შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (4)


12-07-2016, 20:19
ავტორი (((end)))
ნანახია 1 632

-მე მეძებ ? ბოხმა ბარიტონმა შემკრთა,რომელიც ბაგრატიონს ეკუთვნოდა.
-კი აბა, შენს გარეშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ცინიკურად მივუგე.
-რაღაც არ გეტყობა ჩემს გარეშე,რომ რამეს არ ან ვერ აკეთებდე, ვხედავ მშვენივრად მოგიწყვია ყველაფერი.
-ხო აბა, მთელმა სკოლამ მოიწყინა. ამის გაგონებისას კი ირონიულად ჩაიცინა, ჰმ, ნეტავ რა აცინებს ამ დებილს.
-დამიჯერე,მალე მოწყენილობა აღარ იქნება. ახლოს მოიწია,თავიდან შემეშინდა,მაგრამ თავი დავიჭირე და არ გავძრეუნლვარ, ტუჩი ყურთან ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა, ნეტავ რას გეგმავს, გული ცუდს მიგრძნობს, კარგი ნინაკა დამშვიდდი. მას გამოვცილდი და ბავშვებისკენ წავედი. მოულოდნელად ვიღაცამ წელზე მომკიდა ხელი და ცეკვა დამაწყებინა. ვინ იქნებოდა,თუ არა ჩემი გიჟი ლეო.
- შე გიჟო გამიხეთქე გული. ვუთხარი ცეკვა-ცეკვაში.
-ჰმ, განა თქვენთვის დიდი პატივი არაა ჩემი თქვენთან ცეკვა მადამ ? გაიკრიჭა ლეო.
-ვაი რა გეშველება, შენ ისე ჯობია, მე კი არა ნიას ეცეკვო. ვურჩიე მე ჭკვიანმა.
-აუუ, არვიცი რა, მგონია რო ასე უცბად,დაფრთხება და ძაან შორს დაიჭერს თავს ჩემგან და ჩემს სათუთ გულს კიდე ეგ უნდა ? მოისაწყლა თავი.
-ოჰ,ოჰ,გადი მომშორდი, წადი და ეცეკვე,დებილო შენ. ვითომ შევუღრინე. მუსიკა დასრულდა და ბავშვებისკენ წავედი. ყველა უზომოდ გახარებული იყო, მათ შორის მეც, სანამ ბაგრატიონი არ ავიდა სცენაზე და მიკროფონი არ დაიჭირა ხელში. რას აკეთებს ეს იდიოტი ? რა ხდება ?
-ჩემო საყვარელო ბავშვებო, მინდა ერთი ლექსი ვთქვა,რომელიც ადრე ერთმა ადამიანმა,დაუწერა ერთ გოგოს,მინდა გავიხსენოთ თქვენთვის სანატრელი დრო. დაამთავრა თავის სათქმელი და ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო, რა ლექსზე საუბრობდა ? ყველა გაკვირვებული და გაოცებული იყურებოდა.
-მოკლედ დავიწყოთ. განაგრძო მან
- ისე გაიღიმე ღრუბელს მზე ეგონოს, თუნდაც ეს ღიმილი იყოს წამიერი! ისე შემაყვარე სულში გამოჯდეს და გული ამომივსოს სულმთლად ცარიელი! ისე ჩამეხუტე სული,რომ გამითბოს კარზე ვხედავ დეკემბერი მოგვდგომია, ისე შეგიყვარებ, ხალხი გავაგიჟოთ! იქნებ გიფიქრია „ეს რა მომთხოვნია“? დილა ბუხრისძირას ერთად გავატაროთ, გრძნობა ამოვროშოთ თუნდაც სულელური, ღამე ძილისწინაც თავთან დაგიჯდები, კოცნა, რომ გაჩუქო „ჩემდაუნებური“ ისე შემიყვარე შენზე ფიქრით მოვკვდე! ლექსი,რომ მოგიძღვნა სულაც „ჩემებური“ ისე გამიღიმე გული,რომ გამილღვოს თუნდაც ეს ღიმილი იყოს პოეტური! დაასრულა ბაგრატიონმა ცინიკურად წაკითხვა დათოს ლექსის,რომელიც ნინაკას ერთ დროს მიუძღვნა,ეს ლექსი მთელმა სკოლამ იცოდა,რადგანაც დათომ ერთ დღეს, ნინაკასაც ასე წაუკითხა, ბავშვების წინ.
ცუდად გავხდი, ამის მოსმენას მირჩევნოდა მიწას ჩავეტანე სამუდამოდ, გული მეტკინა, საშინლად მეტკინა, გამახსენდა ყველა საათი,წუთი თუ წამი გატარებული დათოსთან, ვიგრძენი თუ როგორ მომრავლდა მარილიანი სითხე ჩემს სახეზე, ვხედავდი,ყველა როგორ დაამწუხრა ამან გარდა ბაგრატიონისა, შემზიზღდა, უზომოდ შემზიზღდა, მძულდა,მძულდა, ის ? ის უბრალოდ ასე უგულოდ მიყურებდა და ვერანაირი ემოცია ვერ ამოვიკითხე მასში,გარდა ცინიკურობისა. მე ? მე გავვარდი დარბაზიდან, გამოვიქეცი, ქუჩაში, წვიმიან ამინდში მივრბოდი უაზროდ, კაბის ბოლოები ხელში მეჭირა,რომ თავისუფლად მეგრძნო თავი, თმა ჩამომეშალა, ქუსლები გავიძვრე და ტრასაზე გადავაგდე, მივრბოდი, თან ვტიროდი,თან ვღრიალებდი, ბოლოს ძალა გამომელია და დავეცი,დავეცი მუხლებით, ბოლო ხმაზე ვტიროდი, თან ვფიქრობდი ასეთი უბედური რატომ ვიყავი ? რატომ ? რატომ მე დამემართ ყველაფერი ეს ? ბოლო ხმაზე ვბღაოდი დათოს სახელს, ძალა გამოცლილმა ძლივს მივაგნე სახლს და პირდაპირ აბაზანაში, ცივი წლის ქვეშ დავდექი, ცივი წყალი საშინლად მესიამოვნა, დავიწყე ყველაფერზე ფიქრი, იმ გადაწყვეტილებამდე მივედი,რომ უნდა გამემაგრებინა თავი და გამეგრძელებინა ცხოვრება, ბაგრატიონი ? ბაგრატიონს თავის ადგილს მივუჩენდი, თუ შემეხება,რაც შემეძლება სამაგიეროს გადავუხდი,აღარ ვაპირებ თავი დავხარო და ვიტირო. ემოციებით დახუნძნული მალევე ჩამეძინა.
ჰმ, წასულა ტატო ისე,რომ მე არ გამაღვიძა, ამ ბოლოს დროს საერთოდ ვეღარ ვნახულობ, ვგრძნობ,რომ სუსტად ვარ. გადავწყვიტე,რომ სახლში დავრჩე, დღეს ყველა ჩემზე ილაპარაკებს და არ მაქვს მაგათი თავი. სკოლაში უკვე პირველი გაკვეთილი იქნებოდა დამთავრებული,როცა ნიამ დამირეკა. სენსორს თითი გადავუსვი და ვუპასუხე.
-ხო ანუშკები რა შვებით ? მშვიდი ხმით ვუთხარი წერეთლის ასულს.
-რას ვშვებით კი არა,ქალო შენ როგორ ხარ?რატომ არ მოხვედი სკოლაში?რამე ხო არ დაგემართა?არა,რა ნია ხო გეუბნებოდი წავყვეთთქო? დაიწყო დედამისივით ქოთქოთი.
-ვაიმეე,გოგოო არ შეიძლება რო ერთი დღე გავაცდინო ?
-მერე გეთქვა მაინც რა,ჩვენც არ წამოვიდოდით-წაიბუზღუნა ანიჩკამ.
-აუუ გოგო წამოდით რა ჩემთან,ტატო არაა სახლში,ამიტომ შენც დაზღვეული გულის შეტევისგან, აუ წამოდით,წამოდით,აუ წამოდით რა,არ გამიტეხოთ,ფლიზზ- ავიტეხე მე.
-აუ კაი მაშინ, მოვიფიქრებთ რამეს და დავუძვრებით შაორშაძეს (სულელი დამრიგებელი)-ავტეხე ჩემი გიჟიც.
სანამ ბავშვები მოვიდოდნენ, მაგარი ყავა გავიკეთე, დივანზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე.

ბავშვებო ღირს გაგრძელება,თუ დავიწყო ახალი იდეის განხორციელება,ანუ ახალი ისტორია ?



№1  offline წევრი Nini123456

არ შეწყვიტი რა ჯობია გააგრძელო ❤️

 


№2  offline წევრი isterichka123

Gaagrdzele kaia

 


№3  offline წევრი (((end)))

გავაგრძელებ, აუცილებლად დაგიდებთ მეხუთე თავს love

 


№4 სტუმარი Shore shore

Gaahrzele ar sheckvoto ra

 


№5  offline წევრი (((end)))

Shore shore
Gaahrzele ar sheckvoto ra

აღარ ვაპირებ,რომ შევწყვიტო love

 


№6 სტუმარი ანიტა555

მომწონს ძალიან, მალე დაგვიდე გთხოვ რა შემდეგი თავიlove

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent