შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი და თეთრი /3/


12-07-2016, 13:30
ავტორი bukako
ნანახია 1 620

გავიდა ორი კვირა. უკვე ნოემბერია. თბილისში ფოთლები ცვივა, ევიპტეში კი მზე ანათებს. ნუკა ფოთოლცვენაში დასეირნობს, ევა კი მზეზე ირუჯება...
ევა და მიშო უკვე ეგვიპტეში არიან. ევა ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა, რადგან არასოდეს გაუტარებია ზამთარი მზიან ადგილას და ეს ალბათ პირველი ზამთარია როცა ბედნიერია.
ნუკაც თავისებურად ბედნიერი იყო რომ ევას არ ხედავდა.. დროებით მაინც..)
ევა უნივერსიტეტში არ სწავლობდა, მაგრამ მის შესახებ ყველამ იცოდა. ის იქ ყველასთვის იყო ყველაზე შეუხედავი და მუდამ შავებში გამოწყობილი ნუკა სამხარაძის და. საერთოდ ნუკასაც იცნობდა იქ ყველა, მაგრამ პატივს არავინ სცემდა. ხალხს უკვრიდა ევას გაუჩინარება... უცებ რა მოხდა? ნათქვამია როცა ხალხს დასჭირდები მაშინ მოგაკითხავენო ასეც მოხდა ნუკასთან... ბიჭები, ევას დაქალები, თაყვანისცემლები, ნუკას კურსელები, ძალიან მოულოდნელად... ნუკამ გამოიარა და ყველა მას მიაცვივდა. თურმე მოუთმენლად აინტერესებდათ და გულის ფანცქალით ელოდნენ ნუკას პასუხს იმაზე თუ სად იყო ევა?! ხომ უნდა სცოდნოდათ სად არის მზეთუნახავი, არა?!
-არ ვიცი და არც მაინტერესებს-ნუკას როგორც ყოველთვის ცივი პასუხი რომელსაც არასოდეს არაფერი უპასუხია ღიმილით და თავის გზაზე წავიდა.
-ფუ შურიანი.-წამოიჩურჩულა იქიდან ვიღაცამ რომლის ხმა გოგოსი იყო თუ ბიჭის ვერ გაარჩევდით
-ჰო, ბოღმიანი. ალბათ ერთი სული აქვს დაამახინჯოს.-უპასუხა ჩურჩულით უკვე სხვამ.
ეს ორი წინადადება ნუკას ყურამდე მივიდა.
-რაო?-ნუკას ხმის ტემბრი ძველი ბიჭების ლაპარაკს მოგაგონებდათ, რაც მოაონდათ უკვე გვერდით მყოფებს.
-არაფერი. ის რომ ალბათ შურით სკდები რომ შენი და შენზე ლამაზია. აუ ისე მართლა სად არის?-ეს ევას დაქალი,ლიზა ყოფილა. თურმე მას წამოუჩურჩულია ნუკაზე შურიანიო.
-აუ გოგო ვინ იცის იქნებ გაგუდა ის საწყალი ამ მონსტრმა?-ლიკა.(ევას მეორე დაქალი)
ლიკას ნათქვამის მერე ყველა გაშეშდა, ყველა თვალებგადმოკარკლული ნუკას უყურებდა და ელოდა, რომ ეხლა ნუკა ლიკას ყელში ჩაავლებს ხელებს და მოკლავს. მაგრამ ასე არ მომხდარა. გაგიკვირდებათ და ნუკამ ცივად,მკაცრად გაუღიმა და წავიდა...
გოგოები გაშტერებული უყურებდნენ. იქვე ბიჭებიც იდგნენ. გულის ცემა აუჩქარდათ. გაშეშდნენ, აკანკალდნენ, თითქოს ტვინში ვულკანი ამოეფრქვათ.
-რა მოხდა გოგოებო?-დემე.(ბიჭი რომელსაც ევა მოსწონდა)
-თავადაც არ ვიცი.-კანკალით უპასუხა ლიზიმ.
ეს ხალხი თითქოს რაღაც საშინელის მოლოდინში იყვნენ. ორმაგი შიშის ქვეშ იყვნენ. ჯერ ერთის ეშინოდათ:იქნებ ევა რაიმე განსაცდელშია, მეორე კი იის იყო:ნუკას ღიმილი. დიახ ნუკას ღიმილი!
ნუკას ღიმილი მის სულისშემძვრელ მზერაზე საშიში იყო. მისი ღიმილის ყველას უნდა ეშინოდეს, რადგან ნუკა მხოლოდ მაშინ იღიმის, როცა გამარჯვებულია. ყველამ კი იცის რომ ნუკას გამარჯვება-ევას განადგურებაა. გოგოები, ბიჭები, ყველანი წავიდნენ სახლებში და მაშინვე აღელვებული მიუჯდნენ ფეისბუქს და პირველსავე კედელზე ნახეს სასიხარულო ინფორმაცია. ევას სელფი მიშოსთან ერთად ეგიპტეში!! რომ იცოდეთ ყველას რა გაუხარდა!! ევას თაყვანისმცემლებმა, დაქალებმა ერთმანეთს მიწერეს: ევას არაფერი მოსვლიაო! ტყუილად ვინერვიულეთ! ის ეგვიპტეშია მიშოსთან ერთად!!
ნუკას უბრალოდ ჩვენი შეშინება უნდოდა...!!! :):):):):) ყველაფერი კარგადაა!!! ეს ტექსტი(ზემოთ) ყველა ევას მეგობარმა დაპოსტა ფეისბუქზე, რომელიც მალე ნუკამ ნახა და წაიკითხა.
მას საპასუხოდ არაფერი მიუწერია. პასუხი გულში შეინახა რომელსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად ეტყოდა შესაფერის დროს. მალე პოსტს დაბლა გამოუჩნდა კომენტარი. მიყვარხარტტ ბავშვებოო დაა მალეე ჩამოვალთტტ <3<3<3 :*:*:*.. ეს კომენტარი და ევას სელფები ნუკამ რომ ნახა განწყობა გაუფუჭდა.
ასე თუ ისე იმ ღამეს მაინც ყველას ახსენდებოდა ნუკას შემზარავი ღიმილი. ხალხი თვალებს დახუჭავდა თუ არა, ნუკას ღიმილი ახსენდებოდათ... ყველაზე მეტად ნუკას ღიმილმა შთაბეჭდილება ლიზაზე და ლიკაზე მოახდინა. ლიზაზე უფრო რადგან მას გაუღიმა სწორედ. დემესაც ახსოვდა ეს ღიმილი, მაგრამ ბიჭია და ყურადღება არ მიუქცევია. ეს ნუკას მოულოდნელი ღიმილი თითქოს რაღაც მინიშნება იყო, თუმცა მათ იცოდნენ რომ ევა კარგად იყო და არაფერი ემუქრებოდა მას ამიტომ აღარ ფიქრობდნენ ცუდზე...
ნეტავ ასე რატომ უყვარს ყველას ევა? გულუბრყვილო, ქალური ხასიათის გამო, თუ გარეგნობის გამო? ალბათ ორივეს გამო. ბიჭებს უყვართ მითუმეტეს ეგეთები. აბა ქალაბიჭა რაღათ უნდათ?(ნუკაზეა ლაპარაკი)

************
-აუუ ვეფქუნიაა მოდი კიდე გადავიღოთ რააა(ალბათ მიხვდით ვისი ლაპარაკია)
-პრინცესა უკვე რამდენი სელფი გადავიღეთ-მიშო დაღლილი ხმით
-კარგიი. მაშინ წვენი მინდაა.-ევას წკმუტუნი
ევა თავისით არაფერს მოიტანდა. მისთვის უნდა მიეტანათ მუდამ.
-კარგი სანამ მოვიტან,მოდი შენ ჯერ აუზში იცურავეე და მე ვიდეოს გადაგიღებ-მიშო
-ოქეიი-და აუზში ჩახტა
ევა ყველას უჯერებდა...
მზიან დღეს სუფთა წყალში ევა თავისი ვარდისფერი ბიკინით(თავისი საყვარელი ფერის) ქალთევზასავით ცურავდა და ბავშვივით კისკისებდა. თითონაც ხომ ბავშვივით იყო მუდამ.
მალე ეს ვიდეოც ფეისბუქზე დადო მიშომ წარწერით "ნამდვილი პოზიტივია ეს გოგო".
ვიდეო მალე იმ გოგოებმა ნახეს რომლებსაც ევას სძულდათ და რომლებსაც ნუკასთან ჰქონდათ ხშირი კონტაქტი, მაგრამ არ მეგობრობდნენ. მათ უბრალოდ ერთი ინტერესი და მიზანი აერთიანებდათ.
-აუ ამ სოფლელსაც პოზიტივი თუ დაუძახო, მეც ვიქნები ანჯელინა ჯოლი რა.-სალომე
-აუ რა გოიმკაა რა.-თამუნა
-აწყობილი ძუკნა.-ნატაშკა

ამ დროს ნუკამაც ნახა ეს ვიდეო, ევას ქალთევზასავით ცურვა და ბავშვივით კისკისი, ლამის კომპიუტერი არ გატეხა იმდენაც იმოქმედა მის ნერვებზე. გაბრაზებულ გულზე შექმნდა ფარული საიტი და ევას ამ ვიდეოზე დააწერა კომენტარი: !! უნდა მოკვდე!!!!
ევას ჯერ ეს კომენტარი არ ენახა ჯერ, რადგან უკვე საღამო იყო. ევამ რაღაცნაირად დაღლილად იგრძნო თავი. ის და მიშო სასტუმროს ნომერში დაბრუნდნენ, ევა საწოლზე დაწვა და მაშინვე ჩაეძინა.

************
ევას ღამით საშინელი სიზმარი ესიზმრა.
ესიზმრა ვითომ ის კლდეზე იდგა, წითელი კაბა ეხვა და წითელი ვარდების თაიგული ეკავა ხელში. იმ მომენტში ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ მოულოდნელად კლდის მეორე მხრიდან ვიღაც გამოჩნდა შავებში. თავზე შავი კაპიშონი ეფარა, ხელში კი ბასრი დანა ეჭირა. ზუსტად ისეთი როგორიც ნუკას აქვს დანების კოლექციაში, და აი მანდედან იცნო სიზმარში ევამ, გაახსენდა რომ ასეთი დანა ნუკას აქვს და სიზმარშივე შეეშინდა, აკანკლდა... ადამიანი შავებში სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ქერათმიან ევას, რომლის თმაც ქარში ირხეოდა სიზმარში. კლდიდან გადმოხტომა უნდოდა მაგრამ ვერ გადმოხტებოდა, მაღალი იყო ძალიან. ბოლოს ის ვიღაც მიუახლოვდა ევას და კაპიშონი ჩამოიწია. ეს იყო შავ-ლურჯი თმა რომელსაც მოკლედ ჰქონდა შეჭრილი როგორც ცხოვრებაშიც-ნუკა!!! ეს იყო ნუკა!!!!
ევამ ყვირილი დააპირა, მაგრამ ნუკამ პირზე ხელი ააფარა. გორას ოდნავ მოაშორა და ძირს დააგდო. ევას ძალა ეცლებოდა, ყვირილი უნდოდა მაგრამ არ შეეძლო. ნუკასკენ გახედვაც ვერ მოასწრო რომ ნუკამ იმ დანით, სახე და ხელები გადაუსერა. ევას თვალებიდან სისხლის ცრემლები სდიოდა. ნუკა ევას ახრჩობდა(ხელი კისერში მოუჭირა) ბოლოს ევას თითები ამოუჭრა, დიდი ფუმფულა ტუჩებიც ამოუჭრა, მუცელი გადაუსერა და გულში დანა გაუყარა, ვენები გადაუჭრა. თავი ცემით გაუტეხა და ყველაზე ბოლოს-ორივე ლურჯი, ულამაზესი, ზღვისფერი თვალები ამოუთხარა. ყველგან სისხლი იყო. წინა დღეს ცხადში აუზის შემდეგ სიზმარში სისხლის გუბეში ცურავდა საცოდავი ევა. მაგრამ ევა ამას ისე ხედავდა, თითქოს ცხადში ყოფილიყო. ბოლოს მხედველობა წაერთვა და თვალებში საშინელი ტკივილი იგრძნო. სული წაერთვა. მერე სიზმარში დაინახა ვითომ სადღაც გაფრინდა და გაეღვიძა... ოფლი ტანში, შუბლზე სულ ესხა. სუნთქვა ეკვრებოდა, გულის ცემა აჩქარებული ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა... ამ დროს მიშოს გაეღვიძა.
-რა მოხდა საყვარელო ძლივს სუნთქავ-მიშომ ანერვიული იკითხა
-ჰაერი არ მყოფნის ვკვდები! საავადმყოფოში წამიყვანე-ძლივს თქვა ევამ და გული წაუვიდა
-ევაა ევაა!!!
სულ მალე ევა საავადმყოფოში წაიყვანეს და ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთეს,რის შემდეგაც სუთქვა ნორმაში ჩაუდგა. რომ დაეგვიანებინათ ვერ გადარჩებოდა. იმდენად ნაზია და მგრძნობიარეა ევა რომ კოშმარულმა სიზმარმა მასზე ძლიერ იმოქმედა და შოკში ჩააგდო(სუნთქვა კინაღამ შეუჩერდა).
-ანალიზები გავუკეთეთ, სავარაუდოდ სტრესის ბრალია. მაგრამ ჯერ არ გამოვწერთ უნდა დავიტოვოთ. შოკი აქვს გადატანილი-ინგლისურად უთხრა ექთანმა
ევა შედარებით კარგად იყო, მაგრამ მიშო ძალიან ძალიან ნერვიულობდა. მიშოს უყვარდა ყველაზე მეტად ევა.

*************
იმ ღამის შემდეგ იმ დილით, რატომღაც ყველასათვის, თვით დედასათვის მოულოდნელად, ნუკამ კარგ განწყობაზე გაიღვიძა და სასაუზმოდ გავიდა.
დედამ შეხედა და გაუკვირდა...
-როგორ მოხდა რომ დილით იღიმები?-ნატო
-რავიცი რატომღაც ეგრე გამეღვიძა.-ისევ მკაცრი პასუხი
-კარგი იქნება მუდამ ეგრე რომ გაგეღვიძოს.... კარგი კარგი ისაუზმე და წადი გაგვიანდება.-ნატო
ნუკას თითქოს რაღაც ბედნიერების გრძნობა უჩნდებოდა, მაგრამ რა იყო ამ უცნობი ბედნიერების მიზეზი, ვერ ხვდებოდა...

************

ესეც მესამე თავი. შემდეგ თავშიც ეგვიპტე გელოდებათ უფრო საინტერესო მომენტით. დაგაინტერესათ? გავაგრძელო?



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კიიიიიიიიიიიი აუცილებლაააააააააააააააად უნდა გააგრძელო აბა რა უნდა ქნა მალე დადე არ დააგვიანოოოოოოოო feel

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ ადმინ მალე დადე რა

 


№3  offline წევრი bukako

ანი ანი
აუუუ ადმინ მალე დადე რა

Male davdeb)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent