M.I(თავი მეოთხე)
ტელეფონი რეკავს უწყვეტლივ. მარიმ 3-ჯერ მაინც გათიშა, რადგან იცოდა რომ ირაკლი რეკავდა ბოლოს დაიღალა და აიღო. -ტელეფონს რატო არ იღებ(ირაკლი ზედმეტად წყნარი ხმით) -რამე მოხდა?(მარი) -ჩვენ გუშინ არ დაგვიმთავრებია საუბარი(ირაკლი) -მე არ მომწონხარ მორჩა?(მარი) -შენთითონ გჯერა ამის?(ირაკლი) -მოდი ესე გავაკეთოთ, შემხვდი, პირდაპირ თვალებში ჩამხედე და მითხარი რო არ მოგწონვარ და თავს დაგანებებ(ირაკლი) მარი ვეღარაფრით იმართლებდა თავს, საგონებელში ჩავარდა. -აქ ხარ?(ირაკლი) -კი. დღეს არ მცალია.(მარი) -როცა გნახავ მაშინ. დღეს მეც კახეთში მივდივარ. ხვალამდე.(ირაკლი) ---- კიდე იცრუა, აღარ შეეძლო ამდენი ტყუილის თქმა. თვითონაც ვერ ხვდებოდა თუ რატომ არ ამბობდა სიმართლეს. ადგა, შევიდა აბაზანაში მოწესრიგდა დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო მისი მეგობარი ჩამოდიოდა საფრანგეთიდან. საშა და მარი ბავშვობიდან ერთად არიან, ძმასავით უყვარდა. მალე გაემზადა და წავიდა აეროპორტში. 1საათში როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, მარიმ დაინახა მისკენ მიმავალი ქერათმიანი, ყველა გოგოს ოცნება ცისფერთვალება და დაკუნთულ ტანიანი საშა. მარი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. -bonjour, ma vie [გამარჯობა ჩემო ცხოვრება](საშა) -ძააან მომენატრე, აღარ გაგიშვებ(მარი) მარი მთელი ძალით ჩაეხუტა. -კარგი, ნუ დამახრჩობ.(საშა) მარი და საშა წავიდნენ სასტუმროში, მალევე აიღეს გასაღები და ავიდნენ ოთახში. -რატომ ჩამოხვედი?(მარი) -იქ მარტო ყოფნა აღარ შემეძლო და ისევ აქ დავბრუნდი. იმ ბიჭზე რომ მიყვებოდი როდის გამაცნობ(საშა) -არ ვართ ერთად(მარი) -რატომ? შენც გიყვარს იმასაც უყვარხარ, დებილი ხარ?(საშა) -არა, არ ვიცი. ალექსანდრეს მერე ვეღარ ვენდობი ვერავის.(მარი) -ეგ შარშანდელი ამბავია, ნუ იმართლებ თავს წადი და სიმართლე უთხარი იმ ბიჭს(საშა) -არ არსებობს ვუთხარი რო დღეს არ მცალია(მარი) -მარი წადი.(საშა) -კარგი.(მარი) მარიმ გადაკოცნა საშა და წავიდა. ალბათ იფიქრებთ საშასნაირ ბიჭთან რატომ არ არის მარი? იმიტომ რომ 13წლის ასაკში მარი დაუტოვეს დაჩის და წავიდნენ უცხოეთში. დაჩი მაშინ სწავლობდა და ხშირად ვერ ახერხებდა მარის მოვლას. საშა მაშინ სულ მის გვერდით იყო. საშას მშობლები გარდაცვლილი ყავდა და ამიტომ დიდიხანი მარისთან და დაჩისთან ცხოვრობდა, ფაქტიურად ისინი ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის. მარის საშა უყვარდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც ძმა. მარი უკანა ეზოთი მიდიოდა სახლისკენ როცა ირაკლი შეხვდა. -აბა კახეთში ვარო?(მარი) -აბა არ მცალიაო?(ირაკლი) -მითხარი 3 უბრალო სიტყვა და შეგეშვები(ირაკლი) -მე არ მომიტყუებიხარ არ მცალია.(მარი) მარი წასვლას აპირებდა ირაკლი გადაეღობა. -კარგი, გეტყვი(მარი) მარიმ ჩახედა ირაკლის თვალებში და მაშინ ყველაფერი დამთავრდა მიხვდა რომ ვერ ეტყოდა ტყუილს. -მე... მე ...(მარი) - გიყვარვარ(ირაკლი) -ხო.(მარი) -და რთული იყო ამის აღიარება?(ირაკლი) ირაკლი მიუახლოვდა მარის წელზე ხელი შემოხვია, თვალებში ჩახედა და უთხრა:მეც მიყვარხარ. შემდეგ აკოცა, მისი სახე ხელებში მოიქცია. შემდეგ მოსცილდა.დასხდნენ სკამზე. -აქამდე რატო არ მეუბნებოდი სიმართლეს(ირაკლი) -საუკეთესო წარსული არ მაქვს.(მარი) -არც მე.(ირაკლი) -მაინც?(მარი) -ჯერ მე გკითხე.(ირაკლი) -მე მყავდა შეყვარებული ალექსანდრე ერქვა, 1წელი ერთად ვიყავით. ერთხელ მასთან დაბადების დღეზე მივდიოდი ღამის 12ზე მისალოცად სიურპრიზი მინდოდა მომეწყო. როდესაც მის ოთახში შევედი ეგ და ჩემი საუკეთესო მეგობარი ვნახე საწოლში. მის მერე არ ვენდობი არავის. იქ არც ისტერიკები მომიწყვია და არც სცენები გამიმართავს უბრალოდ ვუთხარი რო ერთმანეთისთვის არიან შექმნილი ორი მოღალატე.(მარი) -აუ ტიპი რა ყ...(ირაკლი) -ხო.(მარი) -უმამოდ გავიზარდე, ერთადერთხელ მიყვარდა სერიოზულად გოგო, კატო ერქვა. დიდიხანი ვიყავით ერთად ცოლად მოყვანასაც ვფიქრობდი, მაგრამ ერთხელ ღამე ძალიან ვიჩხუბეთ, ნასვამი იჯდა საჭეზე არ ვუშვებდი მაინც წავიდა და ავარიაში მოყვა. ცოცხალია, მაგრამ უცხოეთშია რეაბილიტაციას გადის, ინვალიდია. ძაან ვნანობდი დიდიხანი, ჩემ თავს ვაბრალებდი, მაგრამ კატომ მითხრა რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და თურმე სხვა ვიჭთან მიდიოდა იმ ღამეს მე რო არ დამენახა(ირაკლი) -დედა?(მარი) -მყავს(ირაკლი) -ბოლო შეყვარებული?(მარი) -თათია.(ირაკლი) -რატო დაშორდი.(მარი) -არ მიყვარდა. თავი მომაბეზრა.(ირაკლი) -რითი?(მარი) -ვიღაც ბიჭები ამოყავდა რო მეეჭვიანა და დამღალა.შენი ბოლო?(ირაკლი) -ბოლოც და პირველიც ალექსანდრე იყო.(მარი) -ერთადერთი რამ რაც მეზიზღება და რასაც ვერ ავიტან ჩვენ ურთიერთობაში არის ტყუილი(ირაკლი) -კაი.(მარი) ამ დროს ირაკლის დედამისმა დაურეკა. -ამოდი რა, სამსახურში მივდივარ და ნინის დატოვება არ მინდა.(დედა) -კაი.(ირაკლი) ---- -მეჩქარება, საღამოს გნახავ.(ირაკლი) ირაკლიმ აკოცა მარის და წავიდა. მარი სახლში ავიდა, ვერ იჯერებდა რომ ძლივს სიმართლე უთხრა. ბედნიერი იყო რომ საყვარელ ადამიანთან ერთად იქნებოდა,მაგრამ უცებ ბედნიერება გადავიდა სიძულვილში როდესაც ალექსანდრემ დაურეკა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.