შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (ნაწილი მეექვსე)


15-07-2016, 00:30
ავტორი sophiaa
ნანახია 2 278

-აბა შენ იცი ეხლა ჩემო ცოლო. იქ არ დაიწყო სხვა ბიჭებისთვის თვალების ჟუჟუნი
-ასევე შენც. მე კი არ მაკითხავენ სახლში მომავალი ცოლები
ბენეს წასვლის წინ მთელი ძალით ჩავეხუტე. მან კი ისევ ტუჩებში მაკოცა. თვითმფრინავში ავედი ზუსტად 1 საათი უნდა მეფრინა

„2 კვირის შემდეგ“
2 კვირაა უკვე თურქეთში ვარ. დღეს ანკარაში ჩავფრინდით. ძალიან მომწონს აქაურობა იმდენად რომ დარჩენაზეც ვფიქრობ. სტამბულში მგონი მოვიწამლე. მთელი დღეა თავბრუ მეხვევა და გული მერევა. ან ფრენის ბრალია ან რამემ მომწამლა. უი ხო აქ ერთი თურქი ბიჭი გავიცანი. დედით ქართველია. სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა მაგრამ მე გათხოვილი ქალი ვარ. ახლაც მას უნდა შევხვდე კაფეში. აღმოჩნდა რომ მასაც ანკარაში ჰქონდა საქმე
-მერთ როგორ ხარ?
-რავი ნუციკო შენ? დალევ რამეს?
-წყალს მარტო, მთელი დღეა ცუდად ვარ
თურქულს ბავშვობაში ვსწავლობდი. ძალიან მომწონდა ეს ენა. შემდეგ უკვე სამსახურშიც დამჭირდა. ახლა ისე ვლაპარაკობ როგორც ქართულად
-ცუდად ხარ? წადი ექიმთან ანალიზი მაინც გაიკეთე. აქვეა სასტუმროს კუთხეში
-აუ ხო წავალ და ბარემ ანალიზს გავიკეთებ, რამე საშიში არ იყოს
-გინდა გამოგყვე?
-არა იყავი მალე მოვალ
სასტუმროს კუთხეში წავედი. რეგისტრატორს ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი. რიგში არავინ არ იყო ამიტომ პირდაპირ შევედი. ექიმი დაახლოებით 40 წლამდე კაცი აღმოჩნდა
-გამარჯობათ, რა გაწუხებთ?
-გამარჯობათ, დაახლოებით 3 დღეა თავბრუ მეხვევა და გული მერევა.
-კარგით, ახლა ცოტა უხერხულ კითხვას დაგისმევთ
-გისმენ
-ბოლოს ს*ქსი როდის გქონდათ?
ოუუუ ბენე.....
-დაახლოებით ორი კვირის წინ
-და რა სიხშირით გაქვთ?
-იცით.... ეს... ეს პირველი იყო.
-აჰამ კარგით ანალიზი გავიკეთოთ პასუხს 10 წუთში გეტყვით
10 წუთი ფოიეში ვიჯექი და სამედიცინო ჟურნალებს ვათვალიერებდი.
-მის ექიმი გეძახით
ექიმის კაბინეტში შევედი.
-ნუცა გათხოვილი ხარ?
-დიახ
-ოჰოო მაშინ გილოცავ ფეხმძიმედ ხარ
გარშემო ყველაფერი დატრიალდა. არ მახსოვს ნომერში როგორ ავედი. შოკირებული ვიყავი. მხოლოდ ერთხელ ვიწექი ბენესთან და დავფეხმძიმდი. არა ძალიან მიხარია რაც არ უნდა იყოს საყვარელი მამაკაცისგან ბავშვს ველოდები. მაგრამ ბენეს რა რეაქცია ექნება? იქნებ საერთოდ აბორტო მითხრას? გამორიცხულია ეს ჩემი პატარაა და მე გადავწყვიტავ გავაჩენ თუ არა. სასწრაფოდ საქართველოში უნდა დავბრუნდე
-ნუცა ვარ. სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე, გააუქმეთ ყველა შეხვედრა.
თბილისში მალევე ჩავფრინდი. პირდაპირ ბენეს სახლში წავედი
-ნუცაა? ჩამოხვედი უკვე? ესე მალე რატო?
-ადრე წამოვედი, რაღაც უნდა გითხრა
-მოხდა რამე?
-ბენე ორსულად ვარ
-მეკაიფები ხო?
-რას გეკაიფები მართლა ორსულად ვარ
ბენეს ისეთი რეაქცია ქონდა თითქოს მეთქვას კიბო მაქვსთქო. ძალიან ძალიან მეწყინა მისი რეაქცია.
-ჰმმმმ კარგი. როგორმე მოვაგვარებთ ამ პრობლემას ნუცა.
-როგორმე? მე ამ ბავშვის გაჩენას ვაპირებ, შვილის მკვლელი არ გავხდები
გარეთ გიჟივით გამოვარდი. იდიოტი, დეგენერატი და საზიზღარია. საკუთარი შვილი არ უხარია მერე რამ რომ არ ვუყვარვარ? მერე რა რომ შემთხვევით დავქორწინდით? ეს მისი შვილია მაგრამ არაუშავს თუ არ უნდა მხოლოდ ჩემი პატარა იქნება. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა
-მარიკა მოხდა რამე?
-მე მეკითხები ნუცა? ისე გათხოვდი არაფერი გვითხარი ახლა ბავშვს ელოდები. როდის აპირებდი თქმას?
-მარიკა დამშვიდდი
-მე შენი მარიკა არ ვარ, დედაშენი ვარ და წესიერად მელაპარაკე
-დედა არა? ეხლა გახდი ხო დედა? შენ დედაჩემი არ ხარ რით ვერ შეიგნე?
-ერთი წლის ასაკიდან მე გზდი. შენ ჩემი შვილი ხარ
-იცი რას გეტყვი დედაჩემი შენ გამო დაიღუპა.
ტელეფონი გავუთიშე და იქვე ბარდიულზე ჩამოვჯექი. ალბათ თქვენც გაინტერესებთ ეს ამბავი. 24 წლის წინ როდესაც დედაჩემი 23 წლის იყო ჩემზე დაფეხმძიმდა მანამდე ჩემი ძმა 7 წლის თოკო ყავდა. ძალიან ადრე გათხოვდა მაგრამ არასდროს უნანია როგორც ვიცი. დედა ჩემზე 7 თვის ფეხმძიმე იყო როდესაც მარიკა გადმოვიდა ჩვენთან მეზობლად. მამას ძალიან დაუახლოვდა. ეერთ დღეს დედამ საძინებელში შეუსწრო. სახლიდან ატირებული გამოვარდა, უეცრად კი მანქანა დაეჯახა. ჩემი გადარჩენა მოხერხდა მისი კი ვერა. აი ასე მომიკლა დედა ერთმა ბოზმა დედა. რომელიც ახლა თავს დედაჩემად ასაღებს.



№1  offline წევრი kora

მესმის ბენეს რეაქციის და არც ვამტყუნებ, მაგრამ, საშინლად არ მომეწონა შვილს პრობლემა რომ უწოდა. პატარა ბიჭი არაა და უნდა ხვდებოდეს რა მდგომარეობაცაა. მეგონა ამ ორ კვირაში ნუცა მოენატრებოდა მაინც, თუმცა...
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი Shore shore

Kargia es beNE ver ikceva kacurad mainteresebs ra moxdeba

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ალბათ ბენეს სხვისი შვილი ეგონა://
ველოდები გაგრძელებას.❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent