შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიყვარდები!*1*


21-07-2016, 15:40
ავტორი Behandice
ნანახია 2 830

მარიამ და მარიტა დები არიან,მაგრამ ერთმანეთს ისე გვანან ყველას ტყუპები გონიათ..სიმართლე ვთქვათ მათ შორის განსხვავება არც ისე დიდია,ორივე მაღალი და გამხდარია,მხოლოდ მარიამს მწვანე თვალები აქვს,მარიტას ღია ცისფერი და რათქმაუნდა ასაკი მარიამი 14 წლისაა მარიტა კი 16ის.ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არასოდეს ქონიათ სულ ჩხუბობდნენ,ხან რაზე ხან რაზე..მაგრამ რასაკვირველია ერთმანეთი უყვარდათ,ამას არ აღიარებდნენ..დღეს კი იმ ინციდენტიდან ერთი წლის შემდეგ დგას სკოლის წინ მარტო და ფეხები ეკვეთება ისე არ უნდა ახლა სკოლაში შესვლა?რატო?ალბათ იმიტომ რომ თავი უნდა მოიკატუნოს ვიტომ კარგადა,ყველას უნდა გაუღიმოს და მოიტყუოს რომ ყველაფერმა ჩაიარა,მაგრამ ეს არასოდეს მოხდება..ის სულ დაადანაშაულებს მის თავს ამ ყველაფერში,მისი მშობლები ხომ წამდაუწუმ ამას აკეთებენ ისედაც..ნეტა ის მომკვდარიყო და მარიამი გადაერჩინათ მაგრამ ეს შეუძლებელი იყო..სკოლაში თავ აწეულმა შეაბიჯა,გზაში ნია შეეგება..ნია მისი საუკეთესო მეგობარია მხოლოდ მან იცის ახლა რა ხდება მარიტას თავს და უთანაგრძნობს..მემგონი რამდენი წელიც არუნდა გავიდეს მაინც არაფერი შეიცვლება მარიტას თავს...
-მარიტა როდის აპირებ შავების გახდას?
-არასოდეს!
-ოო შენ რო გათხოვდები მემგონი შავ სადედოფლო კაბას ჩაიცმევ ასე არ შეიძლება!ხომ იცი მარიამი ამით ბედნიერი არა და არც იქნება არასოდეს!
-ნია არ მინდა გაწყენიო მაგრამ ჩემ ნერვებზე უკრავ ძაან!ჯერ ეს ერთი მომწონს შავი ფერი და მიტო მაცვია!მერე მეორე არ ვაპირებ გათხოვებას და მესამეც კიდე თუ განმეორდება ასეთი რამე დამივიწყე სამუდამოდ..ჩემი უნდა გესმოდეს?
-ხო მაგრამ როდემდე მარიტა როდემდე?
-საქამდეც საჭირო იქნება!
-ასე არ შეიძლე....მარიტამ არ აცადა რამის თქმა და გაბრაზებული წავიდა კლასისკენ..ეს აკლდა ახლა რამოხდა რომ დიდი დრო გავიდა..მაინც არ უნდა რომ გაიხადოს შავები და ნია კიდე ნერვებს უშლის ამ ყველაფრით..მოგონებები ამოუტივტივდა თავში თან გაბრაზებული წინ მიიწევდა ვიღაცას რომ შეასკდა მთელი ძალით და ჩანთა ძირს დაუვარდა,იქინდა კი ყველაფერი ამოცვივდა.ამაზე სულ გადაირია და უცნობს გახედა მასზე აპირებდა ჯავრი ეყარა თუმცა ისეთი ტიპი იდგა მის წინ შეყოყმანდა მაგრამ მაინც ისე იყო გაბრაზებული..
-რამოხდა თვალებში ვერ იყურები ახალგაზრდავ?
-შენ თვითონ დამეტაკე წინ არ იყურებოდი!რაჩემი ბრალია ჩემთვის ვიდექი!
-ჰო არა?!კიდე მე მაბრალებს ნახე..იდიოტი..მოგხედავ მე შენ კარგად დამაცადე..ბოლო სიტყვები ჩაილაპარაკა თვისთვის მაგრამ ბიჭმა გაიგონა და ჩაიღიმა,მარიტა კი ძირს დაიხარა და ნივთების აღება დააწყო,ყველაფერი რომ შეაგროვა კლასში შევიდა და მის მერხზე დაჯდა...ფიქრებში გადაეშვა..1წლის წინ ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდა...ყველაფერი ისე კარგად იყო მაგრამ ერთმა საბედისწერო დღემ შეცვალა ყველაფერი..სკოლა ახალი დაწყებული იყო..მარიამი და მარიტაც დიდი წუწუნის შემდეგ სკოლაში შევიდნენ,სკოლის მერე კი ერთად წამოვიდნენ..
-მარიტა..
-რაგინდა?მარიამს გახედა რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი..
-მათე ჩამოსულა.
-ვა რა მაგარია წამო მალე წავიდეთ მომენატრა ეგ საზიზღარი.
სახლში მივიდნენ სადაც მათი ბიძაშვილი მათე უცდიდათ.
-როგორ მომენატრეთ კუდრაჭებო..
-ოოო კარგი რა გავიზარდეთ რა კუდრაჭა..
-ჩემი დიდი გოგოები..
-მათე იქნებ შეგახსენო რომ 18 წლის ხარ მე კიდე 16! 2წელია სხვაობა ამიტომ ნუ ბლატაობ..
-მაინც პატარა ხარ კუნკულა!
-მე შენ განახებ ვინა კუნკულა!მარიტა მათეს გაეკიდა და დაჭერა უნდოდა მათი კისკისი მთელ სახლში ისმოდა.საღმოს მათე ძმაკაცებთან ერთად დაბრუნდა და მარიამს და მარიტას გააცნო ისინი...მარიტას ერთი ბიჭი მოეწონა ნიკა ერქვა,როგორც ჩანს ნიკასაც მოეწონა და ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს..ის დღე...მათეს დაბადების დღე იყო 12ნოემბერი..დიდი წვეულებას აწყობდა ქალაქგარეთ..მარიამიც და მარიტაც მიდიოდნენ რათქმაუნა,მათეს უნდა წაეყვანა აგარაკზე მაგრამ ძმაკაცი ჩამოდის ამერიკიდან და იმას წამოვიყვან თქვენ ნიკა წაგიყვანთო.მარიტაც დათანხმდა თან რაჯობდა ნიკა თუ წაიყვანდა..წინ დასკოპდა იმის მიუხედავად რომ მარიამმა ბევრი ეწუწუნა მე მინდაო..გზაში იყვნენ მერე რაღაც სიღერა ჩაირთო,მარიამის უსაყვარლესი სიმღერა იყო ამიტომ ცეკვა დაიწყო მერე ნიკას თხოვა მანქანისთვის თავი აეხადა,ნიკამაც არ აწყენია,მარიამი ფეხზე ადგა და ცეკვა დაიწყო..
-აუ მარიტაა მოდი რა შენც..
ამ ფიქრებში იყო ზუსტად როდესაც მის წინ ასვეტილი ის ბიჭი დაინახა.
-რაგინდა?!
-დაჯდომა.
-მერე გაიხედე რამდენი ცარიელი ადგილია!
-ჩემ მერხზე ზიხარ ლამაზო!
-ოოო ოღონდ ეს არა ეს ხეპრე ჩემი კლასელია..ჩუმად ჩაილაპარა,მაგრამ არ გამოდის ეს ჩუმი ჩალაპარაკებები,ბიჭმა გაიგონა და შეეპასუხა.
-დიახ ეს ხეპრე შენი კლასელია და თვის ადგილზე თუ დასვამ კაის იზამ ქალბატონო უჟმუროებავ!
-მე ვარ უჟმური?გვერდით დაუჯდა მარიტას.
-აუუუუუუუუ...მარიტა ფეხზე წამოდგა და ცარიელი ადგილის ძებნა დაიწყო თვალებით,ყველა ალმაცერად უყურებდა ვინც ერთი იჯდა მეორე მერხზე ან წიგნებს დებდა ან ჩანთას ან კიდევ ფეხებს,წინ დაინახა ორი ცარიელი მერხი და იქ დაჯდა.მალე ნიაც მოუჯდა გვერდით.
-აბა გაიცანი კლასელები?
-არა!მარა ყველა საზიზღარია უკვე ვხვდები!ის განსაკუთრებით.
-ვინ ის?
-ოო ცისფერთი თვალები და მოყავისფრო ცოტა გრძელი თმებირომ აქვს!
-ვინ სანდრო?გადაობ?სკოლაში ყველაზე ბლატნოი ტიპია.
-სულ ფეხებზე მაგის ბლატნოიობა.
მასწავლებელი შემოვიდა ამ დროს კლაში,მაგიდასთან მოკალათდა,სათვალეები მოირგო და ალმაცერად უყურებდა მარიტას როგორც სხევბი.არც მარიტას დაუკლია ირონოიული მზერა.
-ახალგაზრდებო!ახალი მოსწავლე გვყავს!გაგაცნობდით მარა ფეხებზე ამიტომ ამას არ ვიზამ თქვენთვითონ გაიცანით დასვენებაზე.აი მასწავლებელიც ამას ქვია,უკვე ძულა ეს წიკვინა ამპარტავანი ქალი და ისიც ვინც ეს რეპლიკა წამოიძახა უკანა მხირდან,რომელიც სავარაუდოდ ‘ბლატნოი სანდრო’ იყო.
-ჩვენც ფეხებზე გვკიდია თინიკო მას არ იღელვოთ!
-სანდრო ჩემი ბიჭი არ ვღელავ!ახლი კი დაფასთან გაკვეთილი!
მარიტამ ვერ მოითმინა და უკან შებრუნდა.
-გამომხედე ერთი კარგად!
-მე მეუბნები?სანდრო უთხრა.
-ხო შენ გეუბნები!შემომხედე კარგად რამსიგრძე ფეხები მაქ!ამ ფეხებზე რომ დაგიკიდო შენც დაეტევი მთელი კლასიც და თინიკო მასწს გახედა,თქვენც თინიკო მას!მე აქ ვარ სასწავლებლად და არა თქვენი ხუშტურების სასმენად ამიტომ მოკეტეთ და გამანებეთ თავი თუ არ მოგწონვართ ეგ ჩემი პრობლემა არა!მადლობა მოსმენისთვის ახლა კი გაკვეთილი დავიწყოთ!
ბავშვები გაკვირვებულები უყურებდნენ მარიტას,სანდროს კი ენა ჩაუვარდა და დაფასთან გავიდა..წინა წლის მასალას ეკითხებოდა და მარიტას პირი დარჩა ღია სანდრომ ყველაფერი რომ უპასუხა.
-ესა ბლატნოი ტიპიაო?მეგონა ეგეთები არ სწავლობდნენ!
-ეს გამონაკლისია.
-ყოჩაღ ხომერიკი!ახლა კი ერთი ქალდანი გამოვიდეს დაფასთან ვნახოთ რა იცის.
მარიტაც ამაყად წამოდგა ფეხზე და დაფასთან გავიდა.ყველაფერს უპასუხა,მასწავლებელი ცოტა გაკვირვებული უყურებდა.
-რამე გნებავთ თინიკო მას თუ რატომ მიყურებთ გაკვირვებული?
-ჰმმ..არაფერი უბრალოდ ასე გვითხრეს რომ წინა წელს მხოლოდ 3კვირა გივლია სკოლაში და არმეგონა ამდენი თუ გეცოდინებოდა..შემდეგი!
მარიტამ კმაყოფილმა დაიკავა ადგილი და ჩანთა გახსნა,რვეული ამოიღო,დღიურის მსგავსი რაღაც იყო,პირველ გვერდზე რომ გადაშალა და სურათი ვერ იპოვა ჩანთაში ქექვა დაიწყო,სანდრო უკნიდან უყურებდა ამ ყველაფერს და ხელში ათამაშებდა გოგონას სურათს რომელიც მის ახალ კლასელს საოცრად გავდა მაგრამ მაინც გადაწყვიტა გაემწარებინა,არ ელოდა ასე თუ გააბრაზებდა..უყურებდა როგორ ეძებდა ნახევარ გაკვეთილზე მეტი და როგორ დაებერა ძარღვები,ზარი როგორც დაირეკა მასთან მივიდა.
-თქვენო უჟმუროებავ ამას ხო არ ეძებდით?სურათი გაუწოდა.
მარიტამ გამოგლიჯა და თვალები გაუბრწყინდა.რვეული ამოიღო და უკან ჩააბრუნა,სანამ დაკეცავდა სურათს ხელი გადაუსვა და უკანიდან ირონიული ხმა გაიგონა.
-ლამაზი გოგონა.მარიტამ რვეული დახურა,ჩანთაში ჩადო,ჩანთა მზარზე გადაიკიდა და ფეხზე წამოდგა.
-ვიცი!
-შენი შეყვარებულია?არადა არ ჩანდი ეგეთი,მარიტას გამომეტყველება შეეცვალა და იაზრებდა იმას რასაც ეს ხეპრე ეუბნებოდა ახლა..სხვანაირი მეგონე,თან ასეთ გოგოს რავიცი..ისევ გააგრძელებდა მაგრამ წვა იგრძნო ჯერ ერთ ლოყაზე მერე მეორეზე,მარიტას ახედა რომელსაც ტუჩები სატრილად ჰქონდა მობრეცილა მაგრამ არადა არ ტიროდა..შემდეგ კი იქაურობას გაეცალა.
-მოვდივარრრ...მარიტაც წამოდგა და ერთად ცეკვავდნენ,გადარიეს ხალხი..შუა ცეკვაში იყვნენ საშინელი ხმა გაიგონეს და ტკივილი...მათ წინ სატვირტო მიდიოდა,რომელიც საშუალო ზომის ტრუბებით იყო დატვირთული,სატვირთოს წინ კი ავარია მომხდარა როგორც ჩანს მძღოლი არ უყურებდა და მათ შეასკდა და უკან გაიწია,ნიკა მარიამს და მარიტას უყურებდა და იღიმოდა და წინ რა ხდებოდა ვერ დაინახა მუსიკების ხმაში არც ემოდა,მარიამი და მარიტა ერთმანეთისაკენ სახეებით იდგნენ და ისევ ცეკვავდნენ,სატვირთოს უკანა ნაწილი გაიხნა და იქიდან ტრუბები გადმოცვივდა,მანქანისკენ წამოვიდა რამოდენიმე,ირგვლივ ცეცხლი და კვამლი იყო,ნიკა გათიშული იყო, მარიამი და მარიტა გაშეშებულები ერთმანეთზე შეტყუპებულები იდგნენ,ტრუბა პირდაპირ მუცლის ქმევოთ ჰქონდა ორივეს გაყრილი..გონზე იყვნენ მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ,მალე სასწრაფო მოვიდა და ისინი სავადმყოფო გადაიყვანა..ექიმებმა ისინი რომ დაინახეს გაკვირვებულები იყვნენ..ასეთი შემთხვევა მემგონი პირველად ენახათ..მდგომარეობას აკვირდებოდნენ,გოგონები კი ისევ ჩხუბს განაგრძნობდნენ..
-შენი ბრალია ყველაფერიი...მარიტა ეჩხუბებოდა მარიამს..
-თუ არ გინდოდა ცეკვა რას ადექი ფეხზე საერთოდ!მჯდარიყავი და ეს რაღაც მხოლოდ მე დამჭრიდა!
-წინ ვიჯექი და გადამიარე კინაღმ თავზე რომ არ ამვდგარიყავი..
-მერე გითხარი მე დამსვი წინ თქო!შენ აიჩემე გინდა თუ არა მე დავჯდები წინო და აჰა..
- გოგონებო იქნებ გაჩუმდეთ! ექიმი მოუბრუნდა მათ.შენი სახელი მითხარი.
-მარიტა.
-კარგი მარიტა,ახლა მინდა ფეხის თითები გაამოძრავო.მარიტამაც შეასრულა.
-კარგია..
-და მე ექიმო?მარიამი უღიმოდა ახალგაზზრდა ექიმს.მე ვამოძრავებ?ექიმმა მარიამის თითებს შეხედა,ისინი არ მოძრაობდნენ.
-კი,გაუღიმა ექიმმა და ასისტენტთან ერთად ოთახი დატოვა.
-ბატონო დემეტრე რა უნდა ვქნათ?
-არვიცი..მხოლოდ ერთი გადარჩება.
-ეს როგრო ავარჩიოთ რომელი გადავარჩინოთ?
-არვიცი ნინი არა..ეს..
-და რამოხდება ორივეს სხეულიდან ერთდროულად რომ გამოვიღოთ ტრუბა.
-სისხლისგან დაიცლებიან და მოკვდებიან.ერთ-ერთის სხეულიდან ტრუბას გამოვიღებთ და ოპერაციაზე ავიყვანთ.
-მეორე?
-მეორე...მისი სხეულიდანაც ამოვიღებთ მაგრამ გადარჩენის სანსები ნოლია.
-უნდა ვცადოთ ექიმო დემეტრე!
-აუცილებლად.
-და ეს როგორ უთხრათ გოგონებს ახლა?
-რასაკეთებენ?ხომ არ ინძრევიან ან ჩხუბობენ?
-არა კინკლაობენ,გავაფრთხილეთ უკვე რომ არ შეიძლევა განძრევა.
-კარგი წავედით,საოპერაციო გაამზადონ.
ექიმი დემეტრე გოგონებთან მივიდა..
-ექიმო როდის გამოიღებთ ამ რაღაცას ჩვენი სხეულიდან?
-გოგოებო..ორივე სხეულიდან ერთდროულად ვერ გამოვიღებ ტრუბას.ჯერ მხოლოდ ერთისგან შემიძლია.მარიტას უყურებდა.
-და მე ექიმო?მარიამი შეეპასუხა...
-შენიდანაც მაგრამმ...შანსები თითქმის არა რომ გადარჩები,როდესაც მარიტას გამოვწევთ ტრუბა გაინძრევა და შენი ორგანიზმი ამას ვერ გაუძლებს..
-მოვკვდები ექიმო?ცრემლები წამოუვიდა მარიამს..
-რაა?ჩემი დამოკვდება?
-ჩვენყველაფერს ვეცდებით რომ გადარჩეს!
-იქნებ დედას და მამას დაუცადოთ!თქვა მარიტამ.
-და რა რომ დაუცადოთ..მშობელმა როგორ უნდა გადაწყვიტოს რომელმა შვილმა იცოცხლოს..ან რომც გადაწყვიტონ მერე ამით როგორ იცხოვრებენ.დროს ვკარგავთ ჯობია რაც გასაკეთბელია გაკეთდეს ექიმო.ცრემლები შეიმშრალა მარიტას მხარზე მარიამმა..
-არა ექიმო ჩემი და ვერ მოკვდება უნდა გადაარჩინოთ!გესმით?
-ჩვენ ვეცდებით!
-თუ არ მეცოდინება რომ გადარჩება მე არმინდა ოპერაციის გაკთება.
-დროს ვკარგავთ.
ორი წუთით თუ შეიძლება.მარიტა მარიამს მოუბრუნდა.
-მარიამ მე..ეს არვიცი...შენ თუ რამე მოგივა ვერ გადავიტან,მართალია ფიქრბდე რომ მძულხარ მაგრამ ასეა არა ჩემ თავზე მეტად მიყვარხარ!შენ ჩემი პარტარა დაიკო ხარ და ყველაფერი კარგად იქნება!აქიდან რომ გავალთ გპირდები ყველაფერი შეიცვლება,აღარ ვიქნები შენ მიმართ ასეთი ჯუჯღუნა.ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ მარტი..ამ სახელს ეძახდა ხოლმე მარიტას..მეშინია..არმინდა სიკვდილი..
საოპერაციოში რომ შეიყვანეს ერთმანეთს გამოემშვიდობნენ,ფხიზლად იყვნენ,ისე ოპერაცია ვერც გაკეთდებოდა,მარიტას როგორც მოაშორეს ტრუბას,მარიამმა გონება დაკარგა,პულსიც მცირდებოდა,მისი სხეულიდან გამოიღეს ტრუბა,მაგრამ მარიამის გული უკვე აღარ ცემდა..მარიტა ამ დროს გათიშული იყო..ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის გადარჩა..დილას პანიკაში ჩავარდა,გაგიჟდა რომ უთხრეს მარიამი დავკარგეთო..მერე დამამშვიდებელი გაუკეთეს...მალე მშობლები შევიდნენ პალატაში განადგურებულები იყვნენ...მარიტა ვერ იაზრებდა მომხდარს და ვერც ახალა იაზრებს,გონია კიდევ მათ ძველ სახლშია და დახვდებათ როცა ჩავა..ბათუმში ცხოვრობდნენ,მაგრამ იმ ამბის შემდეგ დატოვეს იქაურობა და თბილისში გადმოვიდნენ,მარიტას მთელი 11თვე დაახლოებით სკოლაში არ უვლია,სექტემბრიდან კი ახალ სკოლაში შევიდა,აი ახლა სადაც იყო..თბილისში ყოფნის დროს გაიცნო ნია და დაახლოვდნენ,ყველაფერი მოუყვა მას,მერე ერთ კლაშიც აღმოჩნდნენ.ახლა კი იმ იდიოტი სანდროს გამო ნერვებ დაგლეჯილი გარბოდა სკოლიდან შორს.. ძულდა სანდრო ხომერიკი!

ჩემო საყვარლებო წინა მოთხრობის გაგრძელება ვერ მოვიფიქრე ვერაფერი და ახალი მოთხრობის წერა დავიწყე,მაგრამ გპირდებით იმ მოთხრობასაც დავასრულებ.აბა როგორ მოგწონთ ეს მოთხრობა?კაია?გავაგრძელო?ველოდები შეფასებებს<3



№1 სტუმარი miyvarxar

male dade raaa magaria

 


№2  offline მოდერი Behandice

miyvarxar
male dade raaa magaria

მადლობა love ჯერ არ დამიწერია ახალი თავი და როგორც კი დავწერ დავდებ.

დიანა დიდი მადლობა love

 


№3 სტუმარი qeta

Male Dade dzaan momewina

 


№4  offline მოდერი Behandice

qeta
Male Dade dzaan momewina

დიდი მადლობა <3 ხვალ დავდებ.

 


№5  offline მოდერი Behandice

მადლობა ლონდა და არ არ უყურებ გრეის ანატომიას <3 თურქული სერიალია ერთი ადრე გადიოდა 'ექიმები' ქვია და იქ იყო ეს შემთხვევა მაგრამ მე ჩემით შევალამაზე...ისე თუ არ ვცდები მემგონი ერთი და იგივე სიუჟეტზეა ორივე სერიალი :დ

 


№6  offline წევრი khatia khatia

მაგარია ძააააან ზააანნ მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent