ღრუბლებში გასეირნება -3-
- ჰეი, გაიღვიძე, გაიღვიძე . გესმის? ჩურჩულებდა ჩემთვის უკვე ნაცნობი უცნობი. თვალები გავახილე და დავინახე ჩემსკენ გადმოწეული როგორ დაუბრაუნდა უცებ თავის ადგილს. ეს რა იყო ვითომ? ვერც მე გავიგე. – უკვე მოვედით და იმედი მაქვს კარგად გახსოვს ჩემი ნათქვამი. – რა? სად? უცებ ვერ მოვტვინე. – ააა, ხო. და სად ვართ? ისევ დავსვი კითხვა, რომელიც კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. მალე მივალთ სახლში თქვა და ხელი შორს გაიშვირა განათებული სახლისკენ. – რაღაც არ გავს ეს ჩემს სახლს. ამოვიფრუტუნე. – ახალ გაღვიძებულზე იუმორი მოზღვავებული გაქვს ხოლმე? – ხო. ვუთხარი და დავეჭყანე. – კაი. კაი. გადავალტ და იცოდე შენ ჩემი საცოლე ხარ მათთვის და არაფერი შეგეშალოს. – შენ რა მართლა აპირებ საცოლედ გამასაღო? კარგი რა? ეს რა წესია? იცი მაინც ეხლა როგორ ნერვიულობენ ჩემი მეგობრები, იქნებ პატრულსაც გამოუძახეს. საერთოდ არაფრის არ გეშინია? – არა. გამწარებულმა გამოვაღე მანქანის კარები და გადავედი. უფრო სწორად ფეხი გადავდგი თუ არა თოვლში ჩავიფლე და საცოდავად ამოვიკვნესე. – მიშველე იდიოტო. მალე მომიახლოვდა ჩემი ნაცრისფერთვალება. ოო, ღმერთო ისევ ეს სულელური ფიქრები.დავაიგნორე მეორე "მე". მალე მომიახლოვდა ვაჟბატონი და ამომათრია თოვლიდან. – სად მიდიოდი ერთი ძალიან მაინტერესებს. – სადმე სხვაგან. შენგან შორს. გაბრაზებული ვიყავი. მგონი საკუთარ სულელობაზე უფრო. მანქანა დაძრა და როგორც იქნა მიუახლოვდა სახლს, რომელიც მოშორებით იდგა სხვა სახლებისგან. უკან ტყე მოჩანდა. ღამე იყო, თუმცა მთვარე ისე ანათებდა იქავრობას მოსაღამოვებული გეგონებოდათ. მანქანა გაჩერდა და მეც ღრმად ჩავისუნთქე. – შეგიძლია გადმოხვიდე აქ აღარაა დიდი თოვლი. დამცინა. – არაა ეგ სასაცილო, ვიყინები. საწყალი სახე მივიღე. – კაი ნუ წუწუნებ. მალე გადავიდეთ გველოდებიან. – კარზე ზარი დარეკა და მეც ამიფართხალდა გული. რა ჯანდაბა მჭირს. მეც ეხლა მართლა საქმროს ოჯახის გასაცნობად არ ვიყო აქ. იქნებ სახლში ტელეფონი ვიპოვო და დავრეკო ცემებთან რო წამიყვანონ. წარმომიდგენია რა დღეში იქნებიან ეხლა. თავი ჩავხარე. კარი მალე გაიღო და სასიამოვნო გარეგნობის შუახნის ქალბატონი გამოჩნდა. – დათო შვილო უკვე აღარც კი გელოდებოდით. – როგორც ხედავ აქ ვართ ნინო. სახლში შეგვატარა ნინოდ წოდებულმა გაბადრულმა ქალმა. მერე შვილი გულში ჩაიკრა და რაღაც უჩურჩულა. – არ გამაცნობ ამ ლამაზ გოგონას? – სოფი, სოფი ჰქვია დედა. ჩემი სახელი საიდან იცის? ეხლა ნამდვილად გავვოცდი. ანუ შემთხვევითობა არაა მე რომ მომიტაცა? რა ჯანდაბა ხდება ააქ? ქალი რაღაცას მეკითხებოდა მე კი გაშტერებული ვიყურებოდი. ბოლოს როგორც იქნა გონსმოვედი და ვთქვი : სასიამოვნოა. უზარმაზარი სახლი იყო. დიდი დერეფანი გავიარეთ და მისაღებ ოთახში შევედით. – სოფი საყვარელო ეს მამაჩემია ზურა, მითხრა ჩემმა "საქმრომ". მაღალი შავგვრემანი კაცი წამოვიდა ჩემსკენ. ღმერთო აქ სადა ვარ. მართლა საცოლე კი არ ვარ მეე.. გულში ვფიქრობდი ჩემთვის. "სამამამთილომ" გადამკოცნდა და ყურში ჩამჩურჩულა : იცოდე დიდხანს არ ალოდინო, მალე უნდა იქოწინოთ. გამტაცებელს გავხედე შეშფოთებული სახით. მან რაღაც მანიშნა. მგონი მეუბნებოდა რომ არაფერი შემმჩნეოდა. ბატონ ზურას თავი დავუქნიე მხოლოდ. – სოფი, შემოგევლე. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. არ მოგერიდოს . კარგი? ძალიან თბილი ხმით მითხრა ნინომ. ეს ქალი ძალიან მომეწონა. საერთოდ არ გავს დედას ეს იდიოტი. ვივახშმეთ, ზურამ რამოდენიმე ჩამჭრელი კითხვა დამისვა, მაგრამ ჩემმა გამტაცებელმა გამოასწორა სიტუაცია. მეკითხებოდნენ როდის და სად გავიცანით ერთმანეთი. რამდენი ხანია, რაც ერთად ვიყავით და ასე შემდეგ. მე კი პასუხები არ მქონდა. ლაპარაკში გავარკვიე რომ ტურმე რაჭაში ვყოფილვართ. სოფელ შოვში. იმედი ჩამესახა გულში. იქნებ მომეხერხებინა ჩემებისთვის ადგილსამყოფელის თქმა. გვიანი იყ. ალბათ ესე 3 საათი. – დეე, გაგიმზადეთ უკვე ოთახი შეგიძლიათ დაისვენოთ. მგონი რაღაც მომესმა. ერთად გვაძინებს? ალბათ მომელანდა. მეორე სართულზე ავედით. ჩემი ოთახი მაჩვენა, როგორც უკვე ჩემთვის ცნობიალია, ბატონმა დათომ. ერთი სული მქონდა როდის დავიჭერდი ისეთ მომენტს რომ მეკითხა საიდან იცოდა ცემი სახელი. აქედან უნდა გამეღწია რადაც არ უნდა დამჭირვებოდა, მაგრამ ამ ღამე არაფერს ჰქონდა აზრი, ამიტომ გადავწყვიტე მეორე დღისთვის გადამედო გაქცევა. ოთახი ლურჯ და ცისფერ ტონალობებში იყო გაწყობილი. საკმაოდ გემოვნებიანად იყო ყველაფერი შერჩეული. მომეწონა. ფანჯარას მივუახლოვდი და გადათოვლილ ეზოს გადავხედე. ულამაზესი იყო იქავრობა. ნეტავ აქ ამ სახლში ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყო. უბედნიერესი ვიქნებოდი. ან საერთოდ სიზმარი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ბედი ვინ მომცა. ხმაურზე მივტრიალდი, მაგრამ ოთახში არავინ არ იყო. ჩავთვალე რომ წერან ნინოს ნათქვამი მომელანდა. კარი მივხურე და დასაძინებლად მოვემზადე. მაისურის და ქვედა საცვალის ამარა შევწექი ლოგინში. უცებ კარი გაიღო და პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან ის გორილა. მმ.. როგორი ნავარჯიშები სხეული ჰქონია. და რა სიმპატიურია. თმები სასაცილოდ გასჩეჩვოდა, მაგრამ ესეც კი ძალიან უხდებოდა. რაა? მგონი გამომაშტერა. უცებ აზრზე მოვედი. ეს რა აქ აპირებს დაძინებას? – აქ რა ჯანდაბას აპირებ? – ვიძინებ. რა იყო ჩემს ლოგინშიც აღარ მაწვენ? – არც გაბედო. იცოდე ლოგინს არ მოუახლოვდე, თორე ცავალ და შენს მშობლებს მოვუყვები ყველაფერს. კარი ჩაკეტა. გასაღები შორიდან დამანახა და ლოგინისკენ წამოვიდა. – არ მოხვიდე მეთქი იდიოტო. საწოლს ხელებით დაეყრდნო და თქვა: ეხლა კარგად მომისმინე. მე და შენ მალე დავქორწინდებით, როგორც მათ იციან. ამიტომაც არაფერია გასაკვირი რომ ერთ ოთახში უნდა დავიძინოთ. – რაა? მეღადავები? წადი ამ ოთახიდან სასწრაფოდ. – არა. მე ჩემს ლოგინში დავიძინებ ტკბილად და გემრიელად. – ხოდა მე არ დავიძინებ მაშინ აქ. ლოგინიდან გიჟივით წამოვფრინდი, დოინჯი შემოვირტყი და გაბრაზებული სახით დავდექი. სულ დამავიწყდა რომ ტრუსით და მაიკით ვიდექი მის წინ. – მშვენიერი სხეული გაქვს მე თუ მკითხავ სულ ესე უნდა იარო. – ვაიმეეე.. წამოვიყვირე და ისევ ლოგინს დავუბრუნდი. საბანი ისე გადავიფარე მარტო თვალები მიჩანდა. ახარხარდა ბოროტი სული. – არ გაპატიებ ამ დაცინვას. – საინტერესოა ერთი რას მოიმოქმედებ. ლოგინში შემოწვა და საბანში გადაეხვა. ნამდვილად არ ვაპირებდი გამტაცებელთან ერთად ლოგინში წოლას. ძვერძე დადუბულ კაბას მოვკარი თვალი და სასწრაფოდ ჩავიცვი. ავდექი და ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი. – მანდ აპირებ დაძინებას? – შენი საქმე არაა. – შენ რარაც ძალიან გამიბლატავდი, ხომ არ დაგავიწყდა ვინ ხარ და რა გელის თუ არ დამემორჩილები.? სერიოზული ხმით თქვა. - იმდენჯერ გამომეორე უკვე ზეპირად ვიცი. – ძალიან კარგი. ხმა აღარ ამომიღია. ვარსკვლავებით გარშემორტყმულ მთვარეს ავხედე. ღმერთო გთხოვ გადამარჩინე, გთხოვ გამაღწევინე აქედან. ხელით მოვიშორე ობლად ჩამოგორებული ცრემლი თვალიდან. * * * წამწამები ნელა დავაშორე ერთმანეთს. თეთრი მატერია მომხვდა თვალში. მოიცა მე რა ლოგინში ვწევარ? ნელა წამოვიწიე, მაგრამ რაგაცამ არ მომცა ადგომის საშუალება. რაა? მისი ტორი წელზე მაქვს შემოხვეული. ძალ–ღონე მოვიკრიბე და ორივე ხელით დავეჭიდე, მაგრამ ვერ მოვიშორე. ჩქარა გაიღვიძე ვაჟბატონო. გაიღვიძე მეთქი იდიოტო. ჩემს ყვირილზე მხოლოდ წამოიზმუვლა. ხელი უფრო ძლიერად მომხვია და მთელი ტანით ამეკრო სხზეულზე. – ასე არა? მე რას გეუბნები და შენ რა ჯანდაბას აკეთებ. ჩემს გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა უკვე. – გაჩუმდი, თორე სხვანაირად მომიწევს შენი გაჩუმება და მერწმუნე არ მოგეწონება. – რა იგულისხმა? აშკარად კარგი არაფერი. გავჩუმდი. – მიყვარს დამჯერი გოგოები. – მე კი მძულს შენნაირი მოძალადეები. – სტყუი. – გეგონოს. დაველოდე როდის ჩაეძინებოდა, მერე მოვიკრიბე ძალ–ღონე და მარჯვენა მხარეს გადავტრიალდი. საბანში ტომარასავით გავეხვიე. მთელი ძალით ვწევდი საბას რომ ლოგინიდან გადავსულიყავი როგორღაც. უცებ ის ვაჟბატონი გადმოიწია და მე და გამტაცებელი ძირს აღმოვჩნდით ჩემს საბანთან ერთად. ზურგი საშინლად მეტკინა. ის არ მაკლდა რომ ძირს დავეცი ეხლა ეს მუტანტიც ზემოდან მაგდია.. – აი გაღვიძებაც ამას ქვია. – აბა არ მიშვებდი და როგორმე ხო უნდა ავმდგარიყავი. გაბრაზებული სახე მივიღე. – არ უნდა ამდგარიყავი, რადგან მე ესე გითხარი. გაიგე? – ვერა! – ფუ რა სულელი ხარ, ამის დედა ვატირე. წამოიყვირა და ადგა როგორც იქნა. ტრუსიკის ამარა იდგა. იდიოტს სულ არ რცხვენია. ცალი თვალი მოვჭუტე და ისე გავხედე. – რომ ჩაგეცვა ცუდი არ იქნებოდა. – შენ ვიზე ლაპარაკობ. ჩემგან რა უნდა ერთი გულში გავიფიქრე და გამეცინა. სიცილი სახეზე მიმეყინა ტანზე რომ დავიხედე. ისევ ტრუსიკით და მაიკით ვიყავი. სწრაფად ავიფარე საბანი. – შენ გამხადე იდიოტო კაბა? – არა მგონი ვიღაც იყო შემოსული და ის იქნებოდა. – არ ვარ გადაობის ხასიათზე. მან ჩაიცინინა და შარვალს დასწვდა. – ერთხელ უკვე გითხარი გიხდბათქო. რაღაც სასწაული ღიმილი ჰქონდა. მომნუსხველი. ზედაც გადაიცვა და ოთახიდან გავიდა. * * * მოვწესრიგდი და მეც ჩავდეი პირველ სართულზე. ჯერ მივიხედ–მოვიხედე, მერე სახლის ტელეფონთან მივირბინე და ყურმილი ავიღე. ჯანდაბა . საერთოდ არაფრის ხმა არ ისმის. მგონი გაფუჭებულია. გამწარებული ვკიფავდი ნომერს, მაგრამ უშედეგოდ. – რა იყო საყვარელო სადმე სასწრაფოდ გაქვს დასარეკი? ტელეფონს ცივად გავუშვი ხელი. – წინასწარ ვიზრუნე ყველაფერზე ხო იცი რა მზრუნველი ვარ. კაბელი გადავჭერი , ამიტომაც უაზრო მცდელობას მოეშვი. ახლა მიოვხვდი რომ ამ შარიდან თავს ასე ადვილად ვერ დავიღწევდი. – შენ საერთოდ არ გიფიქრია თუ რა დღეში არიან ახლა ჩემიანები. ისინი მეძებენ, ნერვიულობენ. ვინ იცის მკვდარიც ვგონივარ. უნდა ვუთხრა მათ სადაც ვარ. უნდა იცოდნენ. – ხო არა? და აქ გაგაჩერებენ? ბარემ იმასაც ხომ არ მეტყოდი რომ ჩემი ფეხით მივიდე პოლიციაში და ცავბარდე? – არ არის ცუდი იდეა. ამოვიფრუტუნე. – სასაცილო ხარ, მართლა! თქვა და გაიღიმა. ჰმ. დამცინის კიდეც. მასხრად მიგდებს. – ეხლა კარგად მომისმინე მე უნდა დავრეკო და ვუთხრა რომ კარგად ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენზე ყვეფაერს ვეტყვი შენს მშობლებს. – არ დაგიჯერებენ. – როგორ არა. – ტყუილი მცდელობა იქნება საყავრელო. –მაგრამ იმას მაინც ხომ იფიქრებენ რომ გიჟი საცოლე გყავს. – მათზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო დაგავიწყდა? ხმა გაიმკაცრა. – ხოდა მეც გითხარი, რომ უნდა დამარეკინო. დაგავიწყდა? – და მათ არ ეტყვი სად ხარ? ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე. – არ ვეტყვი. რაც შემეძლო დამაჯერებლად ვთქვი. – მე შენ სულელი გგონივარ ხო? – სულაც არა. ვთქვი და საჩვენებელი თითით ტავი მოვიქექე. – ბევრ ლაპარაკს გირჩევნია იქით გამოხვიდე და ნინოს და ზურას დაემშვიდობო. – რაა? სად მიდიან? მაგათ გამო მომიტაცე და მიდიან? მოიცა რა გამოდის? რამეს ამიხსნი საერთოდ? – ასახსნელი არაფერია. – ცდები. ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა. მაგალითად, საიდან იცი ჩემი სახელი. ხელები წინ გადავიჯვარედინე და გამარჯვებულის სახე მივიღე თითქოს მესამე მსოფლიო ომში გამემარჯვა.მომიახლოვდა. ხელები მხრებზე შემომაწყო და ჩუმად თქვა: "ალბათ ოდესმეგაგახსენდება, მაგრამ იცოდე მე არ გეტყვი. " მომშორდა. – იმედია მად ღირდა ეს ყველაფერი. ეს სიტყვები ისე ხმადაბლა თქვა ძლივს გავიგონე. პასუხის გაცემის მაგივრად კითხვისნიშნების სამყაროში მომისროლა.რა უნდა გამხსენებოდა ვერ ვხვდებოდი. ამ ადამიანს სულ რაღაც 2 დღეა ვიცნობ და რამდენი რა გადამხდა უკვე მასთან ერთად. ღმერთო ჩემო. შოკში ვარ. – მაინც გავარკვევ ყველაფერს მისტერ გამოცანავ და მერწმუნე არ შეგრჩება ეს ყველაფერი. გვერდი გავკარი და გავიარე. დერეფანში "ჩემი ბოროტი საქმროს" მამა შევნიშნე და მისკენ გავემართე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ყველაფერს ვეტყოდი. – ჩვენს გოგონასაც გაუღვიძია. – დილამშვიდობისა. ვთქვი და გავუღიმე. – როგორ გეძინა შვილო? – მშვენივრად. იცით თქვენთვის რარაც მაქვს სათქმელი. – წამომყევი. შენთან მეც მაქვს საქმე. მითხრა და აივნისკენ გამიძღვა. მეც მორჩილი ბავშვივით ავედევნე. ეზოს გადავხედე. მშვენიერი იყო თოვლში ცაფლული ბაღი. გუშინ რამე კარგად არ ჩანდა ეს სილამაზე. როგორც ჩანს სახეზე აღტაცება შემნიშნა სამამამთილომ. – მოგწონს? – დიახ, ძალიან ლამაზია აქავრობა. – წლებია რაც არ არ ამოვსულვართ მთელიოჯახი.და გუშინ რომ მოხვედით ესე მეგონა თავიდან დავიბადე. ცოტა ხნით სიჩუმე ცამოვარდა. ის ის იყო დაწყებას ვაპირებდი რომ დაარღვია დუმილი ბატონმა ზურამ. – როდესაც დათომ მითხრა ცოლის მოყვანას ვაპირებო პირველი რაც ვიგრძენი ეს იყო შიში. ხო ვიცი გაგიკვირდება ამხელა კაცს რისი შეიძლებოდა შეშინებოდაო, მაგრამ შემეშინდა. როგორც ხედავ ჩვენ არც ღარიბი ოჯახი და არც საშუალო ოჯახის წარმომადგენლები არ ვართ. ჯერ კიდევ ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში ბევრი გოგონა ცდილობდა თავისას, მაგრამ როგორც ხედავ მე მშვენიერი არჩევანი გავაკეთე, მყავს მოსიყვარულე მეუღე და საამაყო შვილი, რომელიც ჩემს საქმეს აგრძელებს. სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა რომ ჩემი შვილიც სწორ არჩევანს გააკეთებდა და იცი რა მოხდა? გუშინ აქ რომ დაგინახეთ ხელიხელჩაკიდებულები მის თვალებში იმდენი სიყვარული ჩანდა იმხელა ბედნიერება, რომ მივხვდი იდეალური არჩევანი გააკეთა. შენ ძალიან კარგი გოგონა ხარ. ზუსტად ჩემი შვილის შესაფერისი. – ძალიან დიდი მადლობა – არა ჩემო კარგო. მე იმას გეუბნები, რაც დავინახე, რაც მართალია მინდა რომ სულ ესეთი ბედნიერები იყოთ. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და ნელა გახსნა. – ეს ყელსაბამი ერთ დროს დედაჩემს ეკუთვნოდა. როცა მე ცოლი მოვიყვანე მამაჩემმა ნინოს გაუკეთა. ახლა კი შენი ჯერია. შენ უნდა ატარო. – მე არ... – არა სოფი შვილო უარს არ მივიღებ, სიტყვა გამაწყვეტინა და ყელსაბამი გამიკეთა. მერე მამა–შვილურად გადამეხვია და შუბლზე მაკოცა. ახლა ნამდვილად ვერ ვეტყოდი რომ მისმა საამაყო შვილმა გამიტაცა, რომ ის არაა ისეთი როგორადაც მას წარმოუდგენია. საერთოდ არ მაინტერესებდა დათოს ავ–კარგი. უბრალოდ ისეთი კარგი მშობლები ყავდა, რომ სწორედ ისინი მეცოდებოდნენ მწარე სიმართლისთვის. ბატონი ზურა თავის შვილს აღმერთებს და ამ ამბის გაგების შემდეგ მინიმუმ გულის შეტევას მაინც მიიღებს. თავი დავხარე დამნაშავე ბავშვივით. აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. – შენ მითხარი რომ რაღაცის თქმა გინდოდა. გისმენ. თბილად გამიღიმა. – იციტ , მეე... მე მინდოდა მეკითხა ასე მალე რატომ მიდიხართ? უცებ მოვიფიქრე. – ეჰ, ნეტა იცოდე როგორ არ მინდა წასვლა, მაგრამ ე ესეთი პროფესია მაქვს, ადამიანები უნდა ვიხსნა სიკვდილისგან ნებისმიერ დროს, ეს ჩემი ვალია.გუშინ გვიან გამთენიისას დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიღაც სიკვდილს ებრძვის. დღეს დილით გადავწყვიტეთ მე და ნინომ, რომ თბილისში დავბრუნდეთ. არ მინდა ნინოც რომ წამოვიდეს, მაგრამ შენს გარეშე არ დავრჩებიო და ესე გამოვიდა. მინდა ბოდიში მოგიხადო. გუშინ შუა ღამით ჩვენს სანახავად ჩამოხვედით, იწვალეთ მე კი გამოზახებაზე მივდივარ. – რას ამბობთ თუ კი ესეთი მნიშვნელოვანია უნდა წახვიდეთ. აქ საწყენი არაფერია. გულში კარგმა აზრმა გამიელვა. თუ კი ესენი წავლენ, ალბათ დათო ახლში დამაბრუნებს, რადგან წესით და რიგით მშობლების გამო მომიტაცა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. იმედი ჩამესახა. – აქ რა ამბავია? აივანზე დათო გამოვიდა. – არაფერი შვილო. არ შეიძლება საკუთარ სარძლოოს ვესაუბრო? – რა თქმა უნდა შეიძლება. ორივეს გაეცინა. – კარგით უკვე წასვლის დროა. საათს დახედა ზურაბმა. სამივე ერთად შევედით სახლში. ოთახში ნინო შემოვიდა და გვაცნობა, რომ უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. მშობლები გავაცილეთ და სახლში დავბრუნდით. ხელები ერთმანეთს გავუსვი საქმიანად და ლაპარაკი დავიწყე. – აბა ვინ უნდა დამაბრუნოს ახლა თბილისშიო? საყვარელი სახე მივიღე თან. – ვინ? ისე გაიკვირვა თითქოს სასწაული ვუთხარი. – შენი მშობლები წავიდნენ, ანუ დასრულდა ეს სპექტაკლი. შინ დაბრუნების დროა. – შენ ეგრე გგონია? არ მახსოვს როდესმე თუ მითქვამს ეგეთი სისულელე. – არ გითქვამს, მაგრამ ეს ისედაც ნათელია, აბა აქ რა ჯანდაბა მინდა. – შენ ვერაფერი ვერ გაიგე ქალბატონო, საერთოდ ვერაფერი. აქედან ვერ წახვალ, ნუ ყოველშემთხვევაში ძველით ახალწლამდე მაინც. – რააააააა? რა? რაა ? რაა????? პირი დავაღე. – რაც გაიგე. (ღმერთო ჩემო ნუთუ მანიაკია და ბოლო შანსი გადარჩენისა ნახევარი საათის წინ გავაცილე? ) – შენ რა მართლა მოკვლას მიპირებ? მომიახლოვდა. ისე რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. – ნუ, ჯერ არა. მივხვდი რომ ძალიან, ძალიან , ძალიან ცუდად მქონდა საქმე. უცებ უკან გავხტი და რაც ხელში მომხვდა პირველი ის ავიღე. ბეისბოლის ჯოხი. არაა, ამაში მაინც გამიმართლა. მტელი ძალით მოვუქნიე, მაგრამ ფთუიი რა მზიმე იყო, ჯოხს მეც გავყევი. უბრალოდ რომ წავქცეულიყავი კიდე არაფერი. ფარდას ჩამოვეკონწიალე და ჟალუზებიანად ძირს ჩამოვყარე. ხოდა ახლა ვგდივარ ახლართული და ადგომის ტავი არა მაქვს. ეს ვაჟბატონი კი ადგილიდან არ იძვრის და სიცილით კვდება. – ეგრე არა? ისევ არ ვაჩერებდი ენას. მარჯვენა ხელი საშინლად მეტკინა, როგორც ცანს ძალიან ცუდად დავეცი. მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა მაინც ვიკავებდი თავს. ბოლოს როცა საზღვარი აღარ ჰქონდა მის საქციელს დავუყვირე. – კიდევ რამდენ ხანს აპირებ ჩემს დაცინვას?მოდი და მომეხმარე ადგომაში. ფარდებში ისე ვიყავი გახვეული, როგორც ტოლმა კომბოსტოში და ნატკენი ხელის გამო ვერ ვახერხებდი გათავისუფლებას. როგორც იქნა სიცილით გული იჯერა მუტანტმა და მომიახლოვდა. – არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც დაგეხმარები. – ის ჯოხი უნდა მოგხვედროდა. სიცილის თავი მაინც აღარ გექნებოდა და მეც არ მომიშლიდი უარესად ნერვებს. – უმადური ხარ, ენის ტლიკინმა დაგღუპა. ხელსაც არ გავანძრევ. იწვალე. მაინეტრესებს ერთი რამდენ ხანში მოახერხებ ადგომას. სიცილით დატოვა ოთახი. აი ახლა კი მართლა ავფეთქდი. – შენ არ იცი გაბრაზებული სოფო ნებიერიძე და გარწმუნებ მალე გაგაცნობ, მთელ ხმაზე დავუყვირე.მაგრამ არ ვიცი რამდენად ესმოდა. კარის ხმა გავიგე მემგონი სახლიდან გავიდა. მე კი ესეთ მდგომარეობაში დამტოვა. ნამდვილი დეგენერატიი. როგორ მძულს. თითქმის ერთი საათი ვიწვალე და მარცხენა ხელით მოვიშორე ფარდა. მერე ძლივძლივობით ავდექი და ნატკენ ხელს შევხედე. სულ დალურჯებული და გასიებული მქონდა. ესღა მაკლდა. ჩემი დამსახურებიტ ოთახი საღორეს გავდა.რაც არ უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერს ესე ვერ დავტოვებდი. ვერ ვიტანდი უწესრიგობას.სკამი მივაჩოჩე და დავიწყე ფარდის ჩამოკიდება. მერწმუნეთ ძალიან ძნელია ცალი ხელით ამ ყველაფრის გაკეთება. ბოლო სამაგრს ვამაგრებდი ხმაური რომ შემომესმა შემოსასვლელიდან. ფანჯარაში გავიხედე და საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. მხრები ავიჩეჩე. ალბათ მომელანდა. სკამიდან ჩამოსვლას ვაპირებდი, მარხენა ხელი რაფას დავადე კიდე რო არ მომსვლოდა მარცხი. ის ის იყო უნდა ჩამოვმხტარიყავი, რომ უცნობმა ბიჭმა შემოყო ოთახში თავი. სკამი ამიყირავდა და ისევ იატაკზე მოვადინე ზრართანი. მერე აღარაფერი მახსოვს. გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე დივანზე ვიწექი, ფეხი საშინლად მტკიოდა. წამოდგომა ვცადე და უცებ უცნობმა დაიყვირა: ბიჭებო მოდით აქ მგონი გამოფხიზლდა. ზემოთ ავიხედე და სამი მამრობითი სქესის წარმომადგენელი მედგა თავზე დაქაჩული თვალებით მიყურებდნენ. თითქოს საექსმპერიმენტო კურდღელი ვიყო და ყველა წვრილმანს თვალყურს ადევნებენო. – რამე ხო არ გტკივა? როგორ ხარ? თქვი რამე გავგიჟდი კაცი. იმ უცნობმა თქვა წეღან რომ გამომეცხადა. – ვინ ხართ? შეშინებულმა ვიკითხე. – ჩვენ რას ვეუბნებით და ეს რას გვპასუხობს. ალაპარაკდა მეორეც. სიტყვის თქმა ვეღარ მოვახერხე ავსლუკუნდი. – აქ რა ხდება? ოთაში გამტაცებელი შემოვიდა. ისე გამიხარდა მისი დანახვა როგორც არასდროს. – ვაა, ვაა ძმას გაუმარჯოს. სამივე მისკენ გაქანდა. – თქვენ აქ საიდა? გაოცებული იყო " ჩემი საქმრო". – საიდან და დაგავიწყდა ჩვენი ტრადიცია? – უი ბიჭო ხო. დღეს პირველია. მახსოვს. – ხოდა მაგრად უნდა ვიგულაოთ რაა. ახალ წელს გილოცავთ აეეეეეეეე.. შამპანიურს საცობი მოხსნა ერთ–ერთმა და გაწუწა ყველაფერი. ერთმანეთს ეხვეოდნენ ბედნიერები. მგონი ჩემი აქ ყოფნა დაავიწყდათ. – მეც აქ ვააარ. დავიყვირე უცებ. ყველა გაჩუმდა. – დავიტ შენ მოსაყოლი გაქვს ჩვენთვის ხო რაღაც? – კი და მანამდე ერთმანეთს გაგაცნობთ. ბიჭებო ეს სოფია. ესენი კი ჩემი ძმაკაცები არიან : გიო. ლუკა და სანდრო. ყოველი ახალი წლის დილას ამოვდივართ ხოლმე ამ სახლში და ვქეიფობთ. ძალიან კარგი ძმაკაცები ყავდა გამტაცებელს. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა საიდან სეთი კარგი მეგობრები ამ უჟმურს თქო. ხელი და ფეხი შემიხვია სანდრომ სამედიცინოზე სწავლობდა და ესმოდა რაღაც. მითხრა რომ მოტეხილი არა, მაგრამ დაჟეჟილი მქონდა ხელი. ფეხს რაც შეეხება ისეთი არაფერი მქონდა 2 დღეში გაგივლისო. ახლა ვზივარ "ჩემს ოთახში" და ვფიქრობ. ჩემს აქედან წასვლაზე დათოსთვის აღარაფერი მითქვამს. უკვე დავრწმუნდი რომ თავისი ნებით არ გამიშვებს, დრო იყო რამე მომეფიქრებინა. მაგრამ ხელის ტკივილი ფიქრშიც კი მიშლიდა ხელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.