შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (5)


13-07-2016, 14:54
ავტორი (((end)))
ნანახია 1 382

ცოტახანში კარზე ზარის ხმაც გავიგე. კარისკენ ავიღე გეზი და გავაღე, ჰა ? ამას აქ რა უნდა ? ამ უნამუსოს, ჯერ კიდევ როგორ ბედავს მოსვლას. ჩემს წინ გოგონებში და ბიჭებში გაჩხერილ, ცინიკურ ბაგრატიონს ვუყურებ.
-ჰა ეხლა აღარ შემოგვატარებ ? დაიძახა ნიამ.
-ჰმ, მე გთხოვეთ,რომ მხოლოდ თქვენ მოსულიყავით! მკაცრი ხმით ვუთხარი ორივეს.
-ოო, აბა რა გვექნა ? თამრიკო ამათმა დაითანხმეს, არ ვიცი,როგორ მაგრამ მოახერხეს, თან გვითხრეს,რომ თუ წამოვიყვანდით დაითანხმებდნენ. დაიწუწუნა ნიამ.
-ჩაი,ყავა,წვენი,ჰა რომელი ? შევთავაზე ბავშვებს.
-მე ყავა მინდა, თქვენ რა გნებავთ? თქვა ბაგრატიონმა.
-უკაცრავად ? მე შენთვის არ შემომითავაზებია, მე ბავშვებს შევთავაზე და არა პირუტყვებს- ირონიულად გავეცი პასუხი.
-პირუტყვებს არა ? კარგი, მოდი ვნახოთ საშაქრე სად არის- ეს თქვა და დაიწყო შკაფებში ქექვა, ვერაა ეს ხო ? საშაქრე იპოვა და დაამსხვრია.
-შენ ბიჭო შოკში ხარ ? დებილო შენ, რეებს აკეთებ?- შევიცხადე მე.
-უი გამივარდა, ბოდიში, ახლა კარგად მომისმინე, თუ არ გამიკეთებ ყავას, მთელი შენი სახლი დასალაგებელი გაგიხდება ჩემი წყალობით-გამიღიმა მან.
ღმერთო როგორ მინდა,რომ აქვე და ახლავე დავახრჩო. რადგან სხვა გზა არ დამიტოვა, მომიხდა ყავა გამეკეთებინა ამ კრეტინისთვის. ყავა გავაკეთე,მაგრამ თავში ერთმა აზრმა გამიელვა, ყავა მიმქონდა,როცა ვითომ შემთხვევით გადავასხი. ჩემმა ამ საქციელმა, იმოქმედა ბაგრატიონზე და გაცეცხლებული თვალებით ამომხედა.
-უი ბოდიში, გადამესხა, მოიცა სალფეტქს მოვიტან- უნდა წავსულიყავი,როცა მკლავებზე ხელი მომკიდა, ბოლო დონეზე მომიჭირა და კედელს ზურგით მიმანარცხა, ტკივილისგან ამოვიკნავლე, უცბად შვება ვიგრძენი ბიჭების მიერ. მიშოსა და რეზის გაეყვანათ გარეთ ბაგრატიონი, ლეოც მათ გაჰყვა. ანუკი და ნია მე მომმვარდნენ, სამივემ ორ გზის გავლანძღეთ ბაგრატიონი. ბოლოს ფანჯარაში გადავიხედე და დავინახე,თუ როგორ გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე, ლეომ ხელები მაღლა აწია და რაღაცეებს ამბობდნენ. იმ დღეს ისეთი ახალი არაფერი არ მომხდარა.
