შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი აღმოჩენა (მეორე თავი)


17-07-2016, 13:26
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 564

რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ მარჯანიშვილზე ძალიან დიდი დროს ვატარებდი რაღაცის ძებნაში.
მიზეზი არ მელეოდა იქ გასასვლელად.
ავიკიდებდი ხან ერთ ძმაკაცს, ხან მეორეს ან ორივერ ერთად და დამყავდა ხან კაფეში, ხან სადმე.
იმათაც მუქთა ანახე და...
ხოდა რაღაცას კი არ თქვენც კარგად ხვდებით ვის ვეძებდი.
-წამო მარჯანიშვილზე რა. ვეხვეწები ბექას.
-მარჯანიშვილის გარდა სხვა ადგილი არ იცი?
-რატომღაც მომწონს ამ ბოლო დროს.
პირველკლასელივით ვიწყებ ლუღლუღს.
-რატო? არ მეშვება ის.
-რა იცი ამდენი კითხვები. წამოხვალ თუ არა?
-არა, მეზარება. ტელეფონშიც კი ვხვდები,როგორ ეცინება.
-შენს სისხლს დავლევ ბექა ბარათელო.
-წარმატებები. მეუბნება სიცილით და ტელეფონს მითიშავს.
ხოდა მეც იძულებული ვარ მარტომ „გავისეირნო.’’
კაფეში დავჯექი, ლატე შევუკვეთე და ერთი ღერი ამოვაძვრინე პაჭკიდან.
ყავა და სიგარეტი საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.
ვფიქრობდი ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ნერვები მეშლებოდა.
მომენტალურად გვერდზე გავიხედე.
გოგო იჯდა და წიგნს დიდი ინტერესით კითხულობდა.
შუბლს ხან გახსნიდა, ხანაც შეჭმუხნიდა.
საოცრად ნაცნობი იყო და უცებ ტვინში სისხლი ჩამექცა აქამდე, რომ ვერ ვიცანი.
-ნაინა. ვეძახი და ბედნიერების ტალღა მივლის.
-გამარჯობა ლუკა. ისიც ღიმილით მასაჩუქრებს და ჩემს მაგიდასთან ჯდება.
-როგორ ხარ? ვეკითხები მე.
-როგორ ვიქნები, დავიწყვი თბილისში. შენ როგორ გიკითხო? ისევ მჩუქნის თავის ღიმილს.
-გადასარევად უკვე. მხიარულ ტალღაზე ვდგები აშკარად.-წადი დაისვენე მერე. ვაგრძელებ მე.
-ვმუშაობ.
-შენს უფროსს მე ვეტყვი გაგათავისუფლოს.
-არა, ჯერ ფული მჭირდება. ისევ მიღიმის ის.
-მე მოგცემ. წამოვროშე უცებ და მეღიმება მის სახეზე, რადგან ვიცი აუცილებლად უარს მეტყვის.
-რა თქმა უნდა ლუკა არ მომცემ, მითუმეტეს არც ვალდებული არ ხარ. მიღიმის ძალიან ლამაზად.
-რაში გჭირდება? ინტერესი მკლავს მე.
-მანქანა უნდა ვიყიდო. ეღიმება ისევ.
-ვა, ძალიან მაგარია ვეუბნები მე და ნამცხვარს ვუკვეთავ.
-არ იყო საჭირო, იმორცხვებს ის და ლოყები ეფაკლება. მე კი დაუოკებელი სურვილი მაქვს მისი ჩახუტების.
-ბედისწერის გჯერა? იწყებს მომენტალურად ნაინა.-ან სიზმრის ახდენის.
ისე გადავიხარხარე მთელი კაფე მე მიყურებდა.
ნაინა-მიბღვერდა.
-კარგი, ბოდიში. უცებ ვსერიოზულდები მე.-არა, არცერთის არ მჯერა.
-ძალიან ცუდია. თითქოს გამებუტაო.
-შენ გჯერა? კითხვას ვუბრუნებ მე.
-კი.
-მაშინ დამიმტკიცე. გავმხიარულდი მე.
-რაც გინდა დამტკიცებას ვეცადო სიზმარი თუ თავად არ აგიხდა ვერ დაგაჯერებ, მაგრამ ბედნისწერაზე კიბატონო. ეღიმება ისე, რომ თვალებიც კი უცინის.
-აბა გისმენ. მოხერხებულად მოვეწყვე მე და თვალებში დამაბნებლად მივაშტერდი.
რამაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო არ გაჭრა.
არ დაიბნა და აქეთ გამოიწვია ჩემი დაბნევა.
ისევ ჩახუტების სურვილი მაქვს, რადგან ყველასაგან განსხვავებულია.
სახელით.
სტილით.
აზროვნებით.
ქცევით.
სილაღით.
სიმშვენიერით.
ნაინა?-გოგო საოცრება.
-აი მაგალითად, ბედისწერა, რომ არა მე და შენ ახლა ამ კაფეში ვერ ვისხდებოდით. ბედისწერაა ის, რომ მაშინ ერთმანეთს დავეჯახეთ. ხომ იცი უბრალოდ არაფერი არ ხდება, მაშინაც ნომერი იმიტომ არ მოგეცი, რომ სადღაც აუცილებლად შეგხვდებოდი.
-ოხ ეს ფსიქოლოგები. გემეცინა მე.-ახლა მომცემ? ღიმილით შევაპარე მე.
-არა! ეცინება ისევ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ბედისწერის შესახებ დაგაჯერო. მესამედაც შევხვდებით დამიჯერე და მერე უკვე მიხვდები ჩემი სიტყვების სისწორეს.
შემდეგ თვალს მიკრავს, მადლობას მიხდის და მიდის.
მე გაოცებული ვარ.
ვუყურებ როგორი ნარნარით მიდის და სურვილი მაქვს უკან გავყვე და ასე ვდიო დაუსრულებლად.
ძალიან მაგარი გოგოა.
მისნაირი არავინ არ მინახავს და მინდა ისევ შევხდე და აღარასოდეს მოვიშორე გვერდიდან.

ბედნიერი სახით გამოვდივარ გარეთ, როდესაც ვიღაც ბიჭი მაჩერებს.
აშკარად ვერ ვიხსენებ ვინ არის.
-ლუკა როგორ ხარ? მეკითხება ის და მეც დაბნეულად ვპასუხობ.
-კარგად, მაგრამ ვერ გცნობთ.
-ხო, ვიშოვეთ ფულები და დავივიწყეთ ნაცნობები. დამცინის ის.
-ბატონო? გავიკვირვე მე.
-კარგი, კარგი. შენი ამბავი, რომ ვიცი მომკლავ, ისედაც კარგად არ მახსოვს გუდამაყრის ბანაკში გატარებული დრო შენთან ერთად.
ძალიან მაგრად მეცინება,როდესაც ამ ბიჭს ვიხსენებ და მის დასიებულ-დალურჯებულ სახელს.
პატარა რაღაცის გამო ისე ვცემე დედამისი ვეღარ ცნოდა.
-გიორგი, მაგ მასხრობის გამო მოგხვდა მაშინაც. ისევ მეცინება მე.
-რას ვიზავთ. ეცინება ისევ.
-როგორ ხარ აბა, როგორ მიცანი ამდენი ხნის მერე? მაინც მიკვირს მე.
-შენს შეკრულ შუბლს როგორ ვერ ვიცნობდი, ისეთი დაღი დამასვი.
და მოულოდნელად ჩუმდება.
სიცილისაგან მუცელი მტკიოდა.
ამდენი კარგა ხანია არ მიცინია.
მერე ერთი-ორი რაღაც კიდევ მითხრა და დავიშალეთ.
ცხოვრებაში პირველად მივუყვებოდი მარჯანიშვილის გზას აღმაშენებლისაკენ მანქანის გარეშე და ათას რამეზე ვფიქრობდი.
ნაინაზე.
მის თეორიაზე.
მწვანე თვალებზე.
მის სიცილზე.
წერა თმაზე
და
მის ჰაეროვან სიარულზე.
და მგონი ვიჯერებ იმ ყველაფერს რასაც ადრე თავშიც არ გავივლებდი.
ყოველთვის მიკვირდა ადამიანზე, რომ ამბობდნენ სრულყოფილიაო.
მაგრამ ფაქტს როგორ გავექცე ან სად დავემალო.
ნაინა არის გოგო,რომელშიც ნაკლის აღმოჩენას ვცდილობ და ყველა მცდელობა ჩემი მარცხით მთავრდება.



რიგით მეორე თავი.
ვიცი პატარა თავებს ვდებ, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.
ძალიან დიდი ბოდიში.
ვეცდები გამოვსწორდე.
სიყვარულით ნინე.
ველოდები თქვენს შეფასებას.
მოწონებისა და არ მოწონების შემთხვევაში მაინც დააფიქსირეთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი nineli

love ველი ახალ თავს....და თავები ცოტა გაზარდეე, ძალიან პატარაა :) წარმატებები

 


№2  offline წევრი wripawripa123456

nineli
love ველი ახალ თავს....და თავები ცოტა გაზარდეე, ძალიან პატარაა :) წარმატებები

როგორ მახარებს შენი კომენატარები ხოლმე <3 მადლობა და ყველანაირად ვეცდები <3

 


№3  offline წევრი nineli

wripawripa123456
nineli
love ველი ახალ თავს....და თავები ცოტა გაზარდეე, ძალიან პატარაა :) წარმატებები

როგორ მახარებს შენი კომენატარები ხოლმე <3 მადლობა და ყველანაირად ვეცდები <3

<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent