ფოტოების გამოფენას გავაკეთებ-არბები აათამაშა გოგონამ და წყვილის გაოგნებული თვალები დააიგნორა,მიშკას დაავლო ხელი და კვლავ სექციებს შორის განაგრძო სიარული. ერთ-ერთ სექციასთან კვლავ წააწყდნენ ერთმანეთს თეკლა და კატო და ორივეს ერთმა ვერაგმა აზრმა გაუელვა თვალში,თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ვერცერთმა ისე სწრაფად ჩახტა სავაჭრო ცენტრის კალათაში და ისე სწრაფად გააქროლა კატომ, სიცილ-კისკისით დაქროდნენ სექციიდან სექციაში და სანამ არ დაიღალნენ და სანამ არ გამოეცალათ ძალა,მანამ არ გაჩერებულან,ბოლოს არაქათ გამოცლილები დაბრუნდნენ ლუკა და მიშკასთან და მამაკაცებს გაუწოდეს კალათი
-ღმერთო ისე დავიღალე-დაიწუწუნა კატომ
-გენაცვალე იმდენი ირბინეთ და იოხუნჯეთ კიდევ კარგად ხართ-თვალები გადაატრიალა მიშკამ
-ყველაფერი იყიდეთ მაინც?-ამოიბუტბუტა ლუკამ
-კი,ყველაფერი ნაყიდი გვაქვს
-მადლობა ღმერთს,ანუ შეგვიძლია წავიდეთ?
-არა,ღვინო დაგვრჩა საყიდი,თქვენ დაგიტოვეთ ეგ-გაუღიმა კატომ
-კარგი მაშინ ავიღებთ ჩვენ,ესენი დაგვიტოვე და ჩვენ მოვიტანთ,თქვენ მანქანაში დაგველოდეთ-გაუღიმა მამაკაცმა და მსუბუქად აკოცა ლოყაზე,გოგონამაც თავი დაუქნია და ღიმილით წავიდნენ გასასვლელისკენ.მანქანაშიც უხმოდ მოთავსდნენ და თავი საქარე მინას ჩამოადეს
-ღმერთო ჩემო,მართლა როგორ დავიღალე-ამოიბუტბუტა თეკლამ
-შენ მაინც რამ დაგღალა?-გაიოცა კატომ
-იმდენს მანჯღრევდი ძვლებში რომ არ დავიმტვრიე კიდე კარგად ვარ-გადაიკისკისა მომხდარის გახსენებისას გოგონამ
-აუუ,ახლა გამახსენდა,ჩემი კლოუნის ქუდები არ ჩამიგდია კალათაში-ტუჩზე იკბინა და ატირლად მოემზადა,ალბათ იტირებდა კიდევაც ლუკა რომ არ ჩამჯარიყო მანქანაში ქუდებთან ერთად,გოგონას თვალები გაუბრწყინდა და დაუფიქრებლად დაეტაკა მომთხოვნად მომზირალ ბაგეებზე,შემდეგ კმაყოფილმა შეიკრა ღვედი და ქუდი თავზე დაიფარა,ერთ ხანს გაოგნებული უყურებდა ლუკა,თუმცა შემდეგ ღიმილით გააქნია თავი და მანქანა დაქოქა.


&&&
ანანოს კარებზე დააკაკუნა გიგამ და როდესაც გოგონას ხმა გაისმა მისაღებში შეაბოტა
-გამარჯობა,გიგა-გაუღიმა გოგონამ და სამზარეულოსკენ მიიპატიჟა-მოდი ყავას გაგიკეთებ-ჩუმად ამოიოხრა გიგამ და თავისთვის ჩაუბუტბუტა
-ამდენი კოფეინი გულს გამიჩერებს-თუმცა არც თუ ისე ჩუმად მოუვიდა ნათქვამი
-რამე თქვი?-სამზარეულოდან თავი გამოყო ანანომ
-არა,არაფერი,უფრო სწორად სიამოვნებით-მეთქი-ნაძალევად გაუღიმა გიგამ და თვითონაც შეჰყვა სამზარეულოში,
-აბა,რამ მოგიყვანა-ყავა წინ დაუდო გოგონამ და თვითონაც მის მოპირდაპირე მხარეს მოთავსდა
-საშინელ ხასიათზე ვარ და არ ვიცი რა გავაკეთო-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა
-კატო არა?-უმალ მიუხვდა გონებაში ყველაზე ღრმად მდგომ მსკივრში ჩამალულ გრძნობებზე და თავი გააქნია სევდიანად
-ჰო-არ უცდია გოგონასთვის დაემალა რაიმე,ზუსტად ეს უნდოდა მამაკაცსაც,ამ საუბრით საკმაო ხანს გადაატანინებდა გოგონას ყურადღებას
-მთელი ათი წელი ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა ნიკა და ვერაფრით ვემარებოდი,ახლა არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ როგორც იქნა საერთო ენა გამოვძებნეთ და სულაც არ არის ჩვენი სასაუბრო თემა კატო,პირიქით თავის სიმპატიებზე ალაპარაკდა მამაკაცი,არ ვიცი რა გითხრა,ერთადერთი ვიცი ის რომ ბრძოლა არ ღირს,გიგა,უბრალოდ როგორც შეყვარებული მამაკაცმა ისე კი არა,სხვა თვალით შეხედე კატოსა და ლუკას,შეხედე როგორ შესციცინებენ ერთმანეთს თვალებში,მათ თვალებში იმდენი რამის წაკითხვა შეიძლება,ვნება,სიყვარული,თრთოლვა,სისპეტაკე,ვიცი რთულია,მაგრამ უნა მოერიო ამ გრძნობას,ოტიას უთქვამს: "ვინც იბადება, იმის ცალიც იბადებაო, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირსო. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ--სხვის ნახევარსო. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისაო. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანებიო და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებულიო. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავსო. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებიაო" უთქვამს და მე ვეთანხმები,ასეა ეს,საუბედუროდ შენთვის და საბედნიეროდ კატოსა დალუკასთვის მათ იპოეს ერთმანეთი,საკუთარი ნახევრები ერთმანეთს მიაწებეს და ერთი მთლიანობა წარმოიშვა,რასაც ვერც ერთი მოკვდავი უბრალოდ ვერ დააცილებას,არ შეუძლია,იმიტომ რომ იყო ვიღაცის ნახევარი,ეს სამუდამოა,თუნდაც მოახერხ და დააცილო,თუნდაც დიდი ძალისმევით შეძლო ეს,ისინი უერთმანეთოდ ვერ გაძლებენ,უბრალოდ არ შეუძლიათ...უნდა ეცადო დ აშენც შენი ნახევარი უნდა იპოვო,ვიცი,გგონია რომ კატო ერთადერი შენი ნაევარია,მაგრამ ეს ასე არ არის! მრწმუნე,ერთ დღესაც იპოვნი შენს მეორე ნახევარს,იპოვნი და მიხვდები რომ მართალი ვიყავი,არ არსებობს,შენს ნახევარს სხვის ნახევრად არ დაბადებდა უფალი,არ დაგტოვებდა ასე სანახევროდ-ხელი ხელზე მოუჭირა გოგონამ და გაუღიმა-წამოდი,რამე ფილმს ვუყუროთ,უარყოფითი ემოციებისგან განგმუხტავს,კვლავ გაუღიმა და მამაკაცს მსუბუქა უბიძგა,რათა მისაღებში გასულიყო...


&&&
-როგორც იქნა-ამოიბუტბუტა გოგონამ,როდესაც მანქანა ეზოსთან დააყენა ლუკამ
-მოვედიიით-მანქანიდან გადმოხტა თეკლა
-ტყიურები-თავი ღიმილით გააქნია მიშკამ და ლუკას მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი-გაძლება მოგცეს ღმერთმა-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
-შენც,ძმაო,არც შენია ნაკლები-ახლა ლუკამ დაჰკრა ხელი და გოგონებს უკან დაედევნენ,მისაღებში გურამი და ნიკა დახვდათ,ნიკ ნერვიულად დააბიჯებდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში და მოუვენრად ცქმუტავდა,გურამი ი მის დამშვიდებას ცდილობდა,როდესაც ახალგაზრდები დაინახა გურამმა შვებით ამოისუნთქა

-როგორც იქნა,აი,მოვიდნენ-თვალები გადაატრიალა მოხუცმა-იქნებ მიხსნათ მისგან,მთელი ერთი სათია დადის,ვერ გავაჩერე
-კარგი,ბაბუ,დამშვიდდი,ხომ ისადილეთ?-ლოყაზე აკოცა მოხუცს
-კი,მსუბუქად წავიხემსეთ-გაუღიმა შვილიშვილს
-რა ქენით,ყველაფერი იყიდეთ?-მიშკასთან მივიდა პირველად და როდესაც მიშკას დადებითი პასუხი მოისმინა კატოსკენ გაიხედა-შენ თავზე რა გახურავს?-თვალები მოჭუტა ბიჭმა,შემდეგ მზერა იგივე ქუდით მყოფ ლუკაზე გადაატარა და გემრიელად ახარხარდა,ლუკასაც გაეცინა.
-ნუ ღელავ,თქვენთვისაც არის-თვალი ჩაუკრა მამაკაცს და მის სახეზე გემრიელად ახარხარდა და თეკლას გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-ნუ ცანცარებთ-დატუქსა ახალგაზრდები კატომ,თუმცა მათ გაკვირვებულ მზერაზე მხრები აიჩეჩა-რა?
-შენ ზედმეტად სერიოზული ხარ დღეს რაღაც-ახარხარდა თეკლა და სამზარეულოსკენ წავიდა-მშია,არ გშიათ? რა გვაქვს საჭმელი?-გზადაგზა ყვიროდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა,ახალგაზრდებიც სამზარეულოსკენ წავიდნენ
-კარტოფილი შევწვი,მეტი არაფრის გაკეთება არ ვიცოდი და რამექნა-განუმარტა მეგობრებს,როდესაც მათ მობეზრებულ სახეს წააწყდა
-ისე მშია ახლა კარტოფილს კი არა,შენც შეგჭამ,ნიკა-გადაიხარხარა კატომ და ტაფას თავსახური ახადა-მმმ,რა კარგი სურნელი ტრიალებს,ახლა შეწვი?-ისე საუბრობდა რომ წამითაც არ შეუწყვიტავს კარტოფილის თეფშზე გადმოტანა
-ჰო,ახალი შემწვარია-გაუღიმა ნიკამ და თვითონ მისაღებისკენ წავიდა,ამასობაში თეკლამ სალათი დაჭრა...

ცოტა ხანში დანაყრებულბი განაგრძობდნენ საღამოსთვის მზადებას,ლამაზად მორთეს ეზო,ნაირფრად მანათობელი ნათურები სხვადასხვა ხეებზე ჩამოკიდეს,მაგიდა ახალი გაწყობილი ჰქონდათ,როდესაც ხმაური შემოესმათ
-ანანოს მეგობრები იქნებიან,მე გავალ-გაუღიმა მეგობრებს და შემოსასვლელისკენ წავიდა,არც შემცდარა,კარებთან სამი მამაკაცი და ორი გოგონა იდგა,ერთ-ერთი კი ორსული იყო, სტუმრებს მიესალმა და სახლში შემოიპატიჟა-იმდია ანანოსთვის არაფერი გითქვამთ,კატო-გაუღიმა მათ
-გამარჯობა,არა არაფერი იცის-მათაც საპასუხოდ გაუღიმეს,მე ვიკა-უთხრა ორსულმა-ეს კი ელენეა-ანიშნა შავ თმიანზე -ეს ანანოს ძმა და ჩემი ქმარი ვაჩეა-მიუთითა ქერათმიან მამაკაცზე-ეს ცანცარა თორნიკეა-მიუთითა ყურებამდე გაკრეჭილ მამაკაცზე და საბოლოოდ მზერა სერიოზული სახით მდგარ შავგრემან მამაკაცზე მიუთითა-ეს კი გიორგი-კატომ ყველას თავი მსუბუქად დაუკრა
-სასიამოვნოა,აქეთ წამოდით-ეზოსკენ გაუძღვა სტუმრებს და როდესაც ლუკას გაღიმებულ მზერას წააწყდა,რომელიც თანდათან უალოვდებოდა ცოტათი დაიბნა-გაიცანით ეს..-ალუღლუღდა გოგონა,თუმცა ვაჩე ჩაეჭრა საუბარში და ლუკასკენ წავიდა
-ვა..ვა ავალიანო,-მოეხვია მამაკაცს ვაჩე და ხმარზე ხელი დაჰკრა
-როდის ჩამოხვედი,ვაჩე?-გაიკვირვა ლუკამ და ახლა ვიკას მიუბრუნდა-როგორ ხარ,რძალო,ხომ არ გაწვალებს ეს მუტრუკი?-ვაჩეზე მიუთითა და შემდეგ მთელი სიფაქიზით აკოცა შუბლზე,მთელი ამ დროის განმავლობაში კი გაოგნებული იდგა კატო,
-ვაწვალებ კი არა,აქეთ გამიშრეს სისხლი,თბილისში რომ ჩამოვედით ანინეს ვკითხეთ შენზე და ასე მითხრა სვანეთშიაო-ჩაეძია ვაჩე და თითქოს ახა გაახსენდაო კატოს წელზე მოხვია ხელი
-ხო,ჩემი საცოლეა კატო-სიტუაცია აუხსნა მეგობრებს და კატოს მთელს სხეულში სითბო ჩაეღვარა,ისე ესიამოვნა მეგობრებს საცოლეს სტატუსით რომ წარუდგინა,მიუხედავად იმია რომ იცოდა ეს ფორმალობის მხრივ თქვა,მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც სჯეროდა რომ რაღაც სიმართლის ნაპერწკლებიც ერია.კატომ გაუღიმა ცოლ-ქმარს და ახლა სხვებსაც გააცნო ისინი,ყველაფრის კეთებას ერთხმად შეუდგნენ,ასე უფრო სახალისო და სასიამოვნო იყო ყველაფრის კეთება,თითქოს ერთი დიდი ოჯახი იყვნენ. თორმეტს,რომ წუთები დააკლდა კატომ გიგას ნომერი აკრიფა,მამაკაცმაც არ დააყოვნა

-გისმენ,კატო,რა მოხდა?-შეშფოთებული ხმა ჰქონდა გიგას,მამაკაცის მსახიობობაზე გაეცინა კატოს
-გიგა-მანაც სერიოზული და შეშინებული ხმის ტებრი მოირგო-გურამი ცუდად არის,ძალიან გთხოვ,მოდი..-ცოტა აკლდა და ატირდებოდა გოგონა
-ახლავე წამოვალთ-უპასუხა გიგამ და ტელეფონი გაუთიშა,უკნიდან აეკრო ლუკა და კისერზე მიაწება ცხელი ტუჩები,შემეგ კი უჩურჩულა
-როგორი კარგი მსახიობი ხარ.-გაუღიმა მამაკაცმა და გაღიმებული გოგონა გულში ჩაიკრა,ცოტა ხანში ეზოში გიგა და ანანო შემოვიდნენ,ახალგაზრდებმა კი ერთხმად შეჰკივლეს

-სიურპრიზიიი..-შემდეგ კი მათ ნიკა გამოეყო,გვირილების გვირგვინით ხელში,ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ერთ ადგილზე გაშეშებულ,მტირალ გოგონას და მთელი სიფაქიზით დაადგა თავზე გვირგვინი
-დაბადების დღეს გილოცავ გვირილავ-შუბლზე ცხელი ტუჩები მიაწება და ატირებული გოგონა გულში ჩაიკრა
-ეს..ეს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღეა მთელ ჩემ ცხოვრებაში -ამოილუღლუღა გოგონამ და ყველას სათითაოდ ჩაეუტა...
შემდეგ იყო ხუმრობები,იყო ნელი ვალსები,იყო ბევრი ბევრი სიყვარული და ბედნიერება...თუმცა იყო შიშიც,შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისაც,რომლისაც ლუკას ეშინოდა...


&&&
ცოტა დავაგვიანე,იმედა არ დამცხრილავთ wink.
კიდევ ერთი თავი მოიცადეთ და რაღაცები ნაწიობრივ ნათელი გახდება,მანამ კი ისევ შეიკავეთ თავი გაკიცხვისგან. wink
მიყვარხართ ძალიან! love



№1  offline წევრი aNuGi

პირველი ვარ! love

მალე გაირკვეს ყველაფერი თორემ არვიცი რას ვიზამ lol
ისე დამაინტრიგე ისე რომ.. უხხ!
ველოდები შემდეგ თავს!
როგორც ყოველთვის საუკეთესოა!
წარმატებები feel
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline წევრი nestanuka13

მომწონს ეს ისტორია იმედი ლუკას არაფერს უშვები არც სხვა ვინმეს სასტიკდ ვერ ვიტან სიკვდილებს :))

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ინტრიგა ^
ნეტა რას მალავს ლუკა ://
ძალიან მომწონს,ველოდები შემდეგ თავს.❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი kora

არ ვფიქრობ, რომ ლუკაა ის უცნობი დოორი, უბრალოდ იმის მეშინია, რომ ლუკას საიდუმლო ისეთი რამე არ აღმოჩნდეს, რაც მისდამი გაჩენილ სიყვარულს გამიქრობს. ყველაზე მეტად რისიც მეშინია ეს ლუკას ცხოვრებაში სხვა ქალის კვალის არსებობის შესაძლებლობაა. ჯერ კიდევ წინა თავებში შევნიშნე მისი უცნაურობები, ურწმუნობაზე და მსგავს რაღაცეებზე გადაკვრით მიგვანიშნე. იმედია საქმე სიყვარულს არ ეხება და სხვა ყველაფერს ავიტან,. დაკარგული, მიტოვებული სიყვარულის თემაა ერთადერთი, რაც პერსონაჟისადმი გაჩენილ ნდობას მიკარგავს...
ნინა, ოქროს გოგო ხარ შენ, მიყვარხარ ძალიან love
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი ketis

მაგარიააა ზააან მაგარიააა

 


№6  offline მოდერი Nina))

მადლობა,ჩემო ტკბილებო,ძალიან დიდი love love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოპაააააა... ახლა რაღას მალავ ლუკა?! თავში არანაირი აზრი არ მომდის მალე დადე არ დააგვიანო

 


№8 სტუმარი Ketis

Kochag kochag kochag

 


№9  offline მოდერი Nina))

მადლობა,გოგოებო,ფეხბურთი როგორცკი მორჩება ეგრევე დავიწყებ წერას. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent