შემიყვარე (ნაწილი მეხუთე)
-მოიცა ვერ გავიგე? ბენეს ცოლი ყავს? -კი მე მისი ცოლი ვარ. ნუცა კაპანაძე გველნაკბენივით წამოხტა. სახლიდან გიჟივით გავარდა. არა ეს გოგო არ იყო ნორმალური. მალე ბენეც მოვიდა. ყველაფერი მოვუყევი -ვაიმე ნუცა , ძეგლი უნდა დაგიდგა ეგ გოგო რომ მომაშორე. გადამიყვანა უკვე ჭკუიდან -ბენე სახლში წავალ უკვე რაა, ძაან გვიანია -კარგი როგორც გინდა, გაგაცილებს -არა არა იყოს ფეხით გავივლი. არ ვიცი ეს რას ნიშნავდა მაგრამ ძალიან ახლოს მოიწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ეს რა გრძნობა იყო უბრალოდ ვერ ავღწერ. რომელ პეპლებზე და ჭიანჭველებზეა ლაპარაკი, მუცელში მთელი ზოოპარკი მქონდა. შეიძლება ბედნიერებისგან გულის გამსკდომოდა. -კარგად პატარავ -კარგად ბენე ისეთი დაბნეული და გაოცებული გამოვედი მეტი რომ არ შეიძლებოდა. მივაბიჯებდი მთვარით განათებულს ქუჩაზე და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. დაახლოებით ერთი კვკრკს წინ ვერც წარმოვიდგენდი რომ ბენეს შევხვდებოდი მაგრამ ახლა მე მისი ცოლი ვარ. რაც ძალიან სასაცილოა. „მეორე დილა“ სამსახურში გადარბენები მქონდა. რამოდენიმე კომპანიის დირექტროს უნდა შევხვედროდი -ქალბატონო ნუცა, ბილეთი დღეს 4საათისთვის დაგიჯავშნეთ -რაა? სად მივდივარ? -არ გახსოვთ? ყოველწლიური მოხსენებაა თურქეთში სასწრაფოდ უნდა გაფრინდეთ ოოო ღმერთო. რა ჯანდაბა მინდოდა ამ ბიზნესში საერთოდ? ამერჩია სამედიცინო. -ჰმმმ. კაი წავალ მე და ბარგს ჩავალაგებ რამდენი ხნით მივდივარ? -ერთი თვით -რაააა? რა ერთი თვე მეკაიფები ხო? რა მინდა დაქცეულ თურქეთში ერთი თვე? და რომელი ქალაქია ვაფშე? -ჯერ სტამბულში გაქვთ შეხვედრა, შემდეგ ანკარაში, ანტალიაში, იზმირში და ბოლოს ტრაპიზონში სახლში ბუზღუნით წავედი. არა საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, როგორ დამავიწყდა რომ მივემგზავრებოდი. გიჟივით ვყრიდი ტანსაცმელებს ჩემოდანში. ერთი საათის შემდეგ უკვე ქუჩაში ვიდეგი და ტაქს ველოდებოდი. -ნუცა სად მიდიხარ? -ოო ბენე გული გამისკდა. თურქეთში მივფრინავ -აუუ რამდენი ხნით ტო? -ერთი თვით -აუუუ კაი რააა. რა ერთი თვე? რას ელოდები ეხლა? -ტაქსს -რა ტაქსი გოგო? წამო მე გაგიყვან ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავით. რეგისტრაცია გავიარე. -მოიცა ეხლა რა გამოდის რომ საქორწინო მოგზაურობაში მარტო მიდიხარ? -ასე გამოდის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.