შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (1)


16-07-2016, 23:37
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 615

-ელენა ესე არ შეიძლება შვილო, დილით უნდა ისაუზმო და ისე გახვიდე სახლიდან..
სამზარეულოში შესვლა და დედაჩემის ჩვეული "ლექცია" ერთი იყო...
-აუ დედა კარგი რა, ოცდახუთი წლის ვარ და დილით ხომ იცი, რომ ყავის გარდა ვერაფერს ვიტან, მითუმეტეს შენ ჩხუბს..
სახეზე ღიმილი ავიკარი და ყავის მომზადება დავიწყე..
-ოხ ელენა, ელენა შაქარი მაინც ჩაყარე მაგ ყავაში მწარეს რომ სვამ, ისედაც მწარე ხარ და კიდე ეგ გინდა?!
თავისებურად წამკბინა დედაჩემმა და სამზარეულოდან გავიდა...
თავი რა გაეწყობას ნიშნად გავაქნიე და საათს დავხედე...
უკვე ცხრის ნახევარი იყო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა ჩემს "ცუდ ჩვევაზე"....
ნახევრად სავსე ჭიქა ნიჟარაში ჩავდე და გასასვლელისკენ წავედი...
-წავედ მე!
ბოლოჯერ შევავლე თვალი ჩემ თავს სარკეში და კმაყოფილმა გავიღიმე...
-არა რა მიხდება ეს საქმიანი ქალის იმიჯი და რა გავაკეთო...
ჩემთვის ამოვიბრუტუნე და გასვლა დავაპირე, გზაში რომ დამაწია ლიაკომ სიტყვა...
-დღესაც სასამართლო გაქვს?
-კი დედა, დღეს გადაწყდება საბოლოოდ რა მოხდება....
-ღმერთი შენკენ შვილო, წარმატებები..
როგორც იცის ხოლმე პირჯვარი გადამწერა, შუბლზე მაკოცა და კარებამდე გამომყვა...
გამეცინა მის ამ რჩევაზე და სახლიდან გავედი..
მანქანაში ჩაჯდომა და ტელეფონის აწრიალება ერთი იყო...
მაგრამ, როგორც კი გიორგის ნომერი ამოვიკითხე ღიმილით ვუპასუხე და მანქანა დავქოქე..
-ოჰ, თვით ელენა კანდელაკმა მიპასუხა...
ლიკა! ლიკა! სწრაფად ეს დღე შემოხაზე კალენდარზე..
ნორმალურად ხმაც არ მქონდა ამოღებული, ისე მომახალა გიორგიმ და ჩვული სიცანცარე დაიწყო...
-რა გაცანცარებს ამხელა კაცს, რა გჭირს?!
შეპარული ღიმილით ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გავიყუსე...
-რა მაცანცარებს კი არა, შე ოჯახ აშენებულო, მე დამივიწყე, დამივიწყე... ნათლული მაინც არ მოგენატრა?! ქუჩაში რომ ნახო ვერ იცნობ ალბათ...
გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და მივხვდი, რომ გაბრაზებულზე წარბი მაღლა აზიდა..
-ეხლა ეგ წარბი ჩამოწიე და გპირდები სამსახურის მერე გამოგივლით, ოღონდ ლიკას უთხარი მე რომ მიყვარს, ის შოკოლადის ტორტი გამომიცხოს..
უცებ წამოვიყვირე ჩემ იდეით აღფრთოვანებულმა და ისე გავეკრიჭე თითქოს დაენახა...
-იცოდე დღესაც რომ არ მოხვიდე ხმას არ გაგცემ არასდროს...
ისე გამითიშა პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი...
გამცინა მის ამ ბავშურ საქციელზე და ღიმილით გავაქნიე თავი...
გიორგი ის ადამიანია, რომელსაც ბაღიდან ვიცნობ...
ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და ეხლა უკვე სამსახური..
გიორგის სიმპათიურობიდან გამომდინარე, გოგოების რაოდენობას არასდროს არ უჩიოდა...
ერთხელაც როცა ვიღაც ახალ გაცნობილ გოგოებთან ერთად წავიდა და მე ისე დამტოვა, ისე გავბრაზდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ გავბრაზებულვარ...
მოგონებებში წასულმა ვერც გავიაზრე ისე აღმოვჩნდი სამსახურთან...
სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მაკიაჟს და ისე გადავედი მანქანიდან..
გასაღები ჩანთაში ჩავაგდე და ფეხსაცმელის კაკუნით შევედი შენობაში...
შესვლა და ყელას განზე გადგომა ერთი იყო..
-ქალბატონო ელენა
სირბილით დამეწია ლიზა და საბუთები გამომაწოდა...
ეს ახალი საქმეა, ეს კი დღევანდელი პროცესის საბუთებია, გუშინ რომ მთხოვე მოამზადე ხელახლა გადავხედავო...
როგორც კი ჩემ გაკვირვებულ სახეს შეხედა მაშინვე განმიმარტა და საქაღალდე გამომიწოდა...
-კარგი თავისუფალი ხარ...
საქაღალდიდან თავი არც ამიწევია ისე ვუთხარი და კაბინეტში შევედი...
ჩანთა იქვე სკამზე დავდე და მაგიდას მივუჯექი...
ისევ დღვანდელი პროცესის საქმე გავხსენი და ყველაფრის თავიდან შესწავლა დავიწყე...
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცდილობდნენ ბავშვის მეურვეობის "გაყოფას"...
მამა ლოთი, დედა კი სოციალურად დაუცველი, რომელიც მშობლებთან ერთად ნაქირავებ ერთ ოთახიანში ცხოვრობს...
თავი დანანების ნიშნად გავაქნიე და რაიმე ხელჩასაჭიდის ძებნა დავიწყე, რითიც შევძლებდი ახალგაზრდა დედისთვის დედობის შენარჩუნებას..
საბუთებიდან თავი, რომ ამოვწიე თორმეტი საათი ხდებოდა საჭირო ქაღალდები საქაღალდეში ჩავაწყე და კაბინეტიდან გამოვედი...
-ქალბატონო ელენა
ლიფტთან ისევ ლიზა დამეწია და ფეხების კაკუნით მომიახლოვდა...
-გისმენ ლიზა
-ახალ კლიენტთან შეხვედრა როდის დავნიშნო?.. - როგორც კი ისევ ჩემ გაკვირვებულ სახეს შეხედა ახსნა დაიწყო - აი დღეს დილით რომ მოგეცით ახალი საქმის საბუთები..
-ააა, ჰო, ჰო ოთხისთვის დაიბარე.
უცებ ვუპასუხე და ლიფტში შევედი..
ტელეფონში ჩამძვრალი მივედი მანქანამდე,უცებ მოვთავსდი შიგნით და სასამართლოსკენ წავდი...
გზაში არ მასვენებდა ფიქრები ახალ საქმეზე, ნეტავ ერთხელ მაინც გადამეხედა, იქნებ სართოდ არ ღირდა იმ სქმისთვის ხელის მოკიდება...
არც ისე დიდხანას არ გაგრძელებულა პროცესი და როგორც თითქმის ყველა პროცესი ესეც მოვიგე..
გახარებული გამოვედი სასამართლოდან და მაშინვე ლიაკოს გადავურეკე...
-დე პროცესი მოვიგე..
გახარებულმა პირდაპირ ვაჯახე და პატარა ბავშვივით ტაში შემოვკარი...
ლიაკომაც როგორც პატარა ბავშვს ისე შემაქო და კიდევ უფრო გამაბედნიერა..
საათს რომ დავხედე სამი სრულდებოდა, ერთი საათი საკმარისია დასასვენებლად, ამიტომ სამსახურთან ახლოს არსებულ კაფეში შევედი, კუთხეში პატარა მაგიდასთან დავჯექი და ამერიკანო შევუკვეთე...
ჩანთიდან ახალი საქმის საქაღალდე ამოვიღე და გულმოდგინედ გადავიკითხე..
ისევ ეს ბანალური საქმე..
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შორდება და ქონების გაყოფის მიზნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს...
-რა ეშველება საქართველოს ამდენი იდიოტის ხელში?!
ჩემთვის ამოვილაპარაკე და საქაღალდე ჩანთაში დავაბრუნე..
თანხა გადავიხადე და სამსახურისკენ წვედი..
-ლიზა ოთხ საათამდე არავინ შემოუშვა..
კაბინეტში შესვლამდე დავუბარე და კარები დავხურე...
მოწყვეტით ჩავეშვი სავარელში და თავი საზურგეს მივადე...
დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი დასვენება, მალევე შემოაღო კარები ლიზამ და კლიენტის მოვლის შესახებ მამცნო...
უცებ წამოვდქი, კაბა გავისწორე და ვანიშნე, რომ შემოეშვა..
-გამარჯობათ!
ოთახაში საკმაოდ სიამოვნო ბარიტონმა გაიჟღერა და მაშინვე წამოვყავი თავი..
-გამარჯობათ, დაბრძანდით...
დაბნეულმა ამოვილაპარაკე და ხელით სკამისკენ ვანიშნე...
-ქალბატონო ელენე იმედია გაეცანით საქმეს..
-ელენა მქვია და კი გავეცანი ბატონო
-ნიკოლოზი
-დიახ ბატონო ნიკოლოზ, საქმეს გავეცანი და ვფიქობ ადვილად მოსაგარებელია, უბრალოდ დაწვრილებითი სია დამჭირდება იმ ნივთების, რომელიც ქორწინებში შეიძინეთ..
მოკლედ ჩამოვუყალიბე სათქმელი და საქაღალდე გვერდზე გადავდე...
-კარგით ქალბატონო ელენა, მაშინ როგოც კი სია მექნება დაგიკავშირდებით..
ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა, მეც ღიმლით ჩამოვართვი და ისევ ჩემ სავარძელს დავუბრუნდი...
ისე რომ ვაღიარო ძალიან სიმპათური იყო...
მაღალი, შავგრემანი და ცისფერთვალება, სწორი ცხვირით...
ჩემ თავზე გამეცინა, როდის მოვასწარი მისი ესე დაწვრილებით შესწავლა...
რვა საათი ხდებოდა კაბინეტიდან რომ გავედი
-ლიზა მე გავდივარ და რაც შეიძლება სწრაფად მჭირდება ინფორმაცია ნიკოლოზ მაისურაძეზე.. როგოც კი რამეს გაარკვევ დამირეკე...
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და თავის საქმე განაგრძო...
გზეი პირდაპი გიორგის სახლისკენ ავიღე...
გზაში შოკოლადები და სხვადახვა სასუსნავები ვიყიდე...
-ეეე დაკარული გამოჩნდა
კარების გაღბა და გიორგის აცანცარება ერთი იყო..
-ლიკა მოაშორე შენი ქმარი და სანამ დააძინებ ჩემი ნათლული მომიყვანე...
პირდაპირ სამზარეულოში შევაბიჯე და პარკები მაგიდაზე დავაწყე...
-ნათლიას სიხარული..
მაშინვე ავიტაცე ორი წლის ნიაკო და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე...
-კარგი გოგო ნუ შემიწუხე ბავშვი აცადე დაიძინოს შენ კი სამსახურის ამბები მომიყევი...
ერთი ხელის მოსმით ამაცალა ბავშვი და ლიკას გადაულოცა, თვითონ კი ჩემი საყვარელი ტორტის დიდი ნაჭერი მომიჭრა...
-კიდე აშინებ თანამშრომლებს?!
-ვაშინებ რას ნიშნავს გიორგი?! უფროსი ვარ და ეშინიათ...
-უფროსი რო ხარ მაგიტომ არ ეშინიათ, სამსახურში ისეთი მჟავეს სახით დადიხა მეც მეშინია ხოლმე...
სული სრიოზულობით ამოილაპარა და წარბწეულმა გამომხედა...
-შენ როდის ამთავრებ შვებულებას?.
-წესით ზეგ, მაგრამ უფროსი თუ გამიგრძელებს....
-არც იოცნებო, ეს ერთი თვეც დავიტანჯე ისეთი უაზრო საქმეები იყო...
მაგალითად დღეს ახალი საქმე მაქვს ცოლ-ქმარი შორდება და ქონებას ვერ იყოფენ...
-დღეს ეგეთები უფრო მეტია ვიდრე ბავშვის გამო ან მიწის გამო ჩხუბი....
-არ ინერვიულო ეგენიც ბევრია...
პირგამოტენილმა ვუპასუხე და ფორთოხლის წვენი მოვსვი...
-რა ქვია?!
-ვის?
-ვინც შენი დაცვის ქვეშაა რა გჭირს...
-ნიკოლოზ მაისურაძე, რა იყო?!
-მეხუმრები? - ენის ბორძიკით ამოილაპარაკა და თითები მაგიდაზე ნეულად აათამაშა... - აზრე ხარ ტიპი ფულში ცურავს და კიდევ ქონებაზე აქ პრეტენზია ფუი....
გაღიზიანებუმა ამოილაპარაკა და თითებით თამაში განაგრძო...
-კაი გხვეწები აქაც სამსახური არ მინდა, ის დარტყმული სადაა, თამრიკო...
-თაკომ ერთი კვრით გერმანიაში მივდივარო და იმას რო ნახავ გადაეცი გაბრაზებული ვარო და რო შემომირიგოს მე რო მიყვარს ის შოკოლადი მიყიდოსო..
თაკოს ხმით მითხრა და ჩემი გაღიმებაც გამოიწვია...
-კაი რას ლაპარაკობ თქო?!
როგორც კი სიცილს მოვრჩი მეც ისევე ვუპასუხე და ორივე ერთ ხმაში ავხორხოცდით...
-რა იყო ხალხო რა გაკაკანებთ ძლივს დავაძინე ბავშვი
ღიმილით მოგვიახლოვდა ლიკა და გიორგის მიეხუტა...
კიდე ბევრი ველაპარაკე ცოლ-ქმარს, ბოლოს კი დაღლილობამ თავისი გაიტანა და მანამმივაღწიე სახლამდე სანამ დამეძინებოდა, უცებ გადავივლე წყალი და ცივ ლოგინში შევწექი...
დილას კი როგორც ყოველთვის ტელეფონს ხმამ გამაღვიძა...
-ბატონო
გათიშულმა გადავუსვი ხელი ეკრანს და ძლივს გასაგონად ამოვილაპარაკე..
-ქალბატონო ელენა, გაღვიძებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ნახევარ საათში შეხვედრა გაქვთ..
ტელეფონში ლიზას ანერვიულებული ხმა გაისმა და მეც დენდარტყმულივით წამოვფრინდი ფეხზე...
კიდე დიდხანს მელაპარაკა ლიზა მომავალ შეხვედრაზე, მაგრამ სიტყვა არ გამიგია..
რაც ხელში მომხვდა უცებ გადავიცვი და სამზარეულოში გავვარდე...
-დილამშვიდობის დე, წავედი დე..
უცებ მივაძახე და კარები გამოვიხურე...
-აუ კარგით რა... - გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე - მაინცდამაინც დღეს რატომაა საცობი რაა...
უცებ ამოვიღე ტელეფონი და ლიზას გადავურეკე და სიტუაცია ავუხსენი...
-არ მეგონა თუ თვით ქალბატონი ელენაც აგვიანებდა სამსახურში...
ნაცნობი ხმა გავიგე და თავი მაშინვე ფანჯრის მიმართულებით მივატრიალე...
-ბატონო ნიკოლოზ, არ ველოდი თქვენს აქ ნახვას...
გულწრფელად გამიკვირდა მისი აქ ნახვა და ცოტა არ იყოს დავიბენი კიდეც...
-ადვოკატთან მივდიოდი და მანქანა გამიფუქჭდა, არადა შეხვედრა მაქვს...
”დანანებით” ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილის დამალვა არც უცდია...
-დაბრძანდით გაგიყვანთ...
არც მე დავაკელი სიკეკლუცე და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი არც მე არ დამიმალავს...
-სიამოვნებით - უცებ გამოაღო მანქანის კარები და გვერდზე
დამიჯდა... - ლამაზი ფეხსაცმელია
თვალებით ჩემი მიკიმაუსის ჩუსტებისკენ მანიშნა და გულწრფელად გამიღიმა...
ინსიქტურად მეც ფეხებზე დავიხედე და გულიანად გამეცინა...
-სხვებივით ქუსლებით ვერ ვჯდები საჭესთან და ამიტომ ეს ერთგვარი მანქნის ჩუსტია...
უცებ ავუხსენი ჩუსტების დანიშნულება და კიდევ ერთხელ გამეცინა....
-ქალბატონო ელენა შემთხვევით შეხვედრაზე ხომ არ გაგვიანდებათ?
დიდხნიანი დუმილი დაარღვია ნიკოლოზმა და სხვათაშორის სახით გამომხედა...
-მაგვიანდება ბატონო ნიკოლოზ, მაგრამ მდივანი გაფრთხილებული მყავს და დამელოდებიან...
-ბატონოს და თქვენობითი ფორმის გარეშე თუ შეიძლება მაშინ მაინც როცა საქმეზე არ ვართ...
-კარგი ნიკოლოზ...
ღიმილით ვუპასუხე და გზას გავხედე...
-ფეხზე გამოცვლა არ დაგავიწყდეს...
ოფისთან მისულებს გამაფრთხილა და მანქანიდან გადავიდა..
ღიმილით დავიხედე ფეხებზე და მეც გადავედი...
ქუსლების კაკუნით მივედი კარებამდე და ხალხი ისევ გაიფანტა...
-როგორ აშინებ ელენა თანამშრომლებს...
გვერდზე ამომიდგა ნიკოლოზი და ცალყბად გამიცინა..
-აბა თქვენ ეგ თქვით ბატონო ნიკოლოზ...
ბატონოს სპეციალურად გავუსვი ხაზი და ლიფტია ღილაკს თითი მივაჭირე...
-უკაცრავად ქალბატონო ელენა - ირონიულად გამიღიმა და ჩემთან ერთად შემოვიდა - ისე უნდა ვაღიარო ის ჩუსტები უფრო გიხდება...
თვალებით ისევ ფეხსაცმლისკენ მანიშნა და ცალყბად გამიღიმა...

Iმედია მოგეწონებათ ❤️ ღირს გაგრძრლება?



№1  offline წევრი aNuGi

ეს ისტორია წაკითხული მაქვს და ძალიან მომეწონა! lol love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2 სტუმარი მიკა

ეს ისტორია იდო უკვე აქ.

 


№3  offline წევრი mariam-mariam

მიკა
ეს ისტორია იდო უკვე აქ.

ეს თავი მედო მე სხვა სათაურით, უბრალოდ მინდოდა გამეგრძელებინა და უფრო შესაფერისი სათაურით ყოფილიყო.

 


№4  offline წევრი aNuGi

არვიცი, ერთი მეგონა იგივე სახელწოდებით მაგრამ სხვა ყოფილა, ეს ისტორია ზუსტად ვიცი რომ წაკითხული მაქვს.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline წევრი mariam-mariam

aNuGi
არვიცი, ერთი მეგონა იგივე სახელწოდებით მაგრამ სხვა ყოფილა, ეს ისტორია ზუსტად ვიცი რომ წაკითხული მაქვს.

”და ესე დაუკითხავად დაიბადა ”ჩვენ” ამ სათაურით მედო ზუსტად ეს თავი.

 


№6 სტუმარი m

gaagrdzele)

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

მალე დადე რა მომდევნოო

 


№8  offline წევრი მთვარეულა ❤

კარგი იყო.

იყო უკვე დადებული თურმე ეს თავი, მაგრამ პირველად ვკითხულობ, ჯერ-ჯერობით მომწონს იმედია შემდეგი თავებიც კარგი იქნება. თუმცა პირველი თავი კარგი იყო და შემდეგი თავებიც კარგი იქნება.

ელენა მომწონს. კარგი პერსონაჟი ჩანს. ცოტა რთული პროფესიაა აქვს. შენაგანად კარგი ადამიანი უნდა ჩანდეს.
ნიკოლოზი ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არ. შემდეგ თავში გამოჩნდენა ალბათ უფრო როგორი ტიპაჟია.

შეცდომები თითქმის არ იყო. წერტილები გიყვარს ძალიან როგორრც ჩანს :დდ.

ველი შემდეგ თავს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent