შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (თავი 2)


22-07-2016, 18:24
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 549

ლუკა შორიდან ცქმუტავს,ეტყობა,უკმაყოფილოა ან როგორ უნდა იყოს კმაყოფილი?! სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას,თუმცა არც მე ვიცი გზა და არც ნინამ,ჩვენ ხომ პირველად ვართ სვანეთში.მახსენდება დაჩის ნათქვამი,სვანეთში არასდროს ვყოფილვარ და მინდა წასვლაო.ვერ ვხვდები,რატომ მაქვს ასეთი რეაქცია მის სიტყვებზე,მე ხომ საკუთარ თავს გამოვუტყდი,რომ მის მიმართ არანაირი თბილი გრძნობა არ მაკავშირებს და ისიც იმავეს გრძნობს,სავარაუდოდ.განა შესაძლებელია სიმპათიაზე მეტი გქონდეს ადამიანთან,როცა მუდამ მის ნერვებზე „უკრავ?“
-ისე დაჩი მაგრად გამოიყურება-ეცინება ნინას.
-ნინა,არ გინდა...მაგრად გამოიყურება-ვიმეორედ ირონიულად-მხოლოდ გარეგნობაა მთავარი? არც მე გამოვიყურები ცუდად,ნახე რა ბალერინა ქალი ვარ-ცეკვა ჩემი ჰობია და ეს ტანზეც მეტყობა,აშკარად,რატომ ვარ დაჩიზე ნაკლები ან რით ვარ?!
-კარგი.გავჩერდები..ლუკას ზედმეტები მოსდის ხოლმე.
-იდიოტია,ნახოს,თუ შევურიგდე,დღეს ორმაგად ამაზრზენი იყო.
-ისე სად მივდივართ,ელე?-მეკითხება დაქალი,რომელსაც სული ძლივს უდგას.
-ჯანდაბაში...სად წავალთ?-ვპასუხობ და ჩემს პასუხს ირონიული სიცილი მოსდევს,ხმა უკნიდან მოდის.
-რა ხშირად ხმარობს სიტყვა ჯანდაბას.ალბათ ეს შენი სახლის სახელია,მეც მოვდივარ..-თვალებს არ ვუჯერებს,ისევ ირონიული დაჩი დგას ჩემს უკან..
-წადი და ლუკას ნორმალურად დაელაპარაკე..შერიგდით-გაბრაზება მივლის და მშვიდად ვეუბნები.არ მინდა,ჩემს გამო ურთიერთობა გაუფუჭდეთ.
-შენც შემირიგდები?
-როდის გეჩხუბე?-ვეკითხები ჩვეულად და ნინას ვანიშნებ,გაისეირნე-მეთქი.ისიც მიჯერებს.
-შენი საფირმო ფრაზე,ელეონორ!-იცის,რომ არ მიყვარს ეს მიმართვა და სპეციალურად იქცევა ასე,თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და ვიცინი.
-ისე რაიმე ტრანსპორტამდე თუ მიგვასწავლი გზას,მადლობელი დაგრჩები.
-ჩემი მანქანა საუკეთესო ტრანსპორტია,ელე...
-არ ვღადაობ!-დოინს ვირტყამ და თვალებს ვძაბავ,ასე ვიქცევი ნერვიულობისას ჩვეულებრივ.
-კარგი რა,მართლა მრცხვენია,რომ ჩემს გამო მიდიხართ...ლუკასთან ტეხავს,წამოდი,შევურიგდები მხოლოდ იმ პიობით,რომ უკან დაბრუნდებით..არ ვიკბინები ჰო ხედავ?-ინტერესით მიყურებს,მეც რატომღაც მომწონს მისი აზრი და ნინას ვეძახი,ერთად მივუყვებით გზას,რომელიც უკან გვაბრუნებს,ლუკას სახლში.დაჩი ჩემს გვერდზე მოდის,მაგრამ ხმას არ იღებს,ვგრძნობ,რომ ნამოქმედარით კმაყოფილია.გალავანც ვცდებით თუ არა,ლუკასთან მიდის,რაღაცას საუბრობენ და მალე რიგდებიან.
-მთვრალები ვიყავით...-ორივე ერთდროულად ამბობს და გვიღიმის-ისე ელე მართლა მომწონს,თუმცა ამის იმედი დიდი ხანია,რაც აღარ მაქვს...ამაზე საუბარს არარ ვაპირებ-ლოყაზე მკოცნის ბავშვური ანცობით და მეც თავს ვუქნევ,არაუშავს-მეთქი.მასთან ხომ ყველაზე უჩვეულო და სასიამოვნო ურთიერთობა მაქვს.დაჩი შორიდან მიღიმის,ეტყობა,რომ უნდა ახლოს მოვიდეს,მაგრამ თითქოს ვერ ბედავს,ფეხები უკან მისდის.
ისევ ვუსხდებით ცეცხლს.ლუკა რაღაც ანეგდოტებს ამბობს,ცოტას გვაცინებს,მაგრამ მალევე გვბეზრდება,შემდეგ დაჩი იღებს ხმას:
-არ გინდათ „მოქმედება თუ სიმართლე“ ვითამაშოთ?-გვთავაზობს იგი.თამაშს ვიწყებთ,სხვადასხვა სფეროდან ვუსვამთ ერთმანეთს კითხვებს.დაჩი ხშირად ისეთ რამეს გვეკითხება,რაც არ ვიცით,ჩვენ ხომ ბიზნესის არაფერი გაგვეგება,ამიტომ დაჩაგრელები გამოვდივართ.
-კარგი რა,წესებს არ იცავ-ვამბობ და ლუკას ვუურებ,ვფიქრობ,დამიცავს-მეთქი.
-წესებს არც შენ იცავ და საერთოდ რა არის წესები?-სიცილს ვერ იკავეს დაჩი.
-კარგი,ვარჩევ სიმართლეს-უხერხულად მეღიმება,ეს თამაში ძალიან არ მომწონს,თუმცა უკვე თავს ვეღარ დავაღწევ.
-მოგწონვარ თუ არა?
-ღმერთო,ეს გაცნობის ბიურო არაა,სხვა რამ მკითხე-ვაპროტესტებ და ნინას ვუყურებ,რომელიც ძლივს იკავებს სიცილს.
-კარგი რა,ელე...ვიცი,რომ...
-არ მომწონხარ..ან რატომ უნდა მომწონდე?-სწრაფად ვპასუხობ და ვცდილბ,დაჩის მზერა ავირიდო.
-შემდეგი-ამბობს მკაცრი ხმით და მაცდურად აპარებს ჩემკენ თვალს „გაგაბამ“ გამომეტყველებით.
-აბა რა ფერის მაისური მეცვა,როცა პირველად შეგხვდი?-მეკითხება ნინა და პირზე ხელს იფარებს.
-ასეთებსაც ვართ? რა ვიცი,ბავშვობიდან გიცნობ...-ვფიქრობ,რომ ყველა ჩემს წინააღმდეგაა.
-არ იცი?-თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ,არ ვიცი,საიდან უნდა მახსოვდეს?!
-მოქმედება თუ სიმართლე?-ხმამაღლა მეკითხება ნინა.
-მოქმედება-ვამბობ იმის იმედით,რომ დაქალი არ გამწირავს.
-დაჩის უნდა აკოცო,აქ,ყველას თვალწინ!-გადაჭრით ამბობს და თვალს მარიდებს.
-შეთქმულებას მიწყობთ?-ვკითხულობ ირონიით და ადგილიდან არ ვინძრევი.
-ნუ გრცხვენია,ელე...თითქოს არ იცი ჩემი ტუჩების გემო..
-დაჩი,კიდევ მთვრალი ხარ.
-ხოდა მიფრთხილდი.
-კარგით,მე მაღლა ავედი,თქვენ გააგრძელეთ-ვუყურებ ცეცხლის გარშემო მსხდომთ და სახლის შესასვლელისკენ მივდივარ.სწრფად ვშორდები მათ ისე,თითქოს მტაცებელი ცხოველები იყვნენ და მეშინოდეს,არ დამგლიჯონ.კარებს ვხურავ და კიბეებზე ავდივარ,თუმცა მალევე უკან ვიხედები,რადგან ვგრძნობ,რომ ვიღაც მომყვება.
-შენც გამოგაგდეს?-ირონიულად ვეკითხები დაჩის,რომელსაც თვალებში ეშმაკები დაურბიან და ძალიან დაბნეული ჩანს.იმ წამს ვააანალიზებ,რომ ძალიან დაძაბულია და მეცინება.
-რაზე იცინი?-კითხვას პასუხის გარეშე ვუტოვებ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ჩემი ოთახისკენ,ის კი მომსმდევს,ვკისკისებ და უკან ვიხედები.
-ბავშვი ხარ?
-არა,უბრალოდ შენ მაჯადოებ-სიცილითვე მპასუხობს,მე კი ძალას ვიკრებ და მივიწევ წინ.არ მინდა,დამეწიოს.
-ელე,შეჩერდი-ვუახლოვდები თუ არა ჩემი ოთახის კარის ზღურბს,ხმამაღლა მეძახის.
-რა გინდა?
-არ მიყვარს ეს კითხვა...უბრალოდ ჩემთან მოდი.
-რა იყო ჰორმონები გაწუხებს?-წარბს მაღლა ვწევ და ოთახში შევდივარ,კარებს ვკეტავ და საწოლზე ვეშვები.
-გაუგებარი ხარ!-მესმის დაჩის ხმა,რომელშც გაბრაზებას ვკითხულობ.
-უნდა დავიძინო,წადი შენს სახლში.არ გრცხვენია მაინც?!
-ცოტა ხანს შემომიშვი,გთხოვ...რატომ ხარ ასეთი უხეში? რატომ?-არაფერს აღარ ვპასუხობ.ტანზე ვიხდი და ღამის მაისურს ვიცვამ,საწოლზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ,მინდა დავიძინო,მაგრამ დაჩის ხელში ეს შეუძლებელია.
-ელეეეე...............-ისევ ჩემი სახელი.ეს ხომ მომაბეზრებელია!
-ღმერთო,არ დამაძინებ?
-უბრალოდ დამელაპარაკე...
-არაკეთილსინდისიერად იქცევი..
-რას ამბობ?
-მთვრალი ხარ,ხვალ დაგელაპარაკები..-ვპასუხობ,ნაუშნიკებს ვირჭობ ყურებში და უაზროდ ვუშვებ მუსიკას,რომელსაც „ფლეილისტში“ ბოლოს ვუსმენდი.
სამყარო ჩერდება,მხლოლოდ რამდენიმე სიტყვა ტრიალებს გონებაში...ასე სჯობს,კმაყოფილად მეძინება,სიზმრებსაც არ ვნახულობ ან არ მახსოვს,მავიწყდება.დილას,როგორც ყოველთვის,ადრე მეღვიძება,მცივა,ხალათვს ვიცვამ და კარებს ვაღებ,გარეთ მინდა გასვლა.გასაღებს ვატრიალებ და უკან ვიხედები,ნინას ისევ სძინავს.
ბოლოჯერ ვატრიალებ გასაღებს და გარეთ გავდივარ,აივანზე მინდა გასვლა,თუმცა სურვილი მალევე ქრება.ისეც რამეს ვხედავ,რომ მიწევს ხელების პირზე მიფარება.დაჩი კარებთან ზის და იატაკს უყურებს.ვერ ვხვდები,რას ნიშნავს ეს.
-გავიღვიძე...-ამბობს და ფეხზე დგება.
-აქ იყავი მთელი ღამე? აქ გეძინა?-ენა დაბმულივით ვეკითხები.
-ჰო,მერე გაიქცეოდი სადმე..
-კარგი,არავინ გააღვიძო...აივანზე გავიდეთ-ჩუმად ვეუბნები და ხელი ტუჩებთან მიმაქვს.
-ელე,ღმერთო,არ მჯერა,რომ გხედავ...ძალიან მიხარია..-ემოციებს ვერ მალავს.
-ჩუმად...ჯერ ისევ სძინავთ-აივანზე გავდივართ,სკმაზე ვჯდები,ისიც გვერდით მიჯდება,ახლოს აჩოჩებს სკამს,თითებს ერთამნეთში ახვევს და შემდეგ ჩემკენ იხედება.
-ძალიან მენატრებოდი,ელეე.....ძალიან,შენ კი...
-იქნებ ამაზე არ ვისაუბროთ და არ ჩავიშხამოთ დასვენება-ვთავაზობ ღიმილით-ნახე,რა ლამაზი დილაა.ნუთუ არ მოგწონს?
-საქმეც ისაა,რომ შენ უფრო ლამაზი ხარ-თავს აქნევს და ხელს ხელზე მადევს,მხურვალეა მისი თითები,ეტყობა,რომ ნერვიულობს,ძალიან თანაც.
-ისევ ცივი ხელები გაქვს,უამრავ ადამიანში გიპოვი შენი ცივი ხელებით.
-გახსოვს..-მეღიმება და მისკენ ვიხედები,ისევ ღრმა მეჩვენება მისი თაფლისფერი თვალები.
-რა არ მახსოვს რო...
-კარგი,გაეღვიძათ,ჩავალ,ყავას მოვადუღებ-ხელს ვუშვებ და ფეხზე ვდგები,წამიერად ისიც იმავეს იმეორებს.
-ასე მალე?-თვალებით ძლიერად მაშტერდება-ასე მალე?
-დაჩი,გეყო რომანტიკული გმირის თამაში რა.უბრალოდ დატკბი სილამაზით.
-შენს ფონზე ვერაფერს ვხედავ...
-ჩუმად! ლუკა ადგა...-ვაშინებ და გავბივარ,უკან მომსდევს და ვკისკისებს,ასეთი მხიარული დაჩი ჯერ არ მინახავს,მგონი.
-გვრიტებს სალამი!-ლუკა სამზარეულოში გვხდება,ხომ ვთქვი. წელს ზემოთ შიშველია,თეძოზე დამჯდარი ღამის შორტი აცვია და თმა აჩეჩილი აქვს,დაჩი მასთან შედარებით მოწესრიგებულად გამოიყურება.
-ისევ მთვრალი ხარ?-მადუღარას ვართმევ და ლოყაზე ვკოცნი,მასთან მუდამ ასეთი თბილი დამოკიდებულება მაქვს,თუმცა ეს მეგობრობის ზღვარს არასდროს ვცდები.
-ჩემთან ასეთი რომ იყო,რა უჭირს.
-ჩვენ მეგობრები ვართ-ნიშნისმოგებით ეუბნება ლუკა და მაგიდასთან ჯდება.
-რა საყვარლები ხართ-ვიხედები უკან და მადუღარაში წყალს ვასხამ-დაჩი,ჭიქები გარეცხე რა-კისკისით ვამბობ და ვინტერესდები,როგორ შესრულდება.
-ჭიქები?-ზლაზვნით დგება ფეხზე-სხვას რომ ეთხოვნა,არა...თუმცა შენ,სხვა თემა ხარ..
-ასე მგონია,რომ ირონიულად იქცევი-მეცინება დაჩიზე და მაგიდასთან ვჯდები.
-რომანტიკოსია!-ჩუმად მეუბნება ლუკა და თავს მხარზე მადებს.ისეთი შთაბეჭდილება მექმნება,თითქოს დაჩის ეპაექრება-იცი როგორ დავიღალე...
-რამ დაგღალა?-ვეკითხები,ის კი ხელს წელზე მხვევს და კალთაში მისვამს,ახლა მე მიდევს თავი მის მხარზე.
-ყავა მოგვიტანე,დაჩი...დაღლილია ელე...-თავზე ხელს ვისვამს და ირონიულად იცინის.ძალიან უცნაურია,ეტყობა,დაჩის ნერვებს სინჯავს,არც მე ვეწინააღმდეგები,მისი ნერვების მოშლა ხომ ჩემი ერთ-ერთი ჰობია.
-მგონი,მეც მინდა,შენი მეგობარი ვიყო..მეგობრებს კარგად ექცევი,ბიჭს კი,რომელიც შენსგან მეტს ითხოვს,ფეხებზე იკიდებ.ასეთი გაუგებარი...
-დაჩი,ჩვენ ვისვენებთ-ვახსენებ და წარბს მაღლა ვწევ..
-კარგი,მოდით ყავა დავლიოთ..-ფინჯნებს წინ გვიწყობს და თვითონაც ჯდება.12 საათამდე ასე ვართ,მერე ნინაც იღვიძებს,წუწუნებს,ჩვენთან რატომ არ დარჩნენ შენი ძმაკაცები,სად წავიდნენო.მერე ჯდება და ლუკას თავს მხარზე ადებს-ჩაი მინდა რააა!-ისევ წუწუნებს.
-დაჩი!-ვანიშნებ ჩაისკენ დაჩის და ვკისკისებ.
-ისე დღეს რა კარგი განწყობაა.სალასქროდ უნდა წავიდეთ,სადმე ავიდეთ,გავინავარდოთ-გვთავაზობს ნინა,რომლის უშტერეტი ენერგია არასდროს კლებულობს.

ასეც ვიქცევით,ბუჩქ-ხეებში დავდივართ,მაღლა ავდივართ და თან ზურგჩანთებს დროდადრო ვიხსნით,ვისვენებთ.ღამის გათენებას მაღლა ვაპირებს,ამიტომ კარვებიც მოგვაქვს,მე და ნინა უკან მოვდივართ და თან ვჭორაობთ,დაჩი და ლუკა ხმას არ იღებენ და ისე მიიწევენ წინ.
-დავისვენოთ რა-ვჩერდები,რადგან წელი მეტკინა და სიარულის გაგრზელება აღარ შემიძლია.
-ცოტაც და...აქ ვერ გავჩერდებით-აპროტესტებს ჩემს ნათქვამს ლუკა.
-დაიღალე,ელე?-დაჩის დაბლა ჩამოდის და ცდილობს გაიგოს,რა მიჭირს.
-წელი მტკივა-გულახდილად ვამბობ და ძირს ვჯდები.
-მომეცი,წამოვიღებ.
-ვერ წამოიღებ,თავი მძლეთამძლეც ნუ გგონია-ჩემს ნათქვამზე ყველას ეცინება.
-მომეცი-ძალით მხსნის და ფეხზე მაყენებს.გაბრაზებული მივიწევ წინ და თან კმაყოფილი ვარ,რომ დაჩის ორი ჩანთის ტარება უწევს,უკნიდან ისეთი სასაცილოა,რომ მე და ნინა ვკისკისებთ.
-როგორ გააბი? გიჟი ხარ!-ნინას ხმამაღლა გამოსდის ნათქვამი.ხმას არ ვიღებ და ჩემთვის მივდივარ.ბოლოს,როგორც იქნა,ვჩერდებით,ვსხდებით ცეცხლის წინ და საჭმელს ვალაგებთ.
-არ მშია-ვამბობ და კარავში შევდივარ-მეძინება.
-მძინარა ხარ-მეთქი,ჰო გეუბნებოდი..-დაჩი იცინის და თვალს ვერ მაშორებს.
-მართლა მეძინება-ვამბობ და საძილე ტომარაში ვძვრები-როგორ თბილა.ვწვები და მალევე მეძინება,ალბათ იმიტომ,რომ მართლა დავიღალე.დილას ვჭამთ და უფრო მაღლა ავდივართ,ამჯერად სპეციალურად ვიქცევი და მუხლს ვიტკენ,მაინტერესებს,როგორი იქნება დაჩის რეაქცია,ვიცი,რომ ჩემი საქციელი ბავშვურიც კია,თუმცა ეს არ მაინტერესებს,ეს ბიჭი ბოლომდე უნდა გამოვწურო.
-მუხლი.ამის დედაც-ხმამაღლა მომდის-რას წამოვედე-მწვანესა და უცნაურ მცენარეს თვალს ვავლებ და ვშეშდები.
-გადარჩები,ელე...-ნინახვდება,რომ სპეციალურად ვიქცევი ასე,თუმცა ხმას არ იღებს.
-ელე,ვერ დგები?-ლუკა შორიდან მეკითხება,დაჩი კი ჩანთას იხსნის და ჩამორბის-ცოტა ხანს გავჩერდეთ.
-ორ ჩანთას და გოგოს თუ მოერევი,საღოლ-ნინა ისვენებს და უდარდელას კისკისებს,სულ არ ადარდებს ჩემი ნატკენი მუხლი,თვალს მიკრავს,შენ იციო და სანახაობით ტკბება.
-მძლეთამძლე გამოვიდა-ვხითხითებ და მიწაზე ვსწორდები.დაჩი შუბს იჭმუხნის,ახლოს მოდის და მუხლზე მაკვირდება-ძალიან გეტკინა,მოკლე შორტებში კარგად მიჩანს,თუ როგორ მდის სისხლი,რასაც მაშინვე ამჩვენს და ჩანთაში რაღაცის ძებნას იწყებს.
-ექიმის კურსები გაიარე?-თვალებში ვუყურებ,გაბრაზდება თუ არა-მეთქი,მისი ნერვებზე „დაკვრა“ ხომ ძალიან სასიამოვნოა.
დოლბანდი ამოაქვს,მაკრატლით ჭრის და იმუხლება,ყველაფერს გვერდზე დევს და მუხლს მახრევინებს.
-უნდა დაგიმუშაო.
-არაფერი მიჭირს,დოლბანდს გადავიჭიმავ-ადგომას ვცდილობ,თუმცა ის მაჩერებს.
-ელე,მოიცადე...-ფრთხილად მიმუშავებს,მერე დოლბანდს ჭიმავს და მუხლს მიხვევს-ახლა შეგიძლია,ადგე.
-როგორ დაჭიმე,ძლივს დავდივარ.
-მართლა?-გამომეტყველება ეცვლება.
-არა,მადლობა,დაჩი-ვუღიმი და ჩანთას ვართმევ-გუშინ რომ მოგეცი ტარების ნება იმას არ ნიშნავს,რომ გაჩუქე.
-გიჟი ხარ,ელე-ლუკა შორიდან იცინის და გვანიშნებს,გზა განვაგრძოთო.
მეორე ღამესაც კარვებში ვატარებთ,ლაშქრობა ძალიან მოგვწონს.ყველა წვება დასაძინებლად,თუმცა მე ისევ ცეცხლთან ვზივარ და ვფიქრობ,ოღონდ არ ვიცი რაზე.ხელებს ვიწყობ ნიკაპის ქვეშ და ცეცხლს ვაშტერდები.
-თბილა..-მესმის დაჩის ხმა.
-ძალიან გაწვალებ არა?-ვეკითხები ღიმილით.
-მსიამოვნებს,რომ...-აღარ აგრძელებს და გვერდით მიჯდება-გიხურს ლოყები.შორს გაიწიე.
-კარგად ვარ-ვეუბნები ისე,რომ პოზას არ ვიცვლი.
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-აბა რას ვაკეთებთ?-გაკვირვებული ვუყურებ.
-ელე,იცი...იმ დღიდან,როცა ბოლოჯერ უთხარი ჩვენს ურთიერთობას უარი,სულ ამაზე მეფიქრება...და რას მივხვდი,იცი?
____
დავბრუნდი თუ არა,დამხვდა სიჩუმე,დუმილი...

მგონი,მკითხველთა რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა,თუმცა მესმის....ზაფხულია,ზაფხული...

ჩემს მკითხველს ვუსურვებ სასიამოვნო არდადეგებს,ძალიანაც არ იცელქოთ :დ



№1 სტუმარი mtvaro svani

ox togor minda es gaugebari gogo gavputo dachis camebistvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent