შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (2)


17-07-2016, 19:45
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 025

ნიკოლოზის ”კომპლიმენტით” დარცხვენილი ლიფტის კედელს ავეტუზე და თითები ნერვიულად ავათამაშე...
-ნიკოლოზ - ფრთხილად დავიწყე - ეხლა კაბინეტში რომ შევალთ ნებისმიერ წამს შეიძლება შმოვიდეს ჩემი კოლეგები, ამიტომ
-ამიტომ ის კომპლიმენტები და ფლირტი, რომელიც ქუჩაში დავიწყე ცოტახანი შევწყვიტო ხომ?
ცალი თვალით გამომხედა და ცინიკურად გამიღიმა...
ცოტა არ იყოს უცხოდ მომხვდა ყურში მისი აღიარება და ოდნავ შესამჩნევად გამეღიმა..
არ ვამბობ რომ არ მესიამოვნა, პირიქით მესიამოვნა მისი პირდაპირობა...
-არა, ნუ... ეგეც, მაგრამ მინდოდა მეთქვა იქ თქვენობით მომმართე თქო...
ყველანაირად ვეცადე აწითლებული ლოყები დამემალა, მაშინვე ამოვიღე ჩანთიდან საბუთები და უაზროდ თვალიერება დავიწყე..
-მორჩი მაგის ყურებას მოვედით
ყურთან ნიკოლოზის ირონია ნარევი ხმა გავიგე და ”პაპკა” მაშინვე დავხურე...
-სად ხარ ელენა ამდენხანს საქმე მქონდა, ახალ..
კაბინეტში შესვლა და გიორგის აქოთქოთება ერთი იყო, მაგრამ როგორც კი ნიკოლოზი დაინახა მაშინვე გაჩუმდა
-არ გელოდებოდი დღეს..
თვალებით ვანიშნე ჩემკენ გამოეხედა და ნიკოლოზის თვალიერებისთვის თავი დაენებებინა...
-ხო გუშინ უფროსმა ისე დამცოფა, რომ არ მოვსულიყავი არ შემეძლო..
სიცილით ამოილაპარაკა და ჩემ წინ ჩამოჯდა...
-კარგი გიორგი, მოკლედ ესაა ნიკოლოზ მაისურაძე , გუშინ რომ გითხარი ახალი საქმეა თქო - თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და მეც მორჩილად განვაგრძე - მოკლედ ეს ამ საქმის დეტალებია გაეცანი და მითხარი რას ფიქრობ...
წინ ფურცლები დავუდე და პასუხის მოლოდინში გავიყუსე..
-ადვილი მოსაგვარებელია - ნახევარ საათიანი კითხვის შემდრგ თქვა და ფურცლეები უკან მომაწოდა. - უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ბატონ ნიკოლოზთან
-გისმენ
უდარდელად უპასუხა ნიკოლოზმა და შეუმჩნეველი ღიმილით გამომხედა
-ასეთი ფულის და სიმდიდრის პატრონს..
-გიორგი!
ამის გაგონებისთანავე საშინლად შემრცხვა ნიკოლოზის და ცხოვრებაში პირველად გიორგისთან ტონს ავუწიე...
-არაუშავს ქალბატონო ელენა, მკითხოს - ქალბატონოს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და ისევ იმ ღიმილი გამომხედა -გისმენ
-ხო მოკლედ, ესეთი ფულის პატრონს ქონებაბზე რატომ გაქვს პრეტენზია?
-სიმართლე გითხრა ამ ყველაფრის მოგვარება სასამართლოს გარეშე შეიძლებოდა, ჩემმა ყოფილმა ცოლმა კი მოინდომა ყველაფერი სასამართლოში გადაწყვეტილიყო, თორემ სულ არ მეხალისება სასამართლოებში სირბილი..
-კი მაგრამ დარწმუნებული ვარ ადვოკატო გეყოლებოდათ..
-გიორგი საკმარისია
მოთმინებიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ ავუწიე ტონს, მაგრამ როგორც კი ნიკოლოზის თვალებს გადავაწყდი მაშინვე გავჩუმდი...
-კი ადვოკატი მყავდა, უბრალოდ საზღვარგარეთაა და რეკომენდაცია ქალბატონ ელენას გაუწია, ამიტომაც მოვედი აქ..
ღიმილით დაამთავრა წინადადება და მე გამომხედა...
-თუ საიდუმლო არაა ვინ იყო თქვენი ადვოკატი?
დაინტერესებული ჩავეძიე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი..
-მეჩქარება უნდა წავიდე, ეს ჩემი სვიზიტო ბარათია თუ რამეა დამიკავშირდით..
ფეხზე წამოდგა, პატარა ფურცელი მომაწოდა და ოთახიდან გავიდა.
-უატაკტო, ხეპრე, იდიოტი... ხო შეეძლო ეპასუხა კითხვაზე რაა...
-გევასა ხომ?
სკამი ჩემკენ მოაჩოჩა გიორგიმ და ინტერესისნი თვალებით მომაჩერდა...
-კარგი რა გიორგი მორიგი კლიენტია, დავეხმარები და ვსო ისე გაქრება ჩემი ცხოვრებიდან როგორც გამოჩნდა..
ვითომც არაფერი ისე ჩავილაპარაკე და საქმეებს მივხედე.
-ელენა ბავშვობიდან გიცნობ და...
-გიორგი ვმუშაობ
მოხერხებულად ვეცადე თავი დამეძვრინა მოსალოდნელი საუბრიდან...
-ამ საღამოს სამსახურის მერე ამოდი ჩემთან და იქ ვილაპარაკებთ..
თითი გაფრთხილების ნიშნად დამიქნია და ოთახიდან გავიდა...
ოხვრით მივაგდე პასტა მაგიდაზე და ღრმად ამოვისუნთქე...
-ლიზა არავინ შემოუშვა
უცებ გავეცი განკარგულება და ფეხები დივნის სახელურზე შემოვაწყე...
ჩემმა დასვენება არც ისე დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით ოც წუთში კარები ლიზამ ”შემოგლიჯა” და ანერვიულებული დამადგა თავზე...
-ქალბატონო ელენა, ბოდიშს გიხდით, კი მითხარით არ შემაწუხოთო, მაგრამ აუცილებელი საქმეოა და
-ლიზა მითხარი რა მოხდა
დაღლილმა ჩამოვაწყე ფეხები და გათიშული სახით ავხედე...
-ვიღაც ირაკლი გელოდებათ აუცილებელი საქმე მაქვსო...
-შემოუშვი
ცოტა აღელვებულმა ვუპასუხე და ჩემი ადგილისკენ წავედი..
-ოოო ელენა კანდელაკმა მოიცალა ჩემთვის...
ღიმილით შემოვიდა ოთახში და პირდაპირ დივანზე დაჯდა..
-რა გინდა მითხარი ბევრი დრო არ მაქვს..
-კარგი პირდაპირ საქმეზე გადავალ ფული მჭირდრბა
-ირაკლი მისმინე, შენი ცოლი აღარ ვარ რომ ისევ გიგვარო ეს პრობლემები.. წადი და ვინმე შენ ძმაკაცს თხოვე და ის მოგცემს..
გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე და ისევ ჩემ საქმეს მივუბრუნდი..
-ელენა გთხოვ ამ ერთხელ და მეტს აღარ შეგაწუხებ გპირდები..
-რამდენი გინდა?
ბოლოს ისევ მე დავნებდი და საფულე ამოვიღე...
-ორასი
-რაა? - აშფოთებულმა ხმა ვერ გავაკონტროლე და ცოტა ხმამაღლა მომიწია ”კითხვა” - რა ამბავია ირაკლი?! თუმცა ბოლოა...
ამით დავიმშვიდე თავი და თანხა გავუწოდე, აიღო და ისე წავიდა უკან ერთხელაც არ მოუხედავს...
ამის მერე გული ვერცერთ საქმეს ვერ დავუდე, ჩანთა ავიღე და ოთხიდან გვედი...
ლიზას ჩემი წასვლის შესახებ ვუთხარი და გიორგის კაბინეტისკენ წავედი...
-ოე ვაჟკაც ადე შენთან მივდივარ..
შესვლისთანავე ვუთხარი და მის წინ სკამზე დავესვენე..
-ვერა უფროსი არ გამომიშვებს..
-აუ მორჩი მაიმუნობას და წამოდი მანქანით მიმყავხარ..
-მოვდივარ - უცებ წამოხტა ფეხზე საჭირო ნივთები მოაგროვა და გარეთ გავარდა - ე გოგო აღარ მოდიხარ?
თავი შემოყო ღია კარებში და გაკვირვებულმა გამომხედა...
-მოვდივარ, მოვდივარ - სიცილით წამოვდექი ფეხზე და გვერდით ამოვუდექი - ირაკლი იყო მოსული დღეს
მანქანაში ჩაჯდომისას ვუთხარი და მის გაკვირვებულ სახეზე გამეღიმა
-რა უნდოდა?
კბილების ღრჭიალით მკითხა და მისი ადგილი დაიკავა...
-როგორც ყოველთვის გიო, რა ენდომებოდა.
-მაინდამაინც უნდა მომაკვლევინოს მაგან თავი რა.
გააღიზიანებულმა ამოილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა..
-კარგი მოვრჩეთ ეხლა ირაკლიზე ლაპარაკს
-მაშინ ნიკოლოზზე ვილაპარაკოთ..
თქმა არ დამამთავრებინა ისე მომაძახა და საკუთარი თავით კმაყოფილმა გამიცინა..
-მაგაზე მითუმეტეს
განერვიულებულმა ვუპასუხე და მისი დაცინვაც დავიმსახურე...
-მაშინ თუ გინდა რომ ამაზე არ ვილაპარაკოთ რაღაც უნდა შემისრულო
-რა გინდა
-რა მინდა და რადგან უფროსმა ადრე გამიმიშვა მინდა ამ მომენტით ვისარგებლო და მე და ლიკა წავალთ სადმე თუ
- თუ მე ნიაკოს დავიტოვებ და რა პრობლემაა
უცებ დავასრულე მისი წინადადება და ყურებამდე გავეკრიჭე..
-ძალიან კარგი ამოდი ეხლავე ლიკაც გაემზადება და წავალთ..
უცებ დააწყო დღის გეგმები და გახარებული შევარდა სადარბაზოში..
ძლივს ავაღწიე მეხუთე სართულამდე და გახარებული ცოლ-ქმრის ნახვისას გამეღიმა...
-გვრიტებო კი ვარღვევ იდილიას მაგრამ გაემზადეთ და წაეთრიეთ..
ნიაკო ხელში ავიყვანე და მისაღებში შევედი...
ნახევარ საათში გამოწყობილი ცოლ ქმარი დამადგა თავზე და ათასი მითითება მომცეს...
-შუადღეზე ეძინა უკვე, ოთხზე საჭმელი უწევს ყველაფერი გამზადებულია უბრალოდ წამოდუღება უნდა, ჭამისას მულთფილმები აყურებინე და მეტი ისეთი არაფერი სასეირნოდ თუ გაიყვან თხელი ჟაკეტი წაიღე მაინც...
-ვაიმე ლიკა ამოისუნთქე ვიცი რაც უნდა ვქნა პირველად არ ვიტოვებ რა გჭირს..
ღიმილით ”დავტუქსე” მეგობარი და ლამისაა კინწისკვრით გავაგდე საკუთარი სახლიდან..
-ვერ არიან ნიაკო შენი მშობლები...
როგორც კი კარი მივხურე მაშინვე ვუთხარი ბავშვს და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია...
- კარგი ეხლა მე და შენ ვითამაშოთ მერე ვჭამოთ და მერე ეზოში ჩავიდეთ..
ფეხსაცმელები იქვე კუთხეში მივყარე და ხალიჩაზე მჯდომი ნიასკენ წავედი...
სახლში ისეთი ამბავი დავატრიალეთ, თითქოს ორი ერთნაირი ჭკუის ადამიანი იყო მარტო...
ბოლოს ვჭამეთ და ეზოში გასასვლელადაც მზად ვიყავი..
მთელ სახლში ვეძებდი ლიკას კედებს, რომელიც კარგად მექნებოდა, მაგრამ ყველა დიდი მქონდა თან ბევრად, ამიტომ
ბოლოს ისევ ჩემი ფეხსაცმელები ჩავიცვი და ისე ”ჩავბაკუნდი” ქვემოთ..
პარკში მყოფი ყველა მშობლის ყურადღება მივიქციე, თუმცა ყველა მოშტერებულ თვალს ღიმილით ვპასუხობდი..
-მეგონა მხოლოდ სამსახურში დადიოდი ესეთი ჩაცმული..
-ნიკოლოზ?
შეშინებულმა მივატრიალე თავი და ნიკოლოზის დანახვა გულწრფელად გამიკვირდა..
-არ მითხრა აქაც არ გელოდიო...
-მართლა არ გელოდი
-არც მე სამუშაო დრო და მითუმეტეს ესე ჩაცმულს...
კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩემ
კლასიკურ ჩაცმულობას და სიცილით მომიჯდა გვერდზე...
-რა ვქნა ნიკოლოზ
ყველას არ აქვს ის ფუფუნება სამსახურიდან უცებ გაიქცნენ სახლში გამოიცვალონ და მერე ნათლულები გაასეიენონ..
ირონია ნარევი ხმით ვუპასუხე და თვალით მისი სპორტული ტანსაცმლისკენნ ვანიშნე..
უნდა ვაღიარო ჯინსები და უბრალო მაისური უფრო უხდებოდა ვიდე შარვალ-კოსტუმი...
-ესე უფრო სიმპატიურო ვარ ხო?!
ისე თქვა თითქოს ჩემ აზრებს კითხულობსო და სახეზე მაშინვე წამოვწითლდი...
-რა თავდაჯერებული ხარ ნიკოლოზ!...
გამაღიზიანა მისმა ესეთმა თავდაჯერებულობამ და რაც პირველი მომადგა ენაზე ის ვუთხარი...
-კარგი არ ინერვიულო მეტს აღარ გამოგააშკარავებ.
სიცილით მითხრა და ხელი საზურგეზე გადადო...
-უნდა წავიდე ხვალ არ დაგავიწყდეს სია უნდა მომიტანო
წასვლისას დავუბარე ნიაკოს ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავედით...
საათს რომ დავხედე უკვე ცხრა სრულდებოდა, მალე მოვდიდონენ ლიკა და გიორგი, ამიტომ ჩვენი არეული სახლი უცებ მივალაგეთ და ისე დავჯექით ვითომც არაფერი აგვირევი...
დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ ”მშობლებიც” და ნიაკო ისე ჩაიხუტეს თითქოს ნახევარი წელიწადუა არ უნახიათ...
-მადლობა ელენა კიდევ ერთხელ
მადლიერუ თვალებით გამომხედა ლიკამ და ნიაკო საძინებელში შეიყვანა...
-რა გჭირს შენ რა სიფათი ჩამოგტირის?
გვერდზე მომიჯდა გიორგი და სიგარეტს მოუკიდა
მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და მოს სიცილზე უარესად ამეშალა ნერვები...
- აუ ელენა ოცდაცხრა წლის ხარ და გრამი ტვინი არ გაქვს რა
სიცილით მითხრა და თმები ამიბურდა..
-აუ გიორგი კარგი რააა - გაბრაზებული წამოვვარდი ფეხზე და ჩემი ნივთები ავკრიფე... - ხვალ სამსახურში არ დაიგვიანო
უფროსის ტონით გავაფრთხილე და ღიმილით დავტოვე სახლი...
მალევე მივედი სახლში და პირდაპირ ლიაკოს ოთახისკენ წავედი..
-დე გძინავს? - ფრთხილად შევყავი თავი მის ოთახში და უარყოფითი პასუხის გაგებისას პირდაპირ შევედი... -ამაღამ შენთან დავიძინებ რა?
ბუს თვალებით ავხედე და ლოგინში შევუწექი...
-შეყვარებულია ჩემი გოგო?
-არა დე შეყვარებული არა მაგრამ დაბნეული და გაბრაზებული კი...
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და შიგადაშიგ მეცინებოდა ჩემ დაბნეულობაზე და ხანდახან სითამამეზე...
-შენი აზრით რატომ შემიყვარდა მამაშენი? - ინტერესიანი თვალებით გამომხედა და ჩემ აბურდულ თმებში თამაში დაიწყო - იმიტომ რომ ისიც ესე განსხვავებულად ცდილობდა ჩემ მოხიბვლას, თავიდან ჩავთვალე, რომ მორიგო გატაცება ვიყავი და შენსავით ვეკეკლუცებოდი, მაგრამ მერე ღრმად რომ შევტოპეთ მივხვდი რომ მიყვარდა, რაღაც პერიოდი ურთიერთობა გავწყვიტე საკუთარ თავში დასარწმუნებლად, ერთი კვირის მერე რომ დამადგა თავზე მომენატრეო და ბაბუაშენს ჩემი ხელი თხოვა ბევრი არც მიფიქრია მაშინვე დავთანხმდი, მერე მალევე გაჩნდი შენ მერე კი - ცრემლები მოიწმინდა და ფრთხილად განაგრძო - მერე კი ოცდაშვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღემდე მიყვარს..
-კი მაგრამ დედა ჩემი და ნიკოლოზის შემთხვევა სხვანაირია...
-არა ელენა.. შეიძლება სხვანაირი გეჩვენება მაგრამ არა... დედის გრძნობა და ინატიქტი სხვაა.. ნიკოლოზი ისაა ვინც უნდა იყოს...
-კი მაგრამ შენ ირაკლიზეც ეგერე მეუბნებოდი..
-ირაკლიზდ გეუბნებოდი კარგი ბიჭია მაგრამ კარგად დაფიქრდი არამგონია ეგ იყოს თქო.. გახსოვს ელენა?!
შეპარული ღიმილით გამომხედა და თმაში თამაში განაგრძო...






იმედია მოგეწონებათ❤ შეიძლება არც ისეთი კარგი არ არის როგორსაც ელოდით მაგრამ აუცილებალად გამოვსაწორებ❤. წინა თავი არის ჩემი ძველი ისტორიის პირველი თავი, რომელიც აღარ გამიგრძელებია (”და ესე დაუკითხავად დაიბადა ჩვენ”) ამიტომ შეიძლება გეცნოთ...



№1 სტუმარი ketis

მაგრა მაინტერესებს გაგრძელება.. რაღაც დზაან კარგი გამოგდის განაგრძე და წარმატებები

 


№2  offline წევრი მთვარეულა ❤

კარგი იყო
რამდენიმე გრამატიკული შეცდომა ვნახე, მაგრამ მექანიკურევი იყო ძირითადად.
სხვა ყველაფერი კარგია.

ველოდები გაგრძელებას, ძალიან მაინტერესებს გაგრძელება.
წარმატებები love

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

აუცილებლად გააგრძელე საინტერესოდ იკითხება ცოტა უფრო დიდი თავები დადე და არ დააგვიანო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent