შემიყვარე (ნაწილი მეშვიდე)
მარიკას სახლში ვიყავი და მის მონოლოგს ვისმენდი. გამწარებული კიოდა -როგორ გაბედე და გათხოვდი? როგორ დაფეხმძიმდი? არ გრცხვენია? მამაშენი რას იტყვის? -იცი რა? უკვე ყელში ამომიხვედი. შენ ვინ ხარ რომ მიყვირიხარ? მე 23 წლის ქალი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რაც გავაკეთე. შენი საქმე არაა მე ამ ბავშბს გავაჩენ თუ არა. შენ რომ მამაჩემთან არ ჩაგორებულიყავი ლოგინში ახლა დედაჩემ იქნებოდა აქ სახე საშინლად ამეწვა. მივხვდი მარიკამ რაც გააკეთა. ცხოვრებაშ პირველად ხელი გამარტყეს -იცი ღმერთმა შვილი რატომ არ მოგცა? იმიტომ რომ დაგსაჯა. შენ არ იმსახურებ დედობას. აი მე კი ღმერთმა ჩემი პატარა გამომიგზავნა და არ ვაპირებ მის მოშორებას სახლიდან საბოლოოდ წამოვედი. ვიცოდი იქ არასდროს დავბრუნდებოდი. ტრლეფონზე ბენე მირეკავდა გაუჩერებლად -რა ჯანდაბა გინდა? -ნუცა, გთხოვ მაპატიე ვიცი არასწპრად მოვიქეცი. სახლში ვარ გთხოვ მოდი ბენეს სახლისკენ წავედი. ვიცოდი აუცილებლად უნდა გველაპარაკა. მალევე მივედი -ნუცა, მაპატიე კარგი? გთხოვ ვილაპარაკოთ -გისმენ. რა გინდა? -ნუცც შენ არ გესმის რომ ამ ეტაპზე ბავშვისთვის მზად არ ვარ. არ მინდა კიდევ ერთი პრობლემა -რაა? ბავშვისთვის მზად არ ხარ ხო? აბა როდის იქნები შენ არ გესმის რომ ზრდასრული მამაკაცი ხარ? იცი რა შენ არაკაცი და საზიზღარი ხარ საკუთარ შვილს პრობლემას უწოდებ. არც კი ვიცი რატომ შემიყვარდი საერთოდ -შეგიყვარდი? ნუცა შეგიყვარდი? -ამას შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს -ნუცა დამიჯერე გთხოვ, ამ ეტაპზე აბორტი ჯობია - იცი რას გეტყვი? როცა შენ იქნები ორსულად აი მაშინ გადაწყვიტე გინდა ბავშვის გაჩენა თუ არა. აი ახლა კი ამ პატარას მე ვატარებ მუცლით და ჩემი გადასაწყვეტია რას იზავ. ფეხებზე შენი აზრი გაიგე? -ასე ნუ მელაპარაკები -მე შვილის მკვლელს პატივს არ ვცემ. აი დედაშენს უნდა გაეკეთებინა აბორტი და ახლა ასე ნაბიჭვრულად არ მოიქცეოდი -გთხოვ ნუცა, ნუ იძახი ესეთ რაღაცეებს მის ხმაში ცრემლები იგრძნობოდა. სიმართკე გითხრათ ოდნავადაც არ შემცოდებია -რაო ბენე მწარეა სიმართლე? არ ვიცი ასეთი რა ცოდვა ჩავიდინე ღმერთმა შენთან რომ შემახვედრა. ნეტავ მალე გავიდეს ეს 3 თვე და სამუდამოდ გაგშორდე -არა! არასდროს არ გაგშორდები. გაიგე ნუცა? შემიყვარდი და არ მინდა რომ წახვიდე -შენ საერთოდ ნორმალური ხარ? შემიყვარე? მართლა? ეხლა რა გინდა რომ შემოგახტე გაკოცო მერე ავდგე და აბორტი გავიკეთო რადგან გიყვარვარ? -მე ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ ამ ეტაპზე -მომისმინე მაგრად შენი სიყვარული. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილია. იცი ბედნიერი ვარ რომ ჩემს პატარას შენნაირი არაკაცი მამა არ ეყოლება მივხვდი რომ ეს მისთვის ბოლო წვეთი იყო. იატაკზე დაჯდა და ტირილი დაიწყო -ნუცა მაპატიე..... გთხოვ -გვიანი ახლა ბოდიშის მოხდა. სასაცილოა 12 წელია თურმე არაკაცი მიყვარს -რამდენი? -ხო რამდენიც გაიგე. სულ პირველად რომ გნახე მაშინ შემიყვარდი. მაგრამ ამ ყველაფერს ერთ პლიუსი აქვს მუცელზე ხელი მოვისვი. არა მე ჩემს შვილს არასდროს არ მოვკლავ. შვილის მკვლელი არ გავხდები. არასდროს!!! გარეთ გამოვედი სახეზე ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა. დამპალი, ა. რატომ? რატომ მემართება ყველაფერი მე? ყველაზე ბედნიერი წუთები რატომ შეიძლება ყველაზე საშინელი წუთები გახდეს? რისთვის ვისჯები? დედის საფლავზე წავედი -დეე მაპატიე დიდიხანია არ მოვსულვარ შენთან. იცი როგორ მაკლიხარ? იცი როგორ მენატრები? ახლა რომ ჩემთან იყო დამეხმარებოდი, სწორ გზას მიჩვენებდი. სასაცილოა არასდროს არ მინახიხარ. მაშინაც კი არ მინახიხარ რლდესაც დავიბადე. უკვე მკვდარმა გამაჩინე. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ხარ. დეეე პირობას გაძლევ თუ გოგო იქნება შენ სახელს ლილიანას დავარქმევ. მაპატიე კარგი? მაპატიე რომ ისეთი შვილი არ ვარ როგორსაც იმსახურებ. -არა ნუც შენ ყველაზე კარგი შვილი ხარ ჩემს უკან ბენე იდგა. ნამტირალევი წითელი თვალებით. გული მომიკვდა. -ბენე რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ? -მიყვარხარ ნუცა გესმის? როგორც შენ შემიყვარე, მეც ისე შემიყვარდი -ბენე მომისმინე შენ ბავშვი არ გინდა შენი სიყვარული ჩემთვის არაფერია. უკვე შეგიძულე ფეხზე წამოვდექი და იქიდან სწრაფად გავიქეცი. ჯანდაბა ახლა წავიდა ელენე ინგლისში. უკვე ყელში მქონდა საქართველო. ყველა ჩემი ტკივილი და პრობლემა ამ ქვეყანას უკავშირდება. ჩემს თანაშემწეს დავურეკე -მომისმინე ახლავე გაყიდე კომპანია და თანხა ანგარიშზე ჩამირიცხე. -ქალბატონო ნუცა კარგად ხართ? ასე უცებ ვერ გავყიდი -გააკეთე რასაც გეუბნები. მსურველი ბევრია. ნებისმიერს მიყიდე. ფასი არ მაინტერესებს -კარგით რამდენი პროცენტი -მთლიანად. აღარ მინდა ეგ კომპანია -კარგკთ ცოტახანში დაგირეკავთ. ხელი თქვენ მაგივრად მოვაწერო? -კი, გელოდები 5 წლის მანძილზე რასაც ვაშენებდი დღეს ერთი ხელის მოსმით დავანგრიე. ოჯახი, ქმარი, კარიერა. ყველაფერი ერთად დავკარგე. მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული ვიპოვე. შვილი. ჩემი ანგელოზი. მის გამო მსოფლიოს გადავდგამ. მის გარეშე ფასი არაფერს აქვს. სახლში წავედი და ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე. მალე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა -ქალბატონო ნუცა თქვენი კომპანია წარმატებით გაიყიდა. თანხა ანგარიშზეა. ძალიან ძალიამ მაღალი ფასია 3 მილიონამდე -კარგი, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის მაგარია რაა. ამდენწლიანი შრომა ნახევარ საათში გაიყიდა. ზუსტად 30 წუთში. ტაქსი გამოვიძახე და აეროპორტში წავედი -გამარჯობათ -გამარჯობათ -ერთი ბილეთი მინდა ბერლინამდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.