მზის ჩასვლა (თავი ოცდამეერთე)
ნინას და ელეს ლექციები ადრე დაუმთავრდათ და გადაწყვიტეს მათ საყვარელ კაფეში შესულიყვნენ, რომელიც იქვე ახლოს იდგა უნივერსიტეტთან. -რას შეუკვეთავთ? ჰკითხა მიმტანმა. -კაპუჩინო და თქვენი საფირმო ვაშლის ჯემიანი ფუნთუშა ორი ცალი. შენ რას შეუკვეთავ ნინა? -კაპუჩინო და შოკოლადის ნამცხვარი -ახლავე მოგართმევთ. გაუღიმა მიმტანმა და წავიდა. -ნინა. ნახე გაიღიმა და ახლავე მოგართმევთო. ჩასჩურჩულა ელემ ნინას. -ჰო. რა კარგია ძველი მიმტანი რომ წავიდა. ისეთი სახით იყურებოდა მადა მეკარგებოდა. ძველი მიმტანის გახსენებაზე ორივეს გაეცინა. შეკვეთა მალე მოიტანეს. -ნიინ ამ საღამოს კლუბში წავიდეთ. ბექასაც უთხარი. თან ხვალ შაბათია -მეეჭვება მოიცალოს. აუ არადა ძალიან მინდა წამოსვლა. -სცადე რა იცი რა ხდება. ნინას მობილურზე ზარის ხმა გაისმა. -ხო ბექა -რა შვები როგორ ხარ ? -მე კარგად . შენ ? -მეც კარგად. იცი, დღეს ადრე მოვრჩი საქმეებს და ვიფიქრე სადმე ხომ არ წავიდეთ თქო -მართლა? რა კარგია. უნივერსიტეტთან რომ კაფეა იქ ვართ მე და ელე . მოხვალ? -კი, 20 წუთში მანდ ვარ. -კაიც გელოდებით -ბექა მოვა? კითხა ელემ -ჰო, სამსახურიდან ადრე გათავისუფლდა -რა კარგია. კლუბში წასვლის ამბავიც შევაპაროთ. -კაიც. აუ ელე. ძალიან მომენატრა ბათუმი. მამა, ლიზა ტყუპები და მარიამი. -მეც ძალინ მომენატრა იქაურობა. ცუდია, რომ მარიამი ჩვენთან ერთად არ არის. -რას ვიზამთ. როგორც იქნა ეგ და ლუკა ერთად არიან, მთავარი ეგაა -ჰო, მიხარია ერთად რომ არიან. აჰა , შენი ქმარიც მოვიდა. უთხრა ელემ , როდესაც მათკენ მომავალი ბექა დაინახა. ბექა ელეს და ნინას მიესალმა და ნინას გვერდით ჩამოჯდა. -დღეს სამსახურში უნდა დაბრუნდე? -არაა, მთელი დღე შენი ვარ. უპასუხა ბექამ და ნინას ტუჩებში აკოცა. -ძალიან კარგი. ერთი შემოთავაზება გვაქვს მე და ელეს. -ყურადღებით გისმენთ. -ამ საღამოს კლუბში წავიდეთ რა ? -კლუბში? -ჰო, ახალი კლუბი გაიხსნა . უთხრა ელემ. -კარგი დავფიქრდები -გთხოვ რა წავიდეთ. ერთხმად უთხრეს გოგონებმა -თუ ნინა მაკოცებს იქნებ დაგთანხმდეთ ნინა ბექას მოეხვია და აკოცა. -ანუ მივდივართ არა ?ჰკითხა ნინამ -რა თქმა უნდა. აი მოსაწვევები. -მოსაწვევები? -ჰო... თქვენზე ადრე გავიგე მაგ კლუბის გახსნის შესახებ დღეს სპეციალური საღამო ეწყობა, მეც მივიღე რამდენიმე მოსაწვევი. -აუ რა მაგარია. ქმარს კიდევ ერთხელ მოეხვია ნინა -საღამომდე შოპინგსაც მოვასწრებთ.თქვა ელემ -კარგია. ჯერ ჩემთან წავიდეთ და გამოვიცვალოთ. მგონი წვიმას აპირებს. -კაიც ნიინ. ბექამ მაგიდაზე ფული დატოვა და გოგონებთან ერთად წავიდა.ელემ და ნინამ მთელი დღე შოპინგში გაატარეს. ძალიან გაერთნენ. საღამოს გამოეწყვნენ და ბექასთან ერთად კლუბში წავიდნენ. იქაურობა ძალიან მოეწონათ. მშვენივრადაც ერთობოდნენ. ნინა და ელე მაკიაჟის შესასწორებლად საპირფარეშოში გავიდნენ. სწორედ მაშინ იხელტა დრო ირინამ და ბექასტან მივიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ჩუმად ადევნებდა თვალს. ირინა მთვრალი იყო -ბექა, მიხარია შენი ნახვა -მე კი იგივეს ნამდვილად არ ვიტყოდი -კარგი რა . არ მოგენატრე? ირინამ მასზე ჩახუტება სცადა. ბექა იშორებდა -ხელს რატომ მკრავ? იმ ლაწირაკი გოგოს გამო? რა ნახე მასში ასეთი? -ენა ჩაიგდე და ჩემს ცოლზე წესიერად ილაპარაკე, თორემ დავივიწყებ, რომ ქალი ხარ . ამ დროს მათ ნინა და ელე მიუახლოვდნენ. -აქ რა ხდება? ამას აქ რა უნდა? იკითხა ნინამ -ნინა ძვირფასო, გილოცავ ბექას ხელში ჩაგდებას , როგორც იქნა მიაღწიე შენსას, მაგრამ იმაში ნუ იქნები დარწმუნებული რომ სულ ერთად იქნებით -რაც გინდა ის თქვი. მეცოდები, უთავმოყვარეო და ხარ, სულით და ხორცით. ცოტაოდენი თავმოყვარეობა თუ მაინც დაგრჩა მოშორდი აქედან. -ნინას დაუჯერე და აქედან წადი სანამ გაგამელოტებ. უთხრა ელემ. ირინა ძალიან მთვრალი იყო, სიბრაზისგან აღარ იცოდა რას აკეთებდა, სცადა ნინასთვის დაერტყა, მაგრამ ხელი ააცილა, თავი ვერ შეიმაგრა და იატაკზე აღმოჩნდა. კლუბში ყველა მას უყურებდა. დაცვამ ის კლუბიდან გაათია. კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი. მართალია ბექას ნინას და ელეს ირინას გამოცენამ გუნება გაუფუჭა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. მალე სულ გადაავიწყდათ ეს ინციდენტი და მშვენივრადაც გაერთნენ, ცოტა დალიეს და ბევრი იცეკვეს. უკვე თითქმის დილის 4 საათი იყო. ტაქსი გააჩერეს და ელე სახლში დატოვეს.გარეთ წვიმდა. ნინა და ბექა ტაქსის უკანა სავარძელზე ისხდნენ. ბექამ ნინას ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.შემდეგ მის ბაგეს ხარბად დაეწაფა . -მოდი აქ ჩამოვიდეთ. -აქ? კი მაგრამ სახლიდან ხომ შორს ვართ. უპასუხა ნინამ -ცოტა გავისეირნოთ. ბექამ ტაქსისტს ფული გადაუხადა და გზა ფეხით განაგრძეს.წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა. ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და ჩუმად მიდიოდნენ. -როგორ მიყვარს გაზაფხულის წვიმა. თქვა ნინამ -მე კი შენ მიყვარხარ. ბექამ ნინა ხელში აიყვანა და იქვე მდგარ სკვერში მაგიდაზე დააჯინა. ნინას სველი კაბა ტანზე ეკვროდა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველ ხდიდა. ბექამ ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ტუჩზე აკოცა ნინას, ნინამაც აკოცა საპასუხოდ და ხელები მაგრად მოხვია. კაბის ქვეშ ხელი შეუცურა და მკერდზე მოკიდა. ნინას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ბექამ ის მაგიდაზე დააწვინა. ქუჩაში, სადღაც სკვერში იყვნენ და ეს გარემო კიდევ უფრო მეტ ექსტრემს სძენდა და სასიამოვნოს ხდიდა მათ ურთიერთობას. -მინდა რომ არასდროს დამთავრდეს ეს წამი. თქვა ნინამ და ბექას მიეკრო სახით -არასდროს დამთავრდება. * * * -ცოტა ძვირად დაგვიჯდა რომანტიკა არა? უთხრა ნინამ ბექას და სიცხის დამწევი წამალი მიაწოდა. -მერე რა . მაინც არ ვნანობ. უპასუხა ბექამ. ნინამ წამალი გამოართვა და ხელზე აკოცა. -ცოტა დაიძინე. გულ-მკერდის არეში ისევ გრძნობ ტკივილს. -არა , არა . კარგად ვარ . -კარგი დაიძინე. მე ცოტა ხნით ელესთან გავალ კარგი? მობილური ჩართული მაქვს თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. შენი ინჰალატორიც აქ დევს. -კარგი საყვარელო. არ ინერვიულო. -მალე მოვალ. * * * ნინა ელესთან ერთად ლიზას ელაპარაკებოდა სკაიპში -ესე იგი ირინა ვერ ისევნებს არა? ნახავს რაც მოუვა. -რას აპირებ ლიზა? კითხა ელემ. -იმ სარეკლამო სააგენტოს უფროსს ვიცნობ, სადაც ირინა მუშაობს. ვატყობ ჩვენი ძვირფასი ირინა უმუშევარი დარჩება. -ნამდვილად ღირსია. ზედმეტი მოუვიდა. კიდევ ბევრი მოვუთმინეთ.მოდი ჯობია სხვა, სასიამოვნო თემაზე ვისაუბროთ . ძალიან მომენატრეთ ყველანი. მამა და ტყუპები როგორ არიან? -კარგად არიან. ჩვენც ძალიან მოგვენატრე . ხომ იცით ორ კვირაში დანიელს და მარიანას ვნათლავთ და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ. ელე შენ და ლუკა ნათლიები ხართ, როგორც შევთანხმდით. -ერთი სული მაქვს ჩემს ნათლულებს როდის ვნახავ. ძალიან მომენატრა ორივე. -ნეტა ორი კვირა მალე გავიდეს. -მეც ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალთ. გოგონებო, უნდა წავიდე. დანიელი ტირის. -კარგი ლიიზ. მამა მომიკითხე და ზურაც. -აუცილებლად. კარგად. * * * ლიზამ ბავშვები დააძინა და ეზოში გამოვიდა. კიბეზე ჩამომჯდარი ზურა დაინახა, რომელიც ჩაფიქრებული იყო. ლიზა მის გვერდით ჩამოჯდა. ზურამ ქალიშვილს ხელი მოხვია. ლიზამ მას მხარზე დაადო თავი. -მამა, ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი. ცოცხალი ხარ და ჩემს გვერდით ზიხარ -18 წელი გავატარე შენგან მოშორებით, იმ დამპალი კაცის გამო.იმედი სრულად მქონდა დაკარგული. ცოლ-შვილი დამიხოცა, შვილთან დამაშორა... -ცოცხალი ვერ გამოაღწევს იმედია იქედან. მამა, ხომ აღარასდროს დავშორდებით? ხომ იქნები სულ ჩემთან? -გპირდები. ზურა შვილს ჩაეხუტა. მათ დათო მიუახლოვდა. ლიზა წამოდგა და ჩაეხუტა. -რა კარგია, დღეს ადრე დაბრუნდი . -ჰო. ერთი სული მქონდა როდის გნახავდით შენ და ბავშვებს. სად არიან? -ძინავთ. ძიძასთან დავტოვე. სახლიდან ლონდა გამოვიდა და თქვა რომ სადილი მზად იყო. სამივე სალხში შევიდნენ. * * * ორმა კვირამ მალე გაიარა. ნათლობისთვის ყველაფერი მზად იყო. ბექა, ნინა და ელეც ჩამოვიდნენ. დათო ძალიან გაახარა ქალიშვილის ჩამოსვლამ. ლუკამ და მარიამმა ტყუპები მონათლეს. დიდი წვეულებაც მოაწყვეს. რადგან უნივერსიტეტში არდადეგები ქონდათ ნინა და ბექა ცოტა ხნით ბათუმში დარჩნენ . ერთ საღამოს ლიზა ტელევიზორს უყურებდა. ბექა და ნინა მარიამთან, ლუკასთან და ელესთან ერთად სადღაც იყვნენ გასულები. ლიზას ტელეფონმა დარეკა -ჰო დათო გისმენ. -ლიზა, მოემზადე . ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა დაბადების დღეზე დაგვპატიჟა, ახლა სახლში მოვდივარ და ერთად წავიდეთ. -ნეტა ცოტა ადრე გეთქვა. კარგი , ახლავე გამოვიცვლი. ლიზა მოემზადა. ამასობაში დათოც მოვიდა. ბავშვები ძიძას დაუტოვეს და წავიდნენ. სახლს რომ ცოტათი გაცდნენ დათომ მანქანა გააჩერა,ლიზა გადმოიყვანა და სანაპიროზე გავიდნენ. -აქ რატომ გავჩერდით? -ლიზა, ნახე მზე ჩადის. რამდენი ხანია შენთან ერთად მზის ჩასვლისთვის არ მიყურებია. ცოტა ხანს აქ გავჩერდეთ. დათომ ლიზას ხელი მოხვია. -ლიზა, შარშან ამ დროს ერთი უიმედო კაცი ვიყავი, რომლის ცხოვრებაც მხოლოდ არებობა იყო. ცოცხალი მხოლოდ ნინას გამო ვიყავი. საკუთარი თავი კი მოსიარულე მკვდარი მეგონა. შარშან ამ დროს ამ სანაპიროზე დავინახე იისფერკაბიანი ანგელოზი, რაამქვეყნიურად ლამაზი არსება, რომელმაც ჩემს გულს საშუალება მისცა ამოსულიყო ჭაობიდან და კვლავ ჰქონოდა სიცოცხლის საშუალება. შარშან სწორედ ამ დროს , შენ მე გამაბედნიერე, რადგან დამთანხმდი ყოფილიყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი... ახლა კი ერთი წლის თავზე, მინდა კიდევ ერთხელ დავდოთ ფიცი, რომ სულ ერთად ვიქნებით და ერთმანეტს არასდროს დავშორდებით. დათომ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ლიზას თითზე გაუკეთა. ლიზა მას უსმენდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. დათოს ჩაეხუტა. -სულ ერთად ვიქნებით. მიყვარხარ. უტხრა მან დათოს. ცოტა ხანს იდგნენ სანაპიროზე ასე ჩახუტებულები. შემდეგ დათომ ლიზას ხელი მოკიდა და იახტების სადგომთან წაიყვანა. ისინი ერთ-ერთ იახტაზე ავიდნენ. -კი მაგრამ დაბადების დღე? -არავიტარი დაბადების დღე არ არსებობს ... მინდოდა ეს დღე არგვენიშნა. იახტაზე ნინა, ბექა, ელე ,ზურა მარიამი და ლუკა დახვდნენ ბუშტებით და სასმელით. ღამე იახტაზე გაატარეს. დათომ ცოლს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო. საგზური ჰავაიზე, კიდევ ერთი თაფლობის თვე. ამას კი ლიზა ნამდვილად არ ელოდა, სულ ოცნებობდა ჰავაის კუნძულებზე წასვლაზე. ის ღამე იახტაზე გაატარეს. რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გაფრენილიყვნენ ჰავაიზე. აეროპორტში ზურამ,ლუკამ, ნინამ და ბექამ გააცილეს.ლიზას ყველაზე მეტად ბავშვების დატოვება უძნელდებოდა. -ძალიან მომენატრებით . ნინა, გთხოვთ ბავშვებს კარგად მიხედეთ. -დამშვიდდი ლიზა , ნუ გეშინია, მე და ბექა არ მოვცილდებით ბავშვებს. თქვენ კი კარგად დაისვენეთ და კარგი დრო გაატარეთ. არაფერზე ინერვიულოთ. -მეც ძალიან მიჭირს ბავშვების დატოვება , მაგრამ სანერვიულო არაფერი გვაქვს სამუდამოდ ხომ არ მივდივართ. დაამშვიდა დათომ ცოლი -ჰო მართალია -აბა, მშვიდობიან ფრენას გისურვებთ. დაგვირეკეთ როცა ჩახვალთ. -კარგი ლუკა აუცილებლად. უთხრა ლიზამ და მეგობარს მაგრად მოეხვია. ყველაზე დიდხანს მაინც მამასთან იყო ჩახუტებული. უჭირდა კიდევ ერთხელ განშორება, მართალია დროებით, მაგრამ მაინც უჭირდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.