შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (თავი 1)


21-07-2016, 21:47
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 248

თმა აპუტული ვდგავარ სარკის წინ და საკუთარ ანარეკს ვუყურებ.“გაღვიძების შემდეგ“ თმის სტილი არ მიხდება,თუმცა,რა გასაკვირია,არც არასდროს მიხდებოდა.ტელეფონის ვიბრაცია მახსენებს,რომ საათს უნდა დავხედო,ვიღებ ხელში და ნინას მოწერილი მხვდებალუკას დაბადების დღეა,არ დაივიწყოო.ლუკა ერთი ბიჭია,რომელსაც დიდი ხანია მოვწონვარ,თუმცა მეგობრობის მეტს არაფერს ვთავაზობ.სიმართლე ვთქვა,მეზარება წვეულებაზე წასვლა,თუმცა ნინას ხათრით ვთანხმდები.
აღარ ვვპასუხობ,რადგან ჩემს ყურადღებას სხვა რამ იქცევს და წამიერად ვიყინები.გონებაში სხვა რამ მიელვეს,თუმცა დიდ ხანს ვუნდები იმის გარკვევას,თუ რაა ეს.
-8 აგვისტო!-ხმამაღლა ვკითხულობ ტელეფონიდან და მეღიმება.სასაცილოა! კიდევ მახსოვს,არადა უნდა დამვიწყებოდა-ერთი თვე-ვაგრძელებ ფიქრს და ტუჩი მეკვნიტება,ესეც ძველი ჩვევა.რას უნდა ნიშნავდეს? ნუთუ მომენატრა? რა სისულელეა,თვითონ არ ვუთხარი,არ შევეფერებით ერთმანეთს,თავი დამანებე-მეთქი.
ერთი წელი გავიდა.ერთი...შემიძლია გავიხსენო ის,რაც დაჩისთან მაკავშირებდა,თუმცა არ მინდა,საკუთარ პრინციპებს ვერ გადავუხვევ.პრინციპს კი ვამბობ,თუმცა ამის არსს თავადაც ვერ ვწვდები წესიერად.
გახსენებაც კი მიჭირს,რა იყო და საერთოდ იყო თუ არა რამე.დღეს ერთი წელი გავიდა,რაც მას ვიცნობ.მახსენდება,რომ ერთი წლის განმავლობაში დროდადრო მირეკავდა,მწერდა და ამ სახით მიკითხავდა,მესაუბრებოდა,უნდოდა,ჩემთან ყოფილიყო,შეხვერდრებს მთხოვდა,მე კი მხოლოდ სამჯერ შევხვდი,თუმცა მას ფარხმალი მაინც არ დაუყრია.ვერ ვხვდებოდი,რა იყო ეს,ყოვეთვის ვუმეორებდი,რომ სხვა ენახა,რადგგან მე სულ სხვა პოლუსზე ვიყავი და ის სულ-სხვაზე.
საკუთარ თავს დავპირდი,რომ მასზე აღარ ვიფიქრებდი,მაგრამ მაინც მეფიქრებოდა.რეალურ ცხოვრებაში არც ისე კარგად ვიცნობდი,რაა აბა სამი შეხვედრა?! თუმცა ჩვენი საუბრები ერთ წელს ითვლიდა,მართალია პაუზებით,მაგრამ მაინც.
ზოგჯერ მეგონა,ერთმანეთს კარგად ვუგებდით,თუმცა ეს ასე არ იყო.ძალოან ფეთქებადი ხასიათი გვქონდა ორივეს,რაც გადამწყვეტ როლს ასრულებდა.შეიძლება ხუთი წუთის წინ კარგად ხასიათზე მყოფი,გავბრაზებულიყავი და საშინლად მომეშალა მისთვის ნერვები,ისიც ასე იყო,ზოგჯერ,როცა ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა,ისეთ რამეს იტყოდა,რისთვის მთელი თვეები ბოდიშს იხდიდა; მე ხომ შემეძლო ყოველ მეორე კვირას შემეხსენებინა მისი ძველი „დანაშაული.“
ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი რაღაცნაირად გვიზიდავდა,გვაინტერესებდა..თუმცა ჩემი ხასიათი მასთან ყოფნუს ნებას არ მაძლევდა,არ შემეძლო,არ მომეშალა მისთვის ნერვები,ყოველ ნორმალურ საუბარს ვაფუჭებდით,ჩვენთვის ხომ ერთმანეთის გაბრაზება ამ ურთიერთობის ნაწილი იყო.
ცხელი ზაფხული იყო,თუმცა არც ისე ცხელი ან ვერ ვგრძნობდი,რადგან მთელი ზაფხული ნინას ტბის სახლში გავატარე,ერთი კვირა კი ანტალიაში ვიყავი,რომლის საგზური რაღაც კონკურსში მოვიგე.
ისე ხშირად მიფიქრია,რომ დაჩიში რაღაც განსაკუთრებული იყო,თუმცა ალბათ ის გვიშლიდა ხელს,რომ ორივემი ვერძი ვიყავით და ერთმანეთს მუდამ კონკურენტებად ვუყურებდით,ვეჯიბრებოდით ნებისმიერ რამეში,განსაკუთრებით მე ვიყავი ასეთი.მუდამ რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც.
ფიქრებიდან საათის წიკ-წაკმა გამომიყვანა.გამახსენდა,რომ მარტო ვიყავი,თვალწინ დამიდგა გასული ერთი კვირა,როცა თბილისში ჩამოსულს მხოლოდ ცარიელი კედლები დამხვდა,ვინაიდან ჩემი მშობლები სამოგზაუროდ წავიდნენ.ხოდა ვიყავი ასე მარტო,ნინასაც იშვითად ეცალა,რადგან მთელი კვირა რაღაც შტაჟირებებზე დადიოდა.მოკლედ,ამ დღეების განმვალობაში წიგნების კითხვის მეტი არაფერი გამიკეთებია,რამდენჯერმე კინოშიც ვიყავი,ოღონდ სულ მარტო.
მეორეჯერ მივდივარ სარკესთან,რამე ნორმალურს ვეძებ,რადგან სავაჭრო ცენტრში ვაპირებს წასვლას,ლუკას დაბადების დღეზე ხელვარიელი ვერ მივიდოდი,ოღონდ ისეთი რამ უნდა მეყიდა,რომ მისთვის რაიმე სახის იმედი არ ჩამესახა.
შორტს ვიცვამ და უსახელო მაისურსაც ვირგებ.მიყვარს ასეთი სტილი,კაბები ძალიანაც არ მიზიდავს,უფრო სპორტულად მიყვარს ჩაცმა.
კარებს ვაღებ და გაღიმებული სახით მივდივარ,არასთვის მიწევს დაბარება,კითხვასაც ვერავინ მისვამს,მე ხომ მარტო ვარ.სათვალეებს თავზე ვირჭობ და ლიფტს ვიძახებ,ლოდინის მოლოდინში ვირხევი,როგორ ჩანს,კარგ ხასიათზე ვარ.
პირველ სართულზე ჩერდება ეს მოძრავი მანქანა და მეც ვიცვლი ადგილს.მეზობელ ბებოს ვესალმები და ღიღინით მივდივარ ავტობუსის გაჩერებისკენ,აბა სად მყავს მანქანა,რომელიც ძალიან მინდა,რის გამოც ხშირად ვიწყევლი თავს,რატომ არ ჩავაბარე ქართულ-ევროპულ სასაწავლებელში-მეთქი,იქ ხომ დაწყებისთანავე მანქანას თუ არა მის მსგავს მაინც მაჩუქებდნენ.
სავაჭრო ცენტრში ყველაფერი კარგად მიდის,იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ბავშვობის ნაცნობი მხვდება,რომელიც ერთ დროს ყურებამდე იყო ჩემზე შეყვარებული.
-როგორ ხარ,ელე?-შემოკლებული სახელით მომმართავს და სახე უბრწყინდება.ოღონდ ეს არა,ეს არ მაწყობს,ნადმვილად,თუმცა რა ვქნა,მივდივარ და გადასაკოცნად ვემზადები,ის ხელს მხვევს მხარზე და ლოყას მიხახუნებს.
-ძალიან შეცვლილვარ-შემდეგ უკან იწევა და თვალებს ძაბავს.
-შევცვლილვარ? შენც სხვანაირი ხარ-არც ვაკვირდები,ისე ვამბობ.
-ძალიან გალამაზებულხარ,ელე..-თვალები უფართოვდება.
-კარგი ერთი-ირობიულად ვპასუხობ,თუმცა ის არც კი იმჩნევს.
-ყავა არ დავლიოთ? ძალიან გამიხარდა შენი ნახვა.
-ახლა არ შემიძლია,დაბადების დღეზე მივდივარ საღამოს-თავს ვიმართლებ,თუმცა რატომ არ ვიცი.
-შეგეხმიანები იცოდე..-თვალს მიკრავს,სწრაფად მეხვევა და მიდის.
კარგი ერთი,რა სისულელეა,ყავა არა პივა კიდევ.გამოშტერებულის ღიმილით ვიკვლევ გასასვლელისკენ კარს და მაშინვე ნინას ვურეკავ.
-რა უყიდე?
-პერანგი.
-მოეწონება?
-აბა რა-ვპასუხობ და ზემოთ ვიხედები,ავტობუსის ლოდინში.

საღამო მალე მოდის,არასასურველ წვეულებაზე მივდივარ ფიქრებით დატვრითული.მგონი,ბედის ბორბალზე ვტრიალებ და ვშიშობ,ჩამოვვარდები. დამტხვევის მაკვირვებს ლუკას დაბადების დღე 8-შია,ბიჭის,რომელსაც დღემდე ვერ შევაგნებინე,რომ მხოლოდ მეგობრები ვართ,ზოგჯერ ისე მიყურებს ხოლმე,მეცოდება. და 8-ში გავიცანი დაჩი,სულ შემთხვევით,ბარში ვიჯექი,როცა სასმელი შეუკვეთა ჩემთვის,თუმცა უკვე მივდიოდი და არ დამილევის.ამის მიუხედავად,ჩემი სახელი გაუგია და „ფეისბუქის“ საშუალებით გამიცნო.სწორედ ეს მაკვირვებდა,რატომ არ შემეძლო,დამევიწყებინა რიცხვი 8,რვა აგვისტო,თითქოს დაწყევლილი ვიყავი და არ შემეძლო,დაჩის ჭაობივით თვალებდან ამოვსულიყავი.
-რაზე ფიქრობ?-მიახლოვდება ლუკა,რომელიც ისე იცინის,რომ ყველა კბილი უჩანს.
-არაფერზე.მოგეწონა პერანგი?
-ძალიან მომეწონა.არ მეცეკვები?
-რა თქმა უნდა-კისერზე ხელს ვხვევ და საცეკვაოდ მივყვები,თუმცა ფიქრებში სულ სხვაგან ვარ,მახსენდება,რას დავპირდი დაჩის,ტანგო უნდა გასწავლო-მეთქი,ნოსტალგიები მაწვება,მიმძიმს ის,რომ დღეს 8 აგვისტოა და იმედი მაქვს იმისა,რომ დაჩი მომწერს ან დამირეკავს,თუ,რა თქმა უნდა,ჩემი სახელი და გვარი მაინც ახსოვს.
ასეთი უიმედო არასდროს ვყოფილვარ და ამავდროულად ასეთი იმედიანი,საკუთარი თავის მიკვირს და ვერ ვხვდები,რატომ ვაწამემ ამ ბიჭს და ან თვითონ რატომ მაწამებს.
-აქ ხარ?-ლუკას ხმა მაფხიზლებს.
-რა? რამე მითხარი?
-ხვალ რას აპირებ-მეთქი.
-რა ხდება ხვალ?
-სვანეთში გვინდა წასვლა და თუ გინდა შენც წამოდი,ნინაც მოდის-ნინას ახსენებს და სახე უბრწყინდება,იცის,რომ წავალ.
-სვანეთში? კარგი რა....ეციება-მიზეზებს ვეძებ,რომ რამენაირად თავი დავიძვრინო,თუმცა მაინც ვთანხმდები,სვანეთში არასდროს ვყოფილვარ და დიდი სურვილი მაქვს ვნახო იქაურობა.
-რა მაგარია-ლამისაა წამაქციოს ნინამ,რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანს,მეც კი მიხარია,მაგრამ სვანეთზე დაჩი მახსენდება,არასდროს ვყოფილვარ და ერთად წავიდეთო.ამაზე მეცინება,ზედმეტად ფულუბრყვილოდ ვთამაშობდით...
მთელი ღამე წესიერად არ მძინავს,ვიხენებ ერთად გატარებულ ყოველ წუთს,ყოველი საუბრის წამებსაც კი და თითქოს გულში რაღაც მჩხვლეტს.
„შენი ბრალიაა,შენი..“-ეს ხმა არ მსიამოვნებს და ფეხზე ვხტები,ნუთუ ძილშიც არ უნდა მომასვენოს ამ საზიზღარმა ფიქრებმა.სამზარეულოში გავდივარ და ყინულიან წყალს ვიღებ,ასე სჯობს,ცოტას გავგრილდები მაინც.
მერე არ მახსოვს არ ხდება,ალბათ იმიტომ,რომ სწრაფად მეძინება და თანაც მაგიდაზე...ვიღვიძებ თუ არა,მეცინება საკუთარ „გმირობაზე“. ვდგები,სააბაზანოსკენ ვიკვლევ გზას და ცივი შხაპის ქვეშ ტანსაცმლიანი ვდგები,როგორც ჩანს,ყველაფერი რვა აგვისტოს ბრალია.

სვანეთში ისე ჩავდივართ,ხმას არ ვიღებ,რაც ყველას უკვირს,მე ხომ ძალიან მიყვარს საუბარი და ენას არ ვაჩერებ ხოლმე.
-კარგად ხარ,ელე? რამე ხომ არ გაწუხებს?-მზრუნველად მეკითხება ლუკა,რომელიც ჩემს გვერდით ზის და თვალს არ მაშორებ.
-არა,უბრალოდ მოვიწყინე.
-მოდი მუსიკას მოვუსმინოთ.ჰო ხედავ ნინას სულ არ ვახსოვართ-მის ნათქვამზე ორივეს გვეცინება,ცალ ნაუშნიკს ვართმევს და მადლობის ნიშნად ვუღიმი.
ასე დროც მალე გადის,ლუკა მუსიკას ცვლის და ცვლის,ჩემს გართობაზე ფიქრობს,მართლაც,კარგი მეგობარია...
-ჩავედით-ნინას მანქანის გაჩერება აფხიზლებს და თავს მაღლა სწევს.ხელს ვკიდებ და ადგომაში ვეხმარები,ბარგს ბიჭებს ვუტოვებთ,ჩვენ კი მაღლა ავდივართ,სადაც ლუკამ ჩვენი ოთახი უნდა გვაჩვენოს.
-დაეტევით?-ირონიულად გვეკითხება და გადის,ჩვენ ნელ-ნელა ვბარგდებით და მალევე საღამოვდება კიდეც,სვანეთში საკმაოდ ცივა,თუმცა შესაფერის ტანსაცმელს ვერ ვპოულობ ან როგორ ვიპოვი იმას,რაც არ წამომიღია.
-ჩემი ქურთუი გინდა?-მეკითხება ნინა,თუმცა უარს ვეუბნები,მას ხომ თბილი არაფერი არ აქვს.
სიცივეს არ ვიმჩნევ და დაქალს უკან მივყვები.გარეთ მწვადის სუნია და ვხვდები,რომ ბიჭებს უსაქმურად არ დაუკარგავთ დრო.
-ეს ჩვენი მეგობრები არიან-ვჯდები ცეცხლთან თუ არა,მეუბნება ლუკა და უკან იხედება,თუმცა მე ვერავის ვხედავ.
-მოდით აქ,ბიჭებო..-ლუკა ხმა უწევს-ლამაზი გოგონები უნდა გაგაცნოთ.
-აუ გვაცადე რაა.
-მოდით,თორემ გადავიფიქრე.
-რას გვემუქრები ტო-ერთ-ერთის ხმა მეცნობა,თუმცა ვერ ვიხსენებ,საიდან...უკნიდან ფეხის ხმას ვგრძნობ,მესმის ურიტმო სვლა,თუმცა უკან არ ვიხედები.
-აბა გოგონები?-ორივე ბიჭი ერთდროულად კითხულობს,მე და ნინა ფეხზე ვდგებით მექანიკურად.
-ელეეე!-ბიჭის სახეს დანახვამდე,მისი ხმა მესმის.ჩემი სახელი იცის,საიდან?
-ერთმანეთს იცნობთ?-გაკვირვებული სახით გვიყურებს ლუკა ხან მე და ხან დაჩის.
-ვიცნობთ?-იბნევა დაჩი,რომელიც ჩემს წინ ისეთი დაბნეულია,არ იცის,რა თქმას.
-ჰო..იცნობთ?
-ელე,უნდა დაგელაპარაკო-ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და მთხოვს,ეზოს მეორე მხარეს გავყვე,თუმცა ნაბიჯს არ ვიცვლი.ამას,რა საკვირველია,სპეციალურად არ ვაკეთებ,უბრალოდ შოკში ვარ.
-ელე,იცნობ დაჩის?-მეკითხება ლუკა,მე კი თავს ვუქნევ.ხმის ამოღება არ შემიძლია.მახსენდება გასული დღეები და თავს უცნაურად ვგრძნობ.
-ელენე!-ოფიციალური ტონით ამბობს დაჩი,თუმცა არ ვირხევი.
-მერე ესაუბრე,რატომ ძაბავ სიტუაციას?-ლუკა ცეცხლთან სვამს დაჩის,რომელსაც ლოყები ჟღალისფერი აქვს და თავს ვერ აკონტროლებს,ხელებს უმისამართლოდ ამოძრავებს,სახე შეკრული აქვს და ისე იქცევა,თითქოს საკუთარ სხეულში არ იყოს.მახსენდება,რა მითხრა ერთ დღეს,შენს გარეშე გამიჭირდება,ვერასდროს დაგივიწყებო,თუმცა მაშინ არ დავუჯერე,წარმოუდგენლად მიმაჩნდა,რომ მიწონების ზღვარს გასცდებოდა ჩვენი გრძნობები.
-კარგით,მოეშვით რაა-ამბობს ლუკა და ნინას გვერდით უჯდება-ნახეთ ნინაც რა ლამაზია-უყურებს დაჩის და შემდეგ ჩემ ხელს იღებს-ერთნაირიგემოვნება გვქონია,ძმა...-ეცინება ა მთელი არსებით აშტერდება დაჩის.
-რა?-ფეხზე დგება ბიჭი,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის-თქვენ ერთად...?-ვეღარ ასრულებს კითხვას.
-ღმერთო....ჩვენ მეგობრები ვართ-ვამბობ და წარბს მაღლა ვწევ.
-და შენ? დაჩი,შენ ვინ ხარ? სად გაიცანი ელე?
-დაწყნარდით რა...აქ რამის გასარჩევად არ მოვსულვართ..თუ ასე იყო,დავრჩებოდით თბილისში..-გაბრაზებული ამბობს ნინა და ფეხზე დგება-ყელშია რაა!
-იცოდეთ,სულ წავალთ-ვაპროტესტებს და დაქალს გვერდით ვუდგები.
-ელე,მოყევი აბა სად გაგიცანი..-მიყურებს დაჩი და თან ცბიერად აპარებს თვალს ლუკასკენ.
-თქვენ ერთად იყავით?-ლუკას თვალებში ლამისაა კითხვის ნიშNები გამოისახოს,მიყურებს და პასუხის მოლოდინში ცქმუტავს.
-დაწყნარდით...ეს ბიჭი უბრალო ნაცნობია-თვალს ვაპარებ დაჩისკენ,მაინტერესებს მისი რეაქცია..
-ნაცნობი? უბრალო ნაცნობი?-ფეხზე დგება,ნერვებს ვეღარ თოკავს-არ მჯერა,თუ...ღმერთო ჩემო! ელე,მხოლოდ ნაცნობი? გადმოვქექო ჩვენი ქრონიკა?
-სახლში წადი.ნერვებს ხარ აყოლილი-მშვიდად ვამბობ და ერთ ნაბიჯს უკან დგავს.
-შენზე ვგიჟდები,შენ კი გკიდივარ,ისევ ჰო? მთელი წელი,მთელი წელი დამაწყვიტე ნერვები,მთელი წელი შენს ნებაზე მატარებდი,უბრალო შეხვედრასაც არ კადრულობდი,ვერ იცლიდი გოგო,მხოლოდ რამდენჯერმე მომეცი შენი ნახვის შესაძლებლობა,ახლა კი....ღმერთო! რა სულელი ვარ!
-არ გინდა ეს თავის მსხვერპლად გამოყვანაა...უბრალოდ წადი და ნუ გვიშლი საღამოს-ხმას ვუწევ,თუმცა მალევე ვხვდები,რომ ზედმეტი მომივიდა,თუმცა უკვე გვიანია,დაჩი კარისკენ მიდის,უკან არც კი იხედება,მე კი ნინას ვეკვრი.
-არ შეჭამთ?-ლუკას იუმორის გრძნობა შესაშნივნავი კი აქვს,მაგრამ ეს უკვე აღარაა იუმორი.
-ეჭვიანობის სცენებს მიწყობ,ლუკა?-თვალებინ ნაპერწკლებს ვყრი..-ჩემი მეგობარი ხარ და თუ ეს არ გაკმაყოფილებს,ჯანდაბამდეც გზა გქონია,გესმის?-ცრემლები მცვივა თვალებიდან,სირბილით ავდივარ მაღლა,ვიღებ ჩემს ნივთებს.ერთ ჩანთაში ვყრი და გალავნისკენ მივდივარ,ნინაც მომყვება.არ ვიცით სად,მაგრამ ვიცით,რომ მივდივართ.აქ გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია.
____
გამოცდები კი მორჩა,მაგრამ მუზები არ დაბრუნდნენ,რას ვიზამ...
წინა ისტორია არ გაგრძელდება,როგორც ჩანს....
ასეთი უმუზობა ჯერ არასდროს მიგრძვნია,რას ვიზამთ...ადრე სულ დაუშრეტელი მუზები მქონდა..



№1 სტუმარი Nino

Zalian kargia

 


№2 სტუმარი nini

კარგია , ახალი თავი დადე

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

კარგიააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent