შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


20-07-2016, 03:10
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 870

თავი 4
მომდევნო რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად იმისა რომ დასვენების დღეები ჰქონდა, მეცადინეობას მაინც არ ანებებდა თავს და დროდადრო წიგნებსაც გადახედავდა ხოლმე. გოგოებმა რამდენჯერმე მიაკითხეს. სამეცადინო მოიმიზეზა და თავი აარიდა მათთან ერთად გასართობად წასვლას. კარგად იცოდა ალექსიც იქნებოდა და თავი ამიტომ შეიკავა. არადა არ ასვენებდა ამ ბიჭზე ფიქრები. უკვე თითქმის მთელი გონება შეეპყრო. მეგობრებთან საუბარიც კი ერიდებოდა. ასეთი რამე პირველად ხდებოდა მის თავს. აქამდე არასოდეს უგრძვნია ...
დიდხანს ვერ აარიდა გოგოებს თავი. რამდენიმე დღის შემდეგ თაკოსთან შეიკრიბნენ. ეკამ მოსვლა დააგვინა. მანამდე თაკომ ნამცხვრის გამოცხობა და ყავის მომზადება მოასწო და ეკაც დაბრუნდა ახალი ამბით
-შაბათ-კვირას უიკენდზე მივდივართ მთაში, კარვები, კოცონი მუსიკა. ძალიან მაგარი იქნება
-მოიცა შენ რა უჩვენოდ გადაწყვიტე. იქნებ ჩვენ არ მოვდივართ?
-არა გადამრევს ეს გოგო?რა გჭირს რა თავს გვარიდებ? ადრე ასეთი არ იყავი. იქნებ რამე გაქვს სათქმელი და გვიმალავ
-არა ეკა არაფერი არ მაქვს დასამალი უბრალოდ რომ არ ვიცი ვინ მოდის კიდევ ცოტა ძნელია გადაწყვეტა
-ნიკას იდეა იყო და ალბათ ნიკა და მისი ძმაკაცები,ჩვენ, კიდევ იქნება რამდენიმე ახალგაზრდა, მაგრამ მათ არ ვიცნობ.
-ხოდა წავიდეთ კარგი აზრია სულ ქალაქში ხომ არ ვიქნებით? ცოტა მრავალფეროვანი გავხადოთ დასვენება .-თქვა ანამ
საბოლოო ჯამში იდეა ყველას მოეწონათ.შაბთს დილით უკვე ყველა მზად იყო და წასასვლელად ემზადებოდნენ. ყველა მოსულყო. ქეთის გასაოცრად ალექსი არ ჩანდა. თვალებით ეძებდა.არც მანქანაში არ იყო. ცოტათი გული დასწყდა იმედი ჰქონდა რომ ისიც წამოვიდოდა. ფიქრებიდან ჩხუბის ხმამ გამოიყვანა. ეკა და თირნიკე კამათობდნენ და ვერ რიგდებოდნენ. ეკას მის მანქააში უწევდა ჩაჯდომა ის კი თანახმა არ იყო და ამაზე კამათობდნენ. ბოლოს ისევ ეკას მოუწია დათმობა. ქეთი ნიკას მანქანში აღმოჩნდა. გზას გაუდგნენ. დიდხანს ითმენდა მაგრამ ბოლოს მაინც ჰკითხა
-ალექსი არ წამოვიდა?
-არა არ სცალია სერიოზული საქმე გამოუჩნდა და გაემგზავრა.
ის გაჩუმდა. ცოტა ხანში ისევ ნიკამ ჰკითხა
-თვენ ერთმანეთს დიდხანს უნდა უყუროთ შორიდან?
-შენ რა იცი?
-მე ყველაფერი ვიცი. პირველად რომ ალექსმა შენზე მკითხა ვინ იყავი მივხვდი რომ ის სერიოზულად დაინტერსდა შენით. ეს ხომ პირველად მოხდა .
-მეგონა არავინ იცოდა
-ქეთი ის ძალიან კარგი ადამიანია წესიერი. ვიცი რომ გულს არასოდეს გატკენს. ჩვენს შორის ყველაზე გაწონასწორებული და ჭკვიანია. მან კარგად იცის ქალის ფასი და ქალის პატივისცემა
-ცუდია რომ დრეს ჩვენთან არაა. მოიწყინა ქეთიმ
შუადღეს უკვე დანიშნულების ადგილზე იყვნენ. სპეციალურად კარგი ადგილი შეარჩიეს მდინარესთან ახლოს. ნიკა, ქეთი და თაკო კარვების გაშლას შეუდნენ, მათ ნიკას პარტნიორი გიორგიც ეხმარებოდა, ანას და ბაჩოს დაევალათ წყლის მოტანა და საკვები პროდუქტების დაბინავება. აი ეკას და თორნიკეს კი კოცონისთვის შეშის შეგროვება.
-მოდი დღეს არ ვიჩხუბოთ და ზავი დავდოთ.- თეთრი ცხვირსახოცი ააფრიალა თორნიკემ და გულიანად გაიცინა
-გეფიცები თავს გაგიტეხავ. გაბრაზდა ეკა და ტყისკენ წავიდა. ისიც უკან აედევნა. ერთხანს მოშორებით მიდიოდნენ. მერე თორნიკე წამოეწია, თან შეშებს აგროვებდნენ. ბანაკს უკვე საკმაოდ იყვნენ მოშორებულები. თორნიკემ დასვენება გადაწყვიტა. ეკამ გზა გააგრძელა. ნელა მიდიდოდა. სიგრილეში თორნიკეს ჩასთვლიმა, მაგრამ მალე ეკას გამაყრუებელმა კივილმა მოიცვა იქაურობა. მისკენ გაიქცა და ადილზე მისვლა ვერ მოასწრო ეკა მორბოდა. ის რომ დაინახა მაშინვე ისკუპა და ზურგზე მოექცა.
-გველი. იქ გველი იყო.- კიოდა ის
-დამშვიდდი არაფერი არ არის. თორნიკე ცდილობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა მაგრამ ვერ შეძლო და ორივენი დაეცნენ. ეკა ზემოდან იყო მოქცეული და ალბათ ვერც აანალიზებდა რა ხდებოდა მის თავს. თორნიკემ მაგრად მოხვია ხელები და ჩაიხუტა
-ხომ ჩავარდი ჩემს ხელში.-სცადა გახუმრება. ამ სიტყვებმა უცებ მოიყვანა გონს
-შენ უარესი გველი ხარ
-ნუ სისინებ გოგო. შენზე შხამიანი მაინც არ ვარ
-გამიშვი
- შენ თვითონ მომვარდი და ჩამეხუტე და ახლა მე არ გაგიშვებ
-ნუ მასხარაობ წამოდი გველოდებიან
-თუ დამპირდები რომ დამშვიდები და წესივრად მომექცევი გაგიშვებ
-ვერ ეღირსები.- არ ეპუებოდა ის
-კარგი შენი ნებაა. გაეცინა თორნიკეს და მის ტუჩებს დაააცხრა
*****************


საღამოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის რომ გართობა და მხიარულება დეწყოთ. კოცონიც აბრიალებულიყო და მწვადებიც იწვებოდა. გოგოები დატრიალდნენ და შესაშური სუფრა გაშალეს. ქეთი ვერ იყო ხასიათზე. დაძაბულობა იგრძნობოდა თორნიკეს და ეკას შორისაც. ეს სულ არ ადარდებდათ ანას და თაკოს. პირველი ბაჩოსთან ერთად ატარებდა შესანიშნავ დროს .თაკო კი გიორგის დაუახლოვდა და მასთან ერთად ერთობოდა.
-აბა გოგოებო და ბიჭებო. სადღეგრძელო წარმოვთქვათ. ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს მხიარულებას გაუმარჯოს.
ნიკას ნათქვამი ყველამ აიტაცა და ერთხმად შესვეს. მერე მეორე სადღეგრძელო მიყვა, მესამე. სასმელმა თავისი ქნა და სიმღერაც მოინდომეს. ქეთის გიტარა მიაჩეჩეს და იმანაც ჩამოჰკრა სიმებს. მას ანა და თაკოც აჰყვნენ და შესანიშნავი ტრიო გამოვიდა....
მოგვიანებით უკვე აცეკვდნენ. ქეთის განმარტოება მოუნდა და ტყისკენ წავიდა. მოულოდნელად ვიღაცამ პირზე ააფარა ხელი. დაყვირებაც ვერ მოასწრო
-ჩუმად არ იყვირო. წამომყევი.- ჩასჩურჩულეს ყურში. ის იყო ალექსი მაშინვე იცნო მისი ხმა და გული შეუფრთხიალდა. მის ნებას დამორჩილდა და გაჰყვა. შორს არ წასულან მალევე გაჩერდნენ
-შენ აქ ხარ? მოხვედი?
-კი. რა გამაჩერებდა იქ როცა ვიცოდი აქ რაც ხდებოდა.
-აღარ შემაშინო.როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
-ეს დასაწყისია..
-რისი დასაწყისი? გაუკვირდა ქეთის
- ჩვენი სიყვარულის და მინდა გითხრა რომ დასასრული უფრო კარგი იქნება
-რა სიყვარული? შენ ჩემი აზრი არ იცი. არ იცი რას ვფიქრობ შენზე
-სამაგიეროდ მე ვიცი რომ ძალიან მომენატრე და მინდა უკეთ გაგიცნო
-რატომ?
-იქნებ არც ისე მარტივია ყველაფერი როგორც ჩვენ გვგონია?
-ყველაფერი მარტივია თუ ჩვენ არ გავართულებთ. არც ერთი არ ვართ პაატრები. ორივემ ვიცით რა გვინდა. ორივე ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ და კარგად ვიცით რას ველოდებით ცხოვრებაში
-რა თქმა უნდა ასეა ნამდვილად... იცი აქამდე არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და ეს ჩემთვის ცოტა უცხოა
-ჩემთვისაც. მაგრამ არა უშავს ორივე მივეჩვევით,-გაეცინა ალექსს და ცხვირის წვერზე მიეფერა
-ისე შესანიშნავად მღერი.
-შენ რა იცი?
-დიდი ხანია თვალს გადევნებ ჩუმად. დაახლოებით სამი საათია აქ ვარ და ნიკას ვთხოვე არაფერი ეთქვა
-ნიკა. ნიკა... როგორ მაჭანკლობს გაეღიმა ქეთის
-თავი დაანებე ისედაც ყველაზე მეტად ეგ იჩაგრება. ჩვენ რომ გვიძლებს ბიჭებს და ჩვენს ხუშტურებს.
-წამოდი დავბრუნდეთ უკვე თითქმის შუაღამეა და ძილის დროა. ხვალ მდინარეზე უნდა წავიდეთ საცურაოდ. ბიჭებმა კი უნდა ითევზაონ
-ოჰ დიდი გეგმები გქონიათ.
-კი ნამდვილად. გამიხარდა შენც რომ ჩამოხვედი. გული მწყდებოდა რომ არ იყავი.
-ეს უკვე კარგის ნიშანია.
-ეს დასაწყისია გაიმეორა ქეთიმ ალექსის სიტყვები და მიახვედრა რომ თანახმა იყო ეცადათ რა გამოვიდოდა ამ ურთიერთობისგან
****************

ალექსის ჩამოსვლამ უფრო მეტი სიმხიარულე შემოიტანა. დილით ადრიანად წავიდნენ ბიჭები სათევზაოდ. გოგოებმა იქაურობა მოაწესრიგეს და მდინარეზე წავიდნენ საცურაოდ. ერთხანს გული იჯერეს ცურვით მერე მზეზე წამოწვნენ გასარუჯად, მხოლოდ ქეთი იყო წყალში და ცურვით ირთობდა თავს. დანრჩენებს ჩასთვლიმათ.
ბიჭებმა გადაწყვიტეს მათთვის ოინი მოეწყოთ და ჩუმად მიეპარნენ. ახალდაჭერილი ნახევრად ცოცხალი თევზები ტანზე დააწყეს. თევზების აფართხალება და გოგოების კივილი ერთი იყო. ერთმანეთს ასწრებდნენ და წყლისკენ მირბოდნენ.
-გველი ყვიროდა ეკა ისე რომ არც კი იხედებოდა უკან. მას თორნიკე მისდევდა.ისიც გამაყრუებელი კივილით მირბოდა წყლისკენ. ამის დანახვაზე ქეთი გულიანად იცინოდა და ვერც კი შეამჩნია როგორ აღმოჩნდა მის გვერდით ალექსი
-შენ არ გეშინია?
-რისი? თევზების?არა.- გადაიკისკისა მან.-ამ პატარა არსებებმა რა უნდა დაგვიშავონ? სამწუხაროდ ადამინები ვუშავებთ ერთმანეთს.
-ხო სამწუხაროდ ასეა.დაეთანხმა ისიც. ასე რომ სანამ ჩვენც დაგვიშავებდნენ რამეს სადმე ხო არ გაგვესეირნა მაგალითად რესტორანში წავიდეთ აქედან რომ დავბრუნდებით
-წავიდეთ დასთანხმდა ქეთი და წყლიდან ამოვიდა. ალექსმა მის მშვენიერ ტანს თვალი გააყოლა და საბოოლოოდ გადაწყვიტა ამ გოგოს არავის დაუთმობდა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent