პროცესი (თავი 2)
უკვე ერთი კვირა იყო გასული იმ საშინელი დღიდან. ღამე ისევ საბას პალატაში ბოლთას ვცემდი და სასოწარკვეთისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ტირილის თავიც აღარ მქონდა. აღარ შემეძლო ასეთი საბას ყურება და მისი პალატიდან გამოვედი. გაუცნობიერებლად გავუყევი დერეფანს კიბეებისკენ და თვალი მოვკარი ნაცნობ სილუეტს. კანკალმა ამიტანა. კიბის მოაჯირს მივვარდი და დაბლა ჩავიხედე. დავრწმუნდი რომ ის იყო. ერთიანად მოვწყდი ადგილს და კიბეებზე დავეშვი. ნაბიჯს აუჩქარა და მიმღებისკენ წავიდა, იქიდან ფოიესკენ გაუხვია და შენობიდან გავიდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა რამდენიმე საფეხური. მეც უკან მივყევი და საკუთარ მანქანასთან მისულს დავაწიე ხმა: - დათა... - მაშინვე გავაცნობიერე, რომ პირველად წარმოვთქვი მისი სახელი. მანქანის სახელურისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა და თვითონაც გაჩერდა. სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და უხეშად შემოვატრიალე. მე თვითონ მიკვირდა საკუთარი გამბედაობა. - დანაშაულის ადგილზე დაბრუნდი არა შე ცხოველო? - ხმადაბლა, თუმცა ზიზღით გამოვცერი კბილებში. - არაადამიანი ხარ... ზიზღის ღირსიც კი არა ხარ. ნეტა იცოდე როგორ მძულხარ... როგორ იტანს დედამიწა შენნაირებს... რა მოიგე ამით? როგორ გაიმეტე? - ვერც კი მივხვდი როგორ ავტირდი. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა. - ეკატერინე... - პირველად ამოიღო ხმა მთელი ამ დროის მანძილზე. ჩემდა გასაკვირად სითბო ვიგრძენი მის სიტყვებში. ამან კიდევ უფრო გამომიყვანა წყობიდან. მისი თანაგრძნობაც კი მაღიზიანებდა. მთელი ჩემი უბედურების სათავედ მივიჩნევდი. გაუბედავად წამოიღო ხელი და შეეცადა ცრემლი მოეწმინდა ჩემთვის, თუმცა არ დავაცადე და მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გავარტყი - უკვე მეორედ. თავი ისევ გვერდზე გადახარა. წამით შემეშინდა. მივხვდი რომ უკვე მეტისმეტი მომივიდა. ისიც კი გავიფიქრე თავისი ხელით მიმახრჩობს-მეთქი. მაგრამ ჩემდაგასაკვირად ერთი ღრმად ამოისუნთქა კბილი კბილს დააჭირა და თავი მოაბრუნა. ჩემთვის აღარ შემოუხედავს. სივრცეს უყურებდა. - ეკატერინე... - ცოტა სიცივე შეპარვოდა უკვე მის ხმას. - თუ დახმარება დაგჭირდა... - აღარ დაასრულა, ხელში სავიზიტო ბარათი მომაჩეჩა და მანქანაში ჩაჯდა. კიდევ დიდხანს ვუყურებდი უკვე საავადმყოფოს ეზოდან გასულ მანქანას. მართლა აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი და ხმამაღლა ავტირდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ასე და სახიდან ცემლების ნიაღვარს ვიწმენდდი. კიდევ კარგი ღამე იყო და ვერავინ მხედავდა. **** მეორე დღეს საბას მდგომარეობა დამძიმდა. სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. უკვე ვეღარ ვაზროვნებდი. ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი... მხოლოდ ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში... აზრი რომლის გამო საკუთარი თავი მძულდა, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალს მართლა ვერ ვხედავდი. სხვა გზა არ მქონდა... თითქმის გაუცნობიერებლად გამოვედი საავადმყოფოდან. სახლში მივედი... შხაპი მივიღე. დაახლოებით ნახევარი საათი ვიდექი ღია გარდერობის კართან და შიშით ვუყურებდი ტანსაცმელს. ბოლოს ჩამოვხსენი ქვედაბოლო და პერაგი და ჩავიცვი. თმა სადად დავივარცხნე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. გასვლის წინ სარკეში ჩავიხედე და შევცბი - ვერც კი მივხვდი რომ ვტიროდი. ჩემი ცხოვრეის იმ პერიოდში იმდენად ხშირად ვტიროდი, რომ ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებდი ისე მომდიოდა ცრემლები. ადამიანს საცრმლე რესურსი რომ განსაზღვრული ჰქონდეს ალბათ მე ცხოვრებაში ვეღარასოდეს ვიტირებდი. თვალები დაუდევრად მოვიწმინდე და კარი გავიხურე. მაღალსართულიანი შენობის წინ გაჩერებული დიდი ხანი დავყურებდი სავიზიტო ბარათს, რომელიც თითებს მწვავდა. „კატო, არ გაბედო მისთვის რამის თხოვნა...“ - უნებურად საბას სიტყვები გამახსენდა და კიდევ უფრო შემძულდა საკუთარი თავი. „დამპირდი, რომ არასდროს გააკეთებ ისეთ რამეს რაც შენ არ გენდომება...“ „შენ ყოველთვის შეგიძლია სუფთა ფურცლიდან დაიწყო...“ ჩემი ერთადერთი სუფთა ფურცელი საბა იყო. სიმწრის ცრემლი ჩავყლაპე და გადავდგი ნაბიჯი. - ვინ გნებავთ? - შესასვლელთან ორი ათლეტი გადამიდგა წინ. - დათა აბაშიძესთან ვარ. - ჩავახვლე ხმის დამორჩილება რომ შემძლებოდა. - გელოდებათ? არაფერი მიპასუხია, მხოლოდ სავიზიტო ბარათი გავუწოდე და თვალი ავარიდე. - სახელი და გვარი მითხარით თქვენი. -კატო... ეკატერინე ხელაძე. სახე ოდნავ შეეცვალა, ახლავე მოვალო - დამიბარა და ერთ-ერთ კარში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა და აქეთ მობრძანდითო - კარი გამიღო. გაუბედავად შევედი ოთახში და ზურგსუკან მოხურულ კარებთან გავჩერდი. საკმაოდ დიდი კაბინეტი იყო. გრძელი მაგიდა და მოხერხებული დივანი იდგა. დივანის წინ დაბალი ჟურნალების მაგიდა და ორი სავარძელი. კაბინეტის ბოლოში იდგა თვითონ, მაგიდის თავთან და მიყურებდა. თვალი ვერ გავუსწორე. იმ წუთას საკუთარი თავიც მეზიზღებოდა და ისიც. - ფული მჭირდება. - მე თვითონაც გამაკვირვა საკუთარი ხმის სიძლიერემ. - ვიცი, - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მაგრამ ახლოს არ მოსულა, შუა ოთახში გაჩერდა. - საბას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა... დღესვე მჭირდება ფული. - ვიცი, ისიც ვიცი რამდენი გჭირდება... უბრალოდ დღესვე ამხელა თანხის შოვნა გამიჭირდება. - ცოტა ხნით შეჩერდა, - ორი დღე მომეცი. უკვე გული მერეოდა ამ ყველაფერზე... მევაჭრებოდა... შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ მაშინ იმდენად ანგარებიან და სასტიკ ადამიანდ ვიცნობდი, რომ მეგონა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად მევაჭრებოდა ასე. იმ წუთას ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. მაშინ მე სკუთარ თავს ბოლომდე გადავაბიჯე და გადაწყვეტლი მქონდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა საბას სამკურნალო ფული მეშოვა. გონებაში საკუთარი კვნესა გავიგე... ვიგრძენი როგორ მიფეთქავდა ძარღვები საფეთქელთან. აბსოლუტურად გაცნობიერებულად წავიღე ხელი საკინძისკენ და საკუთარი პერანგის ღილების შეხსნა დავიწყე. ყველა ღილი ჩავიხსენი და პერანგის კიდეებს ხელი მოვკიდე. ორი წამით შევჩერდი და ისევ კაბინეტის შუაში გაჩერებულ დათას თვალი გავუსწორე. გაოცებული მიყურებდა. ჩემგან ალბათ ამას არ ელოდა. დავინახე როგორ გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი და კბილი კილს დააჭირა. მსუბუქად გადავიძრე პერანგი მხრებზე და ხელი გავუშვი. ჩემ ფეხებთან დაეცა რბილი მატერია. თვალი გავაყოლე და ცრემლი გადავყლაპე. აკანკალებული ხელები ქვედაბოლოს ელვა-შესაკრავისკენ წავიღე, ის იყო უნდა ჩამეხსნა რომ დათამ ამოიოხრა და ადგილიდან დაიძრა. ყველანაირი გამბედაობა სადღაც ჯანდაბაში დამეკარგა. ხელები ისევ კაბის შესაკრავთან მეწყო და თავი ვეღარაფრით ვაიძულე, თუნდაც ერთი სანტიმეტრით ჩამეხსნა. ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა დათა, როგორ გაიხადა პიჯაკი. ცოტაც და ალბათ გონებას დავკარგავდი... ველოდებოდი როდის შემეხებოდა და გულისწასვლამდე მეშინოდა ამის... ის იყო თვალების დახუჭვა დავაპირე, რომ დავინახე როგორ გამოიწოდა ხელები და როგორ მომახურა მხრებზე თავისი პიჯაკი. სითბო ვიგრძენი. მანამდე ვერც კი მივხვდი თუ მთელი ტანით ვკანკალებდი. არ შემხებია, მხოლოდ ყელთან, როცა პიჯაკის საყელოს მისწორებდა უნებურად შემეხო მისი თითები. საოცრად თბილი თითები ჰქონდა. მთელ სხეულში ჩამეღვარა სითბო. უნებურად ორივე ხელით ჩავაფრინდი პიჯაკის კიდეებს, საგულდაგულოდ გავეხვიე მასში და გულიდან ამოხეთქილ ქვითინს ვერაფერი მოვუხერხე. მხრებზე მომხვია ხელი და იქვე მდგარი დივანისკენ წამიყვანა. ჩემთან ერთად ჩამოჯდა და საკუთარი მკერდი შეაგება ნუგეშის მომლოდინე ჩემ თავს. დაუჯერებელია, მაგრამ იმ წუთას მასთან შვება ვიპოვე. მთელი ემოცია დავხარჯე. მომეჩვენა, რომ მას შეეძლო ჩემი შველა და ამას ყველაფერს უანგაროდ გააკეთებდა. ნელ-ნელა დავმშვიდდი. აღარ ვტიროდი. ჯერ ისევ მის მკლავებში მოქცეული უხმოდ ვსლუკუნებდი. - ეკატერინე, - თავით მის ყელში ჩაფლულმა, მისი ხმის ვიბრაციაც კი ვიგრძენი, - ყველაფერი კარგად იქნება. - ძალიან ცუდად არის. - ისევ გამებზარა ხმა. - ვიცი, მაგრამ გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. დავიჯერე... მეც არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი დამოკიდებულების ასე რადიკალურად შეცვლა, მაგრამ იმ წუთას მისი დავიჯერე. ალბათ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ მქონდა. მისი რომ არ დამეჯერებინა, მაშინ საბას სიკვდილი უნდა დამეშვა. საბას სიკვდილს კი გონებაშიც ვერანაირად ვეგუებოდი. - ერთი წუთით დამელოდე. - მითხრა და ფრთხილად წამომაყენა. ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. სანამ გასული იყო ვისარგებლე შემთხვევით, ძირსდაგდებულ ჩემ პრანგს დავწვდი და სასწრაფოდ გადავიცვი. მისი პიჯაკი კი სავარძლის საზურგეზე გადავკიდე. - ეკატერინე, - ჩემ პირისპირ სავარძელზე ჩამოჯდა და საოცრად თბილი ხმით მითხრა. - მე ახლა უნდა წავიდე. შენ აქ დარჩი, დაისვენე და გპირდები, ხვალ დილითვე საბას ოპერაციას გაუკეთებენ. უნებურად ჩამეღვარა მთელ სხეულში სითბო და მადლიერი თვალებით შევხედე. - მეც წავალ... - უკვე მეც მშვიდად ვიყავი. - საბასთან წავალ. - დარჩი, დაისვენე... აქ არავინ შეგაწუხებს. - ცდილობდა დავეყოლიებინე. - ბოლოს როდის ჭამე საჭმელი? უნებურად ჩემს, თითქმის დისტროფიამდე მისულ სხეულზე დავიხედე. - არ მშია მართლა... საავადმყოფოში დავბრუნდები, ასე მირჩევნია. - კარგი, წამოდი მე გაგიყვან. - კაბინეტის კარი გააღო და წინ გამატარა. **** იმავე საღამოს მოვიდა საავადმყოფოში და მკურნალ ექიმს ელაპარაკა. ოპერაცია მეორე დღისთვის დაინიშნა. საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზე წარმოქმნილი საკმაოდ დიდი სისხლჩაქცევა უნდა მოეშორებინათ, რომელიც ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს აწვებოდა და სასიცოცხლოდ საჭირო ფუნქციების მოშლას იწვევდა. თანხაც იმავე საღამოს შეიტანა. უკვე მშვიდად ვიყავი, თითქოს ყველაფერი ხვალ დასრულდებოდა და საბა გაიღვიძებდა. რა თქმა უნდა ხვალინდელი ოპერაცია საბას ბოლომდე გმოჯანმრთელების საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა მისი მდგომარეობის დამძიმებას კი შეაჩერებდა. უზომოდ მადლიერი ვიყავი დათასი. აბსოლუტურად ყველანაირი უსიამოვნო ფიქრი გადაფარა მისმა დახმარებამ. ახლა მხოლოდ მისი იმედი მქონდა. ექიმის კაბინეტიდან გამოსულები დერეფანს კიბის უჯრედისკენ გავუყევით. გადავწყვიტე დათა გამეცილებინა. - ეკტერინე... - ცოტა ყოყმანობდა. - გისმენ დათა. - შენც წამოდი... ჩემთან. შემაშინა მისმა წინადადებამ, ეტყობა სახეც შემეცვალა. - გადაღლილი ხარ და დასვენება შენც არ გაწყენდა, - სწრაფად დაამატა და მაგრძნობინა რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო. - ხვალ მძიმე დღე გექნება და... - არ ღირს დათა, აქ მირჩევნია. - თვალებდახრლმა ძლივს ამოვიბუტბუტე. ჯერჯერობით ბოლომდე მაინც არ ვენდობოდი. - ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ეკატერინე... მე ამაღამ სახლში საერთოდ არ ვიქნები, ოფისში ბევრი საქმე მაქვს და შენ თუ სახლში დარჩები ბევრად მშვიდად ვიქნებოდი... - მაშინვე მივხვდი რომ მისი ოფისში დარჩენა იმ წუთას მოიგონა. - ჩანთას ავიღებ მაშინ... - უარი ვეღარ ვუთხარი და პალატაში შევბრუნდი. რამდენიმე წამი დახურულ კარებთან გაუნძრევლად ვიდექი და ვერაფრით ვბედავდი გასვლას. ფეხები უკან მრჩებოდა. მიუხედავად ყველაფრისა ჯერ ისევ გულისწასვლამდე მეშინოდა მისი. ვერაფრით ვივიწყებდი ბავშვობის მოგონებებს... დათა აბაშიძის სახელს ჯერ ისევ მღელვარებით ვიხსენებდი. ალბათ ნაწილობრივ მართალიც ვიყავი, მე ხომ არაფერი ვიცოდი მისი ცხოვრების შესახებ? არ ვიცოდი როგორ ცხოვრობდა ბათუმის შემდეგ და ბოლოს და ბოლოს საიდან ჰქონდა ამხელა ქონება? თუმცა ახლა უკანდასახევი გზა ნამდვილად არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე და ჯერ ისევ კიბისთავზე მომლოდინე დათასკენ წავედი. - ჯერ სადმე ვივახშმოთ და მერე დაგტოვებ სახლში. - მანქანის საჭესთან მჯდარმა გადმომხედა და სახეზე დამაკვირდა. ცდილობდა გაერკვია რა რეაქცია მექნებოდა მის შემოთავაზებაზე. - არ მშია... - გულწრფელად ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ მახსოვდა ბოლოს როდის ვჭამე, მაინც არ მშიოდა. - მე მშია, - გამიღიმა, - იმედია მარტოს არ დამტოვებ. მეც გამეღიმა უნებურად და თავი ოდნავშესამჩნევად დავუქნიე. მანქანა ერთ-ერთ მყუდრო კაფესთან გააჩერა და კარი გამიღო. საკმაოდ თბილად შეხვდნენ და მივხვდი რომ ამ დაწესებულების არც ისე იშვითი სტუმარი უნდა ყოფილიყო. კიბით მეორე სართულზე ავედით და ვერანდის საკმაოდ მოშორებული კუთხისკენ წამიყვანა. სკამი გამომიწია და დავჯექი. წინ იმ წუთას მიმტანის მოწოდებული მენიუ დამიდო. - მხოლოდ წვენს დავლევ. - არც კი გადამიშლია ისე ვუთხარი მიმტანს. - ცოტა ხანში მოგცემთ შეკვეთას. - ჩემი ნათქვამი გადაასწორა. მიმტანმა თავი დაგვიკრა და წავიდა. - შენ ხომ გშიოდა? - თვალები დავხარე და ხელები ნერვიულად გავუსვი ერთმანეთს. - მშია, მაგრამ უშენოდ არაფერს შევჭამ. - დათა... არაფერი მიპასუხა. თავი მიაბრუნა და თბილისის არაჩვეულებრივ ხედს გახედა. - შეიძლება გკითხო? - ისევ მე დავარღვიე სიჩუმე. თავი ოდნავ დამიქნია, მაგრამ ცოტა დაიძაბა. - შენი ვალი ჰქონდა?.. - ვეღარ დავასრულე და ხმა გამებზარა. თავი ჩაკიდა და გაჩუმდა. მერე ოდნავშესამჩნევი ღიმილით ამომხედა. - თუ შეჭამ გიპასუხებ. მეც ჩამეღიმა და მენიუს დავწვდი. დათამ ოფიციანტს დაუძახა და შეკვეთა მისცა. - კითხვაზე არ მიპასუხებ? - სალათს ჩანგალი ჩავარჭვე, პირისკენ წავიღე და უგემურად ჩავღეჭე. დამელოდა როდის გადავყლაპავდი ლუკმას. - არა, ჩემი ვალი საბას არასოდეს ჰქონია. - სამსახური შენი რეკომენდაციით იშოვა? - მორიგი ლუკმა წავიღე პირისკენ. ისეთი უგემური აღარ მეჩვენა. თავი ოდნავ დამიქნია. - ლეგალური ბიზნესი გაქვს? - მესამე ლუკმას მადიანად შევექეცი. ამ კითხვას არ ელოდა. ცოტა შეცბა... - შეგიძლია მომატყუო. - გავუღიმე და წარბები მრავალმნშვნელოვნად ავწკიპე. გაეცინა და არაფერი მიპასუხა. იმედი არც მქონდა რომ მიპასუხებდა, დიდად არც მაინტერესებდა პასუხი. - ციხეში მჯდარხარ? - ისევ განვაგრძობდი კითხვების დასმასაც და უკვე მადიანად შევექცეოდი სალათს. - არა. უნდა ვაღიარო ამ პასუხმა გამაოცა. მეგონა ციხეში აუცილებლად იქნებოდა ნამყოფი. - რატომ მეხმარები? - მზერა გავუსწორე და ისე ვკითხე. დაიძაბა. დავინახე როგორ დააჭირა კბილს კბილი. უკვე ვიცოდი, რომ ამ ჟესტით სიბრაზეს იკავებდა. ვხვდეოდი რომ ვაბრაზებდი, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. - საბას გულისთვის? ისევ დუმდა. - მე შეგეცოდე დღეს და იმიტომ? - საკუთარი თეფშიდან ბოლო ლუკმაც ჩავიდე პირში და მადიანდ ჩავღეჭე. - რა იფიქრე დღეს თითქმის შიშველი რომ დამინახე? შეგეცოდე? აგაღელვე? გული აგერია? - უკვე გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი, ჯერ ისევ მაწუხებდა ჩემი დილანდელი საქციელი. თეფშზე დავიხედე ცარიელი იყო და მისი თეფშიდან ავიღე ჩანგლით თევზის პატარა ნაჭერი და პირისკენ წავიღე. - მიპასუხე, გთხოვ... - უკვე ტირილის პირას ვიყავი მისული. - დათა, მიპასუხე! გული გერეოდა და იმიტომ მომახურე პიჯაკი? - თითქმის ისტერიკამდე მივედი. ხელები მიკანკალებდა. - მაღელვებდი! - წამოიძახა და ჩემი აკანკალებული ხელები თავისაში მოიქცია. - გაგიჟებამდე სასურველი იყავი ჩემთვის. - აბა... აბა რატომ... - ვეღარ დავასრულე, ხმა ჩამიწყდა. - შენთვის არ ვიყავი სასურველი. - თვალი ამარიდა. ჩემი ხელებისთვის ისევ არ გაუშვია ხელი. - დათა... - სატირლად მომებრიცა ტუჩები. - წავიდეთ ეკატერინე, გადაიღალე დღეს. დასვენება გჭირდება. წამოდგა ისე რომ ჩემი ხელებისთვის არ გაუშვია ხელი და მეც თან ამიყოლა. - შენ არაფერი გიჭამია. - მის ხელუხლებელ თეფშს შევხედე. - მე ნაჭამი ვიყავი. - თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წამიყვანა. მანქანა უზარმაზარ სახლთან გააჩერა და კარი გამიღო. გადმოვედი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი შენობისკენ. თვითონ არ გამომყოლია. - შენ არ მოდიხარ? - გაკვირვებული მოვბრუნდი მისკენ. - მე ამაღამ საქმე მაქვს და ოფისში ვიქნები. რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ ახლა ალბათ ასეც ჯობდა. - სახლში მაინც არ შემომყვები? რომ არ შემიშვან? - შენ ყველა გიცნობს და გელოდებიან. თბილმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში. - რა იყო, ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია? - აშკარად ვპროვოკატორობდი. - გპირდები ამჯერად სანამ არ წახვალ არაფერს გავიხდი. გულიანად გაეცინა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. სახლში ერთად შევედით. წინ შუახნის საკმაოდ სანდომიანი სახის ქალბატონი შემოგვეგება. -მანანა, ეკატერინეს თავისი ოთახი აჩვენე. - ქალბატონს მიმართა დათამ. მანანამ მეორე სართულისკენ წამიყვანა და საკმაოდ მყუდრო საძინებელში შემიყვანა. ყველაფერი დამათვალიერებინა და ამიხსნა. - ეს არის თქვენი ოთახი, ახლა თუ არაფერში გჭირდებით წავალ. - რა თქმა უნდა, მადლობა ყველაფრისთვის. დათა წავდა? - უკვე კარებთან მისულ ქალს დავაწიე. - არა, სამზარეულოშია. როგორც კი მანანა წავიდა ფეხზე გავიხადე და ფეხშიშველი დავუყევი კიბეებს. გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. იმედი მქონდა რომ დათა იქ დამხვდებოდა. არ შევმცდარვარ ჩემკენ ზურგით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა. ჩემი შესვლა გაიგო და შემობრუნდა. - კარგად მოეწყვე? - გამიღიმა. თავი დავუქნიე. -მაშინ ძილი ნებისა. - კარებისკენ დაიძრა. -ის სილა რატომ მაპატიე? - უკვე კარებთან მისულს მივაძახე. ერთ ადგილს მიეყინა. ნელა შემობრუნდა ჩემკენ. გადავიხარე, მაგიდაზე დადგმულ ვაზაზე მწვანე ვაშლს დავწვდი და გემრიელად ჩავკბიჩე, თან პასუხს დაველოდე. - არ მტკენია. - გამიღიმა და მხრები აიჩეჩა. ჯერ კიდევ შეუჭმელი ვაშლი მაგიდაზე დავდე და მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, ძალიან ახლოს მივედი და ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე. მთელი ტანით ავეკარი ზედ და ტუჩები ყურთან მივუტანე. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა. მისი ძლიერი ხელებიც ვიგრძენ ზურგზე... და ვიგრძენი რომ მე ამ ადამიანის მართლა უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი... მისი იმედი მქონდა... ცხოვრებაში პირველად მყარ სყრდენს ვგრძნობდი. წესით მასთან ასეთი სიახლოვის უნდა შემშინებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ შემეშინდებოდა კიდეც და ალბათ ვერც კი გავბედავდი, მაგრამ ვინც დათას ახლოს იცნობს დამეთანხმება რომ რაღაც საოცარი აურა აქვს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ უფრო მეტად გიზიდავს. მაგნიტივით იყო და მეც მთელი არსებით მიმიზიდა. მაშინ თითქოს საბასაც გავუგე და ყველა მათ თანატოლს ბათუმში. მივხვდი რატომ ეხვეოდნენ გარშემო ყოველთვის. - ძილი ნებისა, ეკატერინე... - რამდენიმე წამის მერე შეძლო აზრზე მოსვლა. ფრთხილად მომშორდა და ოდნავშესამჩნევი არეული ნაბიჯით წავიდა კარისკენ. **** საბას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი მდგომარეობა ისევ დასტაბილურდა. ახლა ლოდინის მეტი არაფერი დმრჩენოდა. იმედს არ ვკარგავდი... ახლა მითუმეტეს. ისევ ვმუშაობდი და ახლა საცხოვრებლად საავადმყოფოში მომიწია გადაბარგებამ. ბანკმა ჩვენი ბინა აუქციონზე გაყიდა. არ ვიცოდი ავეჯი და პირადი ნივთები სად წამეღო. პატარა ოთახის დაქირავება გადავწყვიტე, მაგრამ დათამ არ დამანება და ჩემი ნივთები, ჩემივე პროტესტის მიუხედავად თავის სახლში წააღებინა. ბუნებრივია მეც თან მიმაყოლა. თავს უხერხულად ვგრძნობდი, მითუმეტეს რომ ჩემი იქ გადაბარგების მერე თვითონ ერთი ღამეც არ გაუთევია სახლში. დაახლოეით ერთი კვირა ვითმინე ეს ყველაფერი და ერთხელაც სამსახურში წასვლამდე დათას ოფისში მივაკითხე. ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო და თითქმის მთელი შენობა ცარიელი იყო. კარებში მხოლოდ დაცვა შემხვდა და მანაც უპრობლემოდ შემიშვა. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ დათას ცხოვრებაში მე ყველა მიცნობდა. პირდაპირ მისი კაბინეტისკენ გავემართე და დაუკაკუნებლად შევედი. ეძინა. დივანზე იწვა და ზედ თავისი პიჯაკი ჰქონდა მიფარებული. თავი ათასჯერ მეტად უხერხულად ვიგრძენი. ფრთხილად მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე. მის ნაკვთებს ვაკვირდებოდი. ძალიან მიმზიდველი იყო. შეიძლება ითქვას ზედმეტადაც. მისი მკაცრი შესახედაობა და არანორმალურად მზრუნველი ხასიათი, ის საოცარი კონტრასტი იყო, რომელიც კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენდა მას როგორც მამაკაცს. ახლა რომ ვუფიქრდები მის მიმზიდველობას ყოველთვის ვგრძნობდი... ალბათ პირველი დანახვიდანვე და შეიძლება ნაწილობრივ ეს იყო მიზეზი იმისა რომ მისგან ყოველთვის თავის შორს დაჭერას ვცდილობდი. ალბათ 13 წლის ბავშვს სწორედ ეს მიზიდულობა მაშინებდა, მაშინ როცა მასზე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ცივსისხლანი ადამიანი იყო. ფიქრებში გართულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ დავიხარე მისკენ და აბსოლუტურად გაუცნობიერებლად შევეხე ბაგეებით ლოყაზე. შეიშმუშნა. სასწრაფოდ გავსწორდი და სავარძელზე ჩამოვჯექი. თვალები გაახილა და როგორც კი დამინახა მაშინვე წამოდგა. - დილა მშვიდობის. - გავიღიმე. - დილა მშვიდობის. - უხერხულად გამიღიმა თვითონაც და საათს ახედა. - ჯერ ძალიან ადრეა. - დამძინებია. - თავზე ხელი გადაისვა და თმა შეისწორა. - დათა... თავი პარაზიტი მგონია, რომელიც სახლში ჩაგისახლდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებს არ გაძლევს. - ეკატერინე... - სახე შეეცვალა და ხმაც მკაცრი გაუხდა. - ვიცი, რომ ასე არ ფიქრობ, - შევაწყვეტინე, - მაგრამ თავს ნაკლებად უხერხულად ვიდრძნობ თუ ასე დივანზე ძილი აღარ მოგიწევს. - აქ არ მძინავს ხოლმე, წუხელ უბრალოდ... - მის არადამაჯერებელ ტონზე გამეღიმა. - ახლა სამსახურში მივდივარ, იქიდან პირდაპირ საბასთან წავალ და შენ წუხელ თუ ყველა საქმეს მორჩი - დავინახე როგორ ჩაეღიმა ამ ფრაზაზე. - გამომიარე და სახლში ერთად წავიდეთ. არაფერი მიპასუხა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიდოდა. მოვიდა კიდეც. ჯერ ექიმი მოინახულა, მერე ჩემთან შემოვიდა და საავადმყოფოდან ერთად გამოვედით. ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. მომავლის იმედი კვლავ დამირუნდა და ეს ყველაფერი იმ ადამიანმა მოახერხა, რომელსაც ჩემი უბედურების ყველა სათავედ მივიჩნევდი. ჩემი ერთადერთი ტკივილი ახლა მხოლოდ საბა იყო, მაგრამ აქაც დათას იმედი მქონდა, მჯეროდა რომ საბას ფეხზე წამოყენებასაც შეძლებდა. მიუხედავად იმისა რომ მასზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი, მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. მისგან უზომო სითბოს ვგრძნობდი და ეს სითბო თავბრუს მახვევდა. მის მზრუნველობას თავიდან ბოლომდე ვითავისებდი და ნელ-ნელა ჩემთვის იმაზე ახლობელი ადამიანი ხდებოდა ვიდრე თავიდან ვიფიქრებდი ამას. უნებურად მეც დავიწყე მასზე ზრუნვა. ვწუხდი, როცა ბევრი მუშაობა უწევდა. საღამოს მეც სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილობის მიუხედავად ჩემი ხელით ვუმზადებდი ვახშამს და მერე სიამოვნებით ვუყურებდი მის კმაყოფილ სახეს. ნელ-ნელა იმ ზღვარს ვუახლოვდებოდი, რომელიც გაცილებით მეტს მოითხოვდა, ვიდრე უბრალოდ მზრუნველობა იყო. მაშინ ამას ეგოიზმი ვუწოდე. ჩემთვის ასე სჯობდა. მაშინებდა იმაზე ფიქრიც კი რომ დათასთვის ეს ყველაფერი მხოლოდ კეთილი ჟესტის გამოხატულება იყო და სხვა არაფერი. მე მეტი მინდოდა... ბევრად მეტი. დათასგან არაფერი ზედმეტი არ მიგრძვნია. პირიქით, მეტისმეტად ფრთხილი და მოზომილი იყო თითოეულ ქცევაში და სიტყვაში. ამას კიდევ უფრო მეტად გადავყავდი ჭკუდან. მაშინ უკვე ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში. მაღელვებდა მისი თითოეული დავგვიანებული წუთი. ვეჭვიანობდი... ვხვდეოდი რომ ის დამოუკიდბელი ადამიანი იყო და პირადი ცხოვრების უფლება ჰქონდა. აი, ზუსტად ეს პირადი ცხოვრება მაღელვებდა ყველაზე მეტად. მისი უჩემო პირადი ცხოვრება. ამ ყველაფრის პიკი კი ის საღამო იყო, როცა ერთ-ერთ წვეულებაზე წამიყვანა. მანამდე ხშირად გავსულვართ საღამოობით ერთად, მაგრამ მაშინ პირველად ვიყავით მისი მეგობრების წრეში. ამ წვეულებამ საბოლოოდ გამიქარწყლა ჩემი პირველი შთაბეჭდილება მისი შავბნელი სმეგობროს შესახებ. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ხუმრობაც კი შეეძლოთ. რამდენიმე ძველი ნაცნობი სახეც ვნახე. მათ შორის ის ახმახიც, რომელმაც ბათუმში საბას თავ-პირი გაულამაზა. თურმე ბექა რქმევია. არც ისე ცუდი ადამიანი აღმოჩნდა როგორც მეგონა. თბილად მომიკითხა. საბას ამბავიც იკითხა და დახმარებაც შემომთავაზა. მოკლედ ყველაფერი შესანიშნავად იყო, იმ დრომდე სანამ ჩემთან ახალგაზრდა საკმაოდ ლამაზი ქალი არ მოვიდა და ერთი ჭიქა ღვინო ზედ თავზე არ დამაცალა. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ერთი გემრიელი სილაც მითავაზა. საშინლად ამეწვა ყბა და უნებურდ სახეზე ხელები ავიფარე. ზუსტად ვერ დავინახე რა მოხდა. ხელები მაშინ ჩამოვიღე, როცა ჩემთან დათა მოვარდა და როგორ ხარო - აღელვებული ხმით მკითხა. ხმა არ ამომიღია, მხოლოდ თავი დავუქნიე. იქვე სკამზე ჩამომსვეს და ლოყაზე ყინული დამადეს. ხელები რომ მოვიშორე სახიდან წამით შევავლე თვალი, როგორ მიათრევდა იმ ქალს ბექა კარისკენ. დათა რომ დარწმუნდა კარგად ვიყავი წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. გარს შემოხვეულ ხალხს გავუღიმე და გახუმრებაც ვცადე, დაძაბული სიტუაცია რომ განმემუხტა. სიტუაცია ოდნავ რომ ჩაწყნარდა დათას მოსაძებნად წავედი. ბოლოს ეზოში ვიპოვე. იმ ქალთან ერთად იყო და ხმადაბლა, თუმცა ზედმეტად მკაცრად ელაპარაკებოდა. ჩემკენ ზურგით იდგა და ვერ მხედავდა. - გაფრთხილებ! კიდევ ერთხელ მიუახლოვდები და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - ორივე ხელი მხრებში ჩაევლო და მთელი ძალით უჭერდა. - გამიშვი, მეტკინა - საცოდავად ამოიკნავლა ქალმა და შეეცადა ხელიდან გასხლტომოდა. - ტკივილი მერე ნახე, თუ გონს არ მოეგები. - მთელი ძალით დაჰკრა ხელი დათამ კედელს, რომელზეც ის ქალი ჰყავდა აყუდებული. - რითი მჯობია ეგ... - არც გაბედო! - უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა. ისევ ორივე ხელით ჩააფრინდა მის სუსტ მხრებს და მომეჩვენა, რომ ცოტაც და კისერს წააწყვეტდა. - დათა... - გაუცნობიერებლად შევძახე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ. დავინახე როგორ მოეშვა ერთიანად და როგორ გაუშვა ხელები ქალს. მსხვერპლმა დრო იხელთა და სიბნელეში გაუჩინარდა. დათა ისევ ჩემგან ზურგით იდგა და ადგილიდან არ იძროდა. ისევ მე მივუახლოვდი და წინ დავუდექი. თვალებში ჯერ ისევ რისხვა ედგა. ამ სცენამ გამახსენა მაშინ ბათუმში როგორ წვდა ყელში ბექას ჩემი გულისთვის და კინაღამ მოახრჩო. ამ ყველაფერმა ცოტა შემაშინა. მივხვდი რომ მასაც ეშინოდა. იმის ეშინოდა რომ მე ის ასეთი ვნახე - სასტიკი და დაუნდობელი. - დათა... - ჩუმად ამოვიჩურჩულე და ორივე ხელი მოვხვიე კისერზე. ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა და თვითონაც მთელი ძალით შემომხვია მკლავები. - წავიდეთ აქედან. - უკვე ჩემ თმებში თავჩარგულმა ამოილაპარაკა. თავი დავუქნიე და ისე წამოვედით გასასვლელისკენ რომ არავის გამოვმშვიდობებივართ. სახლში შევედით თუ არა ფეხზე გავიხადე და სამზარეულოსკენ წავედი. - რას შეჭამ? - იქიდან გამოვძახე დათას. - გშია? - სამზარეულოში შემოვიდა თვითონაც. - ნტ, - თავი გავაქნიე და მისკენ შემოვბრუნდი. - კითხვები მაქვს შენთან. გაეცინა და სკამზე ჩამოჯდა. აი ასეთი დათა მიყვარდა ჭკუის დაკარგვამდე. მეც არ ვიცი რა მოვამზადე. რაც მაცივარში ვიპოვე ყველაფრს ტაფაში ჩავუძახე და ერთად ჩავშუშე. მერე ერთი თეფში დათას დავუდე წინ, მეორე მე დავიდგი და წინ ჩამოვუჯექი. - რა ქვია ამ საჭმელს? - თეფშს დახედა დათამ. - დაკითხვა. - ჩანგალი მოვიმარჯვე და თვალი გავუსწორე. - არც კი ვიცოდი დაკითხვა ასეთი გემრიელი თუ იქნებოდა. - პირველი მან დააგემოვნა ჩემი ნახევალი და მომიწონა. - ჯერ სად ხარ?! - მეც ჩავარჭვე ჩანგალი და პირველი ლუკმა პირისკენ წავიღე. - ის ვინ იყო? - დავსვი ასევე პირველი კითხვა. ალბათ ელოდებოდა ამ კითხვას, მაგრამ მაშინვე მაინც ვერ მიპასუხა. - ძველი ნაცნობი. - გიყვარს. - ზედმეტად უტიფარი მეჩვენა ჩემი კითხვა, მაგრამ მაინც დავსვი. - არა! - პასუხი კატეგორიული იყო. მესიამოვნა. - გიყვარდა? - წინა პასუხმა აშკარად გამბედაობა შემმატა. - ეკატერინე, მე მგონი უკვე გიპასუხე მაგ კითხვაზე. - არ გიპასუხია. ახლა შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ადრე გყვარებოდა. - არ შეიძლება. - ვითომ რატომ? - თუ გადაყვარება შეძელი, ესე იგი არც არასდროს გყვარებია. - როდისმე გყვარებია? - კიდევ ერთი კითხვა დავსვი და საკუთარი გულისცემაც კი გავიგე იმდენად ავღელდი. არ მიპასუხა. ახლა საფეთქელზე მოწოლილი სისხლიც ვიგრძენი. ზედმეტად ამაღელვა მისმა სიჩუმემ, მაგრამ არ შევიმჩნიე და დემონსტრაციულად დავღეჭე მორიგი ლუკმა. ვაგრძნობინე რომ პასუხს ველოდებოდი. ადგა და უხმოდ გავიდა. ლამის ტირილამდე მივედი. ზედმეტად იმოქმედა მისმა დუმილმა. ღრმად ჩავისუნთქე და მაგიდის ალაგება დავიწყე. სამზარეულოდან რომ გამოვედი არც მისაღებში დამხვდა. ფანჯრიდან გავიხედე და აღარც მანქანა აღარ იდგა. მაშინ კი ვეღარ შევიკავე თავი და გულამოსკვნით ავტირდი. დიდი ხანი ვტიროდი, მთელი გული ამოვაყოლე და ბოლოს ჩემ ოთახში ავედი. დაღლილს მალევე ჩამეძინა. კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამომაღვიძა. ნახევრადგამოფხიზლებულმა გავაღე კარი და ზღურბლზე მდგარი დათა დავინახე. სუსტი ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. მთვრალი არ იყო, მაგრამ მსუბუქ ბახუსს კი დაერია ხელი. პერანგის რამდენიმე ღილი ჩახსნილი ჰქონდა. - შენ - მითხრა, ხელები ჯიბეებში ჩაიყო და ცალი მხრით კარების ჩარჩოს მიეყრდნო. - ?.. - ახალგაღვიძებულმა ვერ გავაანალიზე რას მეუბნებოდა. - ჩემი პასუხია - შენ! - უფრო მტკიცედ გამიმეორა. ნელ-ნელა გავიაზრე რა პასუხზე მეუბნებოდა. ჯერ ტვინის ერთი ნახევარსფერო გამეხსნა, მერე მეორე. ბოლოს ძლინს გავაანალიზე რამდენად სასურველი პასუხი იყო ეს ჩემ კითხვაზე. - დათა... - მისკენ გადავიხარე და თავი მკერდზე მივაყრდენი. - კატო... - ჩემი სახელის ამ ფორმამ საერთოდ მომიღო ბოლო. ორივე ხელი შემოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი. - შენ, კატო, შენ... შენ ხარ ის ვისი გადაყვარებაც ვერაფრით მოვახერხე... - ორივე ხელით მიკრავდა გულში და ჩემ ყელში თავჩარგული ბუტბუტებდა. - ჯერ კიდევ იმ დროიდან... ბათუმიდან გადაგყავარ ჭკუიდან. - რამდენჯერმე ყელზე ვიგრძენი მისი რბილი ტუჩები და კინაღამ ფეხები მომეკვეთა. - ყველაფრის დავიწყება შევძელი შენ გარდა. ყველაფერი დავთმე შენ გარდა... თვრამეტი წლიდან შენ აჩრდილად ვიქეცი კატო... ჩემი კატო ხარ, ჩემი ეკატერინე. ოდნავ უკან დავიწიე და თვალებში ჩავხედე. სახეზე ხელი ჩამოვუსვი და მის ბაგეებს საკუთარი შევაგებე. საოცარად რბილი ბაგეები ჰქონდა. მოქნილი და მგრძნობიარე. უკვე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი, თამამად შემიძლია ვთქვა რომ მაშინ სამყაროს არსებობაც კი აღარ მახსოვდა. ხელები დაბლა ჩამოვასრიალე და მისი პერანგის ღილების შეხსნა დავიწყე. საგრძნობლად შეეცვალა გულისცემის რიტმი და საბოლოოდ გაუორმაგდა, როცა ბაგეებით შევეხე მის მკერდს. - კატო... - სუნთქვას ამოაყოლა ჩემი სახელი. ორივე ხელი მხრებზე ჩაასრიალა და საღამურის ბრეტელი მხარზე ჩამოაგდო. ყელიდან მხრების გასწვრივ, სხეულის ყველა წერტილი დამიკოცნა. ხელები ბოლომდე ჩახსნილი პერანგის ქვეშ შევუცურე და თითები ხერხემლის გასწვრივ ავასრიალე. ერთი ამოიგმინა, ხელში ამიყვანა და ოთახის სიღრმეში საწოლისკენ წამიყვანა. საწოლზე ჩამომსვა, თვითონ ჩემ წინ ჩაჯდა და თითები წვივებზე შემახო. ნელ-ნელა ზევით აასრიალა და თან საღამურის კალთაც აიყოლა. მუხლისთავებიდან დაიწყო და კოცნით საკუთარი თითების კვალს გაყვა. თავი ვეღარ შევიკავე და ჰაერს სუსტი კვნესა ამოვაყოლე. მუცლის კუნთები დამეჭიმა. მკერდთან ასულმა, საღამური თავიდან გადამძრო და წამოდგა. მის პერანგს მივწვდი და მხრებიდან მოვაშორე. ჩემკენ დაიხარა და მოშიშვლებულ მკერდზე მომწვდა. ფეხები გავშალე და ჩემთან უფრო ახლოს მოსვლის საშუალება მივეცი. ხელი მომხვია და საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა. ხელები მისი ქამრისკენ წავიღე და უკვე ვნების მორევში ჩაძირულმა აკანკალებული თითებით ბალთის შეხსნა დავიწყე. მის გვერდით სრულყოფილება ვიგრძენი. თითოეული წამი განუმეორებელი იყო. მისი სხეულის თითოეული რიტმი ვიგრძენი, ჩემი მეორე ნაახევარი ვიგრძენი... იმ ღამით საკუთარი თავი ვიგრძენი. მიუხედავად ყველაფრისა... მიუხედავად გადატანილისა... არასდროს მინანია, ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი ჩემი მაშინდელი საქციელის სისწორეში. ისევ თავიდნ რომ ვიწყებდე, თავიდანვე რომ მცოდნოდა ყველაფერი... იმ შეგრძნებებზე უარს მაინც ვერ ვიტყოდი. იმ ღამეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მის მკერდზე მისვენებულს, უზომოდ ბედნიერს, თავში ერთი აზრი მიტრიალებდა - რითი დავიმსახურე?! - კატო... - საფეთქელზე ვიგრძნი მისი ტუჩები. - ცოლად გამომყევი... ----------------------------------------------------------------- ესეც დაპირებული მეორე თავი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.