ბედის ირონია (გაქცევა)
ტესტი ზურგჩანთაში ჩაიგდო და სახლში ავიდა. მოსაზრება ორსულობის შესახებ, იქიდან გაუჩნდა, რომ ციკლი აერია. მის ასაკში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა არასდროს ქონია თვის გამოტოვებით... თავს დაიზღვევს და მაინც გაიკეთებს ტესტს.. იმის გამო, რომ ტესტის გამოყენება არ იცოდა დაგუგლა ! ეშინოდა მოსალოდნელი შედეგის.. მაგრამ ბოლო წუთამდე ჯეროდა, რომ ორსულად ვერანაირად ვერ იქნებოდა.. იმედები გაუცრუვდა.. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მარიამის გულმაც წამიერად მუშაობა შეწყვიტა.. გასაკვირი არიყო, სხვა რა რეაქცია ექნებოდა 16 წლის გოგოს, რომელიც ბავშვს ელოდება ! ბავშვი ბავშვს ელოდება ! საშინელი წვა ეგრძნო, სულში, გულში ! უბრალოდ იაზრებდა, რომ ცხოვრება დაინგრია ერთი სისულელის გამო ! "ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე" მართლაც, რომ ასეა. მარიამისთვის ეს ცუდი სიურპრიზი გამოდგა. იმდენად იყო აგონიაში, რომ ვერ იჯერებდა ნანახს და გაგებულს ! მწარე ტყუილი ეგონა, არშეეძლო დაჯერება, არუნდოდა ასე ყოფილიყო... იმდენს ფიქრობდა რა გაეკეთებინა, რომ მალე ტვინი გადაეწვებოდა.. არშეეძლო აბორტზე ფიქრიც კი, რადგან არც ფიზიკურად და არც სულიერად ამისთვის მზად არ იყო, არც ბავშვის გაჩენისთვის იყო მზად, მაგრამ აბორტს უბარალოდ საშინელებად თვლიდა.. ამ სახელის გაფიქრებაც კი ზარავდა და ზიზღს იწვევდა მასში. ორი თვე იჯდა და ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა ! რათქმაუნდა ვერაფერი მოიფიქრა.. მუცელი არ ეტყობოდა, თუმცა ხანდახან გულის რევა და ქეთისთვის იმის მოტყუება, რომ რაღაცამ აწყინა ადვილი სულაც არიყო.. ძნელია ორსულობა გამოაპარო შენთან ერთად მცხოვრებ ადამიანს, რომელიც მომავალი ექიმია ! თვეებთან ერთად პრობლემებიც იზრდებოდა. ორსულობა და საერთოდ თავისი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმოედგინა ! უბრალოდ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და გადაწყვიტა ის გაეკეთებინა რაც ყველაზე ძალიან არ უნდოდა ! ლუკას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. - იცოდეს, რომ ორსულად ვარ. რუდემდე უნდა ვმალო.. მგონი ცხოვრებას მართლა სუიციდით დავასრულებ ცოტახანში ! არც მისი დახმარება მჭირდება, არც მისი სიბრალული, არც სიყვარული და საერთოდ არ მჭირდება ! უვრალოდ ვალდებულია იცოდეს ! ჩემ დაუფიქრებელ ქმედებაზე პასუხს მე უკვე ვაგებ ! არარი საჭირო მანაც აგოს პასუხი ! უბრალოდ იცოდეეესსს ერთი ღამის მიქარული რად დაუჯდა ! უფრო სწორად მე რად დამიჯდა ! ამაზე სექსის დროს ეფიქრა ! ეს ბავშვი მარტო მე არ გამიკეთებია! იცოდეს რომ შვილი ჰყავს !!!! ფიქრობდა მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა.. ისე გამოდიოდა თითქოს დახმარება უნდოდა მისი და ამიტომ აკეთებდა ამას. მაგრამ უბრალოდ უნდოდა, რომ ცოდნოდა.. პარკში შეხვდნენ ერთმანეთს, მისკენ საკოცნელად წამოსული ლუკა ცივად მოიშორა. - როგორ ხარ მარიამ? - ორსულად ვარ - რა ხარ? - ო რ ს უ ლ ა დ ვ ა რ ! დაუმარცვლა და თვალებში შეხედა - ჩემგან? - ხო აბა ვისგან? - უეჭველი იცი? - მისმინე ლუკა ორი თვის ვარ უკვე ! არვიცი რა მოხდება როცა ბავშვს გავაჩენ მაგრამ ვეცდები ყველანაირად რომ როგორმე ეს ცხრა თვე დავმალო ! არვიცი როგორ მაგრამ ვეცდები ! აქ დახმარების სათხოვნელად არ მოვსულვარ და არც შენი ცინიკური გამომეტყველების საყურებლად ! შენ გარდა სექსი არაავისთან მქონია !!!!!!! ერთი შეცდომით ხომ ხედავ ცხოვრეება, რომ დავინგრიე? უბრალოდ იცოდე, რომ შენი შვილი მყავს მუცელში ! ეხა ნახვამდის! უკან წამოსვლა დააპირა თუმცა ლუკამ გააჩერა: - მარიამმ - გისმენ - ამათი დედაც მოვ**ან წამო გავიპაროთ ! - რა? - გავექცეთ ყველას.. წამო ! - კაი ! ისე უფრიალებდა გული, ალბათ იქ ჩაიკეცებოდა. კიდევ არ უფიქრდებოდა იმას რასაც აკეთებდა, მაგრამ აქ ყოფნას და მალვას და ათას ტყუილს ჯობდა წასულიყო ! არიცოდა, ალბათრამდენიმე დღეში უკან წამოიყვანდა ლუკა? ან მიატოვებდა? მაგრამ უკვე აზრი არქონდა, მაინც დედა ქონდა მო***ული მის ცხოვრებას ! ყველა გაიგებდა და ყველა ჭორაობას დაიწყებდა, რაც აწუხებდა ის იყო, როგორ შეეხედა ამის მერე საკუთარი დედისთვის ! მანქანაში ისხდნენ, არც ერთი ჩქარობდა ლაპარაკის დაწყებას და არც მეორე. ბოლოს მარიამმა გადაწყვიტა სიჩუმე დაერღვია: - ლუკა სად მივდივართ? - წყნეთში ავიდეთ ვაკოსთან - გასაღები გააქვს? - არა მაგრამ გავაღებ რამით - ხოოკაი. კვლავ სიჩუმე.. ეს ზგა დაუსრულებლად ეჩვენებოდა.. თავს მაინცდამაინც ბედნიერად და კარგად ვერ გრძნობდა და ვერც იგრძნობდა. ფიქრობდა იმაზე რაც ამ საქციელს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. გადაწყვიტა უბრალოდ დაესვენა ერთი ან ორი დღე, სანამ ყველაფერს გაიიგებდნემ და ერთი ამბავი ატყდებოდა ! სახლის კარის გაღებაზე ბევრი იწვალეს, მაგრამ ბოლოს გააღეს.. მთელი საღამო ჰოლში ისხდნენ ჩუმად. უბრალოდ არიცოდნენ რაზე უნდა ესაუბრათ. ახლა იმაზე მეტად უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის, ვიდრე სულ პირველი შეხვედრისას. - ახლა რაუნდა ვქნათ? - რავი ცოტახანი აქ ვიყოთ სანამ მოგვაგნებენ და მერე ჩავიდეთ.. ხელი მოვაწეროთ, ჯვარიც დავიწეროთ.. რავი მე ესე დავგეგმე და შენ როგორც გინდა ისევქნათ.. - ეგრევქნათ.. მარა ხომ ხვდები, რომ მასე ადვილი არ იქნება? - ვიცი ! ერთად თუ ვიქნებით ძნელიც არ იქნება და ყველაფერი მოგვარდება. ეს სიტყვები, რაღაცნაირად ესიამოვნა და გულზე მალამოდ დაედო. კიდევ დიდხანს ისხდნენ ჩუმად, უკვე ღამე იყო. - გშია? მოულოდნელად ჰკითხა მარიამს. - რავი კი - ვნახავ რამე თუ გვაქვს მაცივარში - კარგი რამდენიმე წუთში, სამზარეულოდან ყინულებით გამოვიდა - ყინულები გიყვარს? მის ნათქვამზე ორივეს გაეცინა. - მეტი არაფერი არიყო - კაი არაუსშავს. იმ დღეს სულ ეს იყო მათი დიალოგი, მეორე დილით გაღვიძებულ მარიამს სახლში არავინ დახვდა. ჯერ სულ ერთი დღის ცოლი იყო და დილით ქმარი სახლშიც არ დახვდა ! უკვე "ოჯახური იდილია" იგრძნობოდა.. იმაზე ფიქრით თუ სად უნდა წასულიყო ლუკა თავი არ შეუწუხებია, ერთი გაიფიქრა ალბათ მიხვდა, რომ ცოლი და შვილი ძალიან ადრეა და წავიდაო. თავისივე ფიქრებზე გაიეცინა და სამზარეულოს მიაშურა იქნებ რამე ვიპოვნოო. კარადაში ყავას მიაგნო, შაქარი ვერ იპოვა. უშაქრო გაიკეთა და მდივანზე წამოგორდა. დიდი სიამოვნებით აიღო ფინჯანი დასალევად, ერთი ყლუპი მოსვა, სახე დამანჭა და ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა, მწარე იყო ის კი არასდროს სვამდა უშაქრო ყავას ! ნაცვლად ლუკასი, ახლა იმაზე ფიქრობდა რა სიტუაცია იქნებოდა სახლში. წარმოიდგინა დაპანიკებული და გაგიჟებული დედა, რომელიც გამეტებით ლანძღავდა მარიამ.. თვალწინ დაუდგა აცრემლიანებული ბებია და აფორიაქებული ბაბუ. მოკლედ ერთი სეირი იქნებოდა ახლა მის ოჯახში. დაახლოებით ნახევარ საათში კარის ხმა გაიგო და შეშინებული წამოხტა და მეორე სართულზე ავარდა. თითქმის კანკალებდა და ტირილიც მორთო. და რატომ? ეგონა მის წასაყვანად მოვიდნენ, დედა პოლიციის თანხლებით ან ქეთი.. ან მეტიც ვიმე მთვრალი, რომელსაც სახლი აერია. ცოტაც და ფანჯრიდან ისკუპებდა. თუმცა წუთიწუთზე მოუსწრო ლუკამ. პირველად ესიამოვნა ასე ძალიან მისი დანახვა. ცრემლები შეიმშრალა, კისერზე ჩამოეკიდებოდა, მაგრამ არუნდოდა რამე შეემჩნია, ამიტომ დისტანცია დაიკავა და ურეაქციოდ შეხვდა. - ახლა გაიღვიძე? - არა - აბა აქ რაგინდა? - ისე ამოვედი. სად იყავი? - რაღაც საქმე მქონდა. თან მარკეტში რაღაცეები გიყიდე. ხო გშია? - არაა.. - კაი რა ტოო ! გუშინდელის მერ არაფერი გიჭამია და რანაირად არ გშივა? ნუ ხარ ეგრე. ჯერ ვერ ხვდები რო ცოლი ხარ ჩემი უკვე? - წავალ რამეს გაგიკეთებ - წამოდი და ერთად გავაკეთოთ - კაი წამოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.