შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I ____ You (მეთექვსმეტე)


15-07-2016, 20:40
ავტორი khatuna
ნანახია 1 684

(თავი მეთექვსმეტე) /16/

ერთი წლის შემდეგ.

მარიამის დაბადება ყველას ძალიან გაუხარდა და თითქოს გადაიარა იმაზე ფიქრმა ,რომ მალე წაიყვანდნენ დედის სახლში და იშვიათად ექნებოდა ბავშვის ნახვის უფლება სანდროს, ან თუ ექნებოდა საერთოდ. თვითონ არც არაფერს კითხულობდა ამაზე , მაგრამ ნათიას არ ეზარებოდა ყოველ ორ წუთში შეხსენება, სანდრო მაშივე ისეთ სახეს ირებდა თითქოს არესმოდა აარავის ლაპარაკი. პირველას როცა აიყვანა ხელში , საერთოდ ადამიანების არსებობაც უარყო სანდრომ. გულზე ყავდა მიხუტებული და უნდოდა ასე გაგრძელებულიყო სამუდამოდ, თუმცა ეშინოდა და ამიტომ დიდხანს ვერ იჭერდა ხელში. არც ის სიამოვნებდა სხვები როცა ეფერებოდნენ , განსაკუთრებით ნათია. შეიძლება სანდრო არა , მაგრამ მარიამი ძალიან უყვარდა ნათიას , სანდროს ამას მაინც ვერ დააჯერებდი. სულ იმეორებდა გულში - ნეტა ვის ჯერა ამ ქალის ასეთი ქცევებისო. როცა რამე ემოციურს გაიგებდა ნათიას პირიდან. მარცხენა წარბს აწევდა ხოლმე და დამცინავ სახეს მიიღებდა ყველას დასანახად. ხელებს ისვამდა ტუჩებზე ვითომ სიცილს იკავებსო. ამ საქციელის და არა მარტო ამ საქციელის გამო ნათიამ სანდროს ბავშვი სნახვა აუკრძალა და თუ კიდევ მივიდოდა თათიასთან სახლში , სასამართლოში არა მარტო ცოლთან გაყრაზე არანმედ ბავშვის კვირაში ერთხელ ნახვაზეც შეიტანდა საჩივარს. არცერთ მუქარას არ უშინდებოდა სანდრო და ბავშთან როგორც ახერხებდ ამაინც დადიოდა ხოლმე. ერთ დღეს ძალიან იჩხუბა ნათიასთან, რასაც ფიქრობდა ყველაფერი თქვა, ძალიან უხეშად და უტაქტოდ ექცეოდა, ალბათ მხოლოდ იმითომ შეიკავა თავი ბოლოს რომ ნათია ქალი იყო. თან დედის ტოლა ქალი. თათიამ ძლივს გააჩერა ორივე და სანდრო სახლში გაუშვა. მხლოდ სანდრო არარის ჯიუტი , არც ნათიას გადაუთქვამს მუქარა და ცოტხანში სანდრო დაიბარეს სასამართლოში. ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს სანდრო და თათია. თავიდან არაფერი ისმოდა ბავშვის ამბავზე მაგრამ მაინც გადავიდა ლაპარაკი ამ თემაზე და ნათიამ საოცრად შეალამაზა ყველა კამათი რაც კი სანდროს და მის შორის მომხდარა აქამდე , ისე რომ სანდროს ადვოკატმაც ძლივს მახერხა ისე გაეკეთებინა რომ კვირაი ორჯერ მაინც ენახა ბავშვი მამას. ცოტა დროის შემდეგ სანდროს უამრავი საქმე დაუგროვდა სამსახურში , სულ ამბობდა - რას გავიგიჟე ეხლა თავი ამ ვითმ კარგი დირექტორის როლის თამაშითო. შაბათ - ვირასაც არ ისვენებდა ხლმე და ამითომ ძალიან იშვიათად თუ ნახულობდა მარიამს. მარინა ურეკავდა ხოლმე თათიას და ეუბნებოდა ძალიან ენატრება სანდროს ბავშვიდა თუ შეიძლება სხვა დღეს მოვიდესო. თითქოს თათიას "კერავდა" მაგრამ თათიას ხო ისედაც უნდოდა რომ სულ მისულიყო სანდრო. ერთხელ თათიამ დაურეკა სანდროს, უქმე დღე იყო, იცოდა რომ უნდა მისულიყო სანდრო, მაგრამ ტელეფონზეც იჩხუბეს.

- იცი ვერ მოვალ. არ მცალია. ბევრი საქმე მაქვს სამსახურში , უქმეებზეც ვერ ვისვენებ , ერთ დღეს ძლივს ვაბარებ ხოლმე ყველაფერს გუგას , მაგრამ მაგ დღეს ფიულერი უარზეა. როგორც გითხრეს სასამართლოში ისე მოიქეციო.
- ფიულერი არა. სიტყვები შეარჩიე დედაჩემზე ნუ ლაპარაკობ ეგრე. ეჩხუბები და აბა რას იზავდა.
- მე ვეჩხუბები?! ვეჩხუბები კაირა მეშინია ხელი არ დამარტყას ხოლმე, მაგას ბავშტან როგორ აჩერებ. ჯერ არ დაბადებულა და უკვე უფლებებს ურღვევ. იქნებ თვრამეტ წლამდე არ გაგვეცნო ეგ გებელსი ბავშვისთვის. მერე თითონ გადაწყვიტავდა უნდოდა თუ არა ეგეთი ბებია.
- კარგიი დამშვიდდი. როცა გეცლება მაშინ მოხვალ და ნახავ არსად არ მიმყავს მე.
- ხო არა?! აბა მე მყავდეს და შენ არ განახებდე როგორ იქნებოდი.
- რას ვიზამთ თუ შენმა სახელმა არ გაჭრა სასამრთლოში. იცი რა არის ..
- სანამ პატარა გოგოსავით მოქცევას არ დაანებებ თავს და დედაშენის ჭკუაზე სიარულს თავს არ დაანებებ მანამდე ბავშვს ამმა არეყოლება და დედა ისეთი რომ ფაქტიურად აჯობებს არც ეგ არ ყავდეს. დაიმახსოვნე შენ თითონ დედა ხარ უკვე და ცხოვრებას უფრო მეტად გინგრევენ შენზე უფროსი კომუნისტი ადამიანები! ხოვერ შემახსენებ საუკუნეს როცა შვილები ამრტო დედებს უყავრდათ და მამებს გვარის გასაგრძელებლად ჩირდებოდათ მხოლოდ. (გაუთიშა.)


სანდროს სიტყვებმა გააბრაზა თათია , მაგრამ გაბრაზებამ მაშინ გადაუარა როცა აღელვებულზე ფიქრი შეწყვიტა. მალევე მიხვდა სანდრო რომ მართალი იყო და უნდოდა გადაერეკა მისთვის მაგრამ ვერ გაბედა და მარინას უთხრა მე მოვიყვან მარიამსო.
ახლა უკვე თათიას დაყავდა ხოლმე პატარა , სანდროსთან. ნათიასთან კამათი მოსდიოდა ამის გამო მაგრამ წასვლას მაინც ახერხებდა ხოლმე , სანამ ნათია სხვა ხერხით არ ეცადა თათიას სახლში დატოვებას.

- მე ავუკრძალე აქ სიარული და ეხლა ბავშვი იქ უნდა მიუყვანო ხოლმე?
- მამასაც ასე ექცეოდი?
- რა?
- მამაჩემსაც ასე ექცეოდი მეთქი?
- რა შუაშია აქ მამაშენი.
- დაშორებულები როცა იყავით , ასე აწვალებდი.. მახსოვს ბევრი რამ.. როგორ დაიტანჯა... და მოდი ყველაფერს ნუ გავიხსენებთ.. მე არ მოვექცევი ადამინს სიე როგორც შენ ექცევი.
- ისე იქცევი თითქოს გჯერა რომ უყვარხარ.
- არ მაინტერესებს მე ვუყვარვარ თუ არა. მარიამი მისი შვილია და უნდა ნახოს ხოლმე. არავინ იცის როდის დავკარგავთ საყავრელ ადამიანს და ხშირად უნდა ვიყოთ მათთან.
- არც მარიამი უყვარს.. საერთოდ რაიცის სიყვარული.. რაღაცას გამოხატავს მისი ძვირადირებული საჩუქრებით..ასე ბავშვს თავს ვერ შეაყავრებს.. მოიტანს საჩუქრებს და მოვალეობა მოხდილი აქვს.
- საჩუქრები ცუდია?
- შენი შვილიც ისეთი გაიზრდება როგორიც ის ვაჟბატონია. ფულზე დახამებული და ამაყი.
- ეგ სიტყვები ღარიბმა ხალხმა მოიგონა. მახინჯებმაც ხომ მოიფიქრეს რომ ლამაზები უტვინოები არიან. რა არის იმაში ცუდი რომ ფულიანი მამა ეყოლება. კარგი ცხოვრება მაინც ექნება. ჩემსაზე უკეთესი მაინც.
- არვიცი რა დაგაკელით მე და მამაშენმა. რითი ხარ უკმაყოფილო?!
- სიყვარული დამაკელით.
- ამას არ უნდა მეუბნებოდე.
- კარგი , მაშინ იმასე გეტყვი , რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს უკვე და პატარაც აღარ ვარ. მე უკეთესად ვიცი რა უფრო კარგია მარიამისთის. - ნათიამ შეწუხებული სახე მიიღო , მაგიდიდან ჟურნალი აიღო და იფრიალებდა , გულზე იდებდა ხელს, თითქოს ცუდად გახდა.
- რა გჭირს?
- რაუნდ ამჭირდეს , შენს ხელში.
- როცა მოვალ მერე გახდი ცუდად.. წავედი მე.
- დედას გირჩევნია ის ვაჟბატონი?!
- არა.
- ნეტა რა აქვს ასეთი რო გადაირიე. ღირსი იქნები შენმა შვილმა მამასთან ცხოვრება რო აირჩიოს.
- მეც ავირჩიე მამასთან ცხოვრება მაგრამ ვერ წაგართვეს ჩემი თავი. ვერც მე წამართმევენ მარიამს.


ახლა მარინაც ხშირად ხედავდა მარიამს. სანდროც გახარებული იყო. არა მხოლოდ იმიტომ რომ მარიმას ხედავდა ხშირად, არამეც იმიტომ რომ თათია დაითანხმა ბავშვის თავის სახლში მოყვანაზე. თან იცოდა რამხელა ომის გამოვლა მოუწევდა ნათიასთან. თათია და მარინა ერთად "ჭორაობდნენ" ხოლმე. სანდრო მარიამს ეთამაშებოდა. სანამ მარიამი არ დაიბადა არ შეუმჩნევია თათიას სანდროსთვის ასეთი თბილი თუ იყო. თუმცა როცა მარიამს წაიყვანდნენ , ძველ სახეს უბრუნდებოდა ხოლმე.
ეს ერთი ციდა ბავშვიც ისეთი ბედნეირი იყო მამასთან. როცა მიყავდათ სანდროსკენ იწევდა ხოლმე. სულ სიცილი უვარდებოდა მამიკოს დანახვისას , სხვა დროს კი ძალიან იშვიათად იცინოდა ხოლმე. ფრაზაზა - გისმენ სანდრო. ყურები ქონდა დაცქვეტილი. ტელეფონი როცა რეკავდა სულ ეგონა სანდრო იყო და ცდილობდა მისი სახელის თქ,ასაც , თუმცა ჯერ მაინც ძალიან პატარა იყო ამდენისთვის. თუ იმას არ ჩავთვლით რომ სანდროსთან ძალიან ერთობოდა მარიამი , მაშინ ზუსტად მამის ნაირი ხასიათი აქვს.. არც ეცინება სანამ არ შეუღიტინიებ და მერე ესეც ბეზრდებოდა ხოლმე. ბურტყუნებდა თავისთვის რაღაცეებს გაბრაზებული. შავგვრემანი იყო, პატარა აპრეხილი ცხვირით , დიდი ბუთქუნა ტუჩებით და რაც მთავარია ცისფერი და მწვანე თვალებით. შერეულად არა .. ცალ - ცალკე.. ერთი ცისფერი, მეორე მწვანე. როგორც სანდროს.

***
ღამე იყო , სანდრო მანქანით მიდიოდა სადღაც , მუსიკა ხმამაღლა იყო ჩართული მანქანაში, უკანა სავარძელზე მარიამი იჯდა თავის სათამაშებთან ერთად. ხანდახან გახედავდა ხოლმე ბავშვს , მოეფერებოდა ხოლმე ხელებზე და მერე ისევ გზას გააგრძელებდა. დიდი ხანი დადიოდა ასე, ზუსტად არც იცოდა სად მიდიოდა , გზაზე არავინ იყო მის გარდა.. ნისლიანი იყო იქაურობა ძლივს ხედავდა მანქანიდან გზას. ბურუსი იფანტებოდა მანქანის შუქი როცა უახლოვდებოდა , მარიამი რაღაცას ბურტყუნებდა , თითქოს წუხდა , სანდრომ გახედა , თავდიან ვერაფერი შეატყო მერე მისკენ გადავარდნილი სათამაშო დიანახა და ისევ მარიამს დაუბრუნა. აქეთ როცა გამოიხედა , ნისლი აღარ იყო , შორს ვიღაც კაცი იდგა , ჯერ კიდევ ბევრი ეკლდა მანქანას იქ მისასვლელად მაგრამ მაინც ჩანდა ნაცნობი სილუეტი. მანქანა აარიდა , მაგრამ ახლა აქეთ გადმოიწია კაცმა , მანქანის გაჩერება უნდოდა სანდროს მაგრამ , მუხრუჭის პედალს ფეხს ვერ აჭერდა , ძლიერად აწვებდა მაგრამ მაინც ვერ ერეოდა. მერე პანიკაში ჩავარდა , ის კაცი მანქანას უახლოვდებოდა , მანქანის კი ვერ აჩერებდა სანდრო.. ისეთი შეგრძნება ქონდა რომ ბოლო წუთს დაამუხრუჭებდ ამაგრამ მაინც არაფერი გამოდიოდა , კაცი ერთ ადგილას გაჩერდა ,საითან გადაუხვევდა სანდრო ისიც იქით იწევდა. ორ წამში იმ კაცის სახეც იცნო და საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი , როცა გამოფხიზლდა უკვე ძალიან ახლოს იყო , მანქანის კარები გააღო და გადმოხტა. არც დაუნახავს მანქანას რა მოუვიდა. გზაზე ეგდო , გაუხარდა როცა იგრძნო რომ ცოცხალი იყო , წამოდგა , მხოლოდ მარცხენა ხელი ტკიოდა და შუბლიდან სიხლი მოსდიოდა.. დიანახა მანქანას ბოლი ასდიოდა , ხეს დაჯახებია .. არც ადარდებდა მანქანის დამტვრევა , რაც მთავარია გადავრჩიო , მუხლებში სისუსტე იგრძნო და მუხარა , გზაზე მარიამის სათამაშოები ეყარა. ნელა გასწორდა ერთი სათამაშ ხელში აიღო და გაახსენდა რომ ბავშვი მანქანაში დატოვა. არც კი უნდოდა გაფიქრება რა შეიძლებოდა მოსვლოდა. ტკივილი დაავიწყდა და მანქანისკენ გაიქცა სასწრაფოდ. ძალიან შორს არიყო მანქანა მაგრამ გზა არ თავდებოდა.. როგორც იქნა მივიდა მანქანსთან , უკანა კარებს ვერ აღებდა , ფანჯრები ისე იყო დაბურული რომ შიგნდან არაფერი ჩანდა.. წინა კარები გააღო და უკან გადაიხედა , არავინ იჯდა მანქანში. გადმოვიდა და წინ ის კაცი იდგა , ხელში მარიამი ყავდა აყვანილი.. ბავშვი სანდრსკენ იშვერდა ხელებს , სანდრო მისკენ გაიქცა მაგრამ შუა გზაში ჩაიკეცა და ფეხზე ვეღარ დგებოდა... ამ დროს გამოეღვიძა , ამ სიცივეში სულ ოფლიანი იყო , გული უფანცქალებდა, არასდროს სჯეროდა სიზმრების მაგრამ ახლა ძალიან შეეშინდა , გამოვიდა ოთახიდან წყალი დალია და სააბაზანოში შევიდა ,სახეზე წაყლი შეისხა , დაამშვიდა საკუთარი თავი , სიზმარი იყოო და ისევ ოთახში დაბრუნდა. საწლზე ჩამოჯდა , ფანჯრიდან ცისფერი ცა ჩანდა.. სინათლე აანთო და საათს შეხედა დილის ხუთი საათი იყო. ძილს ვეღარ გააგრძელებდა , სიგარეტი აიღო და გარეთ გავიდა. ეზოში დაჯდა სავარძელზე.. წინ ცარიელ ძაღლის სახლს უყურებდა და გაახსენდა მისი ლაიკა , მერე გულში რაღაც ჩაწყდა , როცა მოიგონა როგორ მოუკვდა. მერე ყურადღება გადაიტანა , გარშემო ნივთებს აკვირდებოდა , ყველაფერთან ქონდა მოგონება მაგრამ არახსოვდა არც უცდია გახსენება , თუ არ ახსოვდა ესეიგი არც იყო საჭირო. მეორე სავარძელს როცა გახედა თათია გაახსენდა , როგორ იჩხუბეს აქ დიდი ხნის წინ და გაღიმა , მერე მეორე ღერზე გადავიდა , მესამეზე , მეოთხეზე და ასე დაცლიდა ერთ კოლოფს მარინას რომ არ გაეღვიძა. ცხოვრებაში პირველად დამასწარი გაღვიძებაო.. სანდროს არაფერი უთქვამს .. მარინას არ შეყვა სახლში , კი ძალიან ციოდა , მაგრამ ისიც გარეთ დატოვა და რაღაცეების მოყოლა დააძალა. პირველად უსმენდა ასე ინტერესით დედამისს. მერე მარინას ძველ ისტორიებზე ცრემლი მოერია და სახლში შევიდა , ახლა სნადროც გაყვა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. იქ აღარ იყო ნოსტალგიურ განწყობაზე. თან გუგასთან ერთად უფრო მშივიდად იყო. საერთოდ სანდრო სამსახურის ბუფეტში არ სადილობდა ხოლმე მაგრამ დღეს გუგასთან ერთად ჩავიდა.

- დღეს ხოიცი მანქანის საყიდლად მივდივართ.
- ვა მანქანას ყიდულობ? რათ გინდა ხო გყავს..
- აუჰ.. მე კი არა შენ ყიდულობ , შენ არ გყავს.
- ა ხოო. დამავიწყდა , კიდე კაი გამახსენე. წამომყვები ხო?
- ხო .. აბა რას ვიზამ.. რა მანქანა გინდა.
- ოო რავიცი აბა.
- ისე იმაზე უკეთესი რაღა უნდა იყიდო
- არ მაქვს მაგის ფული თორე ვიყიდი.
- და რო დააგროვო დამერე იყიდო?
- ეხლა მჭირდება და თან არარ მინდა დიდი მანქანა, კიდე რო დავამტვრიო გავგიჟდები. KIA რო ვიყიდო რომელიმე?
- აჰა და მაგაზე არ გაგიჟდები?
- ო, შენ რა მარტივი ადამიანი ხარ. კარგი უნდ აიყიდო დასამტვრევადაც. აბა წინა საუკუნის მანქანით ვიარო დასამტვრევად მინდა თქო?!
- ხო რავიცი , როგორც გინდა. (იცინის)

***
მანქანის ყიდვიდან მეორე დღეს თვითონ უნდა დამჯდარიყო იმ შემთხვევიდან პირველად საჭესთან. გუგამ მარტო მაინც არ დატოვა და სანდროს წაყვა ქალაქ გარეთ. ახალი მანქანა ძალიან უხაროდა ორივეს , გუგა რათქმაუნდა სანდროს რეაქციებით უფრო ერთობოდა. სანდრო ძალიან აჟიტირებული იყო და ეფერებოდა ახალ მანქანას.

- არ მჯერა რომ ეს წინა მანქანას გირჩევნია.
- არ მირჩევნია. ის ჩემი სიყვარული იყო.
- არაუშავს ესეც კარგია.
- ცოტა მეშინია.
- რისი გეშინია?
- ხო არ დამავიწყდებოდა ტარება?
- რა ტარება დაგავიწყდებოდა , შენ ავარიის მერე ხარ დაშინებული.. კაი არაუშავს ეგ რა ავარია იყო , ადრე მეც დავეჯახე ხეს მაგრამ არ დამვიწყებია ტარება.
- ხოოო.. მაგრამ.. - გაახსენდა რომ გუგამ არაფერი იცის სინამდვილეში.. ნეტავ საერთოდ რატომ ვუმალავო და თქმაც დააპირა..
- რა მაგრამ?
- ეს ... დიდი ხე იყო.. მუხის.
- მუხის ხეს დაეჯახე ხო?
- ხო.
- თავი ძალიან მიარტყი?
- აა..არვიცი..
- ოო. დაჯექი ,რა მუხის ხეს დაეჯახე.

ორივე მანქანაში ჩაჯდა. საჭეზე ხელები ნელა დააწყო და მანქანაც ფრთხილად დაძრა. სახლს არც მოშრებია და დაამუხრუჭა. გუგამ ღვედის შეკვრაც ვერ მოასწრო და კინაღამ თავი გაიტეხა.

- რასაკეთებ გაგიჟდი?! - სანდროს ჯერ სიცილი აუვარდა , მერე სერიოზული სახე მიიღო.
- შევამოწმე მუხრუჭის პედალი მუშაობდა თუ არა.
- რა ქენი? რას ნიშნავს მუშაობდა თუ არა. მემგონი ის უფრო დამაჯერებელი იქნებოდა რო გეთქვა შენი მოკვლა მინდოდაო.
- კარგი. ბოდიში.
- თუ არ შეგიძლია დამსვი მე.
- არა მეთვითნ.

ეხლა უფრო მშვიდად ატარებდა. მერე უფრო მოდუნდა და გაცილებით თამამად ატარებდა. გზაში ჩვეულებრივად ლაპარაკობდნენ, ხალისობდნენ, სანამ მოსაღამოვდებოდა. სალომე იყო სადღაც შორს ქალაქიდან. მეგობართან თუ ნათესავთან. ის უნდა წამოეყვანათ.
სალაპარაკო თემა როცა გამოელიათ ბიჭებს, ორივე გაჩუმდნენ და ლამაზ ბუნებას ადევნებდნენე თვალს. სანდრომაც ორი წამით მოადუნა ყურადღება და ფანჯარაში გაიხედა.. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.. გარშემო სულ ხეები იყო. არც მანქანა არ მიქყვებოდათ უკან. სიწყნარე და სიმშვიდე იყო. სანდრომ ისევ გზას გახედა.. დაიღალა ასე ყურებით გარშემო ყველაფერი ისე მოსწონდა რომ ამბობდა აქ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდიო და ისევ ფანჯარაში გაიხედა.. უცებ ხეებში ისევ ნაცნობი სილუეტი დიანახა. ვიღაც მაღალი კაცი იდგა ბავშვით ხელში.. გაახსენდა რომ ადრეც ყავდა ნანახი ეს კაცი ბავშვთან ერთად. თვალს არ აშორებდა. ის კაციც თითქოს მანქანას მოყვებოდა. სანდრო ძალიან დაძაბული იყო , ხელის გულებიც გაუოფლიანდა , მერე ეს დაძაბულობა შიშში გადაეზარდა , რადგან გაახსენდა საიდან ეცნობოდა ეს კაცი ბავშვით ხელში, შეეშინდა რომ ეს სიზმარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო , მანქანას უსწორმასწოროდ ატარებდა , მერე კარების გაღება სცადა მაგრამ მანქანა გაჩერდა და გუგას ყვირილი გაიგონა. სანდრო მკლავით ეჭირა. როცა გამოფხიზლდა ყველაფერი უფრო ნათლად დაინახა , გარშემ ისევ ლამაზი ხეები იდგა და არც არავის ხმა ისმოდა , არც არავინ მოყვებოდათ. მარტო გუგა ეჯდა გვერდით.. იმის უფრო შეეშინდა რომ სიზმარი არიყო და შეიძლება ეს ყველაფერი მართლა დიანახა. მანქანაში ჩახუთულობა იყო. სანდროს გუგას ხმა ესმოდა მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.. მანქანიდან როცა გადმვიდა და ჰაერი შეისუნთქა , გამოფხიზლდა , გუგასაც მოუსმინა და დამშვიდდა.

- სანდრო რა დაგემართა? ცუდად ხარ?!
- არა.. კარგად ვარ. დავიღალე ძალიან. არგინდა შენ ატარო?
- ხო კარგი , მაგრამ..
- კარგად ვარ მე.. მალე წავიდეთ..

გუგა დაჟდა საჭესთან და სანდროს მისკენ ერთხელაც არ გაუხედია, მიწოლილი იყო საზურგეზე , მუცელზე სიაგრეტი და სანთებელა ედო. ბევრს ეწეოდა , მაგრამ გუგას არაფერი უთქვამს , ხედავდა როგორ განიცდიიდა რაღაცას. ნერვიულობს და მე უფრო არ გავაღზიანოო.

- მეც მომეცი რა სიგარეტი.
- ჰა?
- ხო თვი დავანებე, მაგრამ ისე გემრიელად ეწევი რო მომინდა.
- ჩემი ბრალი ყოფილა - სანდროს გაეღიმა და თავი გააქნია.
- აბა ჩემი?! - გუგამ კოლოფიდან ამოაძრო ერთი ღერი სიგარეტი , მუკიდა და მაგრად მოქაჩა...

***



№1 სტუმარი Nini

Rogorc iqna,kargi iyo dzalian.

 


№2 სტუმარი მიკა

იმდენად იშვიათად დებ , რომ ამ ისტორიის არსებობასაც გვავიწყებ არათუ შინაარსს.. კიდე პრეტენზიებია , რატო არ აკომენტარებთო. თვეში ერთხელ ერთი თავის დადებ ვალის მოსახდელადაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent