შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (5)


22-07-2016, 22:02
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 495

სახლში როდის მივედი არ მახსოვს, ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა ნიკოლოზი და მისი კოცნა იყო..
მეთვითონაც არ ვიცი საიდან მქონდა იმხელა გამბედაობა, რომ კოცნის ინიციატივა ჩემ თავზე ავიღე..
დებილივით ვიწექი ლოგინზე და კიდევ ერთხელ ვიხსენებდი მომხდარს..
ფიქრები ტელეფონის ზარმა გამიფანტა..
როგორც კი უცხო ნომერი ამოვიკითხე ვუპასუხე და რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში გავიყუსე..
-უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად ხარ
მაშინვე როგორც კი ნიკოლოზის ბოხი ხმა გავიგე, ტანში სასიამოვნოდ გამცრა და გულსიცემაც ამიჩქარდა...
-კ..კი კარგად ვარ
ძლივს მოვიყარე თავი სათქმელს და იმის მოლოდინში, რომ კიდევ იტყოდა რამეს გავიყუსე..
-ელენა
-გისმენ
როცა ჩემი სახელი გავიგე და მივხდვი რომ ლაპარაკი არ დასრულებულა უნებურად გამეღიმა...
-იმედია არ ნანობ..
-არ გვინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი...
მოხერხებულად ავარიდე თავი პასუხს და გულში ჩემი თავი გამოვლანძღე...
-ანუ ნანობ?
ტელეფონში ნიკოლოზის გაბრაზებული ხმა გაისმა და მეც დავიძაბე..
-არა ნიკოლოზ, არ მითქვამს რომ ვნანობ
-მაშინ რატომ არიდებ თავს პასუხს?!
ისევ იგივე ხმით მკითხა და ტანში კიდევ ერთხელ დამიარა უსიამოვნო შეგრძნებამ..
-უნდა წავიდე ნიკოლოზ, ხვალ გნახავ სა...
ბოლომდე არ მქონდა დამთავრებული ტელეფონი რომ გამითიშა...
გაოცებულმა და ამავდროულად გაბრაზებულმა მოვისროლე ტელეფონი ლოგინზე და ვარსკვლავის ფორმაში გავწექი...
გულში ნიკოლოზის ლანძღვა დავიწყე, მაგრამ კარგად ვხვდებოდი რომ დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი..
-გაწყენინა რამე?
ოთახში ლიკა შემოვიდა და ლოგინზე ჩემ გვერდით დაწვა..
-ირაკლიმ არა - თვალებდახუჭულმა ვუპასუხე და როგორც კი დიდხნიანი დუმილი ჩამოვარდა ისევ განვაგრძე - ნიკოლოზმა
-მოიცა, წახვედი ირაკლისთან ერთად და დაბრუნდი ირაკლის გარეშე ნიკოლოზზე გაბრაზებული..
ეგ როგორ?
გულწრფელად გაიკვირვა ლიკამ და გაფართოებული თვალებით გამომხედა..
მეც სიტყვა-სიტყვით მოვუყევი ყველაფერი და ბრაზი უფროდაუფრო მემატებოდა ჩემ თავზე..
-არა რა, მხოლოდ ელენა კანდელაკს შეუძლია აკოცოს ოთხი დღის გაცნობილ ბიჭს და მერე შერცხვეს იმის თქმის რომ არ ნანობს..
უცებ დამცინა ლიკამ და
სიცილის შესაკავებლად პირზე
ხელი აიფარა...
-უნამუსო ხარ ამხელა ქალი რა.. ესე უნდა დაცინო მეგობარს? კიდე კაი შენი ბედოვლათი ქმარი არაა აქ, თორემ მაგის დაცინვას რა გაუძლებდა...
-მახსენა ვინმემ?
ამის თქმა იყო და ოთახში გიორგი შემოვიდა, როგორც კი ჩვენი გაკვირვებული სახეები დაინახა ბოლოხმაზე ახარხარდა..
-გაიტანეთ ეს კაცი აქედაან და შენც მიყევი..
ძლივს ავაგდე ლოგინიდან ლიკა და ცოლქმარი ოთახიდან გავაგდე.
უკვე დამშვიდებული დავწექი ლოგინზე და სიზმრებში გადავეშვი..
დილით ყველანაირად ვცდილობდი ჩუმად მოვმზადებულიყავი და ცოლ-ქმარს სადმე არ გადავყროდი..
ნამდვილად არ მქონდა მათი დაცინვის თავი..
-სად მივიპარებითო ელენაო?
სააბაზანოდან თავი გამოყო გიორგიმ და უკვე კარებში გასული გამაშეშა...
-სამსახურში და ჯობია შენც არ დააგვიანო...
უცებ ვუპასუხე და ქვემოთ ჩავედი...
უცებ მოვთავსდი მანქანაში და წავედი...
მალევე მივედი სამსახურში და პირდაპირ კაბინეტში ავედი, კარები მივხურე და დივანზე დავესვენე..
ისევ გუშინდელი დღის გახსენება დავიწყე და ისევ რაღაცნაირმა შეგრძნრბამ მომიცვა..
არ მინდოდა ამ ყველაფრისთვის რაიმე განსაკუთრებული სახელი დამერქმია, მხოლოდ ორი დღე და ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება, ნიკოლოზი განქორწინდება, მე კი ისევ ჩემ საქმეეებს მივუბრუნდები..
-ქალბატონო ელენა თქვენთან არიან..
კარები ლიზამ შემოაღო და მომლოდინე თვალებით შემომხედა..
-კარგი შემოვიდეს, მაგრამ შეხვედრა ათ საათამდე არ მქონდა ვინმე ჩაწერე?
დაინტერესებული შევეკითხედა ფეხზე წამოვდექი..
-არა ქალბატონო ელენა, ათ საათზე ბატონ ნიკოლოზთან გქონდათ შეხვედრა და დროა უკვე..
ნიკოლოზის სახელი გაგონებისას უცებ გამცრა და უსულოდ ჩამოვჯექი სკამზე, თავის დაქნევით ვანიშნე ლიზას რომ შემოეშვა და რაღაც საბუთები ავიღე თითქოს საქმე მქონდა..
გავიგე როგორ შემოვიდა და დაჯდა, მაგრამ თავი შეგნებულად არ ავწიე..
-როდემდე უნდა უყურო ეხლა მაგ ფურცლებს შემომხედე..
ნახევარ საათიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო ნიკოლოზმა და იძულებული გავხდი თავი ამეწია..
-გისმენ ნიკოლოზ
-შენ არა მე გისმენ ელენა..
-მე რატომ?
უდარდელად ვუპასუხე და საზურგეს მივეყრდენი
-ელენა გისმენ
უცებ იყვირა ნიკოლოზმა და შიშისგან ერთ ადგილას შევხტი..
-რა გინდა რომ გითხრა ნიკოლოზ? თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ არ ვნანობ, პირიქით ბედნიერი ვარ რომ ეს გავაკეთე, მაგრამ...
-რა მაგრამ ელენა, რა მაგრამ
-დამამთავრებიე ნიკოლოზ, მაგრამ არ ექნება ამ ყველაფერს მომავალი ნიკოლოზ, ზეგ შენი სასამართლოა, ყველაფერი დამთავრდება და ძველებურად იქნება..
შენ ცოლს გაშორდები და შენ საქმეს განაგრძობ, მე კი ისევ ჩემსას..
ტირილით დავასრულე და თავი გვერდზე გავატრიალე..
მალევე გავიგე სკამის გაეწევის ხმა, ნაბიჯები ჩემ უკან და თბილი ტუჩების შეგრძნება ყელში, შემდეგ ნიკაპზე, ლოყაზე და ბოლოს ტუჩებზე..
-ნიკოლოზ..
როგორც კი ჩემ ტუჩებს მოშორდა და ამოსუნთქვა შევძელი ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე..
-არ გვინდა ლაპარაკი, უბრალოდ მაკოცე...
უფრო მიმიზიდა მისკენ და ცდუნებას წინააღმდეგობა არც მე არ გავუწიე..
ცალი ხელი კისერე მოვხვიე მეორე კი მოკლედ შეჭრილ თმაში შევუცურე და ისევ ჩემი ინიციატივით ვაკოცე...
-მომწონს როცა ესეთი დამყოლი ხარ..
ტუჩებზე დამჩურჩულა და მოწყვეტით მაკოცა...
-მოკეტე და მაკოცო..
ამჯერად მე დავჩურჩულე ტუჩებზე და მე ვაკოცე მოწყვეტით..
-ცუღლუტობ.. - რასაც ქვია მომიშორა და შორიდან გამომცდელი თვალით მომაშტერდა - მაგრამ მომწონს
ბოლოს მე რომ მომწონს ისე გამიცინა და მაკოცა..
-ნიკოლოზ საკმარისია...
ძლივს მოვშორდი და თავი ჩავხარე..
ვიგრძენირ როგორ ჩაიცინა და ლოყები უარესად ამიწითლდა...
-პატარა ბავშვი ხარ ელენა..
შუბლე ცხელი ტუჩები მომაწება და ოთახიდან გავიდა..
კარები გაიხურა თუ არა მაშინვე შეთანხმებულებივით შემოვიდა გიორგი..
-რა უნდოდა?
-არაფერი
ღიმილით ამოვილაპარაკე და სავარძელში ჩავესვენე..
-ოოოო გასაგებია, კარგი იყო?
ინტერესეით მკითხა და წარბები სასაცილოდ აათამაშა..
-ბიჭი შენ სამუშაო არ გაქვას?
წარბაწეულმა გავხედე და ისიც უცებ გაიძურწა ოთახიდან..
გამეცინა მის საქციელზე და თავი საზურგეს მივადე.
ინსტიქტურად ამომიტივტივდა მომხდარი და გამეღიმა..
-ქალბატონო ელენა მორჩი ეხლა მომხდარზე ფიქრს და საღამოს გეგმები გამაცანი...
როგორც კი ამღერებულ ტელეფონს ვუპასუხე ნიკოლოზის ღიმილნარევი ხმა გავიგე და ყურებამდე გავიკრიჭე..
-რა ხდება ნიკოლოზ ხუთი წუთის წინ არ იყავი აქ?
-ორი საათი გავიდა ელენა მაგის მერე...
სიცილით მითხრა
-რაა? რომელი საათია?
დაფეთებულივით წამოვხტი ფეხზე და საათს ვეცი...
-პირველი საათი ხდება ელენა რა ხდება?
შეშინებული შემეკითხა და ვიგრძენი როგორ დაიძაბა...
-ვაიმე სასამართლო მაქ პირველზე, წავედი ნიკოლოზ დაგირეკავ მერე...
უცებ გავუთიშე ტელეფონი და გარეთ გავვარდი..
საბდდნიეროდ თავის დროზე მივედი სასამართლოში...
იქიდან რომ გამოვედი უკვრ ექვსი საათი იყო...
ტელეფონზე კი ნიკოლოზის უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა..
მაშინვე გადავურეკე და ღიმილით დაველოდე პასუხს...
-ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდა?
როგორც კი მიპასუხა მაშინვე ინტერესით შემეკითხა...
-კი კი ყველაფერი კარგადაა...
-მოკლედ ელენა, რამდენიმე საათში რომ გამოგიარო შემხვდები?
ისეთი ხმით შემეკითხა უარის თქმა რომ მდომოდა, ვერ ვეტყოდი..
-ცხრაზე გამომიარე მისამართს მოგწერ...
ღიმილით გავუთიშე ტელეფონი და მანქანა დავქოქე...



იმედია მოგეწონებათ❤ პატარა თავისთვის და შეცდომებისთვის ბოდიში❤



№1 სტუმარი Ketis

Imedia ki ara dzaan kargiaaa dzaan da mgoni lvelaperi kargad ganvitardebaaaaaa mixariaaa ada carmatebebi tavebi ganavrce ubralod

 


№2 სტუმარი კნოპკა

დადეე დღეს აიი ძალიან მომწონს ესსისტორია რატომღაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent