მოძალებული ( I თავი )
„ყელში მოწოლილი ქვითინივით მომეძალა სიყვარულის სურვილი“ -ალბერ კამიუ -დიდხნიანი გამოცდილება რომ არ მქონდეს შენი ღიმილი აქეთ გამაგიჟებდა-მშვიდად მეუბნება ჩემი ნათლია და თან ფსიქოლოგი. მე ისევ უაზროდ მეღიმება, ვზივარ მის წინ და რაღაც უსახელოს, მაგრამ ძალიან დიდს და სასწაულებრივს ვგრძნობ. -აი გეუბნები რა ვგრძნობ რაღაცეებს და უაზროდ გახარებული ვარ. ბედნიერების ნაწილაკებით მევსება სული. -კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ. 22 წლის გოგოს მაშფოთებს ჩემი მდგომარეობა. -ვინმე გაიცანი? ან იქნებ ვინმეს შეხვდი? -მსგავსი არაფერი. -სიყვარულს ელოდები-გამხმარ ლოყებზე ღიმილი ეპარება მას. -რაა??-სიგარეტს ვაბოლებ და ჩემს ფრჩხილებს დავყურებ -ხო, სიყვარული გინდა ეხლა შენ, ოღონდ მერე აღარ შემოგიშვებ, უფრო გააფრენ -კარგი რა ნანი, მეხუმრება მე?-ისევ მეღიმება და საათს ვუყურებ-წავედი მე და გამოგივლი ან შენ მოდი, ლალიკო სულ გახსენებს-ვდგები, ლოყაზე ვკოცნი და მას შემდეგ რაც მპირდება რომ აუცილებლად გამოგვივლის, მის კაბინეტს ვტოვებ. ვიხსენებ აქვე ახლოს ბანკომატი სად არის და იმ მხარეს მივდივარ. წინასწარ მეზარება გაზაფხულის ასეთ მზიან და საკმაოდ ცხელ ამინდში რიგში დგომა. არც შევმცდარვარ, ალბათ ასე მეათე ვარ. სანამ დედაჩემის გამოგზავნილ ფულს ავიღებდე, ლალიკოს ვურეკავ -ბებუკი, რა წამოვიღო?-მხიარულად ვეუბნები, როცა მისი ხმა მესმის -ყოველ დღე საიდან იფიქრებ ამ მოსაფერებელ სიტყვებს -ვხვდები რომ ეღიმება-კარაქი იყიდე და შენი ფორთოხლის წვენიც აღარ არის -კარგი ნახევარ საათში სახლში ვარ-ვუთიშავ და რამდენიმე ნაბიჯით ვუახლოვდები ბანკომატს. დაჟინებულ მზერას ვგრძნობ და იმ მიმართულებით ვიხედები. რამდენიმე ბიჭი დგას ხის ჩრდილში და აშკარად მშიფრავენ. მეღიმება და თავს ვატრიალებ, მანამდე კი ვამჩნევ ერთ-ერთი როგორ იჭერს ჩემს მზერას და დანარჩენებს რაღაცას ეუბნება. ფულს ვიღებ, პარალელურად დედაჩემს ვატყობინებ ამის შესახებ. იტალიურ ეზოში შესვლისთანავე ვხვდები რომ ბლინების საოცარი სურნელი ჩვენი სამზარეულოდან გამოდის. პირდაპირ იქ შევდივარ და მოფუსფუსე ლალიკოს დანახვისას მეღიმება. -ბებუკი წყალს გადავივლებ, და მოვალ-ყელში ვკოცნი და მეორე ოთახში გავდივარ -ჩაის დალევ? თუ შენი წვენი იყოს? -მეძახის -წვენი ლალიკო, ძალიან მცხელა-ტანსაცმელს ვიხდი და ვპასუხობ. შეიძლება ითქვას, რომ ლალიკო ჩემი ბედნიერებაა, პირდაპირი გაგებით. მე და ლალიკო ვქმნით ძალიან დიდ ოჯახს. 15 წლის ვიყავი დედა საზღვარგარეთ რომ წავიდა და მე და ლალიკო მას შემდეგ ვავსებთ ერთმანეთს. ძალიან მაგარი ქალია თამუნა- დედაჩემი-ვხვდები რომ ჩემს გამოა ამდენი წლით იქ აბა ის და ლალიკო აქაური ხელფასით და პენსიითაც იზამდნენ რამეს. არ უნდა რომ რამე მომაკლდეს, უფრო სწორად არ უნდოდა. ახლა უკვე შემიძლია მეც ვაკეთო რამე და მჯერა, მალე ამ სახლში სამნი ვიქნებით. -ლალიკო რომელი?-ორი ფერის ლაქვს მაღლა ვწევ -ის ღია, ხომ იცი რომ შავს ვერ ვიტან-უცებ ჩერდება და ისევ აგრძელებს-სამაჯურის გაკეთება დაგავიწყდა? -მიკეთია ლალიკო-ფრჩხილების კეთებით გართული ყურადღებას არც ვაქცევ -აშკარად არ გაქვს ხელზე ვიხედები და ალბათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთს რომ ვერ ვხედავ რაღაცნაირად ვიძაბები. ფეხზე ვდგები და საძინებელსა და სააბაზანოს ვამოწმებ. -გარეთ დავკარგე, სახლიდან გასვლისას ნამდვილად მეკეთა -გაიხსენე სად იყავი -თითქმის ნახევარი თბილისი მოვიარე ლალიკო!-ვცოფდები მე -კარგი, იქნებ აქვე დაგივარდა მოგიძებნი -დაჯექი ლალიკო ვნახე უკვე, ჩემი ბრალია,უნდა შემეკეთებინა, შესაკრავი აღარ მაგრდებოდა. -კარგი არაუშავს -ერთადერთია, რაც გურამისგან დამრჩა-ანერვიულებული დივანზე ვჯდები. -იქნებ იპოვო, შეიძლება ვინმესთან დაგრჩა... 3 დღე იდიოტივით მარცხენ ხელზე ვიხედები, ლალიკოც ნერვიულობს. იცის, რომ მნიშვნელოვანი რაღაც დავკარგე. ერთ საღამის ლალიკოსთვის ჟურნალს ვყიდულობ და სახლისკენ მივდივარ. ვგრძნობ ვიღაც როგორ დგება ჩემს გვერდით. -მაგარი კეტებია-ჯერ ჩემს ყვითელ ჩემივე მოხატულ კეტებს დავყურებ და მერე მარჯვნივ ვატრიალებ თავს. რამდენიმე წამით ვუყურებ საიდანღაც ნაცნობ სახეს და ცოტა არ იყოს გაკვირვებულ გამომეტყველებას ვიღებ -იცი, 3 დღე ვფიქრობდი რა ტექსტით მოვსულიყავი შენთან და მიხარია, რომ დღეს ეს კეტები გაცვია-მის გულწრფელობაზე მეღიმება და კიდევ ერთხელ ვავლებ მზერას -ნამდვილად ორიგინალურად გამოგივიდა -რაღაც ვიპოვე და შენი უნდაა იყოს რა-მეუბნება და ჯიბიდან ჩემს სამაჯურს იღებს -არააა?! -საოცრად გახარებული მთელი ტანით მისკენ ვბრუნდები -რომ მცოდნოდა ასე გაგიხარდებოდა პირდაპირ ამით დავიწყებდი-ეღიმება მას მეცინება და მართლა ძალიან მადლიერი ვართმევ. -ისე საიდან? -ბანკომატთან რიგში იდექი ,იქ დაგივარდა რა. ჩემმა ძმაკაცმა იპოვა, აღარ დაგიძახეთ -რატო? -გეჩქარებოდა-ორივეს გვეცინება მის ტყუილზე -და როგორ მიპოვე? -ინტერპოლი დავიხმარე-სერიოზული სახით მეუბნება ისევ ორივეს გვეცინება და გზას ვაგრძელებთ. -ქეთა პირდაპირ გეტყვი რა, ეხლა სახლამდე მიგაცილებ და იცოდე ხვალაც გნახავ, მერეც და იმის მერეც -ოჰოო!-ღიმილით ვცდილობ აღელვება დავმალო. უცნაურია ეს ბიჭი და დამაბნია კიდეც.-რომ გკითხო სახელი საიდან იცი თქო ჩემს მოკლე ბიოგრაფიას მეტყვი ალბათ ხო? -თითქოს დავცინე -არა არა-ხელებს მაღლა წევს-მაგის გაგებას შენგან ვაპირებ, პერიოდულად-თვალს მიკრაავს -და რომ გითხრა, რომ მე არ ვაპირებ მერე და იმის მერე შენ ნახვას?-ვცდილობ ცოტათი მეც დავაბნიო -აზრი არ აქვს-თავდაჯერებული მეუბნება -რომ იცოდე, როგორი ჯიუტი ვარ-გაფრთხილებასავით გამომდის -მაგასაც გავიგებ მეღიმება მის შეუვალობაზე თან ჩემი ეზოს შესასვლელთან ვჩერდები. -მადლობა სამაჯურისთვის და კარგად-ღიმილით ვემშვიდობები -ნახვამდის-ეღიმება მას-ნახვა-მდის ხო გესმის?!-ისევ ეღიმება მას არაფერს არ ვპასუხობ, ის-ისაა ეზოში უნდა შევიდე რომ ისევ მაჩერებს -ქეთა -ჰო -მთელი გზა ველოდი რომ სახელს მკითხავდი. არ გაინტერესებს? -რა მნიშვნელობა აქვს? -ჯუმბერი მქვია-სახეზე მიმიკა არ ეცვლება მას -სასიამოვნოა-ვეუბნები ღიმილით, რადგან ეშმაკობას ვუხვდები. -კარგი, შედი, რას ელოდები?!-გაკვირვებული მეკითხება მეცინება და განსხვავებული ემოციებით დატვირთული, ეზოში ვუჩინარდები. უნივერსიტეტიდან ძალიან დაღლილი გამოვდივარ. -როგორი დაღლილი ხარ!-საიდანღაც ჩემს გვერდით ჩნდება -შენ კიდე როგორი ენერგიული, ჯუმბერ!-ღიმილით ვეუბნები -მოდი გამინაწილე დაღლილობა -როგორ? -ბევრი ხერხი არსებობს, ჩახუტება, კოცნა, ჯერ ლოყაზე იყოს-ამატებს უცებ ხმამაღლა მეცინება. უცებ ჩერდება -შენსავით სიცილი არავის უხდება, უნამუსო ვიყო -მორჩი ჯუმბერ-ისევ ვახსენებ სახელს, მინდა თავი მოვაბეზრო , მაგრამ არ იმჩნევს. -სახლში? -ჰო, შენ? -შემთხვევით დაგინახე, მეგობართან მივდივარ -არც მიფიქრია, რომ მე მელოდებოდი-მეღიმება ისევ და ისიც იცინის. -ძალიან ბევრს სწავლობ ხო? -ძალიან ბევრს არა, პროექტი ავიღე, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და სტატია უნდა გავაკეთო -რაზე?-ინტერესდება ის -ძველი თბილისური ამბები ავირჩიე -ერთ დღეს დედაჩემთან წაგიყვან, იცი რამდენი ამბავი იცის? თან ძაან გემრიელ ყავას აკეთებს-გულწრფელად მეუბნება ის და რატომღაც ძალიან მსიამოვნებს. -შენ სად სწავლობ?-შემოთავაზებას უპასუხოდ ვუტოვებ. -გეპეიში, ინჟინერიაზე-ეცინება მას -და რა გაცინებს? -ისევ მეღიმება - გეპეის ხსენებით ჩემზე მინუსები დაგაწერინე -კარგი რა, რომელ კურსზე ხარ? -პირველზე-გამომცდელად მიყურებს -ხოო?! პატარაც ყოფილხარ-მეღიმება თან მიკვირს, რომ ჩემზე 3 წლით პატარაა და საერთოდ არ ეტყობა -მეც შეგამჩნიე სახეზე ნაოჭები, მაგრამ გითხარი რამე?-სერიოზული სახით მეუბნება და მისი სიტყვების გააზრების მერე ხმამაღლა ვხარხარებ და ხელს მხარზე ვურტყამ. -წამო რა რამე ვჭამოთ -ვერა-მეღიმება მე -ჩემს დიდ ბებიას ერქვა-ღიმილით მეუბნება ის და ისევ ხმამაღლა მაცინებს. -ძალიან კარგი ბიჭი ხარ-გულწრფელად ვეუბნები და პირველად ვაკვირდები მისი სახის ნაკვთებს. -კარგი ახლა, მართლა ბავშვივით ნუ მელაპარაკები -3 წელი ცოტა გგონია?! იცი რამდენი რაღაც შეიძლება მოხდეს? -ეგ სხვა თემაა, ურთიერთობებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,- სიგარეტს იღებს და უკიდებს. მეც იგივეს ვიმეორებ, დაღლილს მოწევაც კი დამავიწყდა და თითქოს მან შემახსენა. -დამპირდი რომ თავს დაანებებ-სერიოზულად მეუბნება -ოჰო?!-მიკვირს მე -იმიტომ კი არა, რომ ცუდი საქციელია, პროსტო მართლა ცუდია ორგანიზმისთვის, თან მომავალი დედა ხარ, ვინ იცის რამდენი მამულიშვილი უნდა გააჩინო? -მორჩი რა-ისევ ვხარხარებ მე -მართლა ქეთა, ერთად დავანებოთ თავი მოწევას. -ოჰო! აღარ ხუმრობ შენ! -ეს უფროსის კილო მოიშორე ერთი თუ ქალი ხარ -თუ ქალი ვარ-ისევ მეცინება -მართლა არ მინახავს გოგოს სიცილი ასე უხდებოდეს-ისევ ჩერდება და მაკვირდება. -მოვედით ჯუმბერ-ვჩერდები მეც -ხვდები რამხელა გზა გამოვიარეთ ფეხით? ვუფიქრდები და მეც მიკვირს -აუ მართლა!-მეღიმება მე -და დაიფიცე, გზაში ერთხელ მაინც თუ იგრძენი დაღლილობა -არ მიგრძვნია-გულწრფელად თან ღიმილით ვპასუხობ. -ის ხო გაგიგია? -რა?-ვინტერესდები მე -თუ დაღლილი, ფეხით გაივლი დიდ მანძილს ადამიანთან ერთად და დაღლილობას არ იგრძნობ უნდა მიხვდე, რომ ეს ადამიანი არის ის, ვისაც აქამდე ელოდიო სიცილით ვიკეცები -აი საიდან მოიტანე ეგ, გეხვეწები?! -ჩინური გამოთქმაა, რანაირი ჟურნალისტი ხარ შენ?-ღიმილით მსაყვედურობს -წავედი მე-ძლივს ვწყნარდები და წასვლას ვაპირებ -ქეთა -ჰო-ვტრიალდები თუ არა მეხუტება -შენი დაღლილობა მე და ჩემი ენერგია შენ რა-მეუბნება უცებ და ღიმილით მშორდება. აღარაფერს მეუბნება, მტოვებს გაღიმებულს. სახლში შესვლამდე ნანის ვუგზავნი წერილს: „ფსიქოლოგო, შარში ვარრ!!!!“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.