მოულოდნელი აღმოჩენა (პირველი თავი)
კაფიდან გამოვდივარ, ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ და ისე ვასკდები ვიღაცას ვერც ვხდები. გულში ჩუმად ვიგინები და გოგონას წამოყენებას ვცდილობ, რომელიც შეშლილი სახით მიყურებს. -ბოდიში. ვამბობ მე და ვცილობ არ გამეცინოს ამ გოგოს სახეზე. -გაიცინე, გაიცინე არ დაიხრჩო. მეუბნება ისიც სიცილით და მე გაოგნებული ვარ, რადგან ისტერიკების მაგივრად გაცინების ნებას მრთავს. -ვა, შენ რა მაგარი გოგო ხარ. მოულოდნელად წამოვროშე მე. -ვიცი. მიცინის ისევ. მეც მინდა, რომ გავიცნო ჩვეულებრივი ხერხით, მაგრამ ძალიან ბანალური იქნება. გოგო?-ვაფშე განსხვავებული. ხოდა მეც ვიწყებ. -აუ შენ ნანუკა არ ხარ? მეცინება მე.-ან სად არის შენი შეყვარებული? უცებ ძალიან დებილურ რაღაცებს ვიგონებ. მერე ისევ ჩემი თავისაკენ ვუშვებ გინებას და ასე ვაგრძელებ უსასრულოდ სანამ არ მბეზრდება. -ვიღაცაში გეშლები, გამეკრიჭა ისევ ის.-მე ნაინა ვარ და არც შეყვარებული მყავს. ხომ რაც მინოდა გავიგე. ახლა უკვე საკუთარი თავის ქებას ვიწყებ თუ რა მაგარი ტიპი ვარ. -მე ლუკა ვარ. მეცინება და ხელზე ვკოცნი. ის იმორცხვება. მე მსიამოვნებს. -ორიგინალურად გინდოდა ჩემი გაცნობა ხო? მეუბნება ის და მე სახეზე მკვდრისფერი მედება. -საიდან მიხვდი? გამეცინა მე, ოღონდ სიმწრით. -მკითხავი ვარ. მეუბნება ძალიან სერიოზული სახით და ვლოცულობ,რომ ბოლოს დარტყმული ნაპასით არ დავიხრჩო. შემდეგ ძალიან ხმამაღლა ხარხარებს და ბეჭებზე ხელს მირტყამს. მე მეღიმება მის ასეთ თავისუფლებაზე. -მატყუებ ხო? -აბა რა მეტყობა მკითხაობის ლუკა? უცებ გამიშინაურდა ის. -აბა საიდან მიხვდი? არადა ქერა ხარ ტო. მეცინება ისევ მე და ხალხის აზრს ვიხსენებ, რომლებსაც ქერები დებილები ჰგონიათ. -სტერეოტიპვს ვანგრევ. ეცინება ისევ ნაინას. და ვუკვირდები, რომ ძალიან ლამაზი და განსხვავებული სახელია ნ ა ი ნ ა. მერე მოვდივარ გონს, რომ ასე შუა მარჯანიშვილზე ვდგავართ და ძალიან ხმამაღლა ვიცინით. მერე ისევ ჩემს თავს ვლანძღავ,რომ ასეთი იდიოტი ვარ. ‘’რა ს*რი ხარ ლუკა.’’-მესმის ალტერეგოს ხმა და ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები. შემდეგ მწვანეთვალება გოგონასკენ ვბრუნდები. -ყავა ხომ არ დაგველია? -არა! უცნობებს არ დავყვები. სიცილისაგან ცუდად ვიყავით. შემდეგ ტროტუარზე ჩამოვჯექით და მთელი ხალხის ყურადღება მივიქციეთ, რომელიც საერთოდ არ გვაინტერესებდა. -მე ლუკა დადეშქელიანი ვარ.ვეცნობი თავიდან.-კიდევ უცნობი ვარ? მეცინება ისევ. სიცილისაგან გაწითლებული მიყურებს და მეუბნება. -დედის სახელი, ბაბუის, მამის, ბებიის სახელები არ ვიცი, ასევე არ ვიცი შენი ასაკი, რას საქმიანობ, გყავს დედმამიშვილი თუ არა, ვინ არიან შენი ძმაკაცები. ძალიან სერიოზულად მითვლის ამ ყველაფერზე და მე მინდა გავიქცე, რადგან მგონია, რომ კომუნისტ გოგოს გადავეკიდე. შემდეგ ჩემს სახეზე ეცინება. -კაი ხო, გეკაიფები. ახლა ის დამცინის. და საოცრად უხდება ღიმილი, რომელსაც არასოდეს არ იშორებს აშკარად სახიდან. -რა უნამუსო გოგო ხარ! ისტერიკაში ვვარდები მე. -რა ისტერიკიანები ხართ ეს სვანები რა! იწყებს ისევ თავიდან.-ერთ ქვაბში უნდა ჩაგყაროთ მთელი მოდგმა და მოგხარშოთ. ამდენს ვეღარ ვუძლებ და ისევ სიგარეტს ვუკიდებ. -რა დაგიშავეთ კი მარა? მართლა ვერ ვხდები მე. -დაქალი მყავს სვანი, შენნაირი ისტერიკაა. -სად შემატყვე ისტერიკა ტიპი, რომ ვარ? -ხმის ტემბრი, რომელიც საგრძნობლად გეცვლება ხოლმე, შემდეგ ძარღვები როგორ გებერება, როდესაც ისტერიკა თუ არა მაგდაგვარი რამე, რომ გეწყება. მაგალითად ეხლაც, როდესაც გიჟს გავხარ. -მართლა მკითხავი ხარ? ვიკითხე გაოგნებულმა და ხელები მაღლა ავწიე.-ღმერთო რა შეგცოდე? ვეკითხები ღმერთს საცოდავად და ჩემს თავზე თავადვე მეცინება. -მკითხავი არა, მაგრამ.. -რა მაგრამ? არ ვაცდი დაბოლოვებას. -დამაცდი? სიცილით კვდება ის, მე - ინტერესით. -კაი ხო, მიდი. ფარხმალს ვყრი მე. -მოკლედ ფსიქოლოგი ვარ. ისე ძალიან მეცინება,რომ არ ვიცი რა გავაკეთო, რომ არ გავიგუდო. -მაგიტომ ხარ შვილო გაგიჟებული. დამრიგებლური ტონით ვიწყებ ლაპარაკს. -ბებიაშენი დაარიგე. შუტკას მიხსნის ის და მე ისე შეტევა მაქვს, ოღონდ სიცილის. -ბებიაჩემისგან რა გინდა? გავიოცე მე. -არაფერი, მაგარი ქალი იქნება. ეცინება ისევ ნაინას. -კი ბაზარი არაა, მართლა მაგარი ქალია, შენნაირად ვერ იყო ისიც დალაგებული ახალგაზრდობაში. ვუყურებ ნაინას და ვხდები, რომ არ გავს არავის. ერთია და ისიც ჩემს გვერდზე ზის და მინდა ასე დაუსრულებლად, მთელი ცხოვრების მანძილზე ვუყურო. და ვხდები, რომ მაგარი დარხეული მაქვს. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, მეც წამომაყენა. არადა პირიქით უნდა ყოფილიყო. მგონი როლები გავცვალეთ. ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა. -ნომერს მაინც არ დამიტოვებ? მივაძახე საცოდავად. -არა! დამიყვირა წკრიალა ხმით. -კიდევ შევხვდებით? -განგებამ იცის ლუკა. ეს იყო და ეს. და ისევ ვფიქრობ თუ რა მაგარი გოგოა. თავისუფალი, ლაღი. რაც დღეს იშვიათია. არა გოგოები კი არიან აი ძაან თავისუფალ ‘’როჟებად’’ და ‘’ძერსკებად,’’რომ მოაქვთ თავი. რო ტიპობენ და რაღაც. არადა სოფლის ორღობეს, რომ რამდენიმე კვირის გამოცდენილები არიან. მეზიზღება ასეთი გოგოები. ნაინასი არ იყოს და სვანებს არა, მაგრამ ასეთ გოგოებს მართლა მოვხარშავდი. ჩემს ფიქრებზე მეცინება და რამდენიმე წამი იმასაც კი ვერ ვიხსენებ სად დავაყენე მანქანა. ცუდად იმოქმედა ამ გოგომ ჩემზე. შემდეგ გზა გადავკვეთე და ნიკუშასკენ ავიღე გეზი. ჩემი ძმაკაცია, გოგო უყვარს და მოტაცბას ვაპირებთ. არა განა იმას არ უყვარს. პროსტა მშობლების ეშინია, რომ გავთხოვდე ასე მალე დავკარგავ სამუდამოდო. ცოტა ვერც ანასტასია ვერ არი და ვერც მაგისი მშობლები მე თუ მკითხავთ. ხოდა მაგის ნებით, რომ არ იყო, ეხლა ნიკუშას ნებითაა და ეგ არის რა. თემაა გაიასნებული. ხომ ხვდებით? -ჩამო . ჩავძახე ტელეფონში. -ხომ მოვცუნცულებ საყვარელო. გამენაზა ის. -პიდარასტი ხარ ტო? მეცინება ახლა მე. -შენთვის რაც გინდა ის ვიქნები. -ჩამოეტიე სანამ გაგინე. მეცინება ამ ბიჭის ხუშტურებზე და ტელეფონს ვთიშავ. მიჩვეული ვართ საძმაკაცოში ამის დებილურ ქცევებსა და ჭკვანაკლულ ტვინს. ახალ წელს თოვლის ბაბუის ფორმაში უნდა გამოგეცხადოთო და მაგის მაგიერ ქალის კაბითა და მაღალქუსლიანებით დაგვადგა. ეხლაც ძალიან მეცინება მაშინდელ სიტუაციაზე. ისე რას ვერჩი ანასტასიას, რა მიკვირს, რომ ჯერ ამაზე გათხოვება არ უნდა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა საქმიანი კაცივით დაიწყო: -იტოკში იცის, რომ შენთან ავდივართ წყნეთში რა. მე თვალები გადავატრიალე. -მე რომ არ გყავდე რა. შევიფერე ახლა მე. -ჩემი მზე ხარ. სიცილით მეუბნება და საკოცნელად იწევს. -გა**ვი ნიკუშა. -რა ისტერიჩკა ხარ. დღეს უკვე მეორედ მესმის ეს სიტყვები და ნაინა მახსენდება. რაღაცნაირად მსიამოვნებს ამ გოგოზე ფიქრი. სიამოვნებით დავჯდებოდი ისევ იმ ტროტუარზე და ანასტასიას მაგივრად ნაინას მოვიტაცებდი. ანასტასია ისეთი ლამაზი იყო, როდესაც მანქანაში ჩაჯდა ვიფიქრე პირდაპირ აქვე და ახლავე მე ხომ არ შევითავსო მღვდლობა და ჯვარი ხომ არ დავწერო,სანამ გაგვექცა თქო. -პრივეტ რძალო. კარგი დაქალივით ვესალმები. -რა დროს რძლობაა ლუკა. მიღრენს ის. -რავიცი, რავიცი. ვეუბნები ორაზროვნად და მანქანის ყველა კარებს ვკეტავ, რომ არ გაიქცეს. -მოგიტაცე სიყვარულო. ეუბენბა ნიკუშა ანასტასიას და გოგოს მიტკლისფერი ედება. მგონი ინსულტი აქვს ან მინი ინფაქტი. -რა ქენი? -მოგიტაცე. -სულ გააფრინე ხო? ამის თქმა იყო და მანქანა ისეთი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილიდან მხოლოდ ანასტასიას წივილი მესმოდა. -მოტაცება კანონით ისჯება. იწყებს თავის კანონებს და თავის ჭკვაში გვაშინებს. -კრიშა გვყავს სერიოზული, ფეხები არ მოგვჭამონ. ვიწყებ სიცილით მე. -გაგიჟდებიან ჩემები. ცოტაც და იტირებს ის. -გიყვარვარ? ნელა აპარებს ნიკუშა თითქოს პირველად ისმენდესო რა! -ხო. ისევ სლუკუნებს გოგო. დავიწვი მაგის საცოდავობით. -ხოდა ვსო რა. დალშე ყველაფერი ასიანზე იქნება. -მართლა? იმედის ნაპერკალი გაუჩნდა. -როდის მომიტყუებიხარ? დედა შენ მიშველე. ვიძახი ჩემთვის, როგორ არ მიყვარს ეს სენტიმენტალები და ამბები. წყნეთში დავტოვე და იქიდან ისე წამოვედი არც დამშვიდობებივარ. ცოტახანი დავისვენებ ამათ გარეშე და ეგ იქნება. ჩემს თავზე მეცინება. ისე ვარ ამ მარტოობაზე შეყვარებული, შეიძლება უცოლოც კი დავრჩე. დედაჩემი სულ იმას მეუბენბა შე საცოდავო ვინ უნდა გაგიძლოსო. ძალიან პრეტენზიული ვარ ხოლმე. დილით ლოგინთან თუ ყავა არ დამხდა მთელი დღე უჟმურ ხასიათზე ვარ და ვშხამავ ყველას. სისინა გველს ვემსგავსები ხოლმე. რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ მარჯანიშვილზე ძალიან დიდი დროს ვატარებდი რაღაცის ძებნაში. მიზეზი არ მელეოდა იქ გასასვლელად. ავიკიდებდი ხან ერთ ძმაკაცს, ხან მეორეს ან ორივერ ერთად და დამყავდა ხან კაფეში, ხან სადმე. იმათაც მუქთა ანახე და... ხოდა რაღაცას კი არ თქვენც კარგად ხვდებით ვის ვეძებდი. მოკლე დროში დაგიბრუნდით ისევ ახალი ისტორიით. ზედმეტად გამახარა თქვენმა დადებითმა კომენტარებმა წინა ისტორიაზე და ვეცდები ამჯერადაც არ გაგიცრუოთ იმედები. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.