Dark Heart №3
-შვილო... - ვიღაცამ ჩამჩურჩულა. ეს რა იყო? ეს იყო შვება! მომესმა, თუ როგორ მელაპარაკა მამა, თბილი სიყვარულით აღსავსე სიტყვებით! ჟრუანტელმა დამიარა. ჩემს სულში ფერებმა იმატეს! მეგონა რომ მამა ხელებს მომხვევდა , ჩამეხუტებოდა... მაგრამ არც კი ვიცოდი სად ვიყავი? საიდან ისმოდა მისი ხმა. ჩემს გარშემო თეთრი მრავალტოტიანი ხეები იდგა. მათი ყურება გსიამოვნებდა! ხეებზე კი თეთრი ბუები ისხდნენ და დიდ, ყვითელ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ. მე რომ დამინახეს მომაშტერდნენ. იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. ბუნების სილამაზე ენერგიას მჩუქნიდა, მამიკოსადმი მონატრება კი მკლავდა! მაღალი ხეები ზემოდან დამყურებდნენ და მამიკოს თბილ ხმას აორმაგებდნენ. ექოდ მოედო იქაურობას მისი დარიგება: -მამააა?? -მინდა გაგაფრთხილო შვილო... არასდროს დაეცე სულით! არ გაბედო! შენ ჩემი შვილი ხარ! კესი ყველაფერი კარგად იქნება! მე ძალიან მიყვარხარ და სულ შენთან ვიქნები!.. -მამა... მამიკო! არ წახვიდე გთხოვ! მამაა! -კესი, კესიიი ადექიი... - ნაზად შემეხო ჯესიკა და ღმრა ძილისგან გამომაღვიძა. -ჯეს? აუ ჯესი! - წამოვხტი და ხელები მოვხვიე. -რა მოხდა გოგო? -მამა დამესიზმრა! მამაჩემი! ისეთი შეგრძნება მქონდა, თოთქოს სერიოზულად ვიდექი იმ ულამაზეს გარემოში. არც კი ვიცი მამაჩემის ხმა საიდან ისმოდა, მაგრამ ყოველივე ეს შვებას მგვრიდა. -აუ რა მაგარია! რა გითხრა? - გაკვირვებულმა იკითხა და თავლები გააფართოვა. -ყველაფერი კარგად იქნება! - ცხელი ცრემლები წითელ ლოყებზე ჩამომიგორდა, გულში სითბომ გამკრა. ისევ ჯესიკას მივეხუტე. -კაი დაწყნარდი! და მამიკომ რაც გითხრა გაითვალისწინე... -აჰამ - თავი დავუქნიე და მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევედი. მოვწესრიგიდი - რამე... როდესაც მე და ჯესიკა საუზმის გამზადებას შევუდექით მაქსმა დარეკა: -ალო კეს სასწრაფოდ მოდი აქ! ძალიან ცუდი რამ მაქ სათქმელი! დროზე, დროზე! - გამწარებულმა თქვა და ყურმილი დამიკიდა. სასწრაფოდ ოთახში შევარდი. ჩავიცვი შავი დახეული ჯინდი, შავი Adidasები და შავი მაისური თეთრი წარწერით: „FUCK OFF PLEASE!” -საით? - იკითხა ჯესიკამ. -მაქსმა დამირეკა მოდიო. არც დამაცადა ლაპარაკი, ეგრევე გამითიშა. გავრბივარ ეხა! დაგირეკავ თუ რამე okay? -კაი მიდი. მანქანაში ჩავჯექი და ბოლო სისწრაფით დავიძარი. როგორც კი შენობაში შევედი მაქსის კაბინეტისკენ გავექანე. მაქს რამე მოხდა? - კარი შევაღე. -მოდი მოდიი! ნახე! კაროჩე რა ხდება... Graffiti-ს ბიჭები რო არიან ჰო იცი? მაგათ მოუვიდათ ჩხუბი! ერთი ამბავი იყო! ორი მათგანი დაიჭრა და ამ საქმეს რომ ვიძიებდი კამერების ძველი ჩანაწერების გადამოწმება დავაპირე. შენი დედინაცვალი - ევა ჰო? აი ეგ დავინახე. ვიფიქრე ვნახავ-თქო სად წავა. ნუ.. რა გითხრა.. ვიღაც კაცს შეხვდა და კაროჩე... ეზასავა... -რა? - წარბი ავქაჩე. -ჰომ მერე ერთად კაფეში დასხდნენ. ნახევარი საათი ილაპარაკეს. საუბარი დაასრულეს და Sun Street-ის პარკში ვიღაც ბიჭებს შეხვდნენ - სახეები არ უჩანდათ. მათ ევამ ფული გაუნაწილა და ბოლოს რაღაც პატარა შავი ყუთი მისცა. როდესაც ყუთის სურათი გავადიდე მასზე რაღაც ნიშანი ვნახე ნიშნის მიხედვით ყუთში ვერცხლის ტყვიები იდო. მამაშენიც ზუსტად ვერცხლის ტყვიებით იყო დაჭრილი. სასწრაფომაც ვერ გადაარჩინა იმიტორო როდესაც ვერცხლის ტყვია ხვდება ორგანიზმში იგი სწრაფად მოძრაობს და ორგანოების განადგურებას იწვევს! ძალიან ბევრი დამთხვევაა... -ანუ? შენ გულისხმობ რო... მამაჩემი ევამ... - წინადადება ვერაფრით დავასრულე. თვალები გამიწითლდა! წნევამ უწია! -მოიცა ჯესი დაზუსტებით არაფერი ვიცით - მაქსი ჩემს დაწყნარებას ცდილობდა. -მოვკლავ! - იქაურობას მოვცილდი. გამწარებულმა დავძარი მანქანა. სახლში რომ შევედი ევას ოთახს მივარდი. კარები მთელი ძალით შევაღე და... -შე ბო*ო! შენ მოაკვლევინე მამაჩემი! შენ! ვერ გიტან! საზიზღარო! შენ ვაფშე როგორ მოგიყვანა ცოლად! - თმებში ვწვდი. -თავი გამანებე! ლაწირაკი ხარ ვიღაცა! მე არ მომიკლავს მამაშენი! -ჰო რა თქმა უნდა! შენ როგორ მოკლავდი?! რამდენი ვიღაც დაიქირავე რომ მამა მოეკლათ?! რამდენი ათასი $ გადაყარე?! და რისთვის?! თქვი შე ბო*იშვილო! ხმა ამოიღე! - კედელს მივაჯახე და სახეში გავარტყი. -როგორ ბედავ!? შენ ვინა ხარ?! მე არავინ დამიქირავებია მამაშენის მოკვლისთვის! - თქვა და ხელებზე მომიჭირა. -გამიშვი შენი... - ხელები ავიქნიე და თავიდან მოვიშორე - ძაან ამომიხვედი ყელში! აღარ შემიძლია! შენ მოკალი მამაჩემი! მე ზუსტად ვიცი! იცი რა?! გაეთრიე ჩემი სახლიდან! გაეთრიე შე ბო*ო! ვსო დავაი! - გარდერობიდან გადმოვუყარე ტანსაცმელები! მივუყარე სუნამოები და რაღაც ყროლიანი პარფიურმერია! -რას აკეთებ?! ეს ჩემი სახლია! - დამიყვირა და მომვარდა. მე შევაჩერე, თავლები დავუჭყიტე და ჩურჩულით ვთქვი: -ეს შენი კი არა მამაჩემის სახლია! შენ კი მისი საკუთრების მფლობელი გინდა გახდე? იმიტომ მოკალი მამა? იმიტომ დაიქირავე კილერები და გადაიხადე ამდენი ფული? რათა ქონება ხელში ჩაგეგდო? შენ! როგორ გაბედე?! - ტონს ვუწიე, სახეში სილა კიდევ ერთხელ ვუწილადე და თმებში ვწვდი. თმის წიწკნით გავათრიე ქუჩაში და შევარდი სახლში. მისი ნივთების შეგროვებას შევუდექი. ბოლოს, როდესაც ყველაფერი შევაგროვე აივნიდან გადავუყარე და დავუყვრიე: -გაეთრიე აქედან! წადი სხვა კაცი მოძებნე! ვინმე შენნაირ გარყვნილს ცოლად შეირთავს? მამაჩემის თბილი გულით ისარგებლე?! გაეთრიე აქედან! არ დაგინახო აქ მოსული! აქეთ-იქით ყურებით ადგილს შეაშრა და გადმოკარკლული თვალებით მომაშტერდა. ყურადღება აღარ მივაქციე! აივნიდან ოთახში შესვლა რომ დავაპირე ჯესიკას მოვკარი თვალი. -კეეს რა მოხდა? რა აურზაურია? მე მაღაზიაში ვიყავი... ევა სად არის? - გაკვირვებული მიყურებდა და თვალებს აქა-იქ აცეცებდა. ცრემლები წამსკდა. ჯესის არაფერი ვუპასუხე, კედელს ავეკარი, ჩავიკუზე და ტირილი მოვრთე. -რა გჭირს... -მოიწყინა და ხელი მომხვია. -ევა! ყველაფერში ევაა დამნაშავე! მან! მან მოკლა მამაჩემი! მაინ დაიქირავა მკვლელები! არ მჯერა რა! აღარ შემიძლია! თავს მოვიკლავ იცოდე! - ვთქვი და თავი ხელებში ჩავყავი. -რას ამბობ? მართლა?! ევა? ყველაფრის თავი და თავი ევაა? ეგ გაფუჭებული?! - მომაშტერდა და ოთახს გადახედა - აქაურობას რა სჭირს? -გავაგდე! ეგ გარყვნილი გავაგდე! აღარ შემიძლია ჯეს მართლა ცუდად ვარ! გეფიცები თუ მე თავი არ მოვიკლა... -რას ამბობ გოგო?! მაგას კიდევ იტყვი და მოგხვდება! სიზმარი გაიხსენე! არ დანებდე! ევაზე შურს ვიძიებთ! ამას არ შევარჩენთ! - თბილი გამოხედვა მაჩუქა და მეგობრული სიყვარული მომხვია. -მართალი ხარ! - თქვი და წამოვდექი - ამას არ ვაპატიებ! რადაც არ უნდა დამიჯდეს! -ეგრე! - თვალი ჩამიკრა. გარეთ გასვლა და ევაზე შურის ძიება რომ გადავწყვიტეთ ის იქ აღარ დაგხვდა. -სად წაეთრა?! - თქვა ჯესიკამ. მისი ნივთები ისევ ქუჩაში ეყარა. არაფერი წაუღია. -ვინმე კაცი დაიჭირა ალბათ და გაჰყვა! -ბო*ია რაა... - მხრები აიჩეჩა ჯესიკამ. მობილურს დავხედე და დავინახე რომ მაქსის ნარეკი გამოვტოვე. გადავურეკე: -კიდევ რამე მოხდა? -კაცი რომელსაც ევა შეხვდა რობერტ ბრაუნია. მას ხუთ ბანკში აქვს მილიონობით ვალი. პოლიცია დაეძებს უკვე წლობით. სამწუხაროა რომ მანამდე არ ვნახე ეს ვიდეო ჩანაწერი. მისმა კაცებმა იმუშავეს მამაშენის მოკვლაში, რაშიც მან და მისმა ბანდამ ორი მილიონი $ მიიღო. შერიფის მოკვლაში მონაწილეობას იღებდა 15მდე ადამიანი... რობერტ ბრაუნის საცხოვრებელი დასაზუსტებელი მაქვს. -კაი, როდესაც გაარკვევ აუცილებლად დამირეკე - ყურმილი დავუკიდე და ყველაფერი ჯესიკას ვუამბე. -ესე იგი უნდა ვიპოვოთ ბრაუნი და ბოლო მოვუღოთ მის ე. წ. ბანდას - მითხრა ჯესიკამ და „სწერვულად“ გამიღიმა. მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ერთხანს ჩემთან ვიყავით, საღამოთი გასეირნება დავაპირეთ. პარკში არავინ იყო... სკამზე ჩამოვჯექი და ყურსასმენები გავიკეთე. ჯესიკაც გვერდით მომიჯდა. მუსიკების მოსმენაში ჩამთვლიმა. დაახლოებით 10-15 წუთი მეძინა, ბოლოს ჯესიმ გამომაღვიძა: -კეს მე მაღაზიაში წავალ რაა კოლებს ვიყიდი. შენ აქ იყავი და აჰა მობილური, მიხედე. არ დაგეძინოს იცოდე - მითხრა და წავიდა. ვიჯექი ჩემთვის, მოწყენილი... ვფიქრობდი სიზმარზე, იმ ულამაზეს ბუნებაზე, მამიკოს თბილ ხმაზე! დიდი ხნის შემდეგ უკვე შევწუხდი. -პარკთან ორი მაღაზიაა, თან ორივე ახლოს! დავიჯერო ამდენი ხანი კოლებს ყიდულობს?! - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და წამოვდექი. მარკეტები მოვიარე, მაგრამ ჯესი ვერ ვიპოვე, პარკშიც შევიხედე - მეთქი ჰო არ მივიდა და აქეთ არ მეძებს-თქო, მაგრამ იქაც ვერავინ ვნახე. დიდად დავეჭვდი, ბოლოს შევშინდი კიდეც. -ჯეეს? - შუა გზაზე დავდექი და ჯესიკას დავუძახე, სულ უაზროდ მაგრამ მაინც... ნეტა სად გაქრა? ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ამოხეთქა? მიმოვიხედე, იქაურობას დავაკვრიდი, მაგრამ ზრდასრული ორი მამაკაცის გარდა ვერავინ დავინახე, რომლებიც პარკში ისხდნენ და საუბრობდნენ. მანქანებიც კი არ დადიოდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა, ძალიან შემეშინდა! ჯესიკას ვერ ვპოულობდი! ამ დროს კი... _______________________________________________ როგორია? ღირს გაგრძელება? ყველას აზრი მაინტერესებს, ამიტომაც დამიკომენტარეთ როგორია:) ბოდიში დაგვიანებისთვის. დასასვენებლად ვიყავი წასული და წერას ვერ ვახერხებდი, თან მკითხველიც ვერ გავაფრთხილე! დიდი ბოდიში:) იმედია ეს თავი მოეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.