შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (19)


14-07-2016, 19:11
ავტორი natia_888
ნანახია 1 992

***
თავიდან, როცა მოსაწვევი გავხსენი და მასში სანდროს სახელი ამოვიკითხე ჩემს თავს ვუთხარი, არსადაც არ წახვალმეთქი, მაგრამ შემდეგ, როცა მოსაწვევი ყველა ჩემმა ახლობელმა მიიღო დავფიქრდი, იქნებ სწორედ ამ მოსაწვევის წყალობით დასმოდა წერთილი მთელ ამ გაუგებრობას.
პარასკევი საღამო იყო... გარეთ თბილოდა, მაგრამ არ ცხელოდა... უკვე მწუხრი ჩამოწოლილიყო, მე კი სარკის წინ ვიდექი მუქ ლურჯ, თხელ ატლასის კაბაში გამოწყობილი,რომელსაც მთელი ზურგი მოშიშვლებოდა... სხეული დაძაბული მქონდა და ამის მიზეზი მხოლოდ ის სახიფათოდ მაღალი ქუსლები, რომლებზეც ვიდექი არ გახლდათ... სწორი, წელამდე გაშლილი თმა აბრეშუმივით მიბზინავდა და ჰარმონიაში მოდიოდა ტუჩებზე თხლად წასმულ საცხთან... ვიდექი ასე გახევებული, ვუყურებდი ახალგაზრდა ქალს და ვგრძნობდი, რომ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მელოდა წინ.
ტელეფონი აწკრილადა და მეც ფიქრებიდან გამორკვეული მოვშორდი სარკეს:
„კატ ქვევით გელოდები“ - წერეთელის შეტყობინება წავიკითხე თუ არა სახლიდან გავედი და ფრთხილი ნაბიჯით დავეშვი კიბეზე.
- ვოვ... - ნიკას რეაქცია არ გამკვირვებია... სულ რომ ძონძებში გამოწყობილი ვენახე, მაინც რა ლამაზი ხარო მეტყოდა.
- მართლაც რომ ვოვ... - აი ნიკა კი მართლაც თვალისმომჭრელად სიმპატიური იყო. - რაიყო ბიჭო, ცოლი ხო არ მოგყავს? - სიცილით ვუთხარი.
- რაღადროს ჩემი ცოლია, დავბერდი კაცი. - თვალი ჩამიკრა და მანქანის კარი გამიღო. - აი შენ კი დღეს აჯობებს თავლი არ მოგაცილო.
- ვითომ რატომ? - ეშმაკურად გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
- მოგიტაცებენ ისეთი ლამაზი ხარ. - ალმაცერად გამიღიმა და კარი მოხურა. როცა საჭესთან თავისი ადგილი დაიკავა, მის რეპლიკას გამოვეხმაურე.
- როგორც ყოველთვის აჭარბებ.
- კაწენკა, გაჩუმდები ახლა თუ გავიხსენო შენი სასიყვარულო თავგადასავლები.
- ვიღაცამ რომ მოგისმინოს, ბიჭებზე მონადირე ვეგონები. - შევუბღვირე.
- რატომ?
- სასიყვარულო თავგადასავლებიო ისე ამბობ, თითქოს შეყვარებულების არმია მყოლოდა.
- ყველა შენსავით შეჩვენებული კი არ არის, სასიყვარულო თავგადასავლის ხსენებაზე შეყვარებული დაელანდოს. ნორმალური ადამიანი თაყვანისმცემელს მოიაზრებდა.
- ნორმალურო ადამიანო დაძარით მანქანა თორემ ისედაც დავაგვიანეთ. - წერეთელმა გამომცდელი მზერა მესროლა პირდაპირ თვალებში და როცა მიხვდა დანებებას არ ვაპირებდი მანქანა დაძრა.
უცნაური ადგილი იყო სადაც მივედით. ბავშვებთან ერთად რესტორანში ათასჯერ მაინც ვყოფილვარ, თან სულ სხვადასხვაში, მაგრამ აქაურობა ჯერ არც მენახა და არც გამეგონა. ისეთი მშვიდი გარემო იყო, წამით ნერვიულობაც კი დამავიწყდა.
პატარა, ნათელი დარბაზიდან წყნარი მელოდია ისმოდა.
კარი ნიკამ შეაღო და ხელით შესასვლელისკენ მანიშნა.
- მხოლოდ თქვენს შემდეგ.
მეც უხმოდ შევაბიჯე დარბაზში და ინტერესით მოვავლე თვალი გარემოს. თეთრ ფერში გადაწყვეტილი სივრცე საოცრად მესიამოვნა.
როცა ამ „ჯადოსნურ სამყაროს“ თვალი მოვწყვიტე, ნაცნობი სახეებიც გამოჩნდნენ. სალო, დათო, თამო და ნია... ამ კოლექტივს ველოდი, მაგრამ როცა დათოს და სალოს მშობლებს მოვკარი თვალი გაკვირვება სახეზე ნათლად გამომესახა. კიდევ უფრო მეტად დედას და მამას დანახვა გამიკვირდა. რეზო და ნინაც კი აი იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ამერიკაში მეგონნენ.
- აქ რა ხდება? - ნიკას მივუბრუნდი.
- არ ვიცი კატ, მეც შენსავით გაკვირვებული ვარ. ან რეზო და ნანი როდისღა ჩამოვიდნენ?
- მოიცა რა, დედაშენი და მამაშენი ისე დაბრუნდნენ შენთვის არაფერი უთქვამთ? - ამას ნამდვილდ არ ველოდი.
უცებ მაკა ჩვენსკენ წამოვიდა. რაღაცის თქმას აპირბდა, მაგრამ არ ვაცადე.
- დე აქ რა გინდა?
- კატ წამო, ყველა თქვენ გელოდებით. - მაკამ თან წერეთელს გადაკოცნა.
- არ მეტყვი რახდება?
- ყველა ერთად გავიგებთ, თუ დამდებ პატივს და წამოხვალ.
- და ვინ გაგვარკვევს? - ადგილიდან არ დავძრულვარ.
- ვინც აქ შეგვკრიბა.
რაღათქმაუნდა სანდრო.
დედა წინ წავიდა, მე კი ნიკასთან ერთად მივუახლოვდი ნახევარწრედ მდგარ ჩემიანებს და მხოლოდ ახლაღა დავინახე მათ წინ მდგარი სანდრო.
სანდრომ დაჟინებით შემომხედა და თითქმის შეუმჩნევლად გამიღიმა.
- კეთილი... - ხმამაღლა წარმოთქვა ასათიანმა და ამდენი ხნის შემდეგ პირვლად დავინახე მის კისერზე გამოსახული მოზაიკა. თეთრი პერანგის პირველი ორი ღილი ჩაეხსნა და მიუხედავად პერანგსმიღმა გამქრალი თვალსაწიერისა, ნათლად წარმოვიდგინე მის დაკუნთულ მკლავზე გაგრძელებული მოზაიკა, რომელსაც მისივე ძლიერად მომუშტული ხელი აძლევდა დასაბამს. ასათიანმა მციე პაუზის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - მიხარია, რომ ყველანი აქ ხართ. ზოგიერთ თქვენგანს წესიერად არ ვიცნობ, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს აქ ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ შეკრებილი. არ მინდა ჩემი ეს გამოსვლა ბანალურად და მოსაწყენად მოგეჩვენოთ... მითუმეტეს ენაწყლიანობით დიდად არ გამოვირჩევი, ამიტომ შევეცდები მოკლედ ვთქვა, ის რისი თქმაც უკვე ერთი წელია მინდა.
ბიოლოგიური ოჯახი წლების წინ სამუდამოდ დავკარგე, და მას შემდეგ სრულიად მარტო დავიარები აქეთ-იქით. ასე ცხოვრება რთულია, რთული და მტკინვეული. ყოველდღე იმის განცდით იღვიძებ, რომ ქვეყნად არაფერია შენი, არსად გელოდებიან და არავის ადარდებს მოკვდები თუ იცოცხლებ. წლების მანძილზე ისე ვიღვიძებდი, აზრს ვერ ვპოულობდი გაღვიძებაში და მაშინ, როცა შევეგუე ამ ყოფას გამოჩნდნენ ადამიანები, ვისთვისაც ვიღაცად ვიქეცი. ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ოჯახივით არიან... ადამიანები, რომელებიც მირეკავდნენ და მკითხულობდნენ როგორ ვიყავი. თითქოს ხო არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რეალურად ეს ჩემთვის ყველაფრად იქცა...
სწორედ თქვენ ხართ ეს ოჯახი... თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ჩემს გაღვიძებას აზრი შესძინა...
ნიკა... - სანდრო წერეთელს მიუახლოვდა. - ახლა შეიძლება გძულვარ, გეზიზღები ან ფიქრობ, უნამუსო ადამიანიაო... სრული უფლება გაქვს მაგის, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ძმად მიმაჩნიხარ... ადამიანად, რომლის მიმართულებით ნასროლ ტყვიას დაუფიქრებლად შევუშვერ თავს. მაპატიე, მაპატიე იმ ლაჩრული საქციელისთვის. ვიცი შენს თვალში გამართლება არ მაქვს, მაგრამ დღეს შევეცდები აგიხსნათ ყველას ყველაფრის მიზეზი.
სამი წლის წინ, ამ დღეს სუპერმარკეტში ერთი ახალგაზრდა გოგონა დამეჯახა... - ახლა მზერა ჩემსკენ მოაბყრო. - თან დამეჯახა და თან გვარიანად გამომლანძღა. - ისე გაეცინა, მე რომ სუნთქვას მიკრავდა. - იმ დღეს ვიფიქრე, რა თავხედი და გადარეულიათქო... შემდგ კი ეს თვხედი და გადარეული გოგონა თავდავიწყებით შემიყვარდდა. - მომიახლოვდა... - შემიყვარდა ისე, რომ ოცნება ვისწავლე... შემიყვარდა ისე, რომ მისმა ღიმილმა გული გამალებით ამიძგერა. - თვალებში მიყურებდა... - შემიყვარდა ისე, რომ შემეშინდა. სამი წელი ვიყავი მის გვერდით, სამი წელი ვიყავი თქვენს გვერდით- თვალი ბავშვებს მოავლო. - უბედნიერესი სამი წელი, მაგრამ მაინც ვერ ვაჯობე შიშს... მეშინოდა რომ ქალს, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა და თქვენ, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს გულს გატკენდით. ამ თბილ, ოჯახურ გარემოს მიუჩვეველი ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც თქვენ. შემეშინდა რომ იმ ქალს ვერ გავაბედნიერებდი, რომელიც თავად მებედნიერებოდა.შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე იმიტომ წავედი, რომ შემეშინდა საკუთარი წარსულის და იმის რაც ამ წარსულმა მომცა. - კიდევ ერთხელამოებურცა ვენები და თვალებმა, რომელბით ცრემლით ჰქონდა სავსე მითხრეს, რომ ვუყვარდი. - ვიცი, ახლა არ გესმით ჩემი და ბუნებრივიცაა რომ არ გესმით.
წარსულმა წელმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა. როცა ცხოვრება რაღაცას გართმევს, აუცილებლად გჩუქნის სანაცვლოდ რამეს და ამ საჩუქარს ორი ხელით უნდა ჩაებღაუჭო. მე ცხოვრებამ წამართვა დედა, მამა, ძმა... ოჯახი, ბავშვობა, ოცდაერთი წელი წამართვა, მაგრამ შემდეგ ისევ მაჩუქა ეს ოჯახი, ძმა, არაჩვეულებრივი მეგობრები, საყვარელი ქალი და შანსი ვიყო ბედნიერი მათთან ერთად. მე კი ახლა, თუ რათქმაუნდა გვიან არაა, მინდა ორი ხელით ჩავებღაუჭო ამ საჩუქარს.
ბავშვებო, მაპატიეთ ჩემი ლაჩრობისთვის, მაპატიეთ რომ უთქმელად გავქრი იმ მიზეზით გული არ მეტკინა თქვენთვის და ამასობაში სწორედ რომ ტკივილი მოგაყენეთ.
ნიკა, მაპატიე რომ იმედები გაგიცრუე, მაგრამ გპირდები, აღარასდროს მოხდება ეგ, თუკი მეორე შანსს მომცემ... ჩვენს ძმობასაც და იმ ადამიანსაც, რომელიც შენთვის ასე მნიშვნელოვანია თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. - ახლა ველოდი, რომ ჩემთან მოვიდოდა, მაგრამ არა. – მაკა, სერგო... ეს გოგო - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. - ერთადერთია რაც მაცოცხლებს და გთხოვოთ მომცეთ უფელება, რომ ვიცოცხლო. - დედამ გაუღიმა და თავი ნაზად დაუკრა, მამამ კი ხელი მხარზე დაადო და უთხრა.
- ეგ გოგო ჩემი სიცოცხლისთვისაც უმნიშვნელოვანესია, და იცოდე შენი მიზეზით ერთ ცრემლს მაინც თუ დაღვრის მერე ჩემი ხელით წაგართმევ სიცოცხლეს. - მამას სიტყვებზე დიდი სითბო ვიგრძენი გგულში.
- გპირდებით, ეგ არასდროს მოხდება. - ნიკამ თავი დაუკრა და ჩემსკენ წამოვიდა. - კატო... - მთელი სხეული მითრთოდა. მომიახლოვდა და ჩემი ხელი გულზე დაიდო. - ჩემო პატარა ქალბატონო... ახლა რომ გითხრა რამდენად ძლიერ მიყვარხარ, აზრი არ აქვს, რადგა ყველაფერი დღესავით ნათელია. ჩემი ცხოვრება შენ გეკუთვნის მას შემდეგ რაც იმ კიბესთან დამეჯახე. თქმით კი მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრა. - გემუდარები მაპატიე ამ ერთი წლისთვის... შემიძია ერთი პირობა მოგცე. -აღარასდროს გატკენ გულს და შენს თვალს აღარასდროს დანამავს ცრემლი. და ერთი რამ გკითხო... - ასათიანმა ჩემს წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა და წყლიანი თვალები შემომანათა. - გამომყვები ცოლად?
როცა ეს სიტყვები ჩამესმა და ჩემს წინ მომარჯვებული ბეჭედი დავინახე სუნთქვა შემეკრა... ჩემს გაშემო ყველაფერი დატრიალდა და მუხლი მომეკვეთა. სანდროსთან ერთად ჩავიჩოქე. მისი ხელები ხელებში მოვიქციე და გულთან მივიკარი.
- დიახ! - ენაწართმეულმა მხოლოდ ესღა ვთქვი, მაგრამ ვთქვი ხმამაღლა და გარკვევით. ისე, რომ ჩემი სიტყვების ექო კიდევ რამდენჯერმე გაისმა დარბაზში.

***
ოვაციების ხმა გაბმით ჩამესმოდა ყურში...
სანდრომ ხელში წამომიტაცა და რამდენჯერმე ჰაერში დამატრიალა. შემდეგ მიწაზე დამაბრუნა, მაგრად ჩამიკრა გულში და ყურში ჩამჩურჩულა:
- არასდროს უშენოდ!!!


***
იმ საღამოს შემდეგ სამი წელი გავიდა.
ახლა ყველას ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს.
ჩემი პატარა ნათლული დაიბადა და როგორც ვამბობდი გოგონა, პატარა ნიკუნა.
სალოს და, ნიაკო გათხოვდა, ნიკას კი შეყვარებული ჰყავს.
ასათიანი და წერეთელი ნამდვილი ძმებივით არიან, იმდენად ზოგჯერ ვფიქრობ კიდევ კარგი ნიკა გოგო არაა, თორე ვიეჭვიანებდიმეთქი.
მე უნივერსიტეტი დავამთავრე და საკუთარი საადვოკატო ბიურო გავხსენი. სანდრომ თავისი კომპანიის ფილიანი თბილისშიც გახსნა და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია.
ახლა კი, სამი წლის შემდე ვსხედვართ მე და სალო იმ სავაჭრო ცენტრის კაფეში, სადაც ჩემს მეუღლეს შევხვდი, გაბერილი მუცლებით ყავას მივირთმევთ და ჩვენს ამ უცნაურ თავგადასავალს ვიხსენებთ...




P.S.
თუ ოდესმე იკითხავთ - რა არის სიყვარული?- გირჩევთ, პასუხს არ დაელოდოთ. თუნდაც ვინმემ შეძლოს და სიტყვებით გადმოგცეთ ამ გრძნობის მნიშვლელობა, ძალიან მალე თავად აღმოაჩენთ რომ მოგატყუეს... განა განზრახ, განა შეგნებულად, არა, ყოვლად უნებლიედ და გაუაზრებლად. სინამდვილეში არც კი მოუტყუებიხართ. უბრალოდ საქმე ისაა, რომ სიყვარული არსებობს ჩემი, შენი ან მისი, მაგრამ არასდროს ჩვენი. შეიძლება მე ჩემი სიყვარულის ორი ან სამი ისტორია მოვყვე, მაგრამ არცერთი მათგანი დაემთხვევა თქვენსას, არც თქვენსას და არც ვინმე სხვისას... არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი კითხვაზე- რა არის სიყვარული?- თითოეული ადამიანი თავად პოულობს საკუთარ პასუხს... მხოლოდ ის შეგიძლიათ დანამდვილებით იცოდეთ, რომ სიყვარული ეს უბრალოდ აბსტრაქციაა, არ არსებობის ყველაზე მკაფიო გამოვლინება. რაც უფრო მეტად ცდილობ იგრძნო, მით უფრო იბნევი....
ფიქრმა ცხოვრებაზე, არსებობასა და არარსებობაზე შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთ... ცხოვრება, ერთი დიდი წიგნია, ჩვენ კი ამ წიგნის მწერლები, მკითხველნი და ამავდროულად პერსონაჟები ვართ...

THE END

...............................

ესეც ჩემი პირველი "ჰეფიენდი" :)

კეთილი დასასრულის წერას მიჩვეული არ ვარ, ასე რომ თუ ცუდი ან ზედმეტად ბანალური გამომივიდა მაპატიეთ :)

ველი თქვენს შეფასებებს, ძალიან მანიტერესებს პირველმა "ჰეფიენდმა" რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ.

მიყვარხართ



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცარი.. ვგიჟდები ასეთ კარგ დასასრულებზე.. კარგი იყო ძალიან სასიამოვნო და მაგარიი წასაკითხი იყო.

 


№2  offline წევრი natia_888

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent