შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო დღიურო (2)


17-07-2016, 21:40
ავტორი taska
ნანახია 1 296

ზოგჯერ არის მომემტები გინდა წარსულს გაექცე, იმ ბედნიერ წუთებს დაემალო ყველაფერს რომ გირჩევნია ცხოვრებაში... ჰო, ასეც ხდება ხოლმე.
20 წელი დიდი დროა, არ მეგონა ისევ ის ემოცები თუ მექნებოდა მისი ნახვისას რაც იმ პატარა გოგოს ქონდა წარსულში რომ დავტოვე ბედნიერებასთან ერთად.. მაგრამ ახლა ფროა ძალა მოვიკრიბო და ისე მოვიქცე როგორც ზრდასრულ ქალს შეეფერება,. მაგრამ როგორ? არც ისე კარგი მსახიობი ვარ და ალბათ ყველაფერი სახეზე მაწერია....
ქორწილმა კარგად ჩაიარა, მე არაფერი მახსოვს მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არავის უჩხუბია, ანუ ქართული ტრადიცია დავარღვიეთ.. მთელი საღამო ნერვიულად ვკანკალებდი, ყველა მატყობდა მაგრამ საბედნიეროდ არავინ იცოდა ნამდვილი მიზეზი ჩემი ნერვიულობისა...
-"ერთადერთ შვილს ათხოვებს და ინერვიულებს აბა რა იქნებაო" ირგვლივ ყველა ამას გაიძახოდა... სინამდვილეში ამ მხრივ სანერვიულო ნამდვილად არაფერი მაქვს, ალექსი საოცრად კარგი ბიჭია, ზუსტად ვიცი რომ ჩემს ნინას გააბედნიერებს.. დედის უნტუიცია არასოდეც ცდება და ვგრძნობ რომ ყველაფერი კარგად ექნებათ ცხოვრებაში..
-მშობლების სადღეგრძელოა.. მითხრა ლევანმა და მანიშნა გავყოლოდი იმ ადგილისკენ სადაც თამადა მიგვითითებდა... ამდენი ფორმალობა დიდად არ მომწონს მაგრამ ლევანიმ აიჩემა ტრადიციული ქორწილი უნდა გადავუხადო ჩემს გოგოსო და აჰა...
თამადის ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გამიგია, ან რა საჭიროა ამდენი ბრტყელი სიტყვები, მხოლოდ ჩემს გოგოს ვუყურებდი და ვუღიმოდი...
-ნუ დარდობ, ბედნიერები იქნებიან.. კიდევ ის მონატრებული ხმა მომესმა და თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა...
- ვიცი გიორგი, დარწმუნებული ვარ შენც მიაქცევ ყურადღებას... ვეცადე ეს სიტყვები ისე მეთქვა რომ დაძაბულობა არ შემტყობოდა, თან ირგვლივ ამდენი ხალხია, ლევანიც აქვეა. მაგრამ გიორგის ხმაში იყო დაძაბულობაც და ბრაზიც, მონატრებაც და სინანულიც... როგორც იქნა თამადამ დაასრულა სიტყვით გამოსვლა, ჩვენც, მშობლემაც ჩვენის მხრივ "დავლოცეთ" ბავშვები, მე უფრო ნეტად ვიტირე ვიდრე ვილაპარაკე..
- სულ არ შეცვლილხარ. მითხრა გიორგიმ..
მაშინვე ჩემი ადგილისკენ გავეშურე არ მინდა მისი ხმის გაგონება, არც დანახვა... უკვე მრცხვენია ჩემი ბავშვური საქციელის. ჩემი ქმრის და ჩემი შვილის მრცხვენია...
სახლში ლევანის მოსვლმდე მარტო დარჩენა მოვახერხე..
რამოდენიმე ფურცელი გადავშალე ჩემს ძველ დღიურში და მუქი შრიფტით ნაწერს გადავავლე თვალი. ახლაც იგივეს ვგრძნობ რასაც მაშინ...
"დღეს გიორი ავალიანი გავიცანი... "
მხოლოდ ეს ეწერა მთლიან ფურცელზე..
არ ვიცი მაშინვე რატომ მივაქციე ამხელა ყურადღება... სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ის რასაც სიყვარული ქვია.. შეიძლება ბანალურად ჟღერს მაგრამ ასეა....
ფეხის ხმა გავიგე და მივხვდი ლევანი მოვიდა, დღიური ლეიბის ქვეშ დავმალე...
-კიდე არ გძინავს? მკითხა მისთვის ჩვეული მზრუნველი ხმით..
-ვერ დავიძინე... ვუთრაი დაღლილმა... და მაშინვე გავიფირე რომ ჩემი მზრუნველი ქმრის და მოფლიოში საუკეთესო შვილის გამოს ყველაფრის ატანა შეილება...
ჰო, ლევანი მიყვარს ოღონდ ვერ შევძელი მისი ისე შეყვარება როგორც იმსახურებს.. ეს არც ჩემი ბრალია და
არც მისი. უბრალოდ 20 წლის წინ ყველაფერი არასწორად მოხდა და პატარა გოგომ ვერაფრით გაკეთება ვერ შევძელი...






№1  offline წევრი ნეპტუნიელი

რატომ არ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent