გიჟი გოგო შარშია(8)
მალე შემოვიდა ლექსო ჩემთან ოთახში და თვალცრემლიანი რომ დამინახა მაშინვე ჩამეხუტა. -ჩემი პატარა გოგო რატომ ტირის?? -გაბომ მითხრა რომ ერთი....გოგო უყვარს და როგორ უთხრას ან აგრძნობინოს რო უყვარს არ იცის....ამოვისლუკუნე და უფრო მაგრად მივეხუტე ლექსოს. -სულელო მერე მაგის გამო ტირი? იქნებ ოს გოგო შენ ხარ? -მე ვერ ვიქნები ლექსო არ გახსოვს რა გითხრა სენ რომ კითხე ეს შენი შეყვარებულიაო? -მახსოვს, მაგრამ ყველაფერი ხდება პატარავ იქნებ უყვარხარ კიდეც და იმიტომ დაგისვა ეგ კითხვა, რომ შენი რეაქცია ენახა -კარგი რა ლექსო. მე არ ვარ ის გოგო ვინც მაგას უყვარს...და უარესად ავტირდი. -კარგი დაწყნარდი. უფრო მაგრად ჩამიხუტა ლექსომ და ჩემს თმაზე საიწყო თამაში. ამ დროს კარებთან გაფხაკუნების ხმა გაისმა, მაგრამ რომ გავიხედეთ კარებისკენ არაფერი იყო. მალევე ჩამეძინა, მაგრამ ლექსო რომ გაიპარა მაინც გავიგე. გაბრიელი: სალომეს რეაქცია მაინტერესებდა და ვკითხე რა ვუთხარი რომ, ერთი გოგო მიყვარს და როგორვ ვაგრძნობინო არ ვიცითქო და მირჩიე თქო. მან კი თავი აარიდა სავით კითხვას და დასაძინებლად წავიდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მასთან შესვლა დავაპირე, მაგრამ მისი ოთახის კარებთან რომ მივედი დავინახე როგორ ეხუტებოდა ჩემ ძმას. ამის შემხედვარე ცხრაჯერ მოვკვდი ალბათ. გავბრაზდი? თან როგორ. გული მეტკინა? ასე ჯერ არ მტკენია გული. ცუდად გავხდი იქიდან გავედი და ეგრევე ოთახში შევედი. მალე ჩამეძინა კიდეც... სალომესთან: მმმმმმ.....დილააა უჯვე როგორ მალე გათენებულა. მაგარიაა სოფელში მალე წავალთ, როგორ მიყვარს სოფელიიი...ბავშვობაში ხომ ვგიჟდებოდი სოფელზე. ბებოს გამომცხვარი პური, ხაჭაპური და ლობიანები მიყვარდა ხოლმე ახლა კი მათი გემოც არ მახსოვს. სოფელზე და ბებოზე ვფიქრობდი თან აბაზანაში შხაპს ვიღებდი. მალე გამოვედი ჩემი მწვანე მაღალწელიანი შორტები ამოვიცვი ზემოდან თეთრი სადა მაიკა. ფეხზე კი მწვანე ბასანოშკი ჩავიცვი ორად ჩავიწანი და ქვემოთ ცავედი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ყველას ეძინა.ნუ ეხა ჯერ დილის ექვსი საათია და გასაკვირი არც არის რომ ყველას სძინავს. მეც ავდექი და ყავა გავიკეთე და ვცდილობდი გაბოზე ღ მეფიქრა. ლანასაც მივწერე ტელეფონზე რომ ამ კვირაში მთაში ვერ წავიდოდით. თან მივაწერე გუშინდელი ყველა დეტალი და სმსი გავგზავნე როცა გაიღვოძებს აუცილებლად ნახავს. ყავას ვსვამდი გაბო რომ ჩამოვიდა ქვემოთ. გამიღომა, მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო მე რომ გულს მიჩქარებდა. მე ყურადღება არ მივაქციე და ბაღში გავედი. მასთან საუბარი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. ყურსასმენები გავიჯეთე და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი. მალე ადგნენ დედა,მამა,მაია და როსტო. ბატონ ლექსოს ისევ ეძინა. -აუუ არ მივდივართ?? -ვაიმე სალომეეე რა მოუთმენელი დაგემართა გაიღვიძებს ლექსო და წავალთ მერე უფ. -კაი რა დე დავიჯერო შენ არ მოგენატრა რაჭა?? ან ბებია? -მომენატრა მაგრამ ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ შენსავით...დაიეყო ჩემი დატუქვსა, მაგრამ არ მომისმენია ზემოთ ავირბინე და ლექსოს შევუვარდი ოთახში. ისე ტკბილად ეძინა გაღვიძების სურვილი გამიჩნდა. ქვემოთ ცავედი ბოთლით წყალი ავაბსე და უკან დავბრუნდი თავზე დავასხი დაა რეაქციამაც არ დააყოვნა, მაგრამ სემიწყალა და დამემუქრა შენ ნახე რაჭაში რას გიზამო. ქვემოთ ჩავედი კმაყოფილი სახით და ლექსოხლც მალე ჩამოვიდა. ენა გამომიყო და თავისი ბარგი მანქანაში ჩააწყო. ყველანი ჩავსხედით და წავედით რაჭაში. როდის ჩავედით არ ვიცი მთელი გზა მეძინა. როდესაც მამამ მანქანა ეზოში შეაყენა ეგრევე გადმოვხტი მანქანიდან და ბებიას ჩავეხუტე ისეთი გამხდარი და ისეთი პატარა იყო, რომ ჩავეხუტე ჰაერში ავიყაცე და დავატრიალე. ვგიჟდები ამ ქალზე მასთან და ამ სახლთან უამრავი მიგონება მაკავშირებს. ბევრი მეფერა და ბევრი მკოცნა. მამას და დედასაც მოესიყვარულა და დანარჩენებიც გაიცნო. მე ეგრევე ბებიას ოთახს მივაშურე იქ ერთი ცარიელი საწოლი მელოდა. საწოლი რომელშიც ადრე ბაბუა იწვა და წყნარად ეძინა ხოლმე. ახლა კი ის აღარ მყავს მაგრამ მისთვის მიცემულ დაპირებას ვასრულებ ისევ ისეთი ცელქი და მოუსვენარი ვარ როგორიც ბაბუამ დამტოვა რვა წლისწინ. ბებიას საწოლს მივადგი ჩემი საწოლი ბარგი კუთხეში მივაყუდე და ბებისთან სამზარეულოში გავედი. ხაჭაპურს ათბობდა ამავდროულად კიტრი-პომიდვრის სალათას ამზადებდა მე სიფრა გავუწუვე და ხაჭაპურებიც გავუთბე. გაბრიელს და ლექსოს ჩემ ბავშვობაზე უყვებოდა. მერე სუფრას მივუსხედით დავნაყრდით და მამა ატყდა წამო სოკოზეო. -მააა მე არ წამოვალ ბენოსთან დავრჩები ძალიან მომენატრა და მისი წამით დაყოვებაც კი არ მინდა. -კაი მამი. სულ სულ ყველა წავიდა მე და ბებია კი განვმარტოვდით და გადავწყვიტეთ კარტოფილის ხინკალი გაგვეკეთებინა. ბებია ცომს ზეკავდა მე გულს ვამზადებდი და ახლა ბებია ალაპარაკდა გაბრიელზე გეგონება ლანა არ მეყოფოდა, მაგრამ ახლა მასზე საუბარი ყველაზე მეტად ბებოსთან მსურდა. -ბები რავარი კაი ბოვშვია აგი გაბრიელი. -ხო ბებო კაი ბიჭია. -უჰ რახანც შენ აი მოგეწონა. აა ზუსტად მასეთი სოძე მინდა ახა მე ბებია. -ეჰ ბებო კი მომწონს, მაგრამ სხვა ქალი უყვარს. -დედა შენ მოგიკვდა აი ბებია, რავა ასეთი კაი გოგო ვერ დაგინახა? შენზე უკეთესს სად ნახავს აი ბიჭი ა. -ბებო სიკვდილზე ნუ საუბრობ ძალიან გთხოვ კაი? მომიყევი ახლა რას საქმიანობდი ამდენი ხანი. -ეჰ რავა რას ვსაქმიანობდი ბებია აა აგერ ძროხას ვუვლი, ქათმებს ვაპურებ და ბაღს ვამუშავებ რომ გემრიელი პამიდორი და კარტოფილი მქონდეს კიდო ლობიო მომყავს და ბევრი სხვა ხილი და ბოსტნეული. -მომენატრე ბებია უსაზღვროდ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ბებომ გენაცვალოს. იი კაცი რავარი კარგი კაცია რა ქვია? როსტო ხოო კაი ოჯახი ჰყავს. იმედია აგი იქნება ჩემი მძახალო ბებია. -არ ვიცი ბები არფერი არ ვიცი ყველაფერს დრო გვიჩვენებს. აი ნახავ როსტო თუ არა სხვა მისნაირი კაი კაცი იქნება შენი მძახალი და ბევრი შვილთაშვილიც გეყოლება. -ოო აი მაგრე ქენი ბებია მინდა ვნახო რავა ირბენენ შენი ბალღები ა ამ ეზოში. -ნახავ კიდეც. ხინკალი მოვხღშეთ და ისინიც მალე დაბრუნდნენ. მე ხინკალს მივირთმევდი გემრიელად ტელეფონი როაწკრიალდა ლანა მირეკავდა. -ალო..გამოტენილი პირით ვუპასუხე, მაგრამ მალევე გავინთავისუფლე პირო. -სალი ახლა როგორ ხარ? -მშვენივრად ბებოს გაკეთებ ხინკალს ვჭამდი და ხელუ შემიშალე. -ოჰ ჩვენ ბოდიში რააა. გუშინ ქალი ცრემლად იღვრებოდა გაბოს გამო დღეს კიდე ფეხებზე ჰკიდია. -ეგრე არ არის ლანა. მას სხვა უყვარს და ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ ერთ ერთი ჩვენგანი მაინც იმსახურებს ბედნიერებას და მე ამაში ხელს არ შევუშლი....ამდროს უკნიდან ვიღაც მომეპარა ყურთან მაკოცა და უკნიდან მომეხუტა. ენა ჩამუ არდა მასში გაბო რომ ამოვიცანი. ლანა კიდევ ქაქანებდა და მიბრაზდებოდა. -ლანა ორი წუთი გაჩუმდი და ამოისუნთქე. მერე დაგირეკავ ბუბიანუ. -ბიბილუი...ალბათ ყველას გაგიკვირდათ ეს უცნაური სიტყვები. მე და ლანამ ჩვენი სალაპარაკო ლექსიკონი შევქმენით ჩემს მიერ ნათქვამი ბუბიანუ ნიშნავს "ის აქ არის" ხოლო ლანას მიერ ნათქვამი ბიბილუი ნიშნავს "ყველაფერს მომიყვები" როდესაც ეს ლექსიკონი შევქმენით ათი წლისები ვიყავით. მაშინ ლანას ერთი ბიჭი მოსწონდა და ამის საფუძველზე შევადგინეთ ლექსიკინი რომელუც ახლა მაქვს ტელეფონში. გაბო არ მიშვებდა ხელს და ცოტა არ იყოს გავბრაზდი მეზობლებს რომ დავენახეთ რას იფიქრებდნენ -გაბო ხელი გამიშვი ვინმემ რომ დაგვინახოს მეზობელმა ამ შემთხვევაში ის რომ მეხუტებოდი იცოდე ხვალე მთელ სოფელს ეცოდინება. -აი დარდი. მაგაზე ვინერვიულებ კიდე მეტი საქმე არ მაქვს რაა. -შენ თუ არ განაღვლებს მე მანაღვებ. თან რას ოფიქრრბს ის გოგო ვინც გიყვარს....ხელი გავაშვებინე და წასვლას ვაპირებდიბროცა გაბოს კმაყოფილი სახე დავინახე ამ რეგვენს სიამოვნენს როგორ ვეჭვიანობ თუ რა ჯანდაბააა. ხმა არ 0ამომიღია. სახლში შევედე და ხინკლის ჭამა გავაგრძელე პარალერულად ლანას ვწერდი და გეგმებს ვაწყობდით სახელად "ნენეს სასიყვარული ურთიერთობა" ჭამას რომ მოვრჩი თეფშები დავრეცხე და გარეთ გავედი. საკმაოდ ციოდა მე კიდევ თბილი არაფერი მქონდა წამოღებული, მაგრამ აქ ხომ ბებიას თბილი პლედი მაქვს სხვა არაფერიც არ მინდა. ბებოს ოთახში შევედი პლედი მივისხი და გარეთ მდგომ ტახტზე მივკალათდი. მე დ ალანა ისევ მიმოწერის რეჟიმში ვიყავით. თან ვღადაბობდით და ზოოგჯერ გაცინება ძალიან ხმამაღლა მომდიოდა. გაბო მომიჯდა გვერდით და ყავა გამომიწოდა. არც შემიმჩნევია როდის მომიჯდა ტელეფონში ვიყავი თავით ჩამძვრალი. რომ ჩაახველა მერეღა ავხედე. -როდის მოხვედი? -ხუთი წუთის წინ და ხელი მეტკინა იქნებ გამომართვა ყავა. -ააა უი მადლობა. ლოყაზე ვაკოცე და ლექსომაც არ დააყოვნა რომ დამინახა ეგრევე ციფრულით ფოტო გადაგვიღო. მომიშალა ნერვები. ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და ლანასთან მიმოწერა გვაგრძელე, რომ დავემშვიდობე და ტელეფონს თვალი მოვაცილე მერეღა დავინახე, რომ ყველა გარეთ იჯდა. ბებიამგიტარა მოაცუნცულა და გვერდით დამიჯდა. -დაგვიკარი რამე ბებო გენაცვალოს. -მე?? -ხო შენ. -არა არა არა და არა, ხო იცი ბებო როცა ბევრი თვალი ერთად მიყურებს ვერ ვმღერი. -ახ ნუ სულელობ ახა რაცხას, დოუკარი ბებია და ვიმღეროთ მე და შენ. -მმმ.... არა. თუ გინდა დავუკრავ, მაგრამ სიმღერით შენ იმღერე. -ნუ აწყენინებ ბებიას სალომე...ხმა ამოიღო გაბომ რომელსაც არაერთხელ აქვს მოსმენილი ჩემი სიმღერა...თანაც კარგად ვიცი რომ კარგად მღერი და იმღერე რაა. -კაი ვიმღერებ მხოლოდ ბებიას ხათრით. რა დავუკრათ? მე და თემურის რომ გვიმღეროდი ხოლმე აი სიმღერა დოუკარი ბებია. -კარგი. დაკვრა დავიწყე გიტარაზე ჯერ სიმები ავაწყვე და დავუკარი "ზამთარი ერთად გადავაგოროთ" ადრე ეს ჰიტი იყო მე ახლაც კი ვუსმენ ამ სიმღერას და ვიხსენებ იმ დროს როცა აქ ამოვდიოდი ყოველ ზაფხულს და ვცელქობდი ხოლმე. გაბომ ვიდეო გადაიღო ყველა მღეროდა ლექსოს და გაბოს გარდა მაგრამ როცა ლექსოს გავხედე მანაც ამოიღო ხმა. გაბოს ვიდეო გამოვართვეინეთ და თვითონაც აგვყვა. -თითები მეტკინა. გვეყოფა ეხა დაისვენეთ. ბეე ჰამაკი კიდევ გვაქვს? -აბა რავა არ მექნება. აა აგერ არი მიდი ბებია და დაკიდე შენ ხეზე. -კაი. -შენ ხეზე? -დიახ გაბრიელ ჩემს ხეზე. ხეზე რომელიაც მე დავრგე მის გვერდით მდგომი ხე კი ბაბუამბდარგო. ორივემვერთად დავრგეთ. -აააა გასასებია. ავდექი და ჰამაკი იმ კაუჭებზე დავკიდე რომელიც ბაბუამ სპეციალურად ჰამაკისთვის გააკეთა რვა წლის წინ და ბებია მას დღემდე ინახავდა. სახლიდან ბებოს მიერ შეკერილი სქელი პლედი გამივიტანე ეს პლედი ჰამაკისთვის შეკერა. ჰამაკში კომფორტულად მივეწყვე და ქანაობა დავიწყე, თან გაბოზე ვფიქრობდი. მიყვარს, მაგრამ მას სხვა უყვარს და ეს მაგიჟებს. ნალე გაბო მომიჯდა და ალაპარაკდა. -სალომე წუხელ... -რა წუხელ გაბო? თუ ისევ შენს გოგოზე უნდა დაიწყო ლაპარაკი გთხოვ ხმა არ ამოიღო ყველაფრისგან მინდა დავასვენო ტვინი. -კარგი, მაგრამ სულ სხვა რაღაც უნდა გკითხო. -ჰა ჯანდაბას მკითხე და მერე მონშორდი რომ ზედმეტად ტვინი არ დავტვირთო. -სულელო...მოკლედ შენ და ლექსო შეყვარებულები ხართ??...რაო?? ვაიმეეე დედაა რო დავიწყე ხარხარი ვეღარ ამოვისუნთქე. მერე გავიაზრე რაც მითხრა და გავბრაზდი. -რა მკითხე?? თავში ტვინი თუ გაქვს გაანძრიე რა. ლექსო ძმასავით მიყვარს ის ძმასავით არის მე კი მისთვის დასავით ვარ და ეგ სისულელე საიდან მოახლაფორთე?? -საიდან და წუხელ დაგინახე ლექსოს რომ ეხუტებოდი. -და რა? უფლება არ მაქვს ჩავეხუტო ჩემს უფროს ძმას? გაბრიელ მერწმუნე მე მას იმიტომ ჩავეხუტე რომ ცუდად ვიყავი გესმის? ის უბრალოდ ძმაა და სხვა არაფერი. და საერთოდ როცა მსგავს რამეს დაინახავ მე და ლექსოს შენთხვევაში მსგავსი სისულელე აღარ იფიქრო, როფორ მაკადრე ეგ შტერო. -კაი კაიბოდიში არ გამომლანძღა პატიოსნად? ვიკითხე სხვა ხომ არაფერი. -მაგ კითხვამ გული მატკინა....ფეხზე ავდექი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ვინ გაცდის დრამატულად წასვლას? სულელმა ზურგზე მომიკიდა და ეზოში სირბილი დაიწყო. მალე ლექსო გამოვიდა სახლიდან დიდი ვედრო ეჭირა წყლით სავსე. -ძილს არ მაცდით ხო მაცადეთ თქვენ.... -ლექსო არ...სიტყვა ვერ დავასრულე წამებში გაგვწუწა მე და გაბო ლექსომ. გაბო გაბრაზდა მეც გავბრაზდი და სამაგიერო გადავუხადეთ. ჭის წყლით გავწუწეთ. ახლა სამუვე ვიყინებოდით, მაგრამ მე გაბო მათბობდა მე კიდე ლექსოს ვეხუტებოდი და ასე სამი ერთიმეორეზე მიხუტებულები ვკანკალებდით. ბოლოს როფორღაც მოვიფიქრეთ სახლში შესვლა და ტანსაცმლის გამოცვლა. დედას ჯინსი ჩაუდია, მაგრამ მე კაბის ჩაცმა ვარჩიე ბებოს მიერ ნაჩუქარი კოპლებიანი ნაჭრისგან შეკერილი მოკლე კაბაბჩავიცვი პლედი მოვიხვიე თმა ავიკოსე და სამზარეულოში შევძვერი. უკან მომყვენე ლექსო და გაბო. -შენ აქ რას აკეთებ? -მე?? და თქვენ რა გინდათ? -სიმართლე რომ გითხრა მიგვშივდა მე და გაბოს. -აუუ მეც მშია ხინკალს გავხუხავ ხომ გინდათ? -თუ არ მოგვწამლავ კი...გამეკრიჭა ლექსო -ბოროტი ჯადოქრები შენი ძმისკენ მოიკითხე. ენა გამოვუყავი ხინკალი გავხუხე და გემრიელად მივირთვით. მალევე დავწექი დასაძინებლად საკმაოდ დაღლილი ვიყავი. დავწექი და ბებიას მივეხუტე მთელი ღამე ასე გვეძინა. დილით გამეღვიძა ძალიან ადრე. ბებია უკვე ამდგარიყო და ძეროხას ნახირში აგდებდა. მეც გადავწყვიტე ძველი დრო გამეხსენებინა და დედას მიერ ჩადებული ჯინსის შარვალი ჩავიცვი ზემოდან წითელი კლეჩატი საროჭკა კიკინები ჩავიწანი და გარეთ გავედი. ხორბალი ავიღე და ქათმებს დავუყარე. -ბებო საით?? -ხბოს უნდა ვაჭამო და ღორს კიდო ქატო უნდა გავუკეთო. -ღორს მე მივხედავ ბე შენ ხბოს მიხედე. -კაი ბებო გწნაცვალოს...სახლში შევედი ქატო მივძებნე წყალიც ავადუღწ და ვედროში ჩავასხი ქატოც ჩავყარე და მოვურიე. -ფუ რა სუნი აქვს...დავიჭყანე, მაგრამ რას ვიზანთ ასე მოსდის იმას ვინც ენას ვერ აჩერებს. დედა რა საყვარელი ვარ ნუუუ....ახლა მივხვდი რომ ღორების მეშინოდა კარები რომ გავუღე და გამოვარდა სულ დამავიწყდა შენი ქატო. იქვე მუვდი მაინც ეხა რომ დაიღვაროს ხელახლა გაკეთებაც ხო მომიწევს. გავიქეცი და განწირული ვკიოდი ღორი კიდევ ჩემს უკან მორბოდა. ხმაურზე გაბო გამოვარდა რომ დამინახა როგორ დავრბოდი ეგრევე ახარხარდა ახლა ლექსომ იკისრა გაბოს ფუნქცია და ვიდეო გადამიღო. სად მქონდა ნეტა დაკვირვების დრო გიჟივით დავრბოდი მთელ ეზოში და ვკიოდი. ბოლოს ბებიამ მიშველა ისევ. ღორი უკან გომურში თუ სადღაც შეაგდო ქატო დაუსხა და კარები დაუკეტა. გაბო ისევ მეღადავებოდა ღორებზე . მე ვბრაზობდი ის კიდე ხალისობდა ავდექი და მეც გავებუტე. -სალომეე შემირიგდი რაა....თან დანყვებოდა მთელ სახლში და მეხვეწებოდა შემირიგდიო.მე თავი გავაქნიე და საპირფარეშოსკენ წავედი იქაც გამონყვა. -გთხოვ შემირიგდი რააა. საპირფარეშოში შევედი და იქაც შემოდიოდა მემგონი სულ დადებილდა. -აქ მაინც დამასვენე შე კაცო. -აა უი ხოო ბოდიში. გამოვედი და ისევ დაიწყო, მაგრამ მერე გაჩერდა სამზარეულოში შევიდა ორი კალათი მოამზადა და გაუჩინარდა. მალე დაბრუნდა მე მომეხვია უკნიდან თვალებზე ნაჭერი ამაფარა და ზურგზე გადამიგდო რასაც ქვია. -დამსვი დამსვი დამსვი დამსვი დამსვი...მთელი გზა ვჯიჯღინებდი. მალევე დამსვა ძირს სახვევი მომხსნა და თავი პატარა ულამაზეს ტბასთან ამოვყავი. ეს ტბა მახსოვს ძალიან კარგად აქ ბაბუას დავყავდი ხოლმე. ძირს გადასაფარებელი იყო დაფენილი ზედ საკვები იდო იქვე ტილოები ეწყო. -არც ეხა შემირიგდები. -აქ შესარიგებლად მომიყვანე? -აბა ხელის სათხოვნელად ხომ არ მოგიყვანდი. -ეხა ეგ საიდან მოახლაფორთე. მე მეგონა უნდა დაგეხრჩვე წყალში და. -ჰაჰაჰაჰა რა სასაცილოა?? -კაი ბოდიში. -დაჯექი ჭამე და მერე დაგახრჩობ. -ოკ წარმატებები. ძირს დავჯექი და მარწყვის ჭამა დავიწყე. -სალომე გახსოვს გითხარი ერთი გოგო მიყვართქო.... -არ გინდა ახლა მაინც ნუ მელაპარაკები მასზე. -ახლა მომისმინე და ნაადრევი დასკვნები მერე გამოიტანე, იცოდე არ შემაწყვეტინო!..ხმა გაიმკაცრა გაბომ მეც თავი დავიქნიე უნდა მომესმინა სხვა გზა არ იყო. ...მოკლედ ის გოგო სიგიჟემდე მიყვარს და მინდა რომ ეს იცოდეს ხოდა გადავწყვიტე რომ აქედან რო დავბრუნდებით თბილისში ყველაფერი უნდა ვუთხრა და შენ საჩუქარი შენი გემივნებით უნდა ამარჩევინო...... აბააა როგორ მოგწონთ??? გამიზიარეთ თქვენი აზრები. მიყვარხართ^_^ ^_^ ^_^ ;** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.