სურვილი გმართებს
საღამოს მინდა არ მინდა მაკასთან უნდა გავიდე, კიდევ მოვიწყინე და მის მეტი ვერავინ მანუგეშებს. ქეთის სმს-ი დამხვდა “-ანუნა მე უკვე მაკასთან ვარ, დროზზე გა-მოდი ,ბევრი სალაპარაკო გვაქვს”. აქ ჩამერთო მეექვსე გრძნობა ,თუ “მეცხრე ცა “ და ელვისსისწრაფით ამოვყავი თავი გლდანში . მივხვდი კვლავ რაღაც ხდებოდა ჩვენ თავს. გზად მარკეტში შევირბინე და ჩანთა ათასგვარი სახრამუნოთი და ლუდით გავტენე. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. გავიფიქრე - ანა , ფხიზელი ამდენს ვერ იწუწუნებ ! - კიდევ ერთი ბოთლი ლუდი დავამატე.... მაკამ კარი გამიღო და პირველივე კითხვა “-ანუნ ხო დალევ ?“,- თვალწინ მისი ალეწილი სახე შემეფეთა. სადღაც შორიდან ქეთის ხმა გავიგე: “ -ანუნ კაი რა სულ როგორ აგვიანებ, ეე ლუდი მოიტანეე ,შენ რაღა გჭირს. ?! უჩვეულო საღამო იყო, სამივეს საკმაოდ რთული და აბურდული ცხოვრება გვაქვს ,არადა გვერდიდან ვინც გვიყურებს ჩვენზე მხიარული,ბედნიერი და წარმატებული არავინ ჰგონიათ. ღამე გაიწელა ,ბევრი მოსაყოლი გვქონია , ლუდის მოვწრუპვა დავიწყეთ და მაშინ მივხვდით რომ დაიწყო ერთმანეთის “ტრაგიზმით” სავსე ისტორიების გაზიარება … თავი პირველი გასული აგვისტოს გახსენებით დავიწყეთ... 2015 წლის სამაგისტრო გამოცდა ჩავაბარე და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდისათვის ვემზადებოდი. ცხელოდა ,არაფერი მინდოდა ,გარდა დასვენებისა … ინგლისურის გაკვეთილზე ვიჯექი და უღიმღამოდ ვწერდი ტესტებს (ინგლისურ ენოვან პროგრამაზე ვაბარებდი). თავში სულ სხვა აზრები მიტრიალებდა,რამდენიმე წელია დასასვენებლად არსად ვყოფილვარ .უღიმღამო ცხოვრების გამო დაღვრემილი კვლავ სწავლაზე გადაკიდებული გოგო ვხდებოდი და ესეც მაღიზიანებდა. უეცრად დაიწკრიალა ტელეფონმა და მაკას და ქეთის გამყინავი “ ჭიხვინი” გაისმა : „-ანუუნ ,ხვალ დილით ზღვაზე მივდივართ და ხომ წამოხვალ ?! “ არც მახსოვს როგორ დავეთანხმე ,მასწავლებელს გამოვემშვიდობე და ვუთხარი : - იცით ,ხვალ მე ქობულეთში მივდივარ ,გამოცდას ალბათ ჩავაბარებ ! -პასუხს არც დავლოდებივარ ,მერვე სართულიდან კიბეეები წამებში ჩავირბინე. თითქოს ეს ზარი იყო ჩემი ხსნა და რაღაც ახალი „ბედნიერების“ დასაწყისი. სახლში მივვარდი , -„დე იცი ხვალ ჩემ გოგოებთან ერთად ზღვაზე მივდივარ . - ვინ შენ გოგოებთან ერთად?! - დეე ,მაკა და ქეთი დეე… ჩემი ჯგუფელი მაკა , აუ დე ,ხომ ვიცი ხომ გიყვარს ორივე და მეც გიყვარვარ და ჩემთვის კარგი გინდა . (წკმუტუნზე, მოთაფვლაზე და ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ოღონდ დამეთანხმებინა ,მაგრამ დედაჩემი ისეთი ტიპია უარს არასდრს მეუბნება , რაღაც არაამქვეყნიურად მეგობრული და გამგებიანია), -ისედაც ხომ სულ მიშვებ ყველგან ,წავალ რა პატარა ხომ აღარ ვარ 23 წლის ვარ უკვე… (რა თქმა უნდა გამიშვა ...) ....... ხო მე ანუნა ვარ 23 წლის, იურისტი, და მედია-მენეჯმენტზე ვაბარებ … იფიქრებთ რა ახლოსაა ისინი ,დიახ არანაირად ,ასეთი ვარ ,მუდამ მხიარული, ენერგიული, ცოტა შერეკილიც ,ყველა მიყვარს და პოზიტივს ასხივებო მეუბნებიან,ჩემთვის მოუგვარებელი და გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს,(ნუ არ არსებობდა ზაფხულამდე). იურისტად ასე თუ ისე ვიმუშავე ,მაგრამ მე მაინც ხელოვნებისკენ მიმიწევს გული , ბავშვობიდან კარგად ვხატავდი , არქიტექტურა და ინტერიერის დიზანი მინდოდა მესწავლა ,მაგრამ სისხლის სამართლის სიყვარულმა მძლია ,თან ბაბუა გამომძიებელი იყო და მისი იტორიები ისე მხიბლავდა ხოლმე მეც” ზღაპრული სამყარო “ მეგონა და გავები. ....... … 23:00 მაკას კართან დიდი ჩემოდნით ხელში ვდგავარ , კარს ნინო დეიდა მიღებს. -ანუნა , ნანამ ასე ადვილად გამოგიშვა ?!“-მეკითხება ნინო დეიდაა. მეცინება ,- -ნინო დედიდა თქვენ დაგიყოლიებიათ და როგორ არ გამომიშვებდა.?! მაკა გამოფრინდა და ორაზროვნად შეხედა ჩემოდანს, თან დააყოლა: - ეს “გვამის ჩანთა” სად ნახე კი მაგრამ 5 დღით მივდივართ და რა იყო “გათხოვებას” ხომ არ აპირებ ? ! თან შენი რომ ვიცი “შობელძაღლებით “გექნება გატენილი,წესიერს ხომ არაფერს წამოიღებ.. (უცნაური ჩაცმის სტილი მაქვს , რაც მომწონს მაცვია და ჩემი გოგოები “შობელძაღლებს”ეძახიან ამიტომ, ცოტა ჰიპურიცაა ,მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს). შეარიხინა ჩემოდანი და დავსხედით მის ოთახში. მომახსენა : - დილით 6 ზე გავდივართ ,ქეთის ნათლია მოგვაკითხავს, მანქანით მივდივართ ! რაღატომღაც ნათლია ჩავთვალეთ რომ იყო კაცი, ცოტა მელოტი, დიდი ქართული ღიპითა და დამახასიათებელი დამრიგებლური ტონით მოლაპარაკე .მთელი ღამე ამ კაცის პორტრეტს ვხატავდით და უაზროდ ვკისკისებდით ,უკევ წარმოგვედგინა რომ დაუჯერებლად მაგარი ზაფხული გვექნებიდა . ქეთიმ მოგვწერა :“ -6 ზე მანდ ვართ გამოიძინეთ ! “.... …. საშინელმა გრუხუნმა და ფანჯრების ზრიალმა გამაღვიძა ,წვიმდა, თავსხმა და თქეში იყო.,მივხვდი რაღაც კარგს არ მოასწავებდა მაგრამ გადავტრიალდი და დაძინება ვცადე ,მაკას მუჯლუგუნმა გამაღვიძა, „- ანუნ ადე მოვიდნენ ,მივდივართ.“ ნათლია ახალგაზრდა გოგო აღმოჩნა და გაოცებული სახეებით შევცქეროდით. ქეთის მუდამ „გაღრეჭილი“ სახე ჩემი დილის პოზიტივი იყო , წვიმაც დამავიწყა და რაღაც უაზრო ცუდი წინათგრძნობაც. ჩავსხედით , სამივე მივხვდით რომ რაღაც ახალი თავგადასავალი იწყებოდა ,ბევრი სიახლით სავსე…. გზა დამქანცველი იყო ,გაუსაძლისი, მაგრამ წინ რაც გველოდა იმის იმედად ზე ბედნიერები და აჟიტირებულნი ვიყავით….. თავი მეორე .... ჩასვლის დღე. სახლი ზღვასთან ახლოს იყო . მეპატრონემ მაკას ახლოებლი იყო, მთელი ბავშვობა იქ ჰქონდა გატარებული. მოგვიბოდიშა: „- ეს ღამე პატარა ოთახში მოგიწევთ დაძნება და ხვალ დილიდან თქვნს დიდ ოთახში გადახვალთ.“. სიმართლე გითხრათ სად დავიძინებდით ნაკლებად ვფიქრობდით, დავყარეთ ჩანთები და შუა დღის მწველ მზეს მივეფიცხეთ სანაპიროზე. ყველაზე საინტერესო იყო ჩვენი პლაჟზე ჩასვილისა და გახდის სცენა, ისეთი თეთრები ვიყავით ხალხი დავაბრმავეთ, რაც მთავრია სიჩუმე არ შეგვიძლია კი არ ვიცინით ან ვკისკისებთ , „ვჭიხვინებთ“, (ნინო დეიდამ ჩვენს სისცილს ჭიხვინი შეარქვა), ისეთი გამყინავი სისცილი არის ხოლმე კილომეტრზე ისმის და მკვდარსაც გააცოცხლებს. წყალში არ ჩავსულვართ .არ მოგვეწონა მოცურავე სიმინდები და ბოტოტა კაცები. სანაპიროზე ჯდომას და ფოტოების გადაღებას დავჯერდით, მახსოვს დავთვალე 3269 ფოტო გადავიღეთ, წყალში , შეზლონგზე , ნამდვილად არ ვიცი რატომ ვაკეთებდით ამას . თავისუფლების, მარტო დასვენებისა და ბედნიერების პირველი დღე იწყებოდა და მინიმუმ 7 დღე ქობულეთი „ჩვენი“ იყო. საღამოს სახლში ასულებს აბაზანაში რიგი დაგვხვდა... რამაც გაგვანაწყენა, თან ვფიქრობდით ერთი დღე ვიქნებით ამ ოთახში ხვალ ჩვენ „სამფლობელოში „ გადავალთ. მეზობლებით ვერ დავიკვეხნი, პირველივე წამიდან ალმაცერად ყურება დაგვიწყეს. „ -აბაზანა დროზე მოითავეთ, გვიან არ ამოხვიდეთ!“ საკმაოდ გავბრაზდი და ავჭარლხდი, მაკა და ქეთა მაკავდებდა... ან ჩვენგან რა უნდოდათ თვითონ რა „სასტავი“ იყო დღემდე ვფიქრობთ, მეზობლები გვყავდა ასეთი: ბებია, მამიდა, დედა და ჩვენი ასაკის ბიჭი, რომელიც ქალების კამპანიას არ ცილდებოდა. ამ უკანასკნელს სათველე ეკეთა და „აჩკარიკა“ შევარქვით, რამით ხომ უნდა გვეხალისა. იყო კიდე 2 ქალი დღემდე ვერ გავიგეთ ვინ იყვნენ ერთმანეთის ,მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე რომ ჭორაობდნენ ფაქთი იყო,კიდევ რაღაცნაირი გაურკვევლი ოჯახი და ჩვენ 3 ახალგაზრდა გოგო , რომელსააც ნამდვილად დასვენება და გართობა უნდოდა. ერთ დღეში იმდენი შენიშვნა მივიღეთ დამსვენებლებისგან ,რომ თავი ჰიპი, მეაბოხე და რევოლუციონერი მეგონა. ბოლოს ამდენი საყვედური ყელში ამომივიდა და მეპატრონეს ვუთხარი , - თქვენ ხართ აქ უფროსი თუ ეს ადამიანები?! შეშფოთდა, ყველა დააშოშმინა და გამოგვიცხადა: -ხვალ დილითვე გადახვალთ სახლის მეორე ფლიგელში. აღმოჩნდა რომ ეს „კეთილისმსურველი“ ადამიანები მრავალი წელი ერთად ისვენებდნენ აქ და ჩვენ ვეზედმეტეთ, მყუდროება და იდილია დავურღვიეთ. ...გვიანი საღამო... მაკა და ქეთი სადღაც გაქრობას აპირებდა , კარტოფილის დიდი პარკი მომაჩეჩეს ხელში და მოიმიზეზეს ვიღაცის ნახვა. ძალიან მეწყინა რომ მარტო კონკიასავით უნდა დავმჯდარიყავი და „მგლების ხროვაში“ კარტოფილი გამერჩია. მაკა „შაქარივით ტკბილი“ გოგოა და გამიკვირდა ასე წიწაკასავით რატომ მექცეოდა . იმ ღამეს 23 აგვისტოს ჩემი დაბადების დღე იყო. მივხვდი რომ არ ახსოვდათ თორემ ასე ხომ არ გამწირავდნენ. სულ ჩხუბითა და გინებით დავთალე კარტოფილი და სპეციალურად ნახევრად უმი მივართვი გოგოებს. სულ ალეწილი სახეებით ჭამეს. ძალიან ნაწყენი ვიყავი რომ პირველივე დღეს ასე მომექცნენ და ერთი სიტყვით ყველა კითხვაზე უკმეხად ვპასუხობდი. ძალიან ადრე დამაწვინეს დასაძინებლად , დაღლილობა მოიმიზეზეს. აქ კიდევ ერთხელ გადამესხა ცივი წყალი. დასაასვენებლად ვართ ჩამოსული სამი საკმაოდ სიმპათიური გოგო, ახალგაზრდა ,სიცოცხლითა და ენერგიით აღსავსე და პენსიონერივით უნდა დავიძინო 10 საათზე. შევატყუპეთ საწოლები და დავწექით სამივე ერთად , მე ნაპირში კარებთადნ , მაკა და ქეთი ერთად, მესმოდა მთელი ღამე ჩურჩული , -ჰა შეხედე დაიძინნა?! ქეთის ჩურჩული მესმოდა - -ამის ტყ, ტყ.... რით ვერ დაიძინა?! ვხვდებოდი მაგინებდა და მაკას მუჯლუგნებს ურტყავდა, - აუ კიდე არ დაიძინა?! გადავწყვიტე თავი მომემძინარებინა, ვიფიქრე ალბათ ისეთი ვინმე ნახეს შუადღეს რომ მე არ უნდა მცოდნოდა და კიდევ იქ უნდა წასულიყვნენ, ან მე რატომ მიმალავენ, ათასი აზრი მომივიდა თავში. ამ ფიქრებში ჩამეძინა განაწყენებულს ,დაქალებმა რაღაც დამიმალეს..... დაახლოებბით რამდენიმე წუთში ოთახი განათდა, ატყდა ჟივილ- ხივილი და ვიღაცამ ფეიერვერკი გაისროლა, ჭიხვინი და ბუშტების ბერვის ხმაც მომესმა და მივხვდი, თურმე ჩემი დაბადების დღის სიურპრიზის მზადებაში იყვნენ და მათი მოკვლის სურვილი ტყუილად გამჩენდოდა. მახსოვდა ორივეს საკმაოდ კარგი სმენა და ხმა ჰქონდა , მაგრამ მიკვირდა ეს happy birthday უფრო მეტად „ვხედავ მეცხვარეს“ სიმღერას რატომ ემსგავსებოდა , ხომ მისალოც ტექსტს „მიმღეროდნენ“ . რაღაც დიდი თეთრი ტორტი ეჭირათ ხელში და ზედ მაშხალა იყო დაკოსილი, ვერ ანთებდნენ, რომ აინთო ლამის გამოვწვით ოთახი. ვკიოდი ვწიოდი, საწოლზე დავხტუნავდი და ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მაგარი დაბადების დღე. აღარც მახსოვდა დაძინებამდე რა „დღეში ჩამაგდეს“ . უეცრად გადმომაწოდეს კაბა , მიბრძანეს მაკიაჟის გაკეტება და სადმე ბარში გასვლა . თან მომაძახეს :- აქ ცხოვრება ღამე იწყება! და სადღაც წამაპროწიალეს... მიკვირს მეზობლებმა როგორ გადაიტანეს ეს ღამე, ბოდიში მოვუხადე ჩემი დაბადების დღეამეთქი და აი სიურპრიზი გამიკეთეს (ეხლა ვფიქრობ რას უხდი ბოდიშებს 1 დღეა ნახე და უკვე „გეროჟებიან“ ) ცივად მომილოცეს და მოგვაძახეს: - ღამე მთვრალები რომ მოხვალთ არ იხმაუროთ!. საკმაოდ კარგ ხასიათზე ვიყავი რომ არ მივედი და ის კარტოფილიანი ტაფა ,არ ვაფეთე იმ ქალს . ერთი კი წამოვიკივლე - -მაგას ჩვენ ვინ ვგონივართ ,ორი იურისტი და ერთი აიტიშნიკი გოგო ვართ?! -რა თქმა უნდა თბილისელი „აშვებული“ გოგოები.-სიცილით მიპასუხა მაკამ. -კაი რა დაიკიდეთ, ვსიო დღეს ვერთობით ბოლომდე. არ დააყოვნა არც ქეთამ. ამ ღამის მერე მთელი კვირა ბუნდოვნად მახსოვს , ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე ამდენი ალკოჰოლი თვალით არ მენახა, არც კლუბში თუ ბარში სიარულით მომიკლავს თავი... ერთი სიტყვით თავი ყველაზე თავზეხელაღებული გოგო მეგონა მთელს „ჯობულეთში“ ... ერთი ჩვევა გვაქვს გოგოებსა და მე, ყველა ადგილსა თუ ადამიანს ,ვცდილობთ სახელი გადავარქვათ . კნინობითი სახელების მოფიქრებაში დიდოსტატები ვართ, ასე გახდა ქობულეთი- „ჯობულეთი“. პარკში ყველაზე ძვირიანი ბარი შევარჩიეთ და გადავწყვიტეთ დაგვეწყო აღნიშვნა ჩემი გაოცდაოთხების. სულ რამდენიმე ბოთლი ლუდი დავლიეთ და კიდევ გაურკვევლი სახის კოქტეილები, ვსვავდით და ვჭიხვინებდით . აქ მაინც არავინ გვიშლიდაა... „ფული მაქვს და რა ვქნა?! „ - ეს იყო ყველაფერზე ჩემი პასუხი როცა რაღაც საოცრებას ვუკვეთავდით.... არ მახსოვს სახლში რომელზე დავბრუნდით .. დილით ბარათზე ანგარიში რომ შევამოწმე მივხვდი ასე თუ გავაგრძელებდით მინიმუმ ზეგ თბილისის რუტინას დავუბრუნდებოდით. გოგოებს შევთავაზე „საერთო საფულის“ შექმნა, პროდუქტისა და ბინის ფულის გადადება და ცალკე „გასართობი“ ფულის.... ქეთი ბუღალტერია, არანაკლებ კარგად ანგარიშობს მაკაც და მე ადამაინმა რომელმაც 2 ჯერ ორი რომ ოთხია ეხლა გავიგე ჩამბარდა ბიუჯეტი... ....ალბათ მეორე დღე... თავის ტკივილმა გამაღაღვიძა და შიმშილმა, რაც მეცვა იმით გავბოდიალდი წყლის საყიდლად , საათს რომ დავხედე შუადღის 4 საათი იყო, ზღავს გადავხედე და გოგოებს ვუთხარი : -„დღეს ხომ სრულუფლებიანი ჩემი დაბადების დღეა , ხოდა წამოდით აჭარულები დავაგემოვნოთ , იქნებ ვინმე გავიცნოთ და გავაერთო თორემ დაასხი დალიე და მერე „პენსიონერივით“ იწექი სახლში ეგ თბილისშიც ხომ იყო.“ როგორც იქნა ავეხიკეთ საწოლებიდან და 9 საათისთვის მზად ვიყავით, ოთახის შეცვლას პირი არ უჩანდა და ვცდილობდით ბედს შევგუებოდით, როცა დაგვიძახეს ბარგი გადაიტანეთო. შევყარეთ ყველაფერი ოთახში და გავქანდით „დასამხობად“. მივხვდით არაფრის თავი გვქონდა წუხანდელი დალევის შემდეგ და თითო ჭიქა გადავკარით რასაც კიდე თითო მოჰყვა და სახლში წამოსვლა დავაპირეთ სანაპირო-ბულვარის გავლით. ქეთი მთვარის შუქზე პაემანზე ოცნებობდა, საანაპიროზე სეირნობასა და ცეკვაზე , კიდევ ეშმაკის ბორბალზე დაჯდომაზე , აი იმაზე, ქობულეთის ბოლოში პარკ „ციცინათელაში“ რომ იყო. ისეთი ნასვამი ვიყავი სულ ძალით ვაცეკვე, თან ვეუბნებოდი, : -„ქეთუშ კაი რა ბიჭებს ხომ ვჯობივარ, ისინიც თვრებიან , მაგრამ ასე ხომ ვერ ჭიხვინებენ, ცოტაც მაცალე და „ციცინათელაშიც“ წავალთ.“ მაკა გვიყურებდა და ვითომ ფხიზელი გვარიგებდა რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, რაზეც ჭიხვინს ვუმატებდით. -ამასობაში დაიწყო აჭარისთვის დამახასიათებელი წვიმა , და გავილუმპეთ , გვციოდა. ჩვენი სახლი და ნორმალური გასართობი ადგილები სააკმაოდ შორს იყო. წამში გამოვფხიზლდით, სამივეს პანიკურად გვეშინია, ჭექა-ქუხილის, ელვის და მე სივრცის , ზღვა ნათდებოდა ხმაურობდა, ღელავდა და სამი „ბატი“ მოაბოტებდა შუა ბულვარში .კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მიკვირს ზღვამ არ გაგვიტაცა და არ დაგვახრჩო .... გიჟებივით მოვქანდით სახლში.... მივხვდით გაციება გარდაუვალი იყო და სამივე შევცვივდით ერთად აბაზანაში, რატომ გადავწყვიტეთ ერთად დაბანა არ ვიცი მაგრამ იმდენი ვიცინეთ , მთელი უბანი გავაღვიძეთ... იმ ღამეს საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ მომდევნო დღე იქნებოდა ნამდვილი დასვენება რომ ვინმეს გავიცნობდით. და თბილისში ჩასულებს მოსაყოლი და გასახსენებელი მაინც გვექნებოდა რამე და არა მხოლოდ ის რომ ვჭამდით ვსვავდით და გვეძინა. ...რომელიღაც დღე... მაღვიძარამ ადრე დარეკა, მთელი დღის გეგმა შევადგინეთ , არა უფრო სწორად კვირის... სამზარეულოში ჩასულმა 2 გოგო გავიცანი, ნატო და ნინო... ხო აბა ვინმე ბიჭს ხომ არ გავიცნობდით შემთხვევით. დილის „კოფეპიწიე“ მოვცხეთ და საღამო მათთან ერთად დაავგეგმეთ. იქ ამბები მალე ვრცელდება და ბარი გვირჩიეს სადაც ცოცხალი მუსიკა იყო ,ასე რომ სღამოს იქ დავგეგმეთ წასვლა იმ იმედით რომ „სტარიკულ“ არდადეგებს ახალგაზრდული ელფერი დაედებოდა. მარინა, ქეთას დედაა, დაგვირეკა და გვითხრა : “- საღამოს ჩემი თანამშრომლები შეგხვდებიან და რამე თუ დაგჭირდათ მათ დაუკავშირდით“. ჩვენი წარმოდგენის შესახებ უკვე იცით , როგორც ქეთას ნათლია იყო ასაკიანი, ცოტა ღიპიანი და მელოტი კაცი, დედის თანამშრომლებიც ჩავთვალეთ საკმაოდ ასაკოვან კაცებად და სიცილი ავტეხეთ... ნინო დედას რეაქცია არ დამავიწყდება როომ გაიგო თითქმის 3 დღეა ზღვაზე ვართ ,ერთხელ ვნახეთ ზღვა და გოგოები გავიცანით , გოგოები .... ამის შემდეგაც დიდად არაფერი შეცვლილა 10 დღის მანძილზე სულ 3 ჯერ ვნახეთ ზღვა , დანარჩენი დღეები ძილში გავატარეთ , შუადღეს წიგნებს ვკითხულობდით , საღამოს 9 საათზე დასალევად მივდიოდით უკვე ხუთი გოგო და არაფერი საინტერესო ხდებოდა .... საბედნიეროდ პირველ დღეს გადაღებულმა უამრავმა ფოტომ გვიშველა , რომელსაც მორიგეობით სოციალურ ქსელში ვანთავსებდით და ვარწმუნებდით ყველას და საკუთარ თავსაც რომ გასაოცარი დასვენება მოვიწყეთ. პარალელურად ვიღაცებს ვემესიჯებოდით, ახალ ნაცნობ გოგონებთანაც ერთი-ორი ფოტო გადავიღეთ და კვლავ სახლი, ჭამა ძილი გრძელდებოდა. მე ერთი ის მშველოდა ფოტოგრაფია მიტაცებს , ავიღებდი ხოლმე აპარატს და ზღვაზე ხედების გადასაღებად გადავდიოდი... ჩვენც გვინდოდა თავბრუდამხვევი ზაფხული..... ... ...პირველად ბარში... ცუდი თვისება მაქვს, აბაზანაში ვატარებ დიდ დროს... გოგოები წყობიდან გამომყავდა. ასე რომ ერთი ის ვიცოდი საღამოს 9 ზე მზად უნდა ვყოფილიყავი. ჩვენი ყოველი საღამო და სახლიდან გასვლა წითელ ხალიჩას გავდა, ან სად ჩაგვეტია ამდენი ტანსაცმელი დღემდე არ ვიცი . საუცხოო გარემო დაგვხვდა, უკრავდა გასაოცარი ბენდი , რა თქმა უნდა ყველა წევრი უმალ „შეგვიყვარდა “. განსაკუთრებით კი როდესაც მაკასა და ქეთის საყვარელი სიმღერის შესრულება დაიწყეს მივხვდით, პიანისტის გამო შეგვეძლო ერთმანეთი დაგვეხოცა და ქეთა და მე დავნებდით. ყველა საოცრება მე უნდა გადამხდეს, დრამერზე ვთქვი რა სიმპათიური ბიჭიათქო და წამოსვლის დღეს გავიგე ისიც გოგო ყოფილა... ბევრი დამცინეს და ბევრი ვიცინე, მეც არ ვთქვი ერთხელაც რატომ არ შემომხედათქო . რამდენიმე საათში ამ ბარში ყველა გვიცნობდა და მეორე დღიდან სრულუფლებიანი „ოჯახის წევრები“ გავხდით. ჩემი გოგოებიც უკრავენ , ასე რომ საერთო წრე, ბენდები , გარემო უცხო ნამდვილად აღარ იყო. დღეებისა და ისტორიების თანმიმდევრობა არ მახსოვს, რადგან 10 დღის მანძილზე ალბათ მხოლოდ 7 საათი მეძინა და ფხიზელი საერთოდ არ ვყოფილვარ. თავი მეოთხე ხუთივე გოგო წამოვედით ბარში . ვართ გასაგიჟებელ ფორმაში,(ნუ ჩვენ ასე გვგონია,ალბათ ვართ ყველა გვიყურებს ) დავლიეთ რაც კი ხელში მოგვხვდა ყველაფერი, ვიცეკვეთ , ვიგიჟეთ. ფული მე მქონდა ჩაბარებული და ისეთ დღეში ვიყავი 72 ლარი ვერ დავთვალე, რაზეც დამცინეს. ვიღაც წყვილს ვთხოვე აი საფულე და ანგარში მომიტანეს და ძალიან ცუდად ვართქო. მართლა კარგი და ყურადღებიანი წყვილი იყო , ბიჭმა გამომართვა საფულე გადათვალა ფული, ერთი ბორჯომიც მომიტანა და მთხოვა მეტი არ დამელია. ცოტაღა აკლდა ალბათ შუბლზეც მაკოცებდა და მეტყოდა:“-შვილო, ჯერ პატარა გოგო ხარ ასე არ შეიძლება“-ნოტაცია არ წაუკითხავს , მეგობრულად დამეხმარნენ და წავიდნენ. ყოფილი სპორტსმენი ვარ და დალევის ხელოვნებას ეხლა ვეუფლები ასე რომ 2 ჭიქა ლუდიც კი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია... ფხეზე ვერ ვიდექი და ერთდროულად ვფიქრობდი ტაქსზე, ჩემ საწოლზე და მშვიდად სიკვდილზე , ვფიქრობდი და ამ დროს გაურკვეველი ბურანიდან ქეთას ხმამ გამომიყვანა: - ანუნ გაიცანი დედაჩემის თანამშრომლები: ლუკა და დათო ... ჩემ წარმოსახვაში ორ საკამოდ ასაკოვან კაცს ველოდი და ხელში შემრჩა ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფროსი ერთი საკმაოდ სიმპატიური და მეორე სიმპათიური ბიჭი, რომელმაც ხელი ჩამომართვა და რაღაც მითხრა. ალბათ თავისი სახელი... -გამარჯობა, ჩემთვისაც სასიამოვნოა- აღმომხდა. ( ნამდვილად ვერ გავიგე რა მითხრეს) ძალიან შემრცხვა რომ ასეთ მდგომარეობაში ვინმე გავიცანი. მგონი მომეწონა, აი რატომ არ ვიცი ან როგორ , სახეზე არც კი მახსოვდა თავბრუ მეხვეოდა, თვალები მიჭრელდებოდა.... ..... დიდლით გოგოების წიოკმა გამაღვიძა , -„შენ ხომ ყველაფერი შენებურად უნდაა წარმოიდგონო, ხომ მა გარი თანამშრომლები ყავს მარინას“,- გაჰკიოდა ქეთა. „- მოგეწონა ხომ? აღიარე , მოგეწონა.... ნამდვილად არ მახსოვდა არც ერთი სახეზე , მხოლოდ მახსოვდა ერთ -ერთის სილუეტი, ისიც ბუნდოვნად, გამხდარი , სათვალიანი ბიჭი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა წამდაუწუმ და საოცრად ლამაზი ხმა ქონდა და ხუმრობდა. ამ ბიჭზე ფიქრში ყავა გადმომივიდა,მთელი სამზარეულო დავტბორე, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი , ქეთიის კულინარიული დუელი ჰქონდა პილმენემთან და მოცურავდნენ იატაკზე. მაკა გაგიჟებული შემოვარდა, თქვენი შეშვება სამზარეულოში არ შეიძლება, ვსიო დრეიდან მზარეული მე ვარო .... ჩვენც ეს გვინდოდა, მაგრამ რატომ დავფრინავდით ქეთა და მე ღრუბლებში არ ვიცი. ქეთა და მე მეოცნებენი ვართ, სულ რაღაცებს ვიგონებთ, ფაქტია ვიღაც მოწონდა და მე ?!... მაკასი გვეშინია ხოლმე, ის ყოველთვის მართალია. ურთიერთობა დაწყებული არ გვაქვს ვანგასავით ნაწირნასწარმეტყველები აქვს ყველა საკითხზე. მაგრამ ეს შემთხვევა სხვა იყო. აი „ღამე შორენასთან“ რომ იყო გადაცემა , „ღამე მაკასთან“ მოდითო , სიცილით გვეუბნება ხოლმე, ჩაჯდება ხოლმე ზიგმუნდ ფროიდისეულ სავარძელში, და შერლოკ ჰოლმსივით რჩევების მოცემას იწყებს. თავი მეხუთე ...რაღაცის დასაწყისი... აფორიაქებული ვიყავი მთელი დღე. მაკა ცუდად იყო, საჭმელზე წასულმა ქეთამ და მე იმდენი ფოტო გადავიღეთ გზაში, მაკას შოკოლადები და წამალი ვიღას ახსოვდა. რაღაცნაირად მოწყენილი დავჯექი ეზოში, მოვიმარჯვე ჩემი „ცხოველების ფერმა“ და კითხვა გავაგრძელე, თან ზღვას გავყურებდი და თან იმაზე ვფიქრობდი ვნახავდი კი კიდევ იმ ბიჭს დათოს, ოთოს , ლადოს, თუ რა ერქვა?! აი იმ სათვალიან ტიპს .... სახეს ვიხსენებდი , მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ის გაივხსენე , „საროჩკა“ ეცვა ღია ფერის. ... მომდევნო რამდენიმე დღე კოკისპირული წვიმები იყო, ზღვა თვალით არ გვინახავს, გარეთაც ვერ გავდიოდით , ქალაქი დაიტბორა, წყალდიდობა , მეწყერი... ტაქსი გამოვიძახეთ... ხუთ თავზეხელაღებულ გოგოს , რომლებიც ახლა მართლაც რომ “ ოსკარის დაჯილდოებისათვის“ უფრო ვიყავით გამოწყობილნი, ვიდრე ქობულეთის ერთ -ერთ ბარში დასათრობად ხელს წვიმა შეგვიშლიდა?! ყველა მძღოლმა უარი განაცხადა,“- სიცოცხლე მოგბეზრებიათ? იცით გარეთ რა ამინდია? “... ქეთას ლუკას სმს-ი მოუვიდა ჩვენ თქვენ ბარში ვართ აქ არ წვიმს. იმ ღამემ და მომდევნო სამმა ღამემ საშინლად ჩაიაირა, შუქი ჩაქრა, მოწყენილობისგან და დეპრესისგან ერთმანეთი როგორ არ შევჭამეთ მიკვირს. ... გამოპრანჭულები , აი მართლაც რომ“პეროებიღა“გვეკლდა ვსხედავრთ ჩვენ ოთახში , ვერსად მივდივართ და გადავწყვიტეთ სახლში ლუდის მოტანა. უშიშარი მე გამიშვეს, არც შუქია, არც გათბობა და გარეთ აუტანელი თავსხმა.... მივაპობ ქობულეთის ქუჩებს მუხლებამდე წყალში , ლუდის სააყიდლად მიმავალი... მარკეტში შევაბიჯე,- - გამარჯობა! ლუდი გაააქვთ?! -გაოცებული მზერა სანთლიდან ჩემზე გადმოვიდა, უსიტყვოდ მომცეს რაც მინდოდა და კარებში გამოსულმა გავიგე ფრაზა - „ამ თბილისელ გოგოებს თავში ჭკუა ნამდვილად არ აქვთ“.... არ მწყენია, მართალი იყო... იმ ღამეს მაკა ლუდში ვაბანავე, გვერდი გვერდ საწოლებზე ვიწექით და მობილურის შუქის ნათების ჩრდილებზე ვერ დავინახე და ხელი ავუკარი... მას შემდეგ სისველეში, სიცივეში და „ლუდსახარშის „სუნში გვეძინა... ....... თბილისში წამოსვლა გადავწყვიტეთ... დეპრესია გვეწყებოდა , წვიმა , წვიმა წვიმა.... რას არ ჩაგადენინებს ასეთი უაზრო დღეები... ჩვენი თავზედამხობილი ზაფხული ერთმა სმს-მა გამოაცოცხა. „ქეთი, იმედია არ მოიწყინეთ , ამინდის პროგნოზი ვანახე, საღამოს გამოიდარებს, შევხვდეთ 21:30 წუთზე თქვენ ბარში , შენი ორი დაქალიც ხომ წამოვა, დათო და მე იქ დაგხვდებით, არ გადაგვაგდოთ იცოდე , ჩვენც არანაკლებად მოვიწყინეთ“...ლუკა. რამდენიმე დღიანი „პანაშვიდები“ დავასრულეთ და ვინ რას იკეთებდა აღარც მახოვს, აბაზანაში შევცვივთით , ზოგი თმას ისწორებდა, ზოგი მაკიაჟს, მე კვლავ ვბანაობობდი.... არ დამავიწყდება ქეთის კივილი ანუნაა გამოეთრიე ერთხელ და სამუდამოდ, იქნება შენი ბედი წყდება.... 27 აგვისტო... ზუსტად მახსოვს თარიღი, მეორე დღეს მარიამობა იყო და ქეთას დედისთვის დიდ მისალოც ტექსტს ვამზადებდით. დავიგიანეთ... ბიჭები ყველაზე ბოლო მაგიდასთან ისხდნენ... არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი დათოს გვერდით , ნუ აშკარად ზედაც არ მიყურებდა. გვერდითა მაგიდასთან ვიღაც ბიჭი იჯდა , და რატომ არ ვიცი მაგრამ მთელი საღამო მეპრანჭებოდა, რომ მივხვდი აქ მხოლოდ პოლიტიკაზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამღლელი ისტორიები უნდა მესმინა საცეკვაოდ გავყევი უცნობს. რაღაც სულელურ სიმღერაზე დავიწყეთ ცეკვა, თავისკენ მიმწია და იქ მივხვდი რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ვაპირებდი და ჩემით გავეცალე... გოგოები მიყურებდნენ და იციინოდნენ , რომ მივედი ჩამჩურჩულეს -„რა ტმასნაობა აგიტყდა?! ანგელოზივით დათო გიზის გვერდით“ ... -ვინ დათო,?! რატომრაც მეგონა რომ ოთო ერქვა და მთელი საღამო ოთოს ვეძახდი. როცა ვიღაც მომწონს ისეთი დაბნეული ვხდები ვერაფერს ვიმახსოვრებ. რა თქმა უნდა საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი რომ მომეწონა .... ლუკა ერთ-ერთი საკვები პროდუქტების კომპანიის არტ -დირექტორი იყო, უცოლო და ზედმეტად პერსპექტიული ახალგაზრდა. მერე გავიგეთ შეყვარებული ყოლია, სულ ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, ძალიან მიკვირდა რატომ გამოყვა დათოს თუ სულ ჩემოდანზე იჯდებოდა და წასასვლელ გზებს ბოძებნიდა. ორ დღეში ჩვენც წამოსვლას ვაპირებდით და ლევანს შევუთანხმდა ქეთა სამარშუტოთი ერთად წავიდეთო. რაღატომღაც მეგონა მანქანით იყვნენ, არ შევმცდარვარ მანქანით იყო დათო, მას კიდევ რამდენიმე დღე უნდოდა დასვენება და უჟმურ ლუკას ვერ ითანხმებდა. ასე რომ რაღაც იდეა იბადებოდა მაგრამ რა ჯერ მეც ვერ ვაყალიბებდი... დათო ხმის რეჟისორია ერთ-ერთ ტელევიზიიაში. უეცრად აღმოვაჩინე რომ იმდენი საერთო მეგობარი გვყავდა საუბარში ჩაბმა გადავწყვიტე. ბარიდან გამოსულები როგორ აღმოვჩნდით დათო და მე ერთად არ ვიცი. წინ გზას მიაპობდა ლუკა, მაკა და ქეთა უკან ჩვენ მოვსეირნობდით. ფრიალა ფორთოხლისფერი სარაფანი და ჯინსის ქურთუკი მეცვა,(საკმაოდ ციოდა) დროდადრო კაბას ქვევით ვქაჩავდი დამცინოდა. საერთოდ კაბა ჩემი ახალი მეგობარი, მუდამ სპორტულად მეცვა და ვერ ვეჩვევი, არ მიხდებაო რომ ვთქვა მოვიტყუები ,ნავარჯიშები ვარ და ასე თუ ისე რაღაცები მიხდება. მოუყვებოდით საღამოს ლაპიონებით განათებულ ქუჩას, თან გზა დიდი იყო, სახლში გავცილებდნენ 700 ნომერში თუ რაღაც ბოლოში ვიყავით ჩვენ კი თითმის 200 ნომერში ვცცოვრობდით, ასე რომ იმხელა გზა იყო ერთმანეთის შესახებ ყველაფერს რომ გაგაგებინებს . გოგოების სისცილი მომესმა წინიდან... უკვე მმივხვდი რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდათ. მაგრამ ლევანი რა შუაში იყო. დისნეის ცხოვრებაზე რატომ ვისაუბრეთ მთელი ღამე არ ვიცი, სულ ოთოს კი ვეძახდი ...და იცინოდა, არ შეუსწორებია არც ერთხელ რომ დათო ერქვა. სახლთან რომ მოგვაცილეს მოშორებით დაგვტოვეს, მაინც ვინმემ არ დაგინახოთ რამე არ იფიქროსო .... ამაზეც ბევრი ვიცინეთ. დათო აღარ მიდიოდა , ქუჩა გადავჭერით იდგა და მიყურებდა, მერე ლუკა შეახტა და ძალით წაიყვანა, გოგოები შემოვცვივიდით სახლში საწოლზე დავეყარეთ და მივხვდით თურმე ამდენი დღეს უაზროდ ჯდომა ამად ღირდა... თავი მეექვსე ...რა მოხდა ჩვენც არ ვიცით... მხოლოდ ახლაღა მივხვდი რას წარმოადგენდა გოგოების წინაღამისეული მზაკვრული ჩაკისკისება . მე“ დამევალა“ დათოს „შებმა“ , იმის თაობაზე რომ წამოვეყვანეთ თბილისში , ლუკასაც აწყობდა აღარ უნდოდა უაზროდ ყოფნა , თან სამარშუტოთი ჯაყჯაყი . ასე რომ საღამოდან იწყებოდა ოპერაცია :“დათო და ანუნა“, რომლის მთავარი გმირიც მე ვიყავი. მთელი საღამო დაძაბული ვიჯექი, არ მომწონდა რაც უნდა გამეკეთებინა (გოგოებმა ხომ არ იცოდნენ რომ მართლა მომეწონა დათო ). მთელი გეგმა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა რომ , დათოს მოვაწონებდი თავს, მხოლოდ იმიტომ რომ კომფორტულად გვემგზავრა. თან ვეტყოდი, ლუკასაც გაუწიე ანგარიში, აქ მარტო ხომ არ დარჩები და მე რომ გთხოვო ?! ... ამ ფიქრებში ვიყავი და უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება მივიღე, მეც მხოლოდ რამდენიმე დღეღა მრჩებოდა, გასაუბრება გადავაწევინე , რაღაც კიდევ მინდოდა აქ დარჩენა და ვგრძნობბდი იმ დონემდე დავეშვებოდი მართლა გავუშვებდი ყველას თბილისში და დათოსთან ერთად დავრჩებოდი კიდე. ფიქრები ყინულებმა შემაწყვეტინა, მაკამ ჭიქით წყალი შემასხა. -ანუნ, კი რთული დავალება მოგეცით მაგრამ , ქეთა ხომ იცი ბატია, დათოს კიდე მოეწონე რა , უარს ვერაფერზე გეტყვის. ხმა არ ამომიღია, საღამოს გასეინრებისათვის მზადება დავიწყე. ყოველ შეხვედრაზე ვფიქრობდი რომ მე ამას არ გავაკეთებდი, ეს ხომ ადამიანი გრძნობებზე თამაშია, მას მე მომწონვარ. წარმოგიდგენიათ ბიჭი , შუა ქუჩაში მიმღერის, მეცეკვება . დათოს გზები ერევა , ორიენტაცია არ აქვს კარგი . ამ სიტყვაზე ბევრჯერ დავცინეთ და გვიმეორებდა არ ვარ მე იმნაირი! -აუ რანაირი არ ხარ?! -იმნაირი , ბავშვო, იმნაირი! არ ვიცი ეს სახელი რატომ შემარქვა, ბავშვივით საყვარელი ხარო ამბობდა. საბოლოოდ გადავწყვიტე ამდენი ერთად გატარებული საღამოს მერე , როდესაც გავიცანი და მივხვდი ყველა გოგოსთვის საოცნებო “პრინცი“ იყო , მე რატომ უნდა „გამედებილებინა“. გადავწყვიტე დინებას მივყოლოდი და აღარ „შემება“. იმ საღამოს რაღაც ვითამაშეთ, სურვილები წავაგე მასთან და მხოლოდ ერთი გამოიყენა, ტელეფონის ნომერი გამომართვა. მაკამ ამდროს მითხრა ვსიო , ყველაფერი კარგად მიდის და მალე თბილისში დათოზე კარგ მოგონებებს გავიხსენებთო. ძალით გამომაცლევინა ზედიზედ 2 ბოკალი ლუდი, დამემუქრა სახლში არ შემოგიშვებო. ვიცოდი ხუმრობდა მაგრამ იმ წუთას შემეშინდა და მივიცალე ბოკალი , ბოკალზე, ბიჭები გაოცებულნნი მიყურებდნენ. ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა , მახეში მე თვითონ ვებმებოდი.ყოველ საღამოს სადღაც გვპატიჟებდნენ. ვიცინოდით , ვმხიარულობდით, უამრავ უაზრო თემაზე ვსაუბრობდით, მომწონდა უკვე გასაგიჟებლად, მაგრამ არ ვიმჩნევდი. გოგოებს უკვირდათ და ბრაზობდნენ რომ მე ისინი „გადავაგდე“. ამდენი დალევის შემდეგაც კი კვლავ ამ აზრზე იყვნენ. ბევრი ვისეირნეთ , ყველამ ერთად . დათომ მითხრა:- წამოდი ჩვენ სანაპიროზე წავიდეთ. გოგოები ტაქსით სახლში გაუშვა, ლუკა კვლავ განაწყენდა . ეძინებოდა და მატრაკვეცა გოგოების ამდენი ტლიკინით დაღლილს დასვენება უნდოდა. მაკამ ჩამჩურჩულა :“ -ანუნა ჭკუით, იმედია არ შეტოპავ და შენთვის პირველი „აჩკარიკა“ დათო არ იქნება, კოცნა კიდე შეიძლება.“ -„გაგიჟდი გოგო, რაებს ბოდავ, შენ მე ვინ გგონივარ, მე ხომ თქვენ დავალებას ვასრულებ და უკვე დამღალეთ, წაგვიყვანს აბა რას იზავს...“ ცოტა მეწყინა მაგრამ მივხვდი ნასვამი იყო და ხუმრობდა. სანაპიროზე ჩავედით, ელავდა, ზღვა ფერებად ნათდებოდა , საოცარი საღამო იყო. ნაზი სიო უბერავდა და ვგრძნობდი მციოდა. ჯებირზე დავსხედით, მიმიხუტა გულზე და ისე დაგვათენდა ვერც მივხვდი. დროდადრო ყურში ჩამჩურჩულებდა :“-ბავშვო , ეს რა დამმართე, გული საგულეს აღარ მაქვს, მოდი დავრჩეთ კიდევ რამდენიმე დღე აქ, გავუშვათ ჩემი მანქანით, ჩვენ დავრჩეთ სულ, მე თბილისის რუტინას ვეღარ ავიტან, დამღლელ სამუშაო გრაფიკს და უშენობას. ბავშვო ჩაგეძინა?!“ მშვიდი სახით ავხედე და ვუთხარი :“- ხომ იცი ვერ დავრჩებით , ასე არ გამოვა, დათო იცი რააა.... არაფერი. და მთელი ძალიათ ჩავეხუტე მკლავზე. - ძლიერი ხარ , თბილი , მე კიდე სულ მცივა“ თავზე მაკოცა, ნაზად გააგრძელა ჩემ გრძელ წითელ თმებზე ალერსი და საუბარი განაგრძო ჩუმად ... „-ანა. მე რაღაც მოვიფიქრე, თქვენც დარჩით რამდენიმე დღე, მახსოვს გასაუბრება გაქვს, რამენაირად გადაატანინე , ლუკას მე დავითანხმებ , გოგოები იმით „შევაბათ“ რომ მანქანით წავალთ , ცოტა ხანი კიდევ ერთად ვიქნებით ბავშვო და თბილისში სულ ერთად“. გავუცინე და სიხარულისგან წამოვხტი. უეცრად თავბრუ დამეხვა და დატრიალდა, საკმაოდ ნასვამი ვიყავი და დიდი ხანი ჯდომის შემდეგ კოორდინაცია ვერ შევინარჩუნე,კინაღამ დავეცი. გავაანალიზე , რომ ბედნიერი ვიყავი, დაქალების მიერ უაზრო მახემ თვითონ გამაბა და რაღაც კარგს მიქადდა. უაზროდ ბევრი ვიხეტიალეთ, გვციოდა, სადმე კაფეს ვეძებდით ჩაი რომ დაგველია, ყველაფერი დაკეტილი იყო, მომაცილა საახლში, ბედნიერი თვალები ქონდა , მასაც და მეც. გულში ვფიქრობდი ,-“ ანა, შენგან საშინელი მსაახიობი გამოვა“ . ქუჩის კუთხეში თავზე მაკოცა, და არეული ფეხის ნაბიჯებით თავის გზას გაუყვა. ავირბინე სახლის კიბე კარები მოვსინჯე და დაკეტილი იყო. სმს მივწერე მაკას , პასუხმა გამაოცა : „- ვისთანაც იყავი მთელი ღამე იქ რატომ არ დარჩი?!“ აი ძალიან გავბრაზდი, უცებ სიცილით თავის უზომოდ სექსუალური პიჟამოთი სააბაზანოდან გამოაბიჯა და დამცინა , -„მოდი ბატო, მოდი, ჰა მოხდა რამე? “ , - გიჟივით შევკივლე კი ,კი რამდნეიმე დღე ვრჩებით დათოს მივყავართ , ჰა როგორი მსახიობი ვარ ?! .... კივილზე ქეთა გამოვარდა და ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა - :“ აუ ,ამან კიდე ვერ გაიგო ლუკას რომ ისედაც მივყავდით და ამას და დათოს რომ გავუჩალიჩეთ?! “ ორივე შევიდა ოთახში და დაწვა, მომაძახეს- :“ ანუნა უნდა იპრანჭო ეხლა დიდი ხანი ?, რა იყო ომში ხომ არ გაგიშვით , ანგელოზივით ბიჭი „დაგაჯახეთ“ , ნუ კი „ვაჟიშვილია“ მაგრამ არაუშავს. რა გეგონა ვერ მივხვდებოდით , დანახვისთანავე რომ მოგეწონა! ხომ იცი მოხარშულს გიცნობთ... ცოტა ნაწყენი , ბედნიერი შევედი და მაკას მივუწექი . „მაკააააა , იცი გავები და მომწონს! “, თავზე მომეფერა და ნახევრად მძინარემ ამოილუღლუღა , „-ვიცი პატარა, მაგას მე გამომაპარებ, მიდი დაიძინე , ხვალიდან რაღაც ახალს იწყებ. იმ ღამეს რა დამაძინება ... სოციალურ ქსელში მოვძებნე, მისი ყველა ფოტო დავათვალიერე, ხან ჭერს მივაშტერდებოდი, ხან ტელეფონს, ხან დავხუჭავდი თვალებს და მას წარმოვიდგენდი. რაღაცას ვგრძნობდი, იმას რაც არასდროს მიგვრძვნია , შეყვარებული აქამდე არ მყოლია და ვფიქრობდი, ალბათ ეს იყო ის რაღაც... თავი მეშვიდე ქეთას სურვილი ავისრულე, მთვარის შუქზე პაემანი, მეცინებოდა ... ლუკა მაინც მოწყენილი სახით დადიოდა, გამიკვირდა ,“ციცინათელაში“წასაყვანად რომ მოგვაკითხა, წამოსვლის წინა დღე იყო. ბევრ კარუსელზე დავსხედით... ეშმაკის ბორბალზე მოხდა რაც მოხდა, დღემდე გვეცინება თან ბვრაზობთ, ადგა ეს ლუკა და ჩემსა და დათოს შორის ჩაეხეთქა, მას მერე „ბელუქსი“შევარქვით. შე მამა ცხონებულო, ხედავ მოწონთ „ბავშვებს „ ერთმანეთი ნუღა უშლი ხელს, იყოს შენი ძმაკაციც ბედნიერი. ქეთას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომელ საქანელაზეც უნდოდა დაჯდა, გადაიღო ფოტოები, დათო და მე უკვე ხელჩაკიდებულები ვსეირნობდით და თბილისში წამოსვლა სრულიად არ გვინდოდა. რომელიღაც კარუსელზე როგორც იქნა გვერდიგვერდ აღმოვჩნდით, ლუკა გაიჭედა, თავისი გაბარიტების გამო, რაგბისტის ტანზეა და , გვეცინებოდა, დათომ ხელი ჩამკიდა და აღარ მიშვებდა. რთული ასახსნელია რასააც ჩემი გული განიცდიდა , თითოეული უჯრედი თუ თმის ღერი, მაგრამ დაქალებს რომ ვუმადლოდი ამ უჩვეულო ზაფხულს ეს ფაქტი იყო. „ბელუქსამ“ (ძროხასავით წამოწვებოდა ხოლმე და ამის გამო შევარქვით) როგორც ჩვეოდა, უფროსის ტონით ჩაგვსვა მანქანაში და გამოგვიცხადა, ხვალ მივდივართ თბილისში ,გამოვიძნოთ გრძელი გზაა წინ. მანამდე სანაპიროზე დავსხედით თითო ლუდი დალიეს , მე დათოსთან ვიჯექი და ვხვდებოდი , ყველაფერი როგორც ხდება საზაფხულო რომანად დარჩებოდა ან გაგრძელდებოდა, წამოსვლა არ მინდოდა და უკვე მეგობრების თვალწინ ვეხუტებოდი. . სახლში მოგვაცილეს , დილით 12:00 საათზე მზად იყავითო და წავიდნენ. მთელი ძალით ჩამეხუტა დათო, თითქოს ბოლოჯერ მხედავდა და ცდილობდა დაემახსოვრებინა რაც მოხდა, ან ..... ჯიჯღინით ჩავალაგეთ ჩანთები , ბარგი შეცოტავებული იყო... დათქმულ დროს მოვიდნენ, სიმბოლურად ზღვას გადავხედეთ ... მთელი გზა ყველა ჩუმად იყო.... დროდადრო დათო თვალს მაპარებდა უკან ... დასასრული თბილისი... მაკას სახლი... ივლისი... „ტრაგიზმით“სავსე ისტორიებზე საუბრებს ვაგრძელებთ. ქეთა:-„მას მერე არ დააურეკავს?“ მე:“-არა , რა იყო“... მაკა:“-კი მაგრამ რა მოხდა, ხომ ასე კარგად იყავით“ ღირდა ამად?! .... ლუდის ბოლო ქოლა მოვისროლე გვერდით და დავიწყე ჩემი მონოლოგი, რომელსაც 10 თვეა გოგონები ელოდნენ... ვგრძნობდი დეპრესია გამქრალი იყო და ის რაზეც ეხლა ვწკმუტუნებდი, უბრალოდ რაღაცის გახსენებასთან თანამდევი სევდა იყო. თბილისში რომ დავბრუნდით, მართლაც იდეალური ურთიერთობა გვქონდა, უკვე მისი მეგობრები უნდა გამეცნო, და და დიშვილი ,მისი ძაღლი .... სხვადასხვა სააინტერესო ადგილებში დავდიოდით. მე სწავლა მეწყებოდა , ჩავირიცხე და ჩემზე მეტად უხაროდა, პატარა ბავშვივით ხტუნავდა, დღე და ღამე მესაუბრებოდა. ვსეირნობდით მთელი ღამე აქაც... შვებულება დაუმთავრდა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა და ჩემს მიმართაც გაცივდა,თუ მომწერდა ისიც ირონიით, დაცინვით. აღარც მნახულობდა, ბოლოს სადღაც ვიღაც გოგოსთან ერთადაც ვნახე. არაფერი აუხსნია ჩემთვის ... ასე უეცრად დასრულდა ყველაფერი. დეპრესის ფონზე, მივატოვე სამსახური,სწავლა, თმა რომელსაც შვილივით ვუვლიდი, ბოლომდე შევიკორტნე, არ მინდოდა რამე კავშირი მქონოდა მასთნ, ტანსაცმელიც კი რომელიც ზაფხულს მახსენებდა ან გავაჩუქე ან გადავყარე. გავსუქდი, ვარჯიში მივატოვე, სახლში არ ჩავმჯდარვარ მაგრამ სრულიად შევიცვალე. მაკასთან ერთად საასამართლოში პროცესებს ვესწრებოდი და მხოლოდ ეს „მამხიარულებდა“ . გოგოები და ვერავინ ხვდებოდა, რამხელა სტრესი მივიღე და რამხელა გამოცდილება, როდესააც დაწყობილი გეგმები მასთან ერთად წარმოდგენილი თითოეული დეტალი თავზე გემხობა. მას მერე კიდევ მქონდა იმედგაცრუება, ალბათ მისი დავიწყება ვცადე, მაგრამ ამან უარესი შედეგი გამოიღო, ნებისმიერი გაცნობილი ბიჭი მის თავს მახსენებდა და უარესად ვხდებოდი. მე მხოლოდ ის მტკიიოდა რატომ არ ამიხსნა რა მოხდა, იქნება გამეგო.~ შეყვარებულები არ ვყოფილვართ, ვინ გაცადა მიყვარხარსთქმა გაქრა... მე კი გული 10 თვის მერე თითქოსდა გამიმთელდა. ქეთამ ლუდი მომაწოდა და თავისი გაკრეჭილი ღიმილი მომაპყრო :-„ხომ დაიკიდე ფეხებზე, კარგი რააა, რატომ უნდა იტანჯო, ხომ იცი მე რა არ გამოვიარე, შენ შეცდომებზე სწავლობ და არა სხვისაზე, ჩემ დღეში ხომ არ ხარ „- და ატირდა. მაკაც საშნელ დღეშია მთელი ცხოვრების სიყავრულს დაშორდა, შერიგებას აპირებდნენ, მთელი დღე ემზადებოდა შესახვედრად, სამჯერ გამოიცვალა ტანისამოსი და რა მოწერა, რომ დრო გაექცა და გეგმები შეეცვალა. ამ ყველაფრის შემდეგ ვხვდებოდი , რომ ჩემი უაზრო მონოლოგი ჩემ გოგოებს უფრო დიდ ტკივილს აყენება, ის ხომ ჩემი შეყვარებული არც კი ყოფილა.... გათენდა და ყავით ხელში ვიჯექი... მონიტორს ვიყავი ჩაშტერებული , მისი ფოტო ამომიგდო სოციალურმა ქსელმა და ვერ ვინძრეოდი, (მიცხვდი სადღაც, ვაპატიე და ცოტა მენატრებოდა , არაა, გოგოებს ვეღარ გავუმხელდი) . ამ დროს ლუდის ქილების ხმა გავიგე და გამოვფხიზლდი. ქეთა და მაკა სახლს ალაგებდა ... მომესმა გოგოების სიცილი და ქეთამ ტელეფონი შემომირბენინა ოთახში . „-გირეკავენ!“ „-ვინ?“ დედაჩემია? „-ოოოო, რა ვიცი მე , შენთ ვითონ ნახე . გაიქცა და ორივემ ჭიხვინი ატეხა. ტელეფონს გაოცებული სახით დავხედე , ის მირეკავდა. არ ვიცოდი რა მექნა მთელმა ზაფხულმა თვალწინ ჩამირბინა, მერე დეპრესიის ათმა თვემ და გავუთიშე . ბევრი სმს-ი იყო , ყველა ერთი ტექსტით : -„ ანა , ვიცი არ მაპატიებ. უბრალოდ მინდა შეგახსენო , ჩემი 5 სურვილი გმართებს , იმედია გახსოვს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.