დილას გავიღვიძე, ტატო ისევ ვერ ვნახე, ეს ბიჭი რა დაიკარგა, სულ გადარია რა ამ სამსახურმა.სკოლიდან, რომ გამოვალ,აუცილებლად უნდა წავიდე ოფისში. დილის პროცედურები ჩავიტარე, შინდისფერი All stars-ის კედები, ამავე ფერის მოტკეცილი კაბა და ჩანთა მოვირგე. გრძელი თმა კი კოსად ავიკარი,უბრალო ტუჩსაცხი წავისვი და ვსიო მზად ვარ. დღეს ალბათ ყველა დამაკვირდება, იმ ღამის გამო. ფუუფ, როგორ მეზიზღება ეს ბაგრატიონი, კიდევ კარგი მკლავი არ დამილურჯა,არა ამდენს როგორ ბედავს,ეგ უნამუსო. სკოლაში წასასვლელად დღეს ნიამ მომაკითხა. სახლი გადავკეტე და მანქანაში ჩავჯექი.
-წავედით ? - შემომეება კითხვით ნია.
-ჰო,ოღონდ პირდაპირ კლასში შევიდეთ,თორემ ბავშვების თავი არ მაქვს,გთხოვ რა- ვთხოვე მე.
-ოუქეი, მაშინ ტატოს პრინეცასას დაურეკე და უთხარი,რომ კლასში დაგვხვდეს- იმაიმუნა ნიამ.
-ოჰ, ლეოს გოგოვ ამოვიდგით ენა ? სულა ანუკიზე და ტატოზე,რომ ლაპარაკობ - დავიცავი ანიჩკა.
ტელეფონზე დავურეკე ანუკის და შევატყობინეთ. სკოლაში უკანა კარიდან შევედით, კლასში უცბად ავირბინეთ და მერხებს მივუსკუპდით. კიდევ კარგი ბევრი ბავშვები არ არიან დღეს. გაკვეთილებმა ჩვეულებრივ ჩაიარეს. გოგოებს დავემშვიდობე და სახლისკენ ავიღე გეზი, სახლში მივედი, შევჭამე, ვიმეცადინე და მოვემზადე ოფისში წასვლისთვის. ოფისში ძალიან მკაცრი წესებია, ამიტომ მაღლები და კაბა უნდა ჩავიცვა აუცილებლად. არჩევანი კრემისფერ მაღლებზე, კრემისფერ მუხლებამდე ქვედაბოლოზე და შავ ბრეტელებიან, თავისუფალ მაიკაზე შევარჩიე. ამჯერად თმა ცხენის კუდად ავიკარი, მსუბუქი მაკიაჟი და ვსიო მზად ვარ. ოფისის პირად მძღოლი გამოვიძახე და მანაც მომაკითხა.
-როგორ ხართ მერაბი ბიძია ? - ღიმილით მოვიკითხე გულკეთილი,ხანშიშესული მამაკაცი.
-არამიშავს ნინა, შვილო შენ როგორ ხარ ?- ღმილითვე შემომეგება ჩემი ბუთხუზა კაცი.
-მეც ასევე - ვუპასუხე მე.
-მოკლედ ეს შენი ძმა კიდე ცოლის მოყვანას არ აპირებს ხომ ? ვინმე თუ უყვარს ? მაგას მე რა ვუთხარი, სულ კომპანიის საქმეებშია- წაიბუზღუნა საყვარლად.
-არის ერთი გოგო,მაგრამ არ ჩქარობს ალბათ- გავუმხილე პატარა ნაწილი.
-ალბათ ისიც შენნაირი მოწესრიგებული,განათლებული და ლამაზი გოგონა იქნება- წარმოიდგინა მერაბმა.
ამ ლაპრაკში გართულები, ძლივს მივხვდით,რომ დიდი მაღალი შენობის წინ ვიდექით. მანქანიდან გადმოვედი და შენობაში შევედი, რათქმაუნდა ყველაფერი წესრიგშია. თბილად მესალმება ყველა,რათქმაუნდა,მე ხომ ამ კომპანიის 45% მეკუთვნის, რა ჩემია,როცა ჩავაბარებ გამოცდებს, მეც გავხდები ქორწილების გაფორმების უფროსი.
-ქალბატონო ნინა როგორ ბრძანდებით?-მესალმება თიკო.
-კარგად,მადლობთ, თქვენ როგორ ხართ ?- პასუხს ვუბრუნეებ.
-მადლობთ კარგად- მიღიმის.
ჩემი ძმის,ანუ უფროსის კაბინეტში უნდა შევსულიყავი, როცა თავის თავზე შეყვარებული ვატო მიახლოვდება, ფუუ როგორ ვერ ვიტან ღმერთო,ამ კომპანიის დაარსებაში მამაჩემს მისი მეგობარი,ბატონი შალვა დაეხმარა,ამიტომაც მისი შვილიც მუშაობს,მუშაობს რა 5% პროცენტი მას ეკუთვნის, ადრე 10% ეკუთვნოდა,მაგრამ რარაც უმსგავსობა ჩაიდინა და მე მომცეს ის 5% პროცენტი,მას ბავშვობიდან ვუყვარვარ, მაგრამ მე მეზიზრება, ატანა არ მაქვს, ისეთი ამაზრზენია.უხეშად გადავკოცნე.
-ოჰ ნინა როგორ გიკითხოთ ? დაივიწყე შენი რომეო ?- იღრიჭება.
-გაფრთხილებ,მეორედ ის აღარ ახსენო,თორემ გაგანადგურებ, ახლა კი მომშორდი შე თავხედო, მხოლოდ მამაჩემის ხათრით გიტანთ მე და ჩემი ძმა,რომ არა ბატონი შალვა, აქ ასე თავისუფლად ვერ იპარპაშებდი და ვერც ასე ტავხედურად ვერ გაბედავდი მოქცევას, სირცხვილია,რომ შენ მისი შვილი ხარ,ახლა კი გამატარე- შევუღრინე, გავწიე და კაბინეტში შევედი, კარები კი სახეზე ავალეწე.
-ოჰ, რა იყო გოგო კარები რომ ჩამოიღე ?- მკითხა ტატომ.
-ვატო იყო, როგორ ვერ ვიტან რა- მთელი ზიზღით ვთქვი.
-აუ მაგ სი@მა კიდევ ვერ გაიგო,რო უნდა გაგანებოს თავი,მაგას მოუვუ@@ნავ გამზრდელს ეე- შეიღრინა ტატო.
-კაი გაანებე რა თავი, მოკლედ რისთვის მოვედი- მუშაობაზე უნდა მეკითხა და თან მონატრებაზე.
-ჰა ? ახალი კაბა ? ახალი ფეხსაცმელი ? თქვი რა- დაიწყო კითხვების დასმა.
-მოკლედ მუშაობა მინდა რომ დავიწყო, ახლავე ჩავაბრაებ ყველა გამოცდას, მინდა,რომ დავიწყო,გთხოვ რა, ხო იცი რომ ყველაფერი კარგად ვიცი ? გთხოვ ტატ და ანუკისტან საქმეს ჩაგიწყობ, გთხოვ- შევევედრე ჩემს საყავრელ ძმას.
-ჰო კარგი,მაგ საქმეს მე მოვაგვარებ, ოღონდ გამოცდები უეჭველი უნდა ჩააბარო, წადი ეხლა სახლში და შეგატყობინებ გამოცდებზე კარგი ? მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს კარგი ?- მითხრა ტატომ
-ოუქეიი,მიყვარხარ-მოვესიყვარულე მე.
კაბინეტიდან გამოვედი და რას ვხედავ, ოჰ არ არსებობს!

მგონი ძალიან დაგაინტრიგეთ :დ



№1 სტუმარი ჩეპე

დადე მალე რა

 


№2 სტუმარი Kilasonia555

Mokled ra Es bagrationi dzaliAn at gaablatovo

DzaliAn kargad wer,imedia bagrations amaze metAd ar gaaablataveb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent