შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო (თავი II)

19-07-2016, 14:20
ავტორი tamo1804
ნანახია 1 814

თავი II
2014 წლის სექტემბერი იყო გაბრიელი ჯარში რომ გაიწვიეს... ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო არ ვიცოდი, ისედაც სულ ვჩხუბობდით, ძირითადად მისი უყურადღებობის გამო, გადიოდა დღე და მე რომ არ მიმეწერა არც მომიკითხავდა, მე რომ არ მეწუწუნა თვეების განმავლობაში არ მნახავდა, ახლა კიდევ ჯარი.... 3 დღეში ერთხელ მორიგეობა უწევდა და სამსახურისგან განსხვავებით ამჯერად ტელეფონზე დაკონტაქტებასაც ვერ მოვახერხებდით... წინასწარ გამოვიგლოვე ჩაშხამებული ახალი წელი, ვალენტინობა, ჩემი და მისი დაბადების დღეები, ხოო ამ დღეებში უწევდა მორიგეობები სწორედ.... დანარჩენი ორი დღე სამსახურში იყო, ხშირად ღამეც იქ რჩებოდა, თვეში ერთხელ კვირა დღეს ისვენებდა და იმ დღესაც არ ეცალა ჩემთვის... ვუგებდი? არ ვიცი არ მაქვს ამაზე პასუხი, უფრო ვუძლებდი ალბათ იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლებოდა...
ერთ დღესაც ვიჩხუბეთ ისე, რომ თითქმის ორი კვირა ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.... ჩემგან რომ წავიდა, სახლში ისეთ მდგომარეობაში ამოვბრუნდი, სარკეში ჩახედვისაც კი მეშინოდა, გულში ათას მადლობას ვუხდიდი სტუმრად მყოფ დედაჩემის დაქალს, მას ეჭორავებოდა და ჩემთვის არ ეცალა, თუმცა ის ვერ გავითვალისწინე, რომ ეს დედაჩემი იყო, რომელიც მოხარშულს კი არა, შემწვარ–მოხრაკულს და შებოლილსაც კარგად მიცნობდა, მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, ვერ გავუძელი ტკივილს და მოვუყევი ყველაფერი, თავიდან რა თქმა უნდა გაუხარდა, ეგონა საბოლოოდ დავშორდით და დამიწყო იმის მტკიცება, რომ უკეთესს ვიმსახურებდი და ა.შ. მალევე მიხვდა, რომ ამით უარესად მაღიზიანებდა და დამტოვა ჩემ ფიქრებთან მარტო. ამ დროს სმს მოვიდა: –სახლში მივედი. ტრადიცია არ დაურღვევია. –უარესად ნუ მტკენ, აღარ მომწერო– ვთხოვე. მეორედ რომ შემომაკითხა დედაჩემმა, ღია ფანჯარასთან ვიდექი და გაცხელებული ტვინის განიავებას ვცდილობდი, იქნებ გამოსავალი მეპოვნა, არ ვიცი რა იფიქრა, მაგრამ გვარიანად კი შეშინდა.. მერე დაწყნარება დამიწყო, იქნებ შერიგდეთო, არ შევრიგდებით მეთქი ვეუბნებოდი, თან ვტიროდი და თავადაც ვერ გამერკვია რა მინდოდა, აკი მე ვიყავი დაშორების ინიციატორი.... მეორე დილით სმს–ის ხმამ გამაღვიძა, ვიცოდი, ვთხოვე აღარ მომწეროთქო, ვიცოდი ასე მალე პრობლემების მომგვარებელი არ იყო და უბრალოდ „მომენატრე ვეღარ გავძელი“–ს მოწერით უარესად მატკენდა გულს, მაგრამ მაინც ველოდი, რომ ის იქნებოდა, სასწაულის იმედი მქონდა... არც მეტი, არც ნაკლები ლიკას (მეგობარია) ცარიელი მესიჯი დამხვდა, მეორეც მალევე მოაყოლა ბოდიში შემეშალაო, იღბლიან ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული ქალბატონი, იქვე რომ მყოლოდა ნამდვილად ვერ გადამირჩებოდა ცოცხალი!
გავიდა ორი კვირა, რა თქმა უნდა ვიცოდი ამ მოკლე ხანში არსებულ პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებდა, მაგრამ აღარც უმისოდ ყოფნა შემეძლო... მივწერე: –მომენატრე... ნაწყენი ჩანდა, თითქოს არც დამიჯერა, –შენ ხომ მითხარი სხვა მოძებნეო.... –მიპასუხა. ასე მეგონა ცა თავზე ჩამომექცა და ქვესკნელში ჩამიტანდა... ამ მომენტში მივხვდი რას ნიშნავდა ფრაზა „გველნაკბენივით შევხტი“... დიდხანს ვუყურებდი ეკრანს გაშტერებული, არ ვიცოდი რა მეთქვა... ხელის კანკალით ავკრიფე: –ასე უცებ იპოვე?? მივხვდი, სიამოვნებით მოვისროდი მონიტორს მე–8 სართულიდან ოღონდ ის პასუხი არ დამენახა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... he is typing .... პასუხის მოლოდინში თითქოს დავპატარავდი და სკამზე აღარც ვჩანდი... –რომ მეპოვა, უნდა მომეძებნა, ჩამეღიმა, მისეული პასუხი იყო, ის ხომ ჩემი იყო, ჩემი პატარა, მარტო ჩემი! –ანუ?– მივწერე თავის დაზღვევის მიზნით, –ანუ, არავინ მიძებნია და მიპოვნია. –დამირეკავ? ვკითხე. – ცოტა ხანში. გული ამოვარდნას მქონდა, ამდენი ხნის შემდეგ ისევ გავიგებდი მის ხმას... ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი, რომ მისი ზარი არ გამომპარვოდა და გაისმა კიდეც სასიამოვნო მელოდია... (დღემდე შემაძრწუნებლად მოქმედებს, როცა სადმე ამ ზარს ვისმენ...) ისე ვლაპარაკობდით თითქოს ორი კვირა კი არა ორი საუკუნე გასულიყოს, ყველაფერი მაინტერესებდა, ყველა დეტალი, წვრილმანი, რას აკეთებდა ამ დროის განმავლობაში, უყურადღებობის მიუხედავად, დილით მაინც ახერხებდა ხოლმე დარეკვას და ყოველთვის ვიცოდი, როდის, რომელ საათზე სად იქნებოდა დღის განმავლობაში, ამას მიჩვეული ვიყავი და ახლა ორი კვირის დანაკლისს ვინაზღაურებდი. მეორე დღეს ვნახე კიდეც და საბოლოოდ გამიარა გაბრაზებამ.... ვერ ვიტყვი რომ ამის მერე აღარ გვიჩხუბია, ახლანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ყველაფრის მიზეზი ალბათ ისევ და ისევ გაუსაძლისი მონატრება იყო, ძნელია საყვარელი ადამიანი ასე ახლოს და ამავე დროს ასე შორს გყავდეს…
ახალი შეყვარებულები ვიყავით ჯერ კიდევ, სამაგისტრო გამოცდა ვერ ჩავაბარე, აღარც სამსახური მქონდა, სახლში ვიჯექი ძირითადად და ერთი დის მომავალ და მეორის პოსტ საქორწინო სიტუაციებში ვიყავი ჩართული... სოფო ორსულად იყო და ჩვენთან იყვნენ ცოლ–ქმარი, მეორე დის შეყვარებული ჩამოსვლას აგვიანებდა შორეული ამერიკიდან, ოჯახურ მოვლენებში თავიდან ფეხებამდე ვიყავი გადაშვებული და მეც აღარ მრჩებოდა მისთვის ბევრი დრო. სექტემბრის ბოლო იქნებოდა, კახეთში რთველი გვქონდა, სოფო გაბერილი მუცლით ვერ ახერხებდა წამოსვლას, მაგრამ სიურპრიზი გაგვიკეთეს და წამოვიდა მაინც ( მე რა თქმა უნდა წინასწარ ვიცოდი ), გამეხარდა, ყველა ერთად ვიქნებოდით, უკვე გვიანი საღამო იყო ბიძაჩემმა რომ მომაკითხა, წვიმდა, საშინელი ამინდი იყო, მაგრამ მგზავრობა მაინც სასიამოვნო იყო, თან ჩემიანებთან ერთად .... თითქმის მთელი ღამე ვქეიფობდით და ვერთობოდით, მაგრამ რაღაც მაინც მიღრღნიდა გულს.... –სადაც არ უნდა წახვიდე, რა მანძილზეც არ უნდა იყო ჩემგან დაშორებული, გახსოვდეს, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და ძალიან მაგრად მიყვარხარ, პატარა– გამეღიმა. –მანდ სასტავს უთხარი, რომ ძალიან მიყვარხარ – არ წყვეტდა მოწერას. მსგავსი შინაარის მესიჯებმა კი მიმახვედრა, რომ ის „რაღაც“ მონატრება იყო, თბილისში ყოფნის დროსაც არ ვნახულობდით ხშირად ერთმანეთს, მაგრამ იმის გააზრებამ, რომ კილომეტრები გვაშორებდა და რომც მომენდომებინა ვერ ვნახავდი, გაუსაძლისი გახადა მონატრებით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ მერე ხელახლა ვკითხულობდი ამ სმსებს და უაზროდ მეღიმებოდა... ვუსმენდი ჩვენს სიმღერას (Nazareth – Where are you now) და ასე ბედნიერად ჩამეძინა.... უამინდობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა და გეგმები ყველას ჩაგვიშალა.... ტელეფონის ზარი რომ გავიგე, სად მოვისროლე ჭურჭელი, რომელსაც ვრეცხავდი არც კი ვიცი, ტელეფონს დავწვდი და სინათლის სისწრაფით ავქანდი მეორე სართულზე, რომ არავის მოესმინა... –გოგას (მისი ბიძაშვილია, რომელიც მაშინ ჯარში მსახურობდა), სანახავად მივდივარ –მითხრა. მესმოდა მისი ხშირი სუნთქვა და ვგრძნობდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. ერთი შეხედვით, არაფერი იყო უჩვეულო იმაში, რომ გოგასთან მიდიოდა, როცა ახერხებდა ყოველთვის აკეთებდა ამას, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც ისე ვერ იყო... –მარი(გოგას შეყვარებული), უნდა წავიყვანო– განაგრძო და აქ უკვე მივხვდი საითკენაც მიჰყავდა საუბარი, დავაცადე სანამ თვითონ მეტყოდა, მის მეგობრებსაც უნდათ წამოსვლაო, მათ შორის ანუკისაცო (მისი ყოფილი შეყვარებული). ვერ ვიტყვი, რომ გამეხარდა ეს ამბავი, მაგრამ იმდენად ვენდობოდი ეჭვიანობაზე არც მიფიქრია და თან ძალიან მესიამოვნა, რომ ეს თავიდანვე მითხრა, არც უფიქრია დამალვა, ეს სასიამოვნო შეგრძნება კი ერთი–ორად გამიმძაფრდა, როცა დააყოლა: –თუ შენ არ გინდა, რომ წავიდე არ წავალ. ვიცოდი, მარი და გოგა დიდი ხნის შეყვარებულები იყვნენ, ერთმანეთი დიდხანს არ ენახათ და ამას ნამდვილად ვერ გავუკეთებდი მათ, გაბრიელის გარეშე მარი ვერ წავიდოდა, თანაც მე მართლა ვენდობოდი ჩემს პატარას! –რა სისულელეა, წადი –ვუთხარი. –არ გეწყინება? – არა. გაუხარდა და ვიგრძენი, როგორ გაეღიმა, მეც გამეღიმა. –რომ ჩამოხვალ, ერთადაც მოვინახულოთ, –დამასწარი შემოთავაზება. –მართლა წამოხვალ??? კიდევ ერთხელ გავახარე .......... გოგას სანახავად მცხეთაში ვიყავით წასულები მარისთან ერთად, მას მერე კიდე ვნახე ის და ვაღიარებ ერთ–ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისაც კარგად არ ვიცნობ და უზომოდ დიდ პატივს ვცემ .... ანუკი კი იმ დღეს აღარ წასულა ბავშვებთან ერთად გოგას სანახავად...
თუმცა ასეთი სასიამოვნო მომენტების ფონზე, სირთულეებიც არ გვანებებდა თავს. მისი მოუცლელობა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და არ აღმოჩნდა ჩემი მოთმინება საკმარისი.... ახალ წელსაც ვიჩხუბეთ, 30 დეკემბერს დავადე თავი და კახეთში წავედი დედაჩემთან ერთად, ვერ მოვიტყუები, რომ ამის მიზეზი მხოლოდ გაბრიელთან ჩხუბი იყო, თუმცა ბევრ სხვა მიზეზს ესეც დაემატა... 31–ში მორიგე იყო, ვერც კი მივულოცე.... შეიძლება ვინმესთვის სასაცილო იყოს, მაგრამ იმის გამოც კი მიყვარდა, რისი გაკეთებაც უბრალოდ უნდოდა, სურვილი რომ ჰქონდა ამიტომაც კი... გიტარაზე ვგიჟდები, ყველანაირ გიტარაზე, მას უნდოდა დაკვრა ესწავლა, არა ჩემ გამო, თვითონაც უყვარდა, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ უნდოდა ესწავლა... მოგვიანებით მითხრა, რომ ახალი წლის დღეებში ჩემთან ჩამოსვლას აპირებდა, დიდმა თოვლმა და გადაკეტილმა გზებმა შეუშალა ხელი... შეიძლება სასაცილოა, მაგრამ მხოლოდ ეს სურვილი და მცდელობაც კი ჩემთვის თითქმის იმდენს ნიშნავდა, რაც შეიძლებოდა მისი მოულოდნელი ჩამოსვლით ყოფილიყო გამოწვეული.... კახეთის არდადეგები საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა.... ჩამოსვლის შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ მოვახერხე მისი ნახვა..... ისევ მუდმივი ჩხუბი, კამათი, დარჩებოდა სადმე სხვაგან, დაუჯდებოდა ტელეფონი, ვეღარც მირეკავდა.... გაუსაძლისი გახდა ჩემთვის მისი დამოკიდებულება, მისთვის კი ჩემი მუდმივი ჩხუბი, აღარც მის ჯარს, სამსახურს ან რთულ პირობებს ვითვალისწინებდი, კაპასი დედაკაცივით სულ ვეჩხუბებოდი, ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი საუბრები, გათიშული და ძირს დანარცხებული ტელეფონი და მთელი ღამე ცრემლებით დასველებული ბალიში... ასე მივედით იმ დღემდე... 10 თებერვალი იყო, საღამო, დამირეკა..... დღეს უფრო კარგად ვხვდები რის ფასად დაუჯდა ეს ზარი და საუბარი, ისევ მე მცა პატივი, იცოდა ჩემთვის უფრო რთული იქნებოდა ამის თქმა და თვითონ აიღო საკუთარ თავზე ამ საკითხის წამოწევა.... დროებით დავშორდით... ერთმანეთი მოვიკითხოთ ხოლმეო, ისე მშვიდად და წყნარად ვსაუბრობდით, თითქოს რაიმე უმნიშვნელო თემას ვეხებოდით.... გავთიშე თუ არა მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო... გვანცას დავურეკე და ბღავილით მოვუყევი ყველაფერი, მაწყნარებდა როგორც შეეძლო, მაგრამ არაფერმა მიშველა, საათები გავატარე აბაზანაში ჩაკეტილმა და ბოლომდე მაინც ვერ გამოვიგლოვე მომხდარი. ამის შემდეგ რამდენიმე დღე თითქოს ჩვეულებრივად გავატარე, დღისით არაფერს ვიმჩნევდი, ჩემებმა არაფერი იცოდნენ, ღამით კი.... ალბათ არასდროს არ მიტირია ამდენი ერთდროულად, მთელი ღამე ვტიროდი და მერე დაღლილს, გამთენიისას თუ ჩამეძინებოდა ხოლმე.... 14–ში მივხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რა თქმა უნდა არ ველოდი მისგან არაფერს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჯარში მორიგე იყო, თანაც უნდა შევგუებოდი იმ აზრს, რომ ამჯერად მართლაც საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს. გვანცას დავურეკე და შესანიშნავი იდეა მივაწოდე, სად უნდა წავიდეს ორი მარტოხელა დაქალი ვალენტინობას, თუ არა ერთ–ერთის მამის საფლავზე.... ხან ვეჩხუბე, ხან ვიცინე, ხან ვიტირე, ყველაფერი მოვუყევი და დახმარება ვთხოვე, აზრებში გარკვევა, ჩამოყალიბება მჭირდებოდა, გზა უნდა გამეგრძელებინა თუ ისევ მისი ლოდინის რეჟიმში უნდა დავრჩენილიყავი .... ძილის წინ კიდევ ერთხელ ვთხოვე, რაიმე ძალიან გამოკვეთილი ნიშანი მოეცა ჩემთვის, როგორ იქნებოდა უფრო სწორი... რატომღაც არ მიფიქრია, რომ გადაწყვეტილება ჩემით უნდა მიმეღო... ჩემი გულისთვის უნდა მომესმინა და ზეციურ ნიშნებს არ უნდა დავლოდებოდი... „მინიშნება“ სიზმრის სახით მივიღე, ჩემ გამო მოჩხუბარი ბიჭი, გამშველებელი მამაჩემი და ჩემკენ წამოყვანილი ჩემი „მომავალი“ ამ ბიჭის სახით... არ ვიცი რატომ ჩავთვალე, რომ ეს ბიჭი გაბრიელი არ იყო, დარწმუნებული ვიყავი ამაში, გადაწყვეტილებაც მარტივად მივიღე, უნდა დამევიწყებინა! უფრო და უფრო ნაკლებს ვტიროდი, ნელნელა ძველ ყოფას ვუბრუნდებოდი და მის გარეშე ცხოვრებას ვსწავლობდი, პატარა ბავშვს ვგავდი, ახალ ფეხადგმულს, ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლად რომ უჭირს და სწორედ ასე ვიყავი მის გარეშე, სიარულიც მიჭირდა, აზროვნებაც, ცხოვრებაც, სუნთქვაც... ეჩვევა ადამიანი ყველაფერს, საკმაოდ დიდი დრო გავიდა.... გულის კუნჭულში შევინახე მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება, სხვებთან ურთიერთობის მცდელობებით ვცდილობდი საბოლოოდ დავიწყებას, არც ერთი არ აღმოჩნდა ის, ვინც ჩემ გამო იჩხუბებდა, არაფერი გამომდიოდა, სხვა ყველაფერს ვაბრალებდი იმის გარდა, რაც რეალურად იყო მიზეზი. ერთი იყო, ვერც ფოტოების წაშლა შევძელი, ვერც მისი ნაჩუქარი ნივთების, არ შემეძლო ასე ერთი ხელის მოსმით ამდენ წლიანი ურთიერთობის დასამარება, მაგრამ მთავარი მაინც სურვილის არქონა იყო, არც შემეძლო და არც მინდოდა, ვინახავდი თითოეულ მოგონებას სათუთად და არც ვფიქრობდი მათ გონებიდან ამოშლას....

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი კომენტარებისთვის. როგორც უკვე გითხარით, ისტორია რეალურია, ამიტომ განსაკუთრებულად მიჭირს ყველაფრის დეტალებში და თან მხატვრულად გადმოცემა. თქვენი რჩევებიც მაინტერესებს, როგორც მოიქცეოდით ჩემ ადგილას...

№1 სტუმარი tamuna

Weris sakitxebshi naklebad verkvevi Da rchevasac ver mogcem,magram arc gchirdeba rasac wer dzalian emociuri Da mxatvrulia:D tan namdvili ambavia Da didi emociuri fonic aqvs:-)minda gitxra, Rom shesanishnavad gamogdis wera:-)warmatebebs gisurvebt

№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

tamuna
Weris sakitxebshi naklebad verkvevi Da rchevasac ver mogcem,magram arc gchirdeba rasac wer dzalian emociuri Da mxatvrulia:D tan namdvili ambavia Da didi emociuri fonic aqvs:-)minda gitxra, Rom shesanishnavad gamogdis wera:-)warmatebebs gisurvebt

მიხარია, რომ მოგწონს. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სტიმულის მომცემია თითოეული სიტყვა :) დღეს 12ის შემდეგ ვეცდები დავდო შემდეგი თავი, ან ხვალ შუადღით. რჩევები ალბათ ერთი–ორი თავის შემდეგ უფრო დამჭირდება, როცა ყველაფერი პიკს მიაღწევს :D :D :)))

№3  offline წევრი aNuGi

სასწაული ისტორიაა, ახლა წავიკითხე ორივე თავი ერთად და საოცრად გამოსცემ თითოეულ ნაწილს, ვგრძნობ რასაც განიცდიდი და საშინლად მტკივა გული, წარმომიდგენია რამდენი გადაიტანე და როგორი რთული იყო შენთვის ეს ყველაფერი.
მე მიფიქრია ასეთ რამეზე, ეს რომ მოხდეს რა იქნება მეთქი, მაგრამ სიმართლე გითხრა ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი მაინც, ალბათ პირიქით იმ სიზმრას ჩავებღაუჭებოდი თუნდაც, როგორც ბოლო იმედს რომ მას უკავშირდებოდა პირდაპირ, ვეცდებოდი ყველაფრის გამოსწორებას.
ზოგჯერ რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა მაგრამ შეიძლება დრომ რომ გავიდეს და შერიგდებით (იმედი მაქვს ძალიან დიდი) ინანოთ ეს დაკარგული წლები.
ვინმე თუ არ გადადგამს ნაბიჯს კიდევ, ყოველთვის ზეციური ძალის იმედზე ვერ იქნები ადამიანი.
მოკლედ, გირჩევ რომ თუ არის საშუალება ყველანაირად ეცადო მასთან დაკონტაქტებას, გვიანი არასდროს არარის, მითუმეტეს არ იცი რას გრძნობს შენს მიმართ ამ ეტაპზე, ან იქნებ იცი love
არ დაკარგო იმედი, ყველაფერი წინ არის love
წარმატებები ჩემო კარგო!
მე ძალიან პატარა ვარ შენზე, ძალიან რა რამდენიმე წლით, შეიძლება არც მაქვს უფლება რამე გირჩიო, ცუდად არ გამიგო თანაც არც ვიცნობთ ერთმანეთს request უბრალოდ გული მტკივა როდესაც უმიზეზოდ დაშორებულ წყვილებს ვხედავ..
იმედი მაქვს შერიგდებით და ერთად იქნებით ისევ, აი ნახავთ დაკარგულ წლებს ინანებთ მაგრამ ვთვლი რომ მიუხედავად ყვეალფრისა ეს წელი თვქენთვის ძალიან კარგი გამოცდა იქნება love უფრო კარგად გაიაზრებდით რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ერთმანეთისთვის! request
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

aNuGi

გამახარა შენმა კომენტარმა, ჩემო კარგო :)სიამოვნებით ვიღებ ყველა ადამიანის რჩევას მათი ასაკის მიუხედავად, უამრავი ჩემზე პატარა მეგობარი მყავს, ამიტომ არც იფიქრო, რომ რაიმეს ცუდად გავიგებ :) ამის შემდეგ კიდევ შეიცვალა რაღაც–რაღაცები, შემდეგ თავებს რომ ავტვირთავ უფრო მიხვდები :) ერთად ყოფნის იმედს რაც შეეხება, არც მე ვკარგავ მინდა გითხრა :) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ კითხულობ <3

№5 სტუმარი ემი

პირველ რიგში, მოგესალმები. ვითვალისწინებ ნიკოლის რეკომენდაციას და მოგყვები... თან, რეალური ისტორიებიც ძალიან მიზიდავს. ასე რომ, გელოდები...

რაიმე რჩევის მოცემა ჯერ ძნელია, წარსულს ჰყვები...

რაც შეეხება წერის სტილს, მე საერთოდ ვერ ვწერ და ამიტო რჩევის მოცემის უფლება, რამდენად მაქვს, არ ვიცი. უბრალოდ გეტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, უფრო კომფორტული იქნება, ტექსტს ცოტა დიზაინს თუ გაუკეთებ, ანუ - დიალოგები გამოყავი, აზრობრივად გამოყავი აბზაცებიც, ასე ერთიანად ნუ მიაწყობ წინადადებებს (მასე მხოლოდ კლასიკოსებიც წაკითხვა თუა შესაძლებელი, ასეთ ისტორიებს უხდება გაშლა). გრამატიკა თუ მაღალ დონეზე იქნება დაცული, გადასარევია, მაგრამ უმაგისოდაც არაუშავს....ეს ჩემი აზრია, შეგიძლია, არ გაითვალისწინო და ისე წერო, როგორც შენ გაგეხარდება და მოგწონს... მთავარია, წერა არ შეწყვიტო...

წარმატებებს და მკითხველის სიყვარულს გისურვებ... love

№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ემი

პირველ რიგში, მადლობა რომ კითხულობ. ეს ჩანაწერები დიდი ხნის დაწერილი მაქვს და სწორედ ამიტომ ვთხოვე ნიკოლს, მას დაეწერა ისტორია ჩემზე, მიჭირს საიტის სტილზე გადმოწყობა, იგივე დიალოგების გამოყოფა და ა.შ მაქსიმალურად ვეცდები შემდეგ თავებში გამოვასწორო. იმედია ბოლომდე საინტერესო იქნება ისტორია შენთვის :))

№7  offline წევრი kora

დღეს დგიწერე, რომ ვინაიდან რეალური ისტორიაა და არც იცი როგორ განვითარდება მოვლენები ცოტა შიშმა შემიპყრო წამეკითხა, მეტისმეტად ემოციური ვარ და მითუფრო, როცა ვიცი ნამდვილი ამბავი მეტისმეტად განვიცდი მერე. მაგრამ მაინც გადავწყვიტე წამეკითხა და მინდა გითხრა სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც ვიგრძენი. წერის სტილზე ვერაფერს გეტყვი, არც მიმიქცევია ყურადღება იმდენად ვიყავი ორიენტირებული თვითონ აღწერილზე. ძალიან ძლიერი გოგო რომ ხარ ეს ნათლად ჩანს. მინდა გირჩიო, რომ თუ კი კიდევ არის შესაძლებლობა გამოასწორო წარსული, იბრძოლე ამისთვის. ასეთ დროს სიამაყე პირადად ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რადგან წლების მერე სინანული უფრო ღრღნის ადამიანის სულს. საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ უნდა იბრძოლო. წარმატებებს გისურვებ და რაც მთავარია უზარმაზარ ბედნიერებას love
--------------------
kira.G

№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

kora

სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რას ვგრძნობ, როცა კომენტარებს ვკითხულობ. როცა ისტორიის დადებაზე დამიყოლია თინამ, ამას ნამდვილად არ ველოდი, ვიფიქრე უბრალოდ ჩემს ჭიას მაინც გავახარებთქო :)) სამწუხაროდ არ მინდა დაგასპოილეროთ და წინასწარ გითხრათ რაღაცები, ერთ–ორ თავში უფრო მიხვდებით რა მოხდა მერე :)

№9 სტუმარი tamuna

tamo1804
tamuna
Weris sakitxebshi naklebad verkvevi Da rchevasac ver mogcem,magram arc gchirdeba rasac wer dzalian emociuri Da mxatvrulia:D tan namdvili ambavia Da didi emociuri fonic aqvs:-)minda gitxra, Rom shesanishnavad gamogdis wera:-)warmatebebs gisurvebt

მიხარია, რომ მოგწონს. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სტიმულის მომცემია თითოეული სიტყვა :) დღეს 12ის შემდეგ ვეცდები დავდო შემდეგი თავი, ან ხვალ შუადღით. რჩევები ალბათ ერთი–ორი თავის შემდეგ უფრო დამჭირდება, როცა ყველაფერი პიკს მიაღწევს :D :D :)))

Simartle gitxra shishit vkitxulob yvela tavs,radgan warmomidgenia ra rtulia es yvelaferi shentvis,magram minda ibrdzolo Da darwmunebuli Var amden wliani urtiertobis shemdeg mas shens mimart grdznobebi ver gauneldeboda:)radgan tqven ertmanettan didi grdznoba gakavshirebt chemi gadmosaxedidan:Ddzalian minda es motxroba bednierad dasruldes Da shens cxovrebashic yvelaferi kargad wavides:-)warmatebebi<3

№10  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მადლობის მეტი რაღა მეთქმის <3 :* ვერ დაგასპოილერებ და ვერ გეტყვი წინასწარ ვერაფერს :)

№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ იმ განცდით წავიკითხე როგორც პირველი თავი, უფრო მეტი გრძნობითა და ენთუზაზმით იყო ნაწერი...
ისევ ეს ბუტიაობა, დროის არ ქონა... სათანადო ყურადღება... ვინც გვიყვარს სწორედ მისგან ვითხოვთ ყველაზე მეტს... რასაც გავცემთ მასზე მეტი გვინდა რომ მმივიღოთ... love
ოხ ეს სიყვარული.... love რა შეუძლია ამ გრძნობას...
გრძნობა, რომელიც გაყვავებს, ცამდე აყავხარ, ფრთებს გასხამს და ვარსკვლავებთან მოთამაშეს ხელს გკრავს და უკანვე გაგდებს დედამიწაზე... დაცემა კი ყველაზე მტკივნეულია, ყველაზე და ყველაფერზე მეტად კი უარყოფა... უარყოფა გრძნობის და შენ თავთან ჭიდილი... ჭიდილი ყოველ დილით...
მე ვიცი რა არის დილით ლოდინი, რომ ელი,
-,,სიჯიუტეს, სიამაყეს გადალახავს და მომწერს" - ყოველ დღე ამ ფიქრით გაღვიძება...
მერე ეძებო ძალა რომ გაიღიმო, მერე რაღაც ახლის მოლოდინში იყო, ელოდო და ეძებო, მერე ... მერე,,, მერეე ყველაში ეძებო ის რაც მასში მოგწონდა, გიყვარდა და გაძლიერებდ, რაც მისკენ მიგაქროლებდა სინათლის სიჩქარით...
საღამოს კი ისევ რუტინას უბრუნდები, ჩვეული ცრემლითა და ლამაზი მოგონებებით....
მგრამ მიუხედავად ყველაფრისა ეს სიყვარული მაინც ღვთის საჩუქარი მგონია.... love
მიხარია რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც მართლა უყვართ....

№12  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo

მე მიხარია, რომ არსებობენ შენისთანა ადამიანები, ვისაც ასე კარგად ესმით ჩემი :) ისტორიის ბოლოსკენ განსაკუთრებით მაინტერესებს შენი აზრი და რჩევა :) <3

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ნელა, მძიმე ნაბიჯით მაგრამ მაინც მივდივარ ბოლოში

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent