შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩარკვიანო... (3)


21-07-2016, 14:04
ავტორი სესილია.
ნანახია 1 325

საგურამოს ქუჩები დიდად საინტერესო არ გახლავთ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე უბნის ბიჭებს თუ გადაეყრებით რომლებიც მხოლოდ გამაღიზიანებელი ტონით მოგაძახებენ რაღაც უაზრობას და თვითონვე სჯერათ რომ სასაცილოდ ხუმრობენ...
-ვაა, ბიჭებო ნახეთ ანგელოზები მოდიან (წამოიძახა რომელიღაცამ)
-გამარჯობაა (ანასტასიამ პასუხი არ დააყოვნა)
-გაგიმარჯოს, მე თორნიკე ვარ ეს ნიკუშაა
-სასიამოვნოა, მე ანასტასია ვარ ეს სესილია
-ჩვენთვისაც მაგარი სასიამოვნოა, რა ლამაზები ხართ (ნიკუშა)
-მადლობა... წავედით რა (სესილი)
-მოიცა, ცოტა ხანი გავერთობით (ანასტასია)
-კაი სად გეჩქარება, ცოტახანი იყავით რა (თორნიკე)
-ხო რავი, დიდად არ მიზიდავთ არც ერთი.. (სესილი)
-რატო ესე მკაცრად? ხელში რა გიჭირავს? (ნიკუშა)
-ვერ ხედავ? (სესილი)
-კი ვხედავ, არყის ბოთლია პროსტა ვიკითხე რა (ნიკუშა)
-თუ უბრალოდ იკითხე მაშინ გასაგებია (სესილი)
-კაი წავედით ჩვენ, და იმედია კიდე შევხვდებით... თქვენი ნომრები გვითხარით რა (თორნიკე)
-არაა საჭირო (სესილი)
-კაი მოიცა, მე გეტყვით ჩემსას 555232455 (ანასტასია)
-დავიმახსოვრებ ლამაზმანო (გაიღიმა ნიკუშამ და დატოვეს ტერიტორია)
საშინლად გაბრაზებული ვიყავი საკუთარ დაქალზე, ვფიქრობდი რომ ჩვენ რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით და გვიჭირდა ერთმანეთის გაგება, ის ყოველთვის ამართლებდა მის საქციელს და მეც არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.
-აუცილებელი იყო ნომერი გეთქვა?
-დაწყნარდი რა, შენი ხომ არ მითქვამს
-მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს?
-კი, დიდი!
-მისმინე, მე აქ ბიჭების გასაცნობად არ წამოვსულვარ, კარგად იცი რო ვერიდები ესეთ სიტუაციებს
-და რატო ერიდები? შეგიძლია ერთხელ წესიერად ამიხსნა?!
-არმინდა ამაზე საუბარი...
-ხო აი ყოველთვის გაურბიხარ ამ თემას, და მერე კიდე მე მეჩხუბები
-მოკლედ, რაც გინდა ის ქენი... მე მივდივარ
-არა მოიცა, რას ნიშნავს მიდიხარ?
-ხო რაიყო? შენ ითვალისწინებ ჩემს თხოვნას?
-სესილი, უბრალოდ გავერთობით, გპირდები ეს ურთიერთობა საგურამოშივე დამთავრდება
-ხო რავიცი..
-მე ვიცი, წამო ჩაი დავლიოთ
-არმინდა, არაყი მაქვს დალეული
-მერე მაგაზეც უნდა დაგელაპარაკო
საკუთარ ოთახში ამოვედი და ცოტახანს დავაპირე დამეძინა, როდესაც რაღაც მწყინს ან უბრალოდ ნერვები მეშლება საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ვცდილობ აზრები დავალაგო და ვეცადო საკუთარი თავის დამშვიდება. როგორც ჩანს ჩამეძინა...
-გაიღვიძე რა, სესილი გაიღვიძე!
-რახდება, მოიცა გამოვფხიზლდე
-თორნიკემ დამირეკა...
-რაუნდოდა
-საღამოს ესე 9ისკენ ჩვენთან ამოდითო
-შანსი არგაქვსთქო ვერ უთხარი?
-ამოვალთთქო
-შენ ნორმალური ხარ?
-მივდივართ! ადექი ჩაიცვი
-მგონი ლაპარაკს აზრი არ აქვს...
-ხოდა ჩაიცვი
ანასტასია საკუთარ ოთახში გავიდა, ალბათ როგორც სჩვევია გამოიპრანჭება, კაბით და მაკიაჟით წამოვა.. მე კი როგორც ყოველთვის ჯინსი, მაიკა და ჩემი საფირმო კეტები...
-რას აკეთებ? (გაგიჟებული შემოვარდა ანასტასია)
-გამზადებული ვარ გელოდები
-ნორმალური ხარ?!
-რაგინდა
-ესე მოდიხარ?
-ხო აბა?!
-წამოდი, ჩემი ტანსაცმელიდან რამე აარჩიე და წესიერად ჩაიცვი
-წამოდი რა თუ მოდიხარ
-უჯიშო ხარ ყველაფერში
-მადლობთ
-კარები მოხურე!!
-იცი სად ცხოვრობენ?
-მგონი კი
-მგონი?
-როგორც ტელეფონში ამიხსნა იმის და მიხედვით ვიცი ხო
-კარგი
სახლიდან რომლიდანაც ყველაზე დიდი ხმაურის ხმა გამოდიოდა ზუსტად მათი სახლი აღმოჩნდა, შევედით და უცებ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით, უამრავი ხალხი და რაც მთავარია უამრავი ალკოჰოლი... ვცდილობდი თავი კომფორტულად მეგრძნო და არყის ჭიქა მოვიმარჯვე, პირველი ჭიქა უპრობლემოდ წავიდა, გადავედი მეორეზე შემდეგ მესამე, მეოთხე და ასე მიყვა ერთმანეთს... როგორც ჩანს თორნიკემ შეგვამჩნია და ჩვენსკენ წამოვიდა
-ვაა, ძაან გამიხარდა რო მოხვედით
-ჰო, ძლივს წამოვიყვანე ეს (ანასტასია)
-რატოა ესეთი უცნაური?
-რავიცი აბა კითხე (ანასტასია)
-სესილი, რატო ხარ ესეთი უცნაური?
-უცნაური? სულაც არვარ უბრალოდ იაფასიანი გართობა არ მიზიდავს
-უხეშიც ყოფილხარ... კაი წამოდით ჩემს მეგობრებს გაგაცნობთ
სათითაოდ ჩამოგვატარა ყველას, ბოლოს მაგიდასთან დაგვსვა სადაც მათი მეგობარი ბიჭები ისხდნენ და თვითონ ცოტა ხნით დაგვტოვა, როგორც ჩანს ანასტასიას უკვე მოახერხა ყველა ბიჭის გაცნობა და დამეგობრება, მე კი ვერავისთან გამოვნახე საერთო ენა და გადავწყვიტე კიდევ დამელია... აივანზე გავედი და უცნობის მზერა ვიგრძენი რომელიც აშკარად ჩემსკენ იყო მომართული, ვგრძნობდი რომ მიახლოვდებოდა და მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა...
-გამარჯობა (გავიგონე საკმაოდ ბოხი ხმა)
-გაგიმარჯოს
-მე გიგა, შენ?
-სესილი, სასიამოვნოა
-ჩემთვისაც, აქ საიდან აღმოჩნდი?
-თორნიკეს მეგობარი ვარ (გადავწყვიტე ტყუილი მეთქვა, რომელი ჩემი მეგობარი ის იყო)
-მეც თორნიკეს მეგობარი ვარ, რა დამთხვევაა
-საოცარი
-თბილისელი ხარ?
-კი
-უბანი?
-ვაკე
-მეც ვაკელი ვარ, აი კიდევ ერთი დამთხვევა
-საინტერესოა..
-ასეთ სიტუაციებში დიდად ვერ ვერთობი და ყოველთვის განმარტოვება მირჩევნია
-მეც ასევე
-მესამე დამთხვევა
გავუღიმე და არყის ჭიქა მაგიდაზე ჩამოვდე
-ალკოფოლი გიზიდავს?
-არაყზე დამოკიდებული გახლავარ
-ეგ ძალიან ცუდი
-ჰო რავიცი...
-დიდიხანია?
-15წლიდან
-მომიყევი რამე შენზე
-რა გაინტერესებს?
-ყველაფერი, წამო ჩამოვჯდეთ
-დგომა მირჩევნია ჰაერზე, საინტერესო ბიოგრაფიით არ გამოვირჩევი... სესილი ჩარკვიანი 19წლის სტუდენტი, დედის ერთა უცნაური გოგო.
-უცნაური?
-დიახ
-რაში გამოიხატება?
-ყველაფერში
-საინტერესოა, მე გიგა დევდარიანი 21წლის, უკვე ბიზნესმენი
-სვანი ხარ?
-სვანი ვარ!
-აი კიდევ ერთი დამთხვევა
ორივეს გაგვეცინა
-ბიზნესმენობა სად მოასწარი
-მამაჩემს აქვს და მეც ვეხმარები
-გასაგებია...
-თბილიშსი როდის მიდიხარ?
-რამოდენიმე დღეში, შენ?
-მეც.. წამო გავიდეთ თორე სირცხვილია
-სახლში წავალ, თავი მტკივა ძალიან
-შორს ცხოვრობ?
-საკმაოდ
-მანქანით წაგიყვან
-არარის საჭირო, აქ ჩემს მეგობართან ერთად ვარ
-ორივეს წაგიყვანთ
-მოდი არ შეწუხდე
-კარგი, როგორც გინდა
უამრავ ხალხში დავაპირე ანასტასია მეპოვნა და დიდი ხნის შემდეგ მოვახერხე კიდევაც
-არ წავიდეთ?
-მოიცა რა, სახლში რაგინდა?
-გადავიღალე
-თუგინდა წადი შენ
-კარგი წავალ, და მალე მოდი რა
სახლიდან გამოვედი, გარეთ საკმაოდ გრილოდა მე კი მაიკის მეტი არაფერი მქონდა თან
-აბა მარტო არ ვარო? (მომესმა ნაცნობი ბოხი ხმა, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი გახლდათ)
-არ წამოვიდა ჩემი მეგობარი, დარჩენა გადაწყვიტა
-ხოდა მარტო უნდა იარო?
-მერე რა?
-წამოდი წაგიყვან
-მაინც ვერ ავცდი შენ შეწუხებას
-ფიქრობ რომ მაწუხებ?
-კი
-აღარ იფიქრო ესე არასწორად
სახლის კარებამდე მიმიყვანა და გამომეშვიდობა, თავიდან არ ამომდიოდა გიგაზე ფიქრები, ვფიქრობდი რომ ის ძალიან გავდა ჩემს დიდ სიყვარულს რომელიც რამოდენიმე წლის წინ დავკარგე და მის წასვლას დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, ვფიქრობ რომ ალკოჰოლის სმის გამო დავკარგე ადამიანი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომელიც ყოველ დღეს ალამაზებდა... გიგას ხმა იმ ადამიანის ხმას ძალიან გავდა რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემგან წავიდა და თან წაიღო ყველაფერი.... გიგა დევდარიანს სულ რამდენიმე საათია რაც ვიცნობ და უკვე მასზე ფიქრებით თავი მტკივდება, უკვე ვგრძნობ რომ ის ყველასგან განსხვავებულია, უკვე ვგრძნობ რომ რაღაც ახალი იწყება, რაც დიდად არ მსურს, მინდა წარსულით ვიცხოვრო და წარსულით გავილამაზო მომავლის ყოველი დღე. „სესილი რა სისულელეებზე ფიქრობ? არანაირი გიგა, მგონი ძალიან გადაიღალე და ჯობს დაიძინო“ ჩამესმა ქვეცნობიერში... რომ გამომეღვიძა ღამის 3საათი იყო, რატომღაც თავის საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა და მაიძულა გამაყუჩებელი დამელია... ოთახიდან გამოვედი და ისევ ხშირი სუნთქვა ისევ გულის აჩქარება და რაც მთავარია ისევ ნაცნობი ხმა...

მოგწონთ? გავაგრძელო? <3



№1  offline წევრი isterichka123

კაია გააგრდზელე

 


№2 სტუმარი unknown

kargia dzaliann ^^ gaagrdzele :* cota tavebs tu gagvizrdi gagvaxareb <3 :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